გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/25817-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 მაისი, 2019 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - მაია სვიანაძე
სხდომის მდივანი - ხატია გაგელიძე
მოსარჩელეები - ელ--ა ი-–--ა, ვე--- ი-–--ა
წარმომადგენლები - და----------ე, სა-–----------ე,მე-–---------------–---–-, თა------------–---–ი
მოპასუხე - სსიპ ს----–-–-------------------------–------------
მოპასუხის წარმომადგენელი - სა-–--------–--ე
დავის საგანი - ქონების უმკვიდროდ ცნობა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. უმკვიდროდ იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში არ---- ნო----–---–ის სახელზე რიცხული უძრავი ნივთი მდებარე: ქალაქ თ---–--–ი, ე. ბ-–---–---–-ს ქუჩა მ--- გას. №4--ში და უმკვიდროდ ცნობილი ქონების 2/3 ნაწილი საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცეს ელ--ა ი-–--ას (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, 15.05.2-1-წ. სასამართლო სხდომის ოქმი). მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ელ--ა ი-–--ას მამამ, 0-.0-.2--- წელს გარდაცვლილმა ივ--ე ი-–--მა არ---- ნო----–---–ისგან 19-- წელს ფორმადაუცველი წერილობითი შეთანხმებით შეიძინა საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. თ---–--–ი, ე. ბ-–---–---–-ს ქ. I- გას. №4-. აღნიშნული სადგომი ტექნიკური აღრიცხვის არქივში ირიცხება არ---- ნო----–---–ის სახელზე, რომელიც გარდაიცვალა 1----–-–----------------ს. ელ--ა ი-–--ამ 2-.05.2---წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობით მიიღო გარდაცვლილი მამის აქტივები და პასივები და იგი წარმოადგენს სადავო ქონების თავდაპირველი მოსარგებლის უფლებამონაცვლეს. 1.2. უმკვიდროდ იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში არ---- ნო----–---–ის სახელზე რიცხული უძრავი ნივთი მდებარე: ქალაქ თ---–--–ი, ე. ბ-–---–---–-ს ქუჩა მ--- გას. №4--ში და უმკვიდროდ ცნობილი ქონების 1/3 ნაწილი საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცეს ვე--- ი-–--ას (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, 15.05.2-1-წ. სასამართლო სხდომის ოქმი). მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ვე--- ი-–--ას ბებიამ, ან-------ა ი-–--ამ 19-- წელს არ---- ნო----–---–ისგან შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თ---–--–ი, ბ-–---–---–-ს I- შეს. 4--. საცხოვრებელი სახლის ფართი არის 1-7 კვ.მ, საიდანაც ვე--- ი-–--ა, როგორც ან-------ა ი-–--ას უფლებამონაცვლე, ფლობს 58 კვ.მ მიწის ფართს, ხოლო დანარჩენ ნაწილს - მისი ბიძაშვილი ელ--ა ი-–--ა. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ საბინაო წიგნის ჩანაწერში, რომელიც გამოცემულია ვი------- ი-–--ის სახელზე, ვე--- ი-–--ას რეგისტრაცია ზემოაღნიშნულ მისამართზე ფიქსირდება 1--- წლიდან. ან-------ა ი-–--ას ჰყავდა სამი შვილი: ლი---ა ი-–--ა, ივ--ე ი-–--ი (ელ--ა ი-–--ას მამა) და ვი------- ი-–--ი (ვე--- ი-–--ას მამა). ვი------- ი-–--ს ჰყავდა 7 შვილი, აქედან ორი - სე----ი ი-–-- და მუ------ა ლუ-----–ა გარდაცვლილები არიან, ხოლო რე-------ა ეკ--------ა, ი-–--ა ზ------ა, ი-–--ა სვ----–--ა და ლი---ა ნა--------ე თანხმობას აძლევენ ვე--- ი-–--ას, რომ სადავო უძრავი ქონება აღირიცხოს მის სახელზე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სსიპ ს----–-–-------------------------–------------ს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო არც ერთი მოსარჩელის ნაწილში და მიუთითა, რომ ელ--ა ი-–--ას და ვე--- ი-–--ას სასარჩელო მოთხოვნები არის დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები 3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2.1 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული ცნობა-დახასიათების მიხედვით, ქ. თ---–--–ი, ე. ბ-–---–---–-ს ქ. I- გას. (კ----------------–------ს I- გას) №4--ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთი: არასასოფლო სამეურნეო; ლიტერი „ა“ (საცხოვრებელი) - 53.60 კვ.მ; ლიტერი „ვ“ (დამხმარე) - 23.10 კვ.მ; ლიტერი „ბ“ (დამხმარე) 14.00 კვ.მ) მესაკუთრედ აღრიცხულია არ---- ნო----–---–ი (ნუ----–---–ი) (ტ. 1, ს.ფ. 24). 3.2.2 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 0--------- #2----- და 0--------- #2----- წერილებით დგინდება, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მინაცემებით, უძრავ ნივთზე, მდებარე თბილისი, ე. ბ-–---–---–-ს ქუჩა, I- გა-----–--–ი №4- საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის ( ტ.1, ს.ფ. 25; ტ.2, ს.ფ. 22). 3.2.3 გარდაცვალების აქტის ჩაწერით და გარდაცვალების მოწმობით ირკვევა, რომ არ---- ნო----–---–ის გარდაცვალების თარიღია 1----–-–----------------ი (ტ.1, ს.ფ. 29-31). სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2--- წლის 1------- და 2--- წლის 1-----–--ს გაცემული ინფორმაციებით ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრიდან და ანდერძების ერთიანი რეესტრიდან დგინდება, რომ არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი 1----–-–----------------ს გარდაცვლილი არ---- ეს------ს ძე ნო----–---–ის სამკვიდრო ქონების ან დამოწმებული ანდერძის თაობაზე (ტ.1, ს.ფ. 33-34; ტ.2, ს.ფ. 24-25). 3.2.4 ელ--ა ი-–--ას, რომელიც არის ივ--ე ი-–--ის და ო-–--ა ი-–--ის შვილი, დაბადების თარიღია 7---------------------–--–ი. ივ--ე ი-–--ისა და ო-–--ა ი-–--ის ქორწინების ფაქტი დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ქორწინების მოწმობით. დამატებით გაცემული ინფორმაციის მიხედვით, მექორწინეთა მისამართად მითითებული იყო ე-–----–------–-----ი (ტ.1, ს.ფ. 38-42). ივ--ე ი-–--ი გარდაიცვალა 2--- წლის 4-------–ს, ხოლო მისი მეუღლე და ელ--ა ი-–--ას დედა - ო-–--ა ი-–--ა - 19---–-–---------------ს ( ტ.1,ს.ფ. 35, 40). 2018 წლის 29 მაისს ნოტარიუს ლია ირ----ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N1--------) შესაბამისად დგინდება, რომ ელ--ა ი-–--ა არის 0-.0-.2--- წელს გარდაცვლილი ივ--ე ი-–--ის კანონისმიერი მემკვიდრე, რომელმაც, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება სრულად (აქტივებითა და პასივებით) (ტ.1,ს.ფ. 45) 3.2.5 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2018 წლის 10 აგვისტოს მდგომარეობით გაცემული საინფორმაციო ბარათის მიხედვით, ი-–-- ივ--ეს რეგისტრაციის ადგილად უფიქსირდებოდა შემდეგი მისამართები: 1-.0-.19-- წელს მისი რეგისტრაციის ადგილი იყო ქ. თბილისი, კ----------------–------ს მ--- გას. №4--, ხოლო 2-.0-.2-05 წლის მდგომარეობით მისი რეგისტრაციის ადგილია თბილისი, ე. ბ-–---–---–-ს ქ. №4-- ( ტ.1, ს.ფ. 36-37). საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2--- წლის 2------ს მდგომარეობით გაცემული საინფორმაციო ბარათის მიხედვით კი, ელ--ა ი-–--ა 1-98 წლიდან რეგისტრირებულია მისამართზე: თბილისი, ე. ბ-–---–---–-ს I- გას. №4-- ( ტ.1, ს.ფ. 43-44). 3.2.6 თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვით, 1-7 კვ.მ საერთო ფართის მქონე მიწის ნაკვეთის (აღრიცხვის თარიღი 1-77 წელი) მისამართად მითითებულია: ნა---–-----ის რ-ნი, ე. ბ-–---–---–-ს I- გას. №4- (ტ.1, ს.ფ. 28). 3.2.7 ვე--- ი-–--ა არის ვი------- ი-–--ის და ლიდა ი-–--ას შვილი. (ტ.2, ს.ფ. 54) ვი------- ი-–--ის გარდაცვალების თარიღია 2----–-–---------------–ი, ხოლო ლი---ა ი-–--ას გარდაცვალების თარიღია - 2----–-–-----------------ი (ტ.2, ს.ფ. 55-56). 3.2.8 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2--- წლის 1------------ის მდგომარეობით გაცემული საინფორმაციო ბარათის მიხედვით, ვე--- ი-–--ა 2-.0-.1--- წლიდან რეგისტრირებულია მისამართზე: თბილისი, ე-- ბ-–---–---–-ს I- შეს. №4--. (ტ.2, ს.ფ. 50-54). 3.2.9 ვე--- ი-–--ას ძმა - ი-–-- სე----ი გარდაიცვალა 2--- წლის 2-------–ს, ხოლო და - ლუ-----–ა მუ------ა გარდაიცვალა 1-8--–-–---------------ს ( ტ.2, ს.ფ. 57-58). ვე--- ი-–--ას სხვა დედმამიშვილები, კერძოდ ი-–--ა ზ------ა, ეკ--------ა რე-------ა, ლი---ა ნა--------ე და სვ----–--ა ი-–--ა თანხმობას აცხადებენ, რომ ვე--- ი-–--ამ მოახდინოს უძრავი ქონების, მდებარე თბილისი, ე-- ბ-–---–---–-ს I- შეს. №4--, მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია (ტ.2, ს.ფ. 59-62). 3.2.10 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 19/06/2018 წლის მდგომარეობით მომზადებულ ინფორმაციაში მითითებულია შემდეგი: ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების შესაბამისად, „ქ. თბილისი, ე. ბ-–---–---–-ს I- გა-----–--–ი №4-“-ში მდებარე უძრავი ნივთის საარქივო მასალაში ასევე მითითებულია მისამართები: „ელ----–------ი (უნომრო)“; „ელ----–------ი №1-“; „ე-–----–--------ი №1-“; „ე-–----–--------ი №4-“; „ელ----–-ს I- ჩიხი №1-“; „ელ----–-ს I- ჩიხი №4-“; „კ----------------–------ს I- გა-----–--–ი, №4-“ (ტ.1, ს.ფ. 27). საქმეში წარმოდგენილია ასევე „ქა-–--–----ის“ დირექტორის მიერ გაცემული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მისამართები: „ბ-–---–---–-ს I- გას. №4-“; „ბ-–---–---–-ს I- გას. №4-“; „ბ-–---–---–-ს I- შეს. №4-“ და „კ----------------–------ს ქუჩის I- გას. №4- (იგივე ელ----–------ი)“ არის ერთი და იგივე მისამართი (ტ.2, ს.ფ. 81). გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სხვა დოკუმენტებზე, კერძოდ, სსრკ ფინანსთა სამინისტროს საგადასახდელო უწყებებზე, სახდაზღვევის მოწმობებზე და გადახდის ქვითრებზე, რომლებშიც იმ ქონების მისამართად, სადაც გადამხდელებად ფიქსირდებიან არ---- ნო----–---–ი და ივ--ე ი-–--ი, მითითებულია „ე-–----–--------ი №1-“; „ე-–----–--------ი №4-“; „ელ----–-ს I- გას. №4--“; „კ----------------–------ს ქუჩის I- გას. №4-“; „კ----------------–------ს I- გა-----–--–ი, №4-“ და „ე. ბ-–---–---–-ს I- გას. №4--“ (ტ.1, ს.ფ. 65-73). ამასთან, საქმეში წარმოდგენილია საბინაო წიგნი, რომელიც გაცემულია „ელ----–------ი №4--“-ზე (ტ.2, ს.ფ. 26-49). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი აკისრია მხარეებს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის წარმომადგენელი სადავოდ ხდიდა მისამართების იდენტურობას და მიუთითებდა, რომ მოსარჩელეები ვერ ადასტურებდნენ კონკრეტულად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა დახასიათებაში არ---- ნო----–---–ის კუთვნილ უძრავი ქონებაზე (მდებარე ე. ბ-–---–---–-ს ე. 2-- გას. №4-) მოსარგებლეობის ფაქტს და ამდენად, ვერც მათ, როგორც უფლებამონაცვლეთა უფლებამოსილებას ხსენებულ ფართზე. სასამართლოს ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადგენილად მიაჩნია, რომ საქმეში მოცემული ყველა მისამართი არის იდენტური ცნობა დახასიათებაში მითითებული მისამართისა და ამდენად, ამ ნაწილში იზიარებს მოსარჩელეთა განმარტებას. თავის მხრივ, აღნიშნულის საპირისპირო მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია, რაც გააბათილებდა სასამართლოს მიერ გაკეთებულ ხსენებულ დასკვნას. 3.2.11 რამდენადაც სასამართლომ გაიზიარა, რომ იდენტურია „ე-- ბ-–---–---–-ს I- გას. №4--“ და „ე-- ბ-–---–---–-ს I- ჩიხი №4--“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა დახასიათებაში არ---- ნო----–---–ის კუთვნილი უძრავი ქონების მისამართისა („ე. ბ-–---–---–-ს ე. 2-- გას. №4-“), საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით, მათ შორის კომუნალური გადახდის ქვითრებით, სს „თე-–--ის“ ცნობით და აბონენტის ბრუნვის ისტორიით, საბინაო წიგნით, ასევე თავად ელ--ა ი-–--ას წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით და მოწმეების - გა-–-----------–------ისა და ელ--ა ნო----–-----ის ჩვენებებით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ელ--ა ი-–--ა არის არ---- ნო----–---–ის საკუთრებაში მყოფი საცხოვრებელი სადგომის ნაწილის მოსარგებლის - ივ--ე ი-–--ას უფლებამონაცვლე (ტ.1, ს.ფ. 48-64). 3.2.12 ვე--- ი-–--ას ნაწილშიც, წინამდებარე გადაწყვეტილების 3.2.10 პუნქტის დადგენის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის უმთავრესად საბინაო წიგნით, კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითრებით, სს „თელასის“ ცნობით და აბონენტის ბრუნვის ისტორიით, ასევე მეზობლების სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით და თავად მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებით დგინდება ის ფაქტი, რომ ვე--- ი-–--აც წარმოადგენს არ---- ნო----–---–ის საკუთრებაში მყოფი საცხოვრებელი სადგომის ნაწილის მოსარგებლის - უფლებამონაცვლეს. 3.2.13 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2-1- წლის 21 მარტის #9---- წერილის მიხედვით, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით წარმოდგენილი უძრავი ნივთი (მისამართი: ქალაქი თბილისი, ე. ბ-–---–---–-ს I- გა-----–--–ი №4-) შეესაბამება (არ სცდება) საინვენტარიზაციო გეგმის საზღვრებს. საინვენტარიზაციო გეგმის საკადასტრო მონაცემების შესაბამისად, მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს 1-2.7 კვ.მ-ს (ტ.1, ს.ფ. 122-123, 126-127). ხსენებულ მტკიცებულებაზე მითითებით მოსარჩელეებმა დააზუსტეს მათი მოთხოვნა და ითხოვენ წილობრივი მონაცემებით საკუთრების უფლების აღრიცხვას სადავო ქონებაზე. რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავო უძრავი ქონების (მისამართი: ქალაქი თბილისი, ე. ბ-–---–---–-ს I- გა-----–--–ი №4-) 2/3 ნაწილზე ელ--ა ი-–--ამ შეძლო დაედასტურებინა მისი, როგორც მოსარგებლის უფლებამონაცვლის უფლება საცხოვრებელ სადგომზე, ხოლო ვე--- ი-–--ას ნაწილში კი ასევე დასტურდება ფლობის ფაქტი საცხოვრებელი სადგომის 1/3 ნაწილზე.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი ორივე მოსარჩელის ნაწილში არის საფუძვლიანი, დასაბუთებული და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2, მე-5, მე-9 მუხლები; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს. 6.2 „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ მოსარგებლე არის – პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე. 6.3 ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა. საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელეები - ელ--ა და ვე--- ი-–--ები წარმოადგენენ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეთა უფლებამონაცვლეებს. 6.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე. დადგენილია, რომ უძრავი ქონების მესაკუთრე არ---- ნო----–---–ის გარდაცვალების თარიღია 1----–-–----------------ი და სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ინფორმაციით ჩანაწერი მისი სამკვიდროს მიღების ან რეგისტრირებული ანდერძის თაობაზე არ იძებნება. ამდენად, მის სახელზე საკუთრებად აღრიცხული და მოსარჩელეთა მიერ ფაქტობრივად დაკავებული საცხოვრებელი სადგომი მდებარე: ქალაქ თ---–--–ი, ე. ბ-–---–---–-ს ქუჩა მ--- გას. №4--ში ცნობილი უნდა იქნას უმკვიდროდ. 6.5 ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი). 6.6 „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მ--- პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. უმკვიდროდ უნდა იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში არ---- ნო----–---–ის სახელზე რიცხული უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თ---–--–ი, ე. ბ-–---–---–-ს ქუჩა მ--- გას. №4--ში და უმკვიდროდ ცნობილი ქონების 2/3 ნაწილი საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცეს ელ--ა ი-–--ას, ხოლო 1/3 ნაწილი - ვე--- ი-–--ას.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ი” ქვეპუნქტის საფუძველზე. მოპასუხე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,უ” ქვეპუნქტის საფუძველზე.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე, 243-244, 248-249-ე, 364-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ელ--ე ი-–--ასა (პ/ნ 0----------) და ვე--- ი-–--ას (პ/ნ 0101-0050-0) სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1. უმკვიდროდ იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში არ---- ნო----–---–ის სახელზე რიცხული უძრავი ნივთი მდებარე: ქალაქ თ---–--–ი, ე. ბ-–---–---–-ს ქუჩა მ--- გას. №4--ში და უმკვიდროდ ცნობილი ქონების 2/3 ნაწილი საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცეს ელ--ა ი-–--ას.
1.2. უმკვიდროდ იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში არ---- ნო----–---–ის სახელზე რიცხული უძრავი ნივთი მდებარე: ქალაქ თ---–--–ი, ე. ბ-–---–---–-ს ქუჩა მ--- გას. №4--ში და უმკვიდროდ ცნობილი ქონების 1/3 ნაწილი საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცეს ვე--- ი-–--ას.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 2- და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია სვიანაძე