გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/3074-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ოქროპირიძე
სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი
მოსარჩელე - ა--- კ-------–---–ი
წარმომადგენელი - მ------ ბ-–---ე
მოპასუხე - სსიპ ქ. თ---–-----------------------–ა
წარმომადგენელი - მ------ კ-------ე
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
დავის საგანი - სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა: (დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა იხ. 24.05.2019 წლის სხდომის ოქმი)
1.1. აღიარებულ იქნეს ა--- კ-------–---–ის მიერ ქ. თბილისის მე-4---–----–--------–აში (ამჟამად სსიპ ქ. თ---–-----------------------–ა) 1997 წელს საგანმანათლებლო პროგრამის საბაზო ზოგადი განათლების (ცხრა კლასის დამთავრების) მიღების ფაქტი.
1.2. მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
2. მხარეთა პოზიცია.
მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ ქ. თ---–--------- საჯარო სკოლამ წარმოდგენილი შესაგებელით ცნო სარჩელი.
2. მესამე პირების პოზიცია:
მესამე პირის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც შესაგებელი წარმოუდგენია.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. ქ. თბილისის მე-4---–----–--------–ის მოსაწავლეთა შესახებ N- ბრძანების წიგნის მიხედვით 1996 წლის 24 აგვისტოს N--- ბრძანების თანახმად ა--- ა---------–ის ა----–- ქ-----–----------–- საშუალო სკოლიდან გადმოსვლის გამო ჩაირიცხა ქ. თბილისის მე-4---–----–--------–ის მე-9 კლასში.
1997 წლის 28 მაისს ქ. თბილისის მე-4---–----–--------–ის მიერ ა--- ა---------–ის ა----–- კ-------–---–ზე გაიცა არასრული საშუალო განათლების N1----- მოწმობა, რომლითაც ა--- ა---------–ის ა----– კ-------–---–მა დაამთავრა მე-4---–----–--------–ის ცხრა კლასი.
არასრული საშუალო განათლების მოწმობის დანართის საბოლოო შეფასების უწყისის თანახმად ა--- ა---------–ის ა----–მა კ-------–---–მა სწავლის დროს გამოიჩინა შემდეგი წარმატება: ყოფაქცევა - კარგი; მშობლიური ენა (ქართული) - 3 (დამაკმაყოფილებელი); მშობლიური ლიტერატურა (ქართული) 4 (კარგი); რუსული ენა 4 (კარგი); ალგებრა - 3 (დამაკმაყოფილებელი); გეომეტრია - 3 (დამაკმაყოფილებელი); მსოფლიო ისტორია - 4 (კარგი); საქართველოს ისტორია - 4 (კარგი). საქ. სახ. და სამართ. საფ - 4 (კარგი); გეოგრაფია - 4 (კარგი); საქართველოს გეოგრაფია 5 (ფრიადი); ბიოლოგია - 5 (ფრიადი); ფიზიკა - 3 (დამაკმაყოფილებელი); ქიმია - 3 (დამაკმაყოფილებელი); გერმანული ენა -3 (დამაკმაყოფილებელი); ტექნიკური თარგმანი - 3 (დამაკმაყოფილებელი); შრომა - 4 (კარგი); ხაზვა - 3 (დამაკმაყოფილებელი); ფიზ. აღზრდა - 4 (კარგი); სახვითი ხელოვნება - 5 (ფრიადი); მუსიკა - ჩთ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მე-4---–----–--------–ის მოსაწავლეთა შესახებ N- ბრძანების წიგნი (ს.ფ. 49);
- არასრული საშუალო განათლების N1----- მოწმობა (ს.ფ. 15);
- არასრული საშუალო განათლების მოწმობის დანართის საბოლოო შეფასების უწყისი (ს.ფ. 16-17);
3.2. ქ. თბილისის მე-4---–----–--------–ის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს სსიპ ქალაქ თ---–--------- საჯარო სკოლა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.3. 2019 წლის 04 მარტს მ-----– მ---------ემ N5--------- განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა ა--- კ-------–---–ის საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატი.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 18 მარტის №0--------- გადაწყვეტილებით განმცხადებელს უარი ეთქვა ა--- კ-------–---–ის საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე. უარის თქმის საფუძვლად მითითებული იქნა ის გარემოება, რომ ვერ იქნა მოპოვებული ა--- კ-------–---–ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 18 მარტის №0--------- გადაწყვეტილება (ს.ფ 14);
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა--- კ-------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5.1. საქართველოს კონსტიტუცია;
5.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
5.3. ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი;
5.4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 8 ივნისის N113/ნ ბრძანება „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 3.1. მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი. დისპოზიციურობის პრინციპი პროცესის მხარეებს აძლევს უფლებამოსილებას თავად გადაწყვიტონ სასამართლოსადმი მიმართვის, დავის საგნის განსაზღვრის, სარჩელის ცნობის, სარჩელზე უარის თქმისა და საქმის მორგებით დამთავრების საკითხები.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპით მხარეთათვის გარკვეული უფლებამოსილების (ადმინისტრაციული პროცესის წარმართვის და დასრულების უფლება) მინიჭების მიუხედავად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში კანონი აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს, რომელიც შეეხება ადმინისტრაციული პროცესის დასრულებას მხარეთა მორიგებით, სარჩელზე უარის თქმის ან სარჩელის ცნობით. ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს დისპოზიციურობა შეზღუდულია, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე და სასამართლოს ეკისრება ვალდებულება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეამოწმოს ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით კანონშესაბამისია თუ არა ადმინისტრაციულო ორგანოს გადაწყვეტილება საქმის მორიგებით დამთავრების, სარჩელზე უარის თქმის ან სარჩელის ცნობის თაობაზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქალაქ თბილისის მე-4 საჯარო სკოლამ სცნო სარჩელი და დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას.
სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელის ცნობა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს და არის კანონშესაბამისი შემდეგ გარემოებათა გამო:
6.4. „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის N113/ნ ბრძანების N1 დანართით დამტკიცებული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი გაიცემა სააგენტოს მიერ, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, სააგენტო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემას უზრუნველყოფს საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებულ მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე. დასახელებული მუხლის მესამე პუნქტის საფუძველზე, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების მიზნით, დაინტერესებული პირი მიმართავს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს (შემდგომში – ტერიტორიულ სამსახურს).
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი, ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი, გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დონეს. ხოლო, მე-5 პუნქტის საფუძველზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების გაცემა ხდება ქმედუნარიანი მოსწავლის ან მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის (შემდგომში – დაინტერესებული პირი) განცხადების საფუძველზე , ამ წესის შესაბამისად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). სამართლებრივი ურთიერთობაში მოიაზრება საჯარო სამართლის ნორმიდან გამომდინარე კონკრეტული შინაარსის ურთიერთობა, როგორც კონკრეტული პირისა სხვა პირთან, ასევე კონკრეტული საგნის მიმართ. სამართლებრივი ურთიერთობები მხარეთა შორის უნდა გამომდინარეობდეს გარკვეული სამართლებრივი ნორმიდან, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტიდან ან ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან.
ამასთანავე, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგის მომტანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია. ამრიგად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოსარჩელის მიერ საბაზო საფეხურის განათლების მიღების ფაქტის აღიარება. ამასთან, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესია საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის მიღება.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლო განმარტავს, რომ შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომდინარე, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის მე-4---–----–--------–ის მოსაწავლეთა შესახებ N- ბრძანების წიგნის მიხედვით 1996 წლის 24 აგვისტოს N--- ბრძანების თანახმად ა--- ა---------–ის ა----–- ქ-----–----------–- საშუალო სკოლიდან გადმოსვლის გამო ჩაირიცხა ქ. თბილისის მე-4---–----–--------–ის მე-9 კლასში.
დადგენილია, რომ 1997 წლის 28 მაისს ქ. თბილისის მე-4---–----–--------–ის მიერ ა--- ა---------–ის ა----–- კ-------–---–ზე გაიცა არასრული საშუალო განათლების N1----- მოწმობა, რომლითაც ა--- ა---------–ის ა----– კ-------–---–მა დაამთავრა მე-4---–----–--------–ის ცხრა კლასი.
დადგენილია, რომ არასრული საშუალო განათლების მოწმობის დანართის საბოლოო შეფასების უწყისის თანახმად ა--- ა---------–ის ა----–მა კ-------–---–მა სწავლის დროს გამოიჩინა შემდეგი წარმატება: ყოფაქცევა - კარგი; მშობლიური ენა (ქართული) - 3 (დამაკმაყოფილებელი); მშობლიური ლიტერატურა (ქართული) 4 (კარგი); რუსული ენა 4 (კარგი); ალგებრა - 3 (დამაკმაყოფილებელი); გეომეტრია - 3 (დამაკმაყოფილებელი); მსოფლიო ისტორია - 4 (კარგი); საქართველოს ისტორია - 4 (კარგი). საქ. სახ. და სამართ. საფ - 4 (კარგი); გეოგრაფია - 4 (კარგი); საქართველოს გეოგრაფია 5 (ფრიადი); ბიოლოგია - 5 (ფრიადი); ფიზიკა - 3 (დამაკმაყოფილებელი); ქიმია - 3 (დამაკმაყოფილებელი); გერმანული ენა -3 (დამაკმაყოფილებელი); ტექნიკური თარგმანი - 3 (დამაკმაყოფილებელი); შრომა - 4 (კარგი); ხაზვა - 3 (დამაკმაყოფილებელი); ფიზ. აღზრდა - 4 (კარგი); სახვითი ხელოვნება - 5 (ფრიადი); მუსიკა - ჩთ.
დადგენილია, რომ 2019 წლის 04 მარტს მ-----– მ---------ემ N5--------- განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა ა--- კ-------–---–ის საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატი. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 18 მარტის №0--------- გადაწყვეტილებით განმცხადებელს უარი ეთქვა ა--- კ-------–---–ის საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე. უარის თქმის საფუძვლად მითითებული იქნა ის გარემოება, რომ ვერ იქნა მოპოვებული ა--- კ-------–---–ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია;
საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლით რეგლამენტირებული საბაზო განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზოგადი პრინციპი, რომელიც კონკრეტიზირებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელისათვის საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზებას ემუქრება გარკვეული საშიშროება, რომლის თავიდან აცილებაც უნდა მოხდეს სასამართლოს მიერ, სადავო სამართალურთიერთობის არსებობის დადგენით. სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის ინტერესი მიღებული საბაზო საფეხურის განათლების დასრულების ფაქტის აღიარება, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს, ამასთან, სამართლებრივი ურთიერთობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ილახება მოსარჩელის საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლით გარანტირებული უფლება.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლოს მოსაზრებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას, წარმოების პროცესში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ა--- კ-------–---–ის მიერ საბაზო ზოგადი განათლების დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხერხდა, არ შეიძლება გახდეს მოსარჩელის მიერ სკოლის საბაზო საფეხურის განათლების დასრულების ფაქტის აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი.
განსახილველი დავის შემთხვევაში სასამართლო მიუთითებს საბაზო განათლების მიღების სავალდებულო პრინციპზე და ამ განათლების მიღების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლებაზე და განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილია მოსარჩელე ა--- კ-------–---–ის მიერ ქალაქ თბილისის მე-4---–----–--------–ის (ამჟამად სსიპ ქ. თ---–--------- საჯარო სკოლა) საბაზო ზოგადი განათლების დასრულების ფაქტი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი სამართლებრივი ურთიერთობის აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს. ამასთან, აღნიშნულ უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს ზემოთ მითითებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება ა--- კ-------–---–ის მიერ ქალაქ თბილისის მე-4---–----–--------–ის (ამჯამად სსიპ ქ. თ---–-----------------------–ა) საბაზო ზოგადი განათლების დასრულების ფაქტი, რაც თავის მხრივ წარმოადგენს წინამდებარე სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.
6.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ა) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; ბ) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; გ)მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; დ) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; ე1) უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ; ვ) თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები; ზ) ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის "ზ" ქვეპუნქტის შესაბამისად დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული აღნიშნული შუამდგომლობა გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ თუ რა მნიშვნელოვანი ზიანი შეიძლება მიაყენოს მხარეს და რატომ გახდება გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი. ასევე, სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი სარჩელი ცნო, შესაბამისად, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ ა--- კ-------–---–ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი. დადგენილია ასევე, რომ საქმის მომზადების ეტაპზე მოპასუხემ ცნო სარჩელი. იმის გათვალსწინებით, რომ ასეთ პირობებში მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ა--- კ-------–---–ს უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-2; მე-12; მე-13; 261.3.; 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; მე-8; 53-ე; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა--- კ-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. აღიარებულ იქნეს ა--- კ-------–---–ის მიერ ქ. თბილისის მე-4---–----–--------–აში (ამჟამად სსიპ ქ. თ---–-----------------------–ა) 1997 წელს საგანმანათლებლო პროგრამის საბაზო ზოგადი განათლების (ცხრა კლასის დამთავრების) მიღების ფაქტი.
3. შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
4. ა--- კ-------–---–ს დაუბრუნდეს მ------ ბ-–---ის მიერ 2019 წლის 16 აპრილს სს "თიბისი ბანკში" გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით; (მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში; სხვა შემოსულობები, თბილისი; მიმღების ბანკის კოდი - TRESGE 22; მიმღების ბანკი - ქ.თბილისი, ,,სახელმწიფო ხაზინა’’; საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150; გადახდის დანიშნულება - სახელმწიფო ბაჟი სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე).
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნი მე-12 კმ, №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.
მოსამართლე: თამარ ოქროპირიძე