განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN020100119002932093(1/197-2019)
განაჩენი
საქართველოს სახელით
03 მაისი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი
ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო
მოსამართლე -ნატრული აკობიამ
სხდომის მდივანი- მარიამ თოდუას
პროკურორი-ილ-------------
ბრალდებული-ლა-----------------–--–---------
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
1.ბრალდებული: ლა-----------------–--–--------- მიმართ
მამის სახელი: ნუ-------
დაბადებული: 22.05.19-- წელს
პირადი ნომერი: 48---------
საქართველოს მოქალაქე
უმაღლესი განათლების მქონე
ნასამართლობა: ნასამართლობა არ მქონე
მისამართი: ჩხ------–----------------------–-----------
რეგისტრირებული: ჩხ------–----------------------–-----------
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით(2019 წლის 01 აპრილამდე მოქმედი რედაქცია)
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ლა-----------------–--–--------- ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხო-ების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიციცხლის მოსპობა ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია).
იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცე-ბულად ცნო:
2019 წლის 21 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე ჩხ------–----------------------–--------- ტერიტორიაზე, მთვრალი ლა-----------------–--–-------- მოძრაობდა თავისი მართვის ქვეშ მყოფი „ME-----------”-ის მარკის ავტომობილით სახელმწიფო ნომრით LG-------, რა დროსაც მან ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21.15 31.3 მუხლები და ამავე კანონის დანართის 1.1 პუნქტის მოთხოვნები, გადავიდა საპირისპირო სამოძრაო ზოლზე და შეეჯახა თავის სამოძრაო ზოლზე მოძრავ ილ----–--–---- მართვის ქვეშ მყოფ „ME-----------”-ის მარკის ავტომობილს სახელმწიფო ნომრით VV------- საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა პა-----------, ხოლო ილ----–--–---მ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
2019 წლის 12 აპრილს ჩატარებულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულის პოზიციიდან გამომდინარე, რომელმაც შერაცხულ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ და სადავოდ არ გახადა ბრალდების მტკიცებულებები, ბრალდების და დაცვის მხარის შეთანხმებით საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბა-მისად მიენიჭა პრეიუდიციული ძალა და არ იქნა გამოკვლეული.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდე-ბიან. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას ასევე ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006).
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
ბრალდებულ ლა-----------------–--–--------- მიმართ შერაცხული ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია პრეიუდიციული ძალის მქონე ეჭვის გამომრიცხავი, უდავო და რელე-ვანტური მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ბრალდებულ ლა-----------------–--–--------- აღიარებით.
2019 წლის 21 თებერვლის ოქმით შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესახებ და ავტოსაგზაო შემთხვევის სქემით (ს.ფ 23-33);
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს ჩხოროწყუს მაგისტრატი მოსამართლის 2019 წლის 22 თებერვლის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვე-ვაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - შემთხვევის ადგილის დათვალიე-რების და ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ. 49-50);
2019 წლის 21 თებერვლის ალკოტესტის შემოწმების შესახებ ოქმით(ს.ფ. 58)
2019 წლის 21 თებერვლის ოქმით ლა-----------------–--–--------- მიმართ მისივე თანხმობით სისხლის ნიმუშის აღების შესახებ (ს.ფ 68-72)
2019 წლის 21 თებერვლის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ლა-----------------–--–--------- მიმართ საგამოძიებო მოქმედება-ამოღების ჩატარების შესახებ (ს.ფ.77-84)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს ჩხოროწყუს მაგისტრატი მოსამართლის 2019 წლის 22 თებერვლის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების, ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ.88-89)
2019 წლის 22 თებერვლის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შო-------------- მიმართ საგამოძიებო მოქმედება-ამოღების ჩატარების შესახებ. (ს.ფ.97-104)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს ჩხოროწყუს მაგისტრატი მოსამართლის 2019 წლის 22 თებერვლის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვე-ვაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ.108-109)
2019 წლის 22 თებერვლის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ილ----–--–---- მიმართ საგამოძიებო მოქმედება-ამოღების ჩატარების შესახებ. (ს.ფ.157-164)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს ჩხოროწყუს მაგისტრატი მოსამართლის 2019 წლის 24 თებერვლის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ.168-170)
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2019 წლის 22 თებერვლის №50--- ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ. 121-127)
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2019 წლის 23 თებერვლის 11--- ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით. (ს.ფ. 184-188)
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 11 მარტის №00------- ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ. 248-253)
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2019 წლის 08 აპრილის პა-----------ს გვამის გამოკვლევით და სამედიცინო ექსპერტიზის №00------- დასკვნით.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 25 მარტის სამედიცინო ექსპერტიზის №00------- დასკვნით ილ----–--–---- მიმართ (ს.ფ.304-108)
დაზარალებულის უფლებამონაცვლის ქე---------------–---- გამოკითხვის ოქმით.
დაზარალებული ილ----–--–---- გამოკითხვის ოქმით.
მოწმეების მი-------–-----–-------------------–------------------------------–-------–--------------------------–--------------–-----–-------–-----------–---–-------------–---------------------------–------------------------ს გამოკითხვის ოქმებით.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ ავტოსატრანსპორტო დანაშაულის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება და ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
ობიექტური მხარე გამოიხატება ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევაში და მძიმე შედეგში, რომელიც ამ ქმედებას მოჰყვა, ასევე ობიექტური მხარე მოიცავს მიზეზობრივ კავშირს მოძრაობის წესების დარღვევას და დამდგარ შედეგს შორის.
საქართველოს სსკ-ის მე-8 მუხლის თანახმად თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა. ამდენად, არსებობს მიზეზობრივი კავშირი ლა-----------------–--–--------- ქმედებას და დამდგარ შედეგს, ილ----–--–---- ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას და პა-----------ს გარდაცვალებას შორის.
საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლი ბლანკეტური შინაარსისაა, ტრანსპორტის მოძრაობის წესი რეგულირდება საგზაო მოძრაობის წესებით და ამ წესების დარღვევა თუ მას მძიმე შედეგი მოჰყვა წარმოადგენს სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებას, ხოლო დანაშაულის კვალიფიკაცია დამოკიდებულია მართლ- საწინააღმდეგო შედეგზე და შედეგის გამომწვევი დამნაშავის სიფხიზლე-სიმთვრალეზე.
მოცემულ შემთხვევაში ლა-----------------–--–--------- მიერ ტრასპორტის მოძრაობის წესების დარღვევა ჩადენილი არის სიმთვრალეში, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებ მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და შესაბამისად მისი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 276-ე მეორე ნაწილით და ამავე მუხლის მეექვსე ნაწილით.
სუბიექტური მხრივ ბრალდებულ ლა-----------------–--–-------- მიერ ჩადენილია გაუფრთხილებელი დანაშაული თვითიმედოვნებით, ის მთვრალი მართავდა ავტომანქანას, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და საფრთხის წარმოქმნის მიუხედავად გააგრძელა მოძრაობა და შეეჯახა „ME------”-ის მარკის ავტომანანას სადაც ისხდნენ ილ----–--–--- და პა-----------. ლა-------–-------------------–- გაცნობიერებული ჰქონდა ქმედების მართლწინააღმდეგობა და გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აბსტრაქტული შესაძლებლობა, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა მძიმე შედეგის თავიდან აცილებას, წინდახედულობის ნორმებისადმი ბრალდებულის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით ვერ იქნა აცილებული ავტოსაგზაო შემთხვევა, რასაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, თუმცა მას გააჩნდა მისი აცილების რეალური შესაძლებლობა.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული.
სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებუ-ლებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებუ-ლებათა ერთობლიობა.
პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგე-ნად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცი- ლებლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე).
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის შესაბამისად საქმის სამართლიან სასამართლოში განხილვის ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას ან შერაცხულ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ამ პრინციპთან სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილი, რის მიხედვით გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებუ-ლებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით არაერთ გადაწყვეტი-ლებაშია მითითება მხოლოდ გონივრულ ეჭვს მიღმა მაღალი სამართლებრივი სტანდარტით მტკიცებულებათა არსებობის აუცილებლობის შესახებ პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, მტკიცებულებათა ერთობ-ლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს ეჭვს ქვეშ არ უნდა აყენებდეს დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ბრალდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ანალიზით და სამართლებრივი შეფასებით, თითოეული მათგანის საქმესთან დამოკიდებულებისა და უტყუა-რობის, დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსა-ზრისით, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი, პრეიუდიციული ძალის მქონე მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა ლა-----------------–--–--------- მთვრალ მდგომარეობაში ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
ამდენად, ბრალდებულ ლა-----------------–--–--------- ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ლა-----------------–--–--------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნე-ბას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
ლა-----------------–--–--------- მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძი-მებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
ლა-----------------–--–--------- მიმართ სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს იმ პრინციპით, რომ განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი.
საქართველოს სსკ-ის სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილი სასჯელად ითვალის-წინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალი-ზაციას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ლა-----------------–--–--------- საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და დამაფიქრებელი ბრალდე-ბულისათვის, რათა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება და გამოწვეული მძიმე შედეგი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას და შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, ასევე სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ლა-----------------–--–--------- შერაცხულ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და განიცდის ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გაუხდია და დაეთანხმა ბრალდების მხარის მტკიცებულებებს და მის მიმართ გამოყენებული სასჯელი არ უნდა იყოს მკაცრი, რაც სრულად შეესაბამება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებებს, სადაც არის მსჯელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის.
ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დაზარა-ლებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის შესაბამისად სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრა-ციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, – ნადგურდება;
ნივთიერი მტკიცებულება, ,,ME-----------“-ის მარკის სახელმწიფო ნომრით VV------- ავტომანქანის საჭის დამცავი ბალიში, ავტომანქანის ვიდეორეგის-ტრატორი, ავტომანქანის წინა მარჯვენა მხარეს კარის ზევით ჭერიდან ამოღებული დამცავი ბალიში მოწითალო ფერის ლაქებით, ავტომანქანის წინა სავარძლებიდან აღებული მიკრონაწილაკები, ავტომანქანის საჭიდან და გადაცემათა კოლოფიდან აღებული ანაწმენდები, მიწის ნიმუში და თმის ბოჭკოები რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
,,ME-----------“-ის მარკის სახელმწიფო ნომრით LG------- ავტომანქანის საჭიდან ამოღებული დამცავი ბალიში, ავტომანქანის მძღოლის სავარძლიდან აღებული მიკრონაწილაკები, ავტომანქანის საჭიდან და გადაცემათა კოლოფიდან აღებული ანაწმენდები, ლა-----------------–--–--------- სისხლის ნიმუში განადგურდეს.
პა-----------ს ტანსაცნელი და ილ----–--–---- ტანსაცმელი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონულ სამმართველოში დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლე ქე---------------–---- და დაზარალებულ ილ----–--–----.
ლა-----------------–--–--------- ტანსაცმელი, დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ლა-----------------–--–--------- ოჯახს.
,,ME-----------“-ის მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით LG-------, რომელიც ინახება ქ. ზუ------–---–---------–--------------–- მდებარე შპს სპეციალურ ავტოსადგომზე, დაუბრუნდეს ლა-----------------–--–--------- ოჯახს.
,,ME-----------“-ის მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრითVV-------, რომელიც ინახება ქ. ზუ------–---–---------–--------------–- მდებარე შპს სპეციალურ ავტოსადგომზე, დაუბრუნდეს ილ----–--–----.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-259-ე, 260-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-ე მუხლებით
დაადგინა:
1.ცნობილი იქნას დამნაშავედ ლა-----------------–--–-------- (პირადი ნომერი 48---------) საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით ( 2019 წლის 01 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
2.ლა-----------------–--–--------- ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 01(ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
3.ლა-----------------–--–--------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
4.ლა-----------------–--–--------- სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან, 2019 წლის 21 თებერვლის 21:05 საათიდან.
5.ნივთიერი მტკიცებულება, ,,ME-----------“-ის მარკის სახელმწიფო ნომრით VV------- ავტომანქანის საჭის დამცავი ბალიში, ავტომანქანის ვიდეორეგის-ტრატორი, ავტომანქანის წინა მარჯვენა მხარეს კარის ზევით ჭერიდან ამოღებული დამცავი ბალიში მოწითალო ფერის ლაქებით, ავტომანქანის წინა სავარძლებიდან აღებული მიკრონაწილაკები, ავტომანქანის საჭიდან და გადაცემათა კოლოფიდან აღებული ანაწმენდები, მიწის ნიმუში და თმის ბოჭკოები რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
,,ME-----------“-ის მარკის სახელმწიფო ნომრით LG------- ავტომანქანის საჭიდან ამოღებული დამცავი ბალიში, ავტომანქანის მძღოლის სავარძლიდან აღებული მიკრონაწილაკები, ავტომანქანის საჭიდან და გადაცემათა კოლოფიდან აღებული ანაწმენდები, ლა-----------------–--–--------- სისხლის ნიმუში განადგურდეს.
პა-----------ს ტანსაცნელი და ილ----–--–---- ტანსაცმელი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონულ სამმართველოში დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლე ქე---------------–---- და დაზარალებულ ილ----–--–----.
ლა-----------------–--–--------- ტანსაცმელი, დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ლა-----------------–--–--------- ოჯახს.
,,ME-----------“-ის მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით LG-------, რომელიც ინახება ქ. ზუ------–---–---------–--------------–- მდებარე შპს სპეციალურ ავტოსადგომზე, დაუბრუნდეს ლა-----------------–--–--------- ოჯახს.
,,ME-----------“-ის მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრითVV-------, რომელიც ინახება ქ. ზუ------–---–---------–--------------–- მდებარე შპს სპეციალურ ავტოსადგომზე, დაუბრუნდეს ილ----–--–----.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. (ქ. ზუგდიდი რ. ლაღიძის ქუჩა №12)
მოსამართლე: ნატრული აკობია