განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/7-----
(#0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 მაისი, 2019 წელი თ---–--ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნათია გუდაძემ
ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ _ ლ-------------ის,ბრალდებულ _ პ----------------ს,ადვოკატ _ ს------------------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ პ-------------------------------ს (დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ-----------ში, კ---------------------------3-ში, დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–-, ბ-------------–----–------------------ე კორპუსის ბ-------–-) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებების გამო,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლო სხდომაზე, იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა პ----------------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, კერძოდ:
მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები სადაო არ გამხდარა.
მოწმეების: ხ-----------------ის, თ---------–---–-ს, ნ----------------ის, ე-–---------------–--ს, მ---------------–--ის, კ------------–---–-ს, თ------------------–--ის გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულ პ----------------ს მიერ სხდომაზე გაკეთებული განმარტებით ბრალის აღიარების შესახებ; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; ფოტოსურათების დათვალიერების ოქმით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით; ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 20 მარტის და 2016 წლის 12 დეკემბრის განაჩენებით; ამოღების ოქმით; ამოცნობის ოქმით; დაკავების ოქმით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ პ----------------მ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, მანვე ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის (02 ეპიზოდი).
პ----------------ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 20 მარტის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევი პ----------------, 2018 წლის 25 დეკემბერს, ღამის საათებში, თ---–--–-, ბ-------------–----–----- გამზირის N---–- მდებარე შპს „ო-----------დან“, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა 190 გრამის ტევადობის ხსნად ყავას „იაკობს მონარქს“, რითაც დაზარალებულს მიადგა 24 (ოცდაოთხი) ლარის და 70 (სამოცდაათი) თეთრის ოდენობის მატერიალური ზიანი.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 20 მარტის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევი პ----------------, 2019 წლის 03 იანვარს, დღის საათებში, თ---–--–-, ვ---------–- 3-ის მ-------------ის N----ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შპს „ო---------ში“, შეეცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა 190 გრამის ტევადობის ხსნად ყავას „იაკობს მონარქს“, რითაც დაზარალებულს შესაძლოა მისდგომოდა 18 (თვრამეტი) ლარის და 95 (ოთხმოცდათხუთმეტი) თეთრის ოდენობის მატერიალური ზიანი.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 20 მარტის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევი პ----------------, 2019 წლის 10 იანვარს, დაახლოებით 10:24 საათზე, თ---–--–-, ბ-------------–----–----- გამზირის N----ში მდებარე მაღაზია „ნ----–-დან“, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა 190 გრამის ტევადობის ხსნად ყავას „იაკობს მონარქს“, რითაც დაზარალებულს მიადგა 20 (ოცი) ლარის და 95 (ოთხმოცდათხუთმეტი) თეთრის ოდენობის მატერიალური ზიანი.
სასამართლო თვლის, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია პ----------------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
პ----------------ს მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები, კერძოდ, ქურდობა და ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება და დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელების დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულების მოტივსა და მიზანს, ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგებს, დამნაშავის პიროვნებას, დანაშაულების ჩადენის შემდეგ მის ქცევას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელებზე, აგრეთვე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელები ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან.
სასამართლო სასჯელების დანიშვნის დროს პ----------------ს რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის (02 ეპიზოდი) სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებში, საბოლოო სასჯელი კი, უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით დადგენილი წესით, დანაშაულთა ერთობლიობით.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
ყავა „იაკობს მონარქი“, რაც ინახება სა---------–----–------------------------------------–---------–-–---------------------------------------------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ხოლო მაღაზია „ო-----------დან“ გამოთხოვილი 2019 წლის 03 იანვრის ვიდეოჩანაწერები, ერთ ლაზერულ დისკზე; მაღაზია „ნ----–-დან“ გამოთხოვილი 2019 წლის 10 იანვრის ვიდეოჩანაწერები, ერთ ლაზერულ დისკზე და მაღაზია „ო-----------ს“ ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ამსახველი ვიდეოჩანაწერი, ერთ ლაზერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
პ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;
პ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 25 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;
პ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 10 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 10 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანაშაულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 05 (ხუთი) წლის ვადით, შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 25 დეკემბრის ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, თითოეული ეპიზოდისთვის დანიშნული თანაბარი სასჯელები - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;
საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, პ----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 01 თებერვლის განჩინებით, პ----------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ პ----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 30 იანვრის 15:07 საათიდან.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
ყავა „იაკობს მონარქი“, რაც ინახება სა---------–----–------------------------------------–---------–-–---------------------------------------------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ხოლო მაღაზია „ო-----------დან“ გამოთხოვილი 2019 წლის 03 იანვრის ვიდეოჩანაწერები, ერთ ლაზერულ დისკზე; მაღაზია „ნ----–-დან“ გამოთხოვილი 2019 წლის 10 იანვრის ვიდეოჩანაწერები, ერთ ლაზერულ დისკზე და მაღაზია „ო-----------ს“ ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ამსახველი ვიდეოჩანაწერი, ერთ ლაზერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნათია გუდაძე