განაჩენი

სისხლის სამართლის 19.03.2019
საქმის ნომერი
140100118002347302
თარიღი
19.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140100118002347302

საქმე #1/93-18 (028290118001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ს ა ხ ე ლ ი თ

 

19 მარტი, 2019 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ----- კ----–-ა

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ა-–---- ზ---------ი (დაბადებული 1----–-–----------------, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები თ------–-------------------------–-–--–------–-)

 

ადვოკატი - გ--- ტ-----–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტები, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტები (ორი ეპიზოდი)

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 2017 წლის 6 ნოემბერს, დაახლოებით 00:05 საათზე, კასპში, კოსტავას ქუჩა №157-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა-–---- ზ---------ი და გ------- ც------–---–ი წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ ავტომანქანა ,,ოპელში“ მოთავსებულ ი----- ტ-------ის კუთვნილ საყოფაცხოვრებო ნივთებსა და პროდუქტს, რის შედეგად ი----- ტ--------ს მიადგა 668 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;

 

1.2 2017 წლის 21 ნოემბერს, კასპის რაიონის სოფელ ოკამში, ა-–---- ზ---------ი და გ------- ც------–---–ი წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ ს---–------ შ-------ის ,,ჰონდას“ მარკის ავტომანქანას, რის შედეგად ს---–------ შ--------ს მიადგა 6 000 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 ქურდობა - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

 

2.2 ქურდობა - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1 დაზარალებულმა ს---–------ შ--------მ განმარტა, რომ 2017 წლის 18 ან 19 ნოემბერს, თავისი ავტომანქანა ,,ჰონდა“ გაჩერებული ჰყავდა კასპის რაიონის სოფელ ოკამში მდებარე საცხოვრებელი სახლის წინ, გზის პირას. მანქანის კარი არ იკეტებოდა, გასაღები სავარძლის ქვეშ იდო. დაახლოებით ღამის 01:45 საათზე გაიგონა მანქანის ძრავის ამუშავების ხმა. როდესაც გამოვიდა, ავტომანქანა აღარ დახვდა. პოლიციის თანამშრომლებმა მანქანა იპოვეს მოგვიანებით, სოფელ ფერმის ჩასახვევთან, სადაც მიიყვანეს დაზარალებულიც (2018 წლის 14 სექტემბრის სხდომის ოქმი);

 

3.2 მოწმე გ------- ც------–---–მა განმარტა, რომ არის ბრალდებულ ა-–---- ზ---------ის მეგობარი. 2017 წლის 6 ნოემბერს, კასპში, მათ ერთად ,,გატეხეს“ ავტომანქანა ,,ოპელი“, კერძოდ: გ------- ც------–---–მა გააღო მანქანის კარი და აიღო იქიდან პლანშეტი, ხოლო - ა-–---- ზ---------მა ჩანთა, რომელშიც იდო პარფიუმერია, პროდუქტი და სხვადასხვა ნივთი. მოპარული ნივთები მიიტანეს გ------- ც------–---–ის სახლში. 2017 წლის 21 ნოემბერს მან და ა-–---- ზ---------მა, კასპის რაიონის სოფელ ოკამში მოიპარეს ავტომანქანა ,,ჰონდა“. იგი ღია იყო, გასაღებიც მანქანაში იდო. საჭესთან დაჯდა თვითონ, ხოლო მის გვერდით - ა-–---- ზ---------ი. სოფელ ფერმასთან მოუვიდათ საგზაო შემთხვევა - მანქანა გადაუბრუნდათ (2018 წლის 22 მაისის სხდომის ოქმი);

 

3.3. მოწმე ლ--- ც------–---–მა დაადასტურა, რომ 2017 წლის ნოემბერში, მათი სახლის ჩხრეკის შედეგად, რომელსაც ესწრებოდნენ გ------- ც------–---–ი და ა-–---- ზ---------ი, ამოიღეს ჩანთა, პარფიუმერია, პროდუქტი, ჩექმები. აღნიშნული ნივთები მას არ ეკუთვნოდა და როგორც მისმა შვილმა - გ------- ც------–---–მა განმარტა, ისინი მან და ა-–---- ზ---------მა მოიპარეს ი----- ტ-------ის მანქანიდან. აღნიშნული დაადასტურა ა-–---- ზ---------მაც (2019 წლის 8 იანვრის სხდომის ოქმი);

 

3.4 ბრალდებულმა ა-–---- ზ---------მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედებები (2019 წლის 19 მარტის სხდომის ოქმი).

 

3.5. გარდა ბრალდებულის აღიარებისა და სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად ი----- ტ-------ის, ნ--- გ--------–---–ის, ქ------- ხ------–----ის, ბ------ კ-–--–---–ის, ნ-----–---- ბ---------–ის, ი----- ქ------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ჩხრეკის, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების, შემთხვევის ადგილისა და ავტომანქანის დათვალიერების, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, სასაქონლო და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1 ა-–---- ზ---------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ა-–---- ზ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - ბრალად შერაცხული ქმედებების აღიარებას, მტკიცებულებების ნაწილის უდავოდ ცნობას, მის ასაკს - იგი ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენისას იყო 19 და 20 წლის. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ა-–---- ზ---------ის მიმართ წინა ორი განაჩენი გამოტანილია განსახილველი ქმედებების ჩადენის შემდეგ - 2017 წლის 30 ნოემბერსა და 2018 წლის 12 მარტს. ამასთან, ბოლო - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება იმ დროისათვის უკვე ნასამართლევ ა-–---- ზ---------სა და ბრალდების მხარეს შორის და ა-–---- ზ---------ს მიესაჯა მინიმუმზე ნაკლები ზომა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენთა ერთობლიობით მას საბოლოოდ განესაზღვრა 6 წელი, საიდანაც მხოლოდ 3 წელი განესაზღვრა რეალურ ზომად, ხოლო - 3 წელი - ჩაეთვალა პირობით;

 

5.2 იმ ვითარებაში, როდესაც თავად ბრალდების მხარის მოთხოვნით, პირობითი მსჯავრის დროს დანაშაულის ჩადენისას ა-–---- ზ---------ს მიესაჯა მინიმუმზე ნაკლები ზომა, ამ შემთხვევაში ნასამართლობის არმქონე იმავე ბრალდებულს უნდა განესაზღვროს მინიმალური სასჯელი. ამასთან, ეს სასჯელი უნდა დაინიშნოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების საფუძველზე, შთანთქმის წესის გამოყენებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა-–---- ზ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით (ბრალდების ორი ეპიზოდი) და მიესაჯოს:

 

- სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 6 ნოემბრის ეპიზოდი) – 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

- სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 21 ნოემბრის ეპიზოდი) – 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით, ა-–---- ზ---------ს მიესაჯოს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განაჩენითა (2017 წლის 29 ნოემბრის ეპიზოდი) და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განაჩენით (2018 წლის 18 იანვრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები, რის შედეგად ა-–---- ზ---------ს საბოლოოდ მიესაჯოს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

მსჯავრდებულ ა-–---- ზ---------ს სასჯელის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის გამოტანის დღიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს წინა განაჩენებით დადგენილი დანაშაულისათვის პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 29 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ასევე - 2018 წლის 18 იანვრიდან 2019 წლის 19 მარტამდე;

 

ნივთიერი მტკიცებულებები - სპორტული ჩანთა, შალითაში მოთავსებული პლანშეტი, პარფიუმერიის ჩანთა მასში მოთავსებული ნივთებით, მზის სათვალე, სუნამოები და ჩექმა - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს, ხოლო - ხელის კვლები, სუნის, ანაწმენდის, მიკრონაწილაკების, ნერწყვის ნიმუშები, სახრახნისი და დანა - განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი