გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.04.2019
საქმის ნომერი
330310019002848238
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
03.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/1043-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

3 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი

სხდომის მდივანი - ნათია ფურელიანი

 

მოსარჩელე - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;

წარმომადგენელი - მ--- თ--------;

 

მოპასუხე - შპს ,,N----------------’’;

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება;

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე - შპს ,,N----------------’’-ს დაეკისროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაცვის მომსახურების საფასურის - 2--.5- ლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხე - შპს ,,N----------------’’-ს დაეკისროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის - სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

 

მოსარჩელე მხარის განმარტებით, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს ,,N----------------’’-ს შორის 2013 წლის 8 აპრილს გაფორმდა N1----- ხელშეკრულება, ქ. თბილისის ბ-------–---–-- ხიდის ქვეშ არსებული ღ-------–----- დაცვითი სიგნალიზაციის მეშვეობით დაცვის შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად ვალდებულებას იღებდა დაცვა განეხორციელებინა ,,დამკვეთის ღ-------–---–- მასში დანერგილი საგანგაშო სიგნალიზაციის (ღილაკის) მეშვეობით - მიღებულ განგაშზე სათანადო რეაგირების გზით. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად დაცვის მომსახურების საფასური თვეში შეადგენდა 1-- ლარს, დღგ-ს ჩათვლით. 2.2. პუნქტის თანახმად ანგარიშსწორება მხარეთა შორის უნდა მომხდარიყო საგადასახდო დოკუმენტის გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში. ,,დაცვამ’’ თავისი ვალდებულება პირნათლად შეასრულა, ხოლო ,,ობიექტის’’ მიერ დარღვეული იქნა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების 2.1, 2.2. პუნქტები, რამაც გამოიწვია დებიტორული დავალიანების წარმოქმნა და ხელშეკრულების შეწყვეტის დროისთვის შეადგინა 2--.5- ლარი, რისთვისაც ობიექტი არაერთხელ იქნა გაფრთხილებული მოსარჩელეს მიერ, თუმცა უშედეგოდ. ხელშეკრულება დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 16 მაისის N1------ წერილის საფუძველზე შეწყდა და გამოიცა სათანადო N------- ბრძანება დაცვის მომსახურების შეწყვეტის შესახებ, ხოლო ობიექტზე მოიხსნა 2016 წლის 25 ივლისს დროებით სარგებლობაში გადაცემული დაცვის-საგანგაშო სიგნალიზაციის აპარატურა და შედგა სათანადო ცნობა აპარატურის მოხსნისა და მისი ტექნიკური მდგომარეობის შესახებ. ამდენად შპს ,,N----------------’’-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის გადასახდელი აქვს დაცვის მომსახურების დავალიანება 2--.5- ლარი.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - შპს ,,N----------------’’-ს წერილობითი პოზიცია არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს ,,N----------------’’ (ს.ნ. 4--------) წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს, სამართლებრივი ფორმა - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 25.06.2018 წ. (ს.ფ. 22-24);

 

3.1.2. 2013 წლის 8 აპრილს შპს ,,N----------------’’-სა (დამკვეთი) და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (დაცვა) შორის გაფორმდა N1----- ხელშეკრულება (საგანგაშო), რომლის 1.1. პუნქტის მიხედვითაც, ,,დაცვა’’ უზრუნველყოფს დანაშაულის აღკვეთას ,,დამკვეთის’’ ღ-------–---–-, მასში დანერგილი საგანგაშო სიგნალიზაციის (ღილაკის) მეშვეობით, ცენტრალიზებული დაცვის პულტზე მიღებულ განგაშზე სათანადო რეაგირების გზით, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. თბილისი, ბ-------–---–-- ხიდის ქვეშ. 2.1. პუნქტის თანახმად, დაცვის მომსახურეობის ღირებულება ერთ თვეში შეადგენს 1-- ლარს, დღგ-ს ჩათვლით. 2.2. პუნქტის მიხედვით, ანგარიშსწორება მხარეთა შორის უნდა მოხდეს საგადასახადო დოკუმენტაციის გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში. 6.6. პუნქტის მიხედვით, დამკვეთის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან ერთი თვის სახელშეკრულებო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში დაცვა უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 08.04.2013 წ. N1----- ხელშეკრულება (ს.ფ. 11-12)

 

3.1.3. 2013 წლის 8 აპრილს შპს ,,N----------------’’-სა და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის გაფორმდა დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაციის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც დამკვეთის ობიექტზე 2013 წლის 8 აპრილის N1----- მონტაჟის ხელშეკრულების საფუძველზე, დამონტაჟდა სულ 7-.40 ლარის ღირებულების დაცვითი საგანგაშო სიგნალიზაციის საშუალებები. სისტემის მონტაჟ-ინსტალაცია შესრულდა ჯეროვნად, რაზედაც მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 08.04.2013 წ. დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაციის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 19);

- 25.07.2016 წ ცნობა ტექნიკური მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 21);

 

3.1.4. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2013 წლის 12 აპრილის N6----- ბრძანებით, ორგანიზაციის უზრუნველყოფის განყოფილებას დაევალა 2013 წლის 8 აპრილიდან უზრუნველყოს ქ. თბილისი, ბ-------–---–-- ხიდის ქვეშ მდებარე შპს ,,N----------------’’-ის ობიექტის აღრიცხვაზე აყვანა (ნომერი N----25-2) სათანადო ღონისძიების გატარების მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2013 წლის 12 აპრილის N6----- ბრძანება (ს.ფ. 13);

 

3.1.5. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 16 მაისის N1------ წერილით შპს ,,N----------------’’-ს დირექტორს ეცნობა, რომ მისი ორგანიზაციის მხრიდან დაცვის მომსახურების დავალიანების გამო, ურთიერთშორის 2013 წლის 8 აგვისტოს გაფორმებული N1----- ხელშეკრულების 6.6 პუნქტის საფუძველზე დაცვის პოლიციის დეპარტამენტი 2016 წლის 23 მაისიდან ცალმხრივად წყვეტს ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 16.05.2016 წ. N1------ წერილი (ს.ფ. 14);

 

3.1.6. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 20 მაისის N------- ბრძანებით, 2016 წლის 23 მაისიდან შეწყვეტილ იქნა ქ. თბილისი, ბ-------–---–-- ხიდის ქვეშ მდებარე შპს ,,N----------------’’-ს ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 20.05.2016 წ. N------- ბრძანება (ს.ფ. 15);

 

3.1.7. შპს ,,N----------------’’-ს, 2018 წლის 7 ივნისის მდგომარეობით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ ერიცხება დებიტორული დავალიანება ყოველთვიური მომსახურების 2--.5- ლარის ოდენობით. მათ შორის:

- 2016 წლის აპრილი: 1--.5- ლარი

- 2016 წლის მაისი: 9- ლარი

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 07.06.2018 წ. ცნობა (ს.ფ. 16);

- თანხის ბრუნვა (ს.ფ. 17-18);

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად და შპს ,,N----------------’’-ს (ს.ნ. 4--------) მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაცვის მომსახურების საფასურის - 2--,5- ლარის ოდენობით გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძო-სამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების 2.1 მუხლის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.

 

მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს ,,N----------------’’-ს (ს.ნ. 4--------) შორის 2013 წლის 8 აპრილს გაფორმებული N1----- ხელშეკრულება (საგანგაშო) წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ამასთან, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი).

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შორის 2013 წლის 8 აპრილს დადებული N1----- ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების გადახდის ვალდებულება. კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თავად სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს ,,N----------------’’-ს შორის 2013 წლის 8 აპრილს გაფორმდა N1----- ხელშეკრულება, ქ. თბილისის ბ-------–---–-- ხიდის ქვეშ არსებული ღ-------–----- დაცვითი სიგნალიზაციის მეშვეობით დაცვის შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად ვალდებულებას იღებდა დაცვა განეხორციელებინა დამკვეთის ღ-------–---–- მასში დანერგილი საგანგაშო სიგნალიზაციის (ღილაკის) მეშვეობით - მიღებულ განგაშზე სათანადო რეაგირების გზით. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, დაცვის მომსახურების საფასური თვეში შეადგენდა 1-- ლარს, დღგ-ს ჩათვლით. 2.2. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მხარეთა შორის უნდა მომხდარიყო საგადასახდო დოკუმენტის გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში. ,,დაცვამ’’ თავისი ვალდებულება პირნათლად შეასრულა, ხოლო ,,ობიექტის’’ მიერ დარღვეული იქნა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების 2.1, 2.2. პუნქტები, რამაც გამოიწვია დებიტორული დავალიანების წარმოქმნა და ხელშეკრულების შეწყვეტის დროისთვის შეადგინა 2--.5- ლარი. მოპასუხე არაერთხელ იქნა გაფრთხილებული მოსარჩელეს მიერ თუმცა უშედეგოდ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს გადასახდელი თანხის მოთხოვნის უფლებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,N----------------’’-ს (ს.ნ. 4--------) მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაცვის მომსახურების საფასურის - 2--,5- ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი 24.01.2019 წ. N0---- საგადახდო მოთხოვნიდან დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. ამდენად, მოპასუხე - შპს ,,N----------------’’-ს მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე - შპს ,,N----------------’’-ს (ს.ნ. 4--------) მოსარჩელე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს დაცვის მომსახურების საფასურის - 2--,5- ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე - შპს ,,N----------------’’-ს (ს.ნ. 4--------) მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი