გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/30435-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 აპრილი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ელისო ტუკვაძე
სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი
მოსარჩელე - ს-----------------------ი“
წარმომადგენელი - ვ----–----–-–---–ი
მოპასუხეები - შ--------------------------a“, ნ-----------ა, ქ----------------ე, ნ-----–------–--ე, ლ-------------ვი
დავის საგანი - თანხის სოლიდარულად დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს შ--------------------------a“-ს, ნ-----------ას და ქ----------------ეს მოსარჩელის ს----------------------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2013 წლის 22 აგვისტოს შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 19 270.98 აშშ დოლარი, საიდანაც კაპიტალი არის - 16 289.06 აშშ დოლარი, პროცენტი - 2981.92 აშშ დოლარი.
1.2. მოპასუხეებს შ--------------------------a“-ს, ნ-----------ას და ქ----------------ეს მოსარჩელის ს----------------------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2013 წლის 10 ოქტომბრის შემადგენლი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 3448.50 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხა არის - 3227.25 აშშ დოლარი, პროცენტი - 221.25 აშშ დოლარი.
1.3. აღნიშნული დავალიანების დაფარვის მიზნით მოხდეს მოპასუხე ლ-------------ვის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თ---–---- ი-–-------------------------- მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0----------------------- რეალიზაცია.
1.4. აღნიშნული დავალიანების დაფარვის მიზნით მოხდეს მოპასუხე შ--------------------------a“-ს საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (მდებარე: რ-------------–-----–------–--–----------------------------- (-----, მიწის (უძრავი ქონების) საკადატრო კოდი: 0----------- რეალიზაცია. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, აღსრულება განხორციელდეს სოლიდარულ მოვალეთა საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის და შემოსავლის გზით.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მოსარჩელე ს----------------------სა“ და მოპასუხეებს შ--------------------------a“-ს და ნ-----------ას შორის 2013 წლის 22 აგვისტოს გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება #3--4--, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი:
1) 22.08.2013 წლის ხელშეკრულება (#3--4---- 20000 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით, წლიური 15%-ის დარიცხვით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5% ჯარიმა;
2) 10.10.2013 წლის ხელშეკრულება (#3--4---- 7000 აშშ დოლარი, 24 თვის ვადით, წლიური 15%-ის დარიცხვით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5% ჯარიმა.
გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 22.08.2013 წელს ს----------------------სა“ და შ--------------------------a“-ს, ნ-----------ას და ქ----------------ეს შორის გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება.
გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ასევე გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულებები:
1) 21.08.2013 წლის ხელშეკრულება # 6------------- რომლის საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა ნ-----–------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: თ---–---- ი-–-------------------------- ფართი 71.0----------–-- (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0----------------------.
2) 09.10.2013 წლის # 6------------- რომლის საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა შ--------------------------a“-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: რ-------------–-----–------–--–----------------------------- (-----, ფ--------------------–-- (უძრავი ქონების) საკადატრო კოდი: 0------------
2013 წლის 06 დეკემბერს შ--------------------------a“-მ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება (მდებარე: რ-------------–-----–------–--–----------------------------- (-----, უძრავი ქონების საკადატრო კოდი: 0-----------) გაასხვისა პ---------------–ის (---------------) სახელზე, ხოლო, 2015 წლის 22 ივნისს პ---------------–-ა ნასყიდობის ხელშეკრულებით გაასხვისა ლ-------------ვზე (პ/ნ 2-----------.
სესხის დაფარვა საკრედიტო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად უნდა განხორციელებულიყო ნაწილ-ნაწილ, თანდართული გრაფიკის შესაბამისად, რაც სოლიდარულ მოვალეთა მიერ არ შესრულებულა და დავალიანება დღეის მდგომარეობით შეადგენს:
· 2013 წლის 22 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 19 270.98 აშშ დოლარს, საიდანაც კაპიტალი არის - 16 289.06 აშშ დოლარი, პროცენტი - 2981.92 აშშ დოლარი.
· 2013 წლის 10 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 3448.50 აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი თანხა არის - 3227.25 აშშ დოლარი, პროცენტი - 221.25 აშშ დოლარი.
(მოსარჩელემ 2019 წლის 25 აპრილს გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა 1000 აშშ დოლარით და 2013 წლის 10 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვანა ჩამოაყალიბა შემდეგნაირად: „მოპასუხეებს შ--------------------------a“-ს, ნ-----------ას და ქ----------------ეს მოსარჩელის ს----------------------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2013 წლის 10 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3448.50 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხა არის - 3227.25 აშშ დოლარი, პროცენტი - 221.25 აშშ დოლარი“. 2019 წლის 25 აპრილს გამართულ სასამართლო მთავარ სხდომაზე განუხლილველი დარჩა მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლოვ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, შუამდგომლობის ინიციატორი მხარის მიერ მასზე უარის თქმის გამო).
(მტკიცებულება: 19.10.2018 წლის სარჩელი; 25.04.2019 წლის სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია.
მოპასუხეთაგან წერილობითი შესაგებელი წარმოადგინა ლ-------------ვმა. მარტივი წერილობითი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხე ლ-------------ვმა სარჩელი არ ცნო და განამრტა, რომ ნასყიდობის საფუძელზე შეიძინა უძრავი ქონება მდებარე: რ-------------–-----–------–--–----------------------------- (-----, ფ--------------------–-- (უძრავი ქონების) საკადატრო კოდი: 0------------ არის კეთილსინდისიერი შემძენი და არ უნდა მოხდეს აღნიშნული უძრავი ქონების რეალიზაცია, ვინაიდან სესხი მას არ ეკუთვნის.
(მტკიცებულება: 20.---2018 წლის შესაგებელი; 25.04.2019 წლის სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ს----------------------სა“ და მოპასუხეებს შ--------------------------a“-ს და ნ-----------ას შორის 2013 წლის 22 აგვისტოს გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება #3--4--, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი:
· 22.08.2013 წლის ხელშეკრულება (#3--4---- 20000 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით, წლიური 15%-ის დარიცხვით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5% ჯარიმა;
· 10.10.2013 წლის ხელშეკრულება (#3--4---- 7000 აშშ დოლარი, 24 თვის ვადით, წლიური 15%-ის დარიცხვით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5% ჯარიმა.
გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 22.08.2013 წელს ს----------------------სა“ და შ--------------------------a“-ს, ნ-----------ას და ქ----------------ეს შორის გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- 22.08.2013 წლის MULT გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება #FW3--4--;
- 22.08.2013 წელს დადებული MULT გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების #FW3--4-- ხელშეკრულების 10.10.2013 წლის ცვლილება #----------
- 22.08.2013 წლის შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება #3-------
- 22.08.2013 წლის კრედიტის დაფარვის გრაფიკი;
- 22.08.2013 წლის ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულების შესახებ #---------------
- 22.08.2013 წლის ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულების შესახებ # 6-------------
- 22.08.2013 წლის ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულების შესახებ # 6-------------
- 10.10.2013 წლის შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება #3--4----
- 10.10.2013 წლის კრედიტის დაფარვის გრაფიკი.
3.1.2. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულებები:
· 21.08.2013 წლის ხელშეკრულება # 6------------- რომლის საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა ნ-----–------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: თ---–---- ი-–-------------------------- ფართი 71.0----------–-- (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0----------------------.
· 09.10.2013 წლის # 6------------- რომლის საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა შ--------------------------a“-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: რ-------------–-----–------–--–----------------------------- (-----, ფ--------------------–-- (უძრავი ქონების) საკადატრო კოდი: 0------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- 21.08.2013 წლის იპოთეკის ხელშეკრულება # 6-----------1;
- 04.---2016 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0----------------------;
- 09.10.2013 წლის იპოთეკის ხელშეკრულება # 6------------;
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო - საკადასტრო გეგმა;
- 09.10.2013 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0------------
3.1.3. 2013 წლის 06 დეკემბერს შ--------------------------a“-მ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება (მდებარე: რ-------------–-----–------–--–----------------------------- (-----, უძრავი ქონების საკადატრო კოდი: 0-----------) გაასხვისა პ---------------–ის (---------------) სახელზე, ხოლო, 2015 წლის 22 ივნისს პ---------------–-ა ნასყიდობის ხელშეკრულებით გაასხვისა ლ-------------ვზე (პ/ნ 2-----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 12.12.2013 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) საკადასრო კოდი: 0-----------;
- 07.---2016 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) საკადასრო კოდი: 0------------
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სესხის დაფარვა საკრედიტო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად უნდა განხორციელებულიყო ნაწილ-ნაწილ, თანდართული გრაფიკის შესაბამისად, რაც სოლიდარულ მოვალეთა მიერ ჯეროვნად არ შესრულებულა. მოსარჩელემ 2019 წლის 25 აპრილს გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა 1000 აშშ დოლარით და შემცირებული დავალიანება დღეის მდგომარეობით შეადგენს:
· 2013 წლის 22 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 19 270.98 აშშ დოლარს, საიდანაც კაპიტალი არის - 16 289.06 აშშ დოლარი, პროცენტი - 2981.92 აშშ დოლარი.
· 2013 წლის 10 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 3448.50 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხა არის - 3227.25 აშშ დოლარი, პროცენტი - 221.25 აშშ დოლარი.
სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს. შესაბამისად, კონკრეტულ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე მითითება მათივე მოვალეობაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (საკრედიტო ხელშეკრულებები, ცნობა დავალიანების შესახებ, გადახდის გრაფიკი, ამონაწერი ანგარიშიდან) საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ;
- გადახდების ისტორიები;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მიიჩნევს, რომ ს-----------------------ი“-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. 2013 წლის 22 აგვისტოს და 2013 წლის 10 ოქტომრის შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების ჯამში 22 719.48 აშშ დოლარის დაკისრება.
5.1.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
5.1.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
5.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.
5.4. 2013 წლის 22 აგვისტოს და 2013 წლის 10 ოქტომრის შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით მოხდეს მოპასუხე ლ-------------ვის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თ---–---- ი-–-------------------------- მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0----------------------- რეალიზაცია, ასევე, მოპასუხე შ--------------------------a“-ს საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (მდებარე: რ-------------–-----–------–--–----------------------------- (-----, მიწის (უძრავი ქონების) საკადატრო კოდი: 0----------- რეალიზაცია. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, აღსრულება განხორციელდეს სოლიდარულ მოვალეთა საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის და შემოსავლის გზით.
5.3.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად უძრავი ნივთი შეიძება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა);
5.3.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 1- ნაწილის თანახმად მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ამ ხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
იპოთეკის ხელშეკრულების 5.6 პუნქტის თანახმად, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ არის საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, მხარეები თანხმდებიან, რომ ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვლება სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად მხოლოდ იმ ნაწილში, რასაც გასწვდება იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა ამ მისი ღირებულება. აგრეთვე მოთხოვნა მოპასუხეების ნებისმიერი ქონების ხარჯზე დავალიანების დაფარვის შესახებ განმტკიცებულია შემდეგი საფუძვლით: მსესხებელი მის მიერ აღებულ ვალდებულებებზე პასუხისმგებელია მთელი თავისი ქონებით და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებებით. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, გარდა იპოთეკისა უზრუნველყოფილ იქნა სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებებით და სოლიდარული მოვალეები, მათ მიერ აღებულ ვალდებულებებზე სოლიდარულად აგებენ პასუხს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, აღსრულება შეიძელება განხორციელდეს სოლიდარულ მოვალეთა (შ--------------------------a“, ნ-----------ა, ქ----------------ე) საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის და შემოსავლის გზით.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა
მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 1860.86 ლარი.
სასამართლო ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ სახელმწიფო ბაჟის განაწილების წესს. მოსამარჩელემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე შეამცირა მოთხოვნა 1000 აშშ დოლარით , შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 39.22 ლარი.
ვიანიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად მოპასუხეებს შ--------------------------a“-ს, ნ-----------ას და ქ----------------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით 170--64 ლარის ანაზღაურება, მოპასუხე ნ-----–------–--ეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით - 120 ლარის ანაზღაურება.
მოპასუხეებს შ--------------------------a“-ს, ნ-----------ას, ქ----------------ეს და ნ-----–------–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროთ საჯარო რეესტრის მოსაკრებლის - 30 ლარის და საფოსტო მომსხურების საფასურის - 18.50 ლარის ანაზღაურება.
7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს-----------------------ი“-ს სარჩელი მოპასუხეების შ--------------------------a“-ს ნ-----------ას, ქ----------------ის, ნ-----–------–--ის და ლ-------------ვის მიმართ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეებს შ--------------------------a“-ს, ნ-----------ა და ქ----------------ეს მოსარჩელე ს----------------------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 22 719.48 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება.
3. აღნიშნული დავალიანების დაფარვის მიზნით მოხდეს მოპასუხე ლ-------------ვის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თ---–---- ი-–-------------------------- მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0----------------------- რეალიზაცია.
4. აღნიშნული დავალიანების დაფარვის მიზნით მოხდეს მოპასუხე შ--------------------------a“-ს საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (მდებარე: რ-------------–-----–------–--–----------------------------- (-----, მიწის (უძრავი ქონების) საკადატრო კოდი: 0----------- რეალიზაცია. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, აღსრულება განხორციელდეს სოლიდარულ მოვალეთა - შ--------------------------a“-ს, ნ-----------ას და ქ----------------ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის და შემოსავლის გზით.
5. მოპასუხეებს შ--------------------------a“-ს, ნ-----------ა და ქ----------------ეს მოსარჩელე ს----------------------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 170--64 ლარის ანაზღაურება.
6. მოპასუხე ნ-----–------–--ეს მოსარჩელე ს----------------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 120 ლარის ანაზღაურება.
7. მოპასუხეებს შ--------------------------a“-ს, ნ-----------ას, ქ----------------ეს და ნ-----–------–--ეს მოსარჩელე ს----------------------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საჯარო რეესტრის მოსაკრებლის - 30 ლარის ანაზღაურება.
8. მოპასუხეებს შ--------------------------a“-ს, ნ-----------ას, ქ----------------ეს და ნ-----–------–--ეს მოსარჩელე ს----------------------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საფოსტო მომსახურების საფასურის - 18.50 ლარის ანაზღაურება.
9. დაუბრუნდეს მოსარჩელე ს----------------------ს“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 39.22 ლარი, რაც ს----------------------ი“-ს 01/10/2018 წლის №4-------- საგადასახდო დავალებით, ჩარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში, ანგარიშზე 300773150.
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-1- პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ელისო ტუკვაძე