გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/23951-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 მაისი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: თამარ ჩიხლაძე
სხდომის მდივანი: ანი ნადარეიშვილი
მოსარჩელე: თ--------------–---–ი
წარმომადგენელი: დ--------------
მოპასუხე: მ-------------ე, ნ-----–---------ე
წარმომადგენელი: ა-–--–------------
დავის საგანი: თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი 2017 წლის 28 დეკემბერს მოსარჩელე თ--------------–---–სა და მეორეს მხრივ მოპასუხეებს მ-------------ეს და ნ-----–---------ეს შორის გაფორმებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, თ--------- ქ N1, ს/კ0-------------------------- და საკუთრებაში გადაეცეს მოსარჩელეს.
1.2. დადებულად იქნას ცნობილი თ--------------–---–სა და მეორეს მხრივ მ-------------ეს და ნ-----–---------ეს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, მ-------------ის მიმართ ვალი განისაზღვროს 20 000 აშშ დოლარის ექვივალეტი ლარი, ხოლო ნ-----–---------ის მიმართ 12 650 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი.
1.3. აღნიშნული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით დაიტვირთოს იპოთეკით უძრავი ქონება მდებარე: ქ.თბილისი, თ--------- ქ N1, ს/კ0--------------------------
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2017 წლის 28 დეკემბერს მხარეთა შორის დაიდო გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, ბინაზე მდებარე: ქ.თბილისი, თ--------- ქ N1, ს/კ0-------------------------- - 32 650 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარათ - 84 485 ლარი. საიდანაც, მ-------------ეს ეკუთვხნოდა 20000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, ხოლო ნ-----–---------ეს 12 650 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. მოსარჩელის განმარტებით სინამდგვილეში აღნიშნული ხელშეკრუ-ლება იყო თვალთმაქცური და მოიცავდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას 32 650 აშშ დოლარზე 6 თვის ვადით, რაც მისი განმარტებით ასევე დასტურდება ხელშეკრულების ბოლო გვერძე მინაწერით, რომ მ-------------ისთვიც 20 000 აშშ დოლარის და დარიცხული პროცენტის გადახდა უნდა მოხდეს 6 თვის ვადის გასვლის შემდგომ.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეების ინტერესს წარმოადგენდა თანხის გასესხება და არა საზიარო ქონების შეძენა.
ამდენად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ბათილად იქნას ცნობილი 2017 წლის 28 დეკემბერს მოსარჩელე თ--------------–---–სა და მეორეს მხრივ მოპასუხეებს მ-------------ეს და ნ-----–---------ეს შორის გაფორმებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, თ--------- ქ N1, ს/კ0-------------------------- და საკუთრებაში გადაეცეს მოსარჩელეს. ასევე, დადებულად იქნას ცნობილი თ--------------–---–სა და მეორეს მხრივ მ-------------ეს და ნ-----–---------ეს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, თ--------------–---–ის ვალი მ-------------ის მიმართ განისაზღვროს 20 000 აშშ დოლარის ექვივალეტი ლარი, ხოლო ნ-----–---------ის მიმართ 12 650 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი და აღნიშნული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით დაიტვირთოს იპოთეკით უძრავი ქონება მდებარე: ქ.თბილისი, თ--------- ქ N1, ს/კ0--------------------------
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 28 დეკემბერს თ--------------–---–ს მ-------------ეს და ნ-----–---------ეს შორის გაფორმდა გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნაყიდობის N171506693 ხელშეკრულება. (ს.ფ. 14-18)
3.1.2. საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მესაკუთრეებად აღრიცხულნი არიან მ-------------ე და ნ-----–---------ე. (ს.ფ. 15-22)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა თ--------------–---–ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეების წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად. შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
დადგენილია, რომ 2017 წლის 28 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, ბინაზე მდებარე: ქ.თბილისი, თ--------- ქ N1, ს/კ0-------------------------- - 32 650 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარათ -84 485 ლარი. საიდანაც, მ-------------ეს ეკუთვნოდა 20 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, ხოლო ნ-----–---------ეს 12 650 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. მოსარჩელის განმარტებით სინამდვილეში აღნიშნული ხელშეკრულება იყო თვალთმაქცური და მოიცავდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას 32 650 აშშ დოლარზე 6 თვის ვადით, რაც მისი განმარტებით ასევე დასტურდება ხელშეკრულების ბოლო გვერძე მინაწერით, რომ მ-------------ისთვიც 20 000 აშშ დოლარის და დარიცხული პროცენტის გადახდა უნდა მოხდეს 6 თვის ვადის გასვლის შემდგომ.
შესაბამისად, ზემოთ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეების მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობის გამო.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია - 2 534.55 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეების მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნეს სრულად. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 2 534.55 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაის გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 199-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ--------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდე:
1.1. ბათილად იქნას ცნობილი 2017 წლის 28 დეკემბერს თ--------------–---–სა და მ-------------ეს და ნ-----–---------ეს შორის გაფორმებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, თ--------- ქ N1, ს/კ0-------------------------- და აღირიცხოს თ--------------–---–ის საკუთრებაში;
1.2. დადებულად იქნას ცნობილი ერთის მხრივ თ--------------–---–სა და მეორეს მხრივ მ-------------ეს და ნ-----–---------ეს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: მ-------------ის ვალი განისაზღვროს 20 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, ხოლო ნ-----–---------ის - 12 650 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი.
1.3. აღნიშნული სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთოს თ--------------–---–ის უძრავი ქონება მდებარე: ქ.თბილისი, თ--------- ქ N1, ს/კ0--------------------------
2. მიღებული გადაწყვეტილება საფუძველია საჯარო რეესტის ეროვნული სააგენტოსათვის შესაბამისი ცვლილებების განსახორციელებლად.
3. თ--------------–---–ს დაუბრუნდეს დ--------------ს (პ/ნ 0----------) მიერ, 2018 წლის 13 აგვიტოს საგადასახადო დავალებით #0 სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 2 534.55 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150,4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე