გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.05.2019
საქმის ნომერი
130210119002866383
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
13.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2-130-19

(130210119002866383)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 მაისი, 2019 წელი ქ. ხაშური

შესავალი ნაწილი

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი

სხდომის მდივანი - ქეთევან ცერიაშვილი

მოსარჩელე - სს "კ-----------კი"

წარმომადგენელი - გ------------–--ცი

მოპასუხე - ზ-----------–--ლი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ზ-----------–--ლს (პ/ნ 5----------) სს "კ-----------კის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 3 360.53 ლარის გადახდა. კერძოდ:

ა) 2017 წლის 12 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 1 228.47 ლარიდან ძირი თანხა არის 787.50 ლარი, 18 ლარი- სიცოცხლის დაზღვევის, ხოლო 422.97 ლარი - დარიცხული ჯარიმა.

ბ) 2018 წლის 16 იანვრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1904.81 ლარიდან, 1167.54 ლარი არის ძირი თანხა, 194 ლარი დარიცხული პროცენტი, 40.64 ლარი - სიცოცხლის დაზღვევის, ხოლო 502.63 ლარი დარიცხული ჯარიმა.

გ) 2018 წლის 14 მაისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 227.25 ლარიდან, 150.18 არის ძირითადი თანხა, 18 ლარი - დარიცხული პროცენტი, 3.04 ლარი სიცოცხლის დაზღვევის, ხოლო 56.03 ლარი - დარიცხული ჯარიმა.

 

1.2. მოპასუხე ზ-----------–--ლს სს "კ-----------კის" სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის 107.41 ლარის გადახდა, საიდანაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟია 25 ლარი, საქმის განხილვისთვის გადახდილი სახლემწიფო ბაჟია 50.41 ლარი, 11 ლარი უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლების საფასურია, საჯარო რეესტრის ეროვნულ საააგენტოში გადახდილი საფასურია - 21 ლარი.

 

2. მოსარჩელის პოზიცია

 

2017 წლის 12 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხე ზ-----------–--ლს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე სესხის სახით გაიცა 1 400 ლარი, 18 თვის ვადით. სესხის ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.1. და 6.2. პუნქტების თანახმად, მსესხებელმა იკისრა სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება სესხის ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში მსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იყოს გამსესხებელი (მსესხებელი სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას გაეცნო დაზღვევის პირობებს და გამონაკლისებს, რომლებზედაც არ ვრცელდება სადაზღვევო ანაზღაურება). ამავე მუხლის 6.3 პუნქტით კი მსესხებელმა აიღო ვალდებულება დროულად და სრულად განეხორციელებინა სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები. აღნიშნული გადასახდელის გადახდის შეუსრულებლობს ან არაჯეროვანი შესრულება მიიჩნევა სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობად. სესხის ხელშეკრულების 4.1. მუხლის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში დაერიცხება ჯარიმა დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0.41%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

მოპასუხე ზ-----------–--ლს აღარ გადაუხდია გრაფიკით გათვალისწინებული გადასახდელები 2018 წლის სექტემბრის შემდგომ, შესაბამისად მის მიერ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები.

 

2019 წლის 25 თებერვლის მდგომარეობით, 2017 წლის 12 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალის ზ-----------–--ლის სახელზე არსებული დავალიანება შეადგენს 1 228.47 ლარს, საიდანაც 787.50 ლარი არის ძირითადი თანხა, 18 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა, ხოლო 422.97 ლარი არის დარიცხული ჯარიმა.

 

2018 წლის 16 იანვარს მოსარჩელესა და ზ-----------–--ლს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან სესხის სახით მიიღო 2 000 ლარი, 16 თვით, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთმა შეადგინა 42.40%. აღნიშნული სესხის ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1. და 5.2. პუნქტის თანახმად, მსესხებელმა იკისრა სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება სესხის ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იყოს გამსესხებელი (მსესხებელი სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას გაეცნო დაზღვევის პირობებს და გამონაკლისებს, რომლებზედაც არ ვრცელდება სადაზღვევო ანაზღაურება. ამავე მუხლის 5.3. პუნქტით კი მსესხებელმა აიღო ვალდებულება დროულად და სრულად განეხორციელებინა სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები. აღნიშნული გადასახდელის გადახდის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მიიჩნევა სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობად. სესხის ხელშეკრულების 3.7 მუხლის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში დაერიცხება ჯარიმა დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0.41%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებელს აღარ გადაუხდია გრაფიკით გათვალისწინებული გადასახდელები 2018 წლის ნოემბრის შემდგომ, შესაბამისად მის მიერ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები.

 

2019 წლის 25 თებერვლის მდგომარეობით ზ-----------–--ლის სახელზე არსებული დავალიანება 2018 წლის 16 იანვრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 1 904.81 ლარს, საიდანაც 1 167.54 ლარი არის ძირითადი თანხა, 194 ლარი არის დარიცხული პროცენტი, 40.64 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა, ხოლო502.63 ლარი არის დარიცხული ჯარიმა.

 

2018 წლის 14 მაისს მოსარჩელესა და ზ-----------–--ლს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან სესხის სახით მიიღო 300 ლარი, 9 თვის ვადით. სესხის კლებადმა საპროცენტო განაკვეთმა შეადგინა 55%. აღნიშნული სესხის ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1. და 5.2. პუნქტის თანახმად, მსესხებელმა იკისრა სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება სესხის ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იყოს გამსესხებელი (მსესხებელი სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას გაეცნო დაზღვევის პირობებს და გამონაკლისებს, რომლებზედაც არ ვრცელდება სადაზღვევო ანაზღაურება). ამავე მუხლის 5.3. პუნქტით კი მსესხებელმა აიღო ვალდებულება დროულად და სრულად განეხორციელებინა სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები. აღნიშნული გადასახდლეის გადახდის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მიიჩნევა სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობად. სესხის ხელშეკრულების 3.7 მუხლის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გაადუხდელობის შემთხვევაში დაერიცხება ჯარიმა დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0.41%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

მსესხებელს აღარ გადაუხდია გრაფიკით გათვალისწინებული გადასახდელები 2018 წლის ნოემბრის შემდგომ, შესაბამისად, მის მიერ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები.

 

2019 წლის 25 თებერვლის მდგომარეობით ზ-----------–--ლის სახელზე არსებული დავალიანება 2018 წლის 14 მაისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სეადგენს 227.25 ლარს, საიდანაც 150.18 ლარი ძირითადი თანხა, 18 ლარი არის დარიცხული პროცენტი, 3.04 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა, ხოლო 56.03 ლარი არის დარიცხული ჯარიმა.

 

3. მოპასუხის პოზიცია

 

3.1. მოპასუხე ზ-----------–--ლმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, განმარტა რომ იგი პირნათლად ასრულებდა სასესხო ვალდებულებებს, მაგრამ შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები, ასევე გათავისუფლდა სამსახურიდან და ვეღარ შეძლო დარჩენილი დავალიანების გადახდა. მას შეუძლია გადაიხადოს დარჩენილი ძირითანხა განაწილვადებით. რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟს, ჯარიმებს და პირგასამტეხლებს, ვერ გადაიხდის.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. 2017 წლის 12 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხე ზ-----------–--ლს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე სესხის სახით გაიცა 1 400 ლარი, 18 თვის ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 24-28);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

4.1.2. 2018 წლის 16 იანვარს მოსარჩელესა და ზ-----------–--ლს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან სესხის სახით მიიღო 2 000 ლარი, 16 თვით, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთმა შეადგინა 42.40%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 34-39);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

4.1.3. 2018 წლის 14 მაისს მოსარჩელესა და ზ-----------–--ლს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან სესხის სახით მიიღო 300 ლარი, 9 თვის ვადით. სესხის კლებადმა საპროცენტო განაკვეთმა შეადგინა 55%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 43-48);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

4.1.4. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მიუხედავად გაფრთხილებისა და დამატებითი ვადის მიცემისა, ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გაფრთხილების წერილები

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს "კ-----------კის" სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე 420-ე, 625-ე მუხლები;

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.

 

ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2017 წლის 12 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხე ზ-----------–--ლს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე სესხის სახით გაიცა 1 400 ლარი, 18 თვის ვადით.

 

ასევე, 2018 წლის 16 იანვარს მოსარჩელესა და ზ-----------–--ლს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან სესხის სახით მიიღო 2 000 ლარი, 16 თვით, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთმა შეადგინა 42.40%.

 

ასევე, 2018 წლის 14 მაისს მოსარჩელესა და ზ-----------–--ლს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან სესხის სახით მიიღო 300 ლარი, 9 თვის ვადით. სესხის კლებადმა საპროცენტო განაკვეთმა შეადგინა 55%.

 

ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იყო კრედიტის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, ჯარიმა და პირგასამტეხლო.

 

მოპასუხემ აღიარა ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება.

 

7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

7.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

7.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მხრიდან სრულად იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება - შეთანხმებული საკრედიტო თანხის გაცემის თაობაზე, ხოლო მოპასუხის მხრიდან ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. კერძოდ, ზ-----------–--ლმა საკრედიტო ხელშეკრულებათა საფუძველზე მიიღო სესხის თანხა, რომელიც მოსარჩელისთვის არ აუნაზღაურებია. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ძირითადი თანხის მოთხოვნის თაობაზე საფუძვლიანია.

 

7.6. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხი შეიძლება იყოს სარგებლიანი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ ხელშეკრულება არის სარგებლიანი და მოპასუხეს ეკისრება სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც.

 

7.7. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418-ე მუხლის მეორე ნაწილი კი ადგენს, რომ შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მხარეთა მიერ წარმდგენილი მასალებიდან დგინდება, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა, ვინაიდან, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, მხარეები საკრედიტო ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მოვალეს ეკისრება პირგასამტეხლო. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვს პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზეც საფუძვლიანია. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების გარკვეულწილად კომპენსირება და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად. შესაბამისად, მოპასუხე ზ-----------–--ლს სს "კ-----------კის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს "კ-----------კის" სარჩელი დაკმაყოფილდეს .

 

2. მოპასუხე ზ-----------–--ლს (პ/ნ 5----------) სს "კ-----------კის" სასარგებლოდ გადასახდელლად დაეკისროს 3 360.53 ლარის გადახდა. საიდანაც:

ა) 2017 წლის 12 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 1 228.47 ლარიდან ძირი თანხა არის 787.50 ლარი, 18 ლარი- სიცოცხლის დაზღვევის, ხოლო 422.97 ლარი - დარიცხული ჯარიმა.

ბ) 2018 წლის 16 იანვრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1904.81 ლარიდან, 1167.54 ლარი არის ძირი თანხა, 194 ლარი დარიცხული პროცენტი, 40.64 ლარი - სიცოცხლის დაზღვევის, ხოლო 502.63 ლარი დარიცხული ჯარიმა.

გ) 2018 წლის 14 მაისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 227.25 ლარიდან, 150.18 არის ძირითადი თანხა, 18 ლარი - დარიცხული პროცენტი, 3.04 ლარი სიცოცხლის დაზღვევის, ხოლო 56.03 ლარი - დარიცხული ჯარიმა.

 

3. მოპასუხე ზ-----------–--ლს სს "კ-----------კის" სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის 107.41 ლარის გადახდა, საიდანაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟია 25 ლარი, საქმის განხილვისთვის გადახდილი სახლემწიფო ბაჟი 50.41 ლარი, 11 ლარი უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლების საფასური, საჯარო რეესტრის ეროვნულ საააგენტოში გადახდილი საფასური- 21 ლარი.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე

ნაირა გიგიტაშვილი