განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №140100118002675148
საქმე #1/411-18 (011050918003)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 დეკემბერი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ-----– ბ-----–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ლ---- გ----–--- (დაბადებული 1----–-–----------------, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული რ------------------–-------–----------------------------------------------–------–------------------, მცხოვრები გ------------------------–------–-)
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების არსი:
1.1 2018 წლის 5 სექტემბერს, დაახლოებით 21 საათზე, გ------------------------–------–- მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე შელაპარაკებისას, ლ---- გ----–---მ დას - მ----- გ----–---ს ძლიერ მოუჭირა ხელი ყელში და დაარტყა სახეში, რის შედეგად მ----- გ----–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ შეისწავლა და გამოიკვლია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები, რის შედეგად მიაჩნია, რომ უტყუარად არ დასტურდება ლ---- გ----–--ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, კერძოდ:
3.2. დაზარალებულმა მ----- გ----–---მ და მოწმე მ-----– გ----–---მ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ (2018 წლის 26 ნოემბრის და 13 დეკემბრის სხდომის ოქმი);
3.3. ბრალდებულმა ლ---- გ----–---მ განმარტა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია (2018 წლის 13 დეკემბრის სხდომის ოქმი);
3.4. მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული სხვა მტკიცებულებიც არ მეტყველებს ლ---- გ----–--ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, მათ შორის: მოწმე ლ-–- კ------ის გამოკითხვის ოქმი წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, ხოლო - სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მ----- გ----–---ს 2018 წლის 6 სექტემბერს სამედიცინო დაწესებულებაში დაუდგინდა კისრის ზედაპირული ტრავმა. აღენიშნებოდა კისრის ზედაპირზე ექსკორიაცია (ნაჭდევი). ამავე დღეს ექსპერტის მიერ პირადი გასინჯვისას მ----- გ----–---ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი, ნაჭდევი და დამწვრობა. სისხლნაჟღენთი მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ნაჭდევი - რაიმე მახვილი საგნის წვეტის ან მკვეთრად გამოხატული წახნაგოვანი კიდის მქონე მკვრივი საგნის სხეულის ზედაპირის გასწვრივ გადაადგილების შედეგად. სისხლნაჟღენთი და ნაჭდევი ერად და ცალ-ცალკეც მიეკუთვნება სხეულის დაზიანების მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2018 წლის 5 სექტემბერს. მარჯვენა წინამხრის მიდამოში არსებული დამწვრობა განვითარებულია რაიმე მაღალი ტემპერატურის ან მაღალი ტემპერატურის მქონე საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება შესამოწმებლის მიერ მითითებულ თარიღს - 2018 წლის 2 სექტემბერს (მისი განმარტებით დამწვრობა მიიღო 2018 წლის 2 სექტემბერს კონსერვების სტერილიზაციისას) (ს.ფ. 162-163);
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ;
სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან, მხოლოდ ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაუშვებელია (სსსკ-ის მე-13 და 76-ე მუხლები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება #1/1/548); ამასთან, ,,აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულება“ არ მოიაზრებს ოდენ მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგენის საშუალებას. სსკ-ის მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, აუცილებელია შედეგსა და კონკრეტული პირის ქმედებას შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენა. სსსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, უნდა დადგინდეს, ჩაიდინა თუ არა ბრალდებულმა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება. ამდენად, რაგინდ უტყუარადაც არ უნდა დგინდებოდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგი, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის, ეს საკმარისი ვერ იქნება.
რაც შეეხება შეტყობინების ოქმებს (ს.ფ. 2-3), რომლის მიხედვით, დაზარალებული აკეთებს განცხადებას სამართალდამცავ ორგანოში ტელეფონის საშუალებით ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მხოლოდ სასამართლოში მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. ამ ფონზე წარმოუდგენელია შეტყობინების ოქმის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად თუნდაც იმის გამო, რომ შეტყობინებაში ასახულია ისევ და ისევ მოწმის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება. მათ შორის განსხვავება მხოლოდ დოკუმენტის დასახელებაშია და ამასთან ცხადია, პირის გამოკითხვის ოქმი ბევრად სარწმუნოა, ვიდრე შეტყობინება. სხვა საკითხია, როდესაც შეტყობინების ან რომელიმე საგამოძიებო მოქმედების შედეგად აღმოჩენილია მაგ. ნივთმტკიცება, რასაც ცალკე, დამოუკიდებელი ხასიათი აქვს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი პირის დამნაშავედ ცნობისათვის და, შესაბამისად, ლ---- გ----–--- უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 270-271, 275-277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ---- გ----–--- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდეს და ლ---- გ----–--- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
3. გამართლებულს განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;
4. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი