განაჩენი

სისხლის სამართლის 27.05.2019
საქმის ნომერი
020100119002817349
დავის ტიპი
276 5
თარიღი
27.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN020100119002817349(1/28-19)

განაჩენი

საქართველოს სახელით

04 მარტი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ნატრული აკობიამ

სხდომის მდივანი-მარიამ თოდუას

პროკურორი-კო---------------------

ადვოკატ - დე--------------–----

ბრალდებული-გო-----------

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

1.ბრალდებული: გო----------- მიმართ

მამის სახელი: გი--

დაბადებული: 09.11.19-- წელს

პირადი ნომერი: 62---------

საქართველოს მოქალაქე

საშუალო განათლების მქონე

ნასამართლობა: არ მქონე

მისამართი: ზუ--------------------------–-------–------------------------------

რეგისტრირებული: გა-–--------------------–---–---------

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლომ დაადგინა:

გო----------- ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იმ დანაშაულებრი-- ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:

2018 წლის 07 დეკემბერს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ.ზუ------–---–-------------–----------------------------–-----–--------ს მიმართულებით მოძრავი, „ME-----------“-ის მარკის, სახელმწიფო ნომრით MS------- მიკროავტობუსი, რომელსაც „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49.3 მუხლის (საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის შემთხვევაში მძღოლმა მოძრაობის ზოლის შეუცვლელად უნდა შეანელოს სიჩქარე, გაჩერდეს და ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია. მოძრაობის განახლება დასაშვებია მხოლოდ მხედველობის სრული აღდგენის შემდეგ) მოთხოვნათა დარღვევით მართავდა გო----------, შეეჯახა ქვეითად მოძრავ ალ-------------ს, რომელიც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

2019 წლის 08 თებერვალს ჩატარებულ არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულის პოზიციიდან გამომდინარე, რომელმაც შერაცხულ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ და სადავოდ არ გახადა ბრალდების მტკიცებულებები, ბრალდების და დაცვის მხარის შეთანხმებით საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული ძალა და არ იქნა გამოკვლეული.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას ასევე ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006).

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

ბრალდებულ გო----------- მიმართ შერაცხული ბრალეული და მართლსაწი- ნააღმდეგო ქმედების ჩადენა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია პრეიუდიციული ძალის მქონე ეჭვის გამომრიცხავი, უდავო და რელევანტური მტკიცებულებათა ერთობლიობით.

ბრალდებულ გო----------- აღიარებით.

2018 წლის 07 დეკემბრის ოქმით შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესახებ და ავტოსაგზაო შემთხვევის სქემით (ს.ფ 10-14)

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 08 დეკემბრის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შემთხვევის ადგილის დათვალიერების კანონიერად ცნობის შესახებ. (ს.ფ. 114-117)

2018 წლის 07 დეკემბრის ოქმით გო----------- მიმართ სისხლის ბიოლოგიური ნიმუშის აღების შესახებ (ს.ფ 55-58)

2018 წლის 07 დეკემბრის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გო----------- მიმართ საგამოძიებო მოქმედება-ამოღების ჩატარების შესახებ (ს.ფ.64-65)

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 08 დეკემბრის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გო----------- მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ. 119-122)

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2018 წლის 08 დკემბრის №86--- ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ. 94-97)

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2018 წლის 13 დკემბრის №35---- ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ. 158-162)

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის 2019 წლის 13 თებერვლის № 00------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით

დაზარალებულის უფლებამონაცვლის ბუ----------------- გამოკითხვის ოქმით.

მოწმეების ზუ-----–---------------–-------–-------–-----------------------------------------------------------ს გამოკითხვის ოქმებით.

სამართლებრი-- შეფასება:

სასამართლო განმარტავს, რომ ავტოსატრანსპორტო დანაშაულის ობიექტია საზოგადოებრი-- უშიშროება და ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

ობიექტური მხარე გამოიხატება ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევაში და მძიმე შედეგში, რომელიც ამ ქმედებას მოჰყვა, ასევე ობიექტური მხარე მოიცავს მიზეზობრივ კავშირს მოძრაობის წესების დარღვევას და დამდგარ შედეგს შორის.

საქართველოს სსკ-ის მე-8 მუხლის თანახმად თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრი-- კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრი-- კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწი- ნებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა. ამდენად, არსებობს მიზეზობრი-- კავშირი გო----------- ქმედებას და დამდგარ შედეგს- ალ-------------ის გარდაცვალებას შორის.

საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლი ბლანკეტური შინაარსისაა, ტრანსპორტის მოძრაობის წესი რეგულირდება საგზაო მოძრაობის წესებით და ამ წესების დარღვევა თუ მას მძიმე შედეგი მოჰყვა წარმოადგენს სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებას, ხოლო დანაშაულის კვალიფიკაცია დამოკიდებულია მართლ- საწინააღმდეგო შედეგზე.

სუბიექტური მხრივ ბრალდებულ გო----------- მიერ ჩადენილია გაუფრთხი-ლებელი დანაშაული თვითიმედოვნებით, მან ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და საფრთხის წარმოქმნის მიუხედავად გააგრძელა მოძრაობა და შეეჯახა ალ-------------ს, გო----------- გაცნობიერებული ჰქონდა ქმედების მართლწინააღმდეგობა და გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აბსტრაქტული შესაძლებლობა, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა მძიმე შედეგის თავიდან აცილებას, წინდახედულობის ნორმებისადმი ბრალდე-ბულის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით ვერ იქნა აცილებული ავტოსაგზაო შემთხვევა, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, თუმცა მას გააჩნდა მისი აცილების რეალური შესაძლებლობა, თუ კი იმოქმედებდა ავტომობილის მოძრაობის დადგენილი წესების დაცვით.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული.

სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილე- ბლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე)

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრი-- გარემოებების, ბრალდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ანალიზით და სამართლებრი-- შეფასებით, თითოეული მათგანის საქმესთან დამოკიდებულებისა და უტყუარობის, დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი, პრეიუდიციული ძალის მქონე მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა გო----------- ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ამდენად, ბრალდებულ გო----------- ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

გო----------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

სასჯელის დასაბუთება:

საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

გო----------- მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ,დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწი-ნააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

გო----------- მიმართ სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს იმ პრინციპით, რომ განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი.

საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოცია- ლიზაციას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გო----------- საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და დამაფიქრებელი ბრალდებუ-ლისათვის, რათა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, საზოგადოებრი-- საშიშროება და გამოწვეული მძიმე შედეგი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, პირის რესოციალიზაციას, ამასთან სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გო----------- შერაცხულ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და განიცდის ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გაუხდია და დაეთანხმა ბრალდების მხარის მტკიცებულებებს და მის მიმართ გამოყენებული სასჯელი არ უნდა იყოს მეტისმეტად მკაცრი, რაც სრულ თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდი--დის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის.“

ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრი-- პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის შესაბამისად სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, – ნადგურდება;

ნივთიერი მტკიცებულება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული „ME-----------“-ის მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით MS-------, რომელიც ინახება ქ. ზუ----------------–--------------–- მდებარე სპეც- ავტოსადგომზე, დაუბრუნდეს მფლობელს.

გო-----------გან აღებული სისხლის ბიოლოგიური ნიმუში, ალ-------------ის გვამიდან აღებული სისხლის ბიოლოგიური ნიმუში, გზის ზედაპირიდან აღებული მოწითალო სისხლისმაგვარი ლაქის ანაწმენდები და თმის მსგავსი ბოჭკოები, „ME-----------“-ის მარკის ავტომობილის საჭის ზედა და ქვედა ნაწილისა და სიჩქარის გადამრთველი კოლოფის სახელურის ზედაპირიდან აღებული ანაწმენდები, წინა მარცხენა (მძღოლის) სავარძლის ხის გადასაფარებელი და ამავე სავარძლის დასაჯდომიდან და საზურგედან ამოღებული შალითის ამონაჭერი, განადგურდეს.

გო-----------გან ამოღებული ტანსაცმელი, დაუბრუნდეს მის ოჯახს.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ცნობილი იქნას დამნაშავედ გო---------- (პირადი ნომერი 62---------) საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

2. გო----------- ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 2 (ორი) წლის ვადით.

 

3.გო----------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

4. გო----------- სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან, 2018 წლის 08 დეკემბრის 00:35 საათიდან.

 

5. ნივთიერი მტკიცებულება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული „ME-----------“-ის მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით MS-------, რომელიც ინახება ქ. ზუ----------------–--------------–- მდებარე სპეც- ავტოსადგომზე, დაუბრუნდეს მფლობელს.

 

გო-----------გან აღებული სისხლის ბიოლოგიური ნიმუში, ალ-------------ის გვამიდან აღებული სისხლის ბიოლოგიური ნიმუში, გზის ზედაპირიდან აღებული მოწითალო სისხლისმაგვარი ლაქის ანაწმენდები და თმის მსგავსი ბოჭკოები, „ME-----------“-ის მარკის ავტომობილის საჭის ზედა და ქვედა ნაწილისა და სიჩქარის გადამრთველი კოლოფის სახელურის ზედაპირიდან აღებული ანაწმენდები, წინა მარცხენა (მძღოლის) სავარძლის ხის გადასაფარებელი და ამავე სავარძლის დასაჯდომიდან და საზურგედან ამოღებული შალითის ამონაჭერი, განადგურდეს.

 

გო-----------გან ამოღებული ტანსაცმელი, დაუბრუნდეს მის ოჯახს.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. (ქ. ზუგდიდი რ. ლაღიძის ქუჩა №12)

 

მოსამართლე: ნატრული აკობია