გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.05.2019
საქმის ნომერი
330210018002749608
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
21.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/35118-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 მაისი, 2019 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე: თამარ ჩიხლაძე

 

სხდომის მდივანი: ანი ნადარეიშვილი

 

მოსარჩელე: ს----------–----–--------–-------------------------ა

წარმომადგენელი: კ---------------–-–---–ი, გ--------------------ი

 

მოპასუხე: შპს „გ-----–---–--------------ი“

წარმომადგენელი: ო-------------ე

 

დავის საგანი: ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს "გ-----–---–--------------ს“ საქართველოს ცენტრალური კომისიის სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 5 320 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2018 წლის 21 აგვისტოს ს----------–----–--------–------------------------ას და შპს "გ-----–---–--------------ს" შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2------ ხელშეკრულება, რომლითაც შპს "გ-----–---–--------------მა" იკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 1 330 000 ცალი ფლაერის 2018 წლის 28 სექტემბრამდე ბეჭდვისა და ს----------–----–--------–-------------------------ისათვის მიწოდების ვალდებულება, ხოლო მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება მომსახურების ღირებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით გადახდა. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 26600 ლარი. მიმწო-დებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ს----------–----–--------–------------------------ას მიენიჭა, როგორც ხელშეკრულების შეწყვეტის ასევე პირგასამტეხლოს სახით სახელშეკრულებო თანხის 20%-ის შპს "გ-----–---–--------------ისათვის" მოთხოვნის უფლება.

 

2018 წლის 19 სექტემბრის განცხადებით შპს "გ-----–---–--------------მა" ს----------–----–--------–------------------------ას აცნობა, რომ ვერ შეასრულებდა 2018 წლის 21 აგვისტოს ს----------–----–--------–------------------------ასა და შპს "გ-----–---–--------------ს" შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „გ-----–---–--------------ის“ დავალიანება ს----------–-----------------------ის მიმართ შეადგენს - 5320 ლარს. მოპასუხე გაფრთხილებულ იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე, თუმცა უშედეგოდ.

 

ამდენად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხე შპს "გ-----–---–--------------ს" მის სასარგებლოდ დაეკისროს 5 320 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად და ითხოვა დაკისრებული თანხის სამი თვის ვადით გადანაწილება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 21 აგვისტოს ს----------–----–--------–------------------------ასა და შპს "გ-----–---–--------------ს" შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2------ ხელშეკრულება. (ს/ფ19-21)

 

3.1.2. 2018 წლის 19 სექტემბერს შპს "გ-----–---–--------------ის" დირექტორმა განცხადებით მიმართა ს----------–----–--------–------------------------ას ხელშეკრულების შეუსრულებლო-ბასთან დაკავშირებით. (ს/ფ 22)

 

3.1.3. შპს „გ-----–---–--------------ი“ გაფრთხილებულ იქნა საქართველოს სააარჩევნო კომისიის მიერ პირგასამტეხლოს დაკისრებასთან დაკავშირებით, თუმცა უშედეგოდ. (ს/ფ 24)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა ს----------–-----------------------ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე, 263-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვე-ტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხილის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე შპს „გ-----–---–--------------მა“ სასამართლოს მოსამ-ზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად და ითხოვა დაკისრებული თანხის სამი თვის ვადით გადანაწილება, რასაც დაეთანხმა მოსარჩელე მხარეც. შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ს----------–-----------------------ის სარჩელი შპს "გ-----–---–--------------ის" მიმართ პირგასამტეხლოს - 5 320 ლარის მოთხოვნის თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში, ძირითად სარჩელზე არ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, მოსარჩელე სახელწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეების მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 263-ე, 284–285–ე, 414–ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს----------–-----------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

1.1. შპს „გ-----–---–--------------ს“ ს----------–-----------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 5 320 ლარის გადახდა.

 

2. გადაწყვეტილების აღსრულება განაწილვადდეს სამი თვის ვადით გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან და მოპასუხე დაეკისროს სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდა თვეში 1 773.3 ლარის ოდენობით.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

4. გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი შეიძლება გადაჩივრდეს კერძო საჩივრით, მხარეთათვის მისი ასლის ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე