განაჩენი

სისხლის სამართლის 13.06.2018
საქმის ნომერი
140100118002388437
დავის ტიპი
260 3 ა , 260 1 , 177 3 გ , 177 2 ა
თარიღი
13.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #140100118002388437

საქმე #1/122-18 (011150218005)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ს ა ხ ე ლ ი თ

 

13 ივნისი, 2018 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - რუსუდან იასამნიძე

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ო----- ხ--------–---–-

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ვ------ ბ-----–---–- (დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ------------, რეგისტრირებული თ---–---------------–--------–------------------------------, მცხოვრები გ------------------------–--------––-)

 

ადვოკატი - ქ------- გ-------

 

კვალიფიკაცია: სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტები (ბრალდების ოთხი ეპიზოდი), 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი, 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.1. 2018 წლის 7 თებერვალს, ღამით ვ------ ბ-----–---–მა სახლის კარის საკეტის დაზიანებით, უკანონოდ შეაღწია გ------------------------–--------––- მდებარე თ----- თ----ის სააგარაკე ბინაში, სადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთს, რითაც თ----- თ----ეს მიადგა 2 149 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;

 

1.2. 2018 წლის 7 თებერვალს, ღამით ვ------ ბ-----–---–მა ფანჯრის ამოღების გზით, უკანონოდ შეაღწია გ------------------------–--------––- მდებარე გ------- ჭ------–---–ის სააგარაკე სახლში, სადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა „ჰეისენსეს“ ფირმის პლაზმურ ტელევიზორს, მოტორიან ცელს, მოტორიან საწამლ აპარატსა და წყლის გამაცხელებელს, რის გამოც გ------- ჭ------–---–ს მიადგა 940 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;

 

1.3. 2018 წლის 8 თებერვალს, ღამით ვ------ ბ-----–---–მა სახლის კარის ლითონის საკეტის დაზიანების გზით, უკანონოდ შეაღწია გ------------------------–-------------–- მდებარე თ----- ს----–---–ის კუთვნილ სააგარაკე ბინაში, სადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა თ----- ს----–---–ის კუთვნილ ,,TCL“-ის ფირმის პლაზმურ ტელევიზორს და წყლის ელექტროტუმბოს, რის შედეგად დაზარალებულს მიადგა 1 260 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;

 

1.4. 2018 წლის 7 თებერვალს, დაახლოებით 01:30 საათზე ვ------ ბ-----–---–მა ფანჯრის გისოსის დაზიანებით, უკანონოდ შეაღწია გ------------------------–--------––- მდებარე ზ---- დ------–---–ის სააგარაკე ბინაში, სადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთს, რითაც ზ---- დ------–---–ს მიაყენა 1 065 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;

 

1.5. ვ------ ბ-----–---–მა, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით - 0,0025 გრამ ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინსა“ (მარილი) და 0,00296 გრამ ნარკოტიკუკლ საშუალება „ამფეტამინს“, ასევე - 1,4622 გრამ ფსიქოტროპულ ნივთიერება ,,ეფედრინს”, რაც 2018 წლის 17 თებერვალს ამოიღეს გ------------------------–--------––- მდებარე ვ------ ბ-----–---–-ს საცხოვრებელი სახლის, ეზოსა და დამხმარე სათავსების ჩხრეკის შედეგად.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 ქურდობა - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

 

2.2. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა;

 

2.3. ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1 საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ვ------ ბ-----–---–მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედებები. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;A

 

3.2. გარდა ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული თ----- თ----ის, გ------- ჭ------–---–ის, თ----- ს----–---–ის, ზ---- დ------–---–ის, დ----- დ---–--–---–ის, ე-–------- ლ------ის, ბ---–--- მ---–--ის, ე-–------ ღ-------ის, ბ---- მ--------–---–ის, ჯ----– წ---–-----ის, მ--–---- ჩ--------–ის, ბ----- ბ-------ის, მ------ ზ-------ის, მ-----– ა---–--ის, მ----- დ------–---–ის და სხვათა გამოკითხვის ოქმებით, ამოღების, ჩხრეკის, ჟურნალის დათვალიერების, საგამოძიებო ექსპერიმენტის, ნივთიერი მტკიცებულების გახსნის, ნივთის ამოცნობის ოქმებით, შპს ,,მაგთიკომიდან” გამოთხოვილი ინფორმაციით, სასაქონლო, ტრასოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ვ------ ბ-----–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ვ------ ბ-----–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მის აღიარებას, გამოძიებასთან თანამშრომლობას, მტკიცებულებების უდავოდ ცნობასა და სწრაფი მართლმსაჯულებისათვის ხელშეწყობას, მის დადებით დახასიათებას, ოჯახურ მდგომარეობას - ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, ავადმყოფი დედა. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ბრალად შერაცხული ქმედებების რაოდენობას, დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობას (ყველა ნივთი ვერ იქნა ამოღებული), რის გამოც მიაჩნია, რომ სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია - მიღწევა შესაძლებელია ყველაზე მკაცრი სასჯელის მინიმალური ზომის გამოყენებით;

 

5.2. გარდა ამისა, ამ შემთხვევაში სასამართლო ვერ იმსჯელებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 თებერვლის განაჩენით 0,00000235 გრამი ,,დეზომორფინის” უკანონო შეძენა-შენახვისათვის (სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი) დანიშნული პირობითი მსჯავრის გაუქმებაზე, რადგან, მართალია, ვ------ ბ-----–---–- ფორმალურად იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული თავისუფლების აღკვეთის გამოყენება 0,00009 გრამის ოდენობით ,,დეზომორფინის” დამზადების, შეძენისა და შენახვისათვის. შესაბამისად, ამ შემთხვევაში პირობით მსჯავრის გაუქმება გულისხმობს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ იმ სასჯელზე მსჯელობას, რომელიც დღეის მდგომარეობით კანონით არ არის გათვალისწინებული.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ------ ბ-----–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (ბრალდების ოთხი ეპიზოდი), 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს:

 

- სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით (თ----- თ----ესთან დაკავშირებული ეპიზოდი) - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

- სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით (გ------- ჭ------–---–თან დაკავშირებული ეპიზოდი) - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

- სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით (თ----- ს----–---–თან დაკავშირებული ეპიზოდი) - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

- სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით (ზ---- დ------–---–თან დაკავშირებული ეპიზოდი) - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

- სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

- სსკ-ის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

2. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით ვ------ ბ-----–---–ს საბოლოოდ განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

3. მსჯავრდებულ ვ------ ბ-----–---–ს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 18 თებერვლიდან;

 

4. ნივთიერი მტკიცებულებები - ბოქლომები, გასაღები, რკინის დეტალი, სპილენძის საარყე ქვაბები ზარფუშით, მინის 20-ლიტრიანი ბოცები, წყლის ელექტროტუმბოები, რესივერები სადენებით, პულტები, აკორდეონი ყუთით, ხმალი ქარქაშით, ელექტროჩამრთველები, ტელევიზორი, სადენები, კედელზე სამაგრი, პოლიეთილენის მილი, წყლის ელექტროტუმბოს ,,ტვინი”, კარის საკეტი რკინის დეტალებით - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს; პლასტმასის ბოთლები, თეფშები, კოვზი, შპრიცი სითხით, მინის ქილა მასში მოთავსებული მასით - განადგურდეს, ხოლო - სუნისა და ხელის კვლების, სუნის, ნერწყვისა და ანაბეჭდის ნიმუშების, ანაწმენდების საკითხი გადაწყდეს ამ საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილ საქმეზე შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე;

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი