გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N080210017002198283
№ 2/3654-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 მაისი 2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი - ია დვალიშვილი
მოსარჩელე - შპს „ევ----------------“;
წარმომადგენელი - თამარ გერაძე;
მოპასუხე - კო--------------–---ძე, რუ--–-------–------ი;
წარმომადგენელი - ხა-----------ძე;
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს კო---------------–----ეს და რუ--–-------–------ს შპს „ევ----------------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის ძირითადი თანხა - 2044 აშშ დოლარი;
1.2. მოპასუხეებს კო---------------–----ეს და რუ--–-------–------ს შპს „ევ----------------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებელი - 1430.8 აშშ დოლარი;
1.3. მოპასუხეებს კო---------------–----ეს და რუ--–-------–------ს შპს „ევ----------------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლო - 1000 აშშ დოლარი;
1.4. მოპასუხეებს კო---------------–----ეს და რუ--–-------–------ს შპს „ევ----------------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაური 50 ლარის ოდენობით და გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ხარჯი 150 ლარი.
1.5. ზემოთაღნიშნული თანხების გადახდევინება მოხდეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით, ანუ მოპასუხეებმა პასუხი აგონ მთელი თავიანთი ქონებით;
1.6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლის 4 აპრილს ერთი მხრივ, მოსარჩელეს და მეორე მხრივ, მა-–-------------სა და რუ--–------------–--ეს შორის გაფორმდა „საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N133508/ბ“, ასევე კომპანიას და რუ--–------------–--ეს შორის დაიდო სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმება N133508/ბ“, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 2200 აშშ დოლარის ოდენობით.
მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მალხაზ ვერძაძის კუთვნილი ავტომობილი -“ი--------------4“, ხოლო რუ--–-------–------თან 2016 წლის 07 ივლისს დაიდო ხელშეკრულება, სოლიდარული თავდებობის შესახებ. ამავე დღეს, „კომპანიას“, რუ--–------------–--ეს და კო--------------–---ძეს შორის გაფორმდა შეთანხმება ვალის გადაკისრების შესახებ, ანუ კო--------------–---ძემ იკისრა რუ--–------------–--ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. მიუხედავად მოსარჩელე მხარის არაერთი კანონიერი მოთხოვნისა, მოპასუხემ სრულად არ გადაიხადა გრაფიკით გათვალისწინებული თანხა. შესაბამისად, სარჩელის აღძვრის დღისთვის ერიცხება შემდეგი დავალიანება: ა. სესხის ძირი თანხა 2044 აშშ დოლარი; ბ. სარგებელი - 2016 წლის 04 ნოემბერს გადაუხდელი სარგებლი 102.2 აშშ დოლარი და ყოველი მომდენო თვის 4 რიცხვისათვის სესხის თანხის 5%, რაც შეადგენს 102.2 აშშ დოლარს, შესაბამისად, 14 თვის სარგებელი 1430.8 აშშ დოლარი; გ. პირგასამტეხლო - სესხის დარჩენილი ნაწილის 0.5%-ის ოდენობით (რაც შეადგენს 10.22 აშშ დოლარს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე). 2016 წლის 04 ნოემბრიდან, ვადაგადაცილებულ 395 კალენდარულ დღეზე გაანგარიშებით, პირგასამტეხლო შეადგენს 4036.9 აშშ დოლარს, თუმცა გამსესხებლის გადაწყვეტილებით იგი შემცირდა 1000 აშშ დოლარამდე. არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ხელშეკრულებით დადგენილი წესით, მოითხოვეს დაგირავებული ავტომობილის გადაცემა. მიუხედავად ამგვარი ვალდებულებისა, მოპასუხემ არ უზრუნველყო მისი შესრულება, რის გამოც ავტომობილის მფლობელობაში გადაცემისა და მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 2017 წლის 15 მარტს შსს „მომსახურების სააგენტომ“ გასცა გირავნობის მოწმობა, რომლის საფუძველზე 2017 წლის 17 მარტიდან დაწყებულია სააღსრულებო წარმოება. ავტომობილი იძებნება, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ვერ მოხერხდა მისი მოძიება, არსებობს ვარაუდი, რომ იგი შეიძლება აღარც არსებობდეს.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე კო--------------–---ძემ სარჩელის აღძვრის შემდეგ გადაიხადა 1433 აშშ დოლარი და 200 ლარი, საიდანაც დაიფარა პირგასამტეხლო 500 აშშ დოლარი, სარგებლის ნაწილი და აღსრულების ხარჯი, უარი განაცხადა დარჩენილი პირგასამტეხლოს, გირავნობის მოწმობის საზღაურის და სააღსრულებო წარმოების ხარჯის მოპასუხეზე დაკისრების მოთხოვნაზე, შესაბამისად, მოითხოვა მოპასუხეებზე სესხის ძირითადი თანხის 2044 აშშ დოლარის და სარგებლის 497.80 აშშ დოლარის დაკისრება, სოლიდარულად.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე კო--------------–---ძემ არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო, ხოლო რუ--–-------–------ს არც შესაგებელი წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 4 აპრილს, ერთი მხრივ, მოსარჩელე შპს „ევ----------------“-ს და მეორე მხრივ, მა-–-------------სა და რუ--–------------–--ეს შორის გაფორმდა „საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N133508/ბ“, ასევე კომპანიას და რუ--–------------–--ეს შორის დაიდო სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმება N133508/ბ“, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 2200 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მალხაზ ვერძაძის კუთვნილი ავტომობილი -“ი--------------4“, ხოლო რუ--–-------–------თან 2016 წლის 07 ივლისს დაიდო ხელშეკრულება, სოლიდარული თავდებობის შესახებ. ამავე დღეს კომპანიას, რუ--–------------–--ეს და კო--------------–---ძეს შორის გაფორმდა შეთანხმება ვალის გადაკისრების შესახებ, ანუ კო--------------–---ძემ იკისრა რუ--–------------–--ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
მტკიცებულება:
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N133508/ბ (ს.ფ. 17-22);
- სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმება N133508/ბ (ს.ფ. 23-26);
- შეთანხმება ვალის გადაკისრების შესახებ (ს.ფ. 27-28);
- წერილობითი განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 30);
- ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 31-33);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ მას შემდეგ, რაც კო--------------–---ძემ დაარღვია სესხის ხელშეკრულების გრაფიკი, მოსარჩელემ მოითხოვა დაგირავებული ავტომობილის გადაცემა, თუმცა გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა. 2016 წლის 16 იანვარს გაზეთის „სიტყვა და საქმე“ მეშვეობით, მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა თავისი მოთხოვნა, ვალდებულების შესრულების ან ავტომანქანის მფლობელობაში გადაცემის შესახებ. მიუხედავად ამგვარი ვალდებულებისა, მოპასუხემ არ უზრუნველყო მისი შესრულება, რის გამოც ავტომობილის მფლობელობაში გადაცემისა და მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 2017 წლის 15 მარტს შსს „მომსახურების სააგენტომ“ გასცა გირავნობის მოწმობა, რომლის საფუძველზე 2017 წლის 17 მარტიდან დაწყებულია სააღსრულებო წარმოება, ავტომობილი იძებნება, თუმცა იგი დღემდე არ არის წარდგენილი მოსარჩელესთან.
მტკიცებულება:
- მიმართვა და საფოსტო გზავნილი (ს.ფ. 34-37, 47-48);
- გაზეთი „სიტყვა და საქმე“ (ს.ფ. 38-40);
- გირავნობის მოწმობა (ს.ფ. 41);
- სააღსრულებო ხელშეკრულება და განაცხადის მიღების ბარათი (ს.ფ. 42-46)
3.2.2. დადგენილია, რომ კო--------------–---ძემ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკი პირველად დაარღვია 2016 წლის 04 ნოემბერს, ამ დროისათვის მას გადახდილი ჰქონდა 802 აშშ დოლარი, საიდანაც დაიფარა სარგებელი - 642 აშშ დოლარი, სესხის ძირითადი თანხა - 156 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 4 აშშ დოლარი. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, სარგებლის დარიცხვა შეწყდა სასამართლოში სარჩელის შემოტანით, შესაბამისად, 2017 წლის 04 დეკემბრის მდგომარეობით (სასამართლოში სარჩელის შემოტანის დრო) მოპასუხეებს გადაუხდელი ჰქონდათ 14 თვის სარგებელი 1260 აშშ დოლარი, ნაცვლად სარჩელში მითითებული 1403.8 აშშ დოლარისა და სესხის ძირითადი თანხა 2044 აშშ დოლარი, ჯამში 3447.8 აშშ დოლარი. ასევე დადგენილია, რომ სასამართლოში სარჩელის შემოტანის შემდეგ მოპასუხეებმა გადაიხადეს 1433 აშშ დოლარი და აღსრულების ხარჯი -200 ლარი.
მტკიცებულება:
სესხის გრაფიკი (ს.ფ. 23-26);
- გადახდის ქვითრები (ს.ფ. 152-170);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 54-ე, 62-ე, 251-ე, 281-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისთვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
განსახილველ შემთხვევაში, 2016 წლის 4 აპრილს ერთი მხრივ, მოსარჩელე შპს „ევ----------------“-ს და მეორე მხრივ, მა-–-------------სა და რუ--–------------–--ეს შორის გაფორმდა „საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N133508/ბ“, ასევე კომპანიას და რუ--–------------–--ეს შორის დაიდო სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმება N133508/ბ“, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 2200 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მალხაზ ვერძაძის კუთვნილი ავტომობილი -“ი--------------4“, ხოლო რუ--–-------–------თან 2016 წლის 07 ივლისს დაიდო ხელშეკრულება, სოლიდარული თავდებობის შესახებ. ამავე დღეს კომპანიას, რუ--–------------–--ეს და კო--------------–---ძეს შორის გაფორმდა შეთანხმება ვალის გადაკისრების შესახებ, ანუ კო--------------–---ძემ იკისრა რუ--–------------–--ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
მოცემულ შემთხვევაში, სესხად აღებული 2200 აშშ დოლარიდან გადასახდელი დარჩა 2044 აშშ დოლარი, რაც შეეხება სარგებლის ოდენობას, როგორც უკვე აღინიშნა, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა თვიურ საპროცენტო განაკვეთს 5%, რაც ერთ წელზე გაანგარიშებით შეადგენს 60%. ამავე პერიოდში, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე, უცხოურ ვალუტაში შეადგენდა 10%.
სასამართლო იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებას, რომ შეთანხმება დიდი ოდენობით წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთზე უნდა ჩაითვალოს ბათილ გარიგებად, რადგან სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელის განსაზღვრა, მაშინ როდესაც არ არსებობს ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით კი, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამავე კოდექსის 62-ე მუხლით, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შეთანხმება საპროცენტო სარგებელზე, თვეში 5% ოდენობით, უნდა ჩაითვალოს ბათილ გარიგებად და 2016 წლის 22 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებელი უნდა განისაზღვროს წლიური 10%. შესაბამისად, სასამართლოში სარჩელის აღძვრის დროისათვის გადასახდელი სარგებლის ოდენობა უნდა განისაზღვროს 210 აშშ დოლარით (1260 აშშ დოლარის 1/6 ნაწილი). საბოლოოდ, სესხის ძირითად თანხას 2044 აშშ დოლარს უნდა დაემატოს სარგებელი, რაც შეადგენს ჯამში 2254 აშშ დოლარს. ვინაიდან სარჩელის აღძვრის შემდეგ მოპასუხემ გადაიხადა 1433 აშშ დოლარი, საიდანაც დაიფარა პირაგასამტეხლო 500 აშშ დოლარი, დარჩენილი 933 აშშ დოლარით უნდა დაიფაროს სარგებელი 210 აშშ დოლარი, ასევე სესხის ძირითადი თანხა 723 აშშ დოლარი, რის შემდეგაც გადასახდელი დარჩება სესხის ძირითადი თანხა 1321 აშშ დოლარი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით, 1. თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლით, 1. თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამავე კოდექსის 895-ე მუხლით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
მოპასაუხე რუ--–-------–------თან მოსარჩელემ 2016 წლის 07 ივლისს დადო ხელშეკრულება, სოლიდარული თავდებობის შესახებ. წარმოდგენილია მისი განცხადება აღნიშნულის თაობაზე, ასევე განსაზღვრულია პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხა - 6600 აშშ დოლარი. შესაბამისად, მის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნა, კო--------------–---ძესთან ერთად, სოლიდარულად დაეკისროს დავალიანების გადახდა, დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 281-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მისი საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების მქონე მოგირავნეს უფლება აქვს მოითხოვოს მისთვის გირავნობის საგნის მფლობელობაში გადაცემა. მოგირავნის მოთხოვნა მისთვის გირავნობის საგნის მფლობელობაში გადაცემის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2811-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოგირავნეს უფლება აქვს სასამართლოს გარეშე, სააღსრულებო დაწესებულებაში გირავნობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე, მოითხოვოს დაგირავებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების იძულების წესით მის მფლობელობაში გადაცემა.
უდავოა, რომ სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მალხაზ ვერძაძის კუთვნილი ავტომობილი -“ი--------------4“, არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ხელშეკრულებით დადგენილი წესით, მოსარჩელემ მოითხოვა დაგირავებული ავტომობილის გადაცემა, რასაც შედეგი არ მოჰყოლია. 2017 წლის 15 მარტს მოსარჩელის მოთხოვნით, შსს „მომსახურების სააგენტომ“ გასცა გირავნობის მოწმობა, რომლის საფუძველზე 2017 წლის 17 მარტიდან დაწყებულია სააღსრულებო წარმოება, ავტომობილი იძებნება, თუმცა იგი დღემდე არ არის წარდგენილი მოსარჩელესთან.
„საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების“ მეექვსე მუხლის მეხუთე პუნქტით, ასევე ხელშეკრულებით სოლიდარული თავდებობის შესახებ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოგირავნის მოთხოვნიდან ან გირავნობის მოწმობის საფუძველზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში დამგირავებელი არ უზრუნველყოფს მოგირავნისათვის ავტომობილის მფლობელობაში გადაცემას, უზრუნველყოფილის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მსესხებელი უპირობოდ მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს.
სამოქალაქო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესს ამის შესახებ მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილებაში. მოსარჩელის მოთხოვნა აღსრულების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც. განსახილველ შემთხვევაში, „საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების“ მერვე მუხლის მე-12 პუნქტით, ასევე, სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულების 5.8. პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დავის შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია;
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 370 ლარი (კურსი 1 აშშ დოლარი - 2.7085 ლარი), მოსარჩელემ მოთხოვნა შეამცირა 2541.8 აშშ დოლარამდე, შესაბამისად, მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 206.53 ლარი, ხოლო მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის მიხედვით 107.33 ლარი, 56.14 ლარი კი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 256-257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს „ევ----------------“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხეებს კო---------------–----ეს და რუ--–-------–------ს შპს „ევ----------------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1321 აშშ დოლარის გადახდა.
1.2. ზემოთაღნიშნული თანხის გადახდევინება მოხდეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით, ანუ მოპასუხეებმა პასუხი აგონ მთელი თავიანთი ქონებით;
1.3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. დაუბრუნდეს მოსარჩელე შპს „ევ----------------“-ს 2017 წლის 04 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 206.53 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიში TBCBGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300183150;
3. მოპასუხეებს კო---------------–----ეს და რუ--–-------–------ს შპს „ევ----------------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 107.33 ლარის გადახდა;
4. შპს „ევ----------------“-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 56.14 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
5. გადაწვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე