გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე# 02-2100-8002329811 (2/380-18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
08.04.2--9 წ. ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია
მოსარჩელე ტა--------–-----ე
წარმომადგენელი ხვ---------------ი
მოპასუხე თე-------–-----ე
წარმომადგენელი თ------–-------–-----ა
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მო--ხოვნა
თე-------–-----ისთვის ტა--------–-----ის სასარგებლოდ 8975 ლარის დაკისრება.
მოსარჩელის მტკიცებით მოპასუხემ მიისაკუთრა მისი კუთვნილი ნივთები: 1 ტონა არმატურა ღირებულება 1700 ლარი, ფოლადის მილი 100 მეტრი ღირებულება 675 ლარი, წიწვოვანი ჯიშის ხის მასალა 5 მ3- სისქე 4,00 მმ ღირებულებით 3750 ლარი. მის საკუთრებაში მოჭრილი აქვს 40 ძირი ხე, ღირებულებით 2-00 ლარი. ასევე მისთვის გადაცემული და დაუბრუნებელია 100 ევრო, 100 აშშ დოლარი და 300 ლარი
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ნაწილობრივ ცნობს სარჩელს 100 ევროს 100 აშშ დოლარის და 300 ლარის ოდენობით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.ტა--------–-----ის 1--08.2--7 წ და 2-.09.2--7 წ განცხადებების საფუძველზე ზუ-------------------–-------------–--ში დაიწყო წინასაგამოძიებო პრე საქმის შესწავლა. გამოიკითხა მოწმეები მათ შორის თე-------–-----ე.
ტა--------–-----ის განცხადებაში მითითებულ ფაქტებზე მოპასუხე სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიუციათ. შესაბამისად, არ არსებობს მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი რომელიც ტა--------–-----ის მიმართ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებებს დაადასტურებს.
პროკურორის თ-ნხმობით პრესაქმის წარმოება შეწყდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი
-შესაგებელი
-მხარეთ- განმარტებები სხდომის ოქმი
-წინასაგამოძიებო საქმის მასალები
-წერილობითი უარი განმცხადებელს გამოძიების დაწყებაზე
-წერილობითი მიმართვა 0-.02.2--8 M-- 0 1------1---
3.2. ტა--------–-----ე და თე-------–-----ე ნათესავები არიან. ისინი ამავე დროს საერთო უძრავი ნივთის ს/კ 4--2-.41.0-- თ-ნამესაკუთრეები არიან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი
-შესაგებელი
-მხარეთ- განმარტებები სხდომის ოქმი
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს/კ 4--2-.4--0--, მომზადების თ-რიღი 25/0-/2--- 1-----32
3.3. ტა--------–-----ის დაკვეთით განსაზღვრულია 1 ტონა არმატურის ღირებულება 1700 ლარი, 100 მეტრი ფოლადის მილის ღირებულება 675 ლარი, 5 მ3 წიწვოვანი ჯიშის ხის მასალის - სისქე 4,00 მმ ღირებულება 3750 ლარი, 40 ძირი მოჭრილი ხის, ღირებულებით 2-00 ლარი.
ექსპერტი მიუთითებს, რომ დასკვნაში იყენებს ადვოკატ ხ----------------- მიერ მოპოვებულ (გადაცემულ) ინფორმაციას.
მოსარჩელის მტკიცებით მოპასუხეს რაი------–-------------–--–ი აღიარებული აქვს სამშენებლო მასალების გაყიდვა მესაკუთრის ნების გარეშე და ხეების უკანონო ჭრა, თუმცა ამგვარი შინაარსი არ იკითხება არც თე-------–-----ის გამოკითხვის ოქმიდან და არც გამომძიებლის მიერ გაცემული ინფორმაციიდან.
გამოძიების დაწყებაზე წერილობით უარში შესაბამისი თ-ნამდებობის პირი აღნიშნავს, რომ თე-------–-----ემ განმარტა, რომ მართლაც განახორციელა ხეების მოჭრა და სამშენებლო მასალების გაყიდვა, მაგრამ აღნიშნულზე ტელეფონით დაუკავშირდა აწ გარდაცვლილ ძმას ტ------–--–------- და შეუთ-ნხმდა. ე.ი. მას ნებართვა მიღებული ჰქონდა ძმისგან, რომლის საკუთრებაც იყო იმ პერიოდში სადავო საგნები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი
-შპს ზუგდიდექსპერტიზის დასკვნა
-თე-------–-----ის გამოკითხვის ოქმი
-წერილობითი უარი განმცხადებელს გამოძიების დაწყებაზე
3.4. თე-------–-----ე აღიარებს ტა--------–-----ის სასარგებლოდ ფულადი ვალდებულებების არსებობას 100 ევროს, 100 აშშ დოლარის და 300 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შესაგებელი
-მხარეთ- განმარტებები სხდომის ოქმი
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს - მოპასუხის მიერ აღიარებული ვალდებულებების ნაწილში.
5. კანონები, რომლებით-ც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე, 408-ე,409-ე, 629-ე 992-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 131-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
მოცემულ დავაში მოსარჩელის მო--ხოვნა ეფუძნება ორ სხვადასხვა ფაქტობრივ წინაპირობას: ა) მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას, რამაც მოსარჩელისთვის ზიანის მიყენება გამოიწვია და ბ) ფინანსურ ვალდებულებას რომლის არსებობა მოპასუხეს აღიარებული აქვს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თ-ნახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათ- კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა.
სამოქალაქო კოდექსის ზემო-- მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მო--ხოვნის უფლებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე-409-ე მუხლების საფუძველზე იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული ნორმა ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით.
დელიქტური ურთიერთობების მეორე მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და არსებულ ზიანს შორის. მიზეზობრივი კავშირი დელიქტური ვალდებულებების წანაპირობას შეადგენს მხოლოდ მაშინ, როდესაც მას იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია. იგი იურიდიული მნიშვნელობის მატარებელია, მაშინ როდესაც უშუალოდ პირის მოქმედებამ განაპირობა კონკრეტული ნეგატიური შედეგი. პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მხოლოდ მაშინ წარმოადგენს ზიანის მიზეზს, როდესაც იგი პირდაპირ არის მასთ-ნ დაკავშირებული. გარდა ამისა, გასათვალიწინებელია, რომ ყველა ქმედება შედეგებს იწვევს გარკვეული ფაქტორების მეშვეობით. შესაბამისად, ფაქტების გარკვეულ წრე ყოველთვის მნიშვნელოვანია იურიდიული პასუხისმგებლობისათვის. სწორედ ამ ფაქტების მეშვეობით, განისაზღვრება ქმდების დამოკიდებულება შედეგის მიმართ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა მისი სარჩელის სფუძვლიანობა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით მიყენებულ ზიანის ანაზრაურებასთ-ნ დაკავშირებით, რადგან მის მიერ მითითებული ფაქტები არ დადასტურდა სათ-ნადო მტკიცებულებებით.
მართ-ლია, მოსარჩელე აპელირებდა მოპასუხის აღიარებებზე, მაგრამ ასეთი აღიარება არ არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თ-ვის მო--ხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მაგრამ ამავე კოდექსის 132-ე მუხლის თ-ნახმად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირად გაკეთებული აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის განმარტებები არ აღიარებს მოსარჩელის მიმართ მართლსაწინააღმდეგო მოქმედებების ჩადენას და ამით მიენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ აღიარა სახელშეკრულებო ვალდებულებები, აღნიშნა, რომ სხვადასხვა დროს სხვადასხვა საჭიროებით მოსარჩელისგან ისესხა გარკვეული თ-ნხა, რაც არ არ დაუბრუნებია და უნდა დააბრუნოს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 623-ე მუხლის საფუძველზე სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. თე-------–-----ე აღიარებს, რომ ტა--------–-----ეს სხვადასხვა დროს გამოართვა და უნდა დაუბრუნოს 100 ევრო, 100 აშშ დოლარი და 300 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ წინასწარ შეტანილი სახ. ბაჟის ნაწილი 100 ლარი, ასევე ადვოკატის ჰონორარის ნაწილი 100 ლარი მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის დანაწესებით, ხოლო ხოლო სახ. ბაჟის სხვა ნაწილი -170 ლარი უნდა დარჩეს შესაბამის ანგარიშზე, სარჩელის დაუკმაყოფილებელი მო--ხოვნის ანგარიშში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთ-ნ დაკავშირებული საკითხები
საქმეზე გამოყენებულია სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის ღონისძიება. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2-.02.2--8 წ განჩინებით /საქმეN 0202-------------- (2/უ-----18)/ ყადაღა დაედო თე-------–-----ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - ზუგ-----------------------------–------ში, შო--- რუ-------–--------–--------რე ნივთის (ს/კ 4--2-.4--0--) 1-- ნაწილს
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 24--ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 259-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2.თე-------–-----ეს ტა--------–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს შემდეგი თ-ნხები:
100 ევროს ექვივალენტი ლარში
100 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში
300 ლარი
2-0 ლარი (საპროცესო ხარჯი)
3.მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის ნაწილი 170 ლარი დარჩეს სახ. ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთ-ისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ- პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თ-რიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 2- და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა