გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №240310116001568201
(3/78-2016)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 მაისი, 2019 წელი ქ. სენაკი
შესავალი ნაწილი
სე----- რაიონული სასამართლო
მოსამართლე- დარეჯან კვარაცხელია
სხდომის მდივანი ვასილ გოგინავა
მოსარჩელე - სსიპ სა---–-–-------------------------–------------,წარმომადგენელი - ლე-–-------------
მოპასუხე - სე----- მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისია,წარმომადგენელი - სო------------–--
მოპასუხე - თე-------------------
დავის საგანი - ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.სე----- მუნიციპალიტეტის გამგეობასთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გაცემული 2016 წლის 27 სექტემბრის №4 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა.
მოსარჩელის განმარტებით, თე-------------------ს განცხადების საფუძველზე, სე----- მუნიციპალიტეტის გამგეობასთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის (კომისიის სხდომის ოქმი№78, 15.07.2016 წ) 2016 წლის 21 სექტემბრის განკარგულებით სე----- მუნიციპალიტეტის უშ------ის ადმინისტრაციულ ერთეულში თვითნებურად დაკავებული 3 143.07 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე აღიარებულ იქნა თე-------------------ს საკუთრების უფლება, რაზეც 2016 წლის 27 სექტემბერს გაიცა №4 საკუთრების უფლების მოწმობა.
მოსარჩელის განმარტებით, დაინტერესებული პირის მიერ კომისიაზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ არის თანხვედრაში ფაქტიურ მდგომარეობასთან. კერძოდ, კორექტირებულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე, ელვერსიაზე და აღწერილობაში მითითებული საძირკველი განკარგულებაში ასახულია, როგორც დანგრეული საძირკვლის კვალი-24 კვ/მ, ხოლო GPS-ის აპარატით გადამოწმებით დადგინდა, რომ მითითებული ნანგრევი მოქცეულია თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთიდან 15 მეტრის დაშორებით, ასევე, ეს მიწის ნაკვეთი არ არის დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სე----- მუნიციპალიტეტის გამგეობასთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ კომისიის მიერ ადგილზე დათვალიერებით დადგენილ იქნა, რომ თე------------------- საკუთრებაში აღიარებულ მიწის ნაკვეთს, სადაც შემორჩენილი იყო დანგრეული შენობის საძირკველი, ფლობდა 1991 წლიდან. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების გამო, მას მოეთხოვა კორექტირებული ნახაზის წარმოდგენა და სწორედ კორექტირებული ნახაზისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, აღიარებულ იქნა მისი უფლება ამ ნაკვეთზე და გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა. კომისიის წარმომადგენლის განმარტებით, საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა განხორციელდა ამ სფეროში მოქმედი სამართლებრივი ნორმების მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
2.2. მოპასუხე თე-------------------მ ასევე, არ ცნო სარჩელის მოთხოვნა იმ საფუძვლით, რომ სე----- მუნიციპალიტეტის უშ------ის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე 3143,07 კვ. მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების აღიარება და საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა სე----- მუნიციპალიტეტის გამგეობასთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ განხორციელდა ამ სფეროში მოქმედი სამართლებრივი ნორმების მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 10 ივნისს, თე-------------------ს წარმომადგენელმა თა---–-----------მ განცხადებით მიმართა სე-----------–----–-------------------–--ს საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედ კომისიას და მოითხოვა სე----- მუნიციპალიტეტის უშ------ის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე თვითნებურად დაკავებულ 3143,07 კვ. მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. განცხადებას თან ერთვოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ორთოფოტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 17 მაისის N117289 და 2016 წლის 19 მაისის N119196 წერილები, ცნობა საჯარო რეესტრიდან მიწის კატეგორიის განსაზღვრის შესახებ, 2016 წლის 21 მარტის NAA------------- საარქივო ცნობა, მოწმეების - გე-–------------ს, ოთ-----------------ა და გი---------------ს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები, სე----- მუნიციპალიტეტის უშ------ის ადმინისტრაციულ ერთეულში 3143.07 კვ/მ მიწის ნაკვეთის თე-------------------ს მიერ 1991 წლიდან ფლობის ფაქტის დადასტურების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- განცხადება;
- მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
- მოწმეების - გე-–------------ს, ოთ----------------ს და გი---------------ს განცხადებები;
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N117289 და N119196 წერილები ( 17.05.2016 წ. და 19.05.2016 წ);
3.1.2. აღნიშნულ განცხადებაზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და განცხადებასა და თანდართულ მასალებში ასახული გარემოებების შესწავლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, 2016 წლის 22 ივნისს სე----- მუნიციპალიტეტის გამგეობასთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის, კერძოდ, კომისიის თავმჯდომარის ალ----------------ას და კომისიის მდივნის გი-----–------ს მიერ ჩატარდა ადგილზე დათვალიერება და შედგა მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების აქტი. დათვალიერების აქტის მიხედვით, დათვალიერებას ასევე ესწრებოდნენ თე-------------------ს მეზობლები: ნა----–----------- (პ/ნ 3----------) და რო--------------- (პ/ნ 39---------). დათვალიერების შედეგად გამოვლენილ იქნა, რომ ასაღიარებელი სასოფლო-სამეურნეო / სახნავი/ კატეგორიის მიწის ნაკვეთი, ფართობით 3143,07 მ2, შემოკავებულია ეკლიანი მავთულით და განაშენიანებულია მრავალწლიანი ნარგავებით, კერძოდ თხილით. მიწის ნაკვეთზე აღინიშნება ყოფილი შენობის საძირკველი, ფართით 24.0 მ2.
იმავე აქტის მიხედვით, დათვალიერებაში მონაწილე პირებმა (მეზობლებმა) დაადასტურეს ის ფაქტი, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთით თე------------------- სარგებლობს 1991 წლიდან.
დათვალიერების აქტში ასახული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს ასევე, 2019 წლის 7 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა რო---------------მ (პ/ნ 39---------); იზ------–-----მ (პ/ნ 39---------) და გე-–------------მ (პ/ნ62---------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 22 ივნისის სე----- მუნიციპალიტეტის გამგეობასთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ შედგენილი მიწის დათვალიერების აქტი.
- მოწმეთა განმარტებები (სხდომის ოქმი-07.05.2019 წ)
3.1.3.აღნიშნულის შემდეგ, 2016 წლის 15 ივლისს, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ჩატარდა სე-----------–----–-------------------–--ს საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა (ოქმიN78). კომისიამ მიიჩნია, რომ თე-------------------ს მინდობილი პირის თა---–-----------ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია მიწის ნაკვეთის საკუთრების აღიარებისათვის არ იყო სრულყოფილი და საკუთრების უფლების აღიარებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელი იყო დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა, კერძოდ, დაინტერესებულ პირს დაევალა განახლებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარმოდგენა, რადგან ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი ზედდებაში იყო სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთთან. აღნიშნული საფუძვლით ადმინისტრაციული წარმოება და განცხადების განხილვის ვადა გაგრძელდა ექვს თვემდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სე-----------–----–-------------------–--ს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 15 ივლისის №78 ოქმი;
3.1.4.თე-------------------ს წარმომადგენლის მიერ 2016 წლის 10 ივნისს კომისიაში წარდგენილ იქნა კორექტირებული ნახაზი საერთო ფართობის შეუცვლელად, რის შემდეგაც, სე-----------–----–-------------------–--ს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარის ნ---------------ს მიერ 2016 წლის 21 სექტემბერს მიღებულ იქნა N4 განკარგულება, რომლის მიხედვით, თე-------------------ს ეცნობა, რომ განცხადება და თანდართული დოკუმენტები, ასევე, მის მიერ დამატებით წარდგენილი კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მოთხოვნებს და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფასურის გადახდის შემთხვევაში კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, გაიცემოდა საკუთრების მოწმობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სე-----------–----–-------------------–--ს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის N4 განკარგულება (21.09.2016 წ);
3.1.5.თე-------------------ს წარმომადგენლის მიერ გადახდილ იქნა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური, რის შემდეგაც, სე----- მუნიციპალიტეტის გამგეობასთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ, 2016 წლის 27 სექტემბერს გაცემული იქნა №4 საკუთრების უფლების მოწმობა, რომლის მიხედვით, თე-------------------ს საკუთრებაში გადაეცა სე----- მუნიციპალიტეტის უშ------ის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე 3143,07 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკუთრების უფლების მოწმობა №4;
-მხარეთა განმარტებები;
3.1.6. აღნიშნული მიწის ნაკვეთი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 4 ოქტომბრის N88---------- გადაწყვეტილებით საკუთრების უფლებით აღირიცხა თე-------------------ს სახელზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი-№44.09.------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი- 04.10.2016 წ).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები მხარეებისათვის სადავო არ არის. სადავოს წარმოადგენს სე----- მუნიციპალიტეტის გამგეობასთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის მიერ 2016 წლის 27 სექტემბერს გაცემული №4 საკუთრების უფლების მოწმობის კანონიერების შემოწმება, რაც სამართლებრივი შეფასების კატეგორიას წარმოადგენს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული აქტის მიღებისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. შესაბამისად სსიპ სა---–-–-------------------------–------------ს სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ დამტკიცების შესახებ; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 23-ე, 32-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სე----- მუნიციპალიტეტის გამგეობასთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გაცემული 2016 წლის 27 სექტემბრის №4 საკუთრების უფლების მოწმობა წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ნორმებთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის შესაბამისად კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლებით აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის მეშვეობით. კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით განსაზღვრული წესით, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, კომისიის შექმნისა და საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“ არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს, განსაზღვრავს იმ ორგანოს უფლებამოსილებასა და საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენს სახელმწიფოს, აგრეთვე, ამ პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
იგივე კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, კომისია კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისიის სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, კომისიის ყველა დამსწრე წევრი და კომისიის მდივანი, ხოლო მე-17 მუხლის საფუძველზე, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისია გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას და დამოწმებულ საკადასტრო აზომვით ნახაზს, საკუთრების უფლების მოწმობას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე ან მოვალეობის შემსრულებელი, ხოლო საკუთრების უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზი მოწმდება კომისიის ბეჭდით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ თე-------------------ს საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის პერიოდში მოქმედი, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარებოდა სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ა) მართლზომიერ მფლობელობაში არსებული; ბ) სარგებლობაში არსებული და გ) თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები. იგივე კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ პუნქტით თვითნებურად დაკავებული მიწა განიმარტა, როგორც – ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის მიერ 2007 წლის 1 იანვრამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული;
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. მოქმედი კანონმდებლობით ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობდა, სარგებლობდა ან თვითნებურად ჰქონდა დაკავებული მიწის ნაკვეთი. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს:
ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება;
ბ)მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მითითებული კანონებისა და ნორმების მოთხოვნათა დაცვით, 2016 წლის 10 ივნისს თე-------------------ს მინდობილი პირის თა---–-----------ს მიერ სე-----------–----–-------------------–--ს საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის შესახებ განცხადებასთან, ერთად, წარდგენილი იქნა ი/მ ავ--------–------–---ს მიერ 2016 წლის 17 მაისს შედგენილი, სე----- რა-----ს სოფელ უშ------ში მდებარე თვითნებურად დაკავებული, 3143.07 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ორთოფოტო, ცნობა საჯარო რეესტრიდან მიწის კატეგორიის განსაზღვრის შესახებ, 2016 წლის 21 მარტის NAA------------- საარქივო ცნობა, დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები და მოწმეთა გე-–------------ს, ოთ---------------ს და გი---------------ს სანოტარო წესით დამოწმებული ახსნა-განმარტებები, 3143.07 კვ/მ მიწის ნაკვეთის თე-------------------ს მიერ 1991 წლიდან ფლობის დადასტურების შესახებ.
სე-----------–----–-------------------–--ს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2016 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით (ოქმი №2)- აღიარებულ იქნა თე-------------------ს საკუთრების უფლება სე----- მუნიციპალიტეტის უშ------ის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე 3 143,07 კვ. მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ხოლო ამ გადაწყვეტილების საფუძველზე სე-----------–----–-------------------–--ს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის მიერ, 2016 წლის 27 სექტემბერს თე-------------------ს სახელზე, ამავე მიწის ნაკვეთზე გაცემულ იქნა საკუთრების უფლების მოწმობა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის სე-----------–----–-------------------–--ს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის მიერ 2016 წლის 27 სექტემბერს გაცემული №4 საკუთრების უფლების მოწმობა, არ მოდის წინააღმდეგობაში „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ შესაბამის ნორმებთან.
სასამართლო მიიჩნევს, რომ თე-------------------ს მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია ადასტურებდა მის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტს, ქმნიდა ამ ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების დადგენის წინაპირობებს და შესაბამისად, იძლეოდა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ამ ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის შესაძლებლობას. კერძოდ;
დადგენილია, რომ თე-------------------ს განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც იგი ითხოვდა სე----- მუნიციპალიტეტის უშ------ის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე 3 143,07 კვ. მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, სე----- მუნიციპალიტეტის გამგეობასთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის მიერ, განცხადებასა და თანდართულ მასალებში ასახული გარემოებების შესწავლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. ამ მიზნით 2016 წლის 22 ივნისს კომისიის თავმჯდომარის ალ----------------ას და კომისიის მდივნის გი-----–------ს მიერ ჩატარდა ადგილზე დათვალიერება და შედგა მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების აქტი. დათვალიერების აქტის მიხედვით, დათვალიერებას ასევე ესწრებოდნენ თე-------------------ს მეზობლები: ნა----–----------- (პ/ნ 3----------) და რო--------------- (პ/ნ 39---------). დათვალიერების შედეგად გამოვლენილ იქნა, რომ ასაღიარებელი სასოფლო-სამეურნეო / სახნავი/ კატეგორიის მიწის ნაკვეთი, ფართობით 3143,07 მ2, შემოკავებულია ეკლიანი მავთულით და განაშენიანებულია მრავალწლიანი ნარგავებით, კერძოდ თხილით. მიწის ნაკვეთზე აღინიშნება ყოფილი შენობის საძირკველი, ფართით 24.0 მ2. იმავე აქტის მიხედვით, დათვალიერებაში მონაწილე პირებმა (მეზობლებმა) დაადასტურეს ის ფაქტი, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთით თე------------------- სარგებლობს 1991 წლიდან.
დათვალიერების აქტში ასახული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა რო---------------მ, (პ/ნ 39---------);იზ------–-----მ (პ/ნ 39---------) და გე-–------------მ (პ/ნ62---------)
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ‘’კომისიამ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მიწის ნაკვეთი მოუვლელია, არ არის შემოღობილი, დაფარულია ეკალ-ბარდებით, ნაკვეთით სარგებლობის არანაირი ნიშანი არ იკვეთება, არ დასტურდება სარგებლობის ფაქტი და საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ თე-------------------სათვის გადაცემულია სახელმწიფო საძოვრის მიწის ნაკვეთი, რაც წარმოადგენს უკანონო გადაწყვეტილებას’’.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ამგვარი განმარტებით მოსარჩელე ფაქტობრივად უთითებს კომისიის წევრების მხრიდან განხორციელებულ სიყალბეზე, თუმცა დოკუმენტის სიყალბის (საკუთრების მოწმობის ფორმალურად გაცემის) დამადასტურებელი მტკიცებულება (განაჩენი და სხვა) მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. იმის გათვალისწინებით, რომ ამ მტკიცებულების- საკუთრების უფლების მოწმობის სიყალბე და მისი სამართლებრივი შედეგების დადგომაზე პრეტენზია წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნის ერთ-ერთ საფუძველს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მისი მტკიცება სწორედ მოსარჩელის მიერ უნდა ყოფილიყო განხორციელებული.
გარდა აღნიშნულისა, საქმის მასალებითაც არ დასტურდება თე-------------------სათვის საძოვრის საკუთრებაში გადაცემის ფაქტი, ვინაიდან დადგენილია, რომ თე-------------------ს მიერ თავდაპირველად წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე, იმ საფუძვლით, რომ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი ზედდებაში იყო სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთთან, სე-----------–----–-------------------–--ს საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის მიერ (სხდომის ოქმიN78; 19.05.2016 წ;) დაევალა განახლებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარმოდგენა, რაც თე-------------------ს მიერ გამოსწორებულ იქნა, 2016 წლის 10 ივნისს კომისიაში წარდგენილ იქნა კორექტირებული ნახაზი საერთო ფართობის შეუცვლელად, რაც შემდგომში, გახდა სადავო ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის, უფრო მოგვიანებით კი, რეგისტრაციის, საფუძველი. სასამართლო მიიჩნევს, რომ, კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენით, თე-------------------ს მიერ აღმოფხვრილ იქნა ის ხარვეზი, რაც შეეხებოდა ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის საძოვრის ნაწილთან ზედდებას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საკუთრების უფლების მოწმობის გაცემამდე კომისიის მიერ გამოკვლეულ იქნა ყველა გარემოება, მოპოვებულ იქნა დამატებითი ინფორმაცია, რაც უფლების აღიარებას აბრკოლებდა და დამაბრკოლებელი გარემოებების აღმოფხვრის შემდეგ, (იხ.წინამდებარე გადაწყვეტილების 3.1.3-3.1.5 პუნქტები) მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სადავო ნაკვეთზე თე-------------------ს უფლების აღიარებისა და შესაბამისად, საკუთრების მოწმობის გაცემის შესახებ, რაც სრულ თანხვედრაში და შესაბამისობასია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ შესაბამის ნორმებთან.
გარდა იმისა, რომ სადავო აქტის, კომისიის 2016 წლის 27 სექტემბერს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის კანონწინააღმდეგობა არ დადგენილა, სასამართლოს მოსაზრებით, თე-------------------ს საკუთრების უფლების უკანონოდ მიჩნევის შემთხვევაშიც, სასამართლო არ არის უფლებამოსილი გააუქმოს თე-------------------ს საკუთრების უფლების მოწმობა, ვინაიდან მან ამ აქტის საფუძველზე განახორციელა გარკვეული მოქმედებები. ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სე-----------–----–-------------------–--ს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 27 სექტემბრის №4 საკუთრების უფლების მოწმობა წარმოადგენს იმ აღმჭურველი შინაარსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შემადგენელ ნაწილს, სამართლებრივ შედეგს, რომლითაც აღიარებული იქნა თე-------------------ს საკუთრების უფლება, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის მიხედვით, ამ აქტის საფუძველზე დაინტერესებულ მხარეს - თე-------------------ს მიენიჭა საკუთრების უფლება, სე----- მუნიციპალიტეტის უშ------ის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე 3143,07 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ. დაინტერესებული მხარისთვის მინიჭებული უფლების დაცვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს კანონიერი ნდობა.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერი ნდობის უფლებით აქტის ადრესატი დაცულია იმ ვითარებაში, როცა მისი ნდობის უფლება კონფლიქტშია მხოლოდ კანონიერების პრინციპთან, მაგრამ თუ ამავდროულად უკანონო აქტი მესამე პირის კანონიერი ნდობის უფლებას არსებითად არღვევს, შეუძლებელია პრიორიტეტულად იქნეს განხილული აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება სხვა, მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების იგნორირების ხარჯზე. ნორმის ამგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოდის როგორც საჯარო მმართველობის კანონიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებით, ისე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების ვალდებულებასთან.
იმგვარი გარემოებების დადგენის პირობებში, როცა უკანონო აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამართლებრივი შედეგებით დაირღვა სახელმწიფო, საზოგადოებრივი, ან სხვა პირის კანონიერი უფლებები, ან კანონიერი ინტერესები, კანონმდებელი აქტს არ მიიჩნევს განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ობიექტად, რამდენადაც აქტის კანონიერებისა და აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლების კონფლიქტის, კონკურენციის პირობებში კანონმდებელი პრიორიტეტულად მიიჩნევს არა აქტის ადრესატის, არამედ მესამე პირების კანონიერი ნდობის უფლების დაცვას. ამდენად, კანონის ნება აღნიშნული ნორმის დადგენისას გამომდინარეობს მესამე
პირთა კანონიერი ნდობის უფლების დაცვის მიზნიდან. საკასაციო სასამართლო დასძენს, რომ ნორმის სქემატური ხასიათი ასეთია: აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება კონფლიქტშია არა მხოლოდ ერთ - კანონიერების პრინციპთან, არამედ ერთბაშად, ორ უმნიშვნელოვანეს პრინციპთან, კანონიერებისა და მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლებასთან. (უსგ.№ ბს-161-159(კ-17)
სასამართლო აქვე განმარტავს, რომ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არ არის დაცვის ღირსი ანუ სახეზე არა გვაქვს კანონიერი ნდობა, თუ: ა) მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება (მაგ: არასწორი მონაცემების ან ყალბი დოკუმენტების წარმოდგენა თუ მოტყუება); ბ) ან მისთვის ამ აქტის უკანონობა ცნობილი იყო ან უნდა სცოდნოდა (უსგ.№ ბს-161-159(კ-17).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო, უდავოდ მიიჩნევს გასაჩივრებული საკუთრების უფლების მოწმობის მიმართ თე-------------------ს კანონიერი ნდობის არსებობას. საქმის მასალებით თე-------------------ს უკანონო ქმედება არ დგინდება; ასევე დადგენილია, რომ მან შეასრულა საკუთრების უფლების აღიარებისთვის კანონით განსაზღვრული ყველა სავალდებულო მოთხოვნა. საქმის მასალებით დადგენილია და არც მოსარჩელე მხარე ხდის სადავოდ თე-------------------ს მიერ სე-----------–----–-------------------–--ს საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში მითითებული ბრძანებულებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის წარდგენას. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მესამე პირის მსჯელობას იმის შესახებ, რომ კანონით დაკისრებული ვალდებულება მის მიერ შესრულებული იქნა და მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით აღიარება ან ასეთი მოთხოვნის უარყოფა სე-----------–----–-------------------–--ს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის პრეროგატივას წარმოადგენდა.
სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული წარმოებისას დაცულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოების წესები, ამავე კანონის 96-ე მუხლის შესაბამისად, გამოკვლეულ იქნა არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად.
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სსიპ სა---–-–-------------------------–------------ს სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადავო ადმინისტრაციული აქტი - სე-----------–----–-------------------–--ს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 27 სექტემბრის №4 საკუთრების უფლების მოწმობა მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილი არ არის.
განსახილველ შემთხვევაში ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე - სსიპ სა---–-–-------------------------–------------ გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და შესაბამისად მის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის. ამასთან, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს სე----- რაიონული სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვების საფუძველი.
გაუქმდეს სე----- რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 ოქტომბერს №3/78-2016 წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის თანახმად, თე-------------------ს (პ/ნ 01---------) აეკრძალა საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, მის საკუთრებაში რიცხული, სე----- რა-----ს სოფელ უშ------ში მდებარე 3143.00 კვ/მ სასოფლო სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობას (№01/1) საკადასტრო კოდით 44.09.------ უფლებრივად (იპოთეკით) დატვირთვა და გასხვისება.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ სა---–-–-------------------------–------------ს სარჩელი სე----- მუნიციპალიტეტის გამგეობასთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გაცემული 2016 წლის 27 სექტემბრის №4 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. გაუქმდეს სე----- რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 ოქტომბერს №3/78-2016 წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის თანახმად, თე-------------------ს (პ/ნ 01---------) აეკრძალა საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, მის საკუთრებაში რიცხული, სე----- რა-----ს სოფელ უშ------ში მდებარე 3143.00 კვ/მ სასოფლო სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობას (№01/1) საკადასტრო კოდით 44.09.------ უფლებრივად (იპოთეკით) დატვირთვა და გასხვისება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში სე----- რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სენაკი, რუსთაველის ქუჩა №247) მეშვეობით.
მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია