გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.03.2019
საქმის ნომერი
330310018002537653
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
05.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/4359-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

5 მარტი 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე: ივანე ღლონტი

 

სხდომის მდივანი: სალომე დუდუჩავა

 

მოსარჩელე - ი----- ბ----–--ა

წარმომადგენელი - ნ----------–---

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი - ო-------------–---

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 2- აპრილის №9----- ბრძანება შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის შესახებ.

 

1.2. დაევალოს მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე - ი----- ბ----–--ას შსს ობიექტების დ-–--ს დ-------------ში ო---–---ის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.

 

1.3. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ი----- ბ----–--ას სასარგებლოდ მიუღებელი იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან მის სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვი----- ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი. ასევე განაცდურის ანაზღაურების საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. დადგენილია, რომ ი----- ბ----–--ა შსს ობიექტების დ-–--ს დ-------------ის I---------------–-----------------–--------------------–---–- ო---–--ის თანამდებობაზე მუშაობდა 2016 წლის 1 აპრილიდან 2017 წლის 24 დეკემბრამდე.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 მარტის №6----- ბრძანებით, შსს ობიექტების დ-–--ს დ-------------ის I---------------–-----------------–--------------------–--ის ო---–---ი, პოლიციის კაპიტანი - ი----- ბ----–--ა (პ/ნ: 2----------) მივლინებული იქნა შსს ობიექტების დ-–--ს დ-------------ის I---------------–----------------–--------------------–--აში 2017 წლის 17 მარტიდან შემდგომ განკარგულებამდე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 მარტის №6----- ბრძანება (ტ. II, ს.ფ. 22);

- შსს ი-----დიული დ-------------ის დ-----------ის №MIA 9------------ წერილი (ტ. II, ს.ფ. 20-21).

 

3.1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 მაისის №1------ ბრძანებით, შსს ობიექტების დ-–--ს დ-------------ის მოსამსახურეებს შეუწყდათ შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 მარტის №6----- ბრძანებით გაფორმებული სამსახურებრივი მივლენა 2017 წლის 8 მაისიდან, მათ შორის, პოლიციის კაპიტან - ი----- ბ----–--ას (პ/ნ: 2----------) შსს ობიექტების დ-–--ს დ-------------ის I---------------–-----------------–--------------------–--ის ო---–---ს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 მაისის №1------ ბრძანება (ტ. II, ს.ფ. 23).

 

3.1.3. 2017 წლის 24 დეკემბერს, ი----- ბ----–--ამ პატაკი წარუდგინა შსს ობიექტების დ-–-ის დ-------------ის დ-----------ს და ითხოვა აღნიშნული დღიდან დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა. აღნიშნული პატაკი შსს ობიექტების დ-–--ს დ-------------მა 2017 წლის 27 დეკემბერს გადაუგზავნა განსახილველად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის №3------ ბრძანებით, შსს ობიექტების დ-–--ს დ-------------ის I---------------–-----------------–--------------------–--ის ო---–---ი, პოლიციის კაპიტანი - ი----- ბ----–--ა (პ/ნ: 2----------) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების განკარგულებაში 2017 წლის 24 დეკემბრიდან.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2017 წლის 24 დეკემბრის პატაკი (ტ. II, ს.ფ. 25);

- შსს ობიექტების დ-–--ს დ-------------ის 2017 წლის 24 დეკემბრის №M---------------- პატაკი (ტ. II, ს.ფ. 24).

 

3.1.4. 2018 წლის 2 მარტს ი----- ბ----–--ამ პატაკით მიმართა შსს ობიექტების დ-–--ს დ-------------ის დ-----------ის მოვალეობის შემსრულებელს და ითხოვა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით სამსახურებრივი ურთიერთობის აღდგენა. პატაკში მიუთითა, რომ 2017 წლის 24 დეკემბრიდან იგი იმყოფება კადრების განკარგულებაში, რადგან იძულებული გახდა თავი აერიდებინა განყოფილების ხელმძღვანელობასთან ურთიერთობას, მათი მხრიდან უკანონო ქმედების ჩადენის გამო. ასევე მიუთითა, რომ შსს გენინსპექციაში მიმდინარეობდა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევა, თუმცა დასკვნა არ მიუღიათ.

 

2018 წლის 26 მარტს ი----- ბ----–--ამ პატაკით მიმართა ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს. პატაკში მიუთითა, რომ 2017 წლის 24 დეკემბერს იგი იძულებული გახდა დაეწერა პატაკი კადრების განკარგულებაში გადასვლაზე, რადგან მისი ხელმძღვანელების, კერძოდ, შსს ობიექტების დ-–--ს დ-------------ის I---------------–-----------------–--ის უფროსების მხრიდან ადგილი ჰქონდა უკანონო ქმედებებს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიუთითა, რომ ქ. ზ--------ში, სადაც იგი მსახურობდა მორიგე ო---–--ის თანამდებობაზე, ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს შორის მოხდა სამართალდარღვევის ფაქტი, რომელიც მან გამოავლინა და მოახსენა ხელმძღვანელობას, რაც აღკვეთილ იქნა. აღნიშნულის შემდგომ იგი განყოფილების უფროსების გადაწყვეტილებით გადაყვანილი იქნა ზ---------დან ფ----ში დღეგამოშვებით 24 საათიანი მორიგეობით. ი----- ბ----–--ამ ასევე მიუთითა, რომ აღნიშნული ფაქტების და მისი სამსახურიდან დროებით წასვლის შესახებ განაცხადა შსს-ს გენინსპექციაში, საიდანაც მოგვიანებით აცნობეს, რომ მას სამსახურის გაგრძელებაზე რაიმე პრობლემა არ ჰქონდა. ამის შემდეგ მან მიმართა ობიექტების დ-–--ს დ-------------ის ხელმძღვანელობას, რომ მისთვის გაეგრძელებინათ სამსახურებრივი ურთიერთობა, მაგრამ აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხი არ მიუღია. ასევე მიმართა პატაკით შს მინისტრის მოადგილეს, ბ-ნ მ---------–--იას, მაგრამ ამ პატაკის პასუხიც არ ყოფილა. ი----- ბ----–--ამ მინისტრს თხოვა აღნიშნული ვითარების გარკვევა და ვინაიდან მას კადრების განკარგულებაში ყოფნის დრო უმთავრდებოდა, შესაბამის სამსახურს დავალებოდა სამსახურებრივი ურთიერთობის აღდგენა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2018 წლის 2 მარტის პატაკი (ტ. II, ს.ფ. 53);

- 2018 წლის 26 მარტის პატაკი (ტ. II, ს.ფ. 51-52).

 

3.1.5. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 2- აპრილის №9----- ბრძანებით „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 37-ე მუხლის (დათხოვნა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო) და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“, „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, შსს კადრების განკარგულებაში მყოფი, შსს ობიექტების დ-–--ს დ-------------ის I---------------–-----------------–--------------------–--ის ყოფილი ო---–---ი, პოლიციის კაპიტანი - ი----- ბ----–--ა (პ/ნ: 2----------) დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში 2018 წლის 2- აპრილიდან.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 2- აპრილის №9----- ბრძანება (ტ. I, ს.ფ. 13).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ი----- ბ----–--ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილება, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანება.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყოველ ადამიანს აძლევს უფლებას თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 2- აპრილის №9----- ბრძანება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ხოლო 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად, სასამართლომ მოცემული დავის ფარგლებში უნდა იმსჯელოს ადმინისტრაციული ორგანოსთვის მოსარჩელესთან დაკავშირებით მოსარჩელის სამსახურში აღდგენასა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მითითებული კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).

 

ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე.

 

სასამართლო მიუთითებს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაზე, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი დაწესებულებების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, ასევე სხვა საჯარო ფუნქციებს, ხოლო მე-7 მუხლის „ნ2 პუნქტის მიხედვით, სამინისტროს ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფია ობიექტების დ-–--ს დ-------------ი.

აღნიშნული დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამინისტროს ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა მინისტრი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს, ხოლო „ნ“ ქვეპუნქტით, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი----- ბ----–--ას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლებამდე ეკავა შსს ობიექტების დ-–--ს დ-------------ის I---------------–-----------------–--------------------–--ის ო---–--ის თანამდებობა, სპეციალური წოდებით - პოლიციის კაპიტანი. შესაბამისად იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაზე, რომელიც განსაზღვრავს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომში - სსიპ) სამსახურის გავლის წესსა და პირობებს. აღნიშნული ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახურის გავლა მოიცავს სამსახურში მიღების, თანამდებობაზე დანიშვნის, ატესტაციის, სპეციალური კონკურსის, წოდებების მინიჭების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, სამსახურიდან დათხოვნის/თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამსახურის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებულ ნორმებს და სხვა საკითხებს.

 

ამავე ბრძანების (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილი იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.

 

აღნიშნული ბრძანების 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა ნიშნავს სამინისტროს მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და მასთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია ჩამონათვალი, თუ რა შემთხვევაში შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებული იქნეს სამინისტროს მოსამსახურე, მათ შორის, „დ“ ქვეპუნქტით: კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სამინისტროს მოსამსახურის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან სხვა უფლებამოსილი პირი.

 

ამავე ბრძანების 37-ე მუხლის მიხედვით, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება სამინისტროს პოლიციელის, სამხედრო მოსამსახურის, საჯარო მოხელისა და სამოქალაქო პირის დათხოვნა სამინისტროდან.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 24 დეკემბერს ი----- ბ----–--ამ პატაკით მიმართა შსს ობიექტების დ-–--ს დ-------------ის დ-----------ის დროებით მოვალეობის შემსრულებელს და ითხოვა დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 2- აპრილის №9----- ბრძანებით შსს კადრების განკარგულებაში მყოფი, შსს ობიექტების დ-–--ს დ-------------ის I---------------–-----------------–--------------------–--ის ყოფილი ო---–---ი, პოლიციის კაპიტანი - ი----- ბ----–--ა (პ/ნ: 2----------) დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში 2018 წლის 2- აპრილიდან.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო აქტის კანონიერების შემოწმების პროცესში ყურადღება გამახვილებულ უნდა იქნას იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული აქტის გამოცემამდე მოსარჩელემ არაერთხელ (2018 წლის 2 მარტის და 26 მარტის პატაკები) მოითხოვა სამსახურებრივი ურთიერთობის აღდგენა და მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ხელმძღვანელობასთან დაძაბული ურთიერთობის გამო იგი იძულებული გახდა დაეწერა პატაკი და მოეთხოვა კადრების განკარგულებაში გადაყვანა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახამად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახამად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას აძლევს რა საშუალებას გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე დაითხოვა რეზერვში მოსარჩელე, რომ არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, კერძოდ, მოსარჩელის მიერ წარდგენილი პატაკები, რომლებითაც იგი ითხოვდა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით სამსახურებრივი ურთიერთობის აღდგენას და მიუთითებდა მასსა და ხელმძღვანელობას შორის არსებულ კონფლიქტურ სიტუაციაზე, რომელიც მოსარჩელის მოსაზრებით გამოწვეული იყო მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით - თანამშრომელთა მხრიდან დარღვევების ჩადენის ფაქტზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, კანონით მინიჭებული შესაძლებლობის გამოყენებით, სრულყოფილად უნდა დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც არ განხორციელებულა. კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს აქტის გამოცემამდე უნდა გამოერკვია ხომ არ ქონდა ადგილი მოსარჩელის მიმართ რაიმე სახის იძულებას, რამაც გამოიწვია მის მიერ პატაკის დაწერა კადრების განკარგულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით. ასევე არ მომხდარა არანაირი რეგირება ამ უკანასკნელის მიერ დაწერილ პატაკებთან დაკავშირებით, სადაც მითითებული იყო სხვადასხვა გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად მიუთითებდა, რომ ი----- ბ----–--ას სურვილს არ წარმოადგენდა შინაგან საქმეთა ორგანოების რიგების დატოვება.

 

ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ი----- ბ----–--ას გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემისას ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევა.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 2- აპრილის №9----- ბრძანება - მოსარჩელის შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის შესახებ გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე.

 

შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 2- აპრილის №9----- ბრძანება და მოპასუხეს უნდა დაევალოს გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, კანონით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ამდენად, რადგანაც სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული აქტი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, შესაბამისად, ამ მომენტისთვის სასამართლო ვერ იმსჯელებს მოსარჩელის სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მოთხოვნაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი----- ბ----–--ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 2- აპრილის №9----- ბრძანება და მოპასუხეს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

3. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ივ. ღლონტი