განაჩენი

სისხლის სამართლის 28.05.2019
საქმის ნომერი
210100119002928041
დავის ტიპი
126 2 ე , 126 2 ბ , 126 2 ა
თარიღი
28.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100119002928041

saqme #1/64-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 მაისი, 2019 წელი ქ. სიღნაღი

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა,ნათია რიკაძის მდივნობით,პროკურორ _ გი------ ნ----------

ბრალდებულ _ რა---- ოგ----------

ადვოკატ - გი------ პა----–---–--

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №033240219001

 

ბრალდებულ რა----- ოგ---------- მიმართ

 

დაბადებული: 0-.0-.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

პირადი ნომერი: 3----------

განათლება: ს-–----–----------–-----------

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე (პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი)

რეგისტრირებული: სა---------- რაიონი, სოფელი კა-------, მე-1- ქუჩა №-

ფაქტობრივად მცხოვრები: სა---------- რაიონი, სოფელი კა-------, მე-1- ქუჩა №-

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით და იმავე კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ რა----- ოგ---------- ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ და არაერთგზის. ასევე, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და არაერთგზის. მანვე, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ და არაერთგზის.

 

მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

- სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით რა----- ოგ--------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის სამი ეპიზოდის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.

 

2019 წლის 24 თებერვალს, დილის საათებში, საგარეჯოს რაიონის, სოფელ კა------–- მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, ოჯახური კონფლიქტის დროს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა რა----- ოგ----------, არასრულწლოვანი შვილის - მა----- ოგ---------- თანდასწრებით, სახის არეში ხელის დარტყმით ძალადობა განახორციელა მეორე არასრულწლოვანი შვილის - მზ-- ოგ---------- მიმართ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ესე იგი, რა----- ოგ---------- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით.

 

- სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით რა----- ოგ--------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნ-წილით გათვალისწინებული დანაშაულის სამი ეპიზოდის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.

 

2019 წლის 24 თებერვალს, დილის საათებში, საგარეჯოს რაიონის, სოფელ კა------–- მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, ოჯახური კონფლიქტის დროს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა რა----- ოგ----------, ზურგის არეში რკინის ჯამის დარტყმით და უკნიდან ფეხის ამორტყმით, ძალადობა განახორციელა არასრულწლოვანი შვილის - მა----- ოგ---------- მიმართ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ესე იგი, რა----- ოგ---------- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით.

 

- სიღნ-ღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით რა----- ოგ--------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის სამი ეპიზოდის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.

 

2019 წლის 24 თებერვალს, დილის საათებში, საგარეჯოს რაიონის, სოფელ კა------–- მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, ოჯახური კონფლიქტის დროს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, ოჯახში ძალადობისათვის ნ-სამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა რა----- ოგ----------, არასრულწლოვანი შვილის - მა----- ოგ---------- თანდასწრებით, სახის არეში ხელის დარტყმით ძალადობა განახორციელა მეუღლის - ა-- ღა------–---–-- მიმართ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ესე იგი, რა----- ოგ---------- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - რა----- ოგ---------- მთლიანად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა რა----- ოგ---------- მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო, დაცვის მხარემ ითხოვა ბრალდებულის მიმართ ლმობიერი სასჯელის გამოყენება.

 

2019 წლის 19 აპრილს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე და დაცვის მხარე შეთანხმდნენ ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ. მხარეებს ერთმანეთის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება და შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე, მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. გარდა ამისა, წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ რა---- ოგ---------- მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება რა----- ოგ---------- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნ-წილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით და იმავე კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება რა----- ოგ---------- ბრალეულობა, კერძოდ:

 

შეტყობინება №480926 დანაშაულის ჩადენის შესახებ; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ფორმა №1; შემთხვევის ადგილის დათვალიერების; სვიტერის ამოღების ოქმი; დადგენილებები - მზ-- ოგ----------, მა----- ოგ---------- და ა-- ღა------–---–-- დაზარალებულებად ცნობის შესახებ; დაზარალებულების - მზ-- ოგ----------, მა----- ოგ---------- და ა-- ღა------–---–-- გამოკითხვის ოქმები; მოწმეების - ლე-- აგ---–-–---–-- და მზ-- ოს-------- გამოკითხვის ოქმები; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი; სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”-ს 2019 წლის 25 თებერვლის №0-------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ა-- ღა------–---–-- მიმართ; სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”-ს 2019 წლის 25 თებერვლის №0-------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მზ-- ოგ---------- მიმართ; სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”-ს 2019 წლის 25 თებერვლის №0-------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მა----- ოგ---------- მიმართ; სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი რა----- ოგ---------- მიმართ; სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 ივლისის განაჩენი რა----- ოგ---------- მიმართ; რა----- ოგ---------- დაკავების ოქმი; რა----- ოგ---------- მოწმისა და ბრალდებულის სახით გამოკითხვისას მიცემული ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ რა----- ოგ---------- მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებანი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ, დასტურდება ფაქტი იმისა, რომ ა----- ოგ---------- ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ და არაერთგზის. ასევე, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და არაერთგზის. მანვე, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ და არაერთგზის.

 

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულ რა----- ოგ---------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით რა----- ოგ--------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული და--შაულის სამი ეპიზოდის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი. აღნიშნულის შემდეგ, რა----- ოგ--------- სიღნაღის რაიონული სასამართლოს მიერ 2018 წლის 10 ივლისის განაჩენით კვლავ გასამართლებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და დღეის მდგომარეობით იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ, ამდენად, რა----- ოგ---------- მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ანუ რა----- ოგ---------- მიმართ სასჯელის ვადა განსაზღვრულ უნდა იქნეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ვადის სულ მცირე ერთი წლით მეტით, ვინაიდან, სახეზეა დანაშაულის რეციდივი.

 

ნიშანდობლივი არის ის გარემოება, რომ რა---- ოგ---------- მიმართ სასამართლომ ანალოგიური ქმედების ჩადენისათვის გამოიყენა რა პირობითი მსჯავრი, აღნიშნულმა სათანადო ასახვა ვერ ჰპოვა მის პიროვნებაზე, რა---- ოგ---------- არ გამოიტანა შესაბამისი დასკვნები და იმ ფონზე, როდესაც მან ჩაიდინა რა სხვა სახის დანაშაულებრივი ქმედება, რის გამოც ასევე დანიშნული სასჯელის ნაწილი ჩეათვალა პირობით, ხოლო შემდეგში საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლდა ვადაზე ადრე, კვლავ გამოსაცდელი ვადის მსველელობისას, ისევ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, უმოკლეს ვადში, ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანაშაულებრვი ქმედების 3 ეპიზოდი, რა დროსაც მის მიერ განხორციელებული ოჯახური ძალადობის მსხვერპნი გახდნენ არასრულწლოვანი შვილები და მეუღლე, ხოლო დანაშაულებრვი ქმედების განხორციელებისას გამოყენებულ იქნა საოჯახო ნივთები. ამდენად, ცხადი არის, რომ მსუბუქი სახის სასჯელმა ვერ უზრუნველყო სასჯელის მიზნების მიღწევა რა---- ოგ------------ მიმართებაში და ვერ მოახდინა მისი სრულყოფილი რესოციალიზაცია.

 

ხოლო, რაც შეეხება რა----- ოგ---------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ იგი აღიარებს და ინანიებს მის ჩადენილ დანაშაულს. მიუხედავად აღნიშნულისა შესაბამისი და ადექვატური სასჯელის გამოუყენებლობის შემთხვევაში, რა----- ოგ---------- სრული რესოციალიზაციისა და მისი შემდგომი დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთის მიზნით, საჭიროა საპირწონე და შესატყვისი სასჯელის გამოყენება.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ რა----- ოგ---------- მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით და იმავე კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში და ასევე, განაჩენთა ერთობლიობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რა----- ოგ--------- ცნობილ იქნას დამნაშავედ და მიესაჯოს:

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, ,,ბ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის ვადით.

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის ვადით.

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის ვადით.

 

- საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, ,,ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი და რა---- ოგ--------- დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის ვადით.

 

- საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და იმავე კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გაუქმდეს რა----- ოგ---------- მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 ივლისის განაჩენითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 29 ნოემბრის #02/18/ზ-103 გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

- საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რა----- ოგ--------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 3 (სამი) წლის ვადით.

 

2. გაუქმდეს რა----- ოგ---------- მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 მარტის განჩინებით შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, რა----- ოგ--------- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს, ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 28 თებერვლიდან.

 

4. საქმეზე დართულ ნივთმტკიცების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაწყდეს შემდეგნაირად, კერძოდ:

 

საცხოვრებელი სახლის დათვალიერების შედეგად ამოღებული რკინის ჯამი და ან- ღა------–---–--აგან ამოღებული სვიტერი (დაზიანებულ მდგომარეობაში), რაც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს, დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს, კანონით დადგენილი წესით.

 

5. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი