გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.05.2019
საქმის ნომერი
330210017002221394
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/35721-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 მაისი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე ტარიელ ტაბატაძე

სხდომის მდივანი გიორგი ჭავჭავაძე

მოსარჩელე - შპს ,,ფ--------------------ი“

წარმომადგენელი - მ---------–---–-----ი

მოპასუხე - გ-----------–---–ი

დავის საგანი - დავალიანების გადახდა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხე გ-----------–---–ს შპს ,,ფ--------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 714 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 300 ლარი, პირგასამტეხლო 414 ლარი.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2016 წლის 22 დეკემბერს, შპს ,,ს-----–-----ს“ და გ-----------–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება #7-----. აღნიშნული ხელშეკრულებით მსესხებლის სასარგებლოდ გაცემული იქნა სესხი 300 ლარის ოდენობით, სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების თანახმად მსესხებელს 2017 წლის 20 იანვარს უნდა მოეხდინა სესხის ძირითადი თანხის გადახდა, თუმცა მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რამაც განაპირობა შპს ,,ს-----–-----ის“ მიერ, მსესხებლისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ჯამში 414 ლარის (ძირი თანხის 300 ლარის 1.3% ყოველდღიურად 3.90 ლარის ოდენობით, 22/01/2017 წლიდან - 22/2017 წლამდე, ჯამში 234 ლარი და სესხის დარჩენილი ძირითადი თანხის 300 ლარის 60%-ის ოდენობით, პირგასამტეხლოს დარიცხვის თარიღი 22/03/2017 წელი, ჯამში 180 ლარი.

 

შპს ,,ს-----–-----ს“ და შპს ,,ფ--------------------ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება სასესხო პორტფოლიოს ნასყიდობის შესახებ, რის საფუძველზეც ძველმა კრედიტორმა ახალ კრედიტორს დაუთმო საკუთარი მოთხოვნა გ-----------–---–ის მიმართ, კერძოდ, დათმობილი მოთხოვნის სრული ოდენობა 714 ლარი, მათ შორის ძირითადი თანხა 300 ლარი, პირგასამტეხლო 414 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე გ-----------–---–მა შპს ,,ფ--------------------ის“ სარჩელი ნაწილობრივ ცნო. მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე განმარტა, რომ ცნობს სარჩელს დავალიანების ძირი თანხის 300 ლარის ნაწილში. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით, არის შეუსაბამოდ მაღალი და სასამართლოს მიერ უნდა იქნეს შემცირებული მის გონივრულ ოდენობამდე.

 

(იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 22 დეკემბერს შპს ,,ს-----–-----ს“ და გ-----------–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება #7-----, რომლის საფუძველზეც შპს ,,ს-----–-----მა“ გ-----------–---–ს ასესხა 300 ლარი, შემდეგი პირობებით: პირგასამტეხლო სესხის თანხის 1.3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილების მეორე დღიდან, სესხის თანხის 60% ჯამური ვადაგადაცილების 61-ე დღეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 16-17);

- საკრედიტო განაცხადი (ს.ფ. 30);

- ხელშეკრულება სესხის პირობების განსაზღვრის შესახებ (ს.ფ. 19-28);

- საგადახდო დავალება (ს.ფ. 31).

 

3.1.2. 2017 წლის 16 ნოემბერს შპს ,,ს-----–-----ს“ და შპს ,,ფ--------------------ს“ შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,ს-----–-----მა“ შპს ,,ფ--------------------ს“ დაუთმო საკუთარი მოთხოვნა მსესხებლის გ-----------–---–ის წინაშე. კერძოდ, მოთხოვნის სრული ოდენობა 714 ლარი, მათ შორის სესხის ძირითადი თანხა 300 ლარი, პირგასამტეხლო - ძირი თანხის 300 ლარის 1.3% ყოველდღიურად 3.90 ლარის ოდენობით, 22/01/2017 წლიდან - 22/03/201 წლამდე, ჯამში 234 ლარი, პირგასამტეხლო ხელშეკრულების შეწყვეტის - სესხის დარჩენილი ძირითადი თანხის 300 ლარის 60%-ის ოდენობით, პირგასამტეხლოს დარიცხვის თარიღი 22/03/2017 ჯამში 180 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 12.12.2017 წლის ცნობა (ს.ფ. 31);

- 16.11.2017 წლის ცნობა მოთხოვნის დათმობის შესახებ (ს.ფ. 32);

- მხარეთა-ახსნა განმარტება;

 

3.1.3. მოპასუხე გ-----------–---–მა არ შეასრულა, მის მიერ შპს ,,ს-----–-----თან“ გაფორმებული სესხის ხელშეკრულების პირობები, შესაბამისად, მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შპს ,,ფ--------------------ის“ მიმართ გ-----------–---–ის მიერ შეუსრულებელი ვალდებულება შეადგენს 714 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 300 ლარი, პირგასამტეხლო 414 ლარი.

 

- 12.12.2017 წლის ცნობა (ს.ფ. 31);

- 16.11.2017 წლის ცნობა მოთხოვნის დათმობის შესახებ (ს.ფ. 32);

- მხარეთა-ახსნა განმარტება;

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, 416-417-ე, 420-ე მუხლები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ სასარჩელო მოთხოვნა დავალიანების ძირი თანხის 300 ლარის ნაწილში ცნო. შესაბამისად, სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამევ კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. აღნიშნული პრინციპი უზრუნველყოფს სახელშეკრულებო ურთიერთობათა სტაბილურობას და ავალდებულებს მხარეებს შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები.

სამოქალაქო კოდექსი ეფუძნება ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, ხელშეკრულების საფუძველი შეიძლება გახდეს მხარეთა შეთანხმება. მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების შეწყვეტა თავისი სამართლებრივი ბუნებით ხელშეკრულებას წარმოადგენს, რომელიც ათავისუფლებს მხარეებს სამომავლო ვალდებულებების შესრულებისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, შპს ,,ს-----–-----ს“ და გ-----------–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება #7-----, რომლის საფუძველზეც შპს ,,ს-----–-----მა“ გ-----------–---–ს ასესხა 300 ლარი, შემდეგი პირობებით: პირგასამტეხლო სესხის თანხის 1.3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილების მეორე დღიდან; სესხის თანხის 60% ჯამური ვადაგადაცილების 61-ე დღეს.

 

შპს ,,ს-----–-----ს“ და შპს ,,ფინანსურ სექტორს“ შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,ს-----–-----მა“ შპს ,,ფინანსურ სექტორს“ დაუთმო საკუთარი მოთხოვნა მსესხებლის წინაშე. კერძოდ, მოთხოვნის სრული ოდენობა 714 ლარი, მათ შორის სესხის ძირითადი თანხა 300 ლარი, პირგასამტეხლო - ძირი თანხის- 300 ლარის 1.3% ყოველდღიურად 3.90 ლარის ოდენობით, 22/01/2017 წლიდან - 22/03/201 წლამდე, ჯამში 234 ლარი, პირგასამტეხლო ხელშეკრულების შეწყვეტის - სესხის დარჩენილი ძირითადი თანხის 300 ლარის 60%-ის ოდენობით, პირგასამტეხლოს დარიცხვის თარიღი 22/03/2017 ჯამში 180 ლარი. მოპასუხე გ-----------–---–მა არ შეასრულა, მის მიერ შპს ,,ს-----–-----თან“ გაფორმებული სესხის ხელშეკრულების პირობები, შესაბამისად, მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შპს ,,ფ--------------------ის“ მიმართ გ-----------–---–ის მიერ შეუსრულებელი ვალდებულება შეადგენს 714 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 300 ლარი, პირგასამტეხლო 414 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხე გ-----------–---–მა ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა საბანკო დაწესებულების მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით. სესხის დაფარვის გრაფიკით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ერიცხება პირგასამტეხლო

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.

წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე ითხოვს მოპასუხე გ-----------–---–ს 2016 წლის 22 დეკემბრის სესხის ხელშეკრულების 10.4 პუნქტის თანახმად, დაეკისროს პირგასამტეხლო დავალიანების ძირითადი თანხის 300 ლარის 1.3%, ყოველდღიურად 3.90 ლარის ოდენობით, 22/01/2017 წლიდან 22/03/2017 წლამდე, ჯამში 414 ლარის ოდენობით, ხოლო ამავე ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, მოპასუხე გ-----------–---–ს დაეკისროს, პირგასამტეხლოს სახით, დავალიანების ძირითადი თანხის 300 ლარის 60 %-ი, რაც ჯამში შეადგენს 180 ლარს.

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა დავალიანების ძირი თანხის 300 ლარის 1.3%-ს და 60%-ს ოდენობით, რაც მთლიანობაში შეადგენს 414 ლარს, არ არის შესაბამისობაში, ვალდებულების ძირითად თანხასთან, შესაბამისად, უნდა იქნეს შემცირებული გონივრულ ოდენობამდე, რაც შეადგენს 40 ლარს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე გ-----------–---–ს სს ,,ფ--------------------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით, 40 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად,რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ვინაიდან, შპს ,,ფ--------------------ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხე გ-----------–---–მა სარჩელი ნაწილობრივ ცნო, შპს ,,ფ--------------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 21.00 ლარი, ხოლო 2.80 ლარი უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 49-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ფ--------------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გ-----------–---–ს შპს ,,ფ--------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის - 300 ლარის და პირგასამტეხლოს - 40 ლარის გადახდა.

 

3. გ-----------–---–ს შპს ,,ფ--------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 2.80 ლარის გადახდა.

 

4. მოსარჩელე შპს ,,ფ--------------------ს“ დაუბრუნდეს, მის მიერ 18/12/2017 წელს, #10 საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ნაწილი, 21.00 ლარის ოდენობით, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე: 300 773 150, ბანკის კოდი TRESGE22.

 

5. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

მოსამართლე ტარიელ ტაბატაძე