განაჩენი

სისხლის სამართლის 28.05.2019
საქმის ნომერი
160100119002874203
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
28.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1-0-00-19002874203

#1/55-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

24 მაისი 20-9 წელი ქ. ბოლნისი

 

მოსამართლე - ჯემალ კოპალიანი

სხდომის მდივანი - ვერიკო ნინიაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: გი-----ი სა---–---–ი

 

ბრალდებული: გი-----ი მუ-------ი

დაბადებული: 1----–-–-----------–ი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მა-------–ი, ლ.გუ----–---–-ს ქ.N1-

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ია---ე ჯღ------ა

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამო-წვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გი-----ი მუ-------ის მიერ განხორციელებული ქმედება გამო-ხატა შემდეგში:

 

1.1. 20-9 წლის 2---------ს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ.მა-------–ში, გუ----–---–-ს ქ.N1--ში მდებარე მუ-------ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, გი-----ი მუ-------მა მუშტების სხეულის, სახისა და თავის არეში დარტყმების გზით ფიზიკურად იძალადა თავისი დედის რუ------ნ მუ-------ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა გი-----ი მუ-------ის მიერ 20-9 წლის 2---------ს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ.მა-------–ში, გუ----–---–-ს ქ.N1--ში მდებარე მუ-------ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, თავისი დედის რუ------ნ მუ-------ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა. ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა.

 

3.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

 

3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ გი-----ი მუ-------ის მიერ დედის-რუ------ნ მუ-------ის მიმართ 20-9 წლის 2---------ს განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა პირდაპირი მტკიცებულებები: დაზარალებულ - რუ------ნ მუ-------ის გამოკითხვის ოქმი, რომლმაც საქმის არსებითი განხილვისას ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

 

3.5. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის, მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენება არის სასამართლოში მიცემული ინფორმაცია და განაჩენის გამოტანის დროს გამოყენებული უნდა იქნეს სწორედ მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება.

 

3.6. ზემოაღნიშნული წესიდან არსებობს გამონაკლისი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლით, რომლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს.

 

3.7. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მო-თხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება). სასამართლო ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.

 

3.8. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოძიების ეტაპზე მოწმის მიერ მიცემული ჩვენების და მის მიერ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის საჯაროდ წაკითხვა და შემდგომ მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ორ შემთხვევაში: 1. სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მკაცრად გათალისწინებულ შემთხვევაში, მაგ.: თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა; 2. სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში ჩვენების მისაცემად ანუ სასამართლოს აძლევს ჩვენებას (არ სარგებლობს მისთვის სსსკ-ის 50-ე მუხლით მინიჭებული პრივილეგიით - არ მისცეს ჩვენება) და მხარე მო-თხოვოს გამოკითხვის ოქმის ან მოწმის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვას, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენას (დემონსტრირებას).

 

3.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა რუ------ნ მუ-------მა არ გააკეთა განცხადება, გი-----ი მუ-------ის მიერ მის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებული ძალადობის შესახებ და დააფიქსირა პოზიცია, რომ არ სურდა სასამართლოსთვის ჩვენების მიცემა.

 

3.10. ამდენად, ვინაიდანდ მოცემულ საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ჯრუ------ნ მუ-------მა სასამართლოს არ მისცა ჩვენება და სახეზე არ არის სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას გამო-ყენოს მოწმეების მიერ გამოძიების დროს გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

3.11. ამდენად, საქართველოს შიდა კანონმდებლობიდან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოაღნიშნული პრეცედენტებიდან გამომდინარე სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას გამო-ყენოს გამოძიების ეტაპზე შედგენილი დზარალებულისა და მოწმის გამოკითხვის ოქმები და საფუძვლად დაუდოს გი-----ი მუ-------ის მიერ რუ------ნ მუ-------ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტის დადგენას.

 

3.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ გი-----ი მუ-------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები: თამარ ჩუბინიძის, სოსო ზარნაძის და ალექსი ქუქჩიშვილის მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო მოქმედებები არსებით სხდომაზე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

3.13. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს სხდომაზე გამოკვლეული თითოეული მტკიცებულების შინაარსზე და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, კერძოდ:

 

3.14. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ელ---რ ბო-–-----მ (მა-------–ის შს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი) განმარტა, რომ 20-9 წლის 2---------ს მონაწილეობა მიიღო, გამომძიებელ გი-----ი ბა---–--ს მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში, შემთხვევის ვითარების აღდგენაში. კონკრეტულ შემთხვევაში რუ------ნ მუ-------ს უნდა აღედგინა ვითარება თუ როგორ მიაყენა მისმა შვილმა გი-----ი მუ-------მა ფიზიკური შეურაცხყოფა. ექსპერიმენტის მსვლელობისას რუ------ნ მუ-------ის მითითებით სრულად იქნა აღდგენილი ვითარება,როგორ დაარტყა მას გი-----ი მუ-------მა მუშტები სხეულის, სახისა და თავის არეში. ექსპერიმენტის დროს ექსპერტების მიერ გადაღებული იქნა ფოტო სურათები. ადგილზე შედგა შესაბამისი ოქმი რომელიც დაადასტურა ხელისმოწერით.

 

3.15. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე გი-----ი ბა---–--მ განმარტა, რომ 20-9 წლის მარტის თვემდე მუშაობდა მა-------–ის შს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის თანამდებობაზე. 20-9 წლის 2---------ს სამმართველოს მომართა რუ------ნ მუ-------მა, რომელმაც განაცხადა, რომ მისმა შვილმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. გამოძიების პროცესში მის მიერ დაკითხული იქნა მოწმეები, რუ------ნ მუკბანჯიანმა აჩვენა, რომ არაფხიზელ მდგომარეობასი მყოფმა გი-----ი მუ-------მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას. ასევე ჩაატარა საგამოძიებო ექქსპერიმენტი, გამომძიებელ ელ---რ ბო-–-----სთან ერთად, დანიშნა ექსპერტიზა, მის მიერვე დაკავებულ იქნა გი-----ი მუ-------ი.

 

3.1-. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე რო-ა ბა--------მ (მა-------–ის შს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელი) განმარტა, რომ 20-9 წლის 2---------ს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, იყო ოპერატიული მორიგე რა დროსაც სამმართველოში მივიდა ქართველი ეროვნების ქალბატონი, რომელმაც განაცხადა, რომ სურდა შეტყობინების დატოვება მასზე, რომ მისი შვილი აყენებს მას ფიზიკურ შეურაცხყოფას. მან მიიღო შეტყო-ნება, რომელიც გადაუგზავნა ხელმძღვანელობას.

 

3.17. სასამართლო აღნიშნავს, რომ ელ---რ ბო-–-----, რო-ა ბა-------- და გი-----ი ბა---–-- არიან პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მონაწილეობდნენ მოცემულ საქმეზე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში. მიუთითებენ თუ რა მოქმედებები განახორციელეს მათ ასევე დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე. მათ სასამართლოს მიაწოდეს გამოძიების დროს მოწმეთა დაკითხვის პროცესში და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას მათგან მიღებული (მოყოლილი) ინფორმაცია. არცერთი მათგანი გი-----ი მუ-------ის მიერ რუ------ნ მუ-------ის მიმართ სავარაუდოდ ჩადენილ ძალადობის ფაქტს არ შესწრებია, შესაბამისად აღნიშნული ფაქტის თვითმხილველი თვითონ არ არიან.

 

3.18. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.

 

3.19. სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული მოწმეები არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრეები (თვითმხილველები), მათ მიერ მიცემული ჩვენებები პირის ბრალდების დადგენილებაში მითითებული გარემოებების -რუ------ნ მუ-------ის მიმართ ძალადობის განმახორციელებელი პირის ვინაობის დადგენის თვალსაზრისით წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს (ჩვენებებს, რომლებიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას). ამასთან, თუ ვინ განახორციელა დაზარალებულებზე ფიზიკური ძალადობა, უშუალოდ ამ საკითხთან მიმართებით, ზემოაღნიშნული მოწმეების ირიბი ჩვენებები არ დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.

 

3.20. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20-5 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 1-9-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (20-3 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

 

3.21. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და შესაბამისად, არაკონსტიტუციურია.

 

3.22. ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მხოლოდ ირიბი ჩვენებების საფუძველზე დაადგინოს, რომ რუ------ნ მუ-------ზე ფიზიკურად იძალადა გი-----ი მუ-------მა.

 

3.23. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20-9 წლის 23 იანვრის #0-------- დასკვნის თანახმად (ექსპერტი გი-----ი ოქ-----–---–ი): პირადი გასინჯვის მონაცემებით 23.0-.19წ. რუ------ნ მუ-------ს სხეულზე, გარეგნულად ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ არენიშნება.

 

3.24. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20-- წლის 30 დეკემბრის №424აპ-1- გადაწყვეტილებაზე, სადაც განმარტებულია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილი იქნა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამო-ყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის.

 

3.25. საქმეში განთავსებული 20-9 წლის 2---------ს შედგენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ მა-------–ში, გუ----–---–-ს ქ.N1--ში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გი-----ი ბა---–--ს, მოწმე რუ------ნ მუ-------ის, უბნის ინსპექტორ გამომძიებელ ელ---რ ბოლქვაძის, ექსპერტების სოსო ზარნაძის და ალექსი ქუქჩიშვილის მონაწილეობით, ღამის საათებში, ტექნიკური განათების პირობებში, მშრალ ამინდში, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც რუ------ნ მუ-------ს გაეცნო მისი უფლება მოვალეობები, წაეკითხა მის მიერ მიცემული ჩვენება,და მიეცა წინადადება მიეღო მონაწილეობა საგამოძიებო ექსპერიმენტში. მისაღებ ოთახში, რუ------ნ მუ-------მა მიუთითა ადგილი მისი შვილის გი-----ი მუ-------ის მხრიდან მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტის ადგილი. უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ელ---რ ბოლქვაძის დახმარებით და რუ------ნ მუ-------ის მითითებით სრულად იქნა აღდგენილი ვითარება, რა ვიტარებაში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა რუ------ნ მუ-------ს, კერძოდ: გი-----ი მუ-------მა მუშტები სხეულის, სახისა და თავის არეში დარტყა რუ------ნ მუ-------ს. ექსპერიმენტის დროს გადაღებული იქნა ფოტო სურათები. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ოქმი სხვა პირდაპირი მტკიცებულებებით: დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ვერ იქნა გამყარებული. სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ 20-9 წლის 2---------ს შედგენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არაა საკმარისი მტკიცებულება, ბრალდებულ გი-----ი მუ-------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

 

3.26. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. დაზარალებულის სხეულზე არ აღენიშნება დაზიანებები, იმ პირობებში, როდესაც, ბრალდების მხარე მიუთითებს გი-----ი მუ-------ის მიერ რუ------ნ მუ-------ის მიმართ 20-9 წლის 2---------ს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ.მა-------–ში, გუ----–---–-ს ქ.N1--ში მდებარე მუ-------ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, მუშტების სხეულის, სახისა და თავის არეში დარტყმების გზითგზით ფიზიკურად ძალადობის ფაქტზე, რასაც კატეგორიულად გამორიცხავს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20-9 წლის 23 იანვრის #0-------- დასკვნა, მაშინ როდესაც დაზარალებულმა - რუ------ნ მუ-------მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს არცერთი უტყუარი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე შესაძლებელი იქნებოდა გი-----ი მუ-------ის მხრიდან დედის რუ------ნ მუ-------ის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტის დადგენა.

 

3.27. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ბრალდებულმა საქმის არსებითი განხილვის დროს გამო-ყენა დუმილის უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება. საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს შეუძლია ნებისმიერ დროს გამო-ყენოს დუმილის უფლება. თუ ბრალდებული ირჩევს დუმილის უფლებას, ეს არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. ამდენად, ბრალდებულის მიერ დუმილის უფლებით სარგებლობა ვერ იქნება გამოყენებული მის წინააღმდეგ და ვერ შეფასდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

 

3.28. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის მიერ საბოლოო სიტყვაში დაფიქსირებულ განმარტებაზე, რომ იგი არ აღიარებს დედის მიმართ განხორციელებულ ძალადობას და ითხოვს მის მიმართ გამამართლებელი განაცენის გამოტანას.

 

3.29. ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, 20-9 წლის 2---------ს, 22:20 საათზე, მშვიდ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე მა-------–ის რაიონული სამმართველოს გამომძიებელის გი-----ი ბა---–--ს მიერ დაკავებულ იქნა გი-----ი მუ-------ი.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამო-წვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამო-ხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამო-წვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

4.2. საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლ 4.3. ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მე-4 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ოჯახის წევრი ამ კანონის მიზნებისათვის არის, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე.

 

4.3. ამდენად, სასამართლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისა და ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაციების შესაბამისად განმარტავს, რომ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა მეუღლეები იმყოფებიან თუ არა რეგისტრირებულ ქორწინებაში, მთავარია ისინი ერთად ეწევიან (ეწეოდნენ) ოჯახურ ცხოვრებას, ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

4.4. ანალოგიური მიდგომა აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც ერთ-ერთ თავის ადრინდელ გადაწყვეტილებაში დაადგინა, რომ ადამიანის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

4.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ გი-----ი მუ-------ი არის რუ------ნ მუ-------ის შვილი ანუ ისინი არიან ოჯახის წევრები.

 

ის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) არ განასხვავებს „კანონიერ“ და „უკანონო“ ოჯახებს (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ (Marckx v. Belgium), განაცხადი no. 6833/74, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პლენუმის 1979 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების პუნქტი 31). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ეს მიდგომა შემდგომ პრაქტიკაშიც შეინარჩუნა. კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება მხოლოდ დაქორწინებულ პირებზე არ ვრცელდება და შეიძლება მო-ცავდეს de facto ოჯახსაც, რომლის მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებიან (ალიმი რუსეთის წინააღმდეგ (Alim v. Russia), განაცხადი no. 39417/07, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20-1 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 69).

 

4.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ს 1261 მუხლის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა რომლებიც დაადასტურებდა გი-----ი მუ-------ის მხრიდან რუ------ნ მუ-------ის მიმართ განხორციელებული ქმედებით ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტს, კერძოდ სასამართლო პროცესზე დაზარალებულმა რუ------ნ მუ-------მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ხოლო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20-9 წლის 23 იანვრის #0-------- დასკვნის თანახმად კი რუ------ნ მუ-------ს ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

4.7. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

4.8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად.

 

4.9. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.

 

4.10. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

4.11. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

4.12. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

4.13. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მო-თხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს.

 

4.14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მო-პოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა გი-----ი მუ-------ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

5. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

გი-----ი მუ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5, მე-13, 76-ე, 82-ე, 92-ე, 1-9-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-272ე, 275-277-ე, 293-ე მუხლების, შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გი-----ი მუ-------ი საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

გი-----ი მუ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს სასამართლო სხდომათა დარბაზიდან.

 

გი-----ი მუ-------ს აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ჯემალ კოპალიანი