გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1710-18
დამატებითი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 მაისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლელა ცანავა
მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებული სარჩელით გ------------–---–-
წარმომადგენელი ნ-----------–---–-
მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებული სარჩელით ე---------- ხ-----–---–-
წარმომადგენელი ა-–-----------–--–-----–---–-, მ-------–----------
მესამე პირი დ--------------–---–- (არასრულწლოვანი)
მესამე პირი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო)
წარმომადგენელი მ--------–---------–----
დავის საგანი სარჩელით არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
დავის საგანი შეგებებული სარჩელით არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით გ------------–---–-- სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე გ------------–---–- უარი ეთქვა 2--- წლის 1-------------- დაბადებული დ--------------–---–-ს საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნაზე.გ------------–---–-- მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ე-----------------–---–-- შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ე-----------------–---–-- შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გ------------–---–- (დაბადებული 1--- წლის 0------------, შ--------- მოქალაქის პასპორტის №8-------) საქართველოში ყოფნის პერიოდში, თავის არასრულწლოვან შვილთან, 2--- წლის 1-------------- დაბადებულ დ--------------–---–---- ურთიერთობისთვის განესაზღვრა:
Ø ყოველი კვირის სამშაბათს, 16:30 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, სასწავლო დაწესებულებიდან გამოყვანის, არასრულწლოვანი შვილის თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის და ოთხშაბათს დილით არასრულწლოვანი შვილის სასწავლო დაწესებულებაში მიყვანის ვალდებულებით;
Ø ყოველი კვირის პარასკევს, 16:30 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ ბავშვის სასწავლო დაწესებულებიდან გამოყვანის, არასრულწლოვანი შვილის თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის და კვირას დილით 10:30 საათზე არასრულწლოვანი შვილის დედის საცხოვრებელ ადგილას მიყვანის ვალდებულებით;
Ø ზამთრის არდადეგების პერიოდში არასრულწლოვანმა დ--------------–---–-- გაატაროს მონაცვლეობით, ლუწი წლის პირველი ნახევარი დედასთან, მეორე ნახევარი მამასთან, კენტი წლის პირველი ნახევარი მამასთან, მეორე ნახევარი დედასთან;
Ø აღდგომის დღესასწაული ლუწი წელი დედასთან, კენტი წელი მამასთან, 3 დღის ვადით;
Ø ზაფხულის არდადეგების მიმდინარეობისას ლუწი წლის, ივნისის, ივლისისა და აგვისტოს თვის პირველ ნახევარს არასრულწლოვანი დ--------------–---–- გაატარებს მამასთან, მეორე ნახევარს დედასთან, კენტ წლებში ივნისის, ივლისისა და აგვისტოს თვის პირველ ნახევარს არასრულწლოვანი დ--------------–---–- გაატარებს დედასთან, მეორე ნახევარს მამასთან;
Ø 2--- წლის 1-------------- დაბადებული არასრულწლოვანი დ--------------–---–-ს მამასთან ყოფნის პერიოდში, დედას ე---------- ხ-----–---–- მიეცეს უფლება ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდეს არასრულწლოვან შვილს და მასთან კონტაქტი იქონიოს 10 (ათი) წუთის მანძილზე;
Ø 2--- წლის 1-------------- დაბადებული არასრულწლოვანი დ--------------–---–-ს დედასთან ყოფნის პერიოდში, მამას გ------------–---–- მიეცეს უფლება ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდეს არასრულწლოვან შვილს და მასთან კონტაქტი იქონიოს 10 (ათი) წუთის მანძილზე;
Ø გ------------–---–- სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით (ტელეფონის ნომრით 5--------) უზრუნველყოფს ე-----------------–---–-- ინფორმირებას (ნომერზე 5---------) არასრულწლოვანი შვილის სასწავლო დაწესებულებიდან გამოყვანისა და უკან დაბრუნების თაობაზე;
Ø გ------------–---–- (დაბადებული 1--- წლის 0------------, შ--------- მოქალაქის პასპორტის №8-------) საქართველოში არ ყოფნის პერიოდში, თავის არასრულწლოვან შვილთან, 2--- წლის 1-------------- დაბადებულ დ--------------–---–---- ურთიერთობისთვის განესაზღვროს:
Ø სოციალური ქსელის (სკაიპი, ვაიბერის, მესენჯერის) საშუალებით ყოველი კვირის ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს, საღამოს 20.30 საათიდან - 21.00 საათამდე;
Ø ე-----------------–---–-- მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალა ბიუჯეტში გადახდილად. ასევე, გ------------–---–- დაეკისრა ე---------- დ------–---–-- სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 17 იანვარს მიღებული დროებითი განკარგულება.
ე-----------------–---–-- 2018 წლის 21 თებერვალს წარმოდგენილი შეგებებული სარჩელით მოითხოვა შეგებებული სარჩელით მოპასუხისთვის სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯის მოპასუხისთვის გადახდის დაკისრება. სარჩელს თან ერთვის საადვოკატო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით ასლის სახით (ტომი 02, ს.ფ. 105).
სასამართლოს საერზოლუციო ნაწილით არ განუსაზღვრია მხარისთვის წარმომადგენლის ხარჯის დაკისრების საკითხი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ზემოხსენებული მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუქნტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე.
მოცემულ შემთხვევაში შეგებებული სარჩელით განსახილველი დავის საგანია მოპასუხე გ------------–---–------- არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე.
შესაბამისად, ზემოხსენებული ნორმის გათვალისწინებით, არსებობს ზეპირი მოსმენის გარეშე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი და შეგებებული სარჩელით მოპასუხე გ------------–---–- მოსარჩელე ე-----------------–---–-- სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის გადახდა, 500 (ხუთასი) ლარის ანაზღაურება, განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე, 53-ე, 261-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ------------–---–-- სარჩელისა გამო მოპასუხე ე-----------------–---–-- მიმართ არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და ე-----------------–---–-- შეგებებულ სარჩელისა გამო მოპასუხე გ------------–---–-- მიმართ არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვის შესახებ მოთხოვნით მიღებულ იქნას დამატებითი გადაწყვეტილება:
1.1. შეგებებული სარჩელით მოპასუხე გ------------–---–- (დაბადებული 1--- წლის 0------------, შ--------- მოქალაქის პასპორტის №8-------) მოპასუხე ე-----------------–---–-- (პირადი №0----------) სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 500 (ხუთასი) ლარის გადახდა იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების მიზნით;
2. დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე ლელა ცანავა