გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.05.2019
საქმის ნომერი
200210018002478589
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
20.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N200210018002478589

საქმე N2/522-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 მაისი, 2019 წელი ქ.თელავი

თელავის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ნინო ჩახნაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ ბერძენაშვილი

მოსარჩელე – სს ,,ფ----------------------–--’’ წარმომადგენელი – გ--------------–-–---–ი, გ--------–-----–---–ი მოპასუხე – რ------------–---–---–ი წარმომადგენელი - ნ--------------–---–ი დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე რ------------–---–---–ს სს ,,ფ----------------------–--ს’’ სასარგებლოდ სესხის #316533.1300.001-001 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების თანხის 30 050.14 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 24 954.32 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 4 535.80 ლარი და პირგასამტეხლო - 560.02 ლარი.

 

1.2. მოპასუხე რ------------–---–---–ს სს ,,ფ----------------------–--ს’’ სასარგებლოდ სესხის #316533.1300.001-002 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების თანხის 19 928.49 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 15 375.21 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 4 200.66 ლარი და პირგასამტეხლო - 352.52 ლარი.

 

1.3. დავალიანების დასაფარად, სარეალიზაციოდ მიექცეს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული, რ------------–---–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონება, მდებარე, ქალაქი ახმეტა, ქუჩა ლ----------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 50.04.32.0--, ხოლო იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარად, იპოთეკის ხელშეკრულების 5.2 პუნქტის დათქმის თანახმად, აღსასრულებლად მიექცეს და კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება მოხდეს მსესხებლის სხვა უძრავ მოძრავი ქონებიდან ამონაგები თანხოთ.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

2017 წლის 10 მარტს სს ,,ფ----------------------–--ს” და რ------------–---–---–ს შორის გაფორმდა #316533.1300.001-001 გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო მომსახურების შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების, ასევე მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებათა საფუძველზე ბანკის მხრიდან წარმოქმნილ მოთხოვნათა უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 10 მარტის იპოთეკის #c44233 ხელშეკრულებით იპოთეკით დაიტვირთა რ------------–---–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. ახმეტა, ქუჩა ლ----------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 50.04.32.0--; 2017 წლის 10 მარტის გენერალური ხელშეკრულების შესაბამისად, სესხის #316533.1300.001-001 ხელშეკრულებით მსესხებელმა რ------------–---–---–მა სს ,,ფ----------------------–--სგან’’ სესხად მიიღო 25 000 ლარი 10.03.2017-დან 10.12. 2019-მდე, ანუ 1005 დღის ვადით, სესხით სარგებლობაზე წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 16%-ით წლის განმავლობაში. სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რაც ყოველგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 0.25%-ს. ამასთან, აურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში. 2017 წლის 10 მარტის გენერალური ხელშეკრულების შესაბამისად, 2017 წლის 28 აპრილის სესხის #316533.1300.001-002 ხელშეკრულებით მსესხებელმა რ------------–---–---–მა სს ,,ფ----------------------–--სგან’’ სესხად მიიღო 15 500 ლარი 28.04.2017-დან 27.12.2019-მდე, ანუ 973 დღის ვადით, სესხით სარგებლობაზე წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 22%-ით წლის განმავლობაში. სესხის ორივე ხელშეკრულების თანახმად, სესხის და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რაც ყოველ გადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 0.25%-ს. ამასთან, საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში. მსესხებელს სესხის #316533.1300.001-001 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან გადახდილი აქვს დავალიანების ნაწილი, ჯამში - 2355.80 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხა არის 45.68 ლარი, საპროცენტო სარგებელი 2306.87 ლარი და პირგასამტეხლო 3.25 ლარი. 2017 წლის 10 ოქტომბრიდან მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. მის მიერ გადახდილმა თანხამ შეადგინა მხოლოდ 281.03 ლარის ნაცვლად 2650.00 ლარისა. ვადაგადაცილებულ თანხაზე დარიცხულ იქნა საურავი, გადაუხდელი თანხის 0.25%-ის ოდენობით, რომლის დარიცხვაც განხორციელდა მხოლოდ 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში და შეადგინა 560.02 ლარი. მსესხებელს სესხის #316533.1300.001-002 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებიდან გადახდილი აქვს დავალიანების ნაწილი, ჯამში - 1560.65 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხა არის 124.79 ლარი, საპროცენტო სარგებელი 1415.87 ლარი და პირგასამტეხლო 19.99 ლარი. 2017 წლის 27 ოქტომბრიდან მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ვადაგადაცილებულ თანხაზე დარიცხული იქნა საურავი, გადაუხდელი თანხის 0.25%-ის ოდენობით, რომლის დარიცხვაც განხორციელდა მხოლოდ 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში და შეადგინა 352.62 ლარი. მსესხებელს სესხის #316533.1300.001-001 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებიდან გამომდინარე ბანკის მიმართ აქვს დავალიანება 30 050.14 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 24 954.32 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 4 535.80 ლარი და პირგასამტეხლო - 560.02 ლარი. მსესხებელს სესხის #316533.1300.001-002 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებიდან გამომდინარე ბანკის მიმართ აქვს დავალიანება 19 928.49 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 15 375.21 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 4 200.66 ლარი და პირგასამტეხლო - 352.52 ლარი. მსესხებელს გაეგზავნა გაფრთხილების წერილი და მიეცა დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა ვალდებულება დღემდე არაა შესრულებული.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე რ------------–---–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის ნაწილში, რაც შეეხება საურავსა და პირგასამტეხლოს, მიიჩნევს , რომ იგი შეუსაბამოდ მაღალია და მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებას ემსახურება. ეკონომიური გაჭირვების გამო, ვერ შეძლო ხელშეკურლებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც მიაჩნია რომ ბანკის მიერ უნდა იქნა გათვალისწინებული და მოახდინოს სესხის რესტრუქტურიზაცია დავალიანების სრულად დაფარვის მიზნით. სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, სახეზეა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, სხვა უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაცია ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 10 მარტს სს ,,ფ----------------------–--ს” და რ------------–---–---–ს შორის გაფორმდა #316533.1300.001-001 გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო მომსახურების შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების, ასევე მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებათა საფუძველზე ბანკის მხრიდან წარმოქმნილ მოთხოვნათა უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 10 მარტის იპოთეკის #c44233 ხელშეკრულებით იპოთეკით დაიტვირთა რ------------–---–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. ახმეტა, ქუჩა ლ----------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 50.04.32.0--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 10 მარტის #316533.1300.001-001 გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო მომსახურების შესახებ (იხ. ს.ფ. 16-20);

- 2017 წლის 10 მარტის იპოთეკის ხელშეკრულება #c44233 (იხ. ს.ფ. 21-24);

 

3.1.2. 2017 წლის 10 მარტის გენერალური ხელშეკრულების შესაბამისად, სესხის #316533.1300.001-001 ხელშეკრულებით მსესხებელმა რ------------–---–---–მა სს ,,ფ----------------------–--სგან’’ სესხად მიიღო 25 000 ლარი 10.03.2017-დან 10.12. 2019-მდე, ანუ 1005 დღის ვადით, სესხით სარგებლობაზე წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 16%-ით წლის განმავლობაში. სესხის და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რაც ყოველ გადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 0.25%-ს. ამასთან, საურავის დარიცხვა ხორცილდება მხოლოდ 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 10 მარტის სესხის ხელშეკრულება #316533.1300.001-001 (იხ. ს.ფ. 26-29);

- სესხის დაფარვის გრაფიკი (იხ. ს.ფ. 30);

 

3.1.3. 2017 წლის 10 მარტის გენერალური ხელშეკრულების შესაბამისად 2017 წლის 28 აპრილის სესხის #316533.1300.001-002 ხელშეკრულებით მსესხებელმა რ------------–---–---–მა სს ,,ფ----------------------–--სგან’’ სესხად მიიღო 15 500 ლარი 28.04.2017-დან 27.12.2019-მდე, ანუ 973 დღის ვადით, სესხით სარგებლობაზე წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 22%-ით წლის განმავლობაში. სესხის და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რაც ყოველ გადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 0.25%-ს. ამასთან, საურავის დარიცხვა ხორცილდება მხოლოდ 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 10 მარტის სესხის ხელშეკრულება #316533.1300.001-002 (იხ. ს.ფ. 38-41);

- სესხის დაფარვის გრაფიკი (იხ. ს.ფ. 42);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მსესხებელს სესხის #316533.1300.001-001 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებიდან გადახდილი აქვს დავალიანების ნაწილი, ჯამში - 2 355.80 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხა არის 45.68 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 2 306.87 ლარი და პირგასამტეხლო - 3.25 ლარი. 2017 წლის 10 ოქტომბრიდან მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. მის მიერ გადახდილმა თანხამ შეადგინა მხოლოდ 281.03 ლარი ნაცვლად 2 650 ლარისა. ვადაგადაცილებულ თანხაზე დარიცხულ იქნა საურავი, გადაუხდელი თანხის 0.25%-ის ოდენობით, რომლის დარიცხვაც განხორციელდა მხოლოდ 60 კალენდარული დღის ვადაში და შეადგინა 560.02 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის დაფარვის გრაფიკის ასლი (იხ. ს.ფ. 30);

- სესხის გადახდის ისტორია (იხ. ს.ფ. 36-37);

 

3.2.2. მსესხებელს სესხის #316533.1300.001-002 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებიდან გადახდილი აქვს დავალიანების ნაწილი, ჯამში - 1 560.65 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხა არის 124.79 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 1 415.87 ლარი და პირგასამტეხლო - 19.99 ლარი. 2017 წლის 27 ოქტომბრიდან მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ვადაგადაცილებულ თანხაზე დარიცხულ იქნა საურავი, გადაუხდელი თანხის 0.25%-ის ოდენობით, რომლის დარიცხვაც განხორციელდა მხოლოდ 60 კალენდარული დღის ვადაში და შეადგინა 352.62 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის დაფარვის გრაფიკის ასლი (იხ. ს.ფ. 42);

- სესხის გადახდის ისტორია (იხ. ს.ფ. 46-47);

 

3.2.3. მოვალეს სესხის #316533.1300.001-001 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე ბანკის მიმართ აქვს დავალიანება 30 050. 14 (ოცდაათიათას ორმოცდაათი და 14 თეთრი) ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხა არის 24 954.32 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 4 535.80 ლარი და პირგასამტეხლო 560.02 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის გადახდის ისტორია (იხ. ს.ფ. 36-37);

 

3.2.4. მოვალეს სესხის #316533.1300.001-002 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე ბანკის მიმართ აქვს დავალიანება 19 928.49 (ცხრამეტიათას ცხრას ოცდარვა და 49 თეთრი) ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხა არის 15 375.21 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 4 200.66 ლარი და პირგასამტეხლო 352.62 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის გადახდის ისტორია (იხ. ს.ფ. 46-47);

 

3.2.5. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების შეფასებით სასამართლოს მიაჩნია, რომ რ------------–---–---–ის დავალიანება სს ,,ფ----------------------–--ს’’ მიმართ: 1) სესხის #316533.1300.001-001 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე ბანკის მიმართ დავალიანება შეადგენს 30 050. 14 ლარს, საიდანაც ძირი თანხა არის 24 954.32 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 4 535.80 ლარი და პირგასამტეხლო 560.02 ლარი. 2) სესხის #316533.1300.001-002 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე ბანკის მიმართ დავალიანება შეადგენს 19 928.49 ლარს, საიდანაც ძირი თანხა არის 15 375.21 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 4 200.66 ლარი და პირგასამტეხლო 352.62 ლარი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსესხებელს წარმოეშვა სესხის ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლის დავალიანება, ასევე დაერიცხა პირგასამტეხლო.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, რომლის ძალითაც მოდავე მხარეებს აქვს თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები, განკარგონ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, წარმოადგინონ მტკიცებულებები მითითებული ფაქტების დასადასტურებლად. ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამრიგად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრად ნაწილდება. ამასთან, მტკიცების ტვირთის გადანაწილებას უმეტესწილად სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა აწესრიგებს. ზოგადი ანალიზით, მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის მტკიცებას კანონმდებელი იმ მხარეს ავალებს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილია. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას, ხელშეკრულების დადებისა და შეთანხმების საგნის გადაცემის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თანხის გადაუხდელობას. მოსარჩელემ დაამტკიცა და სასამართლომაც დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად ცნო მოსარჩელის მიერ მსესხებლისათვის სესხის თანხის გადაცემა. თანხის გადახდის მტკიცების ტვირთი კი, მოპასუხის მხარეზეა.

 

სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებებლი დოკუმენტი. მითითებული ნორმით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ფაქტის დასადგენად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას. ფულადი ვალდებულების თავისებურებიდან გამომდინარე, მისი შესრულება უნდა დასტურდებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს თანხის გადახდის ფაქტზე.

 

მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს დაანგარიშებული თანხის შეუსაბამობაზე. ასევე საქმის მასალებიდან არ ჩანს, რომ მოპასუხემ რაიმე ღონისძიებებს მიმართა ამ გარემოების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებათა მოსაპოვებლად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ რ------------–---–---–ის დავალიანების ოდენობა შეესაბამება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დავალიანების ცნობაში მითითებულ თანხებს. საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადახდების ისტორია (ს.ფ. 36-37, 46-47);

 

3.2.6. სასამართლო განმარტავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყარება მათი შესაგებელი. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით. სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურ სამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე.

 

მოპასუხე - რ------------–---–---–ის შედავება ძირითადად შემოიფარგლა იმაზე მითითებით, რომ საურავი და პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და ეკონომიური გაჭირვების გამო ვერ შეძლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება.

 

ამრიგად, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები სამართლებრივად ქმნიან იმის პრეზუმფციას, რომ მოსარჩელის მიმართ დარღვეული იქნა თანხის გადახდის ვალდებულება და დავალიანების ოდენობა შეადგენს 3.2.5. პუნქტში მითითებულ თანხებს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ,,ფ----------------------–--ს’’ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველია, 2017 წლის 10 მარტს სს ,,ფ----------------------–--ს” და რ------------–---–---–ს შორის დადებული #316533.1300.001-001 გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო მომსახურების შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, 2017 წლის 10 მარტს და 2017 წლის 28 აპრილს სს ,,ფ----------------------–--სა’’ და რ------------–---–---–ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მსესხებელს სესხის სახით ასათვისებლად გამოეყო ფინანსური რესურსები.

 

2017 წლის 10 მარტის გენერალური ხელშეკრულების შესაბამისად, სესხის #316533.1300.001-001 ხელშეკრულებით მსესხებელმა რ------------–---–---–მა სს ,,ფ----------------------–--სგან’’ სესხად მიიღო 25 000 ლარი 10.03.2017-დან 10.12. 2019-მდე, ანუ 1005 დღის ვადით, სესხით სარგებლობაზე წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 16%-ით წლის განმავლობაში. სესხის და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რაც ყოველ გადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 0.25%-ს. ამასთან, საურავის დარიცხვა ხორცილედება მხოლოდ 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.

 

მსესხებლის მიერ მიღებულ იქნა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა - 25000 ლარის ოდენობით.

 

2017 წლის 10 მარტის გენერალური ხელშეკრულების შესაბამისად 2017 წლის 28 აპრილის სესხის #316533.1300.001-002 ხელშეკრულებით მსესხებელმა რ------------–---–---–მა სს ,,ფ----------------------–--სგან’’ სესხად მიიღო 15 500 ლარი 28.04.2017-დან 27.12.2019-მდე, ანუ 973 დრის ვადით, სესხით სარგებლობაზე წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 22%-ით წლის განმავლობაში. სესხის და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რაც ყოველ გადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 0.25%-ს. ამასთან, საურავის დარიცხვა ხორცილედება მხოლოდ 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.

 

მსესხებლის მიერ მიღებულ იქნა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა - 15500 ლარის ოდენობით.

 

ამდენად, მითითებული ხელშეკრულებები წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ სს „ფ----------------------–--ს“ და რ------------–---–---–ს შორის 2017 წლის 10 მარტს და 2017 წლის 28 აპრილს დაიდო სესხის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 25.000 ლარის და 15.500 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი პირველ შემთხვევაში განისაზღვრა 16 % -ით, მეორე შემთხვევაში - 22%-ით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და მასზე თანდართული გადახდის გრაფიკი, რაც მისთვის როგორც ძირი თანხის, ასევე მასზე დარიცხული პროცენტის დაკისრების საფუძველია.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მითითებას, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული წლიური საპროცენტო განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალია. იგი არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსა და ზნეობის ნორმებს, რის გამოც, მოპასუხის მოთხოვნას სარგებლის შემცირების თაობაზე სასამართლო ვერ გაიზიარებას. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს სასამართლოს შესაძლებლობას, შეამციროს მხოლოდ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო, როდესაც მისი ოდენობა გაუმართლებლად მაღალია ვალდებულების დარღვევის ხასიათისა და დარღვევით განპირობებული შესაძლო ზიანის მხედველობაში მიღებით, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად. სასამართლოს მიერ მხარეთა შეთანხმებით დადგენილი სარგებლის შემცირება კანონით გათვალისწინებული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიერ მხარეთა შეთანხმებით დადგენილი სარგებლის შემცირება კანონით გათვალისწინებული არ არის, თუმცა თუკი იგი პასუხობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მოთხოვნებს, სასამართლოს მიერ ხდება მოპასუხის პოზიციის გაზიარება შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ნაწილში, რაც განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება.

 

6.3. სს ,,ფ----------------------–--ს“ და რ------------–---–---–ს შორის სესხის ხელშეკრულების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მხარეთა შორის შეთახმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულად ჩამოყალიბებული უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.

 

საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მხრიდან სრულად იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება - შეთანხმებული სესხის თანხის გაცემის თაობაზე, ხოლო მოპასუხე რ------------–---–---–მა ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების შეფასებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის შემოტანის დროისათვის, რ------------–---–---–ის დავალიანება სს ,,ფ----------------------–--ს“ მიმართ: 1) სესხის #316533.1300.001-001 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე ბანკის მიმართ დავალიანება შეადგენს 30 050. 14 ლარს, საიდანაც ძირი თანხა არის 24 954.32 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 4 535.80 ლარი და პირგასამტეხლო 560.02 ლარი. 2) სესხის #316533.1300.001-002 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე ბანკის მიმართ დავალიანება შეადგენს 19 928.49 ლარს, საიდანაც ძირი თანხა არის 15 375.21 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 4 200.66 ლარი და პირგასამტეხლო 352.62 ლარი,- რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

6.5. საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული თანხები, ხოლო რაც შეეხება მსესხებლს - რ------------–---–---–ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულება, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილება ზედიზედ, სულ ცოტა, ორი ვადის. შეწყვეტა ძალაში შედის, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შედეგადაც არ მოხდა გადახდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე მულის მე-2 ნაწილის თანახმად, კი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებების მიხედვით განსაზღვრულია პირგასამტეხლოს ოდენობა კანონით დადგენილი წერილობითი ფორმით და ვინაიდან მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, აღნიშნული გარემოება მოსარჩელის მხრიდან პირგასამტეხლოს დარიცხვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, განსახილველ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერია.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საკრედიტო მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნები უზრუნველყოფილია იპოთეკით. კერძოდ, 2017 წლის 10 მარტს სს ,,ფ----------------------–--ს” და რ------------–---–---–ს შორის გაფორმდა #316533.1300.001-001 გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო მომსახურების შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების, ასევე მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებათა საფუძველზე ბანკის მხრიდან წარმოქმნილ მოთხოვნათა უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 10 მარტის იპოთეკის #c44233 ხელშეკრულებით იპოთეკით დაიტვირთა რ------------–---–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. ახმეტა, ქუჩა ლ----------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 50.04.32.0--.

 

დადგენილია, რომ მსესხებელს კრედიტორის მოთხოვნები, რომელთა უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, არ დაუკმაყოფილებია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2017 წლის 10 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული რ------------–---–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაცია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში.

 

2017 წლის 10 მარტის იპოთეკის ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა არ აღმოჩნდება საკმარისი წარმოშობილი დავალიანების დასაფარად, სს ,,ფ----------------------–--’’ იტოვებს უფლებას დარჩენილი დავალიანების დაფარვა მოითხოვოს მსესხებლის და/ან თავდების სხვა ნებისმიერი ქონებიდან.

 

ამდენად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით პირდაპირ არის განსაზღვრული, რომ მოსარჩელეს აქვს უფლება აღსრულება მიექციოს მოვალის სხვა ქონებაზე, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნებოდა საკმარისი მისი მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე და 301-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, თავდაპირველად აღსრულება უნდა მიექცეს იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე, ხოლო ამონაგები თანხის არასაკმარისობისას მოვალის სხვა ქონებაზე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით არ მოხდება დავალიანების სრულად დაფარვა, 2017 წლის 10 მარტის და 2017 წლის 28 აპრილის სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე დაკისრებული დავალიანების დაფარვის მიზნით იძულებით აღსრულება უნდა მიექცეს რ------------–---–---–ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 1499.36 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი კმაყოფილდება, სსსკ-ის 53.1 მუხლის თანახმად, მოპასუხე რ------------–---–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1499.36 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს ,,ფ----------------------–--ს"’ სარჩელი მოპასუხე რ------------–---–---–ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

1.1. მოპასუხე რ------------–---–---–ს მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--ს" სასარგებლოდ დაეკისროს სესხის #316533.1300.001-001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 30 050.14 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 24 954.32 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 4 535.80 ლარი და პირგასამტეხლო - 560.02 ლარი.

 

1.2. მოპასუხე რ------------–---–---–ს მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--ს" სასარგებლოდ დაეკისროს სესხის #316533.1300.001-002 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 19 928.49 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 15 375.21 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 4 200.66 ლარი და პირგასამტეხლო - 352.52 ლარი.

 

2. დავალიანების დასაფარად, სარეალიზაციოდ მიექცეს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული, რ------------–---–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომლის მახასიათებელია: მდებარე: ქ. ახმეტა, ქუჩა ლ----------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: #50.04.32.0--.

 

3. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარად, იპოთეკის ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად, აღსასრულებლად მიექცეს და კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება მოხდეს მსესხებლის სხვა ნებისმიერი ქონებიდან.

 

4. მოპასუხე რ------------–---–---–ს მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--ს" სასარგებლოდ დაეკისროს 1499.36 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ნინო ჩახნაშვილი