განაჩენი

სისხლის სამართლის 24.05.2019
საქმის ნომერი
330100119002896639
თარიღი
24.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#---------

#------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 მაისი 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ლილი მსხილაძე

სხდომის მდივანი - ფატიმა გოგიშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე :

პროკურორი - მ-----– ს--------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული:

მ------ ხ--------- - დაბადებული 1--- წლის 5-----------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ბ-------------–----–-----------------

 

კვალიფიკაცია:

მ------ ხ---------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1.2018 წლის 21 მაისიდან 14 სექტემბრამდე პერიოდში, შპს „ჯ-----------ს” (ს/ნ 4--------) ს-------- აგენტმა მ------ ხ---------მ, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ამავე საზოგადოების კუთვნილი, პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფულადი თანხა 2 761,86 ლარის ოდენობით.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება,თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა,ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით

 

2.1. ბრალდებულმა მ------ ხ---------მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ მასში, რომ 2018 წლის 21 მაისიდან 14 სექტემბრამდე პერიოდში, მუშაობდა რა შპს „ჯ-----------ს” ს-------- აგენტად, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ამავე საზოგადოების კუთვნილი, პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფულადი თანხა 2 761,86 ლარის ოდენობით, საიდანაც აანაზღაურა 2300 ლარი.

 

2.2. ბრალდების მტკიცებულებები მხარეთა მიერ არ გახდა სადავო და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდაო მტკიცებულებებად.

 

2.3. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მ------ ხ---------მ ჩადინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

 

მითვისება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

2.4. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2018 წლის 21 მაისიდან 14 სექტემბრამდე პერიოდში, შპს „ჯ-----------ს” (ს/ნ 4--------) ს-------- აგენტმა მ------ ხ---------მ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ამავე საზოგადოების კუთვნილი, პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფულადი თანხა 2 761,86 ლარის ოდენობით.

 

2.5. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზემოთ, განსახილველ შემთხვევაში ქონებრივმა ზიანმა შეადგინა 2 761,86 ლარი.

 

2.6. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მ------ ხ---------მ ჩაიდინა მითვისება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

3.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. მ------ ხ---------ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების: ს------- კ------–---–-ს, თ----- ჩ-----ს, თ---------- კ------ის, ზ----- ხ-----------ის, მ--- მ-------–---–ის, ნ---- გ------------ის, ა----------ის, გ------- ს-----–--ის, ქ------- ლ----------ის გამოკითხვის ოქმები; შრომითი ხელშეკრულება დანართებთან ერთად, მ------ ხ---------ს განთავისუფლების ბრძანება, საკონტროლო სალარო აპარატის მიღება-ჩაბარების აქტი, შედარების აქტები, საკონტროლო სალარო აპარატის ქვითრები, სასაქონლო ზედნადებები, შპს შპს „ჯ-----------დან” ამოღებული დოკუმენტაცია, შპს შპს „ჯ-----------დან” და საბანკო დაწესებულებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, საბუღალტრო პროგრამა, საბანკო ანგარიშების ამონაწერი, 0--------- წლის თემატური რეკვიზიტის აქტი და საქმეში არსებულ სხვა მასალათა ერთობლიობა.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ------ ხ---------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგეობაში იმყოფებოდა, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით,4.2. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.

 

4.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მ------ ხ---------ს ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

5.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. მ------ ხ---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

5.2. მ------ ხ---------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას. მ------ ხ--------- ნასამართლობის არ მქონე პირია, გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არის დაოჯახებული და ყავს მცირეწლოვანი შვილი.

 

6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას მ------ ხ---------ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენს დანაშაულს.

 

6.3. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელის მიზნის მისაღწევად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, მ------ ხ---------ს მიმართ ძირითადი სასჯელის სახით გამოყენებულ იქნას ჯარიმა გადახდისუნარიანობის ფარგლებში.

 

7. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

7.1. ს.ს „----------------ნ“ გამოთხოვილი „01“ ერთეული ელექტრონული დისკი (მოთავსებულია ს------------------), შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

7.2. შპს „ჯ-----------დან“ გამოთხოვილი „01“ ერთეული ელექტრონული დისკი (მოთავსებულია ს-----------------), შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ------ ხ--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

2. მ------ ხ---------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

3. მ------ ხ---------ს 2 (ორი ) წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო საქმიანობის უფლება.

 

4. მ------ ხ---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

5. მ------ ხ---------ს მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

 

6.1. ს.ს „----------------ნ“ გამოთხოვილი „01“ ერთეული ელექტრონული დისკი (მოთავსებულია ს------------------), შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

6.2. შპს „ჯ-----------დან“ გამოთხოვილი „01“ ერთეული ელექტრონული დისკი (მოთავსებულია ს-----------------), შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლილი მსხილაძე/