გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
231210019002857276
N2/13-2019
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
03.05.2019 წელი ქ. ხობი
ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლო
ხობის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე: შოთა სირაძე
სხდომის მდივანი: ნუნუ ძველაია
მოსარჩელე: ა-–---- ქ---------,მოპასუხე: ვ------ ქ---------,წარმომადგენელი: ბ------- ვ-----–---–-,დავის საგანი: ქორწინების შეწყვეტა.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. შეწყდეს ა-–---- ქ---------სა (პ.ნ. 5----------) და ვ------ ქ---------ს (პ.ნ. 5----------) შორის 1--- წლის 03 სექტემბერს, სსგს ხობის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული (სააქტო ჩანაწერი N4-) ქორწინება.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
მოსარჩელე ა-–---- ქ--------- 1--- წლის 03 სექტემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ვ------ ქ---------სთან, თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ 5 შვილი, 10 წელია ცალ-ცალკე ცხოვრობენ და მათ შორის ფაქტობრივად შეწყვეტილია ქორწინება. მოსარჩელის განმარტებით, ხასიათით არიან ერთმანეთთან შეუთავსებელი, ვერ ეწყობიან ერთმანეთს და სურს ქორწინების შეწყვეტა.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. ვ------ ქ---------მ სასამართლოს მომართა შესაგებლით, რომლის მიხედვით არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და მოითხოვა შესარიგებელი ვადა 6 თვის ვადით. 2019 წლის 03 მაისს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა ბ------- ვ-----–---–-- შეცვალა პოზიცია და აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში მხარეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, რის გამოც დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას შერიგების ვადის გარეშე ქორწინების შეწყვეტის თაობაზე.
(2019 წლის 20 მარტის შესაგებელი, 2019 წლის 03 მაისის სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. დადგენილია, რომ ა-–---- ქ---------მ (პ.ნ. 5----------) და ვ------ ქ---------მ (პ.ნ. 5----------) 1--- წლის 03 სექტემბერს იქორწინეს და სსგს ხობის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემულ იქნა ქორწინების მოწმობა, ქორწინების შემდგომ ვ------ ყ--–------ მიეკუთვნა გვარი ქ---------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ქორწინების მოწმობა და მხარეთა ახსნა-განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა შეწყდეს ა-–---- ქ---------სა (პ.ნ. 5----------) და ვ------ ქ---------ს (პ.ნ. 5----------) შორის 1--- წლის 03 სექტემბერს, სსგს ხობის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული (სააქტო ჩანაწერი N4-) ქორწინება.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, სამოქალაქო კოდექსის 1122-ე და 1127-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის შემთხვევაში, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და გამოაქვს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1122 მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება: ა) ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალებით;ბ) კანონით დადგენილი წესით ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვლილად გამოცხადებით; გ) განქორწინებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1127 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია ??????????? ?????????? ????????? ????????? ???????? .
6.2. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ცნო სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და გამოაქვს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა და შეწყდეს ა-–---- ქ---------სა (პ.ნ. 5----------) და ვ------ ქ---------ს (პ.ნ. 5----------) შორის 1--- წლის 03 სექტემბერს, სსგს ხობის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული (სააქტო ჩანაწერი N4-) ქორწინება.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
გამომდინარე ზემოაღნიშნული მუხლიდან, ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ცნო მოსამზადებელ სხდომაზე, მოსარჩელე ა-–---- ქ---------ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ.ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე 257-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს ა-–---- ქ---------ს სარჩელი, ვ------ ქ---------ს მიმართ ქორწინების შეწყვეტის შესახებ.
2. შეწყდეს ა-–---- ქ---------სა (პ.ნ. 5----------) და ვ------ ქ---------ს (პ.ნ. 5----------) შორის 1--- წლის 03 სექტემბერს, სსგს ხობის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული (სააქტო ჩანაწერი N4-) ქორწინება.
3. მოსარჩელე ა-–---- ქ---------ს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი ( სახ. ბაჟის გადახდის თარიღი 19.02.2019 წელი, საგადასახადო დავალება N19427213).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს ხობის მუნიციპალიტეტში მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში ხობის მუნიციპალიტეტში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შოთა სირაძე