გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №820210019002838837
№2-60/19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14 მაისი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მდივანი სოფია კობახიძე
მოსარჩელე - სს ,,ს--------------------------------------–-----ი“
წარმომადგენელი - ლ---- მ---------–ია
მოპასუხე - გ------- ხ--–--–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე გ------- ხ--–--–---–ს სს ,,ს--------------------------------------–-----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 19112,10 ლარის ანაზღაურება.
1.2. მოპასუხე გ------- ხ--–--–---–ს სს ,,ს--------------------------------------–-----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 574 ლარის ოდენობით გადახდა და იურიდიული მომსახურების ხარჯი - დავის საგნის 4% ოდენობით გადახდა.
2.მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი მთლიანად სცნო, შესაბამისად სარჩელში მითითებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას დაეთანხმა და მიიჩნია უდავოდ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 18 ნოემბერს გ------- ხ--–--–---–მა, რომელიც მართავდა ფორდ სიერას მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით M------, ბათუმი ა---––---ს ცენტრალური საავტომობილო გზის 2--- კილომეტრზე მოძრაობისას ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 33 პუნქტი 1-ის და მუხლი 33 პუნქტი 2-ის მოთხოვნები (სიჩქარის გადაჭარბება), გადავიდა სავალი გზის საპირისპირო მოძრავ ზოლში და შეეჯახა ავტომობილ „მერსედეს ბენცს“ სახელმწიფო ნომრებით G------ს, რამაც გამოიწვია გ------- ხ--–--–---–ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანის სალონში მჯდომი მ----- ფ----------ის სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება ხანგრძლივი მოშლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები, ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2016 წლის 23 დეკემბრის დადგენილება
- შესაგებელი
3.1.2. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის რ----------–----ის მიერ 2016 წლის 23 დეკემბრის დადგენილებით (დოკუმენტის №----------: საქმე №------------) სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ - განსაზღვრულ იქნა რომ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იქნა გ------- ხ--–--–---–ის მიერ და მან ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
სასამარათლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები - სასარჩელო განცხადება
- ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2016 წლის 23 დეკემბრის დადგენილება
- შესაგებელი
3.1.3. „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით G----- კოალიცია დ-------------–---–--------ის მიერ დაზღვეული იყო სს „ს--------------------------------------–-----ში“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები- დაზღვევის პოლისი
- შესაგებელი;
3.1.4. დაზიანებული ავტომანქანა ზიანის ხარისხის განსაზღვრისათვის წარდგენილი იქნა შპს პ-----------------–ი, რომლის დეფექტური აქტის თანახმად დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების აღენიშნება სხვადასხვა მძიმე დაზიანებები, ძალამ შეჯახების შედეგად მიიღო მნიშვნელოვანი დაზიანება რაც გამოიხატება მისი გეომეტრიის რღვევაში, დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე მანქანის აღდგენა არ არის რეკომენდირებული, აღნიშნული დასკვნით მანქანის ნარჩენი ღირებულება შეადგენდა 2500 აშშ დოლარს, დაზიანებამდე არსებულ მდგომარეობაში კი მანქანის ღირებულება შეადგენდა 9500 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები- შპს პროგრეს ინვესტის დეფექტური აქტი;
- შესაგებელი;
3.1.5. მოპასუხეს უნდა დაეკისროს 19 112 ლარი და 10 თეთრი, რომლის გამოანგარიშებაც მოხდა შემდეგნაირად ავტომანქანის დაზიანების დროს არსებულ საბაზრო ღირებულებას - 9500 აშშ დოლარს, რომელიც დამზღვევისათვის თანხის გადახდის მომენტისათვის 2017 წლის 06 იანვრისათვის ბანკის კურსით (1 დოლარი = 2.7303, წყარო ეროვნული ბანკის ვერ გვერდი ) შეადგენდა 25937,85 ლარს, გამოაკლდა ნარჩენი ღირებულება 2500 დოლარი რაც დამზღვევისათვის თანხის გადახდის მომენტისათვის 2017 წლის 06 იანვრისათვის ბანკის კურსით (1 დოლარი =2.7303, წყარო ეროვნული ბანკის ვერ გვერდი ) შეადგენდა 6825,75 ლარს. სხვაობა შეადგენს – 19112 ლარს და 10 თეთრს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები- გადახდის ქვითარი;
- შესაგებელი;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებული ზიანის გამო, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხე გ------- ხ--–--–---–ს სს ,,ს--------------------------------------–-----ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 19112,10 ლარის გადახდა. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელი სცნო, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 574 ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 394-ე, 417-ე, 418-ე, 629-ე, 394-ე მუხლებით;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 128-ე, 129-ე, მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს სხდომაზე საქმის განხილვისას მოპასუხემ ცნო სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე გ------- ხ--–--–---–ს უნდა დაეკისროს 19112,10 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლოს ხარჯები შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილს თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისგან. ამავე კოდექსის თანახმად, ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილს თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,ს--------------------------------------–-----ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე გ------- ხ--–--–---–ს სს ,,ს--------------------------------------–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს 19 112,10 (ცხრამეტი ათას ას თორმეტი ლარი და 10 თეთრი) ლარის გადახდა.
3. მოსარჩელე სს ,,ს--------------------------------------–-----ს“ დაუბრუნდეს სასამართლოში განსახილველ საქმეზე გ------- ხ--–--–---–ის მიმართ, სს ,,თ----- ბ---–ი“ (საგადახდო დავალება №---------) 2019 წლის 05 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 574 ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358) სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე:
ხვიჩა კიკილაშვილი