გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/4949-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი
მოსარჩელე - დ----------–----ე, ი-----------ე, ლ--–-------–--–---–ი, ნ--------------ე, ი-------–-----ი, რ-------------–---–ი, ნ---------------ე, ა-----------–---–ი, ა-–---------------–----ე, ი------------ე, ქ-----------------–--ე, მ---------------–---–ი
წარმომადგენლები - ქ--------------ე, გ---------------ა
მოპასუხე - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
წარმომადგენელი - დ-------------ა, ნ-------------–---–ი, დ---------------ა, ნ-----------–-–---–ი
მესამე პირი - შ------------“
წარმომადგენელი - ს---------–-----ე
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 02 ივლისის №2---- ბრძანება შ------------“-ის ა-----–-------–----------------------–-------–--------------------------------–----–-----------–-----------------–------–-------------ზე სკრინინგის გადაწყვეტილების შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და წარმოდგენილი წერილობითი შესაგებელში მიუთითეს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირის - შ------------“-ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. 2018 წლის 06 ივნისს შ------------“-მა განცხადებით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სკრინინგის პროცედურის ჩატარების მოთხოვნით, ო------------------–----–----------------–----------ში ა-----–-------–-----------------------–-------–--------------------------------–--------–---------------–-----------–-----------------–------–-ის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 06 ივნისს შ------------“-ის განცხადება - ს/ფ 87-138
4.1.2. 2018 წლის 18 ივნისს ა-----------–---–მა და ქ-----------------–--ემ, სოფლების - დ-----------------------–----–-------------------ს მოსახლეობის სახელით, განცხადებით მიმართეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მიუთითეს, რომ ასფალტის ნარევის წარმოების პროცესის თანმდევი შედეგია - ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი მდგომარეობის გაუარესება, გარემოს დაბინძურება ხმაურით, მიწისქვეშ წყლების დაბინძურება, ბიოლოგიურ გარემოზე ნეგატიური ზემოქმედება, ადამიანის ჯანმრთელობაზე ნეგატიური შედეგების მქონე საწარმოო ნარჩენების წარმოქმნა წარმოების ადგილზე. აღნიშნული განცხადებით მოთხოვნილი იქნა შ------------“-ის განცხადებასთან დაკავშირებით წარმოების შეჩერება, შ------------“-ის საქმიანობის კანონიერების შესწავლა, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ჩართვა და ო------------------–----–----------------–----------ში ა-----–-------–-----------------------–-------–--------------------------------–--------–---------------–---------------------------------ის შეფასების დადგენა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ა-----------–---–ის და ქ-----------------–--ის 2018 წლის 18 ივნისის განცხადება - ს/ფ 149-162
4.1.3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის 22 ივნისის N5--------------------- წერილის მიხედვით, ო------------------–----–---------------–--ის: დ-----------------------–----–------------------ს მოსახლეობას ეცნობა, რომ შემდგომი რეაგირების მიზნით, მასალები გადაეგზავნა სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს. მათვე ეცნობათ, რომ სამინისტროში მიმდინარეობდა შ-------------’’-ის განცხადების განხილვა. ამასთან, განმცხადებლებს გაეგზავნათ შ------------“-ის განცხადებასთან დაკავშირებით არსებული მასალები და ეთხოვათ, რომ არაუგვიანეს 2018 წლის 26 ივნისამდე მიეწოდებინათ შენიშვნები და წინადადებები სკრინინგის გადაწყვეტილების მიღების მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის 22 ივნისის N5--------------------- წერილი - ს/ფ 163-164
4.1.4. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 26 ივნისის N2---- ბრძანებით გაგრძელდა შ-------------’’-ის ა-----–----------------------------–-------–--------------------------------–----–-----------–----ისა და ექსპლუატაციის პროექტზე სკრინინგის პროცედურის ადმინისტრაციული წარმოების ვადა 2018 წლის 06 ივლისის ჩათვლით, ვინაიდან სკრინინგის პროცედურის მიმდინარეობის ეტაპზე გამოიკვეთა, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით არსებობდა ადგილობრივი მოსახლეობისა და კომპანიის ურთიერთგანსხვავებული განცხადებები. საკითხის სრულყოფილად და ობიექტურად შესწავლის მიზნებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, ექსპერტებისა და სპეციალისტების მიერ დამატებით შესწავლილიყო საქმიანობის განხორციელების ტერიტორია და დოკუმენტებში წარდგენილი მასალები, რათა დაზუსტებულიყო კომპანიის წერილში არსებული ინფორმაცია და პასუხი გასცემოდა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დასმულ საკითხებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 26 ივნისის N2---- ბრძანება - ს/ფ 165-168
4.1.5. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის 27 ივნისის N5------ წერილით ო------------------–----–---------------–--ის: დ-----------------------–----–-----------------ის მოსახლეობას ეცნობა, რომ 2018 წლის 27 ივნისს დაგეგმილი იყო მივლინება ს------–----------ში სამინისტროს შესაბამისი ექსპერტ-სპეციალისტების მონაწილეობით, რათა სკრინინგის ეპატზე, დამატებით ადგილზე შესწავლილიყო საწარმოს ტექნიკური პარამეტრები და საკითხის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი შესაბამისი გარემოებები. ამასთან, ეთხოვათ ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ეცნობებინათ აღნიშნულთან დაკავშირებით მოსაზრებები არაუგვიანეს 2018 წლის 02 ივლისისა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ო------------------–----–---------------–--ის: დ-----------------------–----–-----------------ის მოსახლეობამ 2018 წლის 29 ივნისს განცხადებით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მათი დასწრების გარეშე ჩატარებული შეხვედრის თაობაზე. წარადგინეს ინფორმაცია სკრინინგის განცხადებაზე გადაწყვეტილების მიღების ვადის გაგრძელების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის 27 ივნისის N5------ წერილი - ს/ფ 169-170
- განცხადება - ს/ფ 171-178
4.1.6. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 02 ივლისის N2---- ბრძანებით მიღებული იქნა სკრინინგის გადაწყვეტილება შ------------“-ის ა-----–-------–----------------------–-------–--------------------------------–----–-----------–-------–-----ბ და ექსპლუატაცია არ დაექვემდებარა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას. შ------------“ დაევალა საქართველოს კანონის ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის’’ მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, უზრუნველეყო გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნებისა და გარემოსდაცვითი ნორმების დაცვა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 09 ივლისის N2---- ბრძანებით შესწორებული იქნა ტექნიკური შეცდომა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 02 ივლისის N2---- ბრძანების მეორე გვერდის მე-6 აბზაცში და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,ს-–---------------------–--–----------------–----------------–------------------------------------------–--------------------------------------–----–--------------–-–--------------------------------------ს’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 02 ივლისის N2---- ბრძანება - ს/ფ 139-146
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 09 ივლისის N2---- ბრძანება - ს/ფ 147-148
4.1.7. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ა-------------------------------–--------------–ოს 2018 წლის 03 ივლისის DES 1------------ წერილით, ო------------------–----–----------------–----------ის მაცხოვრებელს ა-----------–---–ს ეცნობა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ა-------------------------------–--------------–ოში 2018 წლის 18, 20 ივნისს შესული განცხადებებისა და 2018 წლის 19 ივნისს დეპარტამენტის ცხელ ხაზზე შესული შეტყობინებების საფუძველზე რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილი პირების მიერ 2018 წლის 19 ივნისს განხორციელდა ო------------------–----–------ში, ს------–----------ში შ-------------’’-ის კუთვნილი საწარმოს - მობილური ტიპის ა-----–-----------------------------–---–----------–------------------------------–----–----------------–-----ბა. ჩატარებული ინსპექტირების შედეგად შ-------------’’-ის მიმართ გამოვლინდა: სკრინინგის პროცედურად დაქვემდებარებული საქმიანობის სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე განხორციელების ფაქტი. ასევე საქმიანობის განხორციელება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ზღვრულ დასაშვები გაფრქვევის ნორმების დადგენის გარეშე. ასევე გამოვლინდა ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტის გარეშე მ--------------------ან წყლის ამოღებისა და სასარგებლო წიაღისეულით (მიწისქვეშა წყლის) უკანონო სარგებლობის ფაქტი. გამოვლენილ დარღვევებზე 2018 წლის 28 ივნისს შ-------------’’-ის მიმართ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 797-ე მუხლის პირველი ნაწილით, 77-ე მუხლის პირველი ნაწილით; 822-ე მუხლის პირველი ნაწილით და 571-ე მუხლის სამართალდარღვევის ოქმები განხილვის მიზნით გადაეგზავნა შესაბამის სასამართლოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ა-------------------------------–--------------–ოს 2018 წლის 03 ივლისის N DES 1------------ წერილი - ს/ფ 179-180
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ’’ კონვენცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს კანონი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. საქართველოს კანონის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი არეგულირებს ისეთ სტრატეგიულ დოკუმენტთან და სახელმწიფო ან კერძო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელთა განხორციელებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე, ადამიანის სიცოცხლეზე ან/და ჯანმრთელობაზე. ამ კოდექსის რეგულირების სფეროს განეკუთვნება გარემოზე ზემოქმედების შეფასების, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ექსპერტიზის ჩატარების პროცედურები. ამავე ნორმატიული აქტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის მიზნებია: ა) ხელი შეუწყოს გარემოს, ადამიანის სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის, კულტურული მემკვიდრეობისა და მატერიალური ფასეულობების დაცვას ისეთი სტრატეგიული დოკუმენტის ან საქმიანობის განხორციელების პროცესში, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე, ადამიანის სიცოცხლეზე ან/და ჯანმრთელობაზე; ბ) ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით უზრუნველყოს გარემოს მდგომარეობის შესახებ სრული და ობიექტური ინფორმაციის დროულად მიღების საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლების რეალიზაცია, აგრეთვე გარემოსდაცვით საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა; გ) სახელმწიფოსა და საზოგადოების გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ინტერესების თანაზომიერი გათვალისწინება ისეთი სტრატეგიული დოკუმენტის ან საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე; დ) გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურის განხორციელებისას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა.
ამავე კანონის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გარემოზე ზემოქმედების შეფასება (შემდგომ – გზშ) არის – შესაბამის კვლევებზე დაყრდნობით, გარემოზე შესაძლო ზემოქმედების გამოვლენისა და შესწავლის პროცედურა იმ დაგეგმილი საქმიანობისთვის, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე და რომელიც მიეკუთვნება ამ კოდექსის I დანართით გათვალისწინებულ საქმიანობას და, სკრინინგის გადაწყვეტილების შესაბამისად, ამავე კოდექსის II დანართით გათვალისწინებულ საქმიანობას. გზშ მოიცავს სკოპინგს, გზშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების გამართვას, მიღებული შედეგების შეფასების საფუძველზე ექსპერტიზის დასკვნის მომზადებას და მის მხედველობაში მიღებას ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისას ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული საზოგადოება არის საზოგადოება, რომელსაც შესაძლოა აინტერესებდეს სტრატეგიული დოკუმენტის ან საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ან რომელზედაც ზემოქმედებას მოახდენს ან შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს ამ გადაწყვეტილებამ. დაინტერესებულ საზოგადოებას მიეკუთვნება აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის მიზნებიც დაკავშირებულია ქვეყანაში გარემოს დაცვის ხელშეწყობასთან. ამავე მუხლის ,,ფ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სკრინინგი არის პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გზშ-ის/სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარების საჭიროებას.
საქართველოს კანონის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მე-7 მუხლი არეგულირებს სკრინინგის პროცედურას, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის II დანართით გათვალისწინებული საქმიანობისთვის გზშ-მდე ხორციელდება სკრინინგის პროცედურა, გარდა ამ მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. მე-2 პუნქტის თანახმად, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია საქმიანობის დაგეგმვის შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე სამინისტროს წარუდგინოს დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადება და სამინისტროსგან მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა დაგეგმილი საქმიანობა გზშ-ს, გარდა ამ მუხლის მე-3, მე-12 და მე-13 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სამინისტროსთვის წარდგენილი სკრინინგის განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა მოიცავდეს: ა) მოკლე ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის შესახებ; ბ) ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის მახასიათებლების, განხორციელების ადგილისა და შესაძლო ზემოქმედების ხასიათის შესახებ. მე-5 პუნქტის მიხედვით, სკრინინგის განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში სამინისტრო უზრუნველყოფს ამ განცხადების თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მისი ნაბეჭდი ეგზემპლარის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. საზოგადოებას უფლება აქვს, სკრინინგის განცხადების ვებგვერდსა და საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან 7 დღის ვადაში, ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით წარუდგინოს სამინისტროს მოსაზრებები და შენიშვნები ამ განცხადებასთან დაკავშირებით. სამინისტრო იხილავს საზოგადოების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მხედველობაში იღებს მათ სკრინინგის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სკრინინგის განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 10 დღისა და არაუგვიანეს 15 დღისა სამინისტრო შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა დაგეგმილი საქმიანობა გზშ-ს: ა) საქმიანობის მახასიათებლები: ა.ა) საქმიანობის მასშტაბი; ა.ბ) არსებულ საქმიანობასთან ან/და დაგეგმილ საქმიანობასთან კუმულაციური ზემოქმედება; ა.გ) ბუნებრივი რესურსების (განსაკუთრებით – წყლის, ნიადაგის, მიწის, ბიომრავალფეროვნების) გამოყენება; ა.დ) ნარჩენების წარმოქმნა; ა.ე) გარემოს დაბინძურება და ხმაური; ა.ვ) საქმიანობასთან დაკავშირებული მასშტაბური ავარიის ან/და კატასტროფის რისკი; ბ) დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი და მისი თავსებადობა: ბ.ა) ჭარბტენიან ტერიტორიასთან; ბ.ბ) შავი ზღვის სანაპირო ზოლთან; ბ.გ) ტყით მჭიდროდ დაფარულ ტერიტორიასთან, სადაც გაბატონებულია საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობები; ბ.დ) დაცულ ტერიტორიებთან; ბ.ე) მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიასთან; ბ.ვ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან და სხვა ობიექტთან; გ) საქმიანობის შესაძლო ზემოქმედების ხასიათი: .ა) ზემოქმედების ტრანსსასაზღვრო ხასიათი; გ.ბ) ზემოქმედების შესაძლო ხარისხი და კომპლექსურობა. მე-7 პუნქტის თანახმად, სკრინინგის გადაწყვეტილების მიღებისას სამინისტრო უფლებამოსილია გამოიყენოს სახელმძღვანელო დოკუმენტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“. მე-8 პუნქტის შესაბამისად, თუ სამინისტრო სკრინინგის პროცედურის დასრულების შემდეგ დაადგენს, რომ დაგეგმილი საქმიანობა გზშ-ს არ ექვემდებარება, განმცხადებელი ვალდებულია დაიცვას საქართველოში არსებული გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნები და გარემოსდაცვითი ნორმები.
ამავე კოდექსის II დანართით გათვალისწინებულია საქმიანობები, რომლის მე-5 პუნქტის 5.1. ქვეპუნქტის შესაბამისად მინერალური ნედლეულის გადამუშავება არის სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება; ასევე 5.3. პუნქტით ასფალტის წარმოება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული წარმოება ამ მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაიწყება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან. ამავე კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად: 1. განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს: ა) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი; ბ) განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს; გ) მოთხოვნას; დ) განცხადების წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას; ე) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში. 2. განცხადებას უნდა დაერთოს ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც განმცხადებელს კანონით ეკისრება. 3. განმცხადებელს უფლება აქვს წარუდგინოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ყველა სხვა საბუთი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 06 ივნისს შ------------“-მა განცხადებით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სკრინინგის პროცედურის ჩატარების მოთხოვნით, ო------------------–----–----------------–----------ში ა-----–-------–-----------------------–-------–--------------------------------–--------–---------------–-----------–-----------------–------–-ის თაობაზე. აღნიშნული განცხადების საფუძველზე კი სამინისტროში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.
7.3. გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაინტერესებული საზოგადოება ადეკვატურად, დროულად და ეფექტურად უნდა იყოს ინფორმირებული საზოგადოებრივი თუ ინდივიდუალური შეტყობინების მეშვეობით (გარემოებათა გათვალისწინებით) გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესის საწყის ეტაპზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება. ამავე კოდექსის VI თავი ადგენს ადმინისტრაციული წარმოების წესსა და პროცედურებს.
დადგენილია, რომ 2018 წლის 18 ივნისს ა-----------–---–მა და ქ-----------------–--ემ, სოფლების - დ-----------------------–----–-------------------ს მოსახლეობის სახელით, განცხადებით მიმართეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მიუთითეს, რომ ასფალტის ნარევის წარმოების პროცესის თანმდევი შედეგია - ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი მდგომარეობის გაუარესება, გარემოს დაბინძურება ხმაურით, მიწისქვეშ წყლების დაბინძურება, ბიოლოგიურ გარემოზე ნეგატიური ზემოქმედება, ადამიანის ჯანმრთელობაზე ნეგატიური შედეგების მქონე საწარმოო ნარჩენების წარმოქმნა წარმოების ადგილზე. აღნიშნული განცხადებით მოთხოვნილი იქნა შ------------“-ის განცხადებასთან დაკავშირებით წარმოების შეჩერება, შ------------“-ის საქმიანობის კანონიერების შესწავლა, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ჩართვა და ო------------------–----–----------------–----------ში ა-----–-------–-----------------------–-------–--------------------------------–--------–---------------–---------------------------------ის შეფასების დადგენა.
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის 22 ივნისის N5--------------------- წერილის მიხედვით, ო------------------–----–---------------–--ის: დ-----------------------–----–------------------ს მოსახლეობას ეცნობა, რომ შემდგომი რეაგირების მიზნით, მასალები გადაეგზავნა სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს. მათვე ეცნობათ, რომ სამინისტროში მიმდინარეობდა შ-------------’’-ის განცხადების განხილვა. ამასთან, განმცხადებლებს გაეგზავნათ შ------------“-ის განცხადებასთან დაკავშირებით არსებული მასალები და ეთხოვათ, რომ არაუგვიანეს 2018 წლის 26 ივნისამდე მიეწოდებინათ შენიშვნები და წინადადებები სკრინინგის გადაწყვეტილების მიღების მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 26 ივნისის N2---- ბრძანებით გაგრძელდა შ-------------’’-ის ა-----–----------------------------–-------–--------------------------------–----–-----------–----ისა და ექსპლუატაციის პროექტზე სკრინინგის პროცედურის ადმინისტრაციული წარმოების ვადა 2018 წლის 06 ივლისის ჩათვლით, ვინაიდან სკრინინგის პროცედურის მიმდინარეობის ეტაპზე გამოიკვეთა, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით არსებობდა ადგილობრივი მოსახლეობისა და კომპანიის ურთიერთგანსხვავებული განცხადებები. საკითხის სრულყოფილად და ობიექტურად შესწავლის მიზნებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, ექსპერტებისა და სპეციალისტების მიერ დამატებით შესწავლილიყო საქმიანობის განხორციელების ტერიტორია და დოკუმენტებში წარდგენილი მასალები, რათა დაზუსტებულიყო კომპანიის წერილში არსებული ინფორმაცია და პასუხი გასცემოდა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დასმულ საკითხებს. რის შესახებაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის 27 ივნისის N5------ წერილით ო------------------–----–---------------–--ის: დ-----------------------–----–-----------------ის მოსახლეობას ეცნობა, რომ 2018 წლის 27 ივნისს დაგეგმილი იყო მივლინება ს------–----------სი სამინისტროს შესაბამისი ექსპერტ-სპეციალისტების მონაწილეობით, რომ სკრინინგის ეპატზე, დამატებით ადგილზე შესწავლილიყო საწარმოს ტექნიკური პარამეტრები და საკითხის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი შესაბამისი გარემოებები. ამასთან ეთხოვათ ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ეცნობებინათ აღნიშნულთან დაკავშირებით მოსაზრებები არაუგვიანეს 2018 წლის 02 ივლისისა.
დადგენილია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ო------------------–----–---------------–--ის: დ-----------------------–----–-----------------ის მოსახლეობამ 2018 წლის 29 ივნისს განცხადებით მიმართეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მათი დასწრების გარეშე ჩატარებული შეხვედრის თაობაზე. წარადგინეს ინფორმაცია სკრინინგის განცხადებაზე გადაწყვეტილების მიღების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მოპასუხისა და მესამე პირის წარმომადგენელთა ახსნა-განმარტებები ადასტურებენ, რომ 2018 წლის 27 ივნისს ო------------------–----–----------------–----------ში სამინისტროს სპეციალისტების მიერ განხორციელდა კომპანიის კუთვნილი საწარმოს დათვალიერება და ტერიტორიის შესწავლა. შემოწმების პროცესში ქარხანა არ ფუნქციონირებდა. ადგილზე დათვალიერებით გაირკვა, რომ ქარხანა წარმოადგენს სხვადასხვა ტიპის მოდულების ერთობლიობას, რომლის მოდულებიც განთავსებულია ა/მანქანის ძარაზე, რომლებიც ქარხნის უმოკლეს ვადაში დემონტაჟისა და გადატანის შესაძლებლობას იძლევა. ქარხნის ტექნიკური დირექტორის განმარტებით, ფუნქციონირება არ დაწყებულა, მხოლოდ გერმანელი სპეციალისტების დახმარებით მოხდა ქარხნის ტესტურ რეჟიმში გაშვება, რის გამოც მესამე პირის წარმომადგენლის მითითებით დაეკისრათ შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელი. იმის გამო, რომ 2018 წლის 27 ივნისს მოპასუხის მიერ დადგენილი იქნა, რომ ქარხანა არ ფუნქციონირებდა, შესაბამისად, მიჩნეული იქნა, რომ მოსახლეობის განცხადებაში მოყვანილი გარემოებები შ-------------’’-ის საქმიანობას არ უკავშირდებოდა.
სამინისტროს მიერ ჩატარდა საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი შესწავლა, რის შემდეგაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 02 ივლისის N2---- ბრძანებით მიღებული იქნა სკრინინგის გადაწყვეტილება შ------------“-ის ა-----–-------–----------------------–-------–--------------------------------–----–-----------–-------–-----ბ და ექსპლუატაცია არ დაექვემდებარა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას. შ------------“ დაევალა საქართველოს კანონის ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის’’ მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად უზრუნველეყო გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტებით დადენილი მოთხოვნებისა და გარემოსდაცვითი ნორმების დაცვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს, რომ მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებანი. კანონის აღნიშნული ნორმები ადგენენ მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს გამონაკლის შემთხვევას, კერძოდ, როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე, მოპასუხე სუბიქტზე. მიუხედავად ამისა, მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.
მოსარჩელეთა მითითებით, ქარხნის ფუნქციონირებას ახლავს ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი მდგომარეობის გაუარესება, გარემოს დაბინძურება ხმაურით, მიწისქვეშ წყლების დაბინძურება, ბიოლოგიურ გარემოზე ნეგატიური ზემოქმედება, ადამიანის ჯანმრთელობაზე ნეგატიური შედეგების მქონე საწარმოო ნარჩენების წარმოქმნა წარმოების ადგილზე, თუმცა არც ერთი ზემოაღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2019 წლის 18 თებერვლის აქტით კი დასტურდება, რომ ,,N-------’’-ის მიერ ადგილი არ აქვს მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტს.
7.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილების გამოტანისას საქმის გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მეტად მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა კომპლექსური შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რაიმე შეცდომა და ამის საფუძველზე დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს მითითებული ნორმის მოთხოვნათა დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, სადავო აქტი მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი, რის გამოც სარჩელი საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 02 ივლისის №2---- ბრძანების შ------------“-ის ა-----–-------–----------------------–-------–--------------------------------–----–-----------–-----------------–------–-------------ზე სკრინინგის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ----------–----ის, ი-----------ის, ლ--–-------–--–---–ის, ნ--------------ის, ი-------–-----ის, რ-------------–---–ის, ნ---------------ის, ა-----------–---–ის, ა-–---------------–----ის, ი------------ის, ქ-----------------–--ის, მ---------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი