განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №140100117002867910
საქმე #1/65-17 (011230616003)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 თებერვალი, 2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ზ------ წ--------–-, ნ--- გ--------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ--- ნ-------–---–- (დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული გ----–-------------------------–-, მცხოვრები გ----–---–-------------------–-)
ადვოკატი - ნ------- ც--–---
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ბრალდების სამი ეპიზოდი), 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტები, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტები
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების არსი:
1.1 სს „-–-------------ის“ გ-----------–---–-------------–------ის მენეჯერმა მ--- ნ-------–---–მა, 2014 წლის 28 თებერვლიდან 2016 წლის 16 ივნისამდე, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, ამავე ფილიალის მოლარე ოპერატორების სამუშაო კომპიუტერულ პროგრამებში - ე.წ. „იუზერებში“ უნებართვო შეღწევით, შეცვალა სხვადასხვა მოქალაქის სახელზე ბანკში არსებული პერსონალური მონაცემები, იმავე მოლარე ოპერატორების „იუზერების“ გამოყენებით მოტყუებით გაგზავნა ინფორმაცია სს „-–-------------ის“ სათავო ოფისში, თითქოს მოქალაქეები ითხოვდნენ საკრედიტო ბარათების დამზადებას, რის შემდეგაც სს „-–-------------ის“ მიერ დამზადდა 32 საკრედიტო ბარათი და გაეგზავნა მ--- ნ-------–---–ს. მ--- ნ-------–---–- მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა აღნიშნულ ბარათებზე რიცხულ თანხებს. ამავე დროს, მ--- ნ-------–---–მა ხსენებული მოქალაქეების ნაწილის სახელით გააკეთა სწრაფი სესხი 300-300 ლარის ოდენობით, რაც გადაიტანა შესაბამისი მოქალაქის საკრედიტო ბარათის ანგარიშზე და მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა თანხებს. მანვე, 2012 წლის 27 ივლისიდან 2014 წლის 15 მაისამდე, ე----- ნ--------ის სახელზე ყალბად შეადგინა ,,სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის“ ხელშეკრულებები და სალაროს გასავლის ორდერები, სადაც ე----- ნ--------ის ნაცვლად მოაწერა ხელი და რაც გამოიყენა სს „-–-------------ში“. ამ გზით იგი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სს „-–-------------ის“ კუთვნილ 2 676 ლარს. 2012 წლის 16 ნოემბრიდან 2015 წლის 16 თებერვლამდე პერიოდში ლ---–- კ---------ის სახელზე მ--- ნ-------–---–მა ყალბად შეადგინა ,,სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის“ ხელშეკრულებები და სალაროს გასავლის ორდერები, სადაც ლ---–- კ---------ის ნაცვლად მოაწერა ხელი და გამოიყენა სს „-–-------------ში“. იგი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სს „-–-------------ის“ კუთვნილ 1 916 ლარს. მ--- ნ-------–---–მა 2014 წლის 22 სექტემბერს მისი მეუღლის - ზ------- ნ-------–---–-ს სახელით გააყალბა სესხის ხელშეკრულება, სადაც მეუღლის ნაცვლად მოაწერა ხელი. აღნიშნული ყალბი დოკუმენტი იმავე დღეს გამოიყენა სს „-–-------------ში“, საიდანაც მოტყუებით და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ბანკის კუთვნილ 7 800 ლარს.
საბოლოოდ, მ--- ნ-------–---–- საერთო მიზნითა და ერთიანი განზრახვით, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სს „-–-------------ის“ კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას 96 273.96 ლარისა და 146.98 ევროს ოდენობით.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 თაღლითობა - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ შეისწავლა და გამოიკვლია მხარეთა მიერ წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება მ--- ნ-------–---–-ს მიერ ზ------- ნ-------–---–-ს სახელით ყალბი დოკუმენტის შედგენისა და მისი გამოყენებით 7 800 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტი, კერძოდ:
გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2014 წლის 22 სექტემბრის №002/2014/18170 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებასა და მასზე დართულ დოკუმენტებზე ზ------- ნ-------–---–-ს სახელით არსებული ხელმოწერები შესრულებულია მ--- ნ-------–---–-ს მიერ (ტ.2, ს.ფ. 105-111);
მოწმე ზ------- ნ-------–---–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ (2018 წლის 24 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი), ბრალდებულმა კი განმარტა, რომ მისი მეუღლე ინფორმირებული იყო სესხის შესახებ, მაგრამ ვინაიდან ობიექტური მიზეზების გამო ბანკში მისვლა ვერ მოახერხა, მ--- ნ-------–---–ს კი, ხელშეკრულების სახლში წაღების უფლება არ ჰქონდა, მეუღლის თანხმობით, მის ნაცვლად მოაწერა ხელი ხელშეკრულებასა და სხვა დოკუმენტებს. ამასთან, ამ სესხის აღებისას იგი თავდებად დაუდგა ზ------- ნ-------–---–ს, რაც გულისხმობს, რომ ზ------- ნ-------–---–-ს მიერ სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მისი დაფარვა მოხდებოდა მ--- ნ-------–---–-ს სახელფასე ანგარიშიდან (2019 წლის 23 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი);
სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ;
ბრალდების ამ ეპიზოდში არ არსებობს მ--- ნ-------–---–-ს ჩვენების უარსაყოფად და პირის გამტყუნებისათვის აუცილებელი მტკიცებულება. სასამართლო განმარტავს, რომ ,,ყალბი ოფიციალური დოკუმენტი“ გულისხმობს არა მხოლოდ სხვის ნაცვლად ხელმოწერას, არამედ - შინაარსობრივადაც იმ პირის ნების საწინააღმდეგო ინფორმაციის ასახვას, რომელიც უფლებამოსილია ხელმოწერით დაადასტუროს ესა თუ ის მონაცემი. მხოლოდ სხვა პირის ნაცვლად ხელმოწერის ბრალად შერაცხვა კანონის მოთხოვნის ოდენ ფორმალიზმამდე დაყვანაა იმ ვითარებაში, როდესაც დოკუმენტი შინაარსობრივად სწორად ასახავს უფლებამოსილი პირის ნებას და ეს პირი ინფორმირებულია კიდეც მის ნაცვლად ხელმოწერის შესახებ;
3.2. ამასთან, წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული მ--- ნ-------–---–-ს მიერ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა, კერძოდ:
დაზარალებულ ,--–--------------ს“ შ------------–---------–-----------------------------–------–---–ის დირექტორმა შ--–-- ჯ-----–---–მა განმარტა, რომ 2016 წელს შემოწმების შედეგად გ--------- სერვისცენტრში გამოვლინდა არაერთი დარღვევია, რომელშიც ფიგურირებდა ამავე სერვისცენტრის მენეჯერი მ--- ნ-------–---–-, კერძოდ: კლიენტთა საკრედიტო ბარათების გამოყენებით, მათი თანხმობის გარეშე ხდებოდა ბარათებიდან თანხის, ხოლო რამდენიმე შემთხვევაში - სესხის აღება ისე, რომ კლიენტებმა ამის შესახებ არ იცოდნენ. ბანკის თანამშრომელს კლიენტის თანხმობის შემთხვევაშიც კი არ აქვს მისი სახელით ხელმოწერის უფლება - ხელმოწერა უნდა შესრულდეს თავად ბენეფიციარის მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს შესაბამისი მინდობილობა. გარდა ამისა, ბანკის არცერთ თანამშრომელს და მათ შორის - მ--- ნ-------–---–ს, არ ჰქონდა სხვა თანამშრომელთა ,,იუზერის“ გამოყენებით კომპიუტერულ სისტემაში შესვლის უფლება. თანამშრომლები ამის შესახებ ინფორმირებულები არიან. მოწმის განმარტებით, დაუფლებული თანხა 90 000 ლარზე მეტია და აღნიშნული ქმედებით ,--–-------------ს“ ფინანსურთან ერთად მიადგა მორალური ზიანი (2018 წლის 22 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი);
,--–--------------ს“ ს---------––--------------------------ის იურისტ ი-----–- კ------–---–ის ჩვენებით, 2014-დან 2016 წლამდე მ--- ნ-------–---–მა ,--–-------------ს“ კლიენტების თანხმობის გარეშე დაამზადებინა დაახლოებით 33 პლასტიკური ბარათი, მათ შორის - ი----- ქ-------–---–ის, მ----- ქ-----–ის, ანა ხ------–---–ის, ჭ------ უ-----–-–---–ის, ე----- ლ---–----ის, ი----- გ-----ის, ლ---- ტ------–-–---–ის, მ-----–- ჯ-----–---–ის, შ----- ჟ--–---–---–ის, მ--- ა----------ს, მ-----– შ--–-–---–ის, თ----- მ------–---–ის, ნ-----–- ჯ-----–---–ის, ი--- გ------–---–ის, მ-----–- მ------–---–ის, ვ------- რ-----–-–---–ის, ქ------- ბ----–-–---–ის, მ-------- ხ---------ის, გ--------- მ--–-–--ის, ი---- ო---ის, დ--–- დ------ის, მ----- კ------–---–ის, ნ--- ჯ-----ის, დ------- დ---–---–---–ის, გ--–--- ბ--------ის, გ-------– ქ---------–---–ის, ე---–--- ვ--–---ის, თ----- თ----ის, ე----- დ-------–ის, ხ------- რ------–---–ის სახელზე და დაეუფლა ამ ბარათების ლიმიტებსა და მათი გამოყენებით აღებულ სასესხო თანხას. მ--- ნ-------–---–-ს ქმედებით ,--–-------------ს“ მიადგა 100 270 ლარის ოდენობით ზიანი, რომელშიც შედის მ--- ნ-------–---–-ს მიერ თავისი მეუღლის სახელით სესხად აღებული თანხაც. ბანკმა ყველა კრედიტორს აუნაზღაურა ზიანი, გარდა მ--- ნ-------–---–-ს მეუღლის - ზ------- ნ-------–---–-სა, ვინაიდან არ დგინდებოდა, სესხის ხელშეკრულებაზე ზ------- ნ-------–---–-ს ხელმოწერა იყო თუ არა შესრულებული მის მიერვე. ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში ბანკი არ არის წინააღმდეგი, ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული შეღავათი(2019 წლის 9 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი);
მოწმე ლ---- ც------–-–---–მა (იგივე ტ------–-–---–ი) განმარტა, რომ 2012 წელს სს ,--–-------------ში“ გახსნა ანაბარი, საიდანაც თანხა მომდევნო წელს გამოიტანა. ამ პერიოდში დაუმეგობრდა მ--- ნ-------–---–ს. ამის შემდეგ მ--- ნ-------–---–მა, თითქოს ,,ბონუსების“ შესამოწმებლად, სთხოვა საანაბრე ბარათის მიტანა. ლ---- ც------–-–---–მა მისცა მას აღნიშნული ბარათი და უკან აღარ გამოურთმევია. მოგვიანებით ბანკის თანამშრომლებისაგან შეიტყო, რომ მ--- ნ-------–---–ს მისი სახელით აღებული ჰქონდა საკრედიტო სესხი 3 000 და სწრაფი სესხი 300 ლარის ოდენობით. თვითონ საკრედიტო ბარათის დამზადების თხოვნით ,--–--------------სათვის“ არასდროს მიუმართავს, არ უსარგებლია სესხით და არ მიუცია ნება მ--- ნ-------–---–-სათვის, მისი სახელით აეღო სწრაფი ან საკრედიტო სესხი. მოწმის განმარტებით, მ--- ნ-------–---–მა სთხოვა მას, რომ თუ სათავო ოფისიდან ჰკითხავდნენ სესხის შესახებ, თავად დაედასტურებინა სესხის აღება. აღნიშნულის გამო მას მატერიალური ზიანი არ განუცდია (2017 წლის 9 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი);
მოწმე ი---- ო---ის ჩვენებით, დაახლოებით 2014 წელს ,--–-------------ში“ გახსნა 10 000 აშშ დოლარის ოდენობის ანაბარი. 2016 წლის მარტში გამოიტანა სამომხმარებლო სესხი. ივნისის თვეში ბანკის თანამშრომლებისაგან შეიტყო, რომ მის სახელზე დამზადებული იყო საკრედიტო ბარათი და ჰქონდა დავალიანება - 5 000 ლარი, თუმცა მას საკრედიტო სესხი არ აუღია. არც მ--- ნ-------–---–ს უთხოვია მისთვის ნებართვა მისი სახელით სესხის აღების შესახებ. აღნიშნული სესხის გამო მას მატერიალური ზიანი არ მიუღია, რადგან როგორც მისთვის ცნობილია, სესხი ბანკმა დაფარა (2017 წლის 9 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი);
მოწმე ი----- გ-----ემ განმარტა, რომ 2013 წლიდან ,--–-------------ში“ გახსნილი აქვს ანაბარი. 2016 წლის ივნისში ბანკიდან შეატყობინეს, რომ მის სახელზე დამზადებული იყო საკრედიტო ბარათი და გატანილი იყო სესხი 3 000 ლარის ოდენობით. მას აღნიშნული სესხი არ აუღია. საკრედიტო ბარათი ,,თვალითაც არ უნახავს“. მოგვიანებით გაიგო, რომ ეს სესხი მისი სახელით აუღია ბანკის მენეჯერს. მას მ--- ნ-------–---–-სათვის არ მიუცია ნებართვა, მისი სახელით საკრედიტო ბარათის დამზადების ან სესხის აღების შესახებ. ი----- გ-----ისათვის ამ სესხის ძირი თანხისა და პროცენტის გადახდა მისთვის ბანკს არ მოუთხოვია. მას არ მიუღია რაიმე სახის მატერიალური ზარალი, რადგან სესხი ბანკმა დაფარა (2017 წლის 9 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი);
მოწმე ხ------- რ------–---–მა განმარტა, რომ მისი დედამთილი - ე----- ნ--------ე სს ,--–-------------ში“ იღებს პენსიას. ვინაიდან იგი 87 წლისაა და მხედველობის პრობლემაც აქვს, მასთან პენსია მოჰქონდა ბ---ის მენეჯერ მ--- ნ-------–---–ს, გამონაკლის შემთხვევებში, აძლევდა ხ------- რ------–---–საც. საპენსიო ბარათი გარკვეული პერიოდის მანძილზე ინახებოდა მ--- ნ-------–---–თან. 2016 წლის ივნისში ბანკის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ მისი სახელით აღებული იყო სესხი და ერიცხებოდა დავალიანება, თუმცა ხ------- რ------–---–ს აღნიშნულ ბანკში აქვს მხოლოდ საანაბრე ანგარიში, სესხი არასოდეს აუღია, არც საკრედიტო ბარათით უსარგებლია. რამდენიმე სესხი იყო გამოტანილი აგრეთვე ე----- ნ--------ის სახელზეც, რომელიც უკვე დაფარული იყო. ამ სესხის შესახებ არც ე----- ნ--------ემ იცოდა. მოგვიანებით შეიტყო, რომ სესხი მ--- ნ-------–---–ს გამოუტანია. ამ უკანასკნელს არასოდეს უთხოვია ნებართვა სესხის ან საკრედიტო ბარათის მისაღებად (2017 წლის 24 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი);
მოწმე თ----- მ------–---–მა განმარტა, რომ სს ,--–-------------ში“ ერიცხებოდა პენსია და გახსნილი ჰქონდა საანაბრე ანგარიში. დაახლოებით 2014-2015 წლებში ბანკში უთხრეს, რომ მის სახელზე დამზადებული იყო საკრედიტო ბარათი და შესთავაზეს 3000-ლარიანი საკრედიტო სესხის აღება, რაზეც მან უარი განუცხადა. ამ დროს ბანკის მენეჯერი იყო მ--- ნ-------–---–-. 2016 წელს ბანკის თანამშრომლებმა აცნობეს, რომ აღნიშნული საკრედიტო ბარათი იყო გააქტიურებული და სესხი - განაღდებული. თუმცა მას ეს თანხა არ გაუტანია და ხელიც არაფერზე მოუწერია. მოგვიანებით შეიტყო, რომ სესხი გაუნაღდებია მ--- ნ-------–---–ს. მ--- ნ-------–---–ს მისი სახელით სესხის აღების ნებართვა არ უთხოვია (2017 წლის 24 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი);
მოწმე ნ-----–- ჯ-----–---–მა განმარტა, რომ იგი ,--–------------ში“ იღებდა სოციალურ დახმარებას. მან პოლიციის ან ბანკის თანამშრომლისაგან შეიტყო, რომ მის სახელზე დამზადებული იყო საკრედიტო ბარათი 5 000 ლარის ოდენობის ლიმიტით, რომლითაც ისარგებლა მ--- ნ-------–---–მა. მას საკრედიტო ბარათი ან სესხი არასოდეს აუღია და არც მ--- ნ-------–---–-სათვის მიუცია ამის ნებართვა. თვითონ ამ სესხის არც პროცენტი და არც ძირი თანხა არ გადაუხდია და არც ბანკს მოუთხოვია (2017 წლის 12 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი);
მოწმე ც----- ს-------ს ჩვენებით, იგი ,--–-------------ში“ იღებს პენსიას. მას საკრედიტო ბარათი ან სესხი არასოდეს აუღია, არც ამის ნებართვა მიუცია მ--- ნ-------–---–-სათვის. ,--–-------------ს“ მისთვის არ მოუთხოვია სესხის თანხის ანაზღაურება. მას მ--- ნ-------–---–-ს მიმართ პრეტენზია არ აქვს (2017 წლის 12 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი);
მოწმე გ------ ლ----–ის განმარტებით, მან რამდენიმე წლის წინ ,--–-------------ში“ გახსნა ანგარიში, სადაც შეიტანა თანხა. სესხი ან საკრედიტო ბარათი არასოდეს აუღია. მისი სახელით სესხის ან საკრედიტო ბარათის აღების ნებართვა არ მიუცია მ--- ნ-------–---–-სათვის. მოგვიანებით ბანკის აუდიტის სამსახურისაგან შეიტყო, რომ მ--- ნ-------–---–ს სესხი გამოუტანია მისი სახელით, თუმცა ზარალი არ მიადგა, რადგან ბ---ის თანამშრომელმა უთხრა, რომ ამ თანხას თავად აანაზღაურებდნენ. თავად ბანკისთვის არაფერი გადაუხდია (2017 წლის 12 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი);
მოწმე ე-–--- ვ---–---–მა განმარტა, რომ 2013-დან 2016 წლის ოქტომბრამდე მუშაობდა ,--–---------------------------–------ში მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე. ჰქონდა თავისი ,,იუზერი“ და პაროლი, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდა მათი გადაცემის უფლება, იცოდა მხოლოდ მენეჯერმა მ--- ნ-------–---–მა მისივე მოთხოვნით, თითქოსდა საბანკო ოპერაციების განსახორციელებლად (ე.წ. ,,მთავარი წიგნისა“ და იურიდიული პირების ნაშთის სანახავად, მაგრამ არა კლიენტებზე საკრედიტო ბარათების გასაცემად). 2016 წლის ივნისში კონტროლის სამსახურის მიერ შემოწმებისას გამოვლინდა, რომ ე-–--- ვ---–---–ის ,,იუზერით“ კლიენტებზე დამზადდა საკრედიტო ბარათები, გადარიცხული და გატანილი იყო თანხები, რედაქტირებული იყო გარკვეული მონაცემები ისე, რომ ამის შესახებ არ იცოდნენ არც ამ კლიენტებმა და არც ე-–--- ვ---–---–მა. მან კონტროლის სამსახურისაგან შეიტყო, რომ ამ ოპერაციებს ახორციელებდა მ--- ნ-------–---–-. თავად ე-–--- ვ---–---–ს არც ფიზიკურ და არც იურიდიულ პირებზე არ გაუცია საკრედიტო ბარათი მათი მოთხოვნის გარეშე. მ--- ნ-------–---–ს ე-–--- ვ---–---–ის ,,იუზერით“ სარგებლობა შეეძლო თავისი კომპიუტერიდანაც (2018 წლის 16 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი);
მოწმე მ--- მ------–---–მა განმარტა, რომ 2010-დან 2016 წლამდე მუშაობდა მოლარის თანამდებობაზე ,--–-------------ში“, რომლის მენეჯერი 2012 წლიდან იყო მ--- ნ-------–---–-. მას სალაროში შესვლის უფლება ჰქონდა მხოლოდ სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხის შესვლის დროს. მ--- ნ-------–---–მა იცოდა მ--- მ------–---–ის ,,იუზერი“, მაგრამ პაროლი - არა. 2016 წლის 20 ივნისს, აუდიტის სამსახურის მიერ შემოწმებისას გამოვლინდა, რომ კლიენტებზე გაკეთებული იყო საკრედიტო ბარათები, სესხები, სწრაფი სესხები და ა.შ. კერძოდ, მ--- ნ-------–---–-ს ახლო მეგობრის დედის - ლ---–- კ---------ის სახელზე გაკეთებული იყო საპენსიო სესხი, თუმცა ლ---–- კ---------ეს აღნიშნული სესხი არ აუღია. თანხა გამოწერილი იყო ოპერატორ გ---–- მ---------ის მიერ და დაადასტურა მ--- მ------–---–მა. მიუხედავად იმისა, რომ შინაგანაწესით პირის იდენტიფიკაციის გარეშე თანხის გაცემის უფლება არ ჰქონდა, ბანკის მმართველის მითითების შესაბამისად, პენსიების გაცემის დროს, კლიენტთა სიმრავლისას, როდესაც მოხუც კლიენტს არ შეეძლო გადაადგილება და იგი მიყვანილი ჰყავდათ ბანკთან, მ--- ნ-------–---–- რომელიმე ოპერატორთან ერთად მიდიოდა ამ კლიენტთან და ახდენდა მის იდენტიფიკაციას, შემდეგ სალაროში მიდიოდა კლიენტის პლასტიკური ბარათით, პირადობის მოწმობითა და სალაროს გასავლის ორდერით, რის საფუძველზეც მ--- მ------–---–ი მას გადასცემდა თანხას პენსიონერისათვის მისაცემად. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მ--- ნ-------–---–-ს თხოვნით, მისთვის მიუცია თანხა მისი დედის, დეიდის, მეგობრის დედისათვის გადასაცემად. თანამშრომლის მიერ პაროლის დაკარგვის, შვეულებაში ან ბიულეტენზე გასვლის შემთხვევაში მ--- ნ-------–---–- გზავნიდა მოთხოვნას ძველი პაროლის დაბლოკვის შესახებ. მასვე მოსდიოდა ახალი პაროლი, რომელსაც გადასცემდა შესაბამის თანამშრომელს (2018 წლის 16 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი);
მოწმე გ---–- მ---------ემ განმარტა, რომ 2009 წლიდან 2014 წლის აგვისტომდე მუშაობდა სს ,--–---------------------------–------ში, რომლის მენეჯერი იყო მ--- ნ-------–---–-. საპენსიო სესხი მოქალაქეზე გაიცემოდა პირადობის მოწმობისა და საპენსიო ბარათის საფუძველზე, პირადად. დგებოდა სალაროს გასავლის ორდერი სამ ეგზემპლარად, რომელთაგან მოქალაქის მიერ ხელმოწერილი ერთი ეგზემპლარი რჩებოდა ბანკში, მეორე - თანხის გაცემისას - სალაროში და მესამე გადაეცემოდა თავად პენსიონერს, ასევე დგებოდა სესხის ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერდა კლიენტი და ოპერატორი, საჭიროების შემთხვევაში - 1 500 ლარზე მეტი ოდენობის სესხის შემთხვევაში - მენეჯერიც. 2016 წელს აუდიტის სამსახურისაგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ მ--- ნ-------–---–- მოქალაქეების ნაცვლად იღებდა სესხს. გ---–- მ---------ის ,,იუზერით“ გაცემული იყო საპენსიო სესხი მ--- ნ-------–---–-ს მეუღლის მამიდის - ე----- ნ--------ისა და მეგობრის დედის - ლ---–- კ---------ის სახელზე. მოწმის განმარტებით, თუ მათ სესხი მისი ,,იუზერით“ აქვთ გაკეთებული, მაშინ სესხის ხელშეკრულებებზე მათი ხელმოწერები იქნება, რადგან მას კლიენტის იდენტიფიცირებისა და მისი ხელმოწერის გარეშე სესხი არასოდეს გაუცია, ასევე არ გადაუცია თავისი ,,იუზერი“ ან პაროლი მ--- ნ-------–---–-სათვის. პაროლის დაბლოკვისას ან ბანკის თანამშრომელთა შვებულებიდან გამოსვლისას, იცვლებოდა მათი პროგრამაში შესასვლელი პაროლები. ისინი ღია ტექსტით მოდიოდა მენეჯერთან ელექტრონულ ფოსტაზე, რომელიც შემდეგ გადასცემდა ამ პაროლებს თანამშრომლებს (2018 წლის 14 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი);
მოწმე ნ---- ზ----------მ განმარტა, რომ 2010 წლიდან 2016 წლის 26 ივნისამდე მუშაობდა სს ,--–---------------------------–------ში მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე. საკრედიტო ბარათის დამზადება ხდებოდა შემდეგნაირად: კლიენტის განაცხადი ფილიალიდან იგზავნებოდა სათავო ოფისში, საიდანაც დასტურის მიღების შემდეგ უკვეთავდნენ საკრედიტო ბარათებს. მეანაბრეებზე საკრედიტო ბარათები ჩამოდიოდა შეკვეთის გარეშე, საჩუქრის სახით. დამზადებული და გამოგზავნილი საკრედიტო ბარათები თავისი პინკოდებით ინახებოდა სერვისცენტრის მენეჯერ მ--- ნ-------–---–თან. ამ ბარათების გააქტიურება შეეძლო როგორც რომელიმე ოპერატორს, ისე მენეჯერს თავისი პროგრამიდან. სწრაფი სესხის გაცემა ხდებოდა ოპერატორის მიერ პროგრამულად, ასევე კლიენტის განაცხადის საფუძველზე. სწრაფი სესხის აღება შესაძლებელი იყო აგრეთვე სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდანაც, პირადი ნომრის შეტანით. ნ---- ზ----------ს თავისი ,,იუზერი“ და პაროლი რამდენჯერმე გადაუცია მ--- ნ-------–---–-სათვის მისივე თხოვნით. მენეჯერი მას ეუბნებოდა, რომ ,,იუზერი“ და პაროლი სჭირდებოდა ე.წ. ,,მთავარი წიგნის“ სანახავად, რომელზე წვდომა მას წესით უნდა ჰქონოდა, მაგრამ რაღაც ტექნიკური პრობლემის გამო თავისი პროგრამიდან ვერ შედიოდა. მას არასოდეს უთქვამს ნ---- ზ---------ისთვის, რომ მისი პაროლი მონაცემების შესაცვლელად ან სხვა ოპერაციების განსახორციელებლად სჭირდებოდა. გარდა ამისა, შვებულებიდან გამოსვლისას თანამშრომელთა ახალი პაროლები ღიად მიდიოდა მ--- ნ-------–---–-ს ელექტრონულ ფოსტაზე. პაროლი უნდა შეცვლილიყო თვეში ერთხელ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროგრამაში ვერ შევიდოდნენ. მმართველის მითითების შესაბამისად, პენსიების გაცემის პერიოდში, ,,ვიპ“ კლიენტებს, მეანაბრეებსა და ინვალიდებს ემსახურებოდნენ ურიგოდ, რაც გულისმობდა იმას, რომ ისინი მიდიოდნენ არა ოპერატორთან, არამედ მენეჯერ მ--- ნ-------–---–თან, რომელიც შუამავლის როლს ასრულებდა ოპერატორთან ურთიერთობაში - მენეჯერს აწვდიდნენ პირადობის მოწმობასა და პლასტიკურ ბარათს, იგი ახდენდა მათ იდენტიფიცირებას, მიდიოდა ოპერატორთან, რომელიც სესხის შემთხვევაში მენეჯერს ატანდა საბუთებს მოლარესთან, ხოლო ყველა დანარჩენ შემთხვევაში - აძლევდა თანხას კლიენტზე გადასაცემად. ნ---- ზ----------მ აუდიტის სამსახურისაგან შეიტყო, რომ მისი პაროლის გამოყენებით მ--- ნ-------–---–-ს კომპიუტერიდან, კლიენტების თანხმობის გარეშე იყო შესრულებული უნაღდო ანგარისწორებები, გადარიცხული იყო თანხები, რედაქტირებული იყო კლიენტთა მონაცემები, კერძოდ - შეცვლილი იყო ტელეფონის ნომრები (2018 წლის 26 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი);
მოწმე ქ------- ტ-----–---–მა განმარტა, რომ 2009 წლიდან 2016 წლამდე მუშაობდა სს ,--–-------------ში“ უფროსი მოლარის თანამდებობაზე. მის მოვალეობაში, სხვა ფუნქციებთან ერთად, შედიოდა საპენსიო, სწრაფი და საკრედიტო სესხების გაცემა, კერძოდ: ოპერატორის მიერ გასავლის ორდერის გამოწერის შემდეგ კლიენტი ორდერით, პირადობის მოწმობითა და პლასტიკური ბარათით მიდოდა მოლარესთან, რომელიც საბუთების შემოწმებისა და კლიენტის იდენტიფიცირების შემდეგ გასცემდა თანხას. გასავლის ორდერზე ოპერატორისა და კლიენტის ხელმოწერები უნდა ყოფილიყო შესრულებული. იდენტიფიცირების გარეშე სესხი არ გაუცია, გარდა პენსიების გაცემის პერიოდისა, როდესაც მმართველის მითითების შესაბამისად, მენეჯერი ახდენდა კლიენტის იდენტიფიცირებას და თანხასაც იგი იღებდა კლიენტზე გადასაცემად. ამ სახით მას ძირითადად გაცემული აქვს საპენსიო სესხები. მ--- ნ-------–---–ს თანხის სალაროდან გატანა არ შეეძლო. ქ------- ტ-----–---–ს თავისი პაროლი არასოდეს გადაუცია მ--- ნ-------–---–-სათვის. თანამშრომლებისაგან გაიგო, რომ მ--- ნ-------–---–- კლიენტების ნებართვის გარეშე, მათი სახელით იღებდა სესხებს, პლასტიკურ ბარათებს და თვითონ იყენებდა (2018 წლის 26 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი);
მოწმე ს------- ჩ--------მ განმარტა, რომ 2010 წლიდან 2016 წლის 26 ივლისამდე მუშაობდა სს ,--–---------------------------–------ში მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე. მას ერთხელ სთხოვა მ--- ნ-------–---–მა მისი პაროლი, იმ მოტივით, რომ თავისი ახლობლის ,,პინკოდის“ განულება თუ განახლება უნდოდა. მან მენეჯერს პაროლი მისცა, რადგან ენდობოდა, მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, არ ჰქონდა პაროლის გაცემის უფლება. ამასთან, მენეჯერი იგებდა მის პაროლს დაბლოკვის ან მისი შვებულებიდან გამოსვლის დროსაც, რადგან განახლებული პაროლი მენეჯერთან იგზავნებოდა. ასევე მენეჯერის თხოვნით, მისი დედის სახელზე გააკეთა სესხი, იდენტიფიცირების გარეშე. მმართველის მითითების შესაბამისად, პენსიების გაცემის პერიოდში, იდენტიფიცირების გარეშე გაუსტუმრებია კლიენტი, თუმცა იცოდა, რომ ამ დროს მის იდენტიფიცირებას ახდენდა მენეჯერი (2018 წლის 26 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი);
სს ,--–--------------ს“ შიდა აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 23 ივნისიდან 9 ივლისამდე პერიოდის შემოწმების დასკვნისა და აუდიტორ ანა ა--------–---–ის ჩვენების თანახმად, მ--- ნ-------–---–მა გაააქტიურა 2014-2016 წლებში ბ---ის დეპოზიტარებზე აქციის ფარგლებში დამზადებული საკრედიტო ბარათები და მიითვისა თანხები, კლიენტებთან შეუთანხმებლად ცვლილება შეიტანა მათ ტელეფონის ნომრებში, რის შემდეგაც შესაძლებელი იყო სწრაფი სესხის გაცემა. იგი კლიენტებზე ააქტიურებდა სწრაფ სესხებს და თანხებს რიცხავდა იმავე კლიენტების ანგარიშებზე, რომელთა სახელზე გაფორმებული ჰქონდა საკრედიტო ბარათები. ყოველთვიურად საკრედიტო ბარათების დასაფარად მ--- ნ-------–---–- თანხებს ძირითადად ფარავდა ,,ფეი“ აპარატის მეშვეობით, ხოლო ბ---ის შიდა გადარიცხვებს აკეთებდა პროგრამულად, ოპერატორების პაროლების გამოყენებით; მ--- ნ-------–---–- არ აფორმებდა დოკუმენტებს, რის გამოც სერვისცენტრში ვერ მოინახა საკრედიტო ბარათებისა და სესხების ხელშეკრულებები და საგადახდო დავალებები, კერძოდ: მ--- ნ-------–---–მა ისარგებლა 33 კლიენტის საკრედიტო ბარათით და მიითვისა 85 839,25 ლარი, აიღო 6 სწრაფი სესხი სულ 1 800 ლარის ოდენობით და მეუღლის, ზ------- ნ-------–---–-ს სახელით სახელფასე სესხი 7 800 ლარის ოდენობით, კლიენტების ანგარიშზე გადაიტანა თანხა - სულ 3 762 ლარის ოდენობით, რითაც მთლიანობაში იგი დაეუფლა 99 201,25 ლარს. მ--- ნ-------–---–მა შეცვალა 38 კლიენტის მონაცემი, ძირითადად, მოლარე-ოპერატორების - ე-–--- ვ---–---–ისა და ნ---- ზ---------ის პაროლების გამოყენებით. მოლარე-ოპერატორების - ლანა რაზმაძისა და ს------- ჩ-------ის მიერ პერიოდულად ხდებოდა მ--- ნ-------–---–-ს თხოვნით კლიენტებზე სესხების გაფორმება, მათი იდენტიფიკაციის გარეშე. ვერ იქნა მოძიებული 59 საგადახდო დავალება, გადარიცხვები ხდებოდა იმ კლიენტების ანგარიშებიდან, რომლებზეც მ--- ნ-------–---–-ს მიერ გაფორმებული იყო ყალბი საკრედიტო ბარათები, სწრაფი სესხები. აღნიშნულიდან 12 ტრანზაქცია წარმოადგენს კლიენტებზე გაცემული 300-ლარიანი სწრაფი სესხის გადატანას იმავე კლიენტების საკრედიტო ბარათებზე, რომლებსაც იყენებდა მ--- ნ-------–---–-, 7 შემთხვევაში - ბ---ის ორი კლიენტის ანგარიშიდან თანხა გადატანილ იქნა მათივე საკრედიტო ბარათების დასაფარად. აღნიშნული თანხა წარმოადგენდა კლიენტების კუთვნილ თანხებს. დასკვნის გაცემის პერიოდისათვის მ--- ნ-------–---–-ს მიერ მითვისებული თანხის ფარგლებში კლიენტების ანგარიშზე ჩარიცხულია 84 857 ლარი და 147 ევრო (ტ.1 ს.ფ. 69-78; 2019 წლის 17 იანვრის სხდომის ოქმი);
2016 წლის 8 აგვისტოდან 10 აგვისტომდე აუდიტორული შემოწმების დასკვნის შესაბამისად, მ--- ნ-------–---–მა აიღო სოციალური სესხი 2 კლიენტის - ლ---–- კ---------ისა და ე----- ნ--------ის სახელით, სულ - 2 335,33 ლარის ოდენობით; გ------ ნ--------ემ უარყო მის მიერ 2014 წლის 14 ივლისს აღებული სოციალური ავანსის შემდგომი გადავადება (ტ.1 ს.ფ. 143-146);
აუდიტორული შემოწმების დასკვნები დაადასტურა აუდიტორმა ანა ა--------–---–მა (2019 წლის 17 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი);
სს ,--–--------------ს“ გენერალური დირექტორის მოადგილის 2017 წლის 30 იანვრის წერილის თანახმად, მ--- ნ-------–---–-ს მიერ მითვისებული ძირი თანხა შეადგენს 96 273,96 ლარსა და 146,98 ევროს (ტ.2, ს.ფ. 344);
2017 წლის 24 იანვრის გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2012 წლის 27 ივლისის გასავლის ორდერზე, 2013 წლის 15 იანვრის ,,სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულებასა“ და გასავლის ორდერზე, 2013 წლის 15 თებერვლის გასავლის ორდერზე, 2013 წლის 25 აპრილის გასავლის ორდერზე, 2014 წლის 15 თებერვლის გასავლის ორდერსა და 2014 წლის 14 ივლისის გასავლის ორდერზე ე----- ნ--------ის სახელით ხელმოწერები შესრულებულია მ--- ნ-------–---–-ს მიერ, ხოლო - 2014 წლის 15 მაისის ,,სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულებასა“ და გასავლის ორდერზე ე----- ნ--------ის სახელით ხელმოწერები სავარაუდოდ შესრულებულია მ--- ნ-------–---–-ს მიერ (ტ.2, ს.ფ. 330-335);
2017 წლის 27 იანვრის გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2012 წლის 16 ნოემბრის ,,სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულებასა“ და გასავლის ორდერზე ლ---–- კ---------ის სახელით ხელმოწერების სავარაუდოდ შესრულებულია მ--- ნ-------–---–-ს მიერ, 2013 წლის 15 მაისის გასავლის ორდერზე, 2013 წლის 15 ივლისის გასავლის ორდერზე, 2014 წლის 4 მარტის ,,სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულებასა“ და გასავლის ორდერზე, 2015 წლის 16 თებერვლის ,,სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულებასა“ და გასავლის ორდერზე ლ---–- კ---------ის სახელით ხელმოწერები შესრულებულია მ--- ნ-------–---–-ს მიერ (ტ.2, ს.ფ. 338-343);
ბრალდებულმა მ--- ნ-------–---–მა დაადასტურა, რომ გაააქტიურა ,--–--------------ს“ დეპოზიტარებისათვის დამზადებული საკრედიტო ბარათები და ისარგებლა ამ ბარათებზე არსებული ლიმიტებით, რის შესახებაც დეპოზიტარებმა არ იცოდნენ, ე----- ნ--------ისა და ლ---–- კ---------ის ნაცვლად მოაწერა ხელი სესხის ხელშეკრულებებზე და მათი სახელით აიღო სესხი, თუმცა ამის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ ე----- ნ--------ისა და ლ---–- კ---------ის შვილები, რომლებმაც განუცხადეს თანხმობა მათი მშობლების სახელით სესხის აღებაზე იმ მოტივით, რომ არც ისინი იქნებოდნენ წინააღმდეგნი. მ----- ქ-----–ის, ლ---- ტ------–-–---–ის, მ--- ა----------ს, ი--- გ------–---–ის, თ----- ჯ-----ისა და ხ------- რ------–---–ის სახელით, მათი თანხმობის გარეშე, აიღო სწრაფი სესხი 300-300 ლარის ოდენობით, ბანკომატის საშუალებით. ამ პირებისა და მ----- კ------–---–ის სესხი მას აუდიტორული შემოწმების დროისათვის უკვე დაფარული ჰქონდა. მ--- ნ-------–---–- ზედმიწევნით იცავდა საკრედიტო ბარათების საფუძველზე აღებული სესხის დაბრუნების წესს, ყოველთვიურად დროულად შეჰქონდა შესაბამისი პროცენტი (რომელიც შემდეგ კვლავ გამოჰქონდა) და ამ მხრივ არც ბანკი და არც კლიენტი არ დაზარალებულა. მის მიერ კლიენტების სახელით აღებული სესხების ძირმა თანხამ სულ შეადგინა 70 000 ლარამდე, თუმცა პროცენტის სახით ბანკში შეტანილი აქვს 45 000 ლარი და ამ მხრივ ბანკმა მიიღო მოგება. მ--- ნ-------–---–მა სესხები აიღო ეკონომიკური მდგომარეობის გამო, მათ შორის - სხვა ბანკებში აღებული სესხის დასაფარად. ბრალდებულმა განმარტა, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო, თავისი ,,იუზერითა“ და პაროლით ვერ ხსნიდა ბანკის პროგრამას, ე.წ. ,,მთავარ წიგნს“, რომელიც ყოველდღიურად უნდა შეემოწმებინა კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე. აღნიშულ პროგრამაზე მას წესით უნდა ჰქონოდა წვდომა, მაგრამ ამ ხარვეზის გამოსწორებას ვერ ახერხებდნენ, რის გამოც მ--- ნ-------–---–- მოლარე-ოპერატორებს სთხოვდა, ეთქვათ თავისი ,,იუზერი“ და პაროლი, როგორც ამ პროგრამაში შესვლის მიზნით, ასევე დეპოზიტარების ტელეფონის ნომრების სანახავად, რათა მათთვის ეცნობებინა დეპოზიტების ვადის გასვლის შესახებ და გაერკვია, გააგრძელებდნენ თუ არა დეპოზიტის ვადას. მ--- ნ-------–---–- დეპოზიტარების ტელეფონის ნომრებს ცვლიდა თავისი ნომრით, რომ მათი სახელით აღებულ სესხებზე შესატან თანხაზე მოკლე ტექსტური შეტყობინებები მათ არ მისვლოდათ. მ--- ნ-------–---–ს არ ჰქონდა აღებული თანხის მისაკუთრების მიზანი. ,--–--------------ს“ მიმართ არსებული ვალდებულებების დასაფარად იგი აპირებდა ,------------–--------ში“ სესხის აღებას, თუმცა სესხის გამოტანამდე ჩატარდა აუდიტორული შემოწმება და გამომჟღავნდა მის მიერ სხვისი სახელით სხვადასხვა სესხის აღების ფაქტი. მ--- ნ-------–---–- გამოთქვამდა მზადყოფნას, დაეფარა აღნიშნული სესხი, რა მიზნითაც თავად ,--–-------------ს“ სთხოვა მიეცათ მისთვის სესხი ან ანგარიშის ნომერი, სადაც შეძლებისდაგვარად, ეტაპობრივად შეიტანდა თანხას, რაზეც ბანკმა უარი უთხრა. დაცვის მხარის განმარტებით, ბრალდებული აღიარებს სხვისი სახელით სესხის აღებას, მაგრამ არ აღიარებს მისი მისაკუთრების მიზანს, ადასტურებს დოკუმენტების გაყალბებას და გამოყენებას მნიშვნელოვანი ზიანის გარეშე, ადასტურებს სხვის კომპიუტერულ სისტემაში შეღწევას, თუმცა აღნიშნავს, რომ ამის ნებართვა მას თავად ოპერატორებმა მისცეს (2019 წლის 23 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი);
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გარდა, მ--- ნ-------–---–-ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენაზე მეტყველებს მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული სხვა მასალებიც:
მოწმე ე----- ნ--------ის ჩვენებით, იგი არის პენსიონერი. ვინაიდან არის მოხუცი და უჭირს გადაადგილება, თავისი საპენსიო ბარათი გადასცა ძმისშვილის მეუღლეს - მ--- ნ-------–---–ს, რომელიც არის ,--–--------------ს“ სერვისცენტრის მენეჯერი. მ--- ნ-------–---–ს ყოველთვიურად სრულად მიჰქონდა მასთან პენსია. 2016 წლის ივნისში მისთვის ცნობილი გახდა, რომ მ--- ნ-------–---–ს მისი სახელით აუღია სოციალური სესხი 1 000 ლარის ოდენობით, რის შესახებაც არაფერი იცოდა. 2016 წლის ივლისიდან მისი პენსიიდან იჭრებოდა 40 ლარი. მას სოციალური სესხი არასოდეს აუღია და არც მ--- ნ-------–---–-სათვის მიუცია ამგვარი ნებართვა (ტ.1, ს.ფ. 334-337);
მოწმე ლ---–- კ---------ის ჩვენებით, იღებს პენსიას სს ,--–-------------ში“. ვინაიდან უვლიდა ავადმყოფ მეუღლეს და სახლიდან გასვლა უჭირდა, რამდენიმე წლის წინ თავისი საპენსიო ბარათი გადასცა ოჯახის ახლობელ მ--- ნ-------–---–ს, რომელიც არის ,--–--------------ს“ სერვისცენტრის მენეჯერი. მ--- ნ-------–---–ს სახლში მიჰქონდა მასთან პენსია. 2016 წლის ივნისის დასაწყისში მ--- ნ-------–---–მა ლ---–- კ---------ეს გაუგზავნა თავისი საპენსიო ბარათი. ივლისში ლ---–- კ---------ეს პენსია ჩაერიცხა არასრულად. როდესაც ბანკში მივიდა მიზეზის გასაგებად, აღმოჩნდა, რომ მის სახელზე გაფორმებული იყო სოციალური სესხი, რომელიც აუღია მ--- ნ-------–---–ს და რომლის შესახებ ლ---–- კ---------ისათვის ცნობილი არ იყო. ივლისიდან მას ყოველთვიურად ეჭრებოდა აღნიშნული სესხის პროცენტი - 60 ლარი. ლ---–- კ---------ეს სოციალური სესხი თვითონ არასოდეს აუღია. 2017 წლის ნოემბერში ,--–-------------მა“ მთიანად დაფარა ლ---–- კ---------ის სახელზე არსებული დავალიანება, რის გამოც მას ქონებრივი ზიანი არ მისდგომია (ტ.1, ს.ფ. 352-354);
ლ-------------იდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, საკრედიტო სესხი გაფორმდა ი----- ქ-------–---–ის, მ----- ქ-----–ის, ანა ხ------–---–ის, ჭ------ უ-----–-–---–ის, ე----- ლ---–----ის, ი----- გ-----ის, ლ---- ტ------–-–---–ის, მ-----–- ჯ-----–---–ის, გ------ ლ----–ის, შ----- ჟ--–---–---–ის, ც----- ს-------ს, მ--- ა----------ს, მ-----– შ--–-–---–ის, თ----- მ------–---–ის, ნ-----–- ჯ-----–---–ის, ი--- გ------–---–ის, მ-----–- მ------–---–ის, ვ------- რ-----–-–---–ის, ქ------- ბ----–-–---–ის, მ-------- ხ---------ის, გ--------- მ--–-–--ის, ი---- ო---ის, ნ--- ჯ-----ის, დ------- დ---–---–---–ის, გ--–--- ბ--------ის, გ-------– ქ---------–---–ის, ე---–--- ვ--–---ას, თ----- თ----ის, ე----- დ-------–ის სახელზე, სულ - 83 746 ლარის ოდენობით, აგრეთვე სწრაფი - 300-ლარიანი სესხები გაფორმდა მ----- ქ-----–ის, ლ---- ტ------–-–---–ის, მ--- ა----------ს, ი--- გ------–---–ის, ნ--- ჯ-----ისა და ხ------- რ------–---–ის სახელზე, სულ - 1 800 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 65-98);
დ------- დ---–---–---–ი (ტ.1, ს.ფ. 91-93), ანა ხ------–---–ი (ტ.1, ს.ფ. 113-115), გ--------- მ--–-–--ე (ტ.1, ს.ფ. 202-204), ნ-----–- ჯ-----–---–ი (ტ.1, ს.ფ. 218-220), მ----- ქ-----–ი (ტ.1, ს.ფ. 234-235), მ-----–- ჯ-----–---–ი (ტ.1, ს.ფ. 242-243), მ-------- ხ---------ი (ტ.1, ს.ფ. 255-256), ი--- გ------–---–ი (ტ.1, ს.ფ. 261-263), მ--- ა---------- (ტ.1, ს.ფ. 264-266), ე----- დ-------–ი (ტ.1, ს.ფ. 275-277), თ----- თ----ე (ტ.1, ს.ფ. 284-286), მ-----–- მ------–---–ი (ტ.1, ს.ფ. 303-305), ჭ------ უ-----–-–---–ი (ტ.1, ს.ფ. 310-312), ე---–--- ვ--–---ი (ტ.1, ს.ფ. 321-323), მ-----– შ--–-–---–ი (ტ.1, ს.ფ. 338-340), გ-------– ქ---------–---–ი (ტ.1, ს.ფ. 350-351), ნ--- ჯ-----ე (ტ.1, ს.ფ. 362-364), ე----- ლ---–----ე (ტ.1, ს.ფ. 372-375), ვ------- რ-----–-–---–ი (ტ.1, ს.ფ. 376-377), გ--–--- ბ--------ე (ტ.1, ს.ფ. 382-383), ქ------- ბ----–-–---–ი (ტ.1, ს.ფ. 384-385), შ----- ჟ--–---–---–ი (ტ.1, ს.ფ. 390-391) უარყოფენ სესხის აღებას და განმარტავენ, რომ ამ სესხების შესახებ მათთვის ცნობილი არ ყოფილა;
დათვალიერების ოქმებითა და საბანკო ამონაწერებით დასტურდება აღნიშნულ პირებზე სესხის გაცემა, აგრეთვე - მათი დავალიანებების დაფარვა თავად ,--–--------------ს“ მიერ 2017 წლის 14 ივლისსა და 18 აგვისტოს, აუდიტის სამსახურის წერილის საფუძველზე, კერძოდ: დაფარულია მ----- ქ-----–ის, ანა ხ------–---–ის, ჭ------ უ-----–-–---–ის, ე----- ლ---–----ის, ი----- გ-----ის, ლ---- ტ------–-–---–ის, მ-----–- ჯ-----–---–ის, გ------ ლ----–ის, შ----- ჟ--–---–---–ის, ც----- ს-------ს, მ--- ა----------ს, მ-----– შ--–-–---–ის, თ----- მ------–---–ის, ნ-----–- ჯ-----–---–ის, ი--- გ------–---–ის, მ-----–- მ------–---–ის, ვ------- რ-----–-–---–ის, ქ------- ბ----–-–---–ის, მ-------- ხ---------ის, გ--------- მ--–-–--ის, ი---- ო---ის, დ------- დ---–---–---–ის, გ--–--- ბ--------ის, გ-------– ქ---------–---–ის, ე---–--- ვ--–---ას, თ----- თ----ის, ე----- დ-------–ის, ი--- გ------–---–ის, ნ--- ჯ-----ისა და ხ------- რ------–---–ის, ე----- კ---------ის სახელზე არსებული სესხები, სულ 82 283,36 ლარის ოდენობით;
წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებითა და გაანალიზებით სასამართლოს უდავოდ დადასტურებულად მიაჩნია მ--- ნ-------–---–-ს მიერ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით (გარდა ზ------- ნ-------–---–თან დაკავშირებული ეპიზოდისა) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა, კერძოდ: ბრალდებული არ უარყოფს დოკუმენტების გაყალბებას და დიდი ოდენობით თანხის დაუფლებას, თუმცა უარყოფს მისაკუთრების მიზანს. დანაშაულის შემადგენლობის ამ აუცილებელი ნიშნის დასადგენად მხედველობაშია მისაღები არაერთი გარემოება და ამ შემთხვევაში ყველა მათგანი სწორედ მისაკუთრების მიზანზე მეტყველებს - ოჯახის წევრთაგან მხოლოდ მ--- ნ-------–---–- იყო დასაქმებული, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო მისი შვილი ერთი წლით უნივერსიტეტში სწავლასაც გამოეთიშა. მ--- ნ-------–---–-ს ხელფასი და ქონებრივი შესაძლებლოებები იმთავითვე გამორიცხავდა ,,სესხად აღებული“ დიდი ოდენობით თანხის დაბრუნების შესაძლებლობას, მით უფრო, რომ თავად ბრალდებულის განმარტებით, აღებული თანხებით მან დაფარა სხვა ბანკების დავალიანება. ბრალად შერაცხული ქმედებები არ იყო სპონტანური და გრძელდებოდა წლების განმავლობაში, შენიღბულად. გარდა იმისა, რომ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხის ამა თუ იმ ფორმით განკარგვა გავლენას არ ახდენს ქმედების კვალიფიკაციაზე, უდავოდ დადგენილია, რომ მ--- ნ-------–---–- იხდიდა ,,სესხის“ მხოლოდ იმ მინიმალურ ნაწილს (პროცენტის სახით), რაც აუცილებელი იყო დანაშაულის დასაფარად. გაუგებარია, ბანკის რომელ მოგებაზეა საუბარი, როდესაც თავად მ--- ნ-------–---–-ს განმარტებით, იგი ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დაეუფლა ბანკის 70 ათას ლარს. ცხადია, იგი ბანკის თანხითვე ფარავდა მინიმალურ პროცენტს, რადგან იცოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვეღარ შეძლებდა დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელებას. ამასთან, სწორედ ბანკმა დაფარა მ--- ნ-------–---–-ს მიერ სხვათა სახელით, გაყალბებული ოფიციალური დოკუმენტებით დაუფლებული თანხის ძირითადი ნაწილი. საქმის განხილვის შედეგად არ გამოიკვეთა, რა გზით აპირებდა მ--- ნ-------–---–- წლების მანძილზე, კანონსაწინააღმდეგოდ დაუფლებული დიდი ოდენობით თანხის დაბრუნებას. თავად ბრალდებულმა აღნიშნა, რომ თანხის დაბრუნება სურდა იმავე ბანკში სესხის აღებით, მაგრამ ასეთ შემთხვევაში გაუგებარია, რამ შეუშალა ხელი თავიდანვე კანონიერი გზით მიეღო თანხა, ან თუ იცოდა ამგვარი გზით თანხის მიღების შეუძლებლობის შესახებ, შემდგომში როგორ დაუბრუნებდა თანხას ,--–-------------ს“ ?! ამდენად, არც მ--- ნ-------–---–-ს ან მისი ოჯახის რომელიმე წევრის შემოსავალი, ხელფასი, დაუფლებული თანხის ოდენობა ან თუნდაც პერსპექტივაში თანხის გადახდის მცირე შესაძლებლობის არარსებობაც კი ნათლად მეტყველებს ბრალდებულის განზრახვის თაობაზე;
ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებასა და გამოყენებას ბრალდებული არ უარყოფს და ეს ფაქტი დადგენილია არაერთი პირის ჩვენებით თუ გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით. რაც შეეხება ამ გაყალბების შედეგად მნიშვნელოვან ზიანს, არც ეს არის საეჭვო თუნდაც დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანის გამო. ამასთან, ეს ზიანი ზუსტად არ არის დადგენილი, რამდენადაც ამ მხრივ მტკიცებულებებით სხვადასხვა ციფრი სახელდება, თუმცა ყველა მათგანი, მათ შორის - თავად ბრალდებულის ჩვენება - უტყუარად ადასტურებს კანონით დადგენილ 10 000 ლარზე ბევრად მეტი თანხის დაუფლებას;
რაც შეეხება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას, როგორც ბანკის ყოფილი მოლარე-ოპერატორები აღნიშნავენ, მათი ,,იუზერით“ სარგებლობისას მ--- ნ-------–---–ს არასდროს უთქვამს, რომ მათ პროგრამაში შესვლას აპირებდა, პაროლის თხოვნის დროს მოტივად მხოლოდ ე.წ. ,,მთავარ წიგნში“ შესვლას ასახელებდა სამსახურებრივი საჭიროებისათვის, მაგ. თუ თანხა იყო ,,გაჭედილი“, ნაშთს ვერ ნახულობდა და ამის გამო ,,სალარო არ იხურებოდა“. მ--- ნ-------–---–ს არასდროს უთქვამს, რომ აპირებდა ბანკის კლიენტის მონაცემების, მათ შორის - ტელეფონის ნომრის შეცვლას. მოლარე-ოპერატორებმა ასევე აღნიშნეს, რომ ე.წ. ,,მთავარ წიგნში“ შესვლით სესხის დამტკიცება ან/და საკრედიტო ბარათის გამოწერა შეუძლებელია (მაგ. მოწმე ნ---- ზ---------ის ჩვენება). ჩვენებების გარდა, უკანონოდ, მოტყუებით სხვის კომპიუტერულ სისტემაში შეღწევას ადასტურებს ბანკში დადგენილი წესები - ,--–--------------ს“ გენერალური დირექტორის მოადგილის წერილით ირკვევა, რომ ,,სესხის მისაღებად აუცილებელია ოპერატორის მონაწილეობა, რადგან სესხის მენეჯერი /მ--- ნ-------–---–-/ თავისი იუზერით - პროგრამული მომხმარებლის გამოყენებით - ვერ გააკეთებს. სესხი აუცილებლად უნდა გაკეთდეს/დადასტურდეს ოპერატორის იუზერით, რაც იმას ნიშნავს, რომ მ--- ნ-------–---–- თავისი სამსახურებრივი იუზერის გამოყენებით დამოუკიდებლად, ოპერატორის ან/და მოლარის იუზერის გამოყენების გარეშე სესხის გაკეთებას/დადასტურებას ვერ შეძლებდა“ (ტ. 2, ს.ფ. 219-220);
სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სამართლებრივად არასწორია მ--- ნ-------–---–-ს ქმედებების რამდენჯერმე, ერთი და იგივე მუხლით (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით) შეფასება, რადგან ბრალდების შესახებ დადგენილება იწყება და სრულდება სსკ-ის მე-14 მუხლით გათვალისწინებული განგრძობადი დანაშაულის ნიშნებით - ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით;
3.3 აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ სს „-–-------------ის“ გ-----------–---–-------------–------ის მენეჯერმა მ--- ნ-------–---–მა, 2014 წლის 28 თებერვლიდან 2016 წლის 16 ივნისამდე, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, ამავე ფილიალის მოლარე ოპერატორების სამუშაო კომპიუტერულ პროგრამებში - ე.წ. „იუზერებში“ უნებართვო შეღწევით, შეცვალა სხვადასხვა მოქალაქის სახელზე ბანკში არსებული პერსონალური მონაცემები, იმავე მოლარე ოპერატორების „იუზერების“ გამოყენებით მოტყუებით გაგზავნა ინფორმაცია სს „-–-------------ის“ სათავო ოფისში, თითქოს მოქალაქეები ითხოვდნენ საკრედიტო ბარათების დამზადებას, რის შემდეგაც სს „-–-------------ის“ მიერ დამზადდა 32 საკრედიტო ბარათი და გაეგზავნა მ--- ნ-------–---–ს. მ--- ნ-------–---–- მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა აღნიშნულ ბარათებზე რიცხულ თანხებს. ამავე დროს, მ--- ნ-------–---–მა ხსენებული მოქალაქეების ნაწილის სახელით გააკეთა სწრაფი სესხი 300-300 ლარის ოდენობით, რაც გადაიტანა შესაბამისი მოქალაქის საკრედიტო ბარათის ანგარიშზე და მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა თანხებს. მანვე, 2012 წლის 27 ივლისიდან 2014 წლის 15 მაისამდე, ე----- ნ--------ის სახელზე ყალბად შეადგინა ,,სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის“ ხელშეკრულებები და სალაროს გასავლის ორდერები, სადაც ე----- ნ--------ის ნაცვლად მოაწერა ხელი და რაც გამოიყენა სს „-–-------------ში“. ამ გზით იგი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სს „-–-------------ის“ კუთვნილ 2 676 ლარს. 2012 წლის 16 ნოემბრიდან 2015 წლის 16 თებერვლამდე პერიოდში ლ---–- კ---------ის სახელზე მ--- ნ-------–---–მა ყალბად შეადგინა ,,სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის“ ხელშეკრულებები და სალაროს გასავლის ორდერები, სადაც ლ---–- კ---------ის ნაცვლად მოაწერა ხელი და გამოიყენა სს „-–-------------ში“. იგი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სს „-–-------------ის“ კუთვნილ 1 916 ლარს. საბოლოოდ, მ--- ნ-------–---–- საერთო მიზნითა და ერთიანი განზრახვით, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სს „-–-------------ის“ კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1 მ--- ნ-------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ნაწილობრივ აღიარებს ბრალად შერაცხულ ქმედებებს, ასევე ნაწილობრივ ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას გარკვეული მტკიცებულებების უდავოდ ცნობით, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, მიყენებული ზიანის ოდენობას (დიდ ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10 000 ლარის ზევით, რასაც ბევრად აღემატება მ--- ნ-------–---–-ს მიერ მითვისებული თანხა). გასათვალისწინებელია ბრალად შერაცხული, განგრძობადი ქმედებების რაოდენობა და სისტემატური ხასიათი, წლების განმავლობაში ამ ქმედებების შესანიღბად გამოყენებული ხერხი;
5.2 სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს პასუხისმგებლობის იმგვარი შემამსუბუქებელი გარემოება, რაც არასაპატიმრო სასჯელის მიზანშეწონილობას დაასაბუთებს. ამგვარი სასჯელის გამოყენება სსკ-ის 180-ე და 284-ე მუხლებით სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია - მისაღწევად მეტისმეტად ლმობიერი იქნებოდა. რაც შეეხება სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტს, სასამართლო არც არის უფლებამოსილი, არასაპატიმრო სასჯელი გამოიყენოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ--- ნ-------–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს ზ------- ნ-------–---–-ს სახელით ყალბი დოკუმენტის შედგენისა და მისი გამოყენებით 7 800 ლარის თაღლითურად დაუფლების ბრალდების ეპიზოდში;
2. მ--- ნ-------–---–- ცნობილ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯოს:
- 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
- სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
- სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და მ--- ნ-------–---–ს საბოლოოდ მიესაჯოს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
3. მსჯავრდებულ მ--- ნ-------–---–ს სასჯელის მოხდა დაეწყოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით დაკავების დღიდან;
4. აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს, ხოლო - გირაოს თანხა - დაუბრუნდეს მის შემტანს დადგენილი წესით;
5. ნივთიერი მტკიცებულება - ელექტრონული დისკები და საკრედიტო ბარათები - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი