განაჩენი

სისხლის სამართლის 29.05.2019
საქმის ნომერი
010100119002960365
დავის ტიპი
187
თარიღი
29.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119002960365

საქმე N1-319/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28.05.2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - მი----–--------–-ძე

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: სე---------------–იძე

მამის სახელი: გი------

დაბადებული: 2--08.1986 წელი

პირადი ნომერი: 6---------4

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–ო

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

ნასამართლობა: არ მქონე

ფ/მისამართი: ქ. ბათუმი, მე------------.

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

187-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N 075240119001

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2019 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 07:55 საათზე, სე---------------–იძემ, რომელიც იყო ადმინისტრაციულად დაკავებული და იმყოფებოდა ქ. ბათუმში, ტბ--–----------------------ში განლაგებულ აჭარის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის ცენტრალური გამოსასვლელის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან გაჩერებულ, აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს სამსახურებრივი დანიშნულების ,,შკოდა-ოქტავია“-ს მარკის ავტომანქანაში, (სახელმწიფო სანომრე ნიშნით UV344VU, საბორტე ნომრით 1110), თავის დარტყმით განზრახ გაანადგურა ავტომანქანის უკანა მარცხენა კარის მოძრავი საქარე მინა, რამაც გამოიწვია 260 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება,რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია:

 

2.1 წინა სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

2.2 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.3. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით №1----, 28.01.2019წ დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ავტომანქანის ,,S------------” სახ. N U--------, მარცხენა უკანა კარის მოძრავი მინის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა აღდგენითი სამუშაო ღირებულების გათვალისწინებით შეადგენს -260 (ორასსამოცი) ლარს.

 

2.4 ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით (დანაშაულის ჩადენის შესახებ შეტყობინება 182928; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; მოწმეების ზაურ მელაძის, იმედა ბოლქვაძის და სე---------------–იძის გამოკითხვის ოქმები, სასაქონლო ექსპერტიზის N1---- დასკვნა) - სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა სე---------------–იძემ ჩაიდინა სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

3.სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ სე---------------–იძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

4.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

4.1. სე---------------–იძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება.

4.2. სე---------------–იძეს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. ბრალდებულის განმარტებით ის ცხოვრობს თავშესაფარში, არა აქვს საკუთარი საცხორებელი, გადატანილი აქვს გულის ოპერაცია და ყველა სახის სამუშაოს შესრულება არ შეუძლია, ის მზადაა სასჯელის სახით ჯარიმის დანიშვნის შემთხევვაში მსუბუქის სახის საქმიანობით (ამჟამადაც პერიოდულად საქმიანობს) უზრუნველყოს თანხის შეგროვება და გადახდა;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

5.2. გამომდინარე იქედან, რომ სე---------------–იძე არ არის ნასამართლევი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით სამი სხვადასხვა ძირითადი სასჯელის გამოყენებაა შესაძლებელი, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯარიმის გამოყენება არის მიზანშეწონილი და გამართლებულია ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და სე---------------–ძის რესოციალიზაციისათვის.

 

ამდენად, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ბრალდებულის ჯანმრთელობის და მატერიალური მდგომარეობის მხედველობაში მიღებით სასამართლო თვლის, რომ სე---------------–იძეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა.

 

6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა

 

ნივთიერი მტკიცებულება: შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ,,შკოდა-ოქტავია“-ს მარკის ავტომანქანაში, სახელმწიფო სანომრე ნიშნით U-----, საბორტე ნომრით 1110, რომელიც განთავსებულია აჭარის საპატრულო პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ნივთიერი მტკიცებულება: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები 01 ცალი CD-R დისკი, რომელიც დალუქულ მდომარეობაში ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, უნდა დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული სე---------------–იძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ სე---------------–იძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება: შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ,,S------------” მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო სანომრე ნიშნით N U--------, საბორტე ნომრით 1110, რომელიც განთავსებულია აჭარის საპატრულო პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ნივთიერი მტკიცებულება: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები 01 ცალი CD-R დისკი, რომელიც დალუქულ მდომარეობაში ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, უნდა დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე