გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.05.2019
საქმის ნომერი
330210118002687188
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო, საბანკო მომსახურება
თარიღი
29.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/30666-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

30 აპრილი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნინო მამულაშვილი

სხდომის მდივანი - ქეთევან ლაზარაშვილი

 

მოსარჩელე – სს ,,ლ-------- ბ---ი”

წარმომადგენელი - ნ--------–-–---–ი

 

მოპასუხეები - კ------- შ--------–---–ი, თ---------- ქ----–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს - თ---------- ქ----–---–ს და კ------- შ--------–---–ს სს „ლ-------- ბ---ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების გადახდა 17592.78 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 9851.26 ლარი, პროცენტი - 4461.52 ლარი და შემცირებული პირგასამტეხლო - 3280 ლარი.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 8 აპრილს სს ,,ლ-------- ბ---სა“ და კ------- შ--------–---–ს შორის გაფორმდა საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება N4------------------, რომლის თანახმადაც, მოპასუხეზე გაიცა სამომხმარებლო, საბ---ო კრედიტი 13254 ლარის ოდენობით. კრედიტის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა წლიური 17%. ვადად განისაზღვრა 60 თვე. ყოველთვიური შესატანის ოდენობა 329.4 ლარი. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ის ოდენობით.

 

ამავე ხელშეკრულების ფარგლებში, 2014 წლის 8 აპრილსვე, გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N0----------------, რომლის საფუძველზეც თავდებმა - თ---------- ქ----–---–მა იკისრა სოლიდარული თავდებობა, ძირითადი მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის, ან ვადის გადაცილების შემთხვევაში. თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 19953.77 ლარი.

 

სს ,,ლ-------- ბ---მა“ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და კ------- შ--------–---–ზე გასცა საბ---ო კრედიტი, რის შემდეგაც წარმოეშვა აღნიშნული თანხის შეთანხმებული პირობებით მოთხოვნის უფლება. მოპასუხეებმა კი დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2----–-–------------ და არ ასრულებენ მას; 2018 წლის 9 ოქტომბრის მდგომარეობით, სს“ლ-------- ბ---ის“ მიმართ N0-------------- სესხზე მოპასუხეებს გააჩნიათ დავალიანება 31385.52 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 9851.26 ლარი, პროცენტი - 4461.52, ჯარიმა -17074.74 ლარი; თუმცა ბ---ი ამცირებს პირგასამტეხლოს და ნაცვლად 17074.74 ლარისა, ითხოვს მოპასუხეთათვის სოლიდარულად 3280 ლარის დაკისრებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე თ---------- ქ----–---–მა წარმოდგინა არაკვალიფიციური შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო და მიუთითა ბ---ის მიერ მოთხოვნილი თანხების დაუსაბუთებულობასა და უკანონობაზე.

 

მოპასუხე კ------- შ--------–---–ს სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო პროცესზე გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 8 აპრილს სს ,,ლ-------- ბ---სა“ და კ------- შ--------–---–ს შორის გაფორმდა საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება N4------------------, რომლის თანახმადაც, მოპასუხეზე გაიცა სამომხმარებლო, საბ---ო კრედიტი 13254 ლარის ოდენობით. კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 17%-ით. კრედიტის მოქმედების ვადა _ 22.04.19; ყოველთვიური შენატანის ოდენობა, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით - 329.4 ლარით. ხელშეკრულებით ასევე შეთანხმებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2014 წლის 8 აპრილის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება, სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ.20-25);

 

3.1.2. 2014 წლის 8 აპრილს, გაფორმებული N0---------------- თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, თავდებმა _ თ---------- ქ----–---–მა იკისრა სოლიდარული თავდებობა, ძირითადი მოვალის მიერ საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულ შესრულებაზე. თავდების პაუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 19953.77 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ, თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ.28-29);

 

3.1.3. მოპასუხეებს მოსარჩელის მიერ გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილება და განესაზღვრათ დამატებითი ვადა დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვისათვის, ასევე ეცნობათ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სს“ლ-------- ბ---ის“ გაფრთხილების წერილები( ს.ფ. 30-31,33);

 

3.1.4. კ------- შ--------–---–მა სესხის ხელშეკრულების დაფარვის გრაფიკი დაარღვია 0--------- წლიდან;

 

2018 წლის 10 ოქტომბრის დავალიანების შესახებ ცნობის თანახმად, კ------- შ--------–---–ს ბ---ის წინაშე ერიცხება სასესხო დავალიანება, რომელიც 2018 წლის 9 ოქტომბრის მდგომარეობით ჯამში შეადგენს 31387.52 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 9851.26 ლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი - 4461.52 ლარი, ვადაგადაცილებისთვის შემცირებული ჯარიმა - 3280 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-ამონაწერი მსესხებლის ანგარიშიდან (ს.ფ.44-54);

 

-2018 წლის 10 ოქტომბრის ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ.55).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს“ლ-------- ბ---ის“ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე, 418-ე, 867-868-ე, 873-ე, 891-895-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგია, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე და მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 8 აპრილს სს ,,ლ-------- ბ---სა“ და კ------- შ--------–---–ს შორის გაფორმდა საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება N4------------------, რომლის თანახმადაც, მოპასუხეზე გაიცა სამომხმარებლო, საბ---ო კრედიტი 13254 ლარის ოდენობით. მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე. კრედიტის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა წლიური 17%-ით. კრედიტის მოქმედების ვადად - 60 თვე. ხელშეკრულებით ასევე შეთანხმებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ის ოდენობით.

 

ამდენად, მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის სამართლებრივ რეგულირებაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 867-ე და 868-ე მუხლებში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას, მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებით აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

დადგენილია, რომ საბ---ო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2014 წლის 8 აპრილს სს ,,ლ-------- ბ---სა“ და თ---------- ქ----–---–ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თავდებმა იკისრა ბ---ის წინაშე სოლიდარული პასუხისმგებლობა კ------- შ--------–---–ის მიერ N4------------------ საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 19953.77 ლარით.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

ამდენად, ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას დათქმულ ვადაში არ ასრულებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად გადახდის ვალდებულებები მოვალეს ჯეროვნად არ შეუსრულებია, კერძოდ კ------- შ--------–---–ის მიერ საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით შეთანხმებული სესხის დაფარვის გრაფიკი დარღვეულ იქნა 2----–-–------------; ბ---ის მიერ მოპასუხეთა (მოვალისა და თავდები პირის) გაფრთხილების მიუხედავად, დამატებით განსაზღვრულ ვადაში დავალიანების გადახდა არ განხორციელებულა, რაც წარმოადგენს კრედიტორის მიერ საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტისა და მოპასუხეთათვის სესხის ძირითადი თანხისა და ხელშეკრულებით შეთანხმებული პროცენტის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

შესაბამისად, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 2014 წლის 8 აპრილის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, ძირი თანხის - 9851.26 ლარისა და პროცენტის - 4461.52 ლარის, გადახდა.

 

6.4. რაც შეეხება სს ,,ლ-------- ბ---ის“ სასარჩელო მოთხოვნას პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, სასამართლო განმარტავს, რომ იმ შედეგების აღსაკვეთად, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ შეიძლება გამოიწვიოს, კანონმდებელი სხვადასხვა ღონისძიებას ითვალისწინებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას უზრუნველყოფენ და ემსახურებიან მისი შედეგების აღმოფხვრას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პირგასამტეხლოს ინსტიტუტი, რომელიც ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლებელია აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამეტხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ პირგასამტეხლო და მისი ოდენობა, კრედიტის თანხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში დაუბრუნებლობისათვის, წერილობით იქნა შეთანხმებული მხარეთა მიერ ვადაგადაცილებული დავალიანების დღიური 0.5%-ის ოდენობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირგასამტეხლო, ბ---ის მიერ მისი ოდენობის ნებაყოფლობით შემცირების მიუხედავად, შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც იგი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე _0.05%-მდე და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ პირგასამტეხლო - 1707.47 ლარის ოდენობით.

 

შესაბამისად, სს ,,ლ-------- ბ---ის” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეებს - თ---------- ქ----–---–სა და კ------- შ--------–---–ს სს „ლ-------- ბ---ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 2014 წლის 08 აპრილის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ჯამში 16020.25 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 9851.26 ლარი, პროცენტი - 4461.52 ლარი და პირგასამტეხლო - 1707.47 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

დადგენილია რომ სს ,,ლ-------- ბ---ის“ მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 544.07 ლარის ოდენობით, ასევე სარჩელის უზრუნველსაყოფად - 50 ლარი;

 

წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, ვინაიდან ბ---ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს - თ---------- ქ----–---–ს და კ------- შ--------–---–ს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული ხარჯის ანაზღაურება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად - 480.60 ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი თანხა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

მოპასუხეებს ასევე უნდა დაეკისროთ, სარჩელის უზრუნველსაყოფად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ანაზღაურება.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის საფოსტო მომსახურებისათვის და აკრძალვის რეგისტრაციისათვის გაწეული ხარჯის გაღების დამადასტურებელი მტკიცებულებები (გადახდის ქვითრები), მოსარჩელის მოთხოვნას სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურების თაობაზე სასამართლო არ დააკმაყოფილებს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სსსკ-ის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან სს ,,ლ-------- ბ---ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,ლ-------- ბ---ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

2. მოპასუხეებს - კ------- შ--------–---–ს და თ---------- ქ----–---–ს სს „ლ-------- ბ---ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2014 წლის 8 აპრილის N4------------------ საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 16020.25 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 9851.26 ლარი, პროცენტი - 4461.52 ლარი, პირგასამტეხლო - 1707.47 ლარი.

 

თავდები პირის - თ---------- ქ----–---–ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 19953.77 ლარით.

 

3. მოპასუხეებს - თ---------- ქ----–---–სა და კ------- შ--------–---–ს სს „ლ-------- ბ---ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული ხარჯის - 480.60 ლარისა და სარჩელის უზრუნველსაყოფად გაწეული სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ანაზღაურება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო მამულაშვილი