განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/8-----
(გამოძიების №07----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ--------------ე,დაცვის მხარე:
ბრალდებულები - ა-–------------–-----ე (დაბადებული - 1----–-–----------------–--------------–----------–----------------------------------------------–-------------–----------–--------------–---------------------–-------------------–-----–-------------------ში),დ---------------–---–ი (დაბადებული - 1----–-–---------------–--------------–----------–-----------------------------–-------------------–------------–--–--------------------------------------ში),ადვოკატები - ტ------–--------ე, ლ--------------ე, გ--------------ი,კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-5 ნაწილები (ა-–------------–-----ის მიმართ); 2. საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილი (დ---------------–---–ის მიმართ).
დისპოზიცია: 1. ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა (ა-–------------–-----ის მიმართ); 2. სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია (დ---------------–---–ის მიმართ).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2016 წლის 21 ოქტომბერს, საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლ---------------------------–---------------–--------------------–----------------------------------------------–------------–ი, ,,J------“ სახელმწიფო ნომრის მქონე, „კამაზის“ მარკის ავტომანქანით, ამავე ასეულის მძღოლს, სამოქალაქო პირს - ალ-----------------–-------–-----ეს, შე---------------------–--------–------------------------------------------------------–---------------------–--ის (ო-------ი) სამხედრო მოსამსახურეები გადაჰყავდა დ--------–--–----ოდან ო-------ის მიმართულებით. დაახლოებით 15:45 საათზე, ს---------------–----–----------------–-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, „უ-–----------------------------ის“ საავტომობილო გზის 11,200-ე კილომეტრზე, მძღოლმა - ა-–------------–-----ემ დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები - გადააჭარბა დასაშვებ სიჩქარეს, რის გამოც, მანევრირების დროს, „კამაზის“ მარკის ავტომანქანა ვერ დაიმორჩილა, გადავიდა სავალი ნაწილის გვერდულზე მარჯვენა მხარეს და გადაბრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა მგზავრი, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სავალდებულო მოსამსახურე - ა--------–------ი, ხოლო თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეებმა - ლ--------–-–---–მა, დ-------–-----მა, ლ------–--------ამ, ნ-----–-------------–---–მა, ზ---------------–---–მა, დ---------–------მა და ა------------------მა, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებები მათი ხანგრძლივი მოშლით, ხოლო თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებმა - ბ------------მ, ა-----------------–-----მმა და რ-----------–-–---–მა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მიიღეს სიცოცხლისათვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
1.2. დ---------------–---–ი 2015 წლის 3 ნოემბრის საქართველოს თავდაცვის მინისტრის მ-----–-------–--------–---–ის - დ------------–--ის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ს----------–----–-------------–-----–-------------–------–------------------–---------------------------–---------------–--------------------–------------------სის თანამდებობაზე. 2016 წლის 6 აგვისტოს ს----------–----–-------------–-----–-------------–------–------------------–---------------------------–---------------–-----------ით დამტკიცებული ფუნქციონალური მოვალეობებით, მას როგორც ს-------------–-------ის უფროსს ევალებოდა საქმიანობის პროცესში ეხელმძღვანელა მოქმედი კანონმდებლობით და პასუხისმგებელი იყო დანაშულის და სხვა შემთხვევათა თავიდან ასაცილებლად ზომების მიღებაზე, ასევე ბაზის სხვადასხვა სახის, მათ შორის სამართლებრივი ორგანიზების უზრუნველყოფაზე.
2016 წლის 18 ოქტომბერს ჯ---------–---------------------------–---------------–---იდან ს-------------–-------აში მიღებული იქნა ტელეფონოგრამა, რომლითაც აუცილებელი იყო ო-----ი-ო-------ი-დ--------–--–----ო-ო-------ი-ო-----ის მარშრუტზე, პირადი შემადგენლობის გადასაადგილებლად ერთი ერთეული დახურული სატვირთო ავტომანქანის გამოყოფა. აღნიშნული ტელეფონოგრამის საფუძველზე, ს-------------–-------ის უფროსმა - დ---------------–---–მა, 2016 წლის 20 ოქტომბერს, გასცა ბრძანება, რომლის თანახმად ზემოხსენებულ მარშრუტზე გამოყო „კამაზი 4-----ის“ მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით: „J------“- მძღოლი, სამოქალაქო პირი ა-–------------–-----ე, რომელსაც გააჩნდა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა კატეგორიით „BC". „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ა-–------------–-----ეს არ ჰქონდა უფლება სატვირთო ავტომანქანით გადაეყვანა რვაზე მეტი მგზავრი. აღნიშნულისათვის საჭირო იყო მართვის მოწმობა „CD” კატეგორიით. მოცემულ შემთხვევაში გადასაყვან მგზავრთა რაოდენობა, სატვირთო ავტომანქანის ძარით კი შეადგენდა 35 სამხედრო მოსამსახურეს. დ---------------–---–მა, როგორც ს-------------–-------ის უფროსმა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის სრული იგნორირებით დაარღვია ფუნქციონალური მოვალეობის მოთხოვნა, დაეცვა მოქმედი კანონმდებლობა და არ მიიღო მისი პასუხისმგებლობის სფეროში შემავალი ზომები დანაშაულის და სხვა შემთხვევათა თავიდან ასაცილებლად შესაბამისად, არ დაინტერესებულა ტელეფონოგრამაში მითითებული პირადი შემადგენლობის რაოდენობით და 35 სამხედრო მოსამსახურის გადასაყვანად ა-–------------–-----ის სახით დაამტკიცა მძღოლი, რომელსაც არ გააჩნდა შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა. დ---------------–---–ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობამ გამოიწვია მძიმე შედეგი კერძოდ, 2016 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 15:45 საათზე, ს---------------–----–----------------–-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, „უ-–----------------------------ის“ საავტომობილო გზის 11,200-ე კილომეტრზე, მძღოლმა - ა-–------------–-----ემ, რომელიც შესაბამისი კატეგორიის მართვის უფლების გარეშე მართავდა და სატვირთო მანქანის ძარით გადაყავდა რვაზე მეტი პირი, მოახდინა ავტო-საგზაო შემთხვევა, რის შედეგად გარდაიცვალა მგზავრი - თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურე - ა--------–------ი, ხოლო თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებმა - ლ--------–-–---–მა, დ-------–-----მა, ლ------–--------ამ, ნ-----–-------------–---–მა, ზ---------------–---–მა, დ---------–------მა და ა------------------მა, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებები მათი ხანგრძლივი მოშლით, ხოლო თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებმა - ბ------------მ, ა-----------------–-----მმა და რ-----------–-–---–მა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიიღეს სიცოცხლისათვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ა-–------------–-----ის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების იმგვარი უგულვებელყოფა, რამაც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, დაზარალებულების ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება.
2.2. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე ვერ დადასტურდა დ---------------–---–ის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის სრული იგნორირებით ფუნქციონალური მოვალეობის მოთხოვნათა დარღვევა, დაეცვა მოქმედი კანონმდებლობა და მიეღო ზომები დანაშაულის და სხვა შემთხვევათა თავიდან ასაცილებლად. არ დადგინდა მიზეზობრივი კავშირი დ---------------–---–ის ქმედებასა და ავტოსაგზაო შემთხვევას, ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას, დაზარალებულების ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანებას შორის.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
3.3. ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების (ბრალდებისა და დაცვის მხარეების მტკიცებულებების) შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, ასევე სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს, კერძოდ:
3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ა-–------------–-----ისა და დ---------------–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა დაზარალებულის უფლებამონაცვლის - ლ---------–------ის, დაზარალებულების - ლ--------–-–---–ის, დ-------–-----ის, ლ------–--------ას, ნ-----–-------------–---–ის, ზ---------------–---–ის, ბ------------ს, დ---------–------ისა და რ-----------–-–---–ის, მოწმეების - ზ--------------–---–ის, გ--–------------–---–ის, რ---------------–---–ის, ნ----------------–---–ის, გ--------------–---–ის, მ-----–------–---–ის, მ-----–---------–ეს, ზ------------–---–ის, მ-----------–--–---–ის, პ---–--–------–---–ის, კ------------ის, კ-----------–---–ის, ზ-----------–---–ის, მ-------------–---–ის, ნ--------------ის, მ-----–--------–---–ის, ლ---------------ს, ი-----------ის, თ--------------–---–ის, ი---------------ის, კ--------------–-----–---–ისა და ა-–---------------–ის ჩვენებები, სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ს----------–----–-------------–-----–--------------------–--–----------------ის, ს----------–----–-------------–-----–-------------–------–------------------–---------------------------–---------------–--------------------–------------------სის ბრძანებები, ტელეფონოგრამა.
3.5. სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება და სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2016 წლის 21 ოქტომბერს, საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლ---------------------------–---------------–--------------------–----------------------------------------------–------------–ი, ,,J------“ სახელმწიფო ნომრის მქონე „კამაზის“ მარკის ავტომანქანით, ამავე ასეულის მძღოლს, სამოქალაქო პირს - ალ-----------------–-------–-----ეს, შე---------------------–--------–------------------------------------------------------–---------------------–--ის (ო-------ი) სამხედრო მოსამსახურეები გადაჰყავდა დ--------–--–----ოდან ო-------ის მიმართულებით. დაახლოებით 15:45 საათზე, ს---------------–----–----------------–-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, „უ-–----------------------------ის“ საავტომობილო გზის 11,200-ე კილომეტრზე, მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი (თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურე - ა--------–------ი) გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმემ (თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებმა - ლ--------–-–---–მა, დ-------–-----მა, ლ------–--------ამ, ნ-----–-------------–---–მა, ზ---------------–---–მა, დ---------–------მა და ა------------------მა, ბ------------მ, ა-----------------–-----მმა და რ-----------–-–---–მა) მიიღეს სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები, კერძოდ:
3.6. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, 2016 წლის 27 ოქტომბრის #0-------- დასკვნის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურე - ა--------–------ი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაიცვალა.
3.7. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 12 იანვრის #0--------, 2017 წლის 3 იანვრის #0-------- და 2017 წლის 12 იანვრის #0-------- დასკვნების თანახმად, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებმა - ბ------------მ, ა-----------------–-----მმა და რ-----------–-–---–მა მიიღეს სიცოცხლისათვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–----------------------------------–-–-----------------------------------–-–--------------------------------–-–--------------------------------–-–--------------------------------–-–-----------------------------------–-–---------------------------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებმა - ლ--------–-–---–მა, დ-------–-----მა, ლ------–--------ამ, ნ-----–-------------–---–მა, ზ---------------–---–მა, დ---------–------მა და ა------------------მა მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებები მათი ხანგრძლივი მოშლით.
3.8. აღნიშნული სასამართლო სამედიცინო დასკვნების სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - ა-–---------------–მა, კ--------------–-----–---–მა, ნ--------------ემ და ე-------–--–---–მა.
3.9. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნებით უტყუარად დადგენილია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანის გარდაცვალებისა და რამდენიმე ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე/ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტები, რაც ფაქტობრივად სადავო არ არის და ამ საკითხზე დაცვის მხარესაც არ გაუმახვილებია დამატებით ყურადღება, შესაბამისად, სასამართლო თითოეული ექსპერტიზის დასკვნის შინაარსზე ყურადღებას დეტალურად არ შეაჩერებს.
3.10. რაც შეეხება საქმეში არსებულ სატრანსპორტო ტრასოლოგიური და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნების შინაარსს, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის #-------------------ს დასკვნებით დგინდება, რომ ავტომანქანა კამაზი ავტოსაგზაო შემთხვევამდე იყო ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში (საჭე და სამუხრუჭე სისტემა) და მასზე არსებული დაზიანებები განვითარებულია მკვრივ საგანთან შეჯახებით. ავტომანქანის დაზიანებით მიყენებული ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 7590 ლარს. აღნიშნული დასკვნების მართებულობა დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - ლ---------------მ და მ-----------–--–---–მა. აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, მით უფრო, რომ მხარეებს მათ სანდოობასთან და არადამაჯერებლობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე აქცენტი არ გაუკეთებიათ. ამდენად, სასამართლო დამატებით მათ შინაარსთან დაკავშირებით ყურადღებას არ შეაჩერებს.
3.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითად განხილვის სტადიაზე მოწმის სახით დაიკითხნენ დაზარალებულის უფლებამონაცვლე, დაზარალებულები და მოწმეები - ლ---------–------ი, ბ------------, დ---------–------ი, ნ-----------------–---–ი, დ-------–-----ი, ლ--------–-–---–ი და ლ------–--------ა. მათი ჩვენებებით დგინდება 2016 წლის 21 ოქტომბერს დ--------–--–----ოდან ო-------ში სამხედრო მოსამსახურეთა როტაციასთან დაკავშირებული გარემოებები, კერძოდ, დაახლოებით 35 სამხედრო მოსამსახურე განთავსდა ა-–------------–-----ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა „კამაზის“ ძარაზე. ვინაიდან დასაჯდომი ადგილები საკმარისი არ იყო, ზოგიერთი მათგანი ყუთებზე იჯდა. ავტომანქანას ტენტი ჰქონდა ჩამოფარებული და ძარაზე მყოფი სამხედროები გზას ვერ ხედავდნენ, შესაბამისად, არ ფლობენ ინფორმაციას ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზებისა და მექანიზმის შესახებ. ავტომანქანის სალონში მძღოლთან ერთად იმყოფებოდა ზ---------------–---–ი, რომელიც დანიშნული იყო ავტომანქანის ხელმძღვანელად. დ--------–--–----ოს სამხედრო ბაზიდან ავტომანქანის გამოსვლის შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. დაზარალებულებმა დაადასტურეს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები, ხოლო დაზარალებულის უფლებამონაცვლემ დაადასტურა, რომ მისი ძმა გარდაიცვალა. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ჩვენებებით დგინდება მხოლოდ საქმის ზოგადი გარემოებები (მათ შორის დამდგარი შედეგი სხეულის დაზიანებებისა და დაზარალებულის გარდაცვალების სახით), ხოლო უშუალოდ ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზების, განვითარების მექანიზმისა და გზის სავალ ნაწილზე ავტომანქანის/ავტომანქანების გადაადგილების თაობაზე ფაქტობრივი გარემოებების დადგენა მათ საფუძველზე შეუძლებელია.
3.12. რაც შეეხება დაზარალებულ რ-----------–-–---–ის ჩვენებას, სასამართლო მის შინაარსზე ქვემოთ შეაჩერებს ყურადღებას, ვინაიდან მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციით შესაძლებელია დადგინდეს უშუალოდ ავტოსაგზაო შემთხვევის მნიშვნელოვანი დეტალები.
3.13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ - რ---------------–---–ი, გ--–------------–---–ი, ნ----------------–---–ი, პ---–--–------–---–ი, კ-----------–---–ი, ი-----------ი, რომლებიც 2016 წლის მდგომარეობით იყვნენ საავტომობილო ბატალიონის მძღოლები. მათ დაადასტურეს, რომ ჰქონდათ ,,ბ“ და ,,ც“ კატეგორიის მართვის მოწმობები და მიუხედავად იმისა, რომ რვა ადამიანზე მეტის გადაყვანის უფლება არ ჰქონდათ, ყოფილა შეთხვევები, როდესაც მეტი ადამიანი გადაუყვანიათ. სასამართლო აღნიშნავს, რომ ა-–------------–-----ის ბრალეულობის დადგენის თვალსაზრისით ეს ჩვენებები არ არის რელევანტური იმდენად, რამდენადაც მიუხედავად იმისა, რომ ა-–------------–-----ეს რვა ადამიანზე მეტი რაოდენობის გადაყვანის უფლება არ ჰქონდა სატვირთო ავტომანქანით, კანონის ეს დარღვევა არ არის ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, რის გამოც არც ექსპერტი ადგენს ამ ნაწილში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია და არც ბრალდების მხარე ედავება ა-–------------–-----ეს პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ამ დარღვევას, როგორც ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზს. ამდენად, ა-–------------–-----ის ბრალდების ნაწილში სასამართლო მათი ჩვენებების შინაარსზე დამატებით ყურადღებას არ შეაჩერებს, ხოლო რაც შეეხება დ---------------–---–ის ბრალდებასთან ამ ჩვენებების შემხებლობას, სასამართლო მოგვიანებით იმსჯელებს.
3.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული საქმის შინაარსიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე (სატრანსპორტო დანაშაული), მთავარ მტკიცებულებას ა-–------------–-----ის ბრალეულობის დადგენის თვალსაზრისით წარმოადგენს სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც უტყუარად უნდა დადგინდეს დაარღვია თუ არა მან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესი/წესები იმგვარად, რამაც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა. აღნიშნული მტკიცებულების (ექსპერტის დასკვნის) დამაჯერებლობას და უტყუარობას, რომ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ცალსახაა, ვინაიდან სწორედ ამ სახის მტკიცებულებით, სპეციალური ცოდნის მქონე პირის - ექსპერტის მიერ უნდა დადგინდეს, მთავარი საკითხი - საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რაც სატრანსპორტო დანაშაულის (კონკრეტულად სსკ-ის 276-ე მუხლის) შემადგენლობის სავალდებულო ნიშანია და რომლის გარეშეც დანაშაულის შემადგენლობა არ იარსებებს.
3.15. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ექსპერტის დასკვნაში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს, უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, უნდა ეფუძნებოდეს საქმეში არსებული მტკიცებულებების გონივრულ, სწორ, სრულ შეფასებას და არ უნდა ტოვებდეს შთაბეჭდილებას, რომ ექსპერტი იყო მიკერძოებული და იხელმძღვანელა მხოლოდ იმ მასალებით, რაც ადგენდა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას, ხოლო უგულებელყო მტკიცებულებები, რომლებიც არსებითად ცვლიდნენ მოვლენათა განვითარების მექანიზმს/შემთხვევის ადგილზე არსებულ ვითარებას და წარმოადგენდნენ ბრალდებულის პოზიციის მხარდამჭერ მტკიცებულებებს. ამ განმარტების საწინააღმდეგო პოზიციის არსებობის პირობებში, მაღალია რისკი იმისა, რომ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება და რეალურად არადამაჯერებელ, სავარაუდო და საეჭვო მთავარ მტკიცებულებას - ექსპერტიზის დასკვნას დაეფუძნოს გამამტყუნებელი განაჩენი, რაც დაუშვებელია, როგორც საქართველოს კონსტიტუციის, ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების შესაბამისად. ცალსახაა, რომ მტკიცებულება, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. ამდენად, სასამართლო დეტალურად შეაფასებს სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას და იმსჯელებს მისი უტყუარობის/დამაჯერებლობის შესახებ, კერძოდ:
3.16. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 7 დეკემბრის #0-------- დასკვნის თანახმად, მოცემულ საგზაო სიტუაციაში ავტომობილ კამაზის მძღოლის ა-–------------–-----ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის დროსაც, კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა (ექსპერტები - თ------------–ი და ი---------------ე).
3.17. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილზე, სადაც აღწერილია თუ რა კვლევა ჩაატარეს ექსპერტებმა და რა ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით გასცეს კატეგორიული ექსპერტიზის დასკვნა, კერძოდ:
3.18. ექსპერტიზის დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად, გამოძიებით დადგენილია, რომ 2016 წლის 21 ოქტომბერს, 15:45 საათზე ს---------------------------–-------ეს მიმდებარე ტერიტორიაზე, უ-–----------------------------ის საავტომობილო გზის 11.2 კილომეტრზე, ს------–-------ეს მიმართულებით დიდი სიჩქარით მოძრაობდა ს----------–----–-------------–-----–-------------–------–--------------ის ლ-------------ი უზრუნველყოფის სარდლობის ს-------------–-------ის სატვირთო ავტომობილების ასეულის კუთვნილი „კამაზი“ J------, რომელსაც მართავდა ამავე ასეულის მძღოლი ა-–------------–-----ე და რომელმაც ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, გადავიდა სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს გვერდულზე და გადაბრუნდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა მგზავრი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურე ა--------–------ი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს მძღოლმა ა-–------------–-----ემ და ავტომობილში მყოფმა სხვა სამხედრო მოსამსახურეებმა.
3.19. სასამართლო აღნიშნავს, რომ თავდაპირველად ექსპერტებს ექსპერტიზის დასკვნაში გადმოტანილი აქვთ ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, როგორც გამოძიებით დადგენილი ფაქტობრივი მოცემულობა. აღნიშნულ ჩანაწერში რაიმე დარღვევა ერთი შეხედვით არ შეინიშნება, თუმცა საინტერესოა, რომ გამომძიებელი უკვე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად სთავაზობს ექსპერტებს, იმას, რომ ა-–------------–-----ე ავტომობილით მოძრაობდა მაღალი სიჩქარით და მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა. კანონმდებლობის თანახმად, ეს საკითხები სწორედ ექსპერტიზის კვლევის საგანს უნდა წარმოადგენდეს და ჩნდება კითხვა ამ ჩანაწერის რეალურობის შესახებ, თუმცა ხსენებული ჩანაწერი დამოუკიდებლად აღებული შესაძლოა არ ქმნის შინაარსობრივად არსებით ხარვეზს, ვინაიდან გამომძიებელი ექსპერტებს მხოლოდ მის ვერსიას სთავაზობს გამოძიებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რომლითაც ექსპერტები შეზღუდულები არ არიან იმდენად, რამდენადაც საექსპერტო კვლევას ატარებენ არა მხოლოდ ექსპერტიზის დანიშვნის დადგენილებაში მითითებულ გარემოებებზე დაყრდნობით, არამედ საქმეში არსებულ მტკიცებულებების საფუძველზე.
ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში ვკითხულობთ, რომ მოწმე ზ---------------–---–მა, რომელიც მძღოლთან ერთად იჯდა ავტომობილის კაბინაში, გამოკითხვისას განმარტა, რომ „კამაზის“ მარკის ავტომობილის გადაბრუნების მომენტში გზის აღნიშნულ მონაკვეთზე არანაირი სატრანსპორტო საშუალება არ მოძრაობდა და მძღოლს, ა-–------------–-----ეს რაიმე დაბრკოლება და წინააღმდეგობა არ ჰქონია. აღნიშნულს ადასტურებენ ავტო-საგზაო შემთხვევის შემსწრე ზ--------------–---–ი და მოწმის სახით გამოკითხული ზ-----------–---–ი, რომელიც განმარტავს, რომ იგი თავისი კუთვნილი ავტომანქანის ძრავს ათვალიერებდა საავტომობილო გზაზე სო----–----------ან დ--------–--–----ოს მიმართულებით და რაიმე სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებას არ გაუვლია.
3.20. როგორც საქმის მასალებში არსებული საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიდან და მასზე თანდართული სქემიდან ირკვევა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი ჰქონდა ს---------------------------–-------ეს მიმდებარე ტერიტორიაზე, უ-–----------------------------ის საავტომობილო გზის 11.2 კმ-ზე, დახრილი პროფილის მქონე, მშრალ, ასფალტირებულ, უდეფექტო, ორმხრივი მოძრაობისთვის განკუთვნილ საავტომობილო გზაზე, რომლის სავალი ნაწილის მთლიანი სიგრძე ორმხრივი მოძრაობისთვის შეადგენს 5.8 მეტრს, სადაც საპირისპირო სავალი ნაწილები ერთმანეთისგან გაყოფილია წყვეტილი ღერძულა ხაზით, ტოლ ნაწილად და თითოეული სამოძრაო ზოლის სიგანე შეადგენს 2.9 მეტრს. ამავე სქემის მიხედვით შემთხვევის ადგილზე დაფიქსირებულია საბურავის კვლები, რომელთაგან პირველი კვალი იწყება ბ------ს მიმართულებით სამოძრაო ზოლში, საგზაო ნიშნიდან 1.12.2. „სახიფათო მოსახვევი მარცხნივ“ 76 მეტრში, ხოლო გზის კიდიდან 0.7 მეტრში, გრძელდება 13.5 მეტრ მანძილზე და მთავრდება ამავე სამოძრაო ზოლის გვერდულის კიდესთან, ამავე მიმართულებით სამოძრაო ზოლში გზის კიდიდან 1.3 მეტრში იწყება მეორე კვალი, რომელიც გრძელდება 9.0 მეტრ მანძილზე და მთავრდება გზის კიდიდან 1.1 მეტრში, აღნიშნული კვალის ბოლოდან 32 მეტრ მანძილში დაფიქსირებულია მესამე კვალი, რომელიც იწყება სავალი ნაწილების გამყოფი ხაზიდან, გრძელდება 23.9 მეტრ მანძილზე და მთავრდება ბ------ს მიმართულებით სამოძრაო ზოლში გზის კიდიდან 1.4 მეტრში, აღნიშნული ადგილიდან, ბ------ს მიმართულებით სამოძრაო ზოლის გვერდულზე დაფიქსირებულია ასევე საბურავის კვალი, რომელიც იწყება გზის კიდიდან 1.0 მეტრ მანძილში და მთავრდება შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი გადაბრუნების მიდამოში.
3.21. ექსპერტები ავტომობილის სიჩქარის გამოსათვლელად იყენებენ ფორმულას (V=v26.Srja=v26.46,4.3,8=68 კმ/სთ) და იღებენ 68კმ/სთ სიჩქარეს (სადაც Sa-ავტომობილ „კამაზის“ მოცურების კვლების საერთო სიგრძეა-46.4 მ; Ja-მოცურებულ მდგომარეობაში მყოფი ავტომობილის სიჩქარის შენელებაა - 3.8 მ/წმ2; Ja=(0.8+0.9).J=0.85.4.5=3.8 მ/წმ2; სადაც J-სრულად დატვირთული ავტომობილ „კამაზის“ სიჩქარის შენელებაა მკვეთრი დამუხრუჭების დროს-4.5 მ/წმ2). მივიღეთ, რომ მოცურების კვლების საერთო სიგრძის მიხედვით, ავტომობილი „კამაზი“ მოძრაობდა დაახლოებით 68 კმ/სთ სიჩქარით.
ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში ასევე ვკითხულობთ, რომ მოწმეთა ჩვენებების მიხედვით გამოძიებით დადგენილია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ავტომობილ „კამაზის“ მძღოლმა ა-–------------–-----ემ მსვლელობისას ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, მკვეთრ მოსახვევში შესვლისას, ყოველგვარი ხელისშემშლელი პიროვნებების გარეშე მოცურდა ავტომობილი, რის გამოც გადავიდა სავალი ნაწილიდან და გადაბრუნდა. საქმის ასეთ ვითარებაში მისი მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს („შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცული იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება“), რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
3.22. ექსპერტმა ი---------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ გამოკვლევისას დაეყრდნო სისხლის სამართლის საქმის მასალებს, რომელთა შესწავლის შემდეგაც გასცა ექსპერტიზის დასკვნა. ექსპერტის განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით დადგინდა, რომ „კამაზის“ მძღოლი ა-–------------–-----ე ყოველგვარი ხელისშემშლელი გარემოებების არარსებობისას გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და გადაბრუნდა. ასეთ ვითარებაში მისი ქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნას, რომლის დაცვის დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
3.23. ექსპერტის განმარტებით, სიჩქარე, რომლითაც „კამაზი“ გადაადგილდებოდა საკმაოდ მაღალია არა სატვირთო, არამედ მსუბუქი ავტომანქანებისთვისაც კი, ვინაიდან გზის სიგანე ვიწროა, ხოლო მოსახვევი სახიფათო. ამასთან, ავტომანქანის ძარაზე იმყოფებოდა იმაზე მეტი ადამიანი ვიდრე უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, სიმძიმის ცენტრი გადაინაცვლებდა წინ და მარჯვნივ, რამაც ასევე ხელი შეუწყო ავტომობილის მოცურებას. ფოტოსურათებიდან ჩანს, რომ შემთხვევის დროს გზა სველი არ იყო. ზოგადად ავტომანქანის სიგანე არის 2.5 მეტრი, რომლისთვისაც 2.9 მეტრიანი გზა არის ვიწრო (გზის სიგანე ზოგადად დადგენილია 3.5-4 მეტრი).
ექსპერტის განმარტებით, ავტომობილი მოსახვევში შევიდა, მაგრამ მოძრაობა ვერ დაასრულა. ავტომანქანა გადის თუ არა მოსახვევიდან, მოცურების კვალიც იწყება. მოცემულ შემთხვევაში ექსპერტიზას ავტომანქანის სიჩქარეზე განსაკუთრებული აქცენტი არ გაუკეთებია. ექსპერტის განმარტებით, რა სიჩქარითაც არ უნდა ემოძრავა მძღოლს, დაბრკოლების არ არსებობის პირობებში მართვა არ უნდა დაეკარგა. სიჩქარის განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნა მოცურებული ავტომობილის კვლები, მისი დატვირთულობა, რომელთა მიხედვითაც დადგინდა სიჩქარე, რაც ექსპერტიზის დასკვნაში იქნა მითითებული. გამოთვლა არის დაახლოებითი. როდესაც სიჩქარის გამოთვლა ხდება კვლების მიხედვით, ყოველთვის წერენ რომ სიჩქარე არის დაახლოებითი. აბსოლუტური სიზუსტით სიჩქარის დადგენის მეთოდი ასეთ შემთხვევაში არ არსებობს, მაგრამ დადგენილი სიჩქარე ახლოს არის სიზუსტესთან.
ექსპერტის განმარტებით, სხვაგვარი საქმის მასალებისა და მოწმეთა ჩვენებების არსებობის შემთხვევაში განსხვავებული ექსპერტიზის დასკვნა დაიწერებოდა. 68 კმ/სთ სიჩქარე მოცემული სახიფათო მოსახვევისათვის მაღალ სიჩქარეს წარმოადგენს.
3.24. სასამართლო აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნისა და ექსპერტის ჩვენების დამაჯერებლობისა და სანდოობის შეფასებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს სამ მნიშვნელოვან საკითხზე, კერძოდ: 1. ვინაიდან ექსპერტი განმარტავს, რომ საექსპერტო კვლევისას იხელმძღვანელა საქმის მასალებით, უნდა შეფასდეს, იხელმძღვანელა თუ არა მან ყველა საქმის მასალით, რომელიც გამოძიებას საექსპერტო კვლევის დასაწყისში უკვე მოპოვებული ჰქონდა; 2. სწორად გამოთვალა თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის სიჩქარე; 3. რამდენად სწორად დაადგინა ექსპერტმა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი არ ყოფილა რაიმე დაბრკოლება ან საფრთხე (ავტოსაგზაო შემთხვევა განვითარდა ხელისშემშლელი პირობების გარეშე) და სწორედ ამ მთავარი/გადამწყვეტი გარემოების შეფასება რამდენად გონივრულად განახორციელდა. ა-–------------–-----ისათვის ავტომობილით მოძრაობის დროს სხვა ავტომობილის მიერ საფრთხის შექმნის არსებობა/არარსებობის ფაქტის უტყუარად დადგენას აქვს არსებითი მნიშვნელობა, რადგან საფრთხის ან დაბრკოლების არსებობის შემთხვევაში ექსპერტს საექსპერტო კვლევა უნდა ჩაეტარებინა სხვა მეთოდის (ფორმულის) გამოყენებით, კერძოდ, შეძლებდა თუ არა ა-–------------–-----ე ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილებას საფრთხის შექმნის მომენტიდან ნებადართული სიჩქარით მოძრაობის შეთხვევაში. თუ ასეთ შემთხვევაში ა-–------------–-----ე ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა, მაშინ ექსპერტიზის შედეგებზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა ის გარემოება, იგი ავტომანქანას მართავდა 60, 65, 68 თუ 80 კმ/სთ სიჩქარით და დასკვნა იქნებოდა ცალსახად ა-–------------–-----ის სასარგებლო.
3.25. სასამართლო აღნიშნავს, რომ 2016 წლის 7 დეკემბრის #0-------- სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტ ი---------------ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, არ აკმაყოფილებს დამაჯერებლობის მინიმალურ სტანდარტს, არ გამომდინარეობს გამოძიების ეტაპზე (ექსპერტიზის დანიშვნის მომენტისათვის) მოპოვებული ინფორმაციიდან და არ შეესაბამება საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების (გარდა ზ---------------–---–ის ჩვენებისა) შინაარსს, კერძოდ:
3.26. სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა არ ეფუძნება ექსპერტიზის დანიშვნის დროს სისხლის სამართლის საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას. დასკვნა ეფუძნება მხოლოდ იმ გამოკითხვის ოქმებს, რომლებიც ა-–------------–-----ის საწინააღმდეგო გარემოებებს ადასტურებდნენ, ხოლო უგულვებელყოფილი იქნა ის გამოკითხვის ოქმები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად სხვა გარემოებებზე მიუთითებდნენ. 3.27. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ექსპერტებს ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში სიტყვასიტყვით (წერტილ-მძიმის მითითებით) აქვთ გადმოწერილი ექსპერტიზის დანიშვნის დადგენილებიდან ზ---------------–---–ის, ზ--------------–---–ისა და ზ-----------–---–ის გამოკითხვის ოქმებიდან გაკეთებული მცირე ამონარიდები, არ აქვთ ნახსენები სისხლის სამართლის საქმეში იმ ეტაპზე არსებული ათეულობით გამოკითხვის ოქმი (მათ შორის ორი დაზარალებულის, ორი მოწმისა და ბრალდებულის გამოკითხვის ოქმები, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევის სხვაგვარ განვითარებაზე მიუთითებდნენ), ობიექტურად/სრულად არ აქვთ შეფასებული საქმის მასალები და მიუხედავად ამისა, გაცემული აქვთ კატეგორიული დასკვნა ბრალდებულ ა-–------------–-----ის საწინააღმდეგოდ. ამ საკითხთან დაკავშირებული სრული და რეალური მოცემულობა არის შედეგი: ზ---------------–---–ი გამოძიების ეტაპზე თავდაპირველი დაკითხვის დროს აღნიშნავდა, რომ მათ გზა გადაუჭრა მსუბუქმა ავტომანქანამ, რაც გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი. მოგვიანებით გამოძიების ეტაპზე შედგენილ მეორე გამოკითხვის ოქმში საწინააღმდეგოდ აღწერს ფაქტობრივ გარემოებებს და განმარტავს, რომ ა-–------------–-----ისათვის დაბრკოლება/საფრთხე არაფერს შეუქმნია. ექსპერტიზის დასკვნა რაიმე მსჯელობას იმის შესახებ, თუ რატომ გაიზიარა ექსპერტმა მეორე გამოკითხვის ოქმი და არ გაიზიარა პირველი გამოკითხვის ოქმი, არ შეიცავს. დაზარალებულები - რ-----------–-–---–ი და ა-----------------–-----ი, მოწმეები - ბ------------–---–ი და ი------------------ი, რომლებიც ბრალდების მხარის მიერ დაიკითხნენ გამოძიების ეტაპზე (პირველი გამოკითხვის ოქმები) და რომლებთან დაკავშირებითაც მიკერძოების ან დაინტერესების თაობაზე რაიმე ეჭვი არ არსებობს, აბსოლუტურად ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ უშუალოდ ავტოავარიის მომენტში მათ ავტომანქანას გვერდი აუარა საპირისპიროდ მოძრავმა მსუბუქმა ავტომობილმა. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა რ-----------–-–---–მა ეს გარემოება სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისასაც დაადასტურა, ხოლო ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე არ დაკითხა მოწმეები - ა-----------------–-----ი, ბ------------–---–ი და ი------------------ი (რომლებიც დაადასტურებდნენ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებების საწინააღმდეგო ვითარებას), რაც კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს ბრალდების მხარის პოზიციის საწინააღმდეგოდ. გამოძიების ეტაპზე არსებობდა ასევე ბრალდებულ ა-–------------–-----ის გამოკითხვის ოქმი (აღნიშნავდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია მისთვის მსუბუქი ავტომანქანის მიერ გზის გადაჭრამ), რომლის თაობაზეც ასევე არცერთი სიტყვა არ არის ნახსენები ექსპერტიზის დასკვნაში. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნა რეალურად არ ეფუძნება მისი ჩატარების დროს საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობას, უგულვებელყოფილია მტკიცებულებებით რეალურად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში ასახულია მხოლოდ ზ---------------–---–ის, ზ--------------–---–ისა და ზ-----------–---–ის გამოკითხვის ოქმებიდან გაკეთებული ამონარიდები, რაც კოპირებულია ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებიდან) და არ აღწერს ავტოსაგზაო შემთხვევის განვითარების რეალურ მექანიზმს, რაც სანდოობას, დამაჯერებლობას და უტყუარობას უკარგავს აღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნას. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, სასამართლოს არ რჩება ობიექტური შესაძლებლობა გაიზიაროს ექსპერტის დასკვნა და საფუძვლად დაუდოს ა-–------------–-----ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. საწინააღმდეგო განმარტების პირობებში, ფაქტობრივად მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდის საფუძველზე დადგინდება ა-–------------–-----ის ბრალეულობა, რაც სამართლებრივად არამართებული იქნება და ცალსახად შეეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად უტყუარი მტკიცებულებების სავალდებულოდ არსებობის შესახებ.
3.28. საქართველოს სსსკ-ის 146-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ექსპერტის დასკვნაში უნდა აღინიშნოს ექსპერტის ვინაობა (სახელი, გვარი, განათლება, სპეციალობა, სპეციალობით მუშაობის სტაჟი, სამეცნიერო ხარისხი და სამეცნიერო წოდება, სამუშაო ადგილი და თანამდებობა), ის, რომ ექსპერტი გააფრთხილეს განზრახ არასწორი დასკვნის მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, ექსპერტიზის ჩატარების საფუძველი, ვინ ესწრებოდა მას, რა მასალები გამოიყენა, რა საგანი, დოკუმენტი, ნიმუში ან სხვა ობიექტი გამოიკვლია, რა გამოკვლევა ჩაატარა და რა მეთოდები გამოიყენა ექსპერტმა, დასაბუთებული პასუხები დასმულ კითხვებზე, ექსპერტის ინიციატივით დადგენილი და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებანი.
3.29. სასამართლო აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნაში არ არის მითითებული და არც ექსპერტს განუმარტავს, რა მასალები გამოიყენა (რა ლიტერატურით იხელმძღვანელა) საექსპერტო კვლევის ჩატარებისას. ის ფორმულები, რომლებიც მითითებულია ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში წარმოადგენს მეცნიერულად ან პრაქტიკულად გამოყენებად მეთოდს ავტომობილის სიჩქარის დასათვლელად, თუ წარმოადგენს ექსპერტის პირად შეხედულებას. კანონის აღნიშნული დარღვევა კიდევ უფრო ამცირებს ექსპერტიზის დასკვნის სანდოობას და დამაჯერებლობას, მით უფრო, რომ ექსპერტ ი---------------ის განმარტებით, მსგავს შემთხვევაში სიჩქარის დადგენის რაიმე უტყუარი საშუალება არ არსებობს. მოცურებული „კამაზის“ სიჩქარე გამოითვალა კვლების საერთო სიგრძისა და სრულად დატვირთული ავტომანქანის მკვეთრი დამუხრუჭების დროს სიჩქარის შენელების დროის (4.5 მ/წმ2) გათვალისწინებით. აღნიშნული გამოთვლა მართალია სავარაუდოა, თუმცა ახლოს არის სიზუსტესთან. აღსანიშნავია, რომ თავად ექსპერტის მითითებით, გამოთვლილი სიჩქარე არის დაახლოებითი, თუმცა მიუხედავად ამისა დასკვნა არის კატეგორიული, რაც სრულიად გაურკვეველია და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მუხრუჭის კვალის სიგრძესთან დაკავშირებით და ფორმულაში ავტომანქანის მკვეთრი დამუხრუჭების დროს სიჩქარის შენელების მაჩვენებლის გამოყენებასთან დაკავშირებითაც არსებობს კითხვები, კერძოდ:
3.30. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, გაზომილია მხოლოდ გზის სავალ ნაწილზე (ასფალტით დაფარულ ნაწილზე) არსებული მოცურების კვლები, რაც შემდგომ, ერთი შეხედვით აბსოლუტური სიზუსტით ასახულია ექსპერტიზის დასკვნაში. პირველი კვალი არის გზის კიდიდან 0.7 მეტრში და გრძელდება 13.5 მეტრ მანძილზე, რომელიც მთავრდება ამავე სამოძრაო ზოლის გვერდულის კიდესთან. თუ შემთხვევის ადგილზე თანდართულ სქემას დავაკვრიდებით, მასზე განსხვავებულად არის ასახული აღნიშნული კვალის მდებარეობა. 13,5 მეტრი მანძილიდან ნახევარი მდებარეობს გზის სავალ ნაწილზე (ასფალტიან ზედაპირზე), ხოლო მეორე ნახევარი (დაახლოებით 7 მეტრი) გვერდულზე, რომელიც არ არის დაფარული ასფალტის ზედაპირით. აღნიშნულ საკითხს აქვს არსებითი მნიშვნელობა, რადგან ავტომანქანის საბურავის მოჭიდების მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია ხრეშიან/ტალახიან ზედაპირზე, ვიდრე ასფალტით დაფარულ ზედაპირზე, რაც ექსპერტის მიერ რაიმე ფორმით ექსპერტიზის დასკვნაში გათვალისწინებული არ ყოფილა. ფორმულაში ექსპერტს გამოყენებული აქვს ავტომანქანის მკვეთრი დამუხრუჭების დროს სიჩქარის შენელების მაჩვენებელი, რაც ასევე გაურკვეველია, ვინაიდან როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება ავტომანქანა მოცურდა და სწორედ მოცურებული ავტომანქანის კვალია დატოვებული სავალი ნაწილის ზედაპირზე და არა ავტომანქანის მკვეთრი დამუხრუჭების კვალი. ამდენად, რამდენად სწორად აქვს გამოყენებული ფორმულაში ექსპერტს ავტომანქანის მკვეთრი დამუხრუჭების დროს სიჩქარის შენელების მაჩვენებელი და იმ პირობებში, როდესაც 46 მეტრი კვალიდან დაახლოებით 7 მეტრი დამუხრუჭების კვალი დატოვებულია არა გზის მოასფალტებულ მონაკვეთზე, არამედ გვერდულზე (ხრეშიან/ტალახიან ზედაპირზე), გაურკვეველია რამდენად სწორია ექსპერტის მიერ მიღებული, მისივე განმარტებით ისედაც დაახლოებითი სიჩქარე 68 კმ/სთ.
3.31. ამდენად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 7 დეკემბრის #0-------- სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა ერთი მხრივ რეალურად არ ეფუძნება საქმეში არსებულ ყველა მასალას (მათ შორის იმ გამოკითხვის ოქმებს, რომლებიც რადიკალურად განსხვავებულ გარემოებებზე მიუთითებენ), არ ასახავს ავტოსაგზაო შემთხვევის განვითარების რეალურ სურათს, ხოლო მეორე მხრივ არის სავარაუდო და საეჭვო, ვერ აკმაყოფილებს უტყუარობისა და სანდოობის მინიმალურ სტანდარტს, რის გამოც სასამართლო ვერ გაიზიარებს ექსპერტიზის დასკვნას და ექსპერტ ი---------------ის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას.
3.32. სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად საექსპერტო კვლევის აშკარა არასრულყოფილებისა და არსებითი დარღვევებისა, ყურადღება უნდა გამახვილდეს ზ---------------–---–ის, ზ-----------–---–ისა და ზ--------------–---–ის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებზე, უნდა შეფასდეს დაადასტურეს თუ არა მათ იგივე ფაქტობრივი გარემოებები, რაც ასახულია გამოძიების ეტაპზე შედგენილ გამოკითხვის ოქმებში.
3.33. ბრალდების მხარის მოწმე ზ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 3-4 საათზე, ავტომანქანით მოძრაობდა სო----–----------ან დ--------–---–------ს მიმართულებით. გზის იმ მონაკვეთზე, სადაც ერთი აღმართი მთავრდება და მეორე იწყება, ავტომანქანა „კამაზი“ მოცურდა, მერე გასწორდა და ისევ მოცურდა, რის შემდეგაც ამოტრიალდა. მიხვდა, რომ ცუდი ამბავი იყო და დარეკა სასწრაფოში.
3.34. მოწმის განმარტებით, პირველი აღმართზე მოძრაობისას მსუბუქი ავტომანქანა გამოჩნდა, რომელსაც არ დაკვირვებია და არ დაუმახსოვრებია. ამოტრიალებული „კამაზი“ რომ დაინახა, მსუბუქი ავტომანქანა არ ჩანდა. ამოტრიალებულ ავტომობილში სამხედრო ფორმიანი ადამიანები იმყოფებოდნენ. როდესაც „კამაზი“ ამოტრიალდა ჯერ კიდევ გადაადგლდებოდა (დაახლოებით 100-150 მეტრში იმყოფებოდა). მიუახლოვდა ავარიის ადგილს და ავტომანქანა გააჩერა. მოწმემ ჯერ აღნიშნა, რომ 21 ოქტომბერს გაწვიმდა, მაგრამ ასფალტი მშრალი იყო, შემდეგ განმარტა, რომ დეტალები ზუსტად არ ახსოვს.
3.35. ზ--------------–---–ის განმარტებით, იგი 40 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, როდესაც მსუბუქმა ავტომანქანამ გადაუსწრო. ბრალდების მხარის კითხვაზე, დაახლოებით რამდენი კილომეტრი სიჩქარით გადაადგილდებოდა მსუბუქი ავტომანქანა, მოწმემ უპასუხა, რომ იგი 80 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, შემდეგ განმარტა, რომ ზუსტად არ იცის რადგან ყურადღება არ მიუქცევია. მსუბუქი ავტომანქანა გასწრებისას გზის მარცხენა მხარეს გადავიდა. გასწრების მომენტში აღმართზე გადაადგილდებოდა. ყველაფერი წამებში მოხდა. ავტომანქანა რომელმაც გაუსწრო „სედანი“ იყო, დანარჩენი დეტალები არ იცის. ბოლომდე არ დაკვირვებია მოსახვევს როგორ გასცდა იგი. მარცხენა ზოლში გადავიდა და სავარაუდოდ 80 კმ/სთ სიჩქარით მიდიოდა. სედანმა რომ გადაასწრო კამაზი თვალთახედვის არეში არ ჩანდა. „კამაზი“, რომ გამოჩნდა „სედანი“ არ ჩანდა. მოცურებულ მდგომარეობაში მყოფი „კამაზი“ როდესაც შეამჩნია, „სედანი“ ამ მომემნტში არ დაუნახავს, თუმცა მოსახვევის უკან რა ხდებოდა არ იცის. სედანი თვალთახედვის არეს, რომ მიეფარა კამაზი რამდენ ხანში გამოჩნდა ზუსტად არ ახსოვს (წუთი ალბათ, ვერ ვაფიქსირებ).
3.36. მოწმე ზ-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ შეესწრო მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას. გააჩერა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა და მივიდა ავარიის ადგილზე. ამ პერიოდში რამდენიმე ავტომანქანამ ჩაიარა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია (ავტომანქანას საწინააღმდეგო მიმართულების არ ჩაუვლია). ამ დროისთვის სასწრაფო დახმარება მისული არ იყო. მანამდე (ავტოსაგზაო შემთხვევამდე) თავისი ავტომანქანა გააჩერა დაახლოებით მოსახვევამდე 500 მეტრ მანძილში, ე.წ. ,,კაპოტი“ ახადა და ძრავს ამოწმებდა. ამ დროს საპირისპირო მხრიდან ავტომანქანას არ გაუვლია. რამდენი ხანი იყო გაჩერებული არ ახსოვს. როდესაც გაჩერებული იყო, მაშინ გადაასწრო ავტომანქანა ,,კამაზმა“, რომელიც ვარაუდობს რომ მისი მიმართულებით წავიდა. საპირისპირო მხრიდან ავტომანქანა არ დაუნახავს. ავტომანქანის ე.წ. „კაპოტი“ ახდილი ჰქონდა და გზაზე რა ხდებოდა ვერ დაინახა. იგრძნო რომ მისი მიმართულებით ავტომანქანამ ჩაიარა. დაცვის მხარის კითხვაზე, ავტომანქანის ე.წ. „კაპოტი“ ახდილია, ძრავი ჩართული, თქვენ გზას არ უყურებთ, საწინააღმდეგო მხრიდან ავტომანქანას შეამჩნევდით? მოწმემ განმარტა, რომ ვერ დაინახავდა, მაგრამ იგრძნო. დამაზუსტებელ კითხვებზე მოწმემ განმარტა, რომ მის ავტომანქანას პრობლემა შეექმნა, რის გამოც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გააჩერა. მოწმემ დააზუსტა, რომ როდესაც „კამაზი“ დაინახა, უკვე გადატრიალებული იყო, ხოლო ხალხი გადმოვარდნილი და შველას ითხოვდნენ.
3.37. დაზარალებულმა ზ---------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის ოქტომბრის თვეში მუშაობდა ს----------–----–-------------–-----–--------------–--------–----------------------–-------------------–------------ის თანამდებობაზე და ევალებოდა ოცეულის პირადი შემადგენლობის შემოწმება (ჰქონდა სხვა ფუნქციებიც). 2016 წლის 21 ოქტომბერს დ--------–--–----ოდან ო-------ში ხდებოდა პირადი შემადგენლობის როტაცია. „კამაზის“ მარკის ავტომანქანაზე მოთავსდა 36 სამხედრო მოსამსახურე, ორი მძღოლი და ა------–---–ი. ავტომანქანის ძარაზე 26 დასაჯდომი ადგილი იყო დამონტაჟებული. მიუხედავად აღნიშნულისა 34 სამხედრო მოსამსახურე განთავსდა, რადგან ასეთი ბრძანება ჰქონდა მიღებული. ა-–------------–-----ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა თავიდან 55 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა. სო----–------------ასთან მძღოლმა წესის შესაბამისად სიჩქარე შეამცირა. გაიარეს დასახლებული პუნქტი და მძღოლმა სიჩქარეს მოუმატა. ამის შემდეგ ავტომანქანის სიჩქარისთვის ყურადღება არ მიუქცევია, რადგან გადაადგილების შესახებ ბრძანებას კითხულობდა. მძღოლის (ა-–------------–-----ის) დოკუმენტები არ შეუმოწმებია. ავტომანქანამ ავარიისას ზიგზაგისებური მანევრი გააკეთა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო ქალა-ტვინის დახურული ტრავმა. სავალი გზა (ასფალტი) სველი იყო თუ არა არ ახსოვს. გადაადგილების შესახებ ინსტრუქტაჟი მესამე განყოფილების უფროსისგან მიიღეს.
სახელმწიფო ბრალმდებლის კითხვაზე დაზარალებულმა განმარტა, რომ გამოძიებაში დაკითხვისას აფექტის მდგომარეობაში იმყოფებოდა და სწორედ აღნიშნული მიზეზით არის განპირობებული მის მიერ სასამართლოში განსხვავებული ჩვენების დაფიქსირება. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ ნამდვილად დაინახა რუხი ფერის ავტომანქანა, რომელიც „კამაზის“ მოძრაობას ხელს არ უშლიდა. იგი მათგან დაახლოებით 50 მეტრში იმყოფებოდა. გამოძიებაში დაკითხვისას რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რის გამოც დააკავშირა ავტო საგზაო შემთხვევასთან აღნიშნული რუხი ფერის ავტომანქანა. მკვეთრი სიგნალის ხმა არ გაუგია, თუმცა არ გამორიცხავს რომ იყო. ავტომანქანა „კამაზს“ მოძრაობისთვის ბრძანებით 60 კმ/სთ სიჩქარე ჰქონდა განსაზღვრული. ა-–------------–-----ეს ინსტრუქტაჟი მიღებული ჰქონდა. კამაზი დაახლოებით 35-40 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა. გადაადგილების სიჩქარის ყოველ წამიერ კონტროლს ფიზიკურად ვერ შეძლებდა. ზუსტად რა მომენტში დაინახა წინიდან მომავალი ავტომანქანა და რა სიჩქარით მოძრაობდა ის არ ახსოვს. ავტომანქანის მარჯვნივ მოძრაობა და გადახრა აშკარად იგრძნო. რა იყო ავტომანქანის გადახრის მიზეზი არ იცის. დაინახა, რომ ავტომანქანა მოდიოდა და ძალიან მალე მოხდა ყველაფერი (ზუსტად რამდენ ხანში არ ახსოვს). რამდენ მეტრში მიდიოდა და როდის მოუმატა აღნიშნულმა ავტომანქანამ სიჩქარეს არ ახსოვს. ზუსტად რომელ ხაზზე მოდიოდა არ იცის. დაზარალებულმა ჯერ განმარტა, რომ მსუბუქ ავტომანქანას დაახლოებით 1 წამი უყურებდა და იგი ავარიის პროცესში დაინახა. მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ მსუბუქი ავტომანქანა ავარიამდე დაინახა, მაგრამ „კამაზის“ გადაბრუნებამდე რამდენი წამით ადრე, არ ახსოვს. მსუბუქი ავტომანქანის დანახვის შემდეგ რა მოხდა, არ იცის. სავარაუდოდ აფექტში იქნებოდა შემთხვევის გამო. მსუბუქი ავტომანქანა 25 მეტრზე შორს დაინახა, 50 მეტრი მისი ვარაუდია. მსუბუქი ავტომანქანის დანახვიდან რამდენ წამში გადავიდნენ გზიდან არ ახსოვს. გვერდით მიდიოდა თუ არა ავტომანქანა არ იცის. გზიდან გადასვლამდე უწყვეტად არ იყურებოდა წინ. აფექტის გამო მსუბუქ ავტომანქანასთან დაკავშირებული გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია მისი ვარაუდია. ხელახალი ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში დაცვის მხარის კითხვაზე დაზარალებულმა განმარტა, რომ ზუსტად არ შეუძლია განსაზღვროს 50 მეტრში შეამჩნია მსუბუქი ავტომობილი, 120 მეტრში თუ 150 მეტრში. გამოძიებაში დაკითხვისას ჩვენებას ხელი მოაწერა, რადგან გარკვეულ წილად დარწმუნებული იყო, რომ სწორი ინფორმაცია მიაწოდა. ბოლომდე დარწმუნებული იყო აღნიშნული ინფორმაციის სისწორეში, თუმცა შემდეგ მიხვდა, რომ ყველაფერი სიმართლე არ იყო.
3.38. სასამართლო აფასებს დაზარალებულ ზ---------------–---–ის, მოწმეების - ზ--------------–---–ისა და ზ-----------–---–ის მიერ საქმის არსებითი განხილვისას მიცემულ ჩვენებებს და აღნიშნავს, რომ ისინი არ არის თანმიმდევრული, შეიცავს არაერთ ურთიერთსაწინააღმდეგო და ერთმანეთის გამომრიცხავ განმარტებას, მხარეთა მიერ დასმულ არაერთ კითხვაზე აღნიშნული მოწმეების/დაზარალებულის პასუხი ან სავარაუდოა ან დეტალები არ ახსოვთ. დაზარალებულმა ზ---------------–---–მა განსხვავებით გამოძიების ეტაპზე პირველი გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციისა, განმარტა, რომ ავარიის დროს მსუბუქი ავტომანქანა დაახლოებით 50 მეტრში მოძრაობდა და კატეგორიულად გამორიცხა მისი მონაწილეობა ავტოსაგზაო შემთხვევაში. გამოძიების და სასამართლო ეტაპებზე განსხვავებული ჩვენებების დაფიქსირება ახსნა აფექტის მდგომარეობით და განმარტა, რომ დამშვიდების შემდეგ გაანალიზა მომხდარი და მიხვდა, რომ მსუბუქი ავტომანქანა ავარიის მომენტში „კამაზთან“ ახლოს არ იმყოფებოდა. პირდაპირი დაკითხვისას აღნიშნა, რომ მსუბუქი ავტომანქანა დაახლოებით 50 მეტრის მოშორებით მოძრაობდა მათგან. ჯვარედინი დაკითხვისას კი განმარტა, რომ 50 მეტრი მისი ვარაუდია და ზუსტად არ იცის რამდენ მეტრში მოძრაობდა იგი. ასევე არ იცის რა სიჩქარით მოძრაობდა ავტომანქანა ,,კამაზი’’ ავტოსაგზაო შემთხვევისას, რადგან გადაადგილების შესახებ ბრძანებას კითხულობდა.
3.39. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზ---------------–---–ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით შეუძლებელია დადასტურება ან უარყოფა იმ გარემოებისა, ჰქონდა თუ არა ხელისშემშლელი გარემოება მსუბუქი ავტომანქანის სახით ა-–------------–-----ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანა „კამაზს“. იმ პირობებში, როდესაც ზ---------------–---–ი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპებზე განსხვავებულ და სავარაუდო მოსაზრებებს აფიქსირებს სისხლის სამართლის საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებასთან დაკავშირებით (მათ შორის არადამაჯერებლად ხსნის განსხვავებული ჩვენებების მიზეზს, პირველად გამოძიებაში დაიკითხა არა დაუყოვნებლივ, არამედ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში, მას შემდეგ რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლეოდა დაკითხვის შესაძლებლობას), შეუძლებელია მხოლოდ მისი ჩვენების საფუძველზე უტყუარად დადგინდეს ფაქტობრივი გარემოებები და გამოირიცხოს ავტოსაგზაო შემთხვევაში მეორე ავტომობილის მონაწილეობა.
ზ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე ფაქტობრივად დაადასტურა, რომ დროის იმ მონაკვეთში, როდესაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, ავტომობილი ,,კამაზის“ საპირისპირო სავალ ზოლში მოძრაობდა მსუბუქი ავტომობილი, რომელმაც გაასწრო მას. მოწმე ზ--------------–---–ს წამების სიზუსტით არ შეუძლია დააკონკრეტოს, ზუსტად რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ რაც მსუბუქმა ავტომანქანამ გაასწრო და მოცურებული ავტომანქანა ,,კამაზი“ გამოჩნდა, თუმცა იგი საუბრობს დროის ძალიან მცირე მონაკვეთზე - წამებზე, მათ შორის დაახლოებით ერთ წუთსაც ასახელებს, თუმცა იქვე განმარტავს, რომ ზუსტად დაკონკრეტება არ შეუძლია. ზ--------------–---–ის ჩვენებას დეტალურად თუ შევაფასებთ, ერთი რამ ცალსახად ირკვევა, რომ დროის იმავე მონაკვეთში, როდესაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, ავტომანქანა ,,კამაზის“ სამოძრაო სავალი ზოლის საპირისპირო ზოლში მოძრაობდა მსუბუქი ავტომობილი, თუმცა კონკრეტულად რა ადგილზე იმყოფებოდა, მისი ჩვენებიდან აღნიშნულის დადგენა შეუძლებელია. აბსოლუტურად არადამაჯერებელია და არასარწმუნოა ზ-----------–---–ის ჩვენება, რომელიც მაქსიმალურად ცდილობდა საერთოდ გამოერიცხა მსუბუქი ავტომანქანის მოძრაობა ავტომანქანა ,,კამაზის“ საწინააღმდეგო სამოძრაო ზოლში, თუმცა აღნიშნული აშკარა წინააღმდეგობაშია ბრალდების მხარის მოწმე ზ--------------–---–ის ჩვენებასთან (მათ შორის დაზარალებულ რ-----------–-–---–ისა და ბრალდებულ ა-–------------–-----ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებთან), რომელიც ცალსახად ადასტურებს დროის იმავე მონაკვეთში მსუბუქი ავტომანქანის მოძრაობის ფაქტს. მან ასევე განსხვავებული პასუხები გასცა ბრალდებისა და დაცვის მხარეების მიერ დასმულ კითხვებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ-----------–---–ის ჩვენება არ არის დამაჯერებელი, სარწმუნო, ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და არ გამოდგება ბრალდებულ ა-–------------–-----ის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
3.40. დაზარალებულმა რ-----------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, 2016 წლის 14 ივლისიდან მსახურობს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 2016 წლის 8 ოქტომბერს მიავლინეს ო-------ში ქვედანაყოფთან ერთად დ--------–---–------ს ბაზაში (ბაზის დაცვის მიზნით),სადაც დაჰყო ორი კვირა. 21 ოქტომბერს შემცვლელმა ჯგუფმა გადაიბარა ბაზა და წამოვიდნენ ო-------ში. დაახლოებით ორიდან სამ საათამდე შუალედში წამოვიდნენ დ--------–---–------დან „კამაზის“ მარკის ავტომანქანით, რომელსაც მართავდა ა-–------------–-----ე. ავტომანქანის მეთაური იყო ლეიტენანტი მ--------–---–ი. პირადი შემადგენლობა განთავსდა ავტომანქანის ძარაზე. ყველა სამხედროსთვის საკმარისი სკამები არ იყო დამონტაჟებული და ზოგიერთი მათგანი ყუთებზე იჯდა. თვითონ მოთავსდა უკანა მხარეს სკამზე. სამხედრო პოლიცია შემცვლელ ჯგუფს მოჰყვა, მაგრამ მათი ავტომანქანა არ გაუცილებია. ავტომანქანის მეთაური მძღოლის გვერდით მოთავსდა. თვითონ დაკეტა ძარის ე.წ. „ბორტი“ და უკანა მხარეს განთავსებულ სკამზე დაჯდა. კახეთის მხარეს პირველად იმყოფებოდა და ავტოსაგზაო შემთხვევა სად მოხდა არ იცის. წამოსვლის დღეს არ უწვიმია, თუმცა ახსოვს, რომ გადაბარებისას, ჩამოსასვლელში ტალახი იყო. საუბრობდა, როდესაც ავტომანქანამ რყევა დაიწყო და მის მხარეს საგრძნობლად აიწია. წამოიწია და ხელის მოსაკიდებელ ადგილს დაუწყო ძებნა, რის შემდეგაც არაფერი ახსოვს. ავარიის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. რამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა მისთვის უცნობია, რადგან ავტომანქანის ძარას ჩამოფარებული ჰქონდა მუქი ტენტი და წინა მხარეს რა ხდებოდა ვერ ხედავდა. დაცვის მხარის კითხვაზე, მოწმემ განმარტა, რომ ავტომანქანის მარჯვენა მხარეს აწევის (მოცურების) დროს, სანამ ძარაზე ხელის მოსაჭიდებელს ეძებდა, დალანდა მუქი ფერის ავტომანქანა, რომელმაც გაიარა. შემთხვევის დღეს წვიმის წვეთები არ შეუნიშნავს. დაინახა მხოლოდ ის, რომ ასფალტზე გადასული ავტომანქანის საბურავები ტალახს ყრიდა (ისროდა).
3.41. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებული რ-----------–-–---–ი, რომლის ჩვენებაშიც ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს ადასტურებს უშუალოდ ავტოსაგზაო შემთხვევის დასაწყისში (ავტომანქანის მოცურების დროს) მსუბუქი ავტომანქანის გავლის ფაქტს.
3.42. ბრალდებულმა ა-–------------–-----ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მისთვის წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მუშაობდა ლ------------- ს-------------–-------აზე, სატვირთოს მძღოლად. 2016 წლის 20 ოქტომბერს ასეულის მეთაურმა გააცნო ბრძანება სვლა-გეზის შესახებ, ჩაუტარა ინსტრუქტაჟი, თუ როგორ უნდა ემოძრავა და უთხრა, რომ ხარვეზის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაკავშირებოდა ბაზას. ბრძანების თანახმად, მისი მარშუტი შეადგენდა ო-------ი დ--------–--–----ო-ო-------ს. მეორე დღეს, დაახლოებით 6 საათზე გავიდა ბაზიდან, 08:45 საათზე გამოცხადდა ო-------ის სამხედრო ბაზაზე, პირადი შემადგენლობა მოთავსდა ავტომანქანის ძარაზე და სამხედრო პოლიციის ეკიპაჟის თანმხლებით წავიდა დ--------–--–----ოს მიმართულებით. სამხედრო პოლიციამ დ--------–--–----ოს ბაზის ასახვევამდე მიაცილა, ვინაიდან მიწიანი გზა უნდა გაევლოთ, სამხედრო ბაზამდე მისვლაზე უარი განაცხადეს. დ--------–--–----ოდან სამხედრო მოსამსახურეებით დატვირთული დაახლოებით 14:30 საათზე წამოვიდა. უახლოვდებოდა ს------–-------ეს, დაღმართზე სვლას იწყებდა, მოსახვევამდე დაახლოებით 15-20 მეტრი აშორებდა, როდესაც მის მხარეს, საპირისპირო ზოლიდან გადმოსულმა მუქი შინდისფერმა ავტომანქანა „მინივენმა’’ ძალიან ახლოს ჩაუარა. მასთან დაჯახების თავიდან ასაცილებლად, მისი ავტომანქანა დაახლოებით 1.5 მეტრით გადაიყვანა გზის გვერდულაზე, რის გამოც მოსრიალდა და გადაბრუნდა. რამდენიმე ბრუნი გააკეთა და ისევ ბორბლებზე დადგა. დაახლოებით 5 წუთი მანქანაში იმყოფებოდა. გონს რომ მოვიდა, გადავიდა ავტომანქანიდან, სადაც დაინახა ჯარისკაცები და მიყრილი ავტომატები. წელის არეში იგრძნო მწვავე ტკივილი და ფეხს ვერ ადგამდა. გამვლელმა გააჩერა ავტომანქანა და გადაიყვანეს საავადმყოფოში. საავადმყოფოში იმყოფებოდა დ---------------–---–ი მინისტრთან ერთად, რომელთაც მოახსენა მომხდარის შესახებ. აუხსნა მათ რომ ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი იყო მსუბუქი ავტომანქანის არასწორი მანევრი. ავარიის შემდეგ მსუბუქი ავტომანქანის მოძრაობის ფაქტი დაუდასტურა მ--------–---–მა, მ----–-–---–მა და ასევე სხვა ჯარისკაცებმა. საავადმყოფოში ყოფნისას გამოიკითხა სამხედრო პოლიციის მიერ, სადაც ასევე მიუთითა მომხდარის დეტალებზე და ახსენა მსუბუქი ავტომანქანა. რატომ არ მიაქცია ექსპერტმა მის ჩვენებას ყურადღება ა-–------------–-----ესთვის უცნობია. გარდა მსუბუქი ავტომანქანისა სხვა რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორი მოძრაობისას არ ჰქონდა. მსუბუქი ავტომანქანა დაახლოებით 10-15 მეტრში შეამჩნია, იგი დაახლოებით 70-80 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა. ავტომანქანის ძარა ტენტით იყო დაფარული. გასახედი უკანა მხარეს ჰქონდა და მსუბუქ ავტომანქანას. მხოლოდ ის ჯარისკაცები დაინახავდნენ ვინც ავტომანქანის უკანა ნაწილში ისხდნენ. ავტომანქანას დ-------–---–ის ბრძანების საფუძველზე მიემაგრა.
3.43. სასამართლომ დეტალურად გაანალიზა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ა-–------------–-----ის ბრალდების ნაწილში და აღნიშნავს, რომ დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებით, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ ი---------------ის ჩვენებით ვერ დადგინდა, რომ 2016 წლის 21 ოქტომბერს, ს------–-------ესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია ავტომანქანა „კამაზის“ მძღოლის ა-–------------–-----ის მიერ მოძრაობის წესების დარღვევამ. საწინააღმდეგო გარემოებები დაადასტურეს მოწმე - ზ--------------–---–მა, დაზარალებულმა რ-----------–-–---–მა, ბრალდებულმა ა-–------------–-----ემ, რომელთა ჩვენებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსაც ზ---------------–---–ის, არადამაჯერებელი და წინააღმდეგობრივი ჩვენება ვერ დაუკარგავს სანდოობას.
3.44. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდების მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ ა-–------------–-----ეს წარსულში დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო, რაც არ გამოდგება მისი ბრალეულობის დამადასტურებელ საპირწონე არგუმენტად, იმდენად, რამდენადაც სხვა შემთხვევაში ერთხელ ან თუნდაც რამდენჯერმე დაარღვია თუ არა ა-–------------–-----ემ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესი, რამაც მისი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება გამოიწვია არანაირ კავშირში არ არის (არ არის რელევანტური) ბრალად წარდგენილ დანაშაულთან. თითოეული სამართალდარღვევა არის ინდივიდუალური. წარსულში ადმინისტრაციული სახდელის დადება ა-–------------–-----ისათვის და ამ გარემოების გამოყენება ბრალად წარდგენილი დანაშაულის პირდაპირ/ირიბად დადასტურების თვალსაზრისით, ცალსახად არასწორია და არ წარმოადგენს წონად არგუმენტს, რაც ბრალდების მხარის ვერსიას დამაჯერებლობას შესძენდა.
3.45. რაც შეეხება დ---------------–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, სასამართლო დასაწყისში აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც ვერ დადგინდა ა-–------------–-----ის მიერ საგზაო მოძრაობის წესების იმგვარი დარღვევა, რამაც მძიმე შედეგი (გარდაცვალება და ჯანმრთელობის დაზიანება) გამოიწვია, ეს მოცემულობა ამავდროულად გამორიცხავს დ---------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების მაკვალიფიცირებელ გარემოებას - მძიმე შედეგის სახით. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე იმ თვალსაზრისით დ---------------–---–ის ქმედება წარმოადგენს თუ არა სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო.
3.46. მოწმე რ---------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ დ---------------–---–სა და ა-–------------–-----ეს იცნობს. 2016 წლის ოქტომბრის თვეში მუშაობდა საავტომობილო ბატალიონში მძღოლად. გააჩნია B-C კატეგორიის მართვის მოწმობა. მეთაურის ბრძანებით მიმაგრებული იყო კონკრეტულ ავტომანქანაზე. გადაჰქონდა ტვირთი და გადაჰყავდა პირადი შემადგენლობა (როგორც რვა ადამიანი, ისე მეტიც). მოცემული მართვის მოწმობით რვა ადამიანზე მეტის გადაყვანის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ სამხედრო მოსამსახურე იყო და ბრძანებას ასრულებდა. მსგავს ბრძანებებს სხვა მძღოლებიც ასრულებდნენ, რომელთაც B-C კატეგორიის მართვის მოწმობები გააჩნდათ. მოწმემ განმარტა თუ ვისი ბრძანებით და რა წესების დაცვით გადაადგილდებოდა სამხედრო ავტომანქანა, რა შემთხვევაში აცილებდა მას სამხედრო პოლიცია და ვის დაქვემდებარებაში იყო მძღოლი დავალების შესრულებისას.
3.47. მოწმე გ--–------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წელს მუშაობდა ს-------------–-------აში მძღოლად. გააჩნია B-C კატეგორიის მართვის მოწმობა. მოწმემ დაადასტურა, რომ სატვირთო ავტომანქანით რვა ადამიანზე მეტი გადაუყვანია. უფლება არ ჰქონდა მაგრამ ბრძანებას ასრულებდა. ბრძანებებს ბაზის მეთაური დ---------------–---–ი გასცემდა. ასმეთაური გადასცემდა მძღოლებს აღნიშნულ ბრძანებას. სამხედრო პოლიცია ხანდახან აცილებდა.
3.48. მოწმე ნ----------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის ოქტომბრის თვეში მუშაობდა ლ-------------ი ს-------------–-------ის მძღოლად. გააჩნია B-C კატეგორიის მართვის მოწმობა. ავტომანქანა მეთაურის ბრძანებით მიამაგრეს. გადაჰქონდა ტვირთი და ასევე გადაჰყავდა პირადი შემადგენლობა. მიუხედავად იმისა, რომ უფლება არ ჰქონდა, რვა ადამიანზე მეტი გადაუყვანია ბრძანების შესაბამისად. ავტომანქანის გამოყოფა ტელეფონოგრამის საფუძველზე ხდებოდა, შემდეგ გაიცემოდა მეთაურის წერილობითი ბრძანება ავტომანქანის განმწესების შესახებ. მეთაურის ბრძანების გარეშე ბაზიდან გასვლის უფლება არ ჰქონდა. მოწმის განმარტებით, მძღოლი რომელ მანქანაზე უნდა დამჯდარიყო, ამას ასმეთაური ეუბნებოდა. ინსტრუქტაჟს ასმეთაური და ოცმეთაური უტარებდა. იყო შემთხვევები, როდესაც ბრძანებაში გადასაყვან პირთა რაოდენობა არ ეწერა.
3.49. მოწმე პ---–--–------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წელს მუშაობდა ო-----ში, მძღოლის პოზიციაზე. მის მოვალეობაში სატვირთო ავტომანქანის მართვა შედიოდა. BC კატეგორიის მართვის მოწმობა გააჩნია. მეთაურის ბრძანებით, რვა ადამიანზე მეტიც გადაჰყავდა. ბრძანებას ხან ოცმეთაური გასცემდა, ხანაც ასმეთაური, თუმცა ხელს ბაზის მეთაურიც აწერდა. პრობლემის შემთხვევაში ასმეთაურს ან ოცმეთაურს მიმართავდა. სამხედროების გადაყვანას დ---------------–---–ი არ იბარებდა. სამი მძღოლი იყო, მორიგეობდნენ და რიგითობის მიხედვით მიდიოდნენ დავალებაზე. დ---------------–---–თან რაიმე კონტაქტი არ ჰქონია. ბრძანებაზე ხელის მოწერას არ დასწრებია. ინსტრუქტაჟს ოცმეთაური ან ასმეთაური უტარებდა. ასმეთაურის და ოცმეთაურის ბრძანებით დავალებაზე არ გასულა.
3.50. მოწმე კ-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის 21 ოქტომბრის მდგომარეობით მუშაობდა ს-------------–-------აში მძღოლად. მოწმემ დაადასტურა, რომ აქვს C კატეგორიის მართვის მოწმობა. ხშირად გადაუყვანია პირადი შემადგენლობა ბრძანების შესაბამისად. ყველა გასვლისას სამხედრო პოლიცია აცილებდა. დავალებებს უშუალოდ ასმეთაურებისგან იღებდა. დ---------------–---–ი მხოლოდ გასაუბრებაზე ნახა, შემდეგ მასთან შეხება არ ჰქონია. ბრძანება კოლონის ხელმძღვანელს ჰქონდა და მისი მითითებით გადაადგილდებოდა.
3.51. მოწმე ი-----------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ, 2008 წლიდან მუშაობს საქართველოს შეიარაღებული ძალების ს-------------–-------აში მძღოლად. გაჩნია BC კატეგორიის მართვის მოწმობა. მასზე მიმაგრებული იყო ავტომანქანა ,,კამაზი’’, რომელიც გამოიყენებოდა ტვირთის გადასატანად და პირადი შემადგენლობის გადასაყვანად. ბრძანების საფუძველზე პირადი შემადგენლობა გადაუყვანია. დ---------------–---–ის დროს მუშაობდა თუ არა არ ახსოვს. მისი ავტომანქანით რვაზე მეტი ჯარისკაცი გადაუყვანია. გასვლისას ინსტრუქტაჟს სამხედრო პოლიცია უტარებდა. ასევე მეთაურისგანაც იღებდა მითითებებს. ავტომანქანის წასვლამდე სამხედრო პოლიცია ამოწმებდა მძღოლის მართვის მოწმობას, ასევე მის აიდი ბარათს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც რვა სამხედროზე მეტი გადაჰყავდა, სამხედრო პოლიციამ შეამოწმა, თუმცა მიუხედავად ამისა გამგზავრების ნება მისცა.
3.52. სასამართლო აფასებს მოწმეების - რ---------------–---–ის, გ--–------------–---–ის, პ---–--–------–---–ის, კ-----------–---–ის, ი-----------ის და ნ----------------–---–ის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს და აღნიშნავს, რომ ისინი არიან ს-------------–-------ის მძღოლები, რომლებთან გააჩნიათ ,,BC“ კატეგორიის მართვის მოწმობები. ასრულებდნენ ბრძანებებს, გადაჰქონდათ ტვირთი და გადაჰყავდათ სამხედრო მოსამსახურეები. რვა ადამიანზე მეტის გადაყვანის უფლება მათ არ ჰქონდათ, თუმცა ბრძანების შესაბამისად, ყოფილა შემთხვევა, რომ გაცილებით მეტი სამხედრო მოსამსახურე გადაუყვანიათ. აღნიშნული მოწმეების ჩვენებები არ ეხება უშუალოდ დ---------------–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, ვინაიდან მათი ჩვენებები არის ზოგადი და არ აქვს კავშირი 2016 წლის 20 ოქტომბრის ბრძანებასთან. ზოგადი განმარტებები იმის შესახებ თუ რა პრაქტიკა არსებობდა სამხედრო ნაწილში, არ არის რელევანტური დ---------------–---–ის ბრალდების დადასტურების თვალსაზრისით და არ წარმოადგენდეს ამ საქმის ფარგლებში განსახილველ საკითხს.
3.53. სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის შტაბის უფროსმა მ-----–------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა თუ რა ფუნქციები აქვს სამხედრო პოლიციას, რა ვალდებულებები გააჩნია ომიანობის დროსა და ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას. სამხედრო პოლიცია აცილებდა სამი ან მეტი ავტომანქანისგან შემდგარ კოლონას, ასევე მნიშვნელოვანი ტვირთის გადამტან ავტოსატრანსპორტო საშუალებას. განკარგულება ან ბრძანება რაც სამხედრო პოლიციას დაავალდებულებდა მძღოლის მართვის მოწმობისა და ავტომანქანის გამართულობის შემოწმებას, 2016 წლის მდგომარეობით არ არსებობდა. თუ საპატრულო ეკიპაჟი დაინახავდა გასაცილებელი ავტომანქანაში წესის დარღვევას, გაატარებდა შესაბამის ღონისძიებას. სამხედრო პოლიციამ ო-------იდან დ--------–--–----ომდე გააცილა სამხედრო მანქანა (ქსანის ხიდებთან ერთმა ეკიპაჟმა გადააბარა მეორეს). დ--------–--–----ოდან უკან გამოცილება არ მოხდა, რადგან სამხედრო პოლიციას აქვს შეზღუდული ტექნიკური შესაძლებლობები (დაახლოებით 14 ავტომანქანა), რის გამოც ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება არ გააჩნია. პრიორიტეტი მიენიჭა ავღანეთიდან ჩამოსული კოლონის გაცილებას.
3.54. მოწმე ზ------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წელს მუშაობდა სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ დეპარტამენტის მეორე ჯგუფში. 2016 წლის 21 ოქტომბერს მორიგე იყო, როდესაც შევიდა შეტყობინება ა-–------------–-----ის მართვის ქვეშ მყოფი „კამაზის“ გაცილების თაობაზე. აღნიშნულ ავტომანქანას მიამაგრა სამხედრო პოლიციის ეკიპაჟი. სამხედრო პოლიციამ სამხედრო ნაწილამდე მიაცილა „კამაზი“. ახალი ბრძანების მიღების შემდეგ აღნიშნული ეკიპაჟი სხვა დავალების შესასრულებლად გაიგზავნა და როტაციას არ დალოდებია.
3.55. მოწმე მ-----–---------–ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის ოქტომბრის თვეში მუშაობდა სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის მე-2 ასეულის უმცროსი პატრულის თანამდებობაზე. პასუხისმგებელი იყო მასზე მიმაგრებული ავტომანქანის გამართულობაზე. სამსახურის შესრულების დროს პირდაპირ დაქვემდებარებული იყო ეკიპაჟის უფროსთან და ასრულებდა მის დავალებას. ერთი ავტომანქანა კოლონად არ ითვლებოდა და მის გაცილება სავალდებულო არ იყო. 2016 წლის 21 ოქტომბერს, ა-–------------–-----ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა „კამაზი“ სხვა ეკიპაჟისგან გადაიბარა „ქსნის ხიდებთან“ და გააცილა დ--------–---–------მდე. ავტომანქანას ვიზუალურად რაიმე სახის დაზიანება არ ეტყობოდა. აღნიშნული ავტომანქანა მიაცილეს ბაზის გადასახვევამდე, გრუნტიანი გზის დასაწყისამდე და დაელოდნენ, რათა უკან გამოეცილებინათ. დაახლოებით 20-25 წუთიანი ლოდინის შემდეგ, ეკიპაჟის უფროსმა მიიღო ახალი დავალება და წავიდნენ მის შესასრულებლად. ავღანეთიდან ჩამოსული პირადი შემადგენლობის გაცილების მიზნით წავიდნენ ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე. აღნიშნულის შესახებ ეკიპაჟის უფროსმა შეატყობინა კოლონის უფროსს. გრუნტიან გზაზე გაცილების ვალდებულება სამხედრო პატრულს არ გააჩნია. მისთვის უცნობია რამდენი დასაჯდომი ადგილი იყო გამოყოფილი „კამაზში“. რამდენი ადგილიც იყო იმდენი ადამიანი უნდა მჯდარიყო ძარაზე. ავტომანქანის გაცილებისას ხან უკან მიჰყვებოდნენ ხანაც წინ. გადაბარებისას ავტომანქანის საბარგული არ შეუმოწმებია. კოლონის უფროსი გადავიდა ავტომანქანიდან, გაესაუბრა „კამაზში“ მსხდომებს და სწორედ მისგან შეიტყო, რომ ავტომანქანაში პირად შემადგენლობასთან ერთად იარაღიც იყო. კოლონის გაცილებისას მძღოლის მართვის მოწმობის შემოწმების ვალდებულება არ არსებობდა.
3.56. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეები - მ-----–------–---–ი, მ-----–---------–ე და ზ--------–---–---–ი არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები, რომლებმაც სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს, რომ 2016 წლის 21 ოქტომბერს, ო-------იდან დ--------–--–----ოში გააცილეს სამხედრო მოსამსახურეებით დატვირთული ავტომანქანა „კამაზი“. რამდენიმე წუთის განმავლობაში ელოდებოდნენ სამხედრო ბაზასთან ახლოს, რომ უკან გაეცილებინათ, თუმცა ხელმძღვანელობისგან მიიღეს სხვა დავალება და წავიდნენ მის შესასრულებლად, რის შესახებაც შეატყობინეს დ--------–--–----ოს ბაზის ხელმძღვანელობას. აღნიშნულმა მოწმეებმა სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია ო-------იდან დ--------–--–----ომდე ავტომანქანა „კამაზის“ გაცილებასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ. ხელმძღვანელობისგან მიღებული დავალების გამო „კამაზის“ უკან გაცილება ვერ შეძლეს, ხოლო ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გააჩნიათ.
3.57. სასამართლო დეტალურად შეაფასებს დ---------------–---–ის მიმართ ბრალდების მხარის მიერ სასამრთლოში წარმოდგენილ მტკიცებულებებს - ტელეფონოგრამას, სხვადასხვა სამხედრო თანამდებობის პირთა მიერ გამოცემულ ბრძანებებს (მათ შორის სამხედრო თანამდებობის პირთა ფუნქციონალურ მოვალეობებს), მოწმეთა ჩვენებებს და დაადგენს რამდენად ქმნიან ისინი უტყუარ მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რაც აუცილებელია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
3.58. სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას მიაქცევს, ს----------–----–-------------–-----–-------------–------–--------------ის ლ-------------ი უზრუნველყოფის სარდლის #M------------- ბრძანებით დამტკიცებულ, თანდართული ჯ---------–---------------------------–---------------–---ის ს-------------–-------ის მოსამსახურეთა ფუნქციონალურ მოვალეობებს (დანართი #1), რომლის თანახმადაც:
განისაზღვრა ჯ---------–---------------------------–---------------–---ის ს-------------–-------ის უფროსის ფუნქციონალური მოვალეობები, კერძოდ: ბაზის უფროსი პასუხისმგებელია: ბაზის პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადებაზე, აღზრდაზე, სამხედრო დისციპლინასა და მორალური მდგომარეობაზე, ბაზის შეიარაღების, საბრძოლო და სხვა ტექნიკის, საბრძოლო მასალების, საწვავისა და მატერიალურ საშუალებათა მდგომარეობასა და დაცულობაზე, ბაზის მიერ საბრძოლო ამოცანების წარმატებით შესრულებაზე, ბაზის მატერიალურ–ტექნიკური, სამედიცინო, საყოფაცხოვრებო და საფინანსო უზრუნველყოფაზე. საბრძოლო ამოცანების შესრულებისას ბაზის მართვასა და კონტროლზე; ბაზის სამხედრო მოსამსახურეების მიერ ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებაზე; საყარაულო და შინაგანი სამსახურის წესდებების შესრულების შემოწმებაზე; ბაზის დღის განრიგის დაწესებაზე და მისი შესრულების კონტროლზე; ბაზის მატერიალურ-ტექნიკური, სამედიცინო, საფინანსო, სოციალურ–სამართლებრივი და საყოფაცხოვრებო უზრუნველყოფის ორგანიზებაზე; სამხედრო სასწავლებლებსა და სხვადასხვა კურსზე წარსაგზავნი კანდიდატების შერჩევაზე; შეიარაღებასთან, საბრძოლო და სხვა ტექნიკასა და საბრძოლო მასალებთან მუშაობის, მეცადინეობის, სროლისა და სწავლებების ჩატარების უსაფრთხოების ღონისძიებების დაწესებაზე და შესრულების კონტროლზე; დანაშაულისა და სხვა შემთხვევების თავიდან ასაცილებლად მიიღოს ზომები; დანაშაულის შემთხვევაში ზემდგომი მეთაურისა და სამხედრო პოლიციისათვის დაუყოვნებლივ შეტყობინებაზე; მასობრივი დაზიანების იარაღისგან, ბაზაში პირადი შემადგენლობის, შეიარაღების, საბრძოლო და სხვა ტექნიკისა და მატერიალური საშუალებების დასაცავად საჭირო ღონისძიებების ორგანიზებასა და ჩატარებაზე; თვალყური ადევნოს საყაზარმო–საბინაო ფონდის მოვლას და დანიშნულებისამებრ გამოყენებას, აგრეთვე მათი და სხვა შენობების სწორად ექსპლუატაციას; ორგანიზება და კონტროლი გაუწიოს ბაზის ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებს; ბაზის შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და სხვა ქონების დაწესებული მარაგის ქონაზე;
განისაზღვრა ჯ---------–---------------------------–---------------–---ის ს-------------–-------ის იურისტკონსულტის ფუნქციონალური მოვალეობები, კერძოდ: შეიმუშაოს ბაზაში სამართლებრივ საკითხებზე გამოსაცემი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების პროექტები; მოქმედი კანონმდებლობის თანახმად უხელმძღვანელოს ბაზაში სადისციპლინო სამართალწარმოებას; ბაზაში შემუშავებული და გამოსაცემი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზაზე, კანონმდებლობასა და იერარქიით უფრო მაღალ საფეხურზე მდგომ სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში მოყვანაზე; ბაზის უფროსს წარუდგინოს წინადადებები, იურიდიული სამსახურის ფუნქციონირების გაუმჯობესების საკითხებზე; სამხედრო პოლიციის ტერიტორიულ სამსახურებთან ურთიერთობაზე; იურიდიულ სამსახურში მომზადებული დოკუმენტების, ბაზის უფროსის და ბაზის შტაბის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირებაზე; ს----------–----–-------------–-----–--------------------–--–----------------ის, მოადგილეების, სახმელეთო ჯარების სარდლისა და სარდლის მოადგილეების, ბაზების უფროსების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტებით შექმნილი კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მიიღოს მონაწილეობა, სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტის მიზნით; გადაწყვეტის მიზნით, შესაბამისი - ბაზის საკითხების სამართლებრივი დოკუმენტაციის შეგროვება-გადაგზავნაზე ზემდგომ ხელმძღვანელობასთან; სამართლებრივ საკითხებზე ბაზის პირადი შემადგენლობისათვის კონსულტაციის გაწევაზე კომპეტენციის ფარგლებში;
განისაზღვრა ჯ---------–---------------------------–---------------–---ის ს-------------–-------ის შტაბის უფროსის ფუნქციონალური მოვალეობები, კერძოდ: იგი ექვემდებარება ჯ---------–---------------------------–---------------–---ის ს-------------–-------ის უფროსს; ბაზის შტაბის პირადი შემადგენლობის პირდაპირი უფროსია; თავის საქმიანობის პროცესში ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, წესდებებით, თავდაცვის მინისტრის, გ-------–------–----ის უფროსისა და მათი მოადგილეების, ჯარების ლ-------------ი უზრუნველყოფის სარდლის, მისი მოადგილეებისა და შტაბის უფროსის, ს-------------–-------ის უფროსის ბრძანებებით, განკარგულებებით, სხვა ნორმატიული აქტებით. ბაზის შტაბის უფროსი პასუხისმგებელია: მშვიდობიანობის და ომიანობის დროს ბაზის ქვედანაყოფთა მართვის ორგანიზებასა და დაცვაზე, ბაზის საბრძოლო მზადყოფნაზე, უშუალოდ მისდამი დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის მოქმედებაზე, აღზრდაზე, სამხედრო დისციპლინასა და მორალურ მდგომარეობაზე; ბაზის პირადი შემადგენლობის, შეიარაღების, საბრძოლო ტექნიკისა და მასალების აღრიცხვის მდგომარეობაზე; საჭიროების შემთხვევაში, ბაზის უფროსის გადაწყვეტილებების განხორციელებისას, გასცეს განკარგულებები (ბრძანებები) ბაზის უფროსის სახელით, ყველა მნიშვნელოვანი გაცემული განკარგულების (ბრძანების) შესახებ მოახსენოს ბაზის მეთაურს; ბაზის გეგმის, უფროსის მითითებების საფუძველზე შეიმუშაოს ბაზის საბრძოლო მომზადების გეგმა და კონტროლი გაუწიოს მის შესრულებას; აწარმოოს ბაზის ქვედანაყოფთა საბრძოლო მომზადების აღრიცხვა; ჩაატაროს მეცადინეობა ბაზის პირად შემადგენლობასთან და უხელმძღვანელოს უშუალოდ მისდამი დაქვემდებარებულ ქვედანაყოფთა მომზადებას, აგრეთვე შეამოწმოს ბაზაში კავშირგაბმულობის საშუალებათა მდგომარეობა და მათი საბრძოლო მზადყოფნა; იცოდეს ბაზის შტაბისა და უშუალოდ მისდამი დაქვემდებარებული ქვედანაყოფის ოფიცერთა, სერჟანტთა საქმიანი და მორალური თვისებები; მუდმივად იცოდეს ბაზის ქვედანაყოფთა ნამდვილი მდგომარეობა და ვითარება, აგრეთვე მათთვის დასმული ამოცანების შესრულების მიმდინარეობა; უზრუნველყოს ბაზის მეთაურის, ზემდგომი უფროსების ყველა ბრძანების, განკარგულების დროულად და სწორად გადაცემა, შეამოწმოს მათი შესრულება; დროულად გაუკეთოს ორგანიზება კავშირს და უზრუნველყოს იგი, კონტროლი გაუწიოს ბაზის პირადი შემადგენლობის მიერ ფარული მართვის მოთხოვნების შესრულებას; ორგანიზება გაუკეთოს მოწინააღმდეგის, თავისი ჯარების, მეზობლების შესახებ მონაცემებისა და სხვა ცნობების დროულად შეგროვებას, გააანალიზოს, განაზოგადოს ისინი; გაანაწილოს ქვედანაყოფთა მიხედვით ბაზაში მოსული შევსება; ორგანიზება გაუკეთოს ბაზაში შინაგანი სამსახურის შესრულებას, შეამოწმოს სადღეღამისო განაწესში დანიშნულ პირთა მომზადება და მათ მიერ სამსახურის შესრულება; იცოდეს ბაზის ქვედანაყოფში პირადი შემადგენლობის რაოდენობა, ორ თვეში ერთხელ მაინც შეამოწმოს ქვედანაყოფებში შეიარაღების, საბრძოლო და სხვა ტექნიკის, საბრძოლო მასალების, აღჭურვილობის, აგრეთვე წესდებების, დარიგებების, დამხმარე სახელმძღვანელოების, სასწავლო საშუალებების, სხვა ქონების მდგომარეობა და აღრიცხვა; დროულად მოამზადოს და გადაუგზავნოს სარდლობის შტაბს საჭირო მოხსენებები;
3.59. სასამართლო აღნიშნავს, რომ ს----------–----–-------------–-----–-------------–------–--------------ის ლ-------------ი უზრუნველყოფის სარდლის #M------------- ბრძანების დანართი #1-ით (ფუნქციონალური მოვალეობებით) განსაზღვრულია ჯ---------–---------------------------–---------------–---ის ს-------------–-------ის უფროსის, შტაბის უფროსისა და იურისტ-კონსულის მოვალეობები. დეტალურად არის გაწერილი თითოეული მათგანის მოვალეობები ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას, მშვიდობიანობისა თუ ომის პირობებში. აღნიშნული დანართის მიხედვით, ბაზის უფროსის ფუნქციები უფრო ზოგადია, იგი ხელმძღვანელობს ბაზის დაქვემდებარებაში არსებული ყველა დანაყოფის საქმიანობას, გასცემს ბრძანებებს და ითხოვს შესრულების თაობაზე ანგარიშს ბაზის დაქვემდებარებაში არსებული შესაბამისი სამსახურებიდან. განსხვავებით ბაზის უფროსისგან, კონკრეტულია ბაზის შტაბის უფროსისა და იურისტ კონსულის მოვალეობები. ისინი წარმოადგენენ სამხედრო დანაყოფის ქვემდგომ რგოლს და ვალდებულნი არიან საქმიანობა წარმართონ კონკრეტული მიმართულებით. ბაზის შტაბის უფროსი წარმოადგენს პირადი შემადგენლობის უშუალო უფროსს. სწორედ ისაა ვალდებული ჰქონდეს ურთიერთობა პირად შემადგენლობასთან, იცოდეს სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა, მუდმივად იცოდეს ბაზის ქვედანაყოფთა ნამდვილი მდგომარეობა და ვითარება, აგრეთვე მათთვის დასმული ამოცანების შესრულების მიმდინარეობა; უზრუნველყოს ბაზის მეთაურის, ზემდგომი უფროსების ყველა ბრძანების, განკარგულების დროულად და სწორად გადაცემა, შეამოწმოს მათი შესრულება; რაც შეეხება ბრძანებებისა და სხვა გამოსაცემი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებასა და მათ სამართლებრივ ანალიზს, აღნიშნულზე პასუხისმგებელია ბაზის იურისტ კონსული. სწორედ ისაა ვალდებული გამოცემული აქტების სამართლებრივი ექსპერტიზაზე, კანონმდებლობასა და იერარქიით უფრო მაღალ საფეხურზე მდგომ სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში მოყვანაზე; ბაზის უფროსისთვის წინადადებების წარდგენაზე, იურიდიული სამსახურის ფუნქციონირების გაუმჯობესების საკითხებზე; სამხედრო პოლიციის ტერიტორიულ სამსახურებთან ურთიერთობაზე; იურიდიულ სამსახურში მომზადებული დოკუმენტების, ბაზის უფროსის და ბაზის შტაბის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირებაზე. ბაზის პირადი შემადგენლობა დაყოფილია ასეულებად, ოცეულებად და ათეულებად. გააჩნია S-4-ის, საფინანსო და სამედიცინო სამსახურები. აღნიშნულ დანაყოფებს ჰყავთ უშუალო ხელმძღვანელები, რომლებიც ვალდებულები არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ დავალებები, ურთიერთობა ჰქონდეთ პირად შემადგენლობასთან, ჩაუტარონ ინსტრუქტაჟი დავალების შემსრულებელს და ბრძანების შესრულების თაობაზე მოახსენოს ზემდგომს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ ბაზის უფროსი ზოგადად პასუხისმგებელია ბაზის საქმიანობაზე, მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება ყველა მიმდინარე საკითხზე სასამართლოს არალოგიკურად მიაჩნია და თვლის რომ აღნიშნული არ არის გონივრული მსჯელობის შედეგი. შეუძლებელია ბაზის უფროსი დავავალდებულოთ იცოდეს რა დოკუმენტი უდევს დავალების შესასრულებლად ბაზიდან გასულ სამხედრო მოსამსახურეს, აქვს თუ არა თან პირადობის მოწმობა, ამონაწერი ბრძანებიდან, ასევე სხვა სავალდებულო დოკუმენტი, არის თუ არა ავტომანქანა გამართული, შევსებულია თუ არა საწვავით, კონკრეტული დროის მონაკვეთში სად რა მდგომარეობაში იმყოფება კონკრეტული სამხედრო მოსამსახურე. სასამართლო თვლის, რომ აღნიშნულის მაკონტროლებელი არაერთი რგოლი გააჩნია სამხედრო ბაზას.
3.60. 2016 წლის 18 ოქტომბრის #---- ტელეფონოგრამის თანახმად, ს-------------–-------ის უფროსს, ჯარების ლ-------------ი უზრუნველყოფის სარდლის მ-----–-------–--------–---–ისგან დაევალა 2016 წლის 21 ოქტომბერს, ს/ნ 1-----ის მოთხოვნის შესაბამისად, პირადი შემადგენლობის გადასაადგილებლად ერთი ერთეული დახურული სატვირთო ა/მანქანის გამოყოფა.
ს----------–----–-------------–-----–-------------–------–------------------–---------------------------–---------------–--------------------–------------------სის 2016 წლის 20 ოქტომბრის, #5--- ბრძანების პირველის პუნქტით, ს-------------–-------ის S-4-ის უფროს მაიორ დ. თ--------ს დაევალა 2016 წლის 21 ოქტომბერს, ს/ნ 1----ის მოთხოვნის შესაბამისად, პირადი შემადგენლობის გადასაადგილებლად ერთი ერთეული დახურული სატვირთო ავტომანქანის გამოყოფის დაგეგმვა; ამავე ბრძანების მეორე პუნქტით, ს-------------–-------ის სატვირთო მანქანების ასეულის მეთაურ ნ. დ-------–---–ს დაევალა ა/მ „კამაზი 4----“, სახ. #J------, მძღოლი ს/პირი ა. ლ-----ე მარშუტზე: ო-----ი-ო-------ი-დ--------–--–----ო-ო-------ი-ო-----ი; მანქანის უფროსად დაინიშნა ს/პირი ა. ლ-----ე და ს-------------–-------ის სატვირთოს მანქანების ასეულის მეთაურ ნ. დ-------–---–ს დაევალა მძღოლისთვის ინსტრუქტაჟის ჩატარება უსაფრთხოების წესების დაცვაზე ხელის მოწერით; სიჩქარე დასახლებულ პუნქტებში განისაზღვრა არა უმეტეს 40 კმ/სთ, გზებზე და ავტობანზე არა უმეტეს 60 კმ/სთ; ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალა ს-------------–-------ის შტაბის უფროსს კ. ს-------ეს.
3.61. ს----------–----–-------------–-----–-------------–------–--------------ის ლ-------------ი უზრუნველყოფის სარდლობის შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო ტექნიკური ქონების ბაზის უფროსის, პირადი შემადგენლობის გადაადგილების შესახებ 2016 წლის 20 ოქტომბრის ბრძანების თანახმად:
II შენახვის ქვეგანყოფილებიდან (ო-------ი) პირადი შემადგენლობის გადაადგილება უნდა განხორციელდეს ს-------------–-------იდან მივლინებული ავტოტექნიკით, 2016 წლის 21 ოქტომბერს, 09:00 საათიდან; მარშრუტი: ო-------ი - დ--------–--–----ო - ო-------ი; ა/მანქანა კამაზ-4---- სახ. No J------ მძღოლი ს/პირი ა. ლ-----ე; მანქანის უფროსად დაინიშნა: ო-------ი - დ--------–--–----ოს მარშრუტზე - უფრ. ლ-ტი ლ. გ---–---–---–ი, თან ახლავს მასტ. ს-ტი გ. გ-----–---–ი, დ--------–--–----ო - ო-------ის მარშრუტზე ლ-ტი ზ. მ--------–---–ი, თან ახლავს უმც. ს-ტირ. მ----–-–---–ი; ბორტის უფროსად დაინიშნა: ო-------ი - დ--------–--–----ოს მარშრუტზე უფრ. ს-ტი კ. ჯ--–----ე, თან ახლავს კ-ლი გ. ნ---–-–---–ი, დ--------–--–----ო - ო-------ის მარშრუტზე უფრ. ს-ტი ნ. ფ------–---–ი, თან ახლავს კ-ლი ნ. ა------–---–ი; ავტოტექნიკის გადაადგილებისას მოძრაობის სიჩქარე განისაზღვრა საგზაო ნიშნების მიხედვით, მაგრამ გზებზე და ავტობანებზე - არა უმეტეს 60 კმ/სთ; შეზღუდული ხილვადობის პირობებში (ნისლი, ღამე, ძლიერი წვიმა) აგრეთვე დასახლებულ პუნქტების გავლის დროს მარშის სიჩქარე განახევრდეს; ავტოტექნიკის გადაადგილება უნდა განხორციელდეს სამხედრო პოლიციასთან შეთანხმებით; II შენახვის ქვეგანყოფილების (ო-------ი) უფროსმა ოფიცერმა (ვპ-კი ჯ. ც---–---ე), დაცვის I ასეულის მეთაურმა (კ-ნი მ. შ-------ძე) და დაცვის II ასეულის მეთაურმა (კ-ნი ა. შ-----–--) უზრუნველყონ: შემადგენლობის გამოყოფა და მომზადება გადასაადგილებლად; შემადგენლობასთან სათანადო ინსტრუქტაჟის ჩატარება, გადაადგილების დროს უსაფრთხოების წესების მკაცრ დაცვაზე და დოკუმენტალური გაფორმება; კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალა ბაზის შტაბის უფროსს მაიორ გ. მ–---------ეს.
3.62. გ-------–------–----ის ჯ---------–---------------------------–---------------–---ის შეიარაღების, საბრძოლო მასალისა და ს---------------------------------------ის უფროსის მ-----–-------–--------–---–ის 2016 წლის 18 ოქტომბრის წერილიდან ირკვევა, რომ 2016 წლის 21 ოქტომბერს დაგეგმილია შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო ტექნიკური ქონების ბაზის III შენახვის ქვეგანყოფილების (დ--------–--–----ო) ყარაულის როტაცია, რომელიც გამოყოფილია II შენახვის ქვეგანყოფილების (ო-------ი) დაცვის ასეულიდან 30 სამხედრო მოსამსახურის შემადგენლობით. მოთხოვნილია ერთი ერთეული შესაბამისი ავტოტექნიკა.
ზემოაღნიშნული ბრძანებების მიხედვით ცალსახაა და სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს, რომ 2016 წლის 21 ოქტომბერს, ო-------ი-დ--------–--–----ო-ო-------ის მარშუტზე მოთხოვნილ იქნა ერთი დახურული ტიპის სამხედრო ავტომანქანა, რომლის გამოყოფის დაგეგმვაც დაევალა ს-------------–-------ის S-4-ის უფროს მაიორ დ. თ--------. ამავე ბრძანების მეორე პუნქტით, ს-------------–-------ის სატვირთო მანქანების ასეულის მეთაურ ნ. დ-------–---–ს დაევალა ა/მ „კამაზი 4----“, სახ. #J------, მძღოლი ს/პირი ა. ლ-----ე მარშუტზე: ო-----ი-ო-------ი-დ--------–--–----ო-ო-------ი-ო-----ი; მანქანის უფროსად დაინიშნა ს/პირი ა. ლ-----ე და ს-------------–-------ის სატვირთოს მანქანების ასეულის მეთაურ ნ. დ-------–---–ს დაევალა მძღოლისთვის ინსტრუქტაჟის ჩატარება უსაფრთხოების წესების დაცვაზე ხელის მოწერით; ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალა ს-------------–-------ის შტაბის უფროსს კ. ს-------ეს. თვალსაჩინოა, რომ აღნიშნული დავალების შესრულებაზე უშუალოდ პასუხისმგებელი იყო სამი პიროვნება, რომელთაგან ერთ მათგანს უნდა დაეგეგმა ავტომანქანის გამოყოფა, მეორეს ინსტრუქტაჟი უნდა ჩაეტარებინა მძღოლისთვის და გაერკვია უზრუნველყოფილი იყო თუ არა იგი ყველა საჭირო დოკუმენტაციით, ხოლო მესამე მათგანი ბრძანებით იყო ვალდებული გაეკონტროლებინა დავალება. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ არც 2016 წლის 18 ოქტომბრის ტელეფონოგრამიდან და მისი ბაზაში მიღების შემდგომ გამოცემული ბრძანებებიდან არ ირკვევა თუ რამდენი სამხედრო მოსამსახურის გადასაყვანად უნდა გამოყოფილიყო სატვირთო ავტომანქანა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც ერთ კონკრეტულ დავალებას ჰყავს სამი მაკონტროლებელი და ერთი შემსრულებელი მძღოლის სახით, ბაზის უფროსის პასუხისმგებლობის გამოკვეთის მცდელობა ცალსახად არამართებულია, მოკლებულია სამართლებრივ ლოგიკას და არ წარმოადგენს მისი როგორც ბაზის უფროსის უშუალო მოვალეობას.
3.63. ს----------–----–-------------–-----–--------------------–--–----------------ის მიერ, საავტომობილო ტექნიკისა და საავტომობილო კოლონების გზებზე უსაფრთხო მოძრაობის და სიჩქარის დარეგულირების მიზნით, გამოიცა #-- ბრძანება, რომლითაც განსაზღვრულია სამხედრო მანქანისა თუ კოლნის მოძრაობის წესი სხვადასხვა ბუნებრივ პირობებში, მძღოლისა თუ კოლონის მეთაურის ქცევის წესები მოძრაობის დამაბრკოლებელი სხვადასხვა გარემოებების არსებობისას, კერძოდ:
„....სამხედრო ნაწილის საავტომობილო პარკიდან მოხდეს მხოლოდ ტექნიკურად გამართული, მძღოლზე მიმაგრებული საავტომობილო ტექნიკის გამოსვლა. საავტომობილო პარკიდან გამოსვლისას მძღოლს უნდა ჰქონდეს: - ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა; - პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ID ბარათი): შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა; ბრძანების ამონაწერი მანქანის მიმაგრებაზე; ბრძანების ამონაწერი დავალების შესრულებაზე; გაფორმებული საგზურის ფურცელი; ბრძანებით ასევე განისაზღვრა მძღოლის მოვალეობები, დაევალა კონტროლი და შემოწმება ავტომანქანის გამართულად მუშაობაზე. განისაზღვრა მოძრაობის წესი სხვადასხვა კლიმატური პირობებისა და დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობისას, განისაზღვრა ავტომანქანის სიჩქარე....“.
2008 წლის 2 ივლისის საქართველოს თავდაცვის მინისტრის №--- ბრძანების თანახმად, დამტკიცდა თანდართული საავტომობილო, სპეციალური და ჯავშანსატანკო კოლონების გაცილების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის, სამხედრო პატრულის სამმართველოსა და რეგიონალური სამმართველოების საპატრულო სამსახურების, ეკიპაჟების მოქმედების შესახებ ინსტრუქცია (დანართი №1). აღნიშნული დანართით დეტალურად განისაზღვრა სამხედრო პოლიციის საპატრულო ეკიპაჟის მოვალეობები, დადგინდა თუ როგორ უნდა მოიქცეს საპატრულო ეკიპაჟი და მისი უფროსი, კოლონის გაცილების დროს სხვადასხვა სიტუაციებში, რა ვალდებულებები გააჩნიათ მათ ამოცანის ჯეროვნად შესასრულებლად.
3.64. მოწმე გ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს ს-------------–-------ის უფროსი იურისტის თანამდებობაზე. მის მოვალეობებში შედის დოკუმენტაციის სამართლებრივი ექსპერტიზა, სამხედრო მოსამსახურეთა დასჯისა და წახალისების კონტროლი, ხელმძღვანელებისგან მიღებული დოკუმენტაციის გაცნობა პირადი შემადგენლობისთვის.
მოწმის განმარტებით, ბაზის მეთაურის მიერ გაცემულ ბრძანებას ეცნობა იურისტი, არკვევს რამდენად კანონიერია ის და შემდეგ აწერს ხელს. ფოსტას ბაზის უფროსთან ან შტაბის ხელმძღვანელთან შეტანამდე თვითონ ეცნობა, სამართლებრივი კუთხით ამოწმებს და აღნიშნულის შემდეგ გადაეცემა შტაბის უფროსს. დოკუმენტი საბოლოოდ გადაეცემა ბაზის უფროსს, რომელიც გადამოწმების შემდეგ აწერს ხელს. ტელეფონოგრამა შედის სადისპეჩეროში, რომელსაც ხელს აწერს ოთხი სამსახურის წარმომადგენელი და დაგეგმარების ოფიცერი. ბრძანება შესაბამისობაში უნდა იყოს ნორმატიულ აქტებთან. შტაბის უფროსი ყოველივე აღნიშნულს უწევს კონტროლს, ხოლო დ---------------–---–ი ამტკიცებს. ბრძანებაში სამართლებრივი კუთხით უზუსტობაზე თვითონ აგებს პასუხს. ბაზის უფროსის ხელმოწერის გარეშე ბრძანებას იურიდიული ძალა არ აქვს, თუმცა ხშირია შემთხვევა როცა არასამუშაო საათებში ბრძანებას ეწერება ხელი. 2016 წლის 21 ოქტომბერს ა-–------------–-----ის ავტომანქანის გამოყოფის თაობაზე ხელი მოაწერა შტაბის უფროსმა, მაიორმა ს-------ემ და ბაზის უფროსმა დ---------------–---–მა. ხშირია ავტომანქანის გადაადგილება ბრძანებაზე ხელის მოწერამდე. არასამუშაო დღეებში ხელმძღვანელი პირები ბაზაში არ იმყოფებიან, ბრძანებას ხელი არ ეწერება და სადისპეჩერო სამსახური გასცემს შესაბამის ამონაწერს, აწერს ხელს და დოკუმენტს აძლევს მძღოლს. გააჩნია ყველა მძღოლის სია მართვის მოწმობების კატეგორიებით. ა-–------------–-----ეს BC კატეგორიის მართვის მოწმობა გააჩნდა, თუმცა ტელეფონოგრამაში არ იყო მითითებული მგზავრთა რაოდენობა. მოთხოვნილი იყო ერთი დახურული ტიპის სატვირთო ავტომანქანა. ივარაუდეს რომ გადასაყვანი იყო რვა ადამიანზე ნაკლები. ტელეფონოგრამაში ძირითადად განმარტებულია გადასაყვან პირთა რაოდენობა (მაგალითად 200, 300 ან 500 სამხედრო მოსამსახურე). თუ მძღოლს არ გააჩნია შესაბამისი მართვის მოწმობა, იგი კონკრეტულ ავტომანქანაზე ვერ მიმაგრდება. მოწმემ არ დაადასტურა შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობის გარეშე მძღოლის დავალებაზე გაგზავნის ფაქტი. ასეულის მეთაური დ-------–---–ი ინფორმირებული იყო თუ რა კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე მძღოლის გამოყოფა უნდა მომხდარიყო. ასეულის მეთაური უნდა ჩაწვდეს ამოცანას და გამოყოს შესაბამისი მძღოლი. მძღოლს და ავტომანქანას ბრძანებით ამტკიცებს ბაზის უფროსი. ბრძანების გამოცემამდე, ბაზის უფროსს პატაკი უნდა დაუწეროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელმა, ვინაიდან ბაზა ოთხი ასეულისგან შედგება, დღეში სამასი ავტომანქანა გადის (დაახლოებით 220 მსუბუქი ავტომანქანა და 50 მაინც სატვირთო). ამ ყველაფერს დ---------------–---–ი და ს-------ე ვერ გააკონტროლებდნენ. სწორედ ამ მიზნით არსებობს შესაბამისი სამსახურები, სატვირთო ავტომანქანების ასეული და სადისპეჩერო, რომლებიც მსგავს საკითხებს აკონტროლებენ. ასეულის მეთაურმა იცის რა დავალებას ასრულებს მძღოლი და როგორ შესრულდა ის. ავტომანქანაზე განთავსებული სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა უნდა აკონტროლოს ასეულის მეთაურმა. ხშირია ფაქტები, რომ მძღოლს არ ჰქონია შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა, უცნობებია ასეულის მეთაურისთვის და არ განუთავსებიათ ხალხი ავტომანქანაზე. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის მოთხოვნები ცნობილია როგორც ასეულის მეთაურისთვის, ასევე მძღოლისათვის. პასუხისმგებლობას აიღებს იმ შემთხვევაში, როდესაც ბრძანებაში ეწერება გადასაყვან პირთა რაოდენობა. ავტომანქანის გამოყოფისას მძღოლს ასეულის მეთაური არჩევს. სწორედ მას ევალება შესაბამისი კატეგორიის მძღოლის გამოყოფა. მოთხოვნის შესაბამისად ხდება შესაბამისი ავტომანქანის გამოყოფა. ვინ დაჯდება ავტომანქანაზე და რამდენ ადამიანს გადაიყვანს, აღნიშნული გარემოებები ხელმძღვანელობისთვის უცნობია თუ ბრძანებაში არ იქნება მითითებული. თუ მძღოლს შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა არ აქვს, მანქანის მეთაური არ განათავსებს პირად შემადგენლობას ძარაზე.
3.65. მოწმე კ------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ, 2016 წლის ოქტომბრის თვეში მუშაობდა ს-------------–-------ის შტაბის უფროსის თანამდებობაზე. მის მოვალეობაში შედიოდა და ჩართული იყო თანამშრომლის მიღებაში, დისციპლინის დაცვაში, გადაადგილების უზრუნველყოფაში და მეთაურის ბრძანების შესრულებაში. სამსახურისთვის შერჩეულ მძღოლებს C კატეგორიის მართვის მოწმობა მაინც უნდა ჰქონოდათ. მათ 8 ადამიანზე მეტის გადაყვანის უფლება არ ჰქონდათ, მაგრამ დავალების საფუძველზე, ზოგიერთ შემთხვევებში უშვებდნენ დავალებაზე. აღნიშნული თანხმდებოდა სარდლობის ხელმძღვანელობასთან. გადაზიდვების სამსახური გადასცემდა სარდლობის დავალებას, რომელსაც ასრულებდა. სარდლობას ატყობინებდა, რომ შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობის მძღოლი არ ჰყავდათ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგრამ სამხედრო პოლიცია დაძვრის უფლებას იძლეოდა. ა-–------------–-----ის შემთხვევაში, მისი ყველა გასვლა დავალებაზე, რომელიც მოითხოვდა შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობას, ყოველთვის შეთანხმებული არ ყოფილა.
3.66. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შ-------------–-----–------------–---ის ს-------------–-------ის სატვირთო მანქანების ასეულის მეთაურმა ნ---- დ-------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2011 წლიდან მსახურობს შეიარაღებულ ძალებში. მის მოვალეობაში შედის ტექნიკის მოვლა, მისი გამართულობისა და პირადი შემადგენლობის კონტროლი. ავტომანქანებზე მძღოლების მიმაგრება ხდება წლის დასაწყისში გამოცემული, მეთაურის საერთო ბრძანებით. დ---------------–---–ი იყო ბაზის მეთაური, ხოლო ა-–------------–-----ე მძღოლი. ამ უკანასკნელს BC კატეგორიის მართვის მოწმობა გააჩნია. პროგრამულად შემოდის მეთაურის ბრძანება ავტომანქანის მოთხოვნის თაობაზე, რომელიც ეწერება ბაზის მეთაურს. უშუალოდ მას ევალება მოთხოვნილი ავტომანქანის მიწოდება. ავტომანქანის მოთხოვნის შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციის მიწოდება სავალდებულო არ არის. ავტომანქანა „კამაზი 4-----“ გამოიყენება როგორც ტვირთის გადასატანად, ასევე პირადი შემადგენლობის გადასაყვანად. მის ძარაზე 24 ადამიანი ეტევა. დასაჯდომი ადგილები სპეციალურად არის მოწყობილი. ა-–------------–-----ის გარდა პირადი შემადგენლობა სხვა მძღოლებსაც გადაჰყავდა. მეთაურის ბრძანების თანახმად, BC კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე მძღოლებს 8 ადამიანზე მეტის გადაყვანის უფლება არ ჰქონდათ. 2016 წლის 21 ოქტომბრისთვის ავტომანქანა გამოყო S4-ის უფროსის-მაიორ თორიას სიტყვიერი მოთხოვნით. გამართული ერთი ერთეული ავტომანქანა სჭირდებოდა. მას არ უთქვამს რა დანიშნულებით უნდა გამოეყენებინა მოთხოვნილი ავტომანქანა. პირადად მეთაურის ბრძანება არ უნახავს. ტელეგრამები მას უშუალოდ არ უნახავს. იყო შემთხვევა, როდესაც ავტომანქანას კონკრეტულ პირთა ოდენობისთვის ითხოვდნენ. ყოფილა შემთხვევა, როდესაც კონკრეტული ადამიანების გადასაყვანად უშვებდნენ BC კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე მძღოლებს. შაბათ-კვირას, როდესაც მეთაური არ იმყოფებოდა ბაზაში, ავტომანქანა გასულა მოთხოვნის შესაბამისად, რომელიც სატელეფონო შეთანხმების საფუძველზე ხორციელდებოდა. ადასტურებს, რომ მძღოლ ა-–------------–-----ის კანდიდატურა მან მიაწოდა ხელმძღვანელობას. არ დაინტერესებულა რამდენი ადამიანის გადასაყვანად იყო საჭირო აღნიშნული ავტომანქანა.
3.67. მოწმე თ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს სარდლობის ლოგისტიკის დისპეჩერად. მის ფუნქციებში შედის ტელეფონოგრამის მიღება, ბაზის უფროსთან შეტანა ხელმოსაწერად, მის მიერ ბრძანების გაცემის შემდეგ, მძღოლისთვის საგზურის გამოწერა და გადაცემა. მოწმის განმარტებით, ტელეფონოგრამა ბაზაში შედის შ-------------–-----–------–---------ის სამსახურიდან, გადაეცემა მეთაურს, რომელიც აწერს შტაბის უფროსს, შემდეგ გადაეცემა S4-ის უფროსს. აღნიშნული პროცედურის გავლის შემდეგ გამოიყოფოდა ავტომანქანა, მძღოლს აწერდა საგზურს და უშვებდა დავალების შესასრულებლად. ბრძანების შედგენა მის მოვალეობაში შედიოდა S4-თან შეთანხმებით. შემდეგ ტარდებოდა კანცელარიაში და მეთაური აწერდა ხელს. გარდა აღნიშნულისა, ტელეფონოგრამას აწერია ნომერი და თარიღი. ტელეფონოგრამაში გადასაყვან პირთა რაოდენობა არ იყო მითითებული. იყო შემთხვევა, როდესაც ავტომანქანა სასწრაფოდ უნდა გასულიყო, ბაზის მეთაური დ---------------–---–ი ადგილზე არ იმყოფებოდა და მასთან სატელეფონო შეთანხმებით გაუშვიათ ავტომანქანა. 2016 წლის 18 ოქტომბერს, ს-------------–-------ამ მიიღო ტელეფონოგრამა, რომლითაც მოთხოვნილი იყო ერთი ავტომობილის გამოყოფა.
3.68. სასამართლო აღნიშნავს, რომ გ--------------–---–ის, თ--------------–---–ის, კ------------ისა და ნ---- დ-------–---–ის ჩვენებებით ცალსახად დგინდება, თუ რა პროცედურებს გადის ბრძანება ბაზაში შესვლის შემდეგ. მოწმეთა ჩვენებებიდან ირკვევა, რომ ტელეფონოგრამა/ბრძანება შესასრულებლად მეთაურიდან ჩადის დაბალ რგოლამდე, ყველა ის ადამიანი აწერს ხელს, რომელიც მონაწილეობას იღებს მის მომზადებაში და შესრულებაში. მათი ჩვენებებიდან არ იკვეთება, რომ მძღოლის დოკუმენტების შემოწმება ბაზის მეთაურის ვალდებულებას წარმოადგენს.
3.69. გამომძიებელმა მ-----–--------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ (მისი მონაწილეობით) ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა ექსპერტიზის დანიშვნის კანონიერება/სისწორე და დამატებით განმარტა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 2016 წლის 21 ოქტომბერს, ს------–-------ეს მიმდებარე ტერიტორიაზე. შემთხვევის ადგილზე დახვდათ გზის სავალი ნაწილის გვერდულზე, მარჯვენა მხარეს გადავარდნილი, „კამაზის“ მარკის სამხედრო ავტომანქანა. სავალი გზისა და კვლების გაზომვა-დათვალიერების შემდეგ შეადგინა შესაბამისი ოქმი. მოწმის განმარტებით, გზა იყო უდეფექტო, მშრალი და კვალი კარგად ჩანდა, რომელიც ზიგზაგისებური იყო და მთავრდებოდა შეჯახების ადგილას. 21 ოქტომბერს ნაწვიმარი იყო თუ არა არ ახსოვს. როდის წვიმდა აღნიშნულ გზაზე მისთვის უცნობია. მის მიერ (მისი მონაწილეობით) ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე/კანონთან შესაბამისობა დაადასტურა გამომძიებელმა მ-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას.
3.70. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებები, კერძოდ:
3.71. მოწმე დ----------------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის 18 ოქტომბერს, მეთაურმა მიიღო ტელეფონოგრამა, რომელიც შესასრულებლად დაეწერა შტაბის უფროსს, ამ უკანასკნელმა კი რეზოლუციით მას (დ----------------ს) გადასცა. მოწმის განმარტებით, მიღებული ტელეფონოგრამა ქვემდგომს რეზოლუციით გადაეცემა. ბრძანება შეასრულა თუმცა აღნიშნულ ტელეფონოგრამაზე მისი რეზოლუცია არ არის. მოთხოვნაში 30 ადამიანის გადაყვანაზე საუბარი იყო თუ არა არ ახსოვს.
3.72. მოწმე ზ----------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ, 2016 წელს იკავებდა დ--------–--–----ოში განლაგებული შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო ტექნიკური ქონების ბაზის მესამე განყოფილების უფროსს თანამდებობას. აღნიშნულ სამხედრო ნაწილს არ ჰყავდა პირადი შემადგენლობა და ო-------ის დაცვის ასეულიდან, ორი კვირის ვადით, როტაციის პრინციპით მიდიოდნენ ყარაულები. 2016 წლის 21 ოქტომბერს, დ--------–--–----ოში მოვიდა ახალი ყარაული. ისინი სამხედრო პოლიციამ ბაზის ასახვევამდე მიაცილა. რამდენიმე წუთის შემდეგ ისინი სხვა დავალების შესასრულებლად წავიდნენ. აღნიშნულის შესახებ მოახსენეს ხელმძღვანელობას და მხოლოდ ოპერატიული მორიგის ნებართვის შემდეგ მისცეს ავტომანქანას დ--------–--–----ოდან გასვლის საშუალება. პროცედურების დასრულების შემდეგ ავტომანქანა გავიდა დ--------–--–----ოდან. რამდენიმე წუთის შემდეგ დაურეკა ერთმა სერჟანტმა და უთხრა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვნენ. დაუყოვნებლივ გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დაინახა ავტომანქანა, რომელსაც გადაბრუნების კვალი ეტყობოდა. სამხედრო მოსამსახურეები მიმოფანტულები იყვნენ. დაშავებულები გადაანაწილეს სხვადასხვა საავადმყოფოებში, ერთი მათგანი კი გარდაცვლილი იყო.
3.73. მოწმე მ-------–--------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ლოგისტიკის სამსახურის შემადგელობაში შედიოდა გადაზიდვების სამსახური, რომელიც პასუხს აგებდა გადაზიდვების პროცესის დაგეგმარებაზე, მის კონტროლზე, როგორც ნივთების გადაზიდვაზე, ასევე ცოცხალი ძალის გადაყვანაზე. ს-------------–-------ის მთავარი ამოცანა იყო გადაზიდვების მართვა და უზრუნველყოფა. მოთხოვნა წერილობით შედიოდა სარდლობაში, რომელსაც თვითონ როგორც სარდალი რეზოლუციით გადასცემდა მოადგილეს, რომელიც აღნიშნულ სამსახურს კურირებდა. ამის შედმეგ წერილი იგზავნებოდა გადაზიდვების სამსახურში, რომელიც გეგმავდა პროცესებს, არკვევდა რამდენი ადამიანი იყო გადასაყვანი და რა შესაძლებლობა გააჩნდა ს-------------–-------ას. აღნიშნულის შემდეგ მზადდებოდა ტელეფონოგრამა, რომელიც ეგზავნებოდა ს-------------–-------ას. იყო შემთხვევები, როდესაც ს-------------–-------ის ავტომანქანები არ იყო საკმარისი, რის შესახებაც ეცნობებოდა გ-------–------–----ის უფროსს. მზადდებოდა შესაბამისი ბრძანება და ტექნიკა გამოიყოფოდა სახმელეთო ძალებიდან ან სულაც ქირაობდნენ. მოწმის განმარტებით, ტელეფონოგრამა არის სავალდებულოდ შესასრულებელი ბრძანება. ბაზის უფროსს ბრძანების შეცვლა არ შეუძლია. გადაზიდვების უფროსი გეგმავს კონკრეტული ამოცანის შესრულებას ავტომანქანის ტონაჟობის და რაოდენობის მიხედვით. თუ ბაზისთვის კონკრეტული ამოცანის შესრულება შეუძლებელია, უნდა დასაბუთდეს რატომ არ სრულდება ბრძანება. ბაზის მეთაური არის ორგანიზატორი, რომელიც ხელმძღვანელობს მისდამი დაქვემდებარებულ დანაყოფის გამართულ მუშაობას. იგი პასუხისმგებელია დანაყოფის საბრძოლო მზადყოფნაზე და ავტომანქანების გამართულობაზე. რაც შეეხება გამოცემულ ბრძანებას, იერარქიის მიხედვით მიდის ადრესატამდე - ზევიდან ქვემოთ. ქვედა რგოლი უმზადებს ზედას ბრძანებას. გამოიყოფა ავტომანქანა კონკრეტული მძღოლით (გვარით და სახელით), რომელიც შეთანხმებულია შტაბის უფროსთან, ასმეთაურთან, იურისტთან და ბოლოს მეთაური აწერს ხელს. განსაკუთრებული დავალების არსებობის შემთხვევაში, მეთაურს შეიძლება ეთქვა, რომ პირადად გააკონტროლებდა გადაზიდვას. მძღოლები გადანაწილებულნი არიან ათეულებად, რომლებსაც ჰყავთ ათეულის მეთაურები. აღნიშნულს მოჰყვება ოცეულის მეთაური და ასეულის მეთაური. შესაბამისად, მძღოლების სახელების და გვარების ცოდნა მეთაურისთვის სავალდებულო არ იყო. რომელ მძღოლს რა კატეგორიის მართვის მოწმობა ჰქონდა ან რომელ ავტომანქანაზე რა კატეგორიის მძღოლის მიმაგრება მოხდა, აღნიშნულის გაკონტროლებას მეთაური ფიზიკურად ვერ შეძლებდა. მოცემული საკითხი შესაბამისი სამსახურების მოვალეობას შეადგენდა (ასეულის მეთაური, შტაბის უფროსი) თუ ვინმე შეცდომაში შეიყვანდა მეთაურს, მაშინ უკვე მისი პასუხისმგებლობის საკითხი დგებოდა.
3.74. ბრალდებულმა დ---------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 1992 წლის ოქტომბრის თვიდან მსახურობს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე, არის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტის მონაწილე, დაჯილდოებულია რამდენიმე მედლით, ღირსების ორდენით, საშტატო იარაღით, მიღებული აქვს არაერთი მადლობა. 2015 წლის 22 მაისს დაინიშნა ო-----ში განთავსებული ს-------------–---------–----------------ად. 2015 წლის ნოემბრის თვიდან აღნიშნული ბატალიონი გადაკეთდა ბაზად, რომლის უფროსის მოვალეობასაც ასრულებდა 2016 წლის 16 დეკემბერამდე. საკუთარი პატაკით (განცხადებით) წამოვიდა სამსახურიდან. ბრალდებულის განმარტებით, ბაზას შედგებოდა დაახლოებით 500 მოსამსახურისგან, ჰყავდა შტაბის უფროსი, S-4-ის უფროსი, საფინანსო და სამედიცინო განყოფილება, იყოფოდა ასეულებად, ოცეულებად და ათეულებად. ყველა რგოლს ჰყავდა თავისი ხელმძღვანელი, ყოველი მათგანი მოვალეობები გაწერილი იყო, რომლის შესაბამისადაც ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობებს. ბაზაში მისული ბრძანება ხელმძღვანელი რგოლიდან შესასრულებლად ჩადიოდა დაბალ რგოლებამდე (უფლებამოსილების მიხედვით), რომელსაც ხელს აწერდა ყველა ის პირი, რომელიც მონაწილეობას იღებდა დავალების შესრულებაში. მის მოვალეობაში არ შედიოდა ყველა სამხედრო მოსამსახურის დოკუმენტების შემოწმება. ამისთვის არსებობდა შესაბამისი სამსახურები. 2016 წლის 18 ოქტომბერს ს-------------–-------აში შევიდა ტელეფონოგრამა, რომლითაც 2016 წლის 21 ოქტომბრისთვის მოთხოვნილი იყო ერთი სატვირთო ავტომანქანის გამოყოფა, ო-------იდან დ--------–---–------ში და უკან სამხედრო მოსამსახურეების გადასაყვანად. ტელეფონოგრამა მიიღო სადისპეჩერომ, გადაეცა მას და დაავალა S-4-ის უფროსს დაგეგმვის უზრუნველყოფა. S-4-ის უფროსმა ასეულის მეთაურ დ-------–---–თან შეთანხმებით გამოყო ა-–------------–-----ე. სწორედ დ-------–---–ს დაევალა მძღოლისთვის ინსტრუქტაჟის ჩატარება. ბრძანებას ხელი მოაწერა ყველა შემსრულებელმა რის შემდეგაც გადაეცა მას. 2016 წლის 21 ოქტომბერს აცნობეს, რომ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, მოინახულა დაშავებულები. გაესაუბრა მძღოლს ა-–------------–-----ეს, რომელმაც განაცხადა, რომ მსუბუქმა ავტომანქანამ შეუშალა ხელი გადაადგილებაში, რასაც მოჰყვა ავტოსაგზაო შემთხვევა. აღნიშნული მასთან საუბარში დაადასტურეს სხვა სამხედრო მოსამსახურეებმაც. ასეულები სპეციალიზაციის მიხედვით არის დაყოფილი (სატვირთო, მსუბუქი ავტომანქანების, საფინანსო, სამედიცინო და სხვა). ყველა მათგანის პასუხისმგებლობა განისაზღვრება მათი საქმიანობის სფეროს მიხედვით. ტელეფონოგრამას სადისპეჩერო იღებს და გადაეცემა მას, რომელსაც აწერს შტაბის უფროს, ეს უკანასკნელი S-4-ს, საბოლოოდ მიდის კანცელარიამდე, იწერება პატაკი, სადაც აღინიშნება რომლი მძღოლი ინიშნება კონკრეტულ მარშუტზე, რამდენი საწვავი გადაეცემა მას. მასთან მხოლოდ ბრძანება შედის დამატებითი დოკუმენტაციის გარეშე. ტელეფონოგრამაში მითითებული არ იყო გადასაყვან სამხედროთა რაოდენობა, შესაბამისად მისთვის უცნობი იყო რამდენი სამხედრო მოსამსახურისთვის იყო მოთხოვნილი სატვირთო ავტომანქანა.
3.75. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმე დ----------------ს ჩვენებით დასტურდება 2016 წლის 18 ოქტომბერს ტელეფონოგრამის მიღების ფაქტი, რომლის შესრულებაშიც მიიღო მონაწილეობა, თუმცა ხელი არ მოუწერია. მოწმემ ვერ გაიხსენა ბრძანებაში მითითებული იყო თუ არა გადასაყვან სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა. მოწმე ზ----------–---–ის ჩვენებით კი დგინდება დ--------–--–----ოში განლაგებული შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო ტექნიკური ქონების ბაზის მესამე განყოფილებაში ყარაულის როტაციის დეტალები. მოწმემ განმარტა თუ როგორ მოხდა 2016 წლის 21 ოქტომბერს ბაზაში ყარაულის შეცვლა, რამდენ ხანში მიიღო ინფორმაცია მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ. ასევე განმარტა შემთხვევის ადგილზე არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალები. ზ----------–---–მა დაადასტურა, რომ სამხედრო პოლიციის ეკიპაჟი როტაციის პროცესს არ დალოდებია, რადგან სხვა დავალება მიიღო და მის შესასრულებლად წავიდა. ბაზიდან სამხედრო ავტომანქანა ოპერატიული მორიგის ნებართვის შემდეგ დაიძრა.
3.76. დაცვის მხარის მოწმე მ-------–--------მა და ბრალდებულმა დ---------------–---–მა დაწვრილებით განმარტეს თუ რა მოვალეობები გააჩნია ს-------------–-------ის უფროსს, რა წესით შედის ბრძანება და ტელეფონოგრამა ბაზაში, რა პროცედურებს გადის შესვლიდან შესრულებამდე და შესრულებულ ბრძანებაზე მეთაურის ხელის მოწერამდე. მითითებული ჩვენებებიდან ირკვევა, რომ ბაზაში შესულ ბრძანებას ხელს აწერს ყველა იმ დანაყოფის ხელმძღვანელი, რომელიც მონაწილეობას იღებს ბრძანების მომზადებაში და დავალების შესრულებაში. მეთაურის ბრძანებაში აღინიშნება როგორც შემსრულებელი, ასევე კონტროლზე პასუხისმგებელი პირი. ყველა აუცილებელი პროცედურისა შემდეგ, ქვემდგომი თანამშრომლების მიერ ხელმოწერილი ბრძანება თანდართული დოკუმენტაციის გარეშე შედის ბაზის უფროსთან, რომელიც აწერს ხელს.
3.77. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ ბაზის უფროსი ვალდებული იყო სცოდნოდა ყველა მძღოლის მართვის მოწმობის კატეგორია, ეკონტროლებინა ვინ, როდის და რომელ ავტომანქანაზე მიემაგრებოდა, ჩაუტარდა თუ არა გამოყოფილ მძღოლს ინსტრუქტაჟი, იმყოფებოდა თუ არა კონკრეტული ავტომანქანა გამართული. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეასრულა მისი მოვალეობა და სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დაადასტურა დ---------------–---–ის სამსახურეობრივი მოვალეობისადმი გულგრილი დამოკიდებულების ფაქტი.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევისათვის, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით ქმედების კვალიფიკაციისთვის განმსაზღვრელია ავტოსაგზაო შემთხვევამ გამოიწვიოს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ხოლო მე-5 ნაწილი ქმედების სახით ითვალისწინებს ადამიანის სიცოცხლის მოსპობის აუცილებლობას. აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება და წესრიგი, ხოლო დამატებითი ობიექტი - ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. მოცემული ნორმის დისპოზიცია ბლანკეტურია, იგი კრძალავს ქმედებას, რომლის შინაარსი ჩამოყალიბებულია სხვა ნორმატიულ აქტში - ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონში. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სახეზე იყოს ზემოაღნიშნული კანონით დადგენილი ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ანდა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ამდენად, სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებას - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევასა და დამდგარ შედეგს - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ასევე მძიმე დაზიანებასა და სიცოცხლის მოსპობას შორის.
4.2. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ა-–------------–-----ის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი, რამაც ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია და რასაც მოჰყვა ერთი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის მოსპობა, ხოლო რამდენიმე მათგანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე ხარისხის დაზიანება. სასამართლოს აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც ეფუძნებოდა ა-–------------–-----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, ვერ დააკმაყოფილა დამაჯერებლობის მინიმალური სტანდარტიც კი. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 7 დეკემბრის ექსპერტიზის #0-------- დასკვნას, რომელიც არ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, არ არის კატეგორიული და დამაჯერებელი.
4.3. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია სამსახურეობრივი გულგრილობისთვის, რომელიც გულისხმობს სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას და გამოიხატება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის (ასევე სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის) უმოქმედობაში, კერძოდ: პირი არ ასრულებს მასზე სამსახურებრივად დაკისრებულ მოვალეობას, არ იღებს იმ ზომას, რაც უნდა მიეღო თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე. მოცემულ შემთხვევაში აუცილებელია დადგინდეს, რომ ამ მოქმედების შესრულება მის სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებში შედიოდა. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება სახელმწიფო მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობასა ან არაჯეროვნად შესრულებაში, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო. დანაშაულის შემადგენლობა მატერიალურია, მისი დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია ფიზიკური და იურიდიული პირის უფლების ან სხვა კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა. დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს ქმედებამ გამოიწვიოს ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, აქედან გამომდინარე, პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის უნდა არსებობდეს პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.
4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით უტყუარად დადგინდა, რომ დ---------------–---–ი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მ-----–-------–--------–---–ის 2015 წლის 03 ნოემბრის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ს----------–----–-------------–-----–-------------–------–------------------–---------------------------–---------------–--------------------–------------------სის თანამდებობაზე. 2016 წლის 06 აგვისტოს ს----------–----–-------------–-----–-------------–------–------------------–---------------------------–---------------–-----------ით დამტკიცებული ფუნქციონალური მოვალეობებით, დ---------------–---–ს გააჩნდა გარკვეული ვალდებულებები, თუმცა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა განახორციელა თუ არა ბრალდებულმა დანაშაულებრივი ქმედება და არსებობდა თუ არა მიზეზობრივი კავშირი ბრალად წარდგენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
4.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედება, რომლის ჩადენასაც ბრალდების მხარე ედავება დ---------------–---–ს, წარმოადგენს გაუფრთხილებელ დანაშაულს (დაუდევრობით ჩადენილ დანაშაულს). დ---------------–---–ის ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასებისთვის ყურადღება უნდა გამახვილდეს გაუფრთხილებელი დანაშაულის არსზე, განხორციელებულ ქმედებაზე, დამდგარ შედეგსა და მათ შორის მიზეზობრივ კავშირზე.
4.6. საქართველოს სსკ-ის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.
4.7. საქართველოს სსკ-ის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ქმედება დაუდევრობითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული არ ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც.
4.8. სასამართლო პირველ აღნიშნავს, რომ ბრალდების მარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადგინდა რამდენად წარმოადგენდა დ---------------–---–ის უშუალო მოვალეობას ა-–------------–-----ის მართვის მოწმობის შემოწმება, იცოდა თუ არა ბაზის უფროსმა, რომ ავტომანქანა მოთხოვნილი იყო რვაზე მეტი სამხედრო მოსამსახურის გადასაყვანად, გამომდინარეობდა თუ არა აღნიშნული გარემოებების ცოდნა ს-------------–-------ის ფუნქციონალური მოვალეობებიდან და შესაბამისად, იყო თუ არა მისი ქმედება მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან - ავტოსაგზაო შემთხვევასთან, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და რამდენიმე სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მოჰყვა. სასამართლო განმარტავს, რომ ტელეფონოგრამამ რომლითაც მოთხოვნილი იყო ერთი დახურული ტიპის სატვირთო ავტომანქანა, გაიარა რამდენიმე რგოლი (შტაბი, S-4 და სხვა) მის შესრულებას და კონტროლს უზრუნველყოფდა ოთხი პიროვნება - მძღოლი და სამი სამხედრო მოსამსახურე, დავალებაზე უშუალო კონტროლი ბრძანებით დაევალა ბაზის შტაბის უფროსს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზეზობრივი კავშირის გაშლა ბაზის უფროს დ---------------–---–ის ქმედებამდე სასამართლოს სამართლებრივ უტოპიად მიაჩნია, ვინაიდან მსგავსი წარმატებით ავტოსაგზაო შემთხვევა მიზეზობრივ კავშირში შესაძლებელია იყო ტელეფონოგრამის გამომგზავნი პირის ქმედებასთან (ტელეფონოგრამა გამოგზავნილი რომ არ ყოფილიყო არ გამოიყოფოდა ა-–------------–-----ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა და შესაბამისად ავტოსაგზაო შემთხვევაც თავიდან იქნებოდა აცილებული).
4.9. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
4.10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2).
4.11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15). მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეასრულა მისი მოვალეობა და სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დაადასტურა ა-–------------–-----ის მიერ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ასევე, დ---------------–---–ის მიერ სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
4.12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ა-–------------–-----ის საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-5 ნაწილებით, ხოლო დ---------------–---–ის საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც ისინი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ.
5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
5.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:
• დისკები და რენტგენოფირები შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
• ა--------–------ის ტანსაცმელი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს;
• კამაზის მარკის სატვირთო ავტომანქანა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
• ამოღების ოქმით, ექვს ცალ მუყაოს ყუთში დალუქული დოკუმენტაცია შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-276-ე, მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ---------------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, დ---------------–---–ს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
3. ა-–------------–-----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-5 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში.
4. ა-–------------–-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს.
5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ა-–------------–-----ეს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
6. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
• დისკები და რენტგენოფირები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
• ა--------–------ის ტანსაცმელი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს;
• ,,კამაზის’’ მარკის სატვირთო ავტომანქანა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
• ამოღების ოქმით, ექვს ცალ მუყაოს ყუთში დალუქული დოკუმენტაცია შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი