განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №140100116002546220
საქმე #1/270-16 (011010415005)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ს ა ხ ე ლ ი თ
11 ივნისი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - რუსუდან იასამნიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ზ------ წ--------–-
დაცვის მხარე:
ბრალდებულ ი-----–- ი-------–-–---–ის დაუსწრებლად (დაბადებული 1----–-–-----------, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები გ------------------------–-------------ში)
ადვოკატი - ე-–---- პ---–--–---–ი
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლი (ბრალდების სამი ეპიზოდი), 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ბრალდების სამი ეპიზოდი), 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტები
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ -ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების არსი:
1.1. 2014 წლის 02 ივნისს სააქციო საზოგადოება „-–-------------ის“ აგენტმა (მოლარე-ოპერატორმა) ი-----–- ი-------–-–---–მა გ------------------------–-------------ში მდებარე ამავე ბანკის სერვისცენტრში, სს „-–-------------ის“ კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, მ-----–- გ---–---–---–ის სახელზე, ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ, გააკეთა 18-თვიანი საპენსიო სესხი და 3-თვიანი სოციალური დახმარების ავანსი, სულ 1 305 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა ი-----–- ი--------–-–---–მა გამოიყენა პირადი მიზნებისთვის. ამ ქმედებით მ-----–- გ---–---–---–სა და სს „-–-------------ს“ მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, ამავე დროს შეილახა სს „-–-------------ის“ ავტორიტეტი და რეპუტაცია;
1.2. 2015 წლის 29 იანვარს ი-----–- ი-------–-–---–მა გ------------------------–-------------ში სს „-–-------------ის“ კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, ნ----- დ--–---–---–ის სახელზე, ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ გააკეთა 25-თვიანი საპენსიო სესხი. მან თანხის ნაწილით გადაფარა ნ----- დ--–---–---–ის სახელზე არსებული 18-თვიანი სესხი, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 729 ლარის და 62 თეთრის ოდენობით პირადი მიზნებისთვის გამოიყენა. ნ----- დ--–---–---–ის სახელით შედგენილი ყალბი პენსიის ავანსის ხელშეკრულება და სალაროს გასავლის ორდერი კი წარადგინა სს „-–-------------ში“. ი-----–- ი-------–-–---–ის ქმედებით ნ----- დ--–---–---–სა და სს „-–-------------ს“ მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. ამავე დროს შეილახა სს „-–-------------ის“ ავტორიტეტი და რეპუტაცია;
1.3. 2014 წლის 13 ოქტომბერს ა-–---------- კ-------–---–მა ი-----–-ს ი-------–-–---–ს სთხოვა მისი საპენსიო ანგარიშიდან 1 050 ლარი გადაეტანა ანაბრის ანგარიშზე. ი-----–- ი-------–-–---–მა მოიპოვა ა-–---------- კ-------–---–ის ნდობა, მოტყუებით მოაწერინა ხელი სალაროს გასავლის ორდერებზე, თითქოს მისი თანხა გადაჰქონდა ანაბრის ანგარიშზე. ანაბარზე თანხის გადატანის ნაცვლად, ი-----–- ი-------–-–---–ი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ა-–---------- კ-------–---–ის კუთვნილ 1 050 ლარს;
მანვე 2015 წლის 30 იანვრიდან 23 თებერვლამდე, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, გ------------------------–-------------ში მდებარე სს ,--–-------------ის” სერვისცენტრში ა-–---------- კ-------–---–ის საანაბრე ანგარიშიდან, ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ გამოიტანა 604 ლარი და 61 თეთრი, რასაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა. აღნიშნულის შემდეგ ი-----–- ი-------–-–---–მა 2015 წლის 30 იანვრით, 5 თებერვლითა და 23 თებერვლით დათარიღებული გაყალბებული სალაროს გასავლის ორდერები წარადგინა სს „-–-------------ში“;
საბოლოოდ, ი-----–- ი--------––---–- თაღლითურად დაეუფლა ა-–---------- კ-------–---–ის კუთვნილ 1 654 ლარსა და 61 თეთრს;
ი-----–- ი-------–-–---–ის ქმედებებით ა-–---------- კ-------–---–სა და სს „-–-------------ს“ მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. ამავე დროს შეილახა სს „-–-------------ის“ ავტორიტეტი და რეპუტაცია;
1.4. 2013 წლის 18 თებერვლიდან 16 მაისამდე, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, გ------------------------–-------------ში მდებარე სს „-–-------------ის“ ბანკის სერვისცენტრში, ამავე ბანკის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ ი-----–- ი-------–-–---–მა თავისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, გ------- ს--------–---–ის სახელზე, ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ 2013 წლის 18 თებერვალს გააკეთა 4-თვიანი საპენსიო სესხი და აღებული 281 ლარი და 57 თეთრი გამოიყენა პირადი მიზნებისთვის; მანვე 2013 წლის 15 მარტს გააკეთა 5-თვიანი საპენსიო სესხი, თანხის ნაწილით გადაფარა გ------- ს--------–---–ის სახელზე არსებული 4-თვიანი სესხი, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 172 ლარის და 83 თეთრის ოდენობით პირადი მიზნებისთვის გამოიყენა; 2013 წლის 8 აპრილს ი-----–- ი-------–-–---–მა გააკეთა 18-თვიანი საპენსიო სესხი, თანხის ნაწილით გადაფარა გ------- ს--------–---–ის სახელზე არსებული 5-თვიანი სესხი, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 337 ლარის და 57 თეთრის ოდენობით პირადი მიზნებისთვის გამოიყენა; მანვე 2013 წლის 16 მაისს გააკეთა 36-თვიანი საპენსიო სესხი, თანხის ნაწილით გადაფარა გ------- ს--------–---–ის სახელზე არსებული 18-თვიანი სესხი, ხოლო დარჩენილი ნაწილი 179 ლარის და 68 თეთრის ოდენობით პირადი მიზნებისთვის გამოიყენა. საბოლოოდ, ი-----–- ი-------–-–---–ი დაეუფლა გ------- ს--------–---–ის სახელით, მისი ნების საწინააღმდეგოდ გაკეთებული სესხის თანხას - 971,65 ლარის ოდენობით. გ------- ს--------–---–ის სახელით გაყალბებული პენსიის ავანსის ხელშეკრულებები და სალაროს გასავლის ორდერები ბრალდებულმა წარადგინა სს „-–-------------ში“. ი-----–- ი-------–-–---–ის ქმედებით გ------- ს--------–---–სა და სს „-–-------------ს“ მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. ამასთან, შეილახა სს „-–-------------ის“ ავტორიტეტი და რეპუტაცია.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 საწარმოში სპეციალური უფლებამოსილების ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენება, თავისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და თაღლითობა - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ შეისწავლა და გამოიკვლია მხარეთა მიერ წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ი-----–- ი-------–-–---–ის მიერ მ-----–- გ---–---–---–ის 1 305 ლარის დაუფლებისა (2014 წლის 2 ივნისის ეპიზოდი) და ა-–---------- კ-------–---–ის 1 050 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტი (2014 წლის 13 ოქტომბრის ეპიზოდი), კერძოდ:
დაზარალებულმა მ-----–- გ---–---–---–მა განმარტა, რომ 2014 წელს ი-----–- ი-------–-–---–ს, მისივე თხოვნით, დაუტოვა საპენსიო ბარათი და დაახლოებით 2 წლის მანძილზე გ------------------------–-------------ში, ი-----–- ი-------–-–---–ის დედის - ქ------- ი-------–-–---–ის მაღაზიაში მდებარე ,--–-------------ის” სერვისცენტრში, ი-----–- ი-------–-–---–თან იღებდა პენსიას და სოციალურ დახმარებას. მოგვიანებით, ამავე სოფლის ,,იუსტიციის სახლში“ შეიტყო, რომ მისი საპენსიო და სოციალური დახმარების ანგარიშებიდან სესხი იყო გამოტანილი, თუმცა მას საპენსიო სესხი და სოციალური ავანსი არასდროს აუღია, ხელიც არაფერზე, მათ შორის - არც სესხის ხელშეკრულებაზე - მოუწერია. ამასთან, იგი არ გაუფრთხილებია ი-----–- ი-------–-–---–ს მისი სახელით სესხის აღების თაობაზე. დღეის მდგომარეობით მას ბანკი არ სთხოვს სესხის თანხის ანაზღაურებას, თანხა აღებული აქვს და ამ მხრივ იგი არ დაზარალებულა (2016 წლის 28 ნოემბრის სხდომის ოქმი);
2014 წლის 2 ივნისის ,,სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულების“ მიხედვით, ,--–----------------------ის ფილიალის №6 სერვისცენტრში გაფორმდა ხელშეკრულება ბანკსა და კლიენტ მ-----–- გ---–---–---–ს შორის 18-თვიანი ავანსის გაცემის შესახებ, ავანსის ძირითადი თანხა - 1125 ლარი (ყოველთვიურად დასაფარი თანხის ოდენობა პირველი სამი თვის განმავლობაში - 150 ლარი, მომდევნო თვეებში - 75 ლარი, ფინანსური ვალდებულების სრულ დაფარვამდე). ხელშეკრულებაზე ფიქსირდება ბანკის წარმომადგენლისა და კლიენტის ხელმოწერები (ტ.1, ს.ფ. 76-77);
საბანკო ანგარიშის ამონაწერითა და ,--–-------------ის” გასავლის ორდერის მიხედვით, 2014 წლის 2 ივნისს მ-----–- გ---–---–---–ის პირადი ანგარიშიდან გატანილია 1125 ლარი. ორდერზე ფიქსირდება მიმღებისა და მოლარე-ოპერატორის ხელმოწერები (ტ.1, ს.ფ. 74-75);
მ-----–- გ---–---–---–ის საბანკო ამონაწერისა და გასავლის ორდერის მიხედვით, 2015 წლის 22 იანვარს მისი პირადი ანგარიშიდან სოციალური ავანსის სახით გატანილია 163,80 ლარი (16,20 ლარი მომსახურების საკომისიო). ორდერზე ფიქსირდება მიმღების - მ-----–- გ---–---–---–ისა და მოლარე-ოპერატორის ხელმოწერები. ტრანზაქცია შესრულებულია გ----------- სერვისცენტრიდან (ტ.1, ს.ფ. 92, 105-106);
2015 წლის 27 აპრილის გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, იმის დადგენა, თუ ვის მიერ არის შესრულებული ხელმოწერები მ-----–- გ---–---–---–ის სახელზე 2015 წლის 22 იანვრის გასავლის ორდერზე, 2015 წლის 22 იანვრის პენსიის ავანსის ხელშეკრულებაზე, 2014 წლის 2 ივნისის გასავლის ორდერზე და 2014 წლის 2 ივნისის პენსიის ავანსის ხელშეკრულებაზე, შეუძლებელია გრაფიკული მასალის სიმცირის გამო (ტ.1, ს.ფ. 153-160). ეს დასკვნა სასამართლოში დაადასტურა ექსპერტმა ქ------- ჭ-----------მ (2017 წლის 14 დეკემბრის სხდომის ოქმი);
ამდენად, მ-----–- გ---–---–---–ის ჩვენების გარდა, სხვა მტკიცებულებით არ დასტურდება ი-----–- ი-------–-–---–ის მიერ მ-----–- გ---–---–---–ის ნების საწინააღმდეგოდ საპენსიო სესხისა და სოციალური დახმარების ავანსის აღება. ყველა სხვა მტკიცებულება ამ ეპიზოდში, მათ შორის - ,--–-------------ის” აუდიტის სამსახურის დასკვნა - ემყარება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას;
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ;
სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას;
დაზარალებულ ა-–---------- კ-------–---–ის სასამართლოში გამოქვეყნებული ჩვენებების მიხედვით, მან ი-----–- ი-------–-–---–ს საპენსიო ანგარიშიდან 1 050 ლარი გადაატანინა ანაბარ ,,პატრიოტის” ანგარიშზე. ი-----–- ი-------–-–---–მა ,,რაღაც ქვითრებზე“ მოაწერინა ხელი (კარგად არ დაკვირვებია) და როგორც განუმარტა, მისი საპენსიო ანგარიშიდან ანაბარ ,,პატრიოტის” ანგარიშზე გადარიცხა 1050 ლარი. სექტემბერში გადაწყვიტა თანხის გამოტანა, მაგრამ შეიტყო, რომ მისი ანგარიშიდან თანხა გატანილი იყო, თუმცა ამის შესახებ არაფერი იცოდა (2018 წლის 1 თებერვლის სხდომის ოქმი, ა-–---------- კ-------–---–ის 2015 წლის 25 ნოემბრის ჩვენება - ტ.1, ს.ფ 328-330; 2016 წლის 22 მარტის ჩვენება - ტ.2, ს.ფ. 1-4);
ა-–---------- კ-------–---–ის საპენსიო ანგარიშის ამონაწერებიდან ირკვევა, რომ 2014 წლის 11 ოქტომბერს ანგარიშზე ჩაირიცხა 1 050 ლარი, ხოლო 13 ოქტომბერს, №--- სერვისცენტრიდან მოხდა ბარათიდან თანხის განაღდება სამჯერ - 400 ლარის, 400 ლარისა და 250 ლარის ოდენობით (ტ.2, ს.ფ. 15-20);
,--–-------------ის” გასავლის ორდერების მიხედვით, ა-–---------- კ-------–---–ის საპენსიო ანგარიშიდან 2014 წლის 13 ოქტომბერს ბარათიდან განაღდებულია 400 ლარი, 400 ლარი და 250 ლარი. გასავლის ორდერებზე ფიქსირდება თანხის მიმღების - ა-–---------- კ-------–---–ისა და მოლარე-ოპერატორის ხელმოწერები. ტრანზაქციები შესრულებულია ,--–----------------------ის ფილიალის №--- სერვისცენტრიდან (ტ.2, ს.ფ. 42-44).
2016 წლის 8 აპრილის გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ა-–---------- კ-------–---–ის საპენსიო ანგარიშის 2014 წლის 13 ოქტომბრის გასავლის ორდერებზე ა-–---------- კ-------–---–ის ხელმოწერა შესრულებულია ა-–---------- კ-------–---–ის მიერ (ტ.2, ს.ფ. 63-71). ეს დასკვნა დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა ქ------- ჭ-----------მ;
ამდენად, ი-----–- ი-------–-–---–ის მიერ ა-–---------- კ-------–---–ის 1 050 ლარის დაუფლების ფაქტი დასტურდება მხოლოდ ა-–---------- კ-------–---–ის გამოძიების ეტაპზე მიცემული და სასამართლოში გამოქვეყნებული ჩვენებებით, რაც არათუ არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, არამედ დაუშვებელია სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად (არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მხოლოდ სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული ჩვენება);
3.2. ამასთან, წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულ ი-----–- ი--------–-–---–ის მიერ სსკ-ის 220-ე მუხლით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტითა და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების (ნ----- დ--–---–---–ის, გ------- ს--------–---–ისა და ა-–---------- კ-------–---–ის 2015 წლის 30 იანვრიდან 23 თებერვლამდე ეპიზოდები) ჩადენა, კერძოდ:
შსს-ს გორის რაიონული სამმართველოს სახელზე შ--–-- ჯ-----–---–ის წერილით ირკვევა, რომ ,--–-------------ის” შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ ამავე ბანკის ს------–-------------ის აგენტ ი-----–- ი-------–-–---–ის შემოწმებისას გამოვლინდა ი-----–- ი-------–-–---–ის მიერ გრძელვადიანი საპენსიო თანხის მითვისების ფაქტი, კერძოდ: მ-----–- გ---–---–---–ის სახელზე 2014 წლის 2 ივნისს გაფორმებულია 18-თვიანი საპენსიო ავანსი - 1 575 ლარი და 3-თვიანი სოცილაური ავანსი - 180 ლარი, ხოლო ნ----- დ--–---–---–ის სახელზე - 2015 წლის 29 იანვარს გაფორმებულია 25-თვიანი საპენსიო ავანსი - 1 874,98 ლარი, რომელიც არის 2014 წლის 20 იანვარს გაფორმებული 18-თვიანი საპენსიო ავანსის რესტრუქტურიზაცია (ტ.1, ს.ფ. 2);
,--–-------------------------–-------------------------------–-----------------–--ის ბრძანების თანახმად, 2012 წლის 26 ოქტომბრიდან ი-----–- ი-------–-–---–ი დაინიშნა სს ,--–-------------ის” მ------------- სერვისცენტრში აგენტის პოზიციაზე და მის ,,HR კოდად” განისაზღვრა A---- (ტ.1, ს.ფ. 173);
,--–-------------ის” შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად, ი-----–- ი-------–-–---–ის შემოწმებისას გამოვლინდა როგორც კლიენტების თანხმობით, ასევე მათთან შეუთანხმებლად სესხის თანხის მითვისების ფაქტები. ი-----–- ი-------–-–---–ის მიერ 25 კლიენტზე გაფორმდა გრძელვადიანი საპენსიო ავანსები და ,,სწრაფი სესხები“ კლიენტის ნებართვის გარეშე. 21 შემთხვევაში კლიენტებმა დააფიქსირეს, რომ სესხი გაფორმებულია მათი თანხმობით, ხოლო სესხის თანხა გადასცეს ი-----–- ი-------–-–---–ს (ტ.1, ს.ფ. 188-202);
დაზარალებულ ,--–-------------ის” წარმომადგენელმა ს------- მ----------მა განმარტა, რომ აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლინდა ი-----–- ი-------–-–---–ის მიერ თანხის მითვისების ფაქტები, კერძოდ: თავდაპირველად გამოიკვეთა მ-----–- გ---–---–---–ის, ა-–---------- კ-------–---–ის, ნ----- დ--–---–---–ისა და გ------- ს--------–---–ის ზიანი, რაც შეადგენდა 4 660,88 ლარს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ი-----–- ი-------–-–---–მა მიითვისა აგრეთვე სხვა პიროვნებების თანხაც, რამაც ჯამში შეადგინა 27 964 ლარი, რაც ,--–-------------ის” მიერ ანაზღაურდა, თუმცა ამ პიროვნებებმა განაცხადეს, რომ სესხი თავად გამოიტანეს და გადასცეს ი-----–- ი-------–-–---–ს. 2016 წლის 19 დეკემბერს ,--–-------------მა” აუნაზღაურა ა-–---------- კ-------–---–ს 1 654,61 ლარი, ნ----- დ--–---–---–ს - 729,62 ლარი, გ------- ს--------–---–ს - 971,65 ლარი. ვინაიდან მ-----–- გ---–---–---–ს ანაზღაურებამდე დაფარული ჰქონდა სესხის ნაწილი, მას აუნაზღაურდა დარჩენილი 780 ლარი. ამდენად, დაზარალდა ,--–-------------ი” და მიიღო მნიშვნელოვანი ზიანი(2018 წლის 13 თებერვლის სხდომის ოქმი);
დაზარალებულ ნ----- დ--–---–---–ის ჩვენებით, გ------------------------–-------------ში, ი-----–- ი-------–-–---–ის ოჯახის მაღაზიაში, ერთ კუთხეში გახსნილი იყო ,--–-------------ის” სერვისცენტრი, რომლის მოლარე-ოპერატორ ი-----–- ი--------–-–---–თან იღებდა პენსიას, რაც ყოვეთვიურად შეადგენდა 150 ლარს და სოციალურ დახმარებას - 60 ლარს. მან 2014 წლის იანვარში ი-----–- ი-------–-–---–თან აიღო 18-თვიანი საპენსიო ავანსი - 1 125 ლარის ოდენობით. სესხის დაფარვა ხდებოდა ბანკის მიერ საპენსიო ანგარიშიდან ყოველთვიურად 75 ლარის დაკავებით. სესხი უნდა დამთავრებულიყო 2015 წლის ივნისში, თუმცა როდესაც 2015 წლის მარტში მ------------- ,,იუსტიციის სახლში“ პენსიის ასაღებად მივიდა, ,--–-------------ის” აუდიტის წარმომადგენლისაგან შეიტყო, რომ 2015 წლის 29 იანვარს მის საპენსიო ანგარიშზე კვლავ იყო გაკეთებული 25-თვიანი სესხი, რომლის ნაწილით გადაფარული იყო 2014 წლის იანვარში აღებული კრედიტის დარჩენილი 6 თვე. 25-თვიანი სესხის საპროცენტო განაკვეთი - 75 ლარი დღემდე უკავდება საპენსიო ანგარიშიდან. მოწმის განმარტებით, მას აღნიშნული სესხის ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია, არც ნება მიუცია ი-----–- ი-------–-–---–ისათვის სესხის მისი სახელით აღებაზე. მან მხოლოდ ერთხელ (თარიღი არ ახსოვს) დატოვა თავისი საპენსიო ბარათი ი-----–- ი-------–-–---–ის დედასთან - ქ------- ი-------–-–---–თან, რადგან ი-----–- ი-------–-–---–ის განმარტებით, კომპიუტერი ,,დაბლოკილი თუ გათიშული” იყო, რის გამოც პენსიის აღება ვერ მოახერხა. ქ------- ი-------–-–---–ი კი მისი კარის მეზობელია და ენდობოდა მას. მოგვიანებით, როდესაც დაბრუნდა, აიღო პენსია და საპენსიო ბარათი. მას ი-----–- ი-------–-–---–თან ბანკის სხვა თანამშრომელი არასოდეს უნახავს. მისივე განმარტებით, ქ------- ი-------–-–---–მა მას აუნაზღაურა მხოლოდ 210 ლარი, რომლის გამოკლებით ნ----- დ--–---–---–ის ზარალი, საპროცენტო განაკვეთების სახით, სესხის დასრულების დროისათვის შეადგენს 1 500 ლარს (2016 წლის 28 ნოემბრის სხდომის ოქმი);
2015 წლის 15 აპრილის ამოღების ოქმის თანახმად, ,--–----------------------ის ფილიალის მმართველ შ--–-- ჯ-----–---–ისაგან ამოიღეს ნ----- დ--–---–---–ის საპენსიო ავანსის ხელშეკრულებები, გასავლის ორდერები და საბანკო ამონაწერები (ტ.1, ს.ფ. 27-30);
2015 წლის 16 აპრილის ამოღების ოქმის თანახმად, ,--–----------------------ის ფილიალის მმართველ შ--–-- ჯ-----–---–ისაგან ამოიღეს ნ----- დ--–---–---–ის საპენსიო ავანსის ხელშეკრულება, გასავლის ორდერები, საბანკო ამონაწერი (ტ.1, ს.ფ. 83-86);
2015 წლის 22 აპრილის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის მიხედვით, ,--–----------------------ის ფილიალის მმართველ შ--–-- ჯ-----–---–ისაგან ამოიღეს ნ----- დ--–---–---–ის სოციალური ავანსის ხელშეკრულება, საბანკო ამონაწერი, გასავლის ორდერები (ტ.1, ს.ფ. 121-124);
,--–-------------იდან” ამოღებული 2015 წლის 29 იანვრის ,,სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულების“ მიხედვით, ,--–----------------------ის ფილიალის №--- სერვისცენტრში გაფორმდა ხელშეკრულება ბანკსა და კლიენტ ნ----- დ--–---–---–ს შორის 25-თვიანი ავანსის გაცემის შესახებ: ავანსის ძირითადი თანხა - 1125 ლარი (ყოველთვიურად დასაფარი თანხის ოდენობა - 75 ლარი, ფინანსური ვალდებულების სრულ დაფარვამდე), ხელშეკრულებაზე ფიქსირდება ბანკის წარმომადგენლისა და კლიენტის ხელმოწერები, ,--–-------------ის” მ------------- სერვისცენტრის ბეჭედი (ტ.1, ს.ფ. 72-73);
ნ----- დ--–---–---–ის საბანკო ანგარიშის ამონაწერებისა და ,--–-------------ის” გასავლის ორდერის მიხედვით, 2015 წლის 29 იანვარს ნ----- დ--–---–---–ის პირადი ანგარიშიდან გატანილია 729,62 ლარი. ორდერზე ფიქსირდება მიმღების - ნ----- დ--–---–---–ისა და მოლარე-ოპერატორის ხელმოწერები, ,--–-------------ის” მ------------- სერვისცენტრის ბეჭედი. ტრანზაქცია შესრულებულია გ----------- სერვის ცენტრიდან (ტ.1, ს.ფ. 70-71, 113, 125-127);
2015 წლის 27 აპრილის გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2015 წლის 29 იანვრის გასავლის ორდერზე და პენსიის ავანსის ხელშეკრულებაზე ნ----- დ--–---–---–ის სახელზე ხელმოწერა არ არის შესრულებული ნ----- დ--–---–---–ის მიერ და ისინი სავარაუდოდ შესრულებულია ი-----–- ი-------–-–---–ის მიერ (ტ.1, ს.ფ. 153-160). ეს დასკვნა დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა ქ------- ჭ-----------მ;
3.4. დაზარალებულ გ------- ს--------–---–ის განმარტებით, 2014 წლიდან გ------------------------–-------------ში, ,--–-------------ის” წარმომადგენელი ი-----–- ი-------–-–---–ი თავისი მშობლების მაღაზიაში გასცემდა პენსიებს. მას განცალკევებით ედგა თავისი სამუშაო მაგიდა. გ------- ს--------–---–მა მხოლოდ ერთხელ - 2013 წელს აიღო სესხი 300 ლარის ოდენობით, რომლის საპროცენტო განაკვეთი ბოლო პერიოდამდე (ვიდრე საჩივარი შევიდოდა ი-----–- ი-------–-–---–ზე) კავდებოდა მისი საპენსიო ანგარიშიდან. როდესაც ი-----–- ი-------–-–---–ს ჰკითხა, ამდენ ხანს რატომ უკავდებოდა თანხა, მან უთხრა, რომ მისი სესხი იფარებოდა, ,,ასე უცებ ხომ არ დაიფარებაო”. მოწმე განმარტავს, რომ ი-----–- ი-------–-–---–თან მას სხვა სესხი არ აუღია, არც ნება მიუცია, მისი სახელით სესხის აღებაზე, არც საპენსიო ბარათი გადაუცია ი-----–- ი-------–-–---–ისათვის. ი-----–- ი-------–-–---–ის მუშაობის პერიოდში მასთან ბანკის სხვა თანამშრომელი - ი-----–-ს ,,დამხმარე” - არავინ უნახავს. მას ი-----–- ი-------–-–---–ის ქმედებით მიადგა 2 000 ლარამდე ზიანი, რაც ი-----–- ი-------–-–---–ს არ აუნაზღაურებია. მხოლოდ ,--–-------------მა” აუნაზღაურა 970 ლარი (2017 წლის 13 თებერვლის სხდომის ოქმი);
შსს-ს გორის რაიონული სამმართველოს უფროსის სახელზე გ------- ს--------–---–ის მიერ 2016 წლის 24 მარტს დაწერილი განცხადების მიხედვით, 2014 წლის ზაფხულში გ------- ს--------–---–ს ი-----–- ი-------–-–---–მა გაუკეთა 300 ლარის საპენსიო სესხი. მას შემდეგ უკავდება პენსიის ნახევარი ,,დღემდე”. განმცხადებელი ითხოვს დახმარებას პრობლემის მოგვარებაში (ტ.2, ს.ფ. 54);
,--–-------------ის” შ------------–-------------–----------–---–ის მმართველ შ--–-- ჯ-----–---–ის წერილითა და მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ გამომძიებელს შ--–-- ჯ-----–---–მა გადასცა გ------- ს--------–---–ის საბანკო ანგარიშიდან 2012 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 15 აპრილამდე თანხების გატანის დამადასტურებელი ქვითრები და სესხის ხელშეკრულებები (ტ.2, ს.ფ. 79-83);
2013 წლის 18 თებერვლის ,,სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულების“ მიხედვით, ,--–----------------------ის ფილიალის №--- სერვისცენტრში გაფორმდა ხელშეკრულება ბანკსა და კლიენტ გ------- ს--------–---–ს შორის 4-თვიანი ავანსის გაცემის შესახებ: ფინანსური ვალდებულება - 440 ლარი (ყოვეთვიურად დასაფარი თანხის ოდენობა - 110 ლარი), ავანსის ძირითადი თანხა - 387,20 ლარი. ხელშეკრულებაზე ფიქსირდება ბანკის წარმომადგენლისა და კლიენტის ხელმოწერები, ,--–-------------ის” მ------------- სერვისცენტრის ბეჭედი (ტ.2, ს.ფ. 91-92).
,--–-------------ის” 2013 წლის 18 თებერვლის გასავლის ორდერის მიხედვით, გ------- ს--------–---–ის პირადი ანგარიშიდან გატანილია 281,57 ლარი. ორდერზე ფიქსირდება მიმღების - გ------- ს--------–---–ისა და მოლარე-ოპერატორის ხელმოწერები, ,--–-------------ის” მ------------- სერვისცენტრის ბეჭედი. ტრანზაქცია შესრულებულია გ----------- სერვის ცენტრიდან (ტ.2, ს.ფ. 89).
2013 წლის 15 მარტის ,,სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულების“ მიხედვით, ,--–----------------------ის ფილიალის №--- სერვისცენტრში გაფორმდა ხელშეკრულება ბანკსა და კლიენტ გ------- ს--------–---–ს შორის 5-თვიანი ავანსის გაცემის შესახებ: ფინანსური ვალდებულება - 550 ლარი (ყოვეთვიურად დასაფარი თანხის ოდენობა - 110 ლარი), ავანსის ძირითადი თანხა - 467,50 ლარი. ხელშეკრულებაზე ფიქსირდება ბანკის წარმომადგენილსა და კლიენტის ხელმოწერები, ,--–-------------ის” მ------------- სერვისცენტრის ბეჭედი (ტ.2, ს.ფ. 95-96);
,--–-------------ის” 2013 წლის 15 მარტის გასავლის ორდერის მიხედვით, გ------- ს--------–---–ის პირადი ანგარიშიდან გატანილია 172,83 ლარი. ორდერზე ფიქსირდება მიმღების - გ------- ს--------–---–ისა და მოლარე-ოპერატორის ხელმოწერები. ტრანზაქცია შესრულებულია გ----------- სერვის ცენტრიდან (ტ.2, ს.ფ. 93);
2013 წლის 8 აპრილის ,,სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულების“ მიხედვით, ,--–----------------------ის ფილიალის №--- სერვისცენტრში გაფორმდა ხელშეკრულება ბანკსა და კლიენტ გ------- ს--------–---–ს შორის 18-თვიანი ავანსის გაცემის შესახებ, ავანსის ძირითადი თანხა - 825 ლარი (ყოველთვიურად, პირველი სამი თვის განმავლობაში - 110 ლარი, მომდევო თვეებში - 55 ლარი ფინანსური ვალდებულების სრულ დაფარვამდე). ხელშეკრულებაზე ფიქსირდება ბანკის წარმომადგენლისა და კლიენტის ხელმოწერები (ტ.2, ს.ფ. 99-100);
,--–-------------ის” 2013 წლის 8 აპრილის გასავლის ორდერის მიხედვით, გ------- ს--------–---–ის პირადი ანგარიშიდან გატანილია 337,57 ლარი. ორდერზე ფიქსირდება მიმღების - გ------- ს--------–---–ისა და მოლარე-ოპერატორის ხელმოწერები, ,--–-------------ის” მ------------- სერვისცენტრის ბეჭედი. ტრანზაქცია შესრულებულია გ----------- სერვის ცენტრიდან (ტ.2, ს.ფ. 97);
2013 წლის 16 მაისის ,,სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულების“ მიხედვით, ,--–----------------------ის ფილიალის №--- სერვისცენტრში გაფორმდა ხელშეკრულება ბანკსა და კლიენტ გ------- ს--------–---–ს შორის 36-თვიანი ავანსის გაცემის შესახებ: ავანსის ძირითადი თანხა - 937,50 ლარი, (ყოვეთვიურად დასაფარი პირველ და მეექვსე თვეს - 125 ლარი, დანარჩენ თვეებში - 31,25 ლარი ფინანსური ვალდებულების სრულ დაფარვამდე), ხელშეკრულებაზე ფიქსირდება ბანკის წარმომადგენლისა და კლიენტის ხელმოწერები, ასევე - ,--–-------------ის” მ------------- სერვისცენტრის ბეჭედი (ტ.2, ს.ფ. 103-104);
,--–-------------ის” 2013 წლის 16 მაისის გასავლის ორდერის მიხედვით, გ------- ს--------–---–ის პირადი ანგარიშიდან გატანილია 179,68 ლარი. ორდერზე ფიქსირდება მიმღების - გ------- ს--------–---–ისა და მოლარე-ოპერატორის ხელმოწერები, ,--–-------------ის” მ------------- სერვისცენტრის ბეჭედი. ტრანზაქცია შესრულებულია გ----------- სერვისცენტრიდან (ტ.2, ს.ფ. 101);
2016 წლის 17 ივნისის გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2013 წლის 18 თებერვლის, 2013 წლის 15 მარტის, 2013 წლის 8 აპრილისა და 2013 წლის 16 მაისის ,--–-------------ის“ ,,სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულებების“ ორივე ფურცელსა და გასავლის ორდერებზე ,,კლიენტისა” და ,,თანხა მივიღე” გრაფებში გ------- ს--------–---–ის სახელით არსებული ხელმოწერები სავარაუდოდ შესრულებულია არა გ------- ს--------–---–ის, არამედ სხვა პირის (პირების) მიერ (ტ.2, ს.ფ. 211-230);
2016 წლის 6 ივლისის დოკუმენტის ტექნიკური ექსპერტიზის, ხელნაწერებისა და ხელწერების ექსპერტიზის თანახმად, 2013 წლის 18 თებერვლის, 2013 წლის 15 მარტის, 2013 წლის 8 აპრილისა და 2013 წლის 16 მაისის ,--–-------------ის“ ,,სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულებების“ ორივე გვერდსა და გასავლის ორდერებზე, გრაფებში ,,კლიენტი ” და ,,თანხა მივიღე, კლიენტი” გ------- ს--------–---–ის სახელით შესრულებული ხელმოწერები შესრულებულია არა გ------- ს--------–---–ის, არამედ სხვა პირის მიერ (ტ.2, ს.ფ. 242-244). აღნიშნული დასკვნა სასამართლოში დაადასტურეს ექსპერტებმა - ს--–---- ჩ---–----–---–მა და ც---- ზ-------მ (2018 წლის 13 თებერვლის სხდომის ოქმი);
3.5. დაზარალებულ ა-–---------- კ-------–---–ის სასამართლოში გამოქვეყნებული ჩვენებების მიხედვით, ს------–-------------ში, ერთ-ერთ მაღაზიაში გახსნილი იყო ,--–-------------ის” ფილიალი, სადაც მუშაობდა ი-----–- ი-------–-–---–ი. მისი მუშაობის პერიოდში ა-–---------- კ-------–---–ი საბანკო ოპერაციებს ახორციელებდა მხოლოდ ი-----–- ი-------–-–---–თან. თანხის დაგროვების მიზნით, იგი ი-----–-ს პენსიას არიცხინებდა ანაბრის ანგარიშზე. მან 4 თვის პენსია - 600 ლარი შეიტანა ანაბარ ,,პატრიოტის” ანგარიშზე. საპროცენტო სარგებელი უნდა ყოფილიყო - 17%. 2015 წლის სექტემბერში გადაწყვიტა თანხის გამოტანა, მაგრამ შეიტყო, რომ მისი ანგარიშიდან 3 ეტაპად იყო თანხა გატანილი, თუმცა ამის შესახებ არაფერი იცოდა. მას არც თანხა გაუტანია და არც ი-----–- ი-------–-–---–ისათვის დაურთავს ნება, თანხის გატანის შესახებ. პოლიციაში განცხადების შეტანის შემდეგ, ი-----–- ი-------–-–---–ის დედამ მას აუნაზღაურა მხოლოდ 300 ლარის ოდენობის ზიანი (2018 წლის 1 თებერვლის სხდომის ოქმი, ა-–---------- კ-------–---–ის 2015 წლის 25 ნოემბრის ჩვენება - ტ.1, ს.ფ და 2016 წლის 22 მარტის ჩვენება - ტ.2, ს.ფ. 1-4).
ა-–---------- კ-------–---–ის ,,პატრიოტის” ანგარიშის ამონაწერის მიხედვით, №--- სერვისცენტრიდან 2015 წლის 30 იანვარს ფიქსირდება - 214,31 ლარის, 5 თებერვალს - 240 ლარისა და 23 თებერვალს - 150 ლარის გატანა (ტ.2, ს.ფ. 15-16, );
2016 წლის 24 მარტის ამოღების ოქმის თანახმად, ,--–----------------------ის ფილიალის მმართველ შ--–-- ჯ-----–---–ისაგან ამოიღეს ა-–---------- კ-------–---–ის გასავლის ორდერები (ტ.2, ს.ფ. 35-38);
,--–-------------იდან” ამოღებული გასავლის ორდერების მიხედვით, ა-–---------- კ-------–---–ის ,,პატრიოტის” ანგარიშიდან 2015 წლის 30 იანვარს გატანილია 241,31 ლარი, 23 თებერვალს - 150 ლარი, 5 თებერვალს - 240 ლარი. გასავლის ორდერებზე ფიქსირდება თანხის მიმღების - ა-–---------- კ-------–---–ისა და მოლარე-ოპერატორის ხელმოწერები, ,--–-------------ის” მ------------- სერვისცენტრის ბეჭედი. ტრანზაქციები შესრულებულია ,--–----------------------ის ფილიალის №--- სერვისცენტრიდან (ტ.2, ს.ფ. 39-41);
2016 წლის 8 აპრილის გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ა-–---------- კ-------–---–ის ,,პატრიოტის“ ანგარიშის 2015 წლის 30 იანვრის, 5 თებერვლისა და 23 თებერვლის გასავლის ორდერებზე ა-–---------- კ-------–---–ის სახელზე ხელმოწერა არ არის შესრულებული ა-–---------- კ-------–---–ის მიერ. იმის დადგენა, ეს ხელმოწერები შესრულებულია თუ არა ი-----–- ი-------–-–---–ის მიერ, შეუძლებელია შესაბამისი ხელწერისა და ხელმოწერის ნიმუშების უქონლობის გამო (ტ.2, ს.ფ. 63-71). ეს დასკვნა დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა ქ------- ჭ-----------მ;
,--–-------------ის” იურისტ გ------- ჩ----–---–ის ჩვენებით, მოქალაქეთა პრეტენზიების გამო, რომ მათ რეალურად არ ჰქონდათ აღებული სესხი, ბანკის შიდა აუდიტის მიერ შემოწმდა ს------–-------------ის მოლარე ი-----–- ი-------–-–---–ის საქმიანობა, რა დროსაც თავდაპირველ ეტაპზე გამოიკვეთა ოთხი დაზარალებული - მ-----–- გ---–---–---–ი, ნ----- დ--–---–---–ი, ა-–---------- კ-------–---–ი და გ------- ს--------–---–ი. ვინაიდან ,,დანაშაული” ,--–-------------ის” თანამშრომლის მიერ იყო ჩადენილი და რომ არ ეზარალათ უდანაშაულო პენსიონერებს, ბანკმა მათ აუნაზღაურა ზიანი, კერძოდ: ა-–---------- კ-------–---–ს აუნაზღაურა 1654,61 ლარი - 1050 ლარი ანაბრის თანხა, ხოლო 604 ლარი - სესხის თანხა, მ-----–- გ---–---–---–ს - 780 ლარი, ნ----- დ--–---–---–ს - 729,62 ლარი, გ------- ს--------–---–ს - 971,65 ლარი. თუმცა ამ ოთხი ადამიანის გარდა იყვნენ სხვა დაზარალებულებიც - დაახლოებით 30 ადამიანამდე და საერთო ჯამში ბანკმა აანაზღაურა 27964,73 ლარი (2018 წლის 13 თებერვლის სხდომის ოქმი);
,--–-------------ის“ შ------------–---------–----------------------------–----- ფილიალის მმართველმა შ--–-- ჯ-----–---–მა განმარტა, რომ გამოძიების ეტაპზე დაკითხვისას გამომძიებელს გაუშიფრა ა-–---------- კ-------–---–ის საბანკო ანგარიშების ამონაწერებში არსებული ინფორმაცია, კერძოდ: ამონაწერების მიხედვით, ა-–---------- კ-------–---–ის შემნახველ სადეპოზიტო ანგარიშ ,,პატრიოტზე” 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის თებერვლამდე შეტანილია 600 ლარი, რომელიც გატანილია სამ ეტაპად - 2015 წლის 30 იანვარს 214,31 ლარი, 2015 წლის 5 თებერვალს - 240 ლარი, და 2015 წლის 23 თებერვალს - 150 ლარი. ამ ოპერაციების შესრულებას საპენსიო ბარათი არ სჭირდება და მხოლოდ კლიენტის იდენტიფიკაციის შემდეგ შესაძლებელია თანხის გატანა. ამასთან, გარკვეული ლიმიტის თანხის გატანაზეა აუცილებელი კონტროლიორის დადასტურება. მოცემულ შემთხვევაში მითითებული ოდენობის თანხის გატანას კონტროლიორის დასტური არ სჭირდებოდა. თანხები გატანილია ს------–-------------ში, ტრანზაქციები შესრულებულია ი-----–- ი-------–-–---–ის ,,იუზერით”. ს------–-------------ში ი-----–- ი-------–-–---–ის მუშაობის პერიოდში ,--–-------------ს” იქ სხვა თანამშრომელი არ ჰყოლია. ი-----–- ი-------–-–---–ის მიერ ნაწარმოები დოკუმენტაცია, ბანკის განაწესის შესაბამისად, გარკვეული დროის მანძილზე ინახებოდა ჯერ ი-----–- ი-------–-–---–თან, შემდეგ დახარისხებული და აკინძული თვითონვე მიჰქონდა ,--–----------------------ის ფილიალში, სადაც კონტროლიორის მიერ შემოწმებისას (რაც არ მოიცავდა მის შინაარსობრივ მხარეს) ინახებოდა ამავე ფილიალის არქივში. აღნიშნული დოკუმენტაცია გამოძიების დაწყების შემდეგ სათანადო წესით ამოიღო გამომძიებელმა. თითოეულ სერვისცენტრს აქვს თავისი კოდი, ბანკის თითოეულ თანამშრომელს ყველა პროგრამაში აქვს თავისი უნიკალური კოდი და პაროლი, რომელიც მხოლოდ ამ თანამშრომელმა უნდა იცოდეს ზეპირად და არ ჩაიწეროს იგი წიგნაკშიც კი. ტრანზაქციის განხორციელებისას ჩანს სერვისცენტრის კოდი და იუზერის კოდი. კომპიუტერს მოშორების შემთხვევაში, ბანკის თანამშრომელი ვალდებულია, დახუროს საბანკო პროგრამები და დაბლოკოს ეკრანი. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა ბანკის თანამშრომლის პასუხისმგებლობას იწვევს. ამასთან, რამდენიმე წუთში, კომპიუტერის ეკრანი იბლოკება ავტომატურად. მოწმის განმარტებით, ,--–-------------ის” მ------------- სერვისცენტრი მდებარეობდა ამავე სოფელში მდებარე ი-------–-–---–ების ოჯახის მაღაზიაში, სადაც ერთ თავისუფალ კუთხეში იდგა ი-----–- ი-------–-–---–ის მაგიდა და საჭირო ინვენტარი. აღნიშნული ადგილი გამოყოფილი იყო იმ ადგილიდან, სადაც პროდუქტი იყიდებოდა (2018 წლის 13 თებერვლის სხდომის ოქმი);
,--–-------------ის” ს------–-------------ის სერვისცენტრის მოლარე-ოპერატორ გ------- კ-------–---–ის განმარტებით, ამ თანამდებობაზე მუშაობდა 2014 წლის 9 დეკემბრიდან 2016 წლის 2 დეკემბრამდე, მ-----------–- მდებარე ,,იუსტიციის სახლში“, ხოლო ი-----–- ი-------–-–---–ი მუშაობდა ამავე სოფელში მდებარე მისსავე მაღაზიაში, ,--–-------------ის” სერვისცენტრში. ბანკის პროგრამაში შესასვლელად მათ სხვადასხვა კოდი ჰქონდათ. 2015 წლის 20 მარტს მასთან მივიდა მ-----–- გ---–---–---–ი პენსიისა და სოციალური დახმარების ასაღებად. პროგრამაში გადამოწმებისას მის საპენსიო ანგარიშზე ფიქსირდებოდა გრძელვადიანი სესხი - 1 575 ლარი, ხოლო სოციალურ დახმარების ანგარიშზე - 180 ლარი. მ-----–- გ---–---–---–მა არ იცოდა სესხის შესახებ და გამოხატა გაკვირვება. ამავე დღეს, ამავე სერვისცენტრში მისული იყო ნ----- დ--–---–---–იც. მას 2014 წელს აღებული ჰქონდა საპენსიო სესხი. 2015 წელს უფიქსირდებოდა გრძელვადიანი - 25-თვიანი სესხი, რომლითაც გადაფარული იყო 2014 წლის სესხი, რის შესახებაც ნ----- დ--–---–---–მა არ იცოდა. ისიც იყო გაკვირვებული და გამოთქვამდა პრეტენზიას. ვინაიდან სესხის გამო საპენსიო ანგარიშიდან კავდება პენსიის ნახევარი, ნ----- დ--–---–---–მა იმ დღეს შეძლო მხოლოდ 75 ლარის ოდენობით პენსიის აღება. გ------- კ-------–---–მა აღნიშნული აცნობა ადგილზე მისულ აუდიტის სამსახურის თანამშრომელ მ----- მ-------–---–ს, რომელთანაც მ-----–- გ---–---–---–მა და ნ----- დ--–---–---–მა დაადასტურეს, რომ არ იცოდნენ სესხის შესახებ. ამ პენსიონერებმა განმარტეს, რომ მანამდე პენსიასა და სოციალურ დახმარებას იღებდნენ ,--–-------------ის” სერვისცენტრში ი-----–- ი-------–-–---–თან, რომელიც მდებარეობდა ამავე სოფელში, მისსავე მაღაზიაში (2018 წლის 14 მაისის სხდომის ოქმი);
ი-----–- ი-------–-–---–ის დედამ - ქ------- ი-------–-–---–მა განმარტა, რომ ი-----–- ი-------–-–---–ს მაღაზიის ერთ კუთხეში ჰქონდა ადგილი გამოყოფილი, სადაც იდგა მისი მაგიდა, კომპიუტერი, სეიფი. როდესაც გაუჭირდა, ი-----–- ი-------–-–---–მა თავის პენსიონრებს სთხოვა დახმარება, რომლებმაც ,,გაუკეთეს სესხები”. ი-----–- ი-------–-–---–ი მათ ყოველთვიურად უხდიდა კუთვნილ პენსიას, მაგრამ 2015 წლის მარტში სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ყველას ვეღარ გადაუხადა. ი-----–- ი-------–-–---–ს, მისი თხოვნით, ნ----- დ--–---–---–მაც გაუკეთა სესხი და ი-----–- მასაც აძლევდა ყოველთვე პენსიას. ი-----–- ი-------–-–---–ს მეორედაც გაუკეთებია სესხი ნ----- დ--–---–---–ის სახელით, რის გამოც ნ----- დ--–---–---–ი ქ------- ი-------–-–---–თან იყო მისული, თუმცა უთხრა, ჩემთვის რომ ეთქვა, მეორედაც გავუკეთებდიო. პრეტენზიით ხშირად მიდიოდა გ------- ს--------–---–იც, მაგრამ ი-----–- მას ეუბნებოდა, რომ მისგან არაფერი აუღია. გ------- ს--------–---–ს თვითონ ჰქონდა სესხი აღებული ,,4-ჯერ თუ 5-ჯერ” და ბანკი ,,აჭრიდა” თანხას. მასთან ა-–---------- კ-------–---–იც იყო მისული პრეტენზიით, რომ ბანკიდან გატანილი იყო მისი თანხა. ქ------- ი-------–-–---–მა მას გადაუხადა 400 ლარი, რადგან ეგონა, რომ სხვების მსგავსად მისი სესხიც აღებული ჰქონდა ი-----–- ი-------–-–---–ს, მაგრამ როცა გაიგო, რომ ასე არ ყოფილა, აღარ გადაუხადა. ახსოვს აგრეთვე, რომ ი-----–- ი-------–-–---–ს მ-----–- გ---–---–---–მა ერთხელ დაუტოვა თავისი საპენსიო ბარათი - ,,მაინც აქ უნდა მოვიდე და აქ იყოსო”. ეს ბარათი ი-----–-ს უჯრაში ედო. მოწმის განმარტებით, სესხის ხელშეკრულებებს პენსიონერები, მათ შორის ისინიც, ვისაც ი-----–-მ სთხოვა სესხის აღება, თვითონ აწერდნენ ხელს. თვითონ პენსიონერებს ი-----–-ს მიმართ პრეტენზია არ ჰქონდათ. მათ აუდიტის სამსახური აიძულებდა, რომ საჩივარი შეეტანათ ი-----–- ი-------–-–---–ის წინააღმდეგ. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ი-----–- ი-------–-–---–თან ერთად, რამდენიმე თვე, ამავე სერვისცენტრში მუშაობდა მისი მეწყვილე - ა-–---------- გ--------- და გასცემდა პენსიებს. ,,ხან ერთი დღე ის მუშაობდა, ერთი დღე - ი-----–- მუშაობდა” (2017 წლის 27 თებერვლის სხდომის ოქმი);
წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებითა და გაანალიზებით სასამართლოს უდავოდ დადასტურებულად მიაჩნია ი-----–- ი-------–-–---–ის მიერ სსკ-ის 220-ე მუხლით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ნ----- დ--–---–---–ისა და გ------- ს--------–---–ის ეპიზოდები, ასევე - ა-–---------- კ-------–---–ის კუთვნილი 604,61 ლარის თაღლითურად დაუფლების ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა, კერძოდ: ბრალდების ამ ეპიზოდებთან დაკავშირებით გამოკვლეული მტკიცებულებები თანმიმდევრულია და ერთმანეთისაგან გამომდინარეობს - დაზარალებულები განმარტავენ, რომ მათ ხელი არ მოუწერიათ სესხის ხელშეკრულებებსა და გასავლის ორდერებზე, რაც დასტურდება შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნებით. ყველა აღნიშნული დოკუმენტი ,--–----------------------ის ოფისში თავად ი-----–- ი-------–-–---–მა მიიტანა მ------------- სერვისცენტრიდან. ამოღებული ხელშეკრულებები და გასავლის ორდერები დამოწმებულია ,--–-------------ის” მ------------- სერვისცენტრის ბეჭდით. ყველა მოწმე (გარდა ბრალდებულის დედისა) უარყოფს, რომ ი-----–- ი-------–-–---–ის მუშაობის პერიოდში მასთან ერთად იქ სხვა პირიც მუშაობდა, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, დადგენილია, რომ ყველა თანამშრომელს აქვს თავისი სპეციალური კოდი და პაროლი, რასაც მოწმობს ი-----–- ი-------–-–---–ისა და სხვა თანამშრომელთა დანიშვნის ბრძანებაც, სადაც ყველას მინიჭებული აქვს ე.წ. ,,HR კოდი”. ტრანზაქციები კი ს------–-------------შია განხორციელებული ი-----–- ი-------–-–---–ის კოდით. ,--–-------------ის“ წარმომადგენლისა და დაზარალებულების განმარტებით, მათ ბანკმა აუნაზღაურა ზიანი, მაგრამ მატერიალური ზიანის გარდა უდავოა, რომ ი-----–- ი-------–-–---–ის, როგორც ,--–-------------ის” წარმომადგენილის ქმედებებით შეილახა ბანკის ავტორიტეტი და რეპუტაცია.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ი-----–- ი-------–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, დაზარალებული პირების სოციალურ მდგომარეობას. გასათვალისწინებელია ბრალად შერაცხული ქმედებების რაოდენობა და სისტემატური ხასიათი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია - მისაღწევად არ არის მიზანშეწონილი თავისუფლების აღკვეთაზე ნაკლებად მკაცრი სასჯელის გამოყენება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი-----–- ი-------–-–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში (2014 წლის 2 ივნისის, მ-----–- გ---–---–---–თან დაკავშირებული ეპიზოდი);
2. ი-----–- ი-------–-–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს 2014 წლის 13 ოქტომბერს ა-–---------- კ-------–---–ის კუთვნილი 1050 ლარის თაღლითურად დაუფლების ბრალდების ეპიზოდში;
3. ი-----–- ი-------–-–---–ი ცნობილ დამნაშავედ სსკ-ის 220-ე მუხლით (ბრალდების ორი ეპიზოდი), 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ბრალდების სამი ეპიზოდი), 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯოს:
- სსკ-ის 220-ე მუხლით (ნ----- დ--–---–---–თან დაკავშირებული ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
- სსკ-ის 220-ე მუხლით (გ------- ს--------–---–თან დაკავშირებული ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
- 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ნ----- დ--–---–---–თან დაკავშირებული ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
- 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (გ------- ს--------–---–თან დაკავშირებული ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
- 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ა-–---------- კ-------–---–თან დაკავშირებული ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
- 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 30 იანვრიდან 23 თებერვლამდე ა-–---------- კ-------–---–ის კუთვნილი 604,61 ლარის დაუფლების ეპიზოდი) - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და ი-----–- ი-------–-–---–ს საბოლოოდ მიესაჯოს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
4. მსჯავრდებულ ი-----–- ი-------–-–---–ს სასჯელის მოხდა დაეწყოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით დაკავების დღიდან;
5. ნივთიერი მტკიცებულება - გასავლის ორდერები და სესხის ხელშეკრულებები - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. მსჯავრდებულს უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან, სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ამ განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი