განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №1/2---19
(0-----------)
22 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - დალი მეტრეველი
სხდომის მდივანი - ანა გაბუნია
ბრალდების მხარე:
პროკურორები - ც-------–---–---ე, ნ--------------–ი, ლ-----–----–---–---,დაცვის მხარე:
ბრალდებული გ--–---–----- (პ/ნ 0---------4) - დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თბილისი, მ----------------–--------–------------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, გ-–----------------------------ში,ადვოკატი - ნ----------–------ე,კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (2018 წლის 2----–---ს, 8----–--ის და 2018 წლის 1-----------ის ეპიზოდები) - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
წარდგენილი ბრალდების არსი:
2018 წლის 1------------ს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. თბილისში, გ-–----–--------------------------ში გ--–---–-----მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ი-–---------------ას არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მიარტყმევინა კედელზე თავი, ასევე ძლიერად მოქაჩა თმები და ცდილობდა მისთვის ზიანის მიყენებას. აღნიშნული ქმედებებით ი-–---------------ამ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. გ--–---–----ის ქმედებით ი-–---------------ას მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.
2018 წლის 08----–--ს, ქ. თბილისში, გ-–----–--------------------------ში გ--–---–-----მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ი-–---------------ას არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მიარტყმევინა კედელზე თავი, ასევე ძლიერად მოქაჩა თმა, მარჯვენა ლოყაზე დაადო ანთებული სიგარეტი და ცდილობდა მისთვის ზიანის მიყენებას. აღნიშნული ქმედებებით ი-–---------------ამ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. გ--–---–----ის ქმედებით ი-–---------------ას მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.
2018 წლის 0-----–--ს, ქ. თბილისში, გ-–----–---–------- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ კერძო სახლში გ--–---–-----მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ი-–---------------ას არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, ასევე ფეხის არეში ესროლა ბლოკი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. გ--–---–----ის ქმედებით ი-–---------------ას მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.
2018 წლის წლის 2-----------ს, ქ. თბილისში, გ-–----–--------------------------ში გ--–---–-----მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ი-–---------------ას რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. გ--–---–----ის ქმედებით ი-–---------------ას მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით, მათი შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე, განიხილა გ--–---–----ის ბრალდების საქმე, გამოიკვლია მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და გ. ლ----ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გ--–---–----- საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (2018 წლის 2----–---ს, 8----–--ის და 2018 წლის 1-----------ის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებები არ ქმნის მტკიცებულებათა კანონმდებლობით დადგენილ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ზემოაღნიშნულ დანაშაულთა ჩადენას.
გამოკვლეული მტკიცებულებები:
მოწმე ა-–------------მ, ქ. თბილისის პ---–-–------------------------–-----------–--------------------–------------------------------------–მა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 2------------ს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც განყოფილებაში მოვიდა ი-–---------------ა, რომელმაც განაცხადა მეუღლის მხრიდან მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის თაობაზე.
მოწმე ი-----–-----------ემ, დაზარალებულისა და ბრალდებულის მეზობელმა და მეგობარმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ერთხელ ი-–----სგან შეიტყო, რომ გ--–-ს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია. თავად არაერთხელ შესწრებია გ--–---–----ისა და ი-–---------------ას სიტყვიერ კონფლიქტს, რომელიც, ძირითადად, ამ უკანასკნელის ეჭვიანობით იყო პროვოცირებული, მაგრამ მათ შორის ფიზიკური დაპირისპირების შემსწრე არასდროს ყოფილა.
არასრულწლოვანმა მოწმემ დ-----–--------მ, დაზარალებული ი-–---------------ას შვილმა, სასამართლო სხდომაზე გამოკითხვისას აღნიშნა, რომ ერთად ცხოვრების პერიოდში გ--–---–----ის მხრივ ი-–---------------ას ცემის ფაქტს არასდროს შესწრებია.
მოწმე ნ------------–---–მა, დაზარალებულისა და ბრალდებულის მეზობელმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ცოლ-ქმარს შორის ჩხუბს ან ფიზიკურ შეურაცხყოფას არასდროს შესწრებია. მანვე აღნიშნა, რომ ი-–---------------ა ეჭვიანობდა მეუღლეზე და მისი გამწარებითაც იმუქრებოდა.
მოწმე ნ--------–--–------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ი-–---------------ას და გ--–---–-----ს შორის ჩხუბს ან ფიზიკურ შეურაცხყოფას პირადად არასდროს შესწრებია. 2018 წლის ზაფხულში, ზუსტი თვე არ ახსოვს ავიდა გ-–-------–-----თან არსებულ კუთვნილ ბინაში. მისვლისას დახვდა გაშლილი სუფრა. ი-–---- და გ--–- იქ არ იმყოფებოდნენ. მოგვიანებით შეიტყო, რომ ი-–---------------ას და გ--–---–-----ს მოუვიდათ კონფლიქტი.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით ირკვევა, რომ 21.12.2018 წ. ჩატარებული პირადი შემოწმებისას, ი-–---------------ას, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში, მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
ბრალდებულმა გ--–---–-----მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ მეუღლესთან, ი-–---------------ასთან, რომელიც მასზე მუდმივად ეჭვიანობდა, კამათი არაერთხელ მოსვლია, თუმცა, ფიზიკური შეურაცხყოფა მისთვის არასდროს მიუყენებია.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსობრივი და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მათი ერთობლიობა საკმარისი არ არის გ--–---–----ის მიერ ი-–---------------ას მიმართ ოჯახური ძალადობის განხორციელების არცერთი ფაქტის დასადგენად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათაგან გ--–---–----ის მიერ ი-–---------------ას ფიზიკური შეურაცხყოფის შესაძლო ფაქტზე ინფორმაციას იძლევა მხოლოდ ორი მტკიცებულება, მოწმეების - ა-–------------ს და ი-----–-----------ის ჩვენებები. სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული მტკიცებულებები განეკუთვნება ირიბ ჩვენებათა კატეგორიას, რადგან მათში ასახული ინფორმაციის წყაროდ დაზარალებულ ი-–---------------ას მიუთითებენ, რომელმაც, თავის მხრივ, საქმის არსებითი განხილვისას, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ისარგებლა კონსტიტუციური უფლებით არ მიეცა მეუღლის მამხილებელი ჩვენება.
ა-–------------ს და ი-----–-----------ის ჩვენებათა შეფასებისას, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2.). აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53).
საქართველოს კანონმდებლობაში ირიბი ჩვენების გამოყენების დასაშვებობის კრიტერიუმს კი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს, რომლის თანახმად, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი პირები, ა-–------------ და ი-----–-----------ე, უშუალოდ არ არიან გ. ლ----ის მიერ ბრალადშერაცხული დანაშაულის ჩადენის შემსწრენი, ამასთან, მათ მიერ გაცხადებული ინფორმაციის უტყუარობა არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა რაიმე მტკიცებულებით, - სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას ამ პირთა ჩვენებების საფუძველზე დაადგინოს მტკიცების საგანში შემავალი უმნიშვნელოვანესი ფაქტობრივი გარემოებები და ისინი საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებული გ--–---–----ის მიერ მისი მეუღლის - ი-–---------------ას მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტები ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული ვერ იქნა. შესაბამისად, გ. ლ----ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილმა ბრალდებამ საქმის სასამართლო განხილვის შედეგად დადასტურება ვერ ჰპოვა.
სამართლებრივი შეფასება:
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად: ,,დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი - უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში; სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §76-77).
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გ--–---–----ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების უპირობო საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ--–---–----- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 2----–---ს, 8----–--ის და 2018 წლის 1-----------ის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდეს გ--–---–----ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.
გამართლებულ გ--–---–-----ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე დალი მეტრეველი