გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.05.2019
საქმის ნომერი
200210018002484831
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/538-18

N200210018002484831

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 მაისი, 2019 წელი ქ. თელავი

შესავალი ნაწილი

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი სოფიკო ჩაფურიშვილი

 

მოსარჩელეები: გ------- ჯ-------–--ე, გ------- ხ--–--------–ი, ა-----– ი-----–-–---–ი

წარმომადგენელი - უ–---ი გ--–--–---–ი, ვ-–- ტ---------–---–ი

მოპასუხე - შსს კ-----ის პ---–-–იის დ-------------ის ახ----ის რაიონული ს-----------–ო

წარმომადგენელი - თ----- ლ-------–---–ი, ზ------ ბ-----–---–ი

დავის საგანი: განაჩენით მიკუთვნებული თანხის დაბრუნება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეს შსს კ-----ის პ---–-–იის დ-------------ის ახ----ის რაიონული ს-----------–ოს დაევალოს მოსარჩელე გ------- ჯ-------–--ეს დაუბრუნოს თანხა - 850 აშშ დოლარის, 1500 ევროსა და 5000 ლარის ოდენობით.

1.2. მოპასუხეს შსს კ-----ის პ---–-–იის დ-------------ის ახ----ის რაიონული ს-----------–ოს მოსარჩელე გ------- ჯ-------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი 300 ლარის ოდენობით.

1.3. მოპასუხეს შსს კ-----ის პ---–-–იის დ-------------ის ახ----ის რაიონული ს-----------–ოს დაევალოს მოსარჩელე გ------- ხ--–--------–ს დაუბრუნოს თანხა - მისი სახლიდან ამოღებული 2200 ლარიდან 900 ლარის ოდენობით.

1.4. მოპასუხეს შსს კ-----ის პ---–-–იის დ-------------ის ახ----ის რაიონული ს-----------–ოს დაევალოს მოსარჩელე ა-----– ი-----–-–---–ს დაუბრუნოს თანხა - 1059 (ათას ორმოცდაცხრამეტი) აშშ დოლარის ოდენობით.

 

მოსარჩელე გ------- ჯ-------–--ის მიერ წარმოდგენილი სარჩელის თანახმად:

თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 07 ივნისის განაჩენით (სისხლის სამართლის საქმე #0-----------) მოსარჩელეს, როგორც აღნიშნულ საქმეზე დაზარალებულს ამჟამად პატიმრობაში მყოფმა ა-–--ა მ--------მა 2015 წლის 24 დეკემბერს ჩემი საცხოვრებელი ბინის გაქურდვით მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი, რაც გამოიხატა იმაში, რომ აღნიშნულ დღეს ახ----ის რაიონის სოფ. ქვ. ა-–---ში მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ სათავსოში მდგარი რკინის სეიფიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მოსარჩელის კუთვნილ ფულად თანხას 4700 აშშ დოლარს, 1500 ევროს და 5000 ლარს, რაც ჯამში შეადგენს 20 272 ლარს.სასამართლოს განაჩენით (11.17 პუნქტი) აღნიშნული თანხა შსს ახ----ის რაიონულ ს-----------–ოში, რაც საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდება კანონიერ მფლობელს. 2016 წლის 21 მარტს პატიმრობაში მყოფი ა. მ--------ის ახლობელმა ბ-----–ია ტ--–---–---–მა ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურების მიზნით გადაუხადა 3850 აშშ დოლარი, რის შემდეგაც ზიანის სრულად ანაზღაურებისათვის ეკუთვნის 850 აშშ დოლარი, 1500 ევრო და 5000 ლარი. აღნიშნული თანხა განაჩენის მიხედვით სხვა ნივთიერ მტკიცებულებებთან ერთად ინახება ახ----ის რაიონულ პ---–-–იაში. მოსარჩელემ კუთვნილი თანხის მოთხოვნის მიზნით რამდენჯერმე მიმართა შსს ახ----ის რაიონულ ს-----------–ოს ხელმძღვანელობას, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან გასულია ორი წელი, კუთვნილ თანხას უკან არ უბრუნებენ.

მოსარჩელე გ------- ჯ-------–--ემ ითხოვა სარჩელის სარულად დაკმაყოფილება.

 

მოსარჩელე გ------- ხ--–--------–ის მიერ წარმოდგენილი სარჩელის თანახმად:

2200 (ორი ათას ორასი) ლარი მსჯავრდებულ ა-–--ა მ--------ს გადასახდელი ჰქონდა მოსარჩელე გ------- ხ--–--------–ისთვის, რომელმაც 2015 წელს (რიცხვი არ ახსოვს) დაუბრუნა ვალი ა-----– ი-----–-–---–ის ხელით. 2015 წლის 29 დეკემბერს მასთან მივიდნენ შ.ს.ს ახ----ის რაიონული ს-----------–ოს თანამშრომლები, რომლებმაც ჩაატარეს ჩხრეკა და მისი ოჯახიდან ამოიღეს 2200 ლარი როგორც მისთვის ცნობილია, აღნიშნული თანხიდან 900 ლარი იყო ა-----– ი-----–-–---–ის კუთვნილი. მან მიმართა შსს ახ----ის რაიონულ ს-----------–ოს, რომ დაებრუნებინათ მისი ოჯახიდან ამოღებული 900 ლარი, რომელიც ეკუთვნოდა ა-----– ი-----–-–---–ს და მას დაუბრუნა ვალში ა-–--ა მ--------მა. შსს ახ----ის რაიონულმა სასამართლომ უარი უთხრა თანხის დაბრუნებაზე საქართველის სსსკ-ს 81-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, რომელიც უნდა გადაწყდეს სამოქალაქო საპროცესო წამოების წესით.

 

მოსარჩელე ა-----– ი-----–-–---–ის მიერ წარმოდგენილი სარჩელის თანახმად:

2015 წლის 29 დეკემბერს შსს ახ----ის რაიონული ს-----------–ოს თანამშრომლების მიერ გაჩხრეკილ იქნა ქ. ახ----აში მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლი, საიდანაც პ---–-–იის თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა 980 (ცრას ოთხმოცი) ევრო და 1959 აშშ დოლარი, აღნიშნული თანხიდან დაუბრუნდა 980 ევრო და 5 ლარი. ა-–--ა მ--------მა დანაშაულის ჩადენის შემდეგ მისცა 1300 ლარი და 900 აშშ დოლარი, საიდანაც გ------- ხ--–--------–ს გადასცა ბრალდებული ა-–--ა მ--------ისაგან მოცემული 1300 ლარი და მისი კუთვნილი 900 ლარი, სულ 2200 ლარი, რომელიც ბრალდებულს ემართა გ------- ხ--–--------–ისა. მიმართა შსს ახ----ის რაიონულ ს-----------–ოს, რომ დაებრუნებინა მისი ოჯახიდან ამოღებული თანხა 1059 (ათას ორმოცდაცხრამეტი) აშშ დოლარი. შ.ს.ს ახ----ის რაიონულმა ს-----------–ომ უარი უთხრა ნივთმტკიცების დაბრუნებაზე საქართველოს სსსკ-ს 81-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, რომელიც წყდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებულია 17 ცალი ასლარიანი კუპიურა, თუნუქის ვერცხლისფერი ყუთი, 19 ცალი 50 ევროიანი კუპიურა, საბანკი ქვითარი, თუნუქის ყუთი, 16 ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, სამი ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, ერთი ცალი 50 აშშ დოლარიანი კუპიურა, ერთი ცალი 05 აშშ დოლარიანი კუპიურა, ოთხი ცალი 01 აშშ დოლარიანი კუპიურა, ორი ცალი 100 ლარიანი კუპიურა, 21ცალი ასლარიანი კუპიურა და ორი ცალი 50 ლარიანი კუპიურა, კუთხსახეხი, რაც ინახება შსს კ-----ის პ---–-–იის დ-------------ის ახ----ის რაიონულ ს-----------–ოში. 2016 წლის 7 ივნისის თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენში მითითებულია, რომ ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებული ზემოაღნიშნული თანხა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს. ეს ჩანაწერი საკმაოდ ბუნდოვანია და არ გვაძლევს საშუალებას განვსაზღვროთ თუ ვინ იგულისხმება კანონიერ მფლობელში. მოცემულ სისიხლის სამართლის საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებული ფულადი თანხის ნაწილის დაბრუნებაზე პრეტენზია გამოთქვეს როგორც გ------- ჯ-------–--ემ ასევე გ------- ხ--–--------–მა, ა-----– ი-----–-–---–მა ასევე სხვა მოქალაქეებიც. სსსკ-ს 81 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავა ნივთიერი მტკიცებულებების გამო წყდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, ასეთი დავის შემთხვევაში ნივთიერი მტკიცებულება სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ინახება სისხლის სამართლის საქმესთან ერთად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. გ------- ჯ-------–--ე სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე პროკურატურის დადგენილებით ცნობილია დაზარალებულად,რომელსაც მსჯავრდებულმა ა. მ--------მა დანაშაულებრივი ქმედებით მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი, რაც შეადგენს 20272 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სასამართლოს განაჩენი (ს.ფ. 14-17 )

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. თელავის რაიონული სასამართლო 2016 წლის 07 ივნისის განაჩენის თანახმად სისხლის სამართლის საქმეზე 1/65-16 შსს ახ----ის რაიონულ ს-----------–ოში ინახება წინასწარი გამოძიების დროს ნივთმტკიცებების სახით ამოღებული შემდეგი თანხა:17 ცალი ასლარიანი კუპიურა, 19 ცალი 50 ევროიანი კუპიურა, საბანკო ქვითარი, 16 ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, სამი ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, ერთი ცალი 50 აშშ დოლარიანი კუპიურა, ერთი ცალი 05 აშშ დოლარიანი კუპიურა, ოთხი ცალი 01 აშშ დოლარიანი კუპიურა, ორი ცალი 100 ლარიანი კუპიურა, 21ცალი ასლარიანი კუპიურა და ორი ცალი 50 ლარიანი კუპიურა, საიდანაც განაჩენის კანონიერ ძალაში შევლის შემდეგ ა-----– ი-----–-–---–ს დაუბრუნდა მისი სახლიდან ამოღებული თანხებიდან მხოლოდ 980 ევრო და 5 ლარი, ხოლო დანარჩენი თანხა ინახება შსს ახ----ის რაიონულ ს-----------–ოში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სასამართლოს განაჩენი (ს.ფ. 14-17)

-ა-----– ი-----–-–---–ის სარჩელი

-მოპასუხე მხარის შესაგებელი(ს.ფ.30-34)

 

3.2.2. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გ------- ჯ-------–--ეს, ასევე ა-----– ი-----–-–---–სა და გ------- ხ--–--------–ს მოპასუხემ შსს ახ----ის რაიონულმა ს-----------–ომ არ დაუბრუნა ნივთმტკიცებად შენახული თანხა, ვინიდან სამივე მოსარჩელეს გააჩნდა პრეტენზია თანხის კუთვნილებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხე მხარის შესაგებელი(ს.ფ.30-34)

 

3.2.3. 2016 წლის 21 მარტს პატიმრობაში მყოფი ა. მ--------ის ახლობელმა ბ-----–ია ტ--–---–---–მა ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურების მიზნით გ------- ჯ-------–--ეს გადაუხადა 3850 აშშ დოლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიღება-ჩაბარების აქტი 21.03.2016 წ. (ს.ფ. 18)

 

3.2.4. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება რომ მოპასუხესთან ნივთმტკიცების სახით დღეის მდგომარეობით ინახება 4100 ლარი და 1959 აშშ დოლარი კუთვნილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სასამართლოს განაჩენი (ს.ფ. 14-17)

- მოპასუხე მხარის განმარტება

 

3.2.5. 2015 წლის 29 დეკემბერს შ.ს.ს ახ----ის რაიონული ს-----------–ოს თანამშრომლების მიერ გაჩხრეკილ იქნა ქ. ახ----აში ა-----– ი-----–-–---–ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი, საიდანაც ამოღებულია საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი 980 ევრო და 5 ლარი და 1959 აშშ დოლარი.

2015 წლის 29 დეკემბერს შ.ს.ს ახ----ის რაიონული ს-----------–ოს თანამშრომლების მიერ ასევე გაჩხრეკილ იქნა ქ. ახ----აში გ------- ხ--–--------–ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი,საიდანაც ამოღებული იქნა 2200.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-ამოღების ოქმი(ს.ფ.65-71)

-სასამართლოს განაჩენი (ს.ფ. 14-17)

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მეორე ნაწილის ტანახმად დავა ნივთიერი მტკიცებულების გამო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, ასეთი დავის შემთხვევაში ნივთიერი მტკიცებულება სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ინახება სისხლის სამართლის საქმესთან ერთად.

ზემო აღნიშნული კანონის ნორმიდან გამომდინარე სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე გ------- ჯ-------–--ის მოსაზრებას, რომ მოპასუხე მხარე მიუხედავად იმის რომ სისხლის სამართლის საქმეზე 2016 წლის 07 ივნისის განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა მას არ უბრუნებენ მის კუთვნილ ნივთმტკიცებად ცნობილ თანხებს.

ასევე სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე გ------- ჯ-------–--ის მოსაზრებას ნივთმტკიცებად ცნობილ თანხების რაოდენობასთან დაკავშირებით: მოსარჩელე გ------- ჯ-------–--ის განმარტებით საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილია მისი კუთვნილი 980 ევრო და 5000 ლარ და 850 აშშ დოლარი, ვინაიდან საქმის მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების შედეგად დადგენილია რომ 2016 წლის 07 ივნისის განაჩენის თანახმად ნივთმტკიცებად მოპასუხესთან ინახება 17 ცალი ასლარიანი კუპიურა, 19 ცალი 50 ევროიანი კუპიურა, საბანკო ქვითარი, 16 ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, სამი ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, ერთი ცალი 50 აშშ დოლარიანი კუპიურა, ერთი ცალი 05 აშშ დოლარიანი კუპიურა, ოთხი ცალი 01 აშშ დოლარიანი კუპიურა, ორი ცალი 100 ლარიანი კუპიურა, 21ცალი ასლარიანი კუპიურა და ორი ცალი 50 ლარიანი კუპიურა, სულ 4100 ლარი, 980 ევრო და 1959 აშშ დოლარი.

 

ასვე დადგენილია, რომ განაჩენის კანონიერ ძალაში შევლის შემდეგ ა-----– ი-----–-–---–ს მოპასუხე მხარემ დაუბრუნა მისი სახლიდან ამოღებული თანხებიდან მხოლოდ 980 ევრო და 5 ლარი(ამ თანხის ა-----– ი-----–-–---–ისათვის საზღვაგარეთიდან გადმორიცხვის ქვითრების არსებობის გამო), ხოლო შსს ახ----ის ს-----------–ოში ინახება 4100 ლარი და 1959 აშშ დოლარი. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია რომ გ------- ჯ-------–--ეს მისივე სასარჩელო მოთხოვნის თანახმად უნდა დაბრუნდეს აღნიშნული ნივთტკიცებებიდან 4100 ლარი და 900 აშშ დოლარი, ხოლო ა-----– ი-----–-–---–ს უნდა დაუბრუნდეს მისის სახლიდან ამოღებული 1059 აშშ დოლარი,რაც შეეხება გ------- ხ--–--------–ის მოთხოვნას 900 ლარის დაბრუნებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიაჩნია რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინიდან მოწმედ დაკითხულმა მსჯავრდებულმა ა-–--ა მ--------მა აჩვენა რომ ა-----–ს ი-----–-–---–ის ხელით გ------- ხ--–--------–ს გადასცა თანხა ლარის სახით, რომელიც გ------- ჯ-------–--ისაგნ იყო წაღებული, ხოლო გ------- ხ--–--------–მა რაიმე მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით რომ სადავოდ გამხდარი ნივთმტკიცებად მიჩენული მისი სახლიდან ამოღებული 2200 ლარიდან 900 ლარი იყო ა-----– ი-----–-–---–ის კუთვნილება და ისე გადაუხადა ვალი, სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე მტკიცებულება რომლითაც დაადასტურებდა ეს თანხა ეკუთვნოდა ა-----– ი-----–-–---–ს და რომ ა-–--ა მ--------ისაგან არ იყო ი-----–-–---–ისათვის გადაცემული გ------- ხ--–--------–ის ვალის გასასტუმრებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- ჯ-------–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოსარჩელე ა-----– ი-----–-–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოსარჩელე გ------- ხ--–--------–ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლი.

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

აღნისნულიდან გამომდიანარე მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, იმ ნივთტკიცებებიდან რომელიც ინახება მოპასუხესთან რომ გ------- ჯ-------–--ეს მისივე სასარჩელო მოთხოვნის თანახმად უნდა დაბრუნდეს 4100 ლარი და 900 აშშ დოლარი, ხოლო ა-----– ი-----–-–---–ს უნდა დაუბრუნდეს მისი სახლიდან ამოღებული 1059 აშშ დოლარი,რაც შეეხება გ------- ხ--–--------–ის მოთხოვნას 900 ლარის დაბრუნებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიაჩნია რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს ვინიდან მის მიერ ვერ იქნა დადასტურებული სადავო 900 ლარის კუთვნილების ფაქტი.

ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე გ------- ჯ-------–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოსარჩელე ა-----– ი-----–-–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოსარჩელე გ------- ხ--–--------–ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე დაუსაბუთებლობის გამო.

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე გ------- ჯ-------–--ე გათავისუფლებულია ბაჟის გადახდისაგან. რაც შეეხება მოსარჩელე გ------- ჯ-------–--ის სასარჩელო მოთხოვნას, რომ მის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯი დაეკისროს მოპასუხე მხარეს სასამარლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მოპასუხე მხარემ მას შემდეგ რაც წარმოიშვა დავა სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილ თანხების კონინერ მფლობელობასთან დაკავშირებით სსსკ-ს 81-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებითა და დაცვით კანონის შესაბამისად არ გადასცა სადავოდ გამხდარი თანხები მოსარჩელეებს, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია რომ გ------- ჯ-------–--ის მოთხოვნა საადვოკატო ხარჯის მოპასუხე მხარისათვის დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მოსარჩელეების გ------- ხ--–--------–ისა და ა-----– ი-----–-–---–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე გ------- ჯ-------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ მოპასუხე შსს კ-----ის პ---–-–იის დ-------------ის ახ----ის რაიონულმა ს-----------–ომ მოსარჩელე გ------- ჯ-------–--ეს დაუბრუნოს 900 აშშ დოლარი, 4100 ლარი, დანარჩენ მოთხოვნაზე ეთქვას უარი.

2. მოსარჩელე ა-----– ი-----–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს და მოპასუხე შსს კ-----ის პ---–-–იის დ-------------ის ახ----ის რაიონულმა ს-----------–ომ მოსარჩელე ა-----– ი-----–-–---–ს დაუბრუნოს 1059 აშშ დოლარი.

3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე გ------- ხ--–--------–ის სარჩელი უსაფუძვლობის გამო.

4. მოსარჩელეების გ------- ხ--–--------–ისა და ა-----– ი-----–-–---–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე