განაჩენი

სისხლის სამართლის 19.11.2018
საქმის ნომერი
140100118002677945
თარიღი
19.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #140100118002677945

საქმე #1/416-18 (011180918001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 ნოემბერი, 2018 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - მ-----– ბ-----–---–-

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ნ-----–---- ა------–---–- (დაბადებული 1----–-–-----------------, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები გ------------------------–--------ში)

 

ადვოკატი - მ------ ი------–---–-

 

კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 2018 წლის 15 სექტემბერს, საღამოს, გ------------------------–--------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკების გამო ნ-----–---- ა------–---–მა მეუღლეს - ნ---- მ------–---–ს ფეხი და წყლით სავსე პლასტმასის ბოთლი დაარტყა ტანის არეში, რის შედეგად ნ---- მ------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

 

1.2 2018 წლის 18 სექტემბერს, დაახლოებით 10:30 საათზე, ამავე საცხოვრებელი სახლის ეზოში ნ-----–---- ა------–---–- ნ---- მიჩტაშვილს კისერში ხელის ერთხელ დარტყმითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულებდა მისთვის სიგარეტის მიტანას.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე - ოჯახის წევრისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა - მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა;

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ნ-----–---- ა------–---–მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;

 

3.3. გარდა ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული ნ---- მ------–---–ის, ზ--- ა------–---–-ს, თ----- ტ-------–---–ის, დ-------- მ------–---–ის, ნ-------- ა------–---–-ს გამოკითხვის ოქმებით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ნ-----–---- ა------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ნ-----–---- ა------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მის აღიარებასა და მტკიცებულებების უდავოდ ცნობას. დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს ბრალდებულის გათავისუფლებას. გარდა იმისა, რომ ნ-----–---- ა------–---–- სოციალურად დაუცველია, მას ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი და ბრალდებულის დაპატიმრების გამო ოჯახი იმყოფება უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ პირობებში;

 

5.2 სასამართლო აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების არარსებობისა (სსკ-ის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, გაქარწყლებული ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას) და არაერთი შემამსუბუქებელი გარემოების გათვალისწინებით, სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების - მისაღწევად, არ არის აუცილებელი ნ-----–---- ა------–---–-ს საზოგადოებისაგან იზოლაცია, მაგრამ აუცილებელია მის ქცევაზე შესაბამისი ზედამხედველობის დაწესება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ნ-----–---- ა------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს:

 

- სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;

 

- სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;

 

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და ნ-----–---- ა------–---–ს საბოლოოდ მიესაჯოს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

მსჯავრდებულ ნ-----–---- ა------–---–ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობის დრო - 2018 წლის 18 სექტემბრიდან ამავე წლის 19 ნოემბრის ჩათვლით, აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

 

მსჯავრდებულს დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი