გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.05.2019
საქმის ნომერი
080310018002365106
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
13.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/189-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13.05.2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე

 

მოსარჩელე - ქა-–-------------------–----–--------------ა

წარმომადგენელი - ზ----- წ----ე

მოპასუხე - შპს ,,პრ----------------ი’’

დირექტორი - რ---- ფი-–---ა

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოპასუხეზე - შპს ,,პრ----------------ი", ქა-–-------------------–----–--------------ის სასარგებლოდ, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის დავალიანების - 7125.00 (შვიდიათას ასოცდახუთი ლარი და 00 თეთრი) ლარის გადასახდელად დაკისრება.

 

დავის არსი:

 

მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,პრ----------------ი’’ სრულად იღებს, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მომსახურებას ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან, თუმცა მოპასუხის მხრიდან არ შესრულებულა დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება. შპს ,,პრ----------------ი’’-ს ხელმძღვანელს 03.05.2018 წერილით ეცნობა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ ერიცხებოდა დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანება, 2018 წლის მარტისათვის 7125.00 (შვიდიათას ასოცდახუთი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით და მისი ნებაყოფლობით დაფარვისათვის განესაზღვრა ვადა - 05 სამუშაო დღის ოდენობით. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ დღემდე არ მომხდარა ზემოაღნიშნული დავალიანების დაფარვა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - შპს ,,პრ----------------ი’’-ს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც 2019 წლის 13 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე, რომლის შესახებაც გაფრთხილებული იყო კანონით გათვალისწინებული წესით, გამოცხადებულა.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ - შპს ,,პრ----------------ი’’ რეგისტრირებულია ქა-–-------------------–----–--------------ის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის და დასუფთავების სამსახურის აბონენტად - N 20002263; ძველი N 11102325.

მტკიცებულება: აბონენტის - N 11102325.

 

3.1.2. შპს ,,პრ----------------ი’’-ს 03.05.2018 წერილით ეცნობა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ ერიცხება დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანება 2018 წლის მარტისათვის 7125.00 (შვიდიათას ასოცდახუთი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით და მისი ნებაყოფლობით დაფარვისათვის განესაზღვრა ვადა - 05 სამუშაო დღე.

დადგენილია, რომ ნარჩენების წარმომქმნელი პირის შპს ,,პრ----------------ი’’-ს ადგილობრივი ბიუჯეტის მიმართ დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების მქონე პირის მიერ, ამ დრომდე არ მომხდარა დავალიანების დაფარვა

მტკიცებულება:

- ამონაწერი ელექტრონული პროგრამიდან;

 

3.1.3.დადგენილია, რომ ,,ქალაქ ქუთაისის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 14 მაისის №69 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ქუთაისში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის დაწესებული მოსაკრებლის გადამხდელია ქალაქის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც ვალდებულია დადგენილი წესითა და ვადებში უზრუნველყოს შესაბამისი მოსაკრებლის დაფარვა. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება ზემოაღნიშნული დადგენილების შესაბამისად, ორგანიზაციებს, დაწესებულებებსა და იურიდიულ პირებს წარმოეშობათ მომსახურების მიღებისთანავე. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ, მოსაკრებლის გადახდა უნდა მოხდეს საბანკო ორგანიზაციების მეშვეობით სახელმწიფო ხაზინის შესაბამის ანგარიშზე;

მტკიცებულება: ,,ქალაქ ქუთაისის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 14 მაისის №69 დადგენილება.

 

3.1.4. დადგენილია, რომ 2018 წლის 08 მაისს შპს ,,პრ----------------ი’’-ს მინდობილმა პირმა მაია ფი-–---ამ, განცხადებით მიმართა ქა-–-------------------–----–--------------ის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის და დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელს და განმარტა, რომ შპს ,,პრ----------------ი’’ სამეწარმეო საქმიანობას ეწევა 2014 წლის იანვრიდან, გაზგასამართ სადგურში ასათაინის N9, რომელმაც ფუნქციონირება შეწყვიტა 2015 წლის ბოლოს, კომპანიამ 2016 წელს იმუშავა მხოლოდ 2 თვე - ივნისი, ივლისი, მას შემდეგ კომპანიას არ უმუშავია, რასაც ადასტურებს საგადასახადოდან ამონაწერი.

ითხოვს დასუფთავების პროგრამაში ცვლილების შეტანას.

მტკიცებულება: მაია ფი-–---ას წერილი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში არსებული მასალების შესწავლის, ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ქა-–-------------------–----–--------------ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი’’ საქართველოს ორგანული კანონი;

,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონი;

,,მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონი’’;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის’’ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებას განეკუთვნება: ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება კანონით დადგენილი წესით, მათი განაკვეთების დადგენა კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში; ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება;

სასამართლო მიუთითებს ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონის პრეამბულაზე, რომლის შესაბამისად, ეს კანონი, საქართველოს კონსტიტუციისა და ,,მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, განსაზღვრავს ადგილობრივი მოსაკრებლების სახეს, ოდენობას, შემოღების წესსა და მოსაკრებლების გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.

 

6.2. ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.

 

,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი წესით ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების უფლება აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება მოქმედებს მხოლოდ მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე და ვრცელდება ყველა იქ მცხოვრებ ფიზიკურ და განლაგებულ იურიდიულ პირზე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

დასახელებული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის ადგილობრივი მოსაკრებელი გადაიხდევინება მომსახურების მთლიანად ან მისი ნაწილის მიღების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესით.

 

6.3. ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სახეების მიხედვით ადგილობრივი მოსაკრებლების დიფერენცირებულ ოდენობას, გადახდის პერიოდულობასა და ვადას ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო შესაბამისი გადაწყვეტილებით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებლები გადაიხდევინება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების შესაბამისად. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებელია - მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.

 

,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-121 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად მართვას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს.

 

დასახელებული მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნარჩენების წარმომქმნელმა შეიძლება მოახდინოს მოსაკრებლის ოდენობის დიფერენცირება დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე თავისი შემოსავლის, ქონების, მის მიერ დასაქმებული პერსონალის რაოდენობის ან/და საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.

 

,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ხოლო, მე-15 მუხლის თანახმად, ადგილობრივ მოსაკრებლებთან დაკავშირებულ დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ათავისუფლებს გადამხდელს ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდისაგან.

 

6.4. დადგენილია, რომ თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 14 მაისის №69 დადგენილებით, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებისა და გაუვნებლობის მომსახურებისათვის ქალაქ ქუთაისში შემოღებული იქნა დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი და დამტკიცდა მოსაკრებლის გადახდის თანდართული ინსტრუქცია დანართი №1-ის შესაბამისად. ქალაქ ქუთაისში მოსახლეობისათვის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრა ერთ სულზე 50 თეთრით თვეში. იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრა დანართი N2-ის შესაბამისად. ცნობად იქნა მიღებული, რომ 1მ,3 ნარჩენის გატანა-გაუვნებლობის ღირებულება შეადგენს 6 ლარს, მათ შორის გაუვნებლობის (ნაგავსაყრელის მომსახურების) ღირებულება - 0,6 ლარს.

 

დადგენილია, რომ ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 17 ნოემბრის №138 დადგენილებით ცვლილება შევიდა ქალაქ ქუთაისში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 14 მაისის №69 დადგენილებაში და შეიცვალა დადგენილების დანართი №2, შეიცვალა დადგენილების მე-3 მუხლი და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ინდივიდუალური მეწარმეების, იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრა 1მ3 ნარჩენის გატანა-გაუვნებლობის ღირებულება შეადგენს 9 ლარს და 20 თეთრს, დანართი 2-ის შესაბამისად.

 

დადგენილია, რომ საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ჯგუფების ჩამონათვალი საქმიანობის სფეროს მიხედვით: სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები; ზომის ერთეული: საერთო ფართის 1მ2; ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა მ3 – 0,25; მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე სვეტი /N4/:12 თვე X9,2 ლარი/ მოსაკრებლის ოდენობა 1 მ3 ნარჩენზე/ლარი) – 0.19 (კლასიფიკაცია 24).

 

დადგენილია, რომ საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ჯგუფების ჩამონათვალი საქმიანობის სფეროს მიხედვით: საწყობი პირდაპირი მიყიდვის გარეშე, მაცივარი, ბაზა; ზომის ერთეული: ღია საერთო ფართის 1მ2; ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა მ3 – 0,02; მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე სვეტი /N4/:12 თვე X9,2 ლარი/ მოსაკრებლის ოდენობა 1 მ3 ნარჩენზე/ლარი) – 0.01; ზომის ერთეული: დახურული საერთო ფართის 1მ2; ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა მ3 – 0,08; მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე სვეტი /N4/:12 თვე X9,2 ლარი/ მოსაკრებლის ოდენობა 1 მ3 ნარჩენზე/ლარი) – 0.04; (კლასიფიკაცია 34).

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 მარტის №45 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა „ქალაქ ქუთაისში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ’’ თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 14 მაისის №69 დადგენილება. შემოღებულ იქნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი და დამტკიცდა მისი გადახდის ინსტრუქცია №1 დანართის შესაბამისად. დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დაწესდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი №2 დანართის შესაბამისად. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვრა - 0.50 ლარი თვეში.

 

დადგენილია, რომ საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ჯგუფების ჩამონათვალი საქმიანობის სფეროს მიხედვით: სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები; ზომის ერთეული: საერთო ფართის 1მ2; ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა მ3 – 0,25; მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე სვეტი /N4/:12 თვე X9,2 ლარი/ მოსაკრებლის ოდენობა 1 მ3 ნარჩენზე/ლარი) – 0.19 (კლასიფიკაცია 22).

 

დადგენილია, რომ საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ჯგუფების ჩამონათვალი საქმიანობის სფეროს მიხედვით: საწყობი პირდაპირი მიყიდვის გარეშე, მაცივარი, ბაზა; ზომის ერთეული: ღია საერთო ფართის 1მ2; ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა მ3 – 0,02; მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე სვეტი /N4/:12 თვე X9,2 ლარი/ მოსაკრებლის ოდენობა 1 მ3 ნარჩენზე/ლარი) – 0.02; ზომის ერთეული: დახურული საერთო ფართის 1მ2; ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა მ3 – 0,08; მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე სვეტი /N4/:12 თვე X9,2 ლარი/ მოსაკრებლის ოდენობა 1 მ3 ნარჩენზე/ლარი) – 0.06; (კლასიფიკაცია 32).

 

დადგენილია, რომ ყოველთვიურად შპს ,,პრ----------------ი’’-ს მიერ, ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი, ადგილობრივ ბიუჯეტში გადასახდელი თანხა შეადგენს - 165 ლარს.

 

6... დადგენილია, რომ ქა-–-------------------–----–--------------ის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის შპს ,,პრ----------------ი’’-ს ხელმძღვანელს 03.05.2018 წერილით ეცნობა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ ერიცხებოდა დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანება 2018 წლის მარტისათვის 7125.00 (შვიდიათას ასოცდახუთი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით და მისი ნებაყოფლობით დაფარვისათვის განესაზღვრა ვადა - 05 სამუშაო დღის ოდენობით.

ნარჩენების წარმომქმნელის მიერ არ მომხდარა ზემოაღნიშნული დავალიანების დაფარვა, შესაბამისად შპს ,,პრ----------------ი’’-ს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანება შეადგენს 7125.00 ლარს.

 

მოსაკრებლების გადამხდელი ფიზიკური და იურიდიული პირები და ამხანაგობები ვალდებული არიან გადაიხადონ ამ კანონით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მოსაკრებლები (მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ საქართველოს კანონის 3.2 მუხლი).

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მაია ფი-–---ას წერილის შესახებ აღნიშნავს, რომ ვინაიდან ასევე საქმეში არსებული ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, დასტურდება, რომ შპს ,,პრ----------------ი’’ -ს რეგისტრაცია გაუქმებული არ არის, შესაბამისად იგი ვალდებულია გადაიხადოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 მარტის №45 დადგენილებით დადგენილი მოსაკრებელი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და შპს ,,პრ----------------ი’’-ს ქა-–-------------------–----–--------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს - 7125.00 (შვიდიათას ასოცდახუთი ლარი და 00 თეთრი) ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ამასთან სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს ,,პრ----------------ი’’-ს, სსს კოდექსის 47.3-ე, 53-ე მუხლის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის (7125 ლარის 3%) 213.75 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ქა-–-------------------–----–--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხეს - შპს ,,პრ----------------ი’’- (ს/ნ 412691261) ქა-–-------------------–----–--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 7125.00 (შვიდიათას ასოცდახუთი ლარი და 00 თეთრი) ლარის გადახდა;

 

3. მოპასუხეს, შპს ,,პრ----------------ი’’- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 213.75 ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11/.

 

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე