გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.11.2018
საქმის ნომერი
330310018002525538
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №3/4171-18

30 ნოემბერი 20-8 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნანა აფციაური

სხდომის მდივანი ნათია ფიცხელაური

მოსარჩელე - ა-----------------–-

მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი - ს----------–--------

მესამე პირები - ა--------------–-, პ---–------------–-, შ--–-------------–-, ნ---------------–-, ს-------------------–---–-

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 20-8 წლის 7------ის №5-- ბრძანების ბათილად ცნობა.

 

1.2. მოპასუხეს დაევალოს ქმედების განხორციელება, კერძოდ, სააღსრულებო საქმის წარმოების განახლება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ სცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. მესამე პირების პოზიცია

 

3.1. მესამე პირები - შ--–-------------–- და პ---–------------–- არ დაეთანხმნენ სარჩელს.

 

3.2. მესამე პირები - ა--------------–-, ნ---------------–- და ს-------------------–---–- სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადნენ (მხარეებს ეცნობათ სხდომის თარიღი სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად).

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1------------ის (საქმე №2/8----06) გადაწყვეტილებით ა-----------------–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებით დადგინდა ა-----------------–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის - მდებარე ქ. თბილისი, მ-----------–-ს ქ. №--ში გამოთხოვა მოპასუხეების - ა--------------–-ს, პ---–------------–-ს, შ--–-------------–-ს, ნ---------------–-ს და ს-------------------–---–-ს უკანონო მფლობელობიდან და მოსარჩელისათვის გადაცემა.

 

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე (საქმე №2/8----06) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 20-5 წლის 12-----სს გაიცა სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი. სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღია 2007 წლის 1--------------ი.

 

სააღსრულებო ფურცელში მითითებული იქნა მოვალის დასახელება და რეკვიზიტები: ა--------------–-, პ/ნ - 3----------; პ---–------------–-, პ/ნ - 0----------; შ--–-------------–-, პ/ნ- 0----------; ნ---------------–- და ს-------------------–---–-.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-7 წლის 0----------ის (საქმე №2/8----06) განჩინებით გასწორდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-5 წლის 12-----სს გაცემულ №2/8----06 სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატში დაშვებული უზუსტობა და აღნიშნულ სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატში მიეთითა მოვალე ნ---------------–-ს პირადი ნომერი: „0----------“ და მოვალე ს-------------------–---–-ს პირადი ნომერი: „5----------“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1------------ის ( საქმე №2/8----06) გადაწყვეტილება (ს.ფ. 61-63);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-5 წლის 12-----სის სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი (საქმე №2/8----06) (ს.ფ. 59-60);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-7 წლის 0----------ის განჩინება (ს.ფ. 64-66).

 

4.1.2. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქალაქ თბილისში, გ--------–-------ა №--ში მდებარე უძრავი ნივთის, მიწის (უძრავი ქონების) საკადატრო კოდი: №0-.1-.0-.0-4.0-- (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო; დაუზუსტებელი ფართობი: 4--.00 კვ.მ.; ნაკვეთის წინა ნომერი: 34; შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 84.75; საცხოვრებელი ფართი: 71.55; სხვა ფართი: სამეურნეო ფართობი (სარდაფი) – 1--.30 კვ.მ.) მესაკუთრეს წარმოადგენს ა-----------------–- (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: 2005 წლის 11 აგვისტოს დამოწმებული ჩუქების ხელშეკრულება (რეესტრის №1-1---, ნოტარიუსი ლ. ი------ე).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 28/0-/20-5 (ს.ფ. 11-1-).

 

4.1.3. ა-----------------–მა 20-8 წლის 09 თებერვალს განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციას (დელეგირებული ფუნქციები) და თბილისის საქალაქო სასამართლოს 20-5 წლის 12-----სს გაცემული №2/8----06 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, მოითხოვა სააღსრულებო წარმოების დაწყება მოვალე ა--------------–-ს (პირადი ნომერი - 3----------), პ---–------------–-ს (პირადი ნომერი - 0----------), შ--–-------------–-ს (პირადი ნომერი -0----------), ნ---------------–-ს (პირადი ნომერი - 0----------) და ს-------------------–---–-ს (პირადი ნომერი - 5----------) მიმართ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 20-8 წლის 09 თებერვლის განცხადება (ს.ფ. 57-58).

 

4.1.4. №A1------- სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციამ (დელეგირებული ფუნქციები) 20-8 წლის 19 თებერვალს მოვალეებს ა--------------–ს, პ---–------------–ს, შ--–-------------–ს, ნ---------------–ს და ს-------------------–---–ს გაუგზავნა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ; მოვალეებს განემარტათ ნებაყოფლობით 10 დღის ვადაში უძრავი ქონების (მდებარე: თბილისი, მ-----------–-ს ქ. №-) გამოთავისუფლების შესახებ. ასევე ეცნობათ გადაწყვეტილების შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგები, მათ შორის, იძულებითი გამოსახლების შესახებ. წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ მოვალეებს ჩაბარდათ პირადად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 20-8 წლის 19 თებერვლის №A1--------0--/00- წინადადება (ს.ფ. 71-73);

- ჩაბარების დასტურები (ს.ფ. 74-78).

 

4.1.5. სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ 20-8 წლის 09 მარტის ოქმის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს ქ. თბილისის განყოფილების პოლიციელი აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეხვდა მოვალე შ--–-------------–ს. ოქმის თანახმად, მოვალემ ითხოვა დამატებითი ვადა ალტერნატიული ფართის მოსაძიებლად და მოძრავი ნივთების გადასატანად. მოვალემ განაცხადა, რომ ხელს არ შეუშლიდა სააღსრულებო ფურცლის აღსრულებას.

 

სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ 20-8 წლის 0- მაისის ოქმის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს ქ. თბილისის განყოფილების პოლიციელი გამოცხადდა მისამართზე: ქ. თბილისი, მ-----------–-ს ქუჩა №--ში სიტუაციის გარკვევის მიზნით. მისამართზე კარი დახვდა დაკეტილი, რის გამოც ვერ განხორციელდა მოვალესთან კომუნიკაცია. 20-8 წლის 08 მაისს აღსრულების პოლიციელი აღსრულების პოლიციის შენობაში შეხვდა შალვა და ა--------------–ებს. მოვალეებს განემარტათ, რომ იგეგმებოდა აღსრულების იძულებითი ღონისძიების განხორციელება. მოვალეების განცხადებით, პრობლემის მოსაგვარებლად სჭირდებოდათ გარკვეული დამატებითი დრო და 20-8 წლის ივლისის თვის ბოლომდე თავისუფალ მდგომარეობაში ნებაყოფლობით გადასცემდნენ კრედიტორს უძრავ ქონებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 20-8 წლის 09 მარტის ოქმი (ს.ფ. 79-80);

- 20-8 წლის 0- მაისის ოქმი (ს.ფ. 81-82);

- 20-8 წლის 08 მაისის ოქმი (ს.ფ. 83-84).

 

4.1.6. 20-8 წლის 20 აპრილს ა-----------------–-ს წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა №A1------- სააღსრულებო საქმეზე აღსრულების უმოკლეს ვადაში დასრულება.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს 20-8 წლის 11 მაისის №3---- წერილით ა-----------------–-ს წარმომადგენელს ზემოაღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით ეცნობა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს წარმოებაში იყო №A1------- სააღსრულებო საქმე; საქმის მწარმოებელი აღმასრულებლის მიერ განხორციელდა და მიმდინარეობდა სააღსრულებო კანონმდებლობით გათვალისწინებული სააღსრულებო მოქმედებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 20-8 წლის 20 აპრილის საჩივარი (ს.ფ. 85-86);

- აღსრულების ეროვნული ბიუროს 20-8 წლის 11 მაისის №3---- წერილი (ს.ფ. 13-14).

 

4.1.7. დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს 20-8 წლის 31 მაისს №3---- მოხსენებითი ბარათით მიმართა აღსრულების პოლიციის სამმართველოს თ---–---------------–--------------------------------------------–-----------–------–---------–მა, ამავე სამმართველოს თბილისის განყოფილების წარმოებაში არსებულ A1------- სააღსრულებო საქმეზე (კრედიტორი: ა-----------------–-; მოვალეები: ა--------------–-, პ---–------------–-, შ--–-------------–-, ნ---------------–-, ს-------------------–---–-) საქმის მწარმოებელი აღსრულების პოლიციელის (აღმასრულებელი) მიერ განხორციელებული მოქმედებების გაუქმებისა და მისთვის დავალების მიცემის თაობაზე.

 

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 20-8 წლის 07------ის №5-- ბრძანებით გაუქმდა აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის

 

სამმართველოს თბილისის განყოფილების წარმოებაში არსებული A1------- სააღსრულებო საქმის (კრედიტორი: ა-----------------–-; მოვალეები: ა--------------–-, პ---–------------–-, შ--–-------------–-, ნ---------------–-, ს-------------------–---–-) ფარგლებში, აღსრულების პოლიციელის - ჯ----–--------–---–-ს (აღმასრულებელი) მიერ განხორციელებული ყველა სააღსრულებო მოქმედება; აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილების აღსრულების პოლიციელს - ჯ----–--------–---–ს დაევალა უზრუნველეყო კრედიტორისათვის ა-----------------–-სათვის სააღსრულებო წარმოების დაწყებაზე უარის თქმა, ასევე, სააღსრულებო ფურცლისა და თანდართული დოკუმენტაციის დაბრუნება. ადმინისტრაციულმა ორგანომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში აღსრულების ქვემდებარე აქტის - სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის დროისათვის (20-8 წლის 9 თებერვალი) გასული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 1------------ის გადაწყვეტილებით (კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი 2007 წლის 1--------------ი) დადასტურებელი მოთხოვნის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა და მოცემული გადაწყვეტილება არ ექვემდებარებოდა იძულებით აღსასრულებლად მიღებას და მასზე წარმოების განხორციელებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 20-8 წლის 07------ის №5-- ბრძანება (ს.ფ. 22-24).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 20-8 წლის 7------ის №5-- ბრძანება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებთან და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამის ნორმებთან.

 

7.2. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.

 

ამავე კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა; ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო

 

(შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო). მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, სააღსრულებო ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და სააღსრულებო ბიუროს დებულებით.

 

მითითებული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით – საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით.

 

7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.

 

ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა უკვე აღიარებული, მინიჭებული უფლების რეალიზაციის ვადაა. შესაბამისად, პირს, ვის სასარგებლოდაც მიღებულია გადაწყვეტილება, შეუძლია მოითხოვოს მისი აღსრულება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 10 წლის განმავლობაში.

 

მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1------------ის (საქმე №2/8----06) გადაწყვეტილებით დადგინდა ა-----------------–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის - მდებარე ქ. თბილისი, მ-----------–-ს ქუჩა №--ში გამოთხოვა მოპასუხეების - ა--------------–-ს, პ---–------------–-ს, შ--–-------------–-ს, ნ---------------–-ს და ს-------------------–---–-ს უკანონო მფლობელობიდან და მოსარჩელისათვის გადაცემა. დადგენილია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 1--------------ს, ხოლო განცხადება სააღსრულებო წარმოების დაწყების მოთხოვნით აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციაში (დელეგირებული ფუნქციები) მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილ იქნა 20-8 წლის 09 თებერვალს.

 

7.4. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-183 მუხლი მე-11 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი ინიციატივით გააუქმოს აღმასრულებლის მიერ განხორციელებული სააღსრულებო მოქმედება.

 

დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 20-8 წლის 07------ის №5-- ბრძანებით გაუქმდა აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების

 

პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილების წარმოებაში არსებული A1------- სააღსრულებო საქმის (კრედიტორი: ა-----------------–-; მოვალეები: ა--------------–-, პ---–------------–-, შ--–-------------–-, ნ---------------–-, ს-------------------–---–-) ფარგლებში, აღსრულების პოლიციელის - ჯ----–--------–---–-ს (აღმასრულებელი) მიერ განხორციელებული ყველა სააღსრულებო მოქმედება; აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილების აღსრულების პოლიციელს დაევალა უზრუნველეყო კრედიტორისათვის ა-----------------–-სათვის სააღსრულებო წარმოების დაწყებაზე უარის თქმა, ასევე, სააღსრულებო ფურცლისა და თანდართული დოკუმენტაციის დაბრუნება. ადმინისტრაციულმა ორგანომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, აღსრულების ქვემდებარე აქტის - სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის დროისათვის (20-8 წლის 9 თებერვალი) გასული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 1------------ის გადაწყვეტილებით (კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი - 2007 წლის 1--------------ი) დადასტურებელი მოთხოვნის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა და მოცემული გადაწყვეტილება არ ექვემდებარებოდა იძულებით აღსასრულებლად მიღებას და მასზე წარმოების განხორციელებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ კანონით იმპერატიულად არის განსაზღვრული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა (10 წელი), რაც მოსარჩელე მხარის მიერ არ იქნა დაცული და განცხადება სააღსრულებო წარმოების დაწყების მოთხოვნით წარდგენილ იქნა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 წლის გასვლის შემდეგ.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 20-8 წლის 07------ის №5-- ბრძანება მიღებულია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების სრული დაცვით.

 

7.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60- მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად

 

ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60- მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 20-8 წლის 7------ის №5-- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც კანონშესაბამისად იქნა მიჩნეული გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არ არსებობს აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული მოთხოვნის აღსრულების მიზნით ქმედების განხორციელების დავალების სამართლებრივი საფუძველი.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს გაიღებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-1-, 22-ე, 24-ე , საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა-----------------–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟისგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე - თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე - თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-1- კმ. №6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.

 

მოსამართლე ნანა აფციაური