განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100118002572559
№1/299-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
“ 03 “ ოქტომბერი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნ-----–---- მარსაგიშვილმა
მანანა შოთაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - მ-----– ბ-----შვილის,ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ------ ი------შვილის,ბრალდებულ თ----- კ-----–-შვილის
მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
თ----- თ------ის-ძე კ-----–-შვილის (დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები გ------------------------–------ში) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 23 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, მ--- ხ-------ის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ამ საქმეზე თ----- კ-----–-შვილი ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2018 წლის 23 ივნისს, 14 საათსა და 50 წუთზე. 2018 წლის 24 ივნისს მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.
2018 წლის 10 აგვისტოს, წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულ თ----- კ-----–-შვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეიცვალა უფრო მსუბუქით - გირაოთი 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
თ----- კ-----–-შვილს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი - ოჯა-ხის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზი-კური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ბრალდების შესახებ დადგენილებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედ-ვით, თ----- კ-----–-შვილის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:
2018 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 10:00 საათზე, გ------------------------–------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში თ----- კ-----–-შვილმა განახორციელა ოჯახში ძალადობა მეუღლის - მ--- ხ-------ის მიმართ. კერძოდ, შელაპარაკებისას მან სახის არეში ხელი და ზურგის არეში ფეხი დაარტყა მ--- ხ-------ს, რის შედეგად მ--- ხ-------მა განიცადა ფიზი-კური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.
დასკვნითი სიტყვის წარდგენისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მ-----– ბ-----შვილმა აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი და, მხარეთა შეთან-ხმებით, უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება თ----- კ-----–-შვილის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორმა იშუამდგომლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში თ----- კ-----–-შვილის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნის შესახებ, (იხ. 2018 წლის 03 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
თ----- კ-----–-შვილმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და აღი-არა მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. დასკვნითი სიტყვის წარ-დგენისას ადვოკატმა მ------ ი------შვილმა იშუამდგომლა, რომ ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარების და გულწრფელი მონანიების, მისი პიროვნების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და დაზარალებულთან შერიგების ფაქტის გათვალისწინებით მას დაენიშ-ნოს ისეთი სასჯელი, რაც დაკავშირებული არ იქნება თავისუფლების რეალურ აღკვეთას-თან.
ბრალდებული თ----- კ-----–-შვილი სრულად დაეთანხმა ადვოკატის პოზიციას, (იხ. 2018 წლის 03 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ თ----- კ------–-შვილის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილ და ერთმანეთთან შეთანხმებულ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა მიერ მიჩნეულია თ----- კ-----–-შ-ვილის ბრალდების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებად, კერძოდ:
- მოწმე (დაზარალებული) მ--- ხ-------ის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 5-7);
- მოწმე თ----- ბ---შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 68-69);
- მოწმე ნ-----–---- ა--–--ძის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 70-72);
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, (ს.ფ. 36-44);
- დაზარალებულ მ--- ხ-------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერი-მენტის ოქმით, (ს.ფ. 29-34);
- თვით თ----- კ-----–-შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 21-23), რაც სხვა მტკიცებულე-ბებსა და საპროცესო დოკუმენტებთან (იხ. საქმის მასალები) ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს თ----- კ-----–-შვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის საფუძ-ველზე მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმა-ნეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუა-რად დასტურდება თ----- კ-----–-შვილის მიერ მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ, დადგენილია, რომ თ----- კ-----–-შვილმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახში ძალადობა, ესე იგი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინე-ბული შედეგი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად სასჯელის დანი-შვნისას სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს - ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარ-სულ ცხოვრებას.
კერძოდ, როგორც ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, სასა-მართლომ მხედველობაში მიიღო, რომ თ----- კ-----–-შვილი აღიარებს ჩადენილ დანაშა-ულს, მან აგრეთვე ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციე-ლებას. თ----- კ-----–-შვილის სასჯელის შემამსუბუქებელ გარემოებად მიჩნეულ ინდა იქნას ის ფაქტიც, რომ დაზარალებული შეურიგდა მას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ თ----- კ-----–-შვილის პასუხისმგებლობისა და სასჯელის დამამძიმებელი გარემოებები არ არსებობს, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილით, როგორც სასჯელის დადამაძიმებელი გარემოება, გათვალისწინებული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ დანაშაუ-ლის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს თ----- კ-----–-შვილის ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას.
სასჯელის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ ასევე გაითვალისწინა თ------ კ-----–-შვილის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედების ხასიათი, ძალადობის გამოხატვის ფორმა და სიმძიმე.
ერთობლიობაში ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრუ-ლი სანქციის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ოთხმოციდან ას ორმოც-დაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე - ფარგლებში თ----- კ-----–-შვილს უნდა დაენიშნოს ყველაზე უფრო მსუბუქი სასჯელი. ამასთან, თ----- კ------–-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისთვის სასჯელად საზოგა-დოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნა მიზანშეუწონელია და უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა კანონით გათვალისწინებული მინიმალური ვადით, რაც, საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჩაეთვა-ლოს პირობითად, ვინაიდან მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, იგი ნასა-მართლობის არმქონეა და აღიარებს დანაშაულს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ თ----- კ-----–-შვილის მიმართ სასჯელად პირობითი მსჯავ-რის გამოყენება, მის მიერ რეალურად მოხდილი სასჯელის ვადის გათვალისწინებით, სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას - სამართლიანობის აღდგე-ნას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ----- თ------ის-ძე კ-----–-შვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანა-შაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთ-ვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი;
2. თ----- კ-----–-შვილს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრო-ბაში ყოფნის დრო - 2018 წლის 23 ივნისიდან 2018 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით;
3. თ----- კ-----–-შვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს;
4. გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლი და დახმა-რება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრუ-ლებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - შიდა ქარ-თლის პრობაციის ბიუროს თ----- კ-----–-შვილის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - გ------------------------–--------;
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საა-პელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე:
ნ-----–---- მარსაგიშვილი