განაჩენი

სისხლის სამართლის 31.05.2019
საქმის ნომერი
140100118002581015
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
31.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002581015

№1/306-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

“ 27 “ სექტემბერი, 2018 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა

 

მ----ა შოთაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - ო----- ხ--------შვილის,ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი----- გ--------ის,ბრალდებულ კ--- მ------შვილის

 

მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

 

კ--- ა-–--ის-ძე მ------შვილის (დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------, დაოჯახე-ბული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე - ქ--–----–------–------------------------–-----------, ფაქტობრივად მცხოვრები ქ--–--------–-----–-----–-----------------ში) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

2018 წლის 02 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართვე-ლოში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, მ--- გ------–-შ-ვილის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

კ--- მ------შვილი ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2018 წლის 02 ივლისს, 16 საათსა და 50 წუთზე. 2018 წლის 04 ივლისს მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანა-შაულის ჩადენისათვის და გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივლისის გან-ჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენო-ბით, 20 დღის ვადაში შეტანის ვალდებულებით, პატიმრობით უზრუნველყოფით. 2018 წლის 06 ივლისს, გირაოს შეტანის შემდეგ, კ--- მ------შვილი გათავისუფლდა პატიმ-რობიდან.

კ--- მ------შვილს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ბრალდების შესახებ დადგენილებისა და საქმის მასალების მიხედვით, კ--- მ------შვი-ლის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:

 

2018 წლის 02 ივლისს, ღამის საათებში, ქ--–--------–-----–-----–-----------------ში მდე-ბარე მათ საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა კ--- მ------შვილმა, წინა დღეს მომხდარი უთანხმოების გამო მეუღლეს - მ--- გ------–-შვილს მარცხენა თვალში ერთხელ დაარტყა მუშტი, რის შედეგად მ--- გ------–-შვილმა განიცადა ფიზი-კური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.

 

დასკვნითი სიტყვის წარდგენისას სახელმწიფო ბრალმდებელმა ო----- ხ--------შვილმა აღნიშნა, რომ სასამართლოში წარმოდგენილი და წინასასამართლო სხდომაზე მხარეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადგენილი პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტებითა და გარემოებებით, კერძოდ, - დაზარალებულის ჩვენებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით გონივ-რულ ეჭვს მიღმა დასტურდება კ--- მ------შვილისათვის წაყენებული ბრალდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორმა იშუამდგომლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშა-ულის ჩადენაში ბრალდებულ კ--- მ------შვილის დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნა ამ ნორმით გათვალისწინებული სანქციის ფარგ-ლებში, (იხ. 2018 წლის 27 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

კ--- მ------შვილმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ. აღნიშ-ნული გარემოების, ბრალდებულის პიროვნების და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დაზარალებული შეურიგდა ბრალდებულს, არ გააჩნია მის მიმართ პრეტენზია და მისი მხრიდან არ არსებობს მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, დაცვის მხარემ იშუამდგომლა ბრალდებულისათვის ისეთი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავში-რებული არ იქნება მის საზოგადოებისაგან იზოლაციასთან. კერძოდ, ადვოკატმა ი----- გ--------მა იშუამდგომლა კ--- მ------შვილის მიმართ პირობითი სასჯელის გამოყე-ნება, რასაც დაეთანხმა ბრალდებულიც, (იხ. 2018 წლის 27 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ კ--- მ------შ-ვილის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილ და ერთმანეთთან შეთანხმებულ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა მიერ მიჩნეულია კ--- მ-------შვილის ბრალდების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებად, კერძოდ:

- დაზარალებულ მ--- გ------–-შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 8-10);

- მოწმე ი----------–--რის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 20-22);

- მოწმე მ----ა გ------–-შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 3-5);

- მოწმე დ------------–-შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 53-55);

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, (ს.ფ. 24-30);

- საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, (ს.ფ. 32-37);

- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, (ს.ფ. 64-65);

- კ--- მ------შვილის ალკოტესტზე შემოწმების ოქმით, (ს.ფ. 46);

- კ--- მ------შვილის ბრალდებულის სახით დაკავების ოქმით, (ს.ფ. 38-44); რაც სხვა მტკიცებულებებსა და საპროცესო დოკუმენტებთან (იხ. საქმის მასალები) ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს კ--- მ------შვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება კ--- მ------შვილის მიერ მისთვის ინკრიმინირებული დანა-შაულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ, დადგენილია, რომ კ--- მ------შვილმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათ-ვალისწინებული დანაშაული - ოჯახში ძალადობა, ესე იგი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს - ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამ-ნაშავის წარსულ ცხოვრებას.

 

კერძოდ, როგორც ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ კ--- მ------შვილი აღიარებს ჩადენილ დანა-შაულს, მან აგრეთვე ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. კ--- მ------შვილის სასჯელის შემამსუბუქებელ გარემოებად მიჩნეულ ინდა იქნას ის ფაქ-ტიც, რომ დაზარალებული შეურიგდა მას.

 

სასჯელის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნება და წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედების ხასიათი, ძალადობის გამოხატვის ფორმა და სიმძიმე.

 

ერთობლიობაში ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სანქციის (საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე) ფარგლებში კ--- მ------შვილს სასჯელად უნდა დაენიშ-ნოს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით. ამასთანავე, ვინაიდან კ--- მ-------შვილის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, იგი ნასამართლობის არმქონეა და აღიარებს დანაშაულს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მისთვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა - უნდა ჩაითვალოს პირობითად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ კ--- მ------შვილის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყე-ნება სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექ-სის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. კ--- ა-–--ის-ძე მ------შვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების შესაბა-მისად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი;

 

2. კ--- მ------შვილს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრო-ბაში ყოფნის დრო - 2018 წლის 02 ივლისიდან 2018 წლის 06 ივლისის ჩათვლით;

 

3. კ--- მ------შვილს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ა-–-- მ------შვილის (პ/ნ 5----------) და ი----------–--რის (პ/ნ 5----------) სა-ხელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით 66.45.31.269.01.0--------------------–------------------------------------------------–---------------ში, მოეხსნას გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 06 ივლისის №12/23-18 განჩინებით ბრალდებულ კ--- მ------შვილის მიმართ აღკვეთის ღონის-ძიების სახით შერჩეული გირაოს - 2000 (ორი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა;

4. გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულ კ--- მ------შვილის ყოფაქცევის კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმარ-თველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - არასაპა-ტიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორი-ულ ორგანოს - შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს კ--- მ------შვილის საცხოვრე-ბელი ადგილის მიხედვით - ქ--–--------------–-----–----------------;

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიო-ნული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე:

 

ნიკოლოზ მარსაგიშვილი