გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3--------
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 მაისი, 2019 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე-ეკატერინე ჯინჭველაშვილი
სხდომის მდივანი-ლალი მიქელაძე
მოსარჩელე - სსიპ ს----–-–---ო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - ა---------–--------------
მოპასუხე -შპს ,----------------
წარმომადგენელი - ა----------------
დავის საგანი - ს----–-–---ო საკუთრებაში არსებული ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს მოპასუხე- შპს ,------------ოს’’, ს----–-–---ო ბიუჯეტის სასარგებლოდ ს----–-–---ო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს ს----–-–---ო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით ჯამში- 15111(თხუთმეტიათას ასთერთმეტი) ლარი, 2014წლისთვის ჯამში- 12456(თორმეტიათას ოთხასორმოცდათექვსმეტი) ლარი, 2015 წლისთვის ჯამში- 15984(თხუთმეტიათას ცხრასოთხმოცდაოთხი) ლარი, 2016წლისთვის ჯამში- 16728(თექვსმეტიათას შვიდასოცდარვა) ლარი, 2017 წლისთვის ჯამში- 17712(ჩვიდმეტი ათას შვიდასთორმეტი) ლარი და 2018 წლის იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1516(ათას ხუთასთექვსმეტი) ლარის ოდენობით თანხის გადახდა(იხ.სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 3-15).
მოსარჩელის განმარტებით, უძრავი ქონება მდებარე: ქ.თბილისში, ქ-----------–------------ საკადასტრო კოდი: N01.19.33.001.0-- წარმოადგენს ს----–-–---ო საკუთრებას. ს----–-–---ოს საკუთრებაში არსებული უძრავ ქონების ნაწილს, კერძოდ- შენობის N1-ის 1-ლი სართულის 690.46კვ.მეტრი ფართით და მე-2 სართულის 667.43კვ.მეტრი ფართით არამართლზომიერად სარგებლობს და სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებს მოპასუხე შპს „ხ----------ო“. სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ N---------- დასკვნის მიხედვით, ქ.თბილისში, ქ-----------–------------–- მდებარე, N01.19.33.001.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მთლიანი შენობა-ნაგებობა N1-ის პირველ სართულზე განთავსებული 690.46კვ.მეტრი ფართის მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის ღირებულება 2018 წლის იანვრიდან დღემდე შეადგენს - 1049(ათას ორმოცდაცხრა) ლარს, ხოლო მთლიანი შენობა-ნაგებობა N1-ის მეორე სართულზე განთავსებული 667.43 კვ.მეტრი ფართის მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის ღირებულება 2018 წლის იანვრიდან დღემდე შეადგენს - 467(ოთხასსამოცდაშვიდი) ლარს, რაც შეეხება წინა წლების საიჯარო ქირის ოდენობებს: 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით ყოველთვიურად 977(ცხრაასსამოცდაჩვიდმეტი) ლარი, 2014 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით ყოველთვიურად 1038 (ათას ოცდათვრამეტი) ლარი, 2015 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით ყოველთვიურად 1332(ათას სამასოცდათორმეტი) ლარი, 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით ყოველთვიურად 1394(ათას სამასოთხმოცდათოთხმეტი) ლარი, 2017წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით ყოველთვიურად 1476 (ათას ოთხასსამოცდათექვსმეტი) ლარი.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე- შპს „ხ----------ოს“ გაეგზავნა სსიპ ს----–-–---ო ქონების ეროვნული სააგენტოს 20---–-–--------------------------------–-–--------------------------------–-–------------------------- წერილები, რომლითაც ეცნობა, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის ს----–-–---ო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობისათვის ს----–-–---ო ბიუჯეტში უნდა გადაეხადა 2012წლის 17 სექტემბრიდან სარგებლობის საფასური და განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ. მოსარჩელის განმარტებით შპს„ხ----------ოს“ დღემდე არ შეუსრულებია კანონით გათვალისწინებული ვალდებულება.
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე- შპს ,------------ომ’’ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. ამასთან, წარმოდგეილ შესაგებელში მან განმარტა, რომ სადავო შენობის ფართის მხოლოდ პირველი სართულით სარგებლობდა მაგრამ არა 690კვ.მეტრი ფართით, არამედ- 400კვ.მეტრი ფართით, ამასთან აღნიშნულ ქონებას ფლობდა 2017 წლიდან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეში წარმოდგენილი მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ -შპს ,---------------- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2012 წლის 06სექტემბერს დარეგისტრირდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად, რომლის საიდენტიფიკაციო ნომერია-4--------- იურიდიული მისამართი- საქართველო, ქ.თბილისი, ვ---------------–-----------–-----–----–----–---------------------------------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან(ს.ფ. 66-67)
3.1.2. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერებით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ქ-----------–----- მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.19.33.001.0--, დაზუსტებული ფართობი:880.00კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 01.19.33.001.0--, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: მშენებარე I სართული-818.09 კვ.მეტრი, II-სართული-787.73კვ.მეტრი, III- სართული-793.93კვ.მეტრი, IV-სართული-127.17 კვ.მეტრი, 2006 წლის 22 მაისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ს----–-–---ოს სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 11/03/2019(ს.ფ.18-19)
3.1.3. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2----–-–-----------------------------ქსპერტიზის დასკვნის თანახმად დგინდება, რომ ქ.თბილისში, ქ-----------–------------–- მდებარე №01.19.33.001.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მთლიანი შენობა-ნაგებობა №1-ის პირველ სართულზე განთავსებული 690,46 კვ.მეტრი ფართის მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით მთლიან 690.46 კვ.მეტრზე საორიენტაციოდ შეადგენს 677ლარს, 2014 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით მთლიან 690.46 კვ.მეტრზე საორიენტაციოდ შეადგენს 718ლარს, 2015 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით მთლიან 690.46 კვ.მეტრზე 925ლარს, ხოლო 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით მთლიან 690,46კვ.მეტრზე საორიენტაციოდ შეადგენს 967 ლარს, 2017წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით მთლიან 690.46 კვ.მეტრზე საორიენტაციოდ შეადგენს 1022 ლარს, ხოლო 2018 წლის იანვრიდან დღემდე 690.46 კვ.მეტრზე საორიენტაციოდ შეადგენს 1049 ლარს.
ქ.თბილისში, ქ-----------–------------–- მდებარე №01.19.33.001.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მთლიანი შენობა-ნაგებობა №1-ის მეორე სართულზე განთავსებული 667.43 კვ.მეტრი ფართის მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით მთლიან 667.43 კვ.მეტრ-ზე საორიენტაციოდ შეადგენს 300 ლარს, 2014 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით მთლიან 667,43 კვ.მეტრზე საორიენტაციოდ შეადგენს 320 ლარს, 2015 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით მთლიან 667.43კვ.მეტრზე 407 ლარს, ხოლო 2016წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით მთლიან 667,43 კვ.მეტრზე საორიენტაციოდ შეადგენს 427 ლარს, 2017 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით მთლიან 667,43 კვ.მეტრზე საორიენტაციოდ შეადგენს 454 ლარს, ხოლო 2018 წლის იანვრიდან მთლიან 667.43კვ.მეტრზე საორიენტაციოდ 467 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2----–-–--------------------------- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 20-30)
3.1.4. საქმეში წარმოდგენილია 2----–-–----------------- ადგილზე დათვალიერების ოქმი, რომლითაც ირკვევა, რომ ქ.თბილისი, ქ-----------–------------–-- N01.19.33.001.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებით სარგებლობს შპს ,------------ო’’.
საქმეში წარმოდგენილი 2----–-–----------------- ადგილზე დათვალიერების ომით დგინდება, რომ ობიექტზე მდებარე: ქ.თბილისი, ქ-----------–------------ საკადასტრო კოდი: N01.19.33.001.0--, არის უკანონო სარგებლობა და განთავსებულია მოძრავი ნივთები, რომლებიც სავარაუდოდ ეკუთვნის, შპს ,------------ოს“---------------.
საქმეში წარმოდგენილია 2----–-–--------------- ადგილზე დათვალიერების ოქმი, რომლითაც ირკვევა, რომ ქ.თბილისი, ქ-----------–------------–-- N01.19.33.001.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებით სარგებლობს შპს ,------------ო’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2---–-–--------------- ადგილზე დათვალიერების ოქმი, ფოტოსურათები(ს.ფ. 33-39)
-2---–-–---------------ს ადგილზე დათვალიერების ოქმი, ფოტოსურათები(ს.ფ. 40-45)
-2---–-–------------- ადგილზე დათვალიერების ოქმი, ფოტოსურათები(ს.ფ. 46-65)
3.1.5. სსიპ ს----–-–---ო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------------------- წერილით, შპს ,------------ოს“ ეცნობა, რომ ქ.თბილისში, ქ-----------–------------–-(საკ.კოდი: №01.19.33.001.0--) მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენს ს----–-–---ო საკუთრებას, რომლის ნაწილითაც შპს ,------------ო“ სარგებლობს არამართლზომიერად და იყენებს სამეწარმეო საქმიანობისათვის. ,,ს----–-–---ო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის მიხედვით: ს----–-–---ო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონების სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველობის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს ს----–-–---ო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად(საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში ს----–-–---ო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობს მთელი პერიოდისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,------------ოს“ ეცნობა, რომ უზრუნველყოს სამეწარმეო საქმიანობისთვის ს----–-–---ო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს ს----–-–---ო ბიუჯეტში 2017წლის 17 სექტემბრიდან არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისთვის.
სსიპ ს----–-–---ო ქონების ეროვნული სააგენტოს 2-----–-–----------------------- წერილით, შპს ,,------------ოს“ ეცნობა, რომ ქ.თბილისში, ქ-----------–------------–-(საკ.კოდი: №01.19.33.001.0--) მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენს ს----–-–---ო საკუთრებას, რომლის ნაწილითაც(შენობა N1-ის 1 სართულის 690.46კვ.მეტრი და 2სართულის 667.43კვ.მეტრი ფართი) შპს ,------------ოს“ სარგებლობს არამართლზომიერად და იყენებს სამეწარმეო საქმიანობისათვის. ,,ს----–-–---ო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის მიხედვით: ს----–-–---ო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონების სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველობის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს ს----–-–---ო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში ს----–-–---ო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობს მთელი პერიოდისთვის“. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,------------ოს“ ეცნობა, რომ უზრუნველყოს სამეწარმეო საქმიანობისთვის ს----–-–---ო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის გადახდა:
1)შენობა N1 სართულის 690.46 კვ.მეტრი ფართისთვის- 2012წლის 17სექტემბრიდან 2013წლის დეკემბრის ჩათვლით თვეში 677 ლარის, 2014 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით თვეში 718 ლარის, 2015 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით თვეში 925ლარის, 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით თვეში 967 ლარის, 2017 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით თვეში 1022 ლარის, ხოლო 2018 წლის იანვრიდან თვეში1049 ლარის.
2) შენობა N1 მეორე სართულის 667.43კვ.მეტრი ფართისთვის 2012 წლის 17სექტემბრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით თვეში 300 ლარის, 2014 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით თვეში 320 ლარის. 2015 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით თვეში 407 ლარის. 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით თვეში 427ლარის.2017 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით თვეში 454 ლარის, ხოლო 2018წლის იანვრიდან თვეში 467 ლარის ოდენობით საქართველოს ს----–-–---ო ბიუჯეტში არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისთვის.
სსიპ ს----–-–---ო ქონების ეროვნული სააგენტოს 2-----–-–-------------------------- წერილით, შპს ,,------------ოს“ განმეორებით ეცნობა, რომ ქ.თბილისში, ქ-----------–------------–- (საკ.კოდი: №01.19.33.001.0--) მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენს ს----–-–---ო საკუთრებას, რომლის ნაწილითაც(შენობა N1-ის 1 სართულის 690.46კვ.მეტრი და 2 სართულის 667.43 კვ.მეტრი ფართი) შპს ,------------ოს“ სარგებლობს არამართლზომიერად და იყენებს სამეწარმეო საქმიანობისათვის. ,,ს----–-–---ო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის მიხედვით: ს----–-–---ო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონების სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველობის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს ს----–-–---ო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში ს----–-–---ო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობს მთელი პერიოდისთვის“. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,------------ოს“ ეცნობა, რომ წინამდებარე წერილის/შეტყობინების მიღებიდან 20(ოცი) კალენდარული დღის ვადაში, უზრუნველყოს სამეწარმეო საქმიანობისთვის ს----–-–---ო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის გადახდა:
1)შენობა N1 სართულის 690.46 კვ.მეტრი ფართისთვის- 2012 წლის 17სექტემბრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით თვეში 677 ლარის, 2014 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით თვეში 718 ლარის, 2015 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით თვეში 925ლარის, 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით თვეში 967 ლარის. 2017 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით თვეში 1022 ლარის, ხოლო 2018 წლის იანვრიდან თვეში1049 ლარის.
2) შენობა N1 მეორე სართულის 667.43კვ.მეტრი ფართისთვის 2012 წლის 17სექტემბრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით თვეში 300 ლარის, 2014 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით თვეში 320 ლარის, 2015 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით თვეში 407 ლარის. 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით თვეში 427ლარის, 2017 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით თვეში 454 ლარის, ხოლო 2018წლის იანვრიდან თვეში 467 ლარის ოდენობით საქართველოს ს----–-–---ო ბიუჯეტში არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ს----–-–---ო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–-------------------------- წერილი (ს.ფ. 68)
- სსიპ ს----–-–---ო ქონების ეროვნული სააგენტოს 2-----–-–----------------------- წერილი(ს.ფ. 69)
- სსიპ ს----–-–---ო ქონების ეროვნული სააგენტოს 2---–-–-------------------------- წერილი(ს.ფ. 71)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ ს----–-–---ო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ აღძრული სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ- მოპასუხეს- შპს ,------------ოს’’, მოსარჩელე- სსიპ ს----–-–---ო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს ს----–-–---ო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2017წლისთვის ჯამში-17712(ჩვიდმეტიათას შვიდასთორმეტი) ლარის გადახდა, ხოლო 2018წლის იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1516(ათას ხუთასთექვსმეტი) ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,ს----–-–---ო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა)ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
მოცემულ შემთხვევაში სსიპ ს----–-–---ო ქონების ეროვნული სააგენტო წარმოდგენილი სარჩელით ითხოვს მოპასუხეს- შპს ,------------ოს’’, ს----–-–---ო ბიუჯეტის სასარგებლოდ ს----–-–---ო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს ს----–-–---ო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით ჯამში- 15111(თხუთმეტიათას ასთერთმეტი) ლარი, 2014წლისთვის ჯამში- 12456(თორმეტიათას ოთხასორმოცდათექვსმეტი) ლარი, 2015წლისთვის ჯამში- 15984(თხუთმეტიათას ცხრასოთხმოცდაოთხი) ლარი, 2016წლისთვის ჯამში- 16728(თექვსმეტიათას შვიდასოცდარვა) ლარი, 2017 წლისთვის ჯამში- 17712(ჩვიდმეტი ათას შვიდასთორმეტი) ლარი და 2018წლის იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1516(ათას ხუთასთექვსმეტი) ლარის ოდენობით თანხის გადახდა, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მხარე მიუთითებს ,,ს----–-–---ო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონზე.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ,,ს----–-–---ო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს ს----–-–---ო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის 1.6 მუხლის თანახმად, ს----–-–---ო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ს----–-–---ო ქონების ეროვნული სააგენტო(შემდგომ − ქონების სააგენტო).
,,ს----–-–---ო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრულია ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ს----–-–---ო ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ს----–-–---ო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის ს----–-–---ო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ ს----–-–---ო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით. ამავე მუხლის 12 პუნქტის თანახმად, ს----–-–---ო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში ქონების სარგებლობაში გამცემისთვის დაბრუნებამდე გადაიხადოს ს----–-–---ო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური და უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლა-პატრონობა, ხოლო 13 პუნქტის თანახმად კი, ს----–-–---ო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს ს----–-–---ო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად(საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში ს----–-–---ოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,------------ო’’ წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად ქ.თბილისი, ქ-----------–----- მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.19.33.001.0--, დაზუსტებული ფართობი: 880.00კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 01.19.33.001.0--, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: მშენებარე I სართული-818.09კვ.მეტრი, II-სართული-787.73კვ.მეტრი, III- სართული-793.93კვ.მეტრი, IV-სართული-127.17კვ.მეტრი, 2006წლის 22 მაისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ს----–-–---ოს სახელზე.
საქმეში წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2-----–-–--------------------------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დგინდება, რომ ქ.თბილისში, ქ-----------–------------–- მდებარე №01.19.33.001.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მთლიანი შენობა-ნაგებობა №1-ის პირველ სართულზე განთავსებული 690,46კვ.მეტრი ფართის მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით მთლიან 690.46 კვ.მეტრზე საორიენტაციოდ შეადგენს 677ლარს, 2014 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით მთლიან 690.46 კვ.მეტრზე საორიენტაციოდ შეადგენს 718ლარს, 2015წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით მთლიან 690.46 კვ.მეტრზე 925ლარს, ხოლო 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით მთლიან 690,46კვ.მეტრზე საორიენტაციოდ შეადგენს 967 ლარს, 2017 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით მთლიან 690.46 კვ.მეტრზე საორიენტაციოდ შედაგენს 1022 ლარს, ხოლო 2018 წლის იანვრიდან დღემდე 690.46 კვ.მეტრზე საორიენტაციოდ შეადგენს 1049ლარს.
ქ.თბილისში, ქ-----------–------------–- მდებარე №01.19.33.001.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მთლიანი შენობა-ნაგებობა №1-ის მეორე სართულზე განთავსებული 667.43 კვ.მეტრი ფართის მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით მთლიან 667.43 კვ.მეტრზე საორიენტაციოდ შეადგენს 300 ლარს, 2014 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით მთლიან 667,43 კვ.მეტრზე საორიენტაციოდ შეადგენს 320 ლარს, 2015 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით მთლიან 667.43 კვ.მეტრზე 407 ლარს, ხოლო 2016წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით მთლიან 667,43 კვ.მეტრზე საორიენტაციოდ შეადგენს 427ლარს, 2017წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით მთლიან 667,43კვ.მეტრზე საორიენტაციოდ შეადგენს 454 ლარს, ხოლო 2018 წლის იანვრიდან მთლიან 667.43 კვ.მეტრზე საორიენტაციოდ 467 ლარს.
საქმეში ასევე წარმოდგენილია 2----–-–-----------------, 2018 წლის 19 დეკმებრის, 2019წლის 12 მარტის ადგილზე დათვალიერების ოქმები, რომლითაც ირკვევა, რომ ქ.თბილისი, ქ-----------–------------–-- N01.19.33.001.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებით სარგებლობს შპს ,------------ო’’.
სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს მოპასუხე-შპს ,------------ოს’’ მიერ შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებულ განმარტებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ უძრავი ქონებით სარგებლობს 2017წლიდან. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი სხვა ისეთი სახის დამატებითი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ შპს ,------------ო’’ აღნიშნული უძრავი ქონებით სარგებლობდა მანამდეც, კერძოდ- 2012წლის 17სექტემბრიდან 2017წლამდე პერიოდშიც.
ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ ს----–-–---ო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნა ს----–-–---ო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2012წლის 17 სექტემბრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით ჯამში- 15111(თხუთმეტიათას ასთერთმეტი) ლარის, 2014წლისთვის ჯამში- 12456(თორმეტიათას ოთხასორმოცდათექვსმეტი) ლარის, 2015 წლისთვის ჯამში- 15984(თხუთმეტიათას ცხრასოთხმოცდაოთხი) ლარის, 2016წლისთვის ჯამში- 16728(თექვსმეტიათას შვიდასოცდარვა) ლარის ს----–-–---ო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხე-შპს ,------------ოზე’’ დაკისრების თაობაზე არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე მუხლის მეორე ნაწილით თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან, ხოლო ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა(მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა შპს ,------------ოს’’ მხრიდან 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2017 წლამდე პერიოდში სამეწარმეო საქმიანობისათვის ს----–-–---ო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტი, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნული პერიოდის ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება სსიპ ს----–-–---ო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნას დარჩენილ ნაწილში,- სასამართლო ითვალისწინებს იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელე მხარეს ქ.თბილისში, ქ-----------–------------–- მდებარე N01.19.33.001.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების(შენობა-ნაგებობა N1- 1სართული, ფართი: 690.46კვ.მეტრი და მე-2 სართული, ფართი: 667,443 კვ.მეტრი) შპს,------------ოს’’ მიერ სარგებლობის დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილი აქვს მხოლოდ 2017წლის 07 ნოემბრის, 2----–-–-----------------, 2019წლის 12 მარტის ადგილზე დათვალიერების ოქმები და ფოტომასალა, სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს თავად მოპასუხე მხარის-შპს ,------------ოს’’ განმარტებაზე იმის თაობაზე, რომ ფართით სარგებლობდა 2017 წლიდან და აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე-შპს ,------------ოს’’ მიერ ს----–-–---ოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით(მდებარე: ქ.თბილისი, ქ-----------–------------ მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N01.19.33.001.0--) არამართლზომიერად სარგებლობა მოიცავს 2017 წლის პერიოდს და უძრავი ქონებით სარგებლობა გრძელდება დღეის მდგომარებითაც. ხოლო რაც შეეხება მოპასუხე მხარის განმარტებას იმის თაობაზე, რომ იგი სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებდა ქ.თბილისი, ქ-----------–------------–- მდებარე უძრავი ქონების პირველ სართულზე მდებარე არა 690კვ.მეტრ ფართს, არამედ 400 კვ.მეტრს ფართს,- სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, რამეთუ აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ მოპასუხე მხარის მიერ ზეპირი ფორმით გაკეთებულ განმარტებას, რაც საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით არ დასტურდება.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ ს----–-–---ო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს-შპს ,------------ოს’’, მოსარჩელე- სსიპ ს----–-–---ო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ს----–-–---ო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2017წლისთვის ჯამში-17712(ჩვიდმეტიათას შვიდასთორმეტი) ლარის გადახდა, ხოლო 2018წლის იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1516(ათას ხუთასთექვსმეტი) ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და ს----–-–---ო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია ს----–-–---ო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს ს----–-–---ო.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე- სსიპ ს----–-–---ო ქონების ეროვნული სააგენტო, ,,ს----–-–---ო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად გათავისუფლებული არის ს----–-–---ო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად მის მიერ სარჩელზე ს----–-–---ო ბაჟი გადახდილი არ არის. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის თანახმად, სარჩელზე ს----–-–---ო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა – არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით, ხოლო ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, უვადო ან სამუდამო(გარდაცვალებამდე) გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა – სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით. მოცემულ შემთხვევაში როგორც აღინიშნა მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეს- შპს,------------ოს’’, ს----–-–---ო ბიუჯეტის სასარგებლოდ ს----–-–---ო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს ს----–-–---ო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2013წლის დეკემბრის ჩათვლით ჯამში- 15111(თხუთმეტიათას ასთერთმეტი) ლარი, 2014წლისთვის ჯამში- 12456(თორმეტიათას ოთხასორმოცდათექვსმეტი) ლარი, 2015წლისთვის ჯამში- 15984(თხუთმეტიათას ცხრასოთხმოცდაოთხი) ლარი, 2016წლისთვის ჯამში- 16728(თექვსმეტიათას შვიდასოცდარვა) ლარი, 2017 წლისთვის ჯამში- 17712(ჩვიდმეტი ათას შვიდასთორმეტი) ლარი და 2018 წლის იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1516(ათას ხუთასთექვსმეტი) ლარის ოდენობით თანხის გადახდა, ხოლო სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს-შპს ,------------ოს’’, მოსარჩელე- სსიპ ს----–-–---ო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ს----–-–---ო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2017წლისთვის ჯამში-17712(შვიდმეტიათას შვიდასთორმეტი) ლარის გადახდა, ხოლო 2018წლის იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1516(ათას ხუთასთექვსმეტი) ლარის გადახდა.
ამდენად, აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს- შპს ,------------ოს’’, ს----–-–---ო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ს----–-–---ო ბაჟის გადახდა სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად-1077,12(ათას სამოცდაჩვიდმეტი ლარი და თორმეტი თეთრი) ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 13-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 41-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სსიპ ს----–-–---ო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეს -შპს ,------------ოს’’, მოსარჩელე- სსიპ ს----–-–---ო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს ს----–-–---ო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2017წლისთვის ჯამში-17712(ჩვიდმეტიათას შვიდასთორმეტი) ლარის გადახდა, ხოლო 2018წლის იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1516(ათას ხუთასთექვსმეტი) ლარის გადახდა.
3. მოპასუხე- შპს ,------------ოს’’, ს----–-–---ო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს ს----–-–---ო ბაჟის გადახდა 1077,12(ათას სამოცდაჩვიდმეტი ლარი და თორმეტი თეთრი) ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი