გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3--------
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 მაისი, 2019 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე-ეკატერინე ჯინჭველაშვილი
სხდომის მდივანი-ლალი მიქელაძე
მოსარჩელე- სს ,,-------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–---------
წარმომადგენელი- ა---------–---------------------------–-–---–-
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ლ-–------------
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2----–-–--------–-------------- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და ,,ანაზღაურებაზე უარის’’ და ,,სადავო’’ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრი N--------------------------- ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება შესაბამისი მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-13).
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 20--–-–------------------------ გადაწყვეტილება ,----------------------------------------–--------–---------------------------------–--–-------------–-–---------------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-13).
მოსარჩელის განმარტებით, საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21თებერვლის №36-ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის(შემდგომში ,,პროგრამა") ფარგლებში სს ,--------------------–----------------------–--------–---------------------------------–-–------–----შემდგომში ,,ცენტრი’’ ან ,,მოსარჩელე’’) შესაბამისი სამედიცინო მომსახურებები გაეწიათ პროგრამის ბენეფიციარებს. მომსახურების გაწევა განხორციელდა პროგრამით გათვალისწინებული პირობების და სამედიცინო შემთხვევების მართვისათვის დადგენილი სტანდარტების და პროცედურების შესაბამისად, რის სანაცვლოდაც ცენტრს უნდა მიეღო პროგრამით გათვალისწინებული ანაზღაურება. მიუხედავად ამისა, განმახორციელებელმა არ დააფინანსა განსახილველი სამედიცინო შემთხვევები/ეპიზოდები. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ განმახორციელებლის გადაწყვეტილებების დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ არის უსაფუძვლო ქვემოთ მოყვანილი გარემოებების გამო, რაც უნდა გაუქმდეს და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილებები, რომლითაც ცენტრს აუნაზღაურდება გაწეული სამედიცინო შემთხვევების/ეპიზოდების ღირებულება სრულად. კერძოდ,-პაციენტები: ი----------–-–---–-------------------–----------------------------–---–------------------–----------------------------------------------------–-----------------------------–----------------------–-------------------–----------------------------------–---------------------------------------------–-----------------------------------------------–-------------------------------–---------------------–-------------------------------------------------–---------------------------------------------------------------------–--------–---–-------------------–-----------------------------------------------------–----------------–--–------–------------------------–----------------------------–-–---–-------------------–------------ 2018წლის თებერვლის თვეში მკურნალობდნენ სს,--------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–---------- კლინიკაში გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში შემდეგი დიაგნოზით: გულის მწვავე უკმარისობა 50.1 – I დონის ინტენსიური მკურნალობა. შესრულებული სამუშაოს მართვის სამმართველოს სპეციალისტი არ აფინანსებს ინტენსიურ პალატაში მკურნალობის ხარჯებს და მიიჩნევს, რომ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით Iდონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა არ დასტურდება და ზემოაღნიშნულ შემთხვევებს მიენიჭა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“, რასაც საფუძვლად უდევს ის, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ თერაპიულ პალატაში მკურნალობის ეპიზოდი, რასაც საფუძვლად უდევს საქართველოს მთავრობის 2013წლის 21 თებერვლის 36-ე დადგენილების, დანართი 1, მე-15 მუხლის მე–2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი: „წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს“.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სააგენტოს გადაწყვეტილებები არის დაუსაბუთებელი, სააგენტომ არ იხელმძღვანელა აღნიშნული ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობის ნორმებით, რის გამოც, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2---–-–---------------–-- ცნობით(სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) დგინდება, რომ პაციენტი- ი----------–-–---–ი(დაბადებული 11.07.1--- წელი, 2018 წლის 29 იანვარს მოათავსეს სს---------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------–-’’. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი(ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადებები, გართულებები) არასტაბილური სტენოკარდია120.0 არტერიული ჰიპერტენზიაII(ESH-ESC) I10 მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება(ზომიერი)134.0 გულის მწვავე უკმარისობა150.1გულის ქრონიკული უკმარისობაIl(NYHA)150.0. მოკლე ანამნეზი: პაციენტს ანამნეზში აღენიშნება არტერიული ჰიპერტენზია, გულის ქრონიკული უკმარისობის მოვლენები, რეგულარულად იღებს ჰიპოტენზიურ მედიკამენტებს. ბოლო ორი თვეა გაღრმავდა გულის უკმარისობის მოვლენები, გამოიხატა ქვემო კიდურების შეშუპება, აღენიშნა ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაში, მოხრჩობის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება, დისკომფორტის და სიმძიმის შეგრძნება გულმკერდის არეში, ირადიაციით მარცხენა ხელში და მხარში, რის გამოც ახლობლების მიერ მიყვანილ იქნა კლინიკაში, ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები: FXDEIA ექოკარდიოგრაფია-გულის ულტრაბგერითი გამოკვლევა მიმდინარეობდა ცუდი ექო სარკმლის პირობებში, რომლის დროსაც სახეზეა მიოკარდის ზომიერი ჰიპერტროფია და გულის რემოდელირების კონცენტრული ჰიპერტროფიის ტიპი, მარცხენა წინაგულის მსუბუქი დილატაციითა და გლობალური კუმშვადობის მსუბუქი დაქვეითებით(EF 47%), სახეზეა დიასტოლური დისფუნქცია, რელაქსაციის დარღვევით, მარჯვენა ღრუების ზომები უახლოვდება ნორმის ზედა საზღვრებს. აორტის კედლები და სარქვლოვანი აპარატი კალციფიცირების ელფერითაა, მნიშვნელოვანი ჰემოდინამიკური ცვლილებების გარეშე. ატრიო-ვენტრიკულური სარქვლის კარედები გამკვრივებულია, მიტრალურ სარქველზე დაოფრდა რეგურგიტაციული ნაკადი (+1+1,5+4-დან). ქვემო ღრუ ვენა 2,0 სმ, კოლაბირებს 50%, ქვემო ღრუ ვენის, მუცლის აორტის, ფილტვის ღეროსა და ფილტვის არტერიის სარქვლის ლოცირება და შეფასება ცუდი ვიზუალიზაციის პირობებში ვერ მოხერხდა. ხილული სეპტალური დეფექტები არ ლოცირდება პერიკარდის ღრუში თავისუფალი სითხე არ დაფიქსირებულა. JXDE3A მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა PADE6D ბრაქიოცეფალური არტერიების გამოკვლევა(ექსტრაკრანიალური) BL.6 სისხლის საერთო ანალიზი სრული CG.7 კოაგულოგრამა (შედ. დრო, APTT PT დრო, PT ინდექსი, INR, TT, Fibr) BL.9,3 კრეატინინის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში G(CREA) BL.14 გაზებისა და ელექტროლიტების კონცენტრაციის განსაზღვრა (PH,PCO2, PO2, Na+, K+, Ca+) ZYZX90 კარდიოლოგის კონსულტაცია FXF000 ელექტროკარდიოგრაფია UR.7, შარდის საერთო ანალიზი BL.7.8 ტროპონინი I კონცენტრაციის განსაზღვრა GDDATA გულმკერდის რენტგენოგრაფია(ერთი პროექცია) BL.12.1 გლიკემიის კონტროლი. ჩატარებული მკურნალობა: ER–ში კლინიკური დაკვირვება და მეთვალყურეობა ZYZX80; ოქსიგენაცია WAA721; კარდიომონიტორინგი WAA891; პერიფერიული ვენის კათეტერის შეყვანა PHXA39; ინტრავენური ინფუზია ZXXX20; ინტენსიური თერაპია WAA899 ლან-30, ფუროსემიდი, ჰეპარინი, მულტი ფრაქსიპარინი, კარდიოფორსი, კაპტი, პლავიქსი, კალიუმის ქლორიდი, ნიტრო, მონოსანი,კვადრიპინი, მაგნიუმის სულფატი, ქალმი, ეგილოკი, ნატრიუმის ქლორიდი, რატიზოლი. პაციენტის მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: მდგომარეობა დასტაბილურდა, შემცირდა ჰაერის უკმარისობა, ქოშინი, გაიზარდა ტოლერანტობა ფიზიკური დატვირთვისადმი, სტენოკარდიული ტკივილი არ განმეორებულა. ობ: P-70, T/A-130/70mmHg, Cor ტონები მოყრუებული, სისტოლური შუილი მწვერვალზე, Pulmo- ქვედა წილებში შესუსტებული სუნთქვის ფონზე ერთეული სველი ხიხინი. R-21–22, SPO2-96-95% ოქსიგენაციის გარეშე.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2---–-–---–---------------–------------------–-------------------------------------------–---------------------–---–-(დაბადებული 02.05.1--- წელი, 2018 წლის 30 იანვარს მოათავსეს სს---------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------–-’’. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: (ძირითადი დაავადება: დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი(ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადებები, გართულებები) გულის მწვავე უკმარისობა (I50.1 მიტრალური ჰიპერტენზია III(ESC/ESH) I 10 გულის ქრონიკული უკმარისობა III(NYHA) I50.0 იტრალური სარქვლის ნაკლოვანება 1 34.0 რიკუსპიდული სარქვლის ნაკლოვანება 136,1 ულმონური ჰიპერტენზია I 27.0, სტრასისტოლური არითმია I49). მოკლე ანამნეზი: ავადმყოფი უჩიოდა ჰაერის უკმარისობას, სუნთქვის გაძნელებას, ქოშინს ადვილად დაღლას მცირე ფიზიკურ დატვირთვაზე, ძლიერ საერთო სისუსტეს, შარდის რაოდენობის შემცირებას, ქვემო კიდურების შეშუპებას, ანამნეზში აღნიშნავს გულის უკმარისობის მოვლენებს, პაციენტის მდგომარეობა ბოლო პერიოდი გაუარესდა, გაღრმავდა ჰაერის უკმარისობის მოვლენები, ქოშინი, სხვა ზ/ა ჩივილები, მდგომარეობა გამწვავდა მაღალი არტერიული წნევის ფონზე. დინამიკაში ჩივილების ინტენსივობამ იმატა, გამოიხატა ორთოპნოე, ტაქიპნოეს მოვლენები, მდგომარეობის გამწვავების გამო, პაციენტმა ახლობლების დახმარებით მიმართა კლინიკას. ამბულატორიულ პირობებში მკურნალობა უტარდება არარეგულარულად, სიმპტომურად. ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები: GDDA1A გულმკერდის რენტგენოგრაფია BL.6 სისხლის საერთო ანალიზი სრული CG,7 კოაგულოგრამა BL,14 გაზებისა და ელექტროლიტების კონცენტრაციის განსაზღვრა BL.9.3 კრეატინინის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში ZYZX90 კარდიოლოგის კონსულტაცია FXFO00 ელექტროკარდიოგრაფია JXDE3A მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა UR7 შარდის საერთო ანალიზი CG.4.2,6 D-დიმერის კონცენტრაციის განსაზღვრა BL.7.8.ტროპინინი I კონცენტრაციის განსაზღვრა FXDE1A ექოკარდიოგრაფია მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია, სისტოლური ფუნქციის დაქვეითება,პარკუჭთაშუა ძგიდის პარადოქსალური მოძრაობა, მიტრალური და სამკარედა სარქველებისა უკმარისობა პერიკარდიუმის ღრუში გამონაჟონი 1,1 სმ, EF-42%; PASP - 32,2 mm Hg. პაციენტის მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: დამაკმაყოფილებელი, გაუმჯობესებული მოიხსნა გულის უკმარისობის მოვლენები, ობ: T/A-110/70mmHgP-75 რითმული, საშუალო ავსების და დაჭიმულობის, R–18–19 SPO2-97% Cor–ტონები მოყრუებული, სისტოლური შუილი გულის ყველა მოსასმენ წერტილში Pulmones–ერთეული სველი ხიხინი ქვემო წილებში, მუცელი–რბილი, უმტკივნეულო, ღვიძლი სცილდება 6/რკალს 2 სმ–ით, ელენთა არ ისინჯება.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2---–-–--------------–---–---------------–------------------–-------------------------------------------–--------------------------(დაბადებული 26.09.1---–-ლი, 2018 წლის 13 თებერვალს მოათავსეს სს ,--------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------–-’’. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი(ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადებები, გართულებები) გულის მწვავე უკმარისობა (50.1 არტერიული ჰიპერტენზია III(ESC/ESH) I 10 გულის ქრონიკული უკმარისობა III(NYHA) I 50.0 მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება I 34.0 ტრიკუსპიდული სარქვლის ნაკლოვანება I 36.1. მოკლე ანამნეზი: ავადმყოფი უჩიოდა ჰაერის უკმარისობას, სუნთქვის გაძნელებას, ქოშინს ადვილად დაღლას მცირე ფიზიკურ დატვირთვაზე, ძლიერ საერთო სისუსტეს, შარდის რაოდენობის შემცირებას, ქვემო კიდურების შეშუპებას, ანამნეზში აღნიშნავს არტერიული წნევის მაღალ ციფრებს. გულის უკმარისობის მოვლენებს, პაციენტის მდგომარეობა ბოლო პერიოდია(გაუარესდა. გაღრმავდა ჰაერის უკმარისობის მოვლენები, მდგომარეობა გამწვავდა მაღალი არტერიული წნევის ფონზე, დინამიკაში ჩივილების ინტენსივობამ იმატა, გამოიხატა ორთოპნოე, ტაქიპნოეს მოვლენები, მდგომარეობის გამწვავების გამო, პაციენტმა ახლობლების დახმარებით მომართა კლინიკას, ამბულატორიულ პირობებში მკურნალობა არ უტარდება. ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები: FXDE1A ექოკარდიოგრაფია დასკვნა: მიტრალური სარქველთან I-II ხარისხის რეგურგიტაცია, ტრიკუსპიდული სარქველთან II ხარისხის რეგურგიტაცია, მიოკარდიუმის კუმშვადი ფუნქცია EF-43%, PASP 31,0mmHg; სეპტალურ-აპიკალური ჰიპოკინეზია, მარცხენა პარკუჭი ჰიპერტროფირებულია, სისტოლური ფუნქციის დაქვეითება, მიტრალური სარქვლის უკმარისობა, ტრიკუსპიდული სარქვლის უკმარისობა, ფილტვის არტერიაში წნევა მომატებული GDDATA გულმკერდის რენტგენოგრაფია jXDE3A მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა BL.6 სისხლის საერთო ანალიზი სრული CG.7 კოაგულოგრამა BL.93 კრეატინინის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში BL.14 გაზებისა და ელექტროლიტების კონცენტრაციის განსაზღვრა ZY7X90 კარდიოლოგის კონსულტაცია FXF000 ელექტროკარდიოგრაფია. ჩატარებული მკურნალობა: ER–ში კლინიკური დაკვირვება და მეთვალყურეობა ZYZX80; ოქსიგენაცია WAA721; კარდიომონიტორინგი WAA891; პერიფერიული ვენის კათეტერის შეყვანა PIXA39; ინტრავენური ინფუზია ZXXX20; ინტენსიური თერაპია WAA899 ფუროსემიდი, კაპტი, ნიტრომინტი, კვადრიპინი, მონოსანი, დილოქსი, პანანგინი, ატარაქსი, რატიზოლი. ფრაქსიპარინი, ლან-30. მაალოქსი. კორსიზი ბაუზოლი. მდგომარეობა სტაციონარში გაგზავნისას: მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: დამაკმაყოფილებელი, გაუმჯობესებული მოიხსნა გულის უკმარისობის მოვლენები, ობ: T/A-125/75mmHg P-66 რითმული, საშუალო ავსების და დაჭიმულობის, R-19- SPO2 97%–98% Cor–ტონები მოყრუებული, სისტოლური შუილი გულის ყველა მოსასმენ წერტილში Pulmones–ერთეული სველი ჯაიხინი ქვემო წილებში. მუცელი-რბილი, უმტკივნეულო, ღვიძლი სცილდება ნ/რკალს 3 სმ–ით, ელენთა არ ისინჯება.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 20--–-–---------------–---–---------------–------------------–-------------------------------------------–---------------------–---ი(დაბადებული 12.09.1---–--–-- 2018 წლის 06 თებერვალს მოათავსეს სს---------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------–-’’. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი(ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადებები, გართულებები) გულის მწვავე უკმარისობა I 50.1 არტერიული ჰიპერტენზია III (ESC/ESH) 10 მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება 1 34.0 ტრიკუსპიდული სარქვლის ნაკლოვანება I 36.1 გულის ქრონიკული უკმარისობა III (NYHA) 1 50.0 . მოკლე ანამნეზი: ავადმყოფი უჩიოდა ჰაერის უკმარისობას, სუნთქვის გაძნელებას, ქოშინს, მოხრჩობის შეგრძნებას, გულისფრიალს, არტერიული წნევის მაღალ ციფრებს, ქვემო კიდურების შეშუპებას, შარდის რაოდენობის შემცირებას. მდგომარეობა გამწვავდა ემოციური დატვირთვის და მაღალი არტერიული ფონზე, რის გამო ავადმყოფი მოთავსდა კლინიკაში. ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები:(FXF000) ეკგ შემოსვლისას(01.03.2018წ. 12:00): წინაგულთა ციმციმი და თრთოლვა. ჩატარებული მკურნალობა: ბისოპროლოლი 5მგ ტაბ(რიზოპროლი), დერმოვეიტი მალამო 0,05% 25გრ ტუბი, ესპუმიზანი 40მგ, ვეროშპირონი 50 მგ- (Spironolactone), ზეფექსალი 180მგ, კალი-ნორმინი 500მგ, კაპტოპრილი 25მგ, კარდიომაგნილი 75 მგ - (comb. drug (Magnesium Hydro, კლოდიფენი 75მგ 3მლ, ლაზიქსი ამპ 1% 2მლ, მიგ 400 400მგ - (Ibuprofen ), მილდრონატი _10% 5მლ, ნატრიუმის ქლორიდი 0.9%-500მლ, ომნიკი, პანანგინი 400მგ/452მგ 10მლComb.drug (Magnesium asp, პრენესა 4 მგ (Perindopril), სუპრანორმი A 20მგ/მლ 1მლ ამპ, ულცეტიდი ტაბლეტები ნაწლავში ხსნადი 40მგ, ფუროსემიდი 40მგ(Furosemide), ქსარელტო 20 მგ - (rivaroxaban). ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები: DDAIA გულმკერდის რენტგენოგრაფია (ერთი პროექცია) BL.6 სისხლის საერთო ანალიზი სრული CG.7 კოაგულოგრამა (შედ. დრო, APTT, PT დრო, PT ინდექსი, INR, TT, Fibr) BL.12.1 გლუკოზის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში BL.9.3 კრეატინინის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში BL.14 გაზებისა და ელექტროლიტების კონცენტრაციის განსაზღვრა (PH,PCO2,PO2, Na+, K+, Ca+) ZYZX90 კარდიოლოგის კონსულტაცია FXF000 ელექტროკარდიოგრაფია FXDE1A ექოკარდიოგრაფია - გულის ღრუები, მაგისტრალური სისხლძარღვები ნორმალური ზომებისაა. მსუბუქად დილატირებულია მარჯვენა პარკუჭი.ტრივიალური მიტრალური და ტრიკუსპიდული ნაკლოვანება +1/+4დან.აორტული სარქველი ინტაქტური გლობალური სისტოლური ფუნქცია დაქვეითებულია ზომიერად გ.ფ.-43%.ძგიდეებზე ხილული დეფექტები არ აღინიშნება.პერიკარდიუმის ღრუში თავისუფალი სითხე არ ლოცირდება, [XDE3A მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა. ჩატარებული მკურნალობა: ER-ში კლინიკური დაკვირვება და მეთვალყურეობა ZyZX80; ოქსიგენაცია WAA721; კარდიომონიტორინგი WAA891; პერიფერიული ვენის კათეტერის შეყვანა PHXA39; ინტრავენური ინფუზია ZXXX20; ინტენსიური თერაპია WAA899 ლან-30, პანანგინი, ფუროსემიდი, ფრაქსიპარინი, ატარაქსი, კაპტი, კვადრიპინი, მაგნიუმის სულფატი, რატიზოლი, მაალოქსი, დილოქსი, ზანტაკი, ბაუზოლი, მონოსანი, ნიტრომინტი, აეროზოლი. მდგომარეობა სტაციონალიდან გაწერისას: P-72, რითმული, T/A -120/80 mm.Hg.Cor--ტონები მოყრუებული, შუილი გულის ყველა მოსასმენ წერტილში SP02 -96%, R-18. Pulmones- ქვედა მოისმინება ერთეული სველი ხიხინი. მუცელი რბილი, უმტკივნეულო. ელენთა არ ისინჯება.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2---–-–---------------–---–---------------–------------------–-------------------------------------------–----------–---------------ე(დაბადებული 05.08.1---–--–-- 2018 წლის 19 თებერვალს მოათავსეს სს---------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------–-’’. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი(ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადებები, გართულებები) გულის მწვავე უკმარისობა I 50.1 არტერიული ჰიპერტენზია III (ESC/ESH) 10 მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება 1 34.0 ტრიკუსპიდული სარქვლის ნაკლოვანება 1 36.1 გულის ქრონიკული უკმარისობა III (NYHA) I 50.0 მოკლე ანამნეზი: ავადმყოფი უჩიოდა ჰაერის უკმარისობას, სუნთქვის გაძნელებას, ქოშინს, მოხრჩობის შეგრძნებას, გულისფრიალს, არტერიული წნევის მაღალ ციფრებს, ქვემო კიდურების შეშუპებას, შარდის რაოდენობის შემცირებას, ორთოპნოეს, მდგომარეობა გამწვავდა ემოციური დატვირთვის და მაღალი არტერიული ჭის ფონზე, რის გამო ავადმყოფი მოთავსდა კლინიკაში. ჩატარებული მკურნალობა: ER–ში კლინიკური დაკვირვება და მეთვალყურეობა ZYZX80; ოქსიგენაცია WAA721; კარდიომონიტორინგი WAA891; პერიფერიული ვენის კათეტერის შეყვანა PHXA39; ინტრავენური ინფუზია ZXXX20; ინტენსიური თერაპია WAA899 პანანგინი ფუროსემიდი ფრაქსიპარინი ატარაქსი კარდიო ფორსი კაპტი კვადრიპინი რატიზოლი მაალოქსი ნიტრომინტი აეროზოლი ბაუზოლი მონოსანი დილოქსი. მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: კმაყოფილებელი, ობ : P-72, რითმული, T/A -120/80 mm.Hg.Cor-ტონები მიყრუებული, სისტოლური შუილი გულის ყველა მოსასმენ წერტილში SP02 –96%, R-18. almones- ქვედა წილებში მოისმინება ერთეული სველი ხიხინი, მუცელი რბილი, უმტკივნეულო. ღვიძლი სცილდება ნ/რკალს 2 სმ-ით, ელენთა არ ისინჯება.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2018წლის 13 თებერვლის ცნობით(სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) დგინდება, რომ პაციენტი- ბ-----------(დაბადებული 03.08.1--- წელი, 2018 წლის 10 თებერვალს მოათავსეს სს---------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------–-’’. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი(ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადებები, გართულებები) გულის მწვავე უკმარისობა 150.1 არტერიული ჰიპერტენზია III(ESC/ESH) 110 გულის ქრონიკული უკმარისობა III (1HA) 1 50.0 მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება 1 34.0 ტრი კუპიდული სარქვლის ნაკლოვანება 1 36.1 ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი C L 18.2 10. მოკლე ანამნეზი: ავადმყოფი უჩიოდა ჰაერის უკმარისობას, სუნთქვის გაძნელებას, ქოშინს ადვილად დაღლას მცირე ფიზიკურ დატვირთვაზე, ძლიერ საერთო სისუსტეს, ბოყინს, გულისრევას, ანამნეზში აღენიშნავს გულის უკმარისობის მოვლენებს, დიაგნოსტირებულია ვირუსული ჰეპატიტი C, პაციენტის მდგომარეობა ბოლო პერიოდია გაუარესდა, გაღრმავდა ჰაერის უკმარისობის მოვლენები, მდგომარეობა გამწვავდა მაღალი არტერიული წნევის ფონზე, დინამიკაში ჩივილების ინტენსივობამ იმატა, გამოიხატა ორთოპნოე, მდგომარეობის გამწვავების გამო, პაციენტმა ახლობლების დახმარებით მიმართეს კლინიკას. ბინაზე მკურნალობა უტარდება არარეგულარულად, სიმპტომურად. ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები: GDDATA გულმკერდის რენტგენოგრაფია FXDE1A ექოკარდიოგრაფია EF - გულის ღრუები მაგისტრალური სისხლძარღვები ნორმალური ზომებისაა.ზომიერი ხარისხის ნაკლოვანება მიტრალური და ტრიკუსპიდული სარქვლების. აორტა ინტაქტური.გლობალური სისტოლურეი ფუნქცია ზომიერად დაქვეითებულია გ.ფ. –42%. კუმშვადობის რეგიონული დარღვევები არ აღინიშნება.პერიკარდიუმის ღრუში სითხე არ ლოცირდება. JXDE3A მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა BL.6 სისხლის საერთო ანალიზი სრული CG,7 კოაგულოგრამა BL.9.3 კრეატინინის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში BL.14 გაზებისა და ელექტროლიტების კონცენტრაციის განსაზღვრა ZYZX90 კარდიოლოგის კონსულტაცია FXFO00 ელექტროკარდიოგრაფია UR.7 შარდის საერთო ანალიზი ALP (BL.11); ALTL (BL.11.2.2); AST (BL.11.2.1);BIL-D (BL.10.1.2); II –T (BL.10.1.1); GGT (BL.11.2.3 ZYZX90 გასტროენტეროლოგის კონსულტაცია. მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: დამაკმაყოფილებელი, გაუმჯობესებული მოიხსნა გულის უკმარისობის მოვლენები, ობ: T/A-110/70mmHg P–68' რითმული, საშუალო ავსების და დაჭიმულობის, R–18–19 SPO2-97% Cor–ტონები მოყრუებული, სისტოლური შუილი გულის ყველა მოსასმენ წერტილში Pulmoney-ერთეული სველი ხიხინი ქვემო წილებში. მუცელი-რბილი, უმტკივნეულო, ღვიძლი და ელენთა არ ისინჯება.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 201-–-–---------------–---–---------------–------------------–-------------------------------------------–---------------------(დაბადებული 04.12.1----–--–-, 2018 წლის 10 თებერვალს მოათავსეს სს---------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------–-’’. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი (ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადებები, გართულებები) გულის მწვავე უკმარისობა (50.1 არტერიული ჰიპერტენზია III (15SC/ESH) I 10 გულის ქრონიკული უკმარისობა lll (NYHA) 150.2) მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება 34.0 ტრიკუსპიდული სარქვლის ნაკლოვანება 1 36, 1 აორტის ხვრელის სტენოზი 1 35. 0 ყაბზობა K 59.0 10. მოკლე ანამნეზი: ავადმყოფი უჩიოდა ჰაერის უკმარისობას, სუნთქვის გაძნელებას, ქოშინს ადვილად დაღლას ყურების შეშუპებას, ანამნეზში აღნიშნავს არტერიული წნევის მაღალ ციფრებს, გულის უკმარისობის მოვლენებს, პაციენტის მდგომარეობა ბოლო პერიოდია გაუარესდა, გაღრმავდა ჰაერის უკმარისობის მოვლენები, მდგომარეობა გამწვავდა მაღალი არტერიული წნევის ფონზე. დინამიკაში ჩივილების ინტენსივობამ იმატა. გამოიხატა ორთოპნოე, ტაქიპნოეს მოვლენები, რის გამოც, პაციენტი ახლობლების მიერ მიყვანილ იქნა კლინიკაში, ბინაზე მკურნალობას არ იტარებს. ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები: GID2A1A გულმკერდის რენტგენოგრაფია JXDE3A მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა BL.,6 სისხლის საერთო ანალიზი სრული CG.7 კოაგულოგრამა BL.93 კრეატინინის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში BL:14 გაზებისა დ ელექტროლიტების კონცენტრაციის განსაზღვრა ZY7X90 კარდიოლოგის კონსულტაციაXF000 ელექტროკარდიოგრაფია HR.3.6-თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონის კონცენტრაციის განსაზღვრა MB.9 კომბინირებული ტესტი XDE1A ექოკარდიოგრაფია გულის ღრუები მაგისტრალური სისხლძარღვები ნორმალური ზომებისაა ზომიერი ხარისხის ნაკლოვანება მიტრალური და ტრიკუსპიდული სარქვლების მსუბუქი აორტული რეგურგიტაცია +1/+4დან.გლობალური სისტოლურეი ფუნქცია ზომიერად დაქვეითებულია,გ.ფ.-42%. დიასტოლური დისფუნქცია 1 ტიპის. პერიკარდიუმის ღრუში სითხე არ ლოცირდება, CR7 შარდის საერთო ანალიზი ZYZX90 გასტროენტეროლოგის კონსულტაცია :\ILIP BL.11), ALTL (B1. L 2.2); AST (BI.11 2.1); BIL- I) (IBL.10.1.2);IBIL ST (BL.10.1.1); GGT (BL 11.2.3) მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: დამაკმაყოფილებელი, გაუმჯობესებული მოიხსნა გულის უკმარისობის მოვლენები, ობ: T/A-115/75mm-lg P-70' რითმული. საშუალო ავსების და დაჭიმულობის, R-18-19 SPO2-97% Cor–ტონები მოყრუებული, სისტოლური შუილი გულის ყველა მოსასმენ წერტილში Pulmones–ერთეული სველი ხიხინი ქვემო წილებში, მუცელი-რბილი, უმტკივნეულო, ღვიძლი და ელენთა არ ისინჯება.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2---–-–---------------–---–---------------–------------------–-------------------------------------------–-----------------------–---(დაბადებული 10.04.1---–--–-- 2018წლის 29 იანვარს მოათავსეს სს---------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------–-’’. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი(ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადებები, გართულებები) გულის მწვავე უკმარისობა I 50,1 არტერიული ჰიპერტენზია III (ESC/ESH) 100 გულის ქრონიკული უკმარისობა III (NYHA) 1 50.0 მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება 134,0 ტრიკუსპიდული სარქვლის ნაკლოვანება 1 361 ჰიპერტენზული ენცეფალოპატია 67.4. მოკლე ანამნეზი: ავადმყოფი უჩიოდა ჰაერის უკმარისობას, სუნთქვის გაძნელებას, ქოშინს ადვილად დაღლას მცირე ფიზიკურ დატვირთვაზე. ძლიერ საერთო სისუსტეს, შარდის რაოდენობის შემცირებას, ქვემოკუდურების შეშუპებას, თავის ტკივილს, თავბრუსხვევას ანამნიზში აღნიშნავს წნევის მაღალ ციფრებს. გულის უკმარისობის მოვლენებს პაციენტის მდგომარეობა ბოლო პერიოდი გაუარესდა. გაღრმავდა ჰაერის უკმარისობის მოვლენები, ინტენსივობამ იმატა, გამწვავდა მაღალი არტერიული წნევის ფონზე. დინამიკაში ჩივილების ინტენსივობამ გამოიხატა ორთოპნოე. მდგომარეობის გამწვავების გამო, პაციენტმა ახლობლები დახმარებით მიმართეს კლინიკას. მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: დამაკმაყოფილებელი, გაუმჯობესებული.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2---–-–---------------–---–---------------–------------------–-------------------------------------------–------------–---------–---–-(დაბადებული 24.05.1-----–--–-- 2018 წლის 15 თებერვალს მოათავსეს სს---------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------–-’’. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი(ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადებები, გართულებები) არტერიული ჰიპერტენზია III (ESH/ESCJI10 არასტაბილური სტენოკარდია (20.0 მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება 134.0 ტრიკუსპიდული სარქვლის ნაკლოვანება(36.1 გულის მწვავე უკმარისობა (50.1 გულის ქრონიკული უკმარისობა II ფკ.(NYHA)150 დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილი G44.2. მოკლე ანამნეზი: პაციენტს ანამნეზში აღენიშნება არტერიული ჰიპერტენზია, (T/A max 200/100mmHg. ბოლო ერთი თვეა გაღრმავდა გულის უკმარისობის მოვლენები, მოიმატა ქვემო კიდურების შეშუპებამ. კლინიკაში შესვლამდე რამდენიმე საათით ადრე მაღალი წნევის ფონზე აღენიშნა ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაში, მოხრჩობის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება, დისკომფორტის შეგრძნება გულმკერდის არეში, რის გამოც ახლობლების მიერ მოყვანილი იქნა კლინიკაში. ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები: GDDATA გულმკერდის რენტგენოგრაფია (ერთი პროექცია) [XDE3A მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა FXDE1A ექოკარდიოგრაფია–მარცხენა პარკუჭი ჰიპერტროფირებული გულის კამერები არ არის გადიდებული, სისტოლური ფუნქცია შედარებით დაქვეითებული,EF-48% მიტრალური და სამკარიანი სარქვლის მცირე უკმარისობა,გულის კედლების ექოგენობა ოდნავ დაქვეითებული, აორტის ათეროსკლეროზული ცვლილებები მსუბუქად გამოხატული, პერიკარდიუმში გამონაჟონი არ გამოვლენილა, BL.6 სისხლის საერთო ანალიზი სრული CG.7 კოაგულოგრამა(შედ. დრო, APTT, PT დრო, PT ინდექსი, INR, TT, Fibr) BL.9.3 კრეატინინის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში G (CREA) BL.14 გაზებისა და ელექტროლიტების კონცენტრაციის განსაზღვრა (PH, PCO2,PO2 Na+, K+, Ca+) BL 13 ლიპიდური სპექტრი ZYZX90 კარდიოლოგის კონსულტაცია FXF000 ელექტროკარდიოგრაფია ZYZX90 ნევროლოგის კონსულტაცია BL.7 8 ტროპონინი I კონცენტრაციის განსაზღვრა UR,7 შარდის საერთო ანალიზი B12.1გლიკემიის კონტროლი. ჩატარებული მკურნალობა: ER-ში კლინიკური დაკვირვება და მეთვალყურეობა ZyZX80; ოქსიგენაცია WAA721; კარდიომონიტორინგი WAA891; პერიფერიული ვენის კათეტერის შეყვანა PHXA39; ინტრავენური ინფუზია ZXXX20; სტაციონარული მკურნალობა ZYZA00ლან-30, ფუროსემიდი, ჰეპარინი, მულტი ფრაქსიპარინი, ატარაქსი, კარდიო ფორსი. კალიუმის ქლორიდი, კვადრიპინი, რატიზოლი, ვეროშპირონი, ნიტრომინტი აეროზოლი, ნატრი ქლორი, პრიმოლი, ნიტრო.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 20--–-–---------------–---–---------------–------------------–-------------------------------------------–---------------------------(დაბადებული 21.06.1---–--–-- 2018წლის 02 თებერვალს მოათავსეს სს---------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------–-’’. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი(ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადებები, გართულებები) გულის მწვავე უკმარისობა 1 501 არტერიული ჰიპერტენზია III (ESC/ESH) 10 მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება I 34.0 ტრიკუსპიდული სარქვლის ნაკლოვანება I 36.1 გულის ქრონიკული უკმარისობა III (NYHA) 1 50.0 ჰიდროპერიკარდიუმი I 31.3 130.4 : ალერგიული რინიტი, დაუზუსტებელი ჰიპერტენზიული ენცეფალოპათია I 67.4 სიმსუქნე I bE 66. მოკლე ანამნეზი: ავადმყოფი უჩიოდა ჰაერის უკმარისობას, სუნთქვის გაძნელებას, ქოშინს, მოხრჩობის შეგრძნებას, გულისფრიალს, არტერიული წნევის მაღალ ციფრებს, ქვემო კიდურების შეშუპებას, შარდის რაოდენობის შემცირებას, ორთოპნოეს, თავის ტკივილს, თავბრუხვევას, ცხვირით სუნთქვის გაძნელებას, თხიერი გამონადენის არსებობას, რამდენიმე წელია აღინიშნება არტერიული წნევის მაღალი ციფრები, გულის უკმარისობის სიმპტომები, ამბულატორიულ პირობებში მკურნალობა არ უტარდება. მდგომარეობა გამწვავდა ემოციური დატვირთვის და მაღალი არტერიული წნევის ფონზე, რის გამოც ავადმყოფი მოთავსდა კლინიკაში. მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: დამაკმაყოფილებელი, P-72, რითმული, T/A -120/80 mm.Hg.Cor-ტონები მოყრუებული, სისტოლური შუილი გულის ყველა მოსასმენ წერტილში SPO2 –96%, R-18. Pulmones- ქვედა წილებში მოისმინება ერთეული სველი ხიხინი, მუცელი რბილი, უმტკივნეულო. ღვიძლი, ელენთა არ ისინჯება.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2---–-–---------------–---–---------------–------------------–-------------------------------------------–--------–--–-------–-----(დაბადებული 05.03.1---–--–-- 2018წლის 17 თებერვალს მოათავსეს სს---------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------–-’’. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი(ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადებები, გართულებები) გულის მწვავე უკმარისობა(50.1 არტერიული ჰიპერტენზია III(ESC/ESH) I 10 გულის ქრონიკული უკმარისობა III (NYHA) I 50.0 მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება 1 34.0 აორტის სარქვლის ნაკლოვანება 1 35.1 ტრიკუსპიდული სარქვლის ნაკლოვანება I 36.1 პულმონური ჰიპერტენზია 1 27. მოკლე ანამნეზი ავადმყოფი უჩიოდა ჰაერის უკმარისობას, სუნთქვის გაძნელებას, ქოშინს ადვილად დაღლას მცირე ფიზიკურ დატვირთვაზე, ძლიერ საერთო სისუსტეს, შარდის რაოდენობის შემცირებას, ქვემო კიდურების შეშუპებას, ანამნეზში აღნიშნავს გულის უკმარისობის მოვლენებს, პაციენტის მდგომარეობა ბოლო პერიოდია კაუარესდა, გაღრმავდა ჰაერის უკმარისობის მოვლენები, ქოშინი, სხვა ზ/ა ჩივილები, მდგომარეობა გამწვავდა მაღალი არტერიული წნევის ფონზე, დინამიკაში ჩივილების ინტენსივობამ იმატა, გამოიხატა ორთოპნოე, მდგომარეობის გამწვავების გამო, პაციენტმა ახლობლების დახმარებით მიმართეს კლინიკას. ამბულატორიულ პირობებში მკურნალობა არ უტარდება. ჩატარებული მკურნალობა: ER-ში კლინიკური დაკვირვება და მეთვალყურეობა ZYZX80; ოქსიგენაცია WAA721; კარდიომონიტორინგი WAA891; პერიფერიული ვენის კათეტერის შეყვანა PHXA39; ინტრავენური ინფუზია ZXXX20; ინტენსიური თერაპია WAA899 მაგნიუმის სულფატი, ფუროსემიდი, კაპტი, კვარიპინი, მონოსანი, დილოქსი, პანანგინი, რატიზოლი, ფრაქსიპარინი, ატარაქსი, ბაუზოლი, მაალოქსი. მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: დამაკმაყოფილებელი, გაუმჯობესებული მოიხსნა გულის უკმარისობის მოვლენები, ობ: T/A-115/75mmHg P–68' რითმული, საშუალო ავსების და დაჭიმულობის, R-18-19 SPO2-97% Cor–ტონები მოყრუებული, სისტოლური შუილი გულის ყველა მოსასმენ წერტილში Pulmones–ერთეული სველი ხიხინი ქვემო წილებში, მუცელი–რბილი, უმტკივნეულო, ღვიძლი და ელენთა არ ისინჯება.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2---–-–---------------–---–---------------–------------------–-------------------------------------------–-------------------–-–---–--დაბადებული 03.08.1---–-ლი, 2018 წლის 29იანვარს მოათავსეს სს---------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------–-’’. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი(ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადებები, გართულებები) გულის მწვავე უკმარისობა (50.1 არტერიული ჰიპერტენზია III (ESC/ESH) I 10 გულის ქრონიკული უკმარისობა III (NYHA) I50.0 სარქვლის ნაკლოვანება I 34.0 სარქვლის ნაკლოვანება 1 36.1 აორტის სარქვლის ნაკლოვანება 1 35,1. მოკლე ანამნეზი: პაციენტის მდგომარეობა ბოლო პერიოდია გაუარესდა, გაღრმავდა ჰაერის უკმარისობის მოვლენები, ქოშინი, სხვა ზ/ა ჩივილები, მდგომარეობა გამწვავდა მაღალი არტერიული წნევის ფონზე. დინამიკაში ჩივილების ინტენსივობამ იმატა, გამოიხატა ორთოპნოე, ტაქიპნოეს მოვლენები, მდგომარეობის გამწვავების გამო, პაციენტმა ახლობლების დახმარებით მიმართა კლინიკას. ამბულატორიულ პირობებში მკურნალობა არ უტარდება. მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: დამაკმაყოფილებელი. გაუმჯობესებული მოიხსნა გულის უკმარისობის მოვლენები, ობ; T/A-110/70mmHgP–68 რითმული, საშუალო ავსების და დაჭიმულობის, R–19–20' SPO2-97% Cor–ტონები მოყრუებული, სისტოლური შუილი გულის ყველა მოსასმენ წერტილში Pulmones–ერთეული სველი ხიხინი ქვემო წილებში. მუცელი–რბილი, უმტკივნეულო, ღვიძლი სცილდება 6/რკალს 2 სმ–ით, ელენთა არ ისინჯება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2---–-–---------------–-- ცნობა №IV-100/ა (ს.ფ.83-85)
-ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2----–-–---------------–ის ცნობა №IV-100/ა (ს.ფ. 86-87)
-ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2----–-–---------------–-ს ცნობა №IV-100/ა (ს.ფ. 89-91)
-ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 20---–-–---------------–-ს ცნობა №IV-100/ა (ს.ფ. 92-93)
-ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2----–-–----------------–ის ცნობა №IV-100/ა (ს.ფ. 94-96)
-ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2----–-–---------------–ის ცნობა №IV-100/ა (ს.ფ. 97-99)
-ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2----–-–---------------–ის ცნობა №IV-100/ა (ს.ფ. 100-102)
-ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2----–-–---------------–ის ცნობა №IV-100/ა (ს.ფ. 103-105)
-ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2----–-–---------------–ის ცნობა №IV-100/ა (ს.ფ. 106-108)
-ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2----–-–---------------–-ს ცნობა №IV-100/ა (ს.ფ. 109-11)
-ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2----–-–---------------–ის ცნობა №IV-100/ა(ს.ფ. 112-114)
-ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2----–-–---------------–ის ცნობა №IV-100 (ს.ფ. 115-117)
3.1.2. სს ,,--------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–--------’’ N---------------------------,,ანაზღაურებაზე უარის’’ და ,,სადავო’’ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრის ჩანაწერით დგინდება, რომ წარდგენილ შემთხვევათა ნომრებს: N------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ შემთხვევის ტიპი - გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, განესაზღვრათ სტატუსი - ,,არ ანაზღაურდება’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს ,--------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–---------- N---------------------------,,ანაზღაურებაზე უარის’’ და ,,სადავო’’ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრის ჩანაწერი (ს.ფ. 16-17)
3.1.3. საქმეში წარმოდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2----–-–---------–-------------- გადაწყვეტილებით დგინდება, რომ დანართის სახით, სს,,კ.-----------------–----------------------–--------–---------------------------------–--–--------- გადაეგზავნა იმ სამედიცინო შემთხვევების რეესტრი, რომლებზეც საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, გამოვლინდა შემდეგი გარემოებები: ლ--------–-–---–-------------------------------–-–---–--------------------------------–---–-----------------------------------------------------------------------–--------------------------–-----------------------------------------------------------------------------------------------------------------–-----------------------------------------------------------------------------------------------–--------–---–-------------------------------------------------------------–--–------–-------------------------------------–-–---–------------------ არიან საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებთა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილებით(შემდგომში „დადგენილება’’) დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით დანართი 1.1-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლენი. პაციენტები სს ,--------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------–-'' 2018 წლის თებერვლის თვეში მკურნალობდნენ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების კომპონენტის ფარგლებში. სამედიცინო შემთხვევები მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებულია 1 დონის ინტენსიური მკურნალობა მოვლის კოდით დიაგნოზით 120.0 გიდ არასტაბილური სტენოკარდია და 150.1 გულის მწვავე უკმარისობა. ინსპექტირების ეტაპზე სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლისა და დამატებითი მოკვლევის შედეგად მიჩნეული იქნა, რომ შემთხვევების შესახებ მოწოდებული ინფორმაცია არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების კომპონენტის პირობებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სამედიცინო შემთხვევებს: N---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ საქართველოს მთავრობის N36 დადგენილების მე-2 თავის მე-15 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2----–-–---------–-------------- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ(ს.ფ. 14-15)
3.1.4. 2------–-–-----------------------------------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–--------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოცილური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 20---–-–----------–--------------- გადაწყვეტილება.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 20--–-–------------------------ გადაწყვეტილებით სს,--------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–--------“ 2018წლის 22აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივარი(სააგენტოში რეგისტრირებული 22.08.2---–-–----------- არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს ,--------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–--------“ 2018 წლის 22 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივარი(ს.ფ. 18-20)
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2----–-–--------------------–-------–------------------ ,--------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–--------“ 2018წლის 22 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ (ს.ფ. 64-66)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც სხდომაზე მონაწილე მხარეთა განმარტებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სს ,,კ-----------------–----------------------–--------–---------------------------------–--–---------’ მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ,- სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2----–-–--------–-------------- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ(,,ანაზღაურებაზე უარის’’ და ,,სადავო’’ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრი N---------------------------) და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სს ,--------------------–-----------------------–---------–---------------------------------–--–---------- მიმართ გადაწვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 20--–-–------------------------ გადაწყვეტილება ,,ს--------------------------------------–--------–---------------------------------–--–--------------–-–--------------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’,- ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 20--–-–---------–-------------- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ(,,ანაზღაურებაზე უარის’’ და ,,სადავო’’ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრი N---------------------------) და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2----–-–------------------------ გადაწყვეტილება ,-----------------------------------------–--------–---------------------------------–--–--------------–-–--------------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების პირველი მუხლის მიხედვით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის(შემდგომში – პროგრამა) მიზანია: ა)საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ; ა.ა)პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ)ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ)მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ)ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ)ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.
ამავე დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს(შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში ტექსტსა და დანართებში – განმახორციელებელი). ამავე დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებებს წარმოადგენენ: ა)პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება; ბ)სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო(შემდგომში – რეგულირების სააგენტო), ხოლო ამავე დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე დადგენილების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონიტორინგი ხორციელდება პროგრამის განმახორციელებლის მიერ შერჩევის პრინციპით.
,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36-ე დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.3-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან: ა) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“, მათთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს; ა.ბ) 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახები, რომლებიც განსახლებულ იქნენ სახელმწიფოს ან სხვა იურიდიული პირების მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ ადგილებში; ა.გ)საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებების, დედათა და ბავშვთა თავშესაფრებისა და სათემო ორგანიზაციების ბენეფიციარები; ა.დ)საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ–ადამიანით ვაჭრობის(ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ტერიტორიულ ერთეულებში(ფილიალებში): ა.დ.ა) ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში, ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში მცხოვრები ბენეფიციარები; ა.დ.ბ) დასაქმებული უფროსი აღმზრდელები და აღმზრდელები; ა.ე) რეინტეგრაციაში ან მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები, რომელთა გამოც ოჯახები იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან შვილობილად აყვანის(მინდობით აღზრდის) ანაზღაურებას; ა.ვ) სახალხო არტისტები, სახალხო მხატვრები და რუსთაველის პრემიის ლაურეატები; ა.ზ) ამ დადგენილების მე-4 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები; ა.თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები ოჯახები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული სიის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ პაციენტები - ლ--------–-–---–--------------–-–---–----------------–---–--------------------------------------–---------–---------------------------------------------------------------–--------------------------------------------–--------–---–-------------------------–--–------–--------------------–-–---–- წარმოადგენენ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის 36-ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის დანართი №1.3-ის მეორე პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე პირებს.
6.3. ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ აღნიშნული პირობის დარღვევა გახდა მოსარჩელისთვის ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2----–-–----------–-------------- გადაწყვეტილებით დგინდება, რომ დანართის სახით, სს,,კ.-----------------–----------------------–--------–---------------------------------–--–--------- გადაეგზავნა იმ სამედიცინო შემთხვევების რეესტრი, რომლებზეც საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, გამოვლინდა შემდეგი გარემოებები: ლ--------–-–---–-------------------------------–-–---–---------------------------------–---–-----------------------------------------------------------------------–--------------------------–------------------------------------------------------------------------------------------------------------------–----------------------------------------------------------------------------------------------–--------–---–------------------------------------------------------------–--–------–-------------------------------------–-–---–----------------- არიან საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებთა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილებით(შემდგომში „დადგენილება’’) დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით დანართი 1.1. ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლენი. პაციენტები სს---------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------–- 2018 წლის თებერვლის თვეში მკურნალობდნენ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების კომპონენტის ფარგლებში.სამედიცინო შემთხვევები მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებულია 1 დონის ინტენსიური მკურნალობა მოვლის კოდით დიაგნოზით 120.0 გიდ არასტაბილური სტენოკარდია და 150.1 გულის მწვავე უკმარისობა. ინსპექტირების ეტაპზე სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლისა და დამატებითი მოკვლევის შედეგად მიჩნეულ იქნა, რომ შემთხვევების შესახებ მოწოდებული ინფორმაცია არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების კომპონენტის პირობებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სამედიცინო შემთხვევებს: N---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი- „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ .
,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-10 მუხლის 21.1 მუხლის თანახმად, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში(ფორმა №IV-100/ა), მოქმედი კანონმდებლობის(,,ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანება) მოთხოვნათა გათვალისწინებით, დიაგნოზი ფორმირებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორის(ICD-10) შესაბამისად. ასევე, სავალდებულოა პროცედურების(ჩარევების) კოდების მითითება ,,სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისას სამედიცინო კლასიფიკატორების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 12 აპრილის №92/ნ ბრძანების მიხედვით.
საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2---–-–---------------–-- ცნობით(სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) დგინდება, რომ პაციენტი- ი----------–-–---–ი(დაბადებული 11.07.1--- წელი, 2018 წლის 29 იანვარს მოათავსეს სს---------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------–-’’. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი(ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადებები, გართულებები) არასტაბილური სტენოკარდია120.0 არტერიული ჰიპერტენზიაII(ESH-ESC) I10 მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება(ზომიერი)134.0 გულის მწვავე უკმარისობა150.1გულის ქრონიკული უკმარისობაIl(NYHA)150.0. მოკლე ანამნეზი: პაციენტს ანამნეზში აღენიშნება არტერიული ჰიპერტენზია, გულის ქრონიკული უკმარისობის მოვლენები, რეგულარულად იღებს ჰიპოტენზიურ მედიკამენტებს. ბოლო ორი თვეა გაღრმავდა გულის უკმარისობის მოვლენები, გამოიხატა ქვემო კიდურების შეშუპება, აღენიშნა ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაში, მოხრჩობის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება, დისკომფორტის და სიმძიმის შეგრძნება გულმკერდის არეში, ირადიაციით მარცხენა ხელში და მხარში, რის გამოც ახლობლების მიერ მიყვანილ იქნა კლინიკაში, ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები: FXDEIA ექოკარდიოგრაფია-გულის ულტრაბგერითი გამოკვლევა მიმდინარეობდა ცუდი ექო სარკმლის პირობებში, რომლის დროსაც სახეზეა მიოკარდის ზომიერი ჰიპერტროფია და გულის რემოდელირების კონცენტრული ჰიპერტროფიის ტიპი, მარცხენა წინაგულის მსუბუქი დილატაციითა და გლობალური კუმშვადობის მსუბუქი დაქვეითებით (EF 47%), სახეზეა დიასტოლური დისფუნქცია, რელაქსაციის დარღვევით, მარჯვენა ღრუების ზომები უახლოვდება ნორმის ზედა საზღვრებს. აორტის კედლები და სარქვლოვანი აპარატი კალციფიცირების ელფერითაა, მნიშვნელოვანი ჰემოდინამიკური ცვლილებების გარეშე. ატრიო-ვენტრიკულური სარქვლის კარედები გამკვრივებულია, მიტრალურ სარქველზე დაოფრდა რეგურგიტაციული ნაკადი (+1+1,5+4-დან). ქვემო ღრუ ვენა 2,0 სმ, კოლაბირებს 50%, ქვემო ღრუ ვენის, მუცლის აორტის, ფილტვის ღეროსა და ფილტვის არტერიის სარქვლის ლოცირება და შეფასება ცუდი ვიზუალიზაციის პირობებში ვერ მოხერხდა. ხილული სეპტალური დეფექტები არ ლოცირდება პერიკარდის ღრუში თავისუფალი სითხე არ დაფიქსირებულა. JXDE3A მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა PADE6D ბრაქიოცეფალური არტერიების გამოკვლევა(ექსტრაკრანიალური) BL.6 სისხლის საერთო ანალიზი სრული CG.7 კოაგულოგრამა (შედ. დრო, APTT PT დრო, PT ინდექსი, INR, TT, Fibr) BL.9,3 კრეატინინის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში G(CREA) BL.14 გაზებისა და ელექტროლიტების კონცენტრაციის განსაზღვრა (PH,PCO2, PO2, Na+, K+, Ca+) ZYZX90 კარდიოლოგის კონსულტაცია FXF000 ელექტროკარდიოგრაფია UR.7, შარდის საერთო ანალიზი BL.7.8 ტროპონინი I კონცენტრაციის განსაზღვრა GDDATA გულმკერდის რენტგენოგრაფია(ერთი პროექცია) BL.12.1 გლიკემიის კონტროლი. ჩატარებული მკურნალობა: ER–ში კლინიკური დაკვირვება და მეთვალყურეობა ZYZX80; ოქსიგენაცია WAA721; კარდიომონიტორინგი WAA891; პერიფერიული ვენის კათეტერის შეყვანა PHXA39; ინტრავენური ინფუზია ZXXX20; ინტენსიური თერაპია WAA899 ლან-30, ფუროსემიდი, ჰეპარინი, მულტი ფრაქსიპარინი, კარდიოფორსი, კაპტი, პლავიქსი, კალიუმის ქლორიდი, ნიტრო, მონოსანი,კვადრიპინი, მაგნიუმის სულფატი, ქალმი, ეგილოკი, ნატრიუმის ქლორიდი, რატიზოლი. პაციენტის მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: მდგომარეობა დასტაბილურდა, შემცირდა ჰაერის უკმარისობა, ქოშინი, გაიზარდა ტოლერანტობა ფიზიკური დატვირთვისადმი, სტენოკარდიული ტკივილი არ განმეორებულა. ობ: P-70, T/A-130/70mmHg, Cor ტონები მოყრუებული, სისტოლური შუილი მწვერვალზე, Pulmo- ქვედა წილებში შესუსტებული სუნთქვის ფონზე ერთეული სველი ხიხინი. R-21–22, SPO2-96-95% ოქსიგენაციის გარეშე.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2---–-–---–---------------–------------------–-------------------------------------------–---------------------–---–- (დაბადებული 02.05.1---წელი, 2018წლის 30 იანვარს მოათავსეს სს ,--------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------–-’’. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: (ძირითადი დაავადება: დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი(ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადებები, გართულებები) გულის მწვავე უკმარისობა (I50.1 მიტრალური ჰიპერტენზია III (ESC/ESH) I 10 გულის ქრონიკული უკმარისობა III(NYHA) I50.0 იტრალური სარქვლის ნაკლოვანება 1 34.0 რიკუსპიდული სარქვლის ნაკლოვანება 136,1 ულმონური ჰიპერტენზია I 27.0, სტრასისტოლური არითმია I49). მოკლე ანამნეზი: ავადმყოფი უჩიოდა ჰაერის უკმარისობას, სუნთქვის გაძნელებას, ქოშინს ადვილად დაღლას მცირე ფიზიკურ დატვირთვაზე, ძლიერ საერთო სისუსტეს, შარდის რაოდენობის შემცირებას, ქვემო კიდურების შეშუპებას, ანამნეზში აღნიშნავს გულის უკმარისობის მოვლენებს, პაციენტის მდგომარეობა ბოლო პერიოდი გაუარესდა, გაღრმავდა ჰაერის უკმარისობის მოვლენები, ქოშინი, სხვა ზ/ა ჩივილები, მდგომარეობა გამწვავდა მაღალი არტერიული წნევის ფონზე. დინამიკაში ჩივილების ინტენსივობამ იმატა, გამოიხატა ორთოპნოე, ტაქიპნოეს მოვლენები, მდგომარეობის გამწვავების გამო, პაციენტმა ახლობლების დახმარებით მიმართა კლინიკას. ამბულატორიულ პირობებში მკურნალობა უტარდება არარეგულარულად, სიმპტომურად. ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები: GDDA1A გულმკერდის რენტგენოგრაფია BL.6 სისხლის საერთო ანალიზი სრული CG,7 კოაგულოგრამა BL,14 გაზებისა და ელექტროლიტების კონცენტრაციის განსაზღვრა BL.9.3 კრეატინინის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში ZYZX90 კარდიოლოგის კონსულტაცია FXFO00 ელექტროკარდიოგრაფია JXDE3A მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა UR7 შარდის საერთო ანალიზი CG.4.2,6 D-დიმერის კონცენტრაციის განსაზღვრა BL.7.8.ტროპინინი I კონცენტრაციის განსაზღვრა FXDE1A ექოკარდიოგრაფია მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია, სისტოლური ფუნქციის დაქვეითება,პარკუჭთაშუა ძგიდის პარადოქსალური მოძრაობა, მიტრალური და სამკარედა სარქველებისა უკმარისობა პერიკარდიუმის ღრუში გამონაჟონი 1,1 სმ, EF-42%; PASP - 32,2 mm Hg. პაციენტის მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: დამაკმაყოფილებელი, გაუმჯობესებული მოიხსნა გულის უკმარისობის მოვლენები, ობ: T/A-110/70mmHgP-75 რითმული, საშუალო ავსების და დაჭიმულობის, R–18–19 SPO2-97% Cor–ტონები მოყრუებული, სისტოლური შუილი გულის ყველა მოსასმენ წერტილში Pulmones–ერთეული სველი ხიხინი ქვემო წილებში, მუცელი–რბილი, უმტკივნეულო, ღვიძლი სცილდება 6/რკალს 2 სმ–ით, ელენთა არ ისინჯება.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2---–-–----------------–---–---------------–------------------–---------------------- დგინდება, რომ პაციენტი-ზ----------------ი(დაბადებული 26.09.1---–-ლი, 2018 წლის 13 თებერვალს მოათავსეს სს---------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------–-’’. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი(ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადებები, გართულებები) გულის მწვავე უკმარისობა (50.1 არტერიული ჰიპერტენზია III (ESC/ESH) I 10 გულის ქრონიკული უკმარისობა III(NYHA) I 50.0 მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება I 34.0 ტრიკუსპიდული სარქვლის ნაკლოვანება I 36.1. მოკლე ანამნეზი: ავადმყოფი უჩიოდა ჰაერის უკმარისობას, სუნთქვის გაძნელებას, ქოშინს ადვილად დაღლას მცირე ფიზიკურ დატვირთვაზე, ძლიერ საერთო სისუსტეს, შარდის რაოდენობის შემცირებას, ქვემო კიდურების შეშუპებას, ანამნეზში აღნიშნავს არტერიული წნევის მაღალ ციფრებს. გულის უკმარისობის მოვლენებს, პაციენტის მდგომარეობა ბოლო პერიოდია(გაუარესდა. გაღრმავდა ჰაერის უკმარისობის მოვლენები, მდგომარეობა გამწვავდა მაღალი არტერიული წნევის ფონზე, დინამიკაში ჩივილების ინტენსივობამ იმატა, გამოიხატა ორთოპნოე, ტაქიპნოეს მოვლენები, მდგომარეობის გამწვავების გამო, პაციენტმა ახლობლების დახმარებით მომართა კლინიკას, ამბულატორიულ პირობებში მკურნალობა არ უტარდება. ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები: FXDE1A ექოკარდიოგრაფია დასკვნა: მიტრალური სარქველთან I-II ხარისხის რეგურგიტაცია, ტრიკუსპიდული სარქველთან II ხარისხის რეგურგიტაცია, მიოკარდიუმის კუმშვადი ფუნქცია EF-43%, PASP 31,0mmHg; სეპტალურ-აპიკალური ჰიპოკინეზია, მარცხენა პარკუჭი ჰიპერტროფირებულია, სისტოლური ფუნქციის დაქვეითება, მიტრალური სარქვლის უკმარისობა, ტრიკუსპიდული სარქვლის უკმარისობა, ფილტვის არტერიაში წნევა მომატებული GDDATA გულმკერდის რენტგენოგრაფია jXDE3A მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა BL.6 სისხლის საერთო ანალიზი სრული CG.7 კოაგულოგრამა BL.93 კრეატინინის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში BL.14 გაზებისა და ელექტროლიტების კონცენტრაციის განსაზღვრა ZY7X90 კარდიოლოგის კონსულტაცია FXF000 ელექტროკარდიოგრაფია. ჩატარებული მკურნალობა: ER–ში კლინიკური დაკვირვება და მეთვალყურეობა ZYZX80; ოქსიგენაცია WAA721; კარდიომონიტორინგი WAA891; პერიფერიული ვენის კათეტერის შეყვანა PIXA39; ინტრავენური ინფუზია ZXXX20; ინტენსიური თერაპია WAA899 ფუროსემიდი, კაპტი, ნიტრომინტი, კვადრიპინი, მონოსანი, დილოქსი, პანანგინი, ატარაქსი, რატიზოლი. ფრაქსიპარინი, ლან-30. მაალოქსი. კორსიზი ბაუზოლი. მდგომარეობა სტაციონარში გაგზავნისას: მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: დამაკმაყოფილებელი, გაუმჯობესებული მოიხსნა გულის უკმარისობის მოვლენები, ობ: T/A-125/75mmHg P-66 რითმული, საშუალო ავსების და დაჭიმულობის, R-19- SPO2 97%–98% Cor–ტონები მოყრუებული, სისტოლური შუილი გულის ყველა მოსასმენ წერტილში Pulmones–ერთეული სველი ჯაიხინი ქვემო წილებში. მუცელი-რბილი, უმტკივნეულო, ღვიძლი სცილდება ნ/რკალს 3 სმ–ით, ელენთა არ ისინჯება.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 20---–-–---------------–-ს ც---------------–------------------–-------------------------------------------–---------------------–---ი(დაბადებული 12.09.1----–--–-- 2018 წლის 06 თებერვალს მოათავსეს სს---------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------–-’’. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი(ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადებები, გართულებები) გულის მწვავე უკმარისობა I 50.1 არტერიული ჰიპერტენზია III (ESC/ESH) 10 მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება 1 34.0 ტრიკუსპიდული სარქვლის ნაკლოვანება I 36.1 გულის ქრონიკული უკმარისობა III (NYHA) 1 50.0 . მოკლე ანამნეზი: ავადმყოფი უჩიოდა ჰაერის უკმარისობას, სუნთქვის გაძნელებას, ქოშინს, მოხრჩობის შეგრძნებას, გულისფრიალს, არტერიული წნევის მაღალ ციფრებს, ქვემო კიდურების შეშუპებას, შარდის რაოდენობის შემცირებას. მდგომარეობა გამწვავდა ემოციური დატვირთვის და მაღალი არტერიული ფონზე, რის გამო ავადმყოფი მოთავსდა კლინიკაში. ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები:(FXF000) ეკგ შემოსვლისას(01.03.2018წ. 12:00): წინაგულთა ციმციმი და თრთოლვა. ჩატარებული მკურნალობა: ბისოპროლოლი 5მგ ტაბ(რიზოპროლი), დერმოვეიტი მალამო 0,05% 25გრ ტუბი, ესპუმიზანი 40მგ, ვეროშპირონი 50 მგ- (Spironolactone), ზეფექსალი 180მგ, კალი-ნორმინი 500მგ, კაპტოპრილი 25მგ, კარდიომაგნილი 75 მგ - (comb. drug (Magnesium Hydro, კლოდიფენი 75მგ 3მლ, ლაზიქსი ამპ 1% 2მლ, მიგ 400 400მგ - (Ibuprofen ), მილდრონატი _10% 5მლ, ნატრიუმის ქლორიდი 0.9%-500მლ, ომნიკი, პანანგინი 400მგ/452მგ 10მლComb.drug (Magnesium asp, პრენესა 4 მგ (Perindopril), სუპრანორმი A 20მგ/მლ 1მლ ამპ, ულცეტიდი ტაბლეტები ნაწლავში ხსნადი 40მგ, ფუროსემიდი 40მგ(Furosemide), ქსარელტო 20 მგ - (rivaroxaban). ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები: DDAIA გულმკერდის რენტგენოგრაფია (ერთი პროექცია) BL.6 სისხლის საერთო ანალიზი სრული CG.7 კოაგულოგრამა (შედ. დრო, APTT, PT დრო, PT ინდექსი, INR, TT, Fibr) BL.12.1 გლუკოზის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში BL.9.3 კრეატინინის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში BL.14 გაზებისა და ელექტროლიტების კონცენტრაციის განსაზღვრა (PH,PCO2,PO2, Na+, K+, Ca+) ZYZX90 კარდიოლოგის კონსულტაცია FXF000 ელექტროკარდიოგრაფია FXDE1A ექოკარდიოგრაფია - გულის ღრუები, მაგისტრალური სისხლძარღვები ნორმალური ზომებისაა. მსუბუქად დილატირებულია მარჯვენა პარკუჭი.ტრივიალური მიტრალური და ტრიკუსპიდული ნაკლოვანება +1/+4დან.აორტული სარქველი ინტაქტური გლობალური სისტოლური ფუნქცია დაქვეითებულია ზომიერად გ.ფ.-43%.ძგიდეებზე ხილული დეფექტები არ აღინიშნება.პერიკარდიუმის ღრუში თავისუფალი სითხე არ ლოცირდება, [XDE3A მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა. ჩატარებული მკურნალობა: ER-ში კლინიკური დაკვირვება და მეთვალყურეობა ZyZX80; ოქსიგენაცია WAA721; კარდიომონიტორინგი WAA891; პერიფერიული ვენის კათეტერის შეყვანა PHXA39; ინტრავენური ინფუზია ZXXX20; ინტენსიური თერაპია WAA899 ლან-30, პანანგინი, ფუროსემიდი, ფრაქსიპარინი, ატარაქსი, კაპტი, კვადრიპინი, მაგნიუმის სულფატი, რატიზოლი, მაალოქსი, დილოქსი, ზანტაკი, ბაუზოლი, მონოსანი, ნიტრომინტი, აეროზოლი. მდგომარეობა სტაციონალიდან გაწერისას: P-72, რითმული, T/A -120/80 mm.Hg.Cor--ტონები მოყრუებული, შუილი გულის ყველა მოსასმენ წერტილში SP02 -96%, R-18. Pulmones- ქვედა მოისმინება ერთეული სველი ხიხინი. მუცელი რბილი, უმტკივნეულო. ელენთა არ ისინჯება.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2----–-–---------------–---–---------------–------------------–-------------------------------------------–----------–----------------(დაბადებული 05.08.1---–--–-- 2018 წლის 19 თებერვალს მოათავსეს სს---------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------–-’’. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი(ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადებები, გართულებები) გულის მწვავე უკმარისობა I 50.1 არტერიული ჰიპერტენზია III (ESC/ESH) 10 მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება 1 34.0 ტრიკუსპიდული სარქვლის ნაკლოვანება 1 36.1 გულის ქრონიკული უკმარისობა III (NYHA) I 50.0 მოკლე ანამნეზი: ავადმყოფი უჩიოდა ჰაერის უკმარისობას, სუნთქვის გაძნელებას, ქოშინს, მოხრჩობის შეგრძნებას, გულისფრიალს, არტერიული წნევის მაღალ ციფრებს, ქვემო კიდურების შეშუპებას, შარდის რაოდენობის შემცირებას, ორთოპნოეს, მდგომარეობა გამწვავდა ემოციური დატვირთვის და მაღალი არტერიული ჭის ფონზე, რის გამო ავადმყოფი მოთავსდა კლინიკაში. ჩატარებული მკურნალობა: ER–ში კლინიკური დაკვირვება და მეთვალყურეობა ZYZX80; ოქსიგენაცია WAA721; კარდიომონიტორინგი WAA891; პერიფერიული ვენის კათეტერის შეყვანა PHXA39; ინტრავენური ინფუზია ZXXX20; ინტენსიური თერაპია WAA899 პანანგინი ფუროსემიდი ფრაქსიპარინი ატარაქსი კარდიო ფორსი კაპტი კვადრიპინი რატიზოლი მაალოქსი ნიტრომინტი აეროზოლი ბაუზოლი მონოსანი დილოქსი. მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: კმაყოფილებელი, ობ : P-72, რითმული, T/A -120/80 mm.Hg.Cor-ტონები მიყრუებული, სისტოლური შუილი გულის ყველა მოსასმენ წერტილში SP02 –96%, R-18. almones- ქვედა წილებში მოისმინება ერთეული სველი ხიხინი, მუცელი რბილი, უმტკივნეულო. ღვიძლი სცილდება ნ/რკალს 2 სმ-ით, ელენთა არ ისინჯება.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2----–-–---------------–ის ცნობით(სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) დგინდება, რომ პაციენტი- ბ-----------(დაბადებული 03.08.1--- წელი, 2018 წლის 10 თებერვალს მოათავსეს სს ,--------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------–-’’. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი(ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადებები, გართულებები) გულის მწვავე უკმარისობა 150.1 არტერიული ჰიპერტენზია III(ESC/ESH) 110 გულის ქრონიკული უკმარისობა III (1HA) 1 50.0 მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება 1 34.0 ტრი კუპიდული სარქვლის ნაკლოვანება 1 36.1 ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი C L 18.2 10. მოკლე ანამნეზი: ავადმყოფი უჩიოდა ჰაერის უკმარისობას, სუნთქვის გაძნელებას, ქოშინს ადვილად დაღლას მცირე ფიზიკურ დატვირთვაზე, ძლიერ საერთო სისუსტეს, ბოყინს, გულისრევას, ანამნეზში აღენიშნავს გულის უკმარისობის მოვლენებს, დიაგნოსტირებულია ვირუსული ჰეპატიტი C, პაციენტის მდგომარეობა ბოლო პერიოდია გაუარესდა, გაღრმავდა ჰაერის უკმარისობის მოვლენები, მდგომარეობა გამწვავდა მაღალი არტერიული წნევის ფონზე, დინამიკაში ჩივილების ინტენსივობამ იმატა, გამოიხატა ორთოპნოე, მდგომარეობის გამწვავების გამო, პაციენტმა ახლობლების დახმარებით მიმართეს კლინიკას. ბინაზე მკურნალობა უტარდება არარეგულარულად, სიმპტომურად. ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები: GDDATA გულმკერდის რენტგენოგრაფია FXDE1A ექოკარდიოგრაფია EF - გულის ღრუები მაგისტრალური სისხლძარღვები ნორმალური ზომებისაა.ზომიერი ხარისხის ნაკლოვანება მიტრალური და ტრიკუსპიდული სარქვლების. აორტა ინტაქტური.გლობალური სისტოლურეი ფუნქცია ზომიერად დაქვეითებულია გ.ფ. –42%. კუმშვადობის რეგიონული დარღვევები არ აღინიშნება.პერიკარდიუმის ღრუში სითხე არ ლოცირდება. JXDE3A მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა BL.6 სისხლის საერთო ანალიზი სრული CG,7 კოაგულოგრამა BL.9.3 კრეატინინის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში BL.14 გაზებისა და ელექტროლიტების კონცენტრაციის განსაზღვრა ZYZX90 კარდიოლოგის კონსულტაცია FXFO00 ელექტროკარდიოგრაფია UR.7 შარდის საერთო ანალიზი ALP (BL.11); ALTL (BL.11.2.2); AST (BL.11.2.1);BIL-D (BL.10.1.2); II –T (BL.10.1.1); GGT (BL.11.2.3 ZYZX90 გასტროენტეროლოგის კონსულტაცია. მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: დამაკმაყოფილებელი, გაუმჯობესებული მოიხსნა გულის უკმარისობის მოვლენები, ობ: T/A-110/70mmHg P–68' რითმული, საშუალო ავსების და დაჭიმულობის, R–18–19 SPO2-97% Cor–ტონები მოყრუებული, სისტოლური შუილი გულის ყველა მოსასმენ წერტილში Pulmoney-ერთეული სველი ხიხინი ქვემო წილებში. მუცელი-რბილი, უმტკივნეულო, ღვიძლი და ელენთა არ ისინჯება.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2----–-–---------------–ის ცნობით(სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) დგინდება, რომ პაციენტი- მ-----------ა(დაბადებული 04.12.1----–--–-, 2018 წლის 10 თებერვალს მოათავსეს სს ,--------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------–-’’. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი (ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადებები, გართულებები) გულის მწვავე უკმარისობა (50.1 არტერიული ჰიპერტენზია III (15SC/ESH) I 10 გულის ქრონიკული უკმარისობა lll (NYHA) 150.2) მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება 34.0 ტრიკუსპიდული სარქვლის ნაკლოვანება 1 36, 1 აორტის ხვრელის სტენოზი 1 35. 0 ყაბზობა K 59.0 10. მოკლე ანამნეზი: ავადმყოფი უჩიოდა ჰაერის უკმარისობას, სუნთქვის გაძნელებას, ქოშინს ადვილად დაღლას ყურების შეშუპებას, ანამნეზში აღნიშნავს არტერიული წნევის მაღალ ციფრებს, გულის უკმარისობის მოვლენებს, პაციენტის მდგომარეობა ბოლო პერიოდია გაუარესდა, გაღრმავდა ჰაერის უკმარისობის მოვლენები, მდგომარეობა გამწვავდა მაღალი არტერიული წნევის ფონზე. დინამიკაში ჩივილების ინტენსივობამ იმატა. გამოიხატა ორთოპნოე, ტაქიპნოეს მოვლენები, რის გამოც, პაციენტი ახლობლების მიერ მიყვანილ იქნა კლინიკაში, ბინაზე მკურნალობას არ იტარებს. ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები: GID2A1A გულმკერდის რენტგენოგრაფია JXDE3A მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა BL.,6 სისხლის საერთო ანალიზი სრული CG.7 კოაგულოგრამა BL.93 კრეატინინის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში BL:14 გაზებისა დ ელექტროლიტების კონცენტრაციის განსაზღვრა ZY7X90 კარდიოლოგის კონსულტაციაXF000 ელექტროკარდიოგრაფია HR.3.6-თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონის კონცენტრაციის განსაზღვრა MB.9 კომბინირებული ტესტი XDE1A ექოკარდიოგრაფია გულის ღრუები მაგისტრალური სისხლძარღვები ნორმალური ზომებისაა ზომიერი ხარისხის ნაკლოვანება მიტრალური და ტრიკუსპიდული სარქვლების მსუბუქი აორტული რეგურგიტაცია +1/+4დან.გლობალური სისტოლურეი ფუნქცია ზომიერად დაქვეითებულია,გ.ფ.-42%. დიასტოლური დისფუნქცია 1 ტიპის. პერიკარდიუმის ღრუში სითხე არ ლოცირდება , CR7 შარდის საერთო ანალიზი ZYZX90 გასტროენტეროლოგის კონსულტაცია :\ILIP BL.11), ALTL (B1. L 2.2); AST (BI.11 2.1); BIL- I) (IBL.10.1.2);IBIL ST (BL.10.1.1); GGT (BL 11.2.3) მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: დამაკმაყოფილებელი, გაუმჯობესებული მოიხსნა გულის უკმარისობის მოვლენები, ობ: T/A-115/75mm-lg P-70' რითმული. საშუალო ავსების და დაჭიმულობის, R-18-19 SPO2-97% Cor–ტონები მოყრუებული, სისტოლური შუილი გულის ყველა მოსასმენ წერტილში Pulmones–ერთეული სველი ხიხინი ქვემო წილებში, მუცელი-რბილი, უმტკივნეულო, ღვიძლი და ელენთა არ ისინჯება.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2----–-–---------------–ის ცნობით(სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) დგინდება, რომ პაციენტი-ხ---------------–--ა(დაბადებული 10.04.1---–--–-- 2018წლის 29 იანვარს მოათავსეს სს---------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------–-’’. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი(ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადებები, გართულებები) გულის მწვავე უკმარისობა I 50,1 არტერიული ჰიპერტენზია III (ESC/ESH) 100 გულის ქრონიკული უკმარისობა III (NYHA) 1 50.0 მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება 134,0 ტრიკუსპიდული სარქვლის ნაკლოვანება 1 361 ჰიპერტენზული ენცეფალოპატია 67.4. მოკლე ანამნეზი: ავადმყოფი უჩიოდა ჰაერის უკმარისობას, სუნთქვის გაძნელებას, ქოშინს ადვილად დაღლას მცირე ფიზიკურ დატვირთვაზე. ძლიერ საერთო სისუსტეს, შარდის რაოდენობის შემცირებას, ქვემოკუდურების შეშუპებას, თავის ტკივილს, თავბრუსხვევას ანამნიზში აღნიშნავს წნევის მაღალ ციფრებს. გულის უკმარისობის მოვლენებს პაციენტის მდგომარეობა ბოლო პერიოდი გაუარესდა. გაღრმავდა ჰაერის უკმარისობის მოვლენები, ინტენსივობამ იმატა, გამწვავდა მაღალი არტერიული წნევის ფონზე. დინამიკაში ჩივილების ინტენსივობამ გამოიხატა ორთოპნოე. მდგომარეობის გამწვავების გამო, პაციენტმა ახლობლები დახმარებით მიმართეს კლინიკას. მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: დამაკმაყოფილებელი, გაუმჯობესებული.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2----–-–---------------–ის ცნობით(სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) დგინდება, რომ პაციენტი-ზ---–---------–---–ი(დაბადებული 24.05.1-----–--–-- 2018 წლის 15 თებერვალს მოათავსეს სს---------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------–-’’. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი(ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადებები, გართულებები) არტერიული ჰიპერტენზია III (ESH/ESCJI10 არასტაბილური სტენოკარდია (20.0 მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება 134.0 ტრიკუსპიდული სარქვლის ნაკლოვანება(36.1 გულის მწვავე უკმარისობა (50.1 გულის ქრონიკული უკმარისობა II ფკ.(NYHA)150 დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილი G44.2. მოკლე ანამნეზი: პაციენტს ანამნეზში აღენიშნება არტერიული ჰიპერტენზია, (T/A max 200/100mmHg. ბოლო ერთი თვეა გაღრმავდა გულის უკმარისობის მოვლენები, მოიმატა ქვემო კიდურების შეშუპებამ. კლინიკაში შესვლამდე რამდენიმე საათით ადრე მაღალი წნევის ფონზე აღენიშნა ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაში, მოხრჩობის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება, დისკომფორტის შეგრძნება გულმკერდის არეში, რის გამოც ახლობლების მიერ მოყვანილი იქნა კლინიკაში. ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები: GDDATA გულმკერდის რენტგენოგრაფია (ერთი პროექცია) [XDE3A მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა FXDE1A ექოკარდიოგრაფია–მარცხენა პარკუჭი ჰიპერტროფირებული გულის კამერები არ არის გადიდებული, სისტოლური ფუნქცია შედარებით დაქვეითებული,EF-48% მიტრალური და სამკარიანი სარქვლის მცირე უკმარისობა,გულის კედლების ექოგენობა ოდნავ დაქვეითებული, აორტის ათეროსკლეროზული ცვლილებები მსუბუქად გამოხატული, პერიკარდიუმში გამონაჟონი არ გამოვლენილა, BL.6 სისხლის საერთო ანალიზი სრული CG.7 კოაგულოგრამა(შედ. დრო, APTT, PT დრო, PT ინდექსი, INR, TT, Fibr) BL.9.3 კრეატინინის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში G (CREA) BL.14 გაზებისა და ელექტროლიტების კონცენტრაციის განსაზღვრა (PH, PCO2,PO2 Na+, K+, Ca+) BL 13 ლიპიდური სპექტრი ZYZX90 კარდიოლოგის კონსულტაცია FXF000 ელექტროკარდიოგრაფია ZYZX90 ნევროლოგის კონსულტაცია BL.7 8 ტროპონინი I კონცენტრაციის განსაზღვრა UR,7 შარდის საერთო ანალიზი B12.1გლიკემიის კონტროლი. ჩატარებული მკურნალობა: ER-ში კლინიკური დაკვირვება და მეთვალყურეობა ZyZX80; ოქსიგენაცია WAA721; კარდიომონიტორინგი WAA891; პერიფერიული ვენის კათეტერის შეყვანა PHXA39; ინტრავენური ინფუზია ZXXX20; სტაციონარული მკურნალობა ZYZA00ლან-30, ფუროსემიდი, ჰეპარინი, მულტი ფრაქსიპარინი, ატარაქსი, კარდიო ფორსი. კალიუმის ქლორიდი, კვადრიპინი, რატიზოლი, ვეროშპირონი, ნიტრომინტი აეროზოლი, ნატრი ქლორი, პრიმოლი, ნიტრო.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2----–-–---------------–-ს ცნობით(სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) დგინდება, რომ პაციენტი-რ-----------------ა(დაბადებული 21.06.1---–--–-- 2018 წლის 02 თებერვალს მოათავსეს სს---------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------–-’’. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი(ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადებები, გართულებები) გულის მწვავე უკმარისობა 1 501 არტერიული ჰიპერტენზია III (ESC/ESH) 10 მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება I 34.0 ტრიკუსპიდული სარქვლის ნაკლოვანება I 36.1 გულის ქრონიკული უკმარისობა III (NYHA) 1 50.0 ჰიდროპერიკარდიუმი I 31.3 130.4: ალერგიული რინიტი, დაუზუსტებელი ჰიპერტენზიული ენცეფალოპათია I 67.4 სიმსუქნე I bE 66. მოკლე ანამნეზი: ავადმყოფი უჩიოდა ჰაერის უკმარისობას, სუნთქვის გაძნელებას, ქოშინს, მოხრჩობის შეგრძნებას, გულისფრიალს, არტერიული წნევის მაღალ ციფრებს, ქვემო კიდურების შეშუპებას, შარდის რაოდენობის შემცირებას, ორთოპნოეს, თავის ტკივილს, თავბრუხვევას, ცხვირით სუნთქვის გაძნელებას, თხიერი გამონადენის არსებობას, რამდენიმე წელია აღინიშნება არტერიული წნევის მაღალი ციფრები, გულის უკმარისობის სიმპტომები, ამბულატორიულ პირობებში მკურნალობა არ უტარდება. მდგომარეობა გამწვავდა ემოციური დატვირთვის და მაღალი არტერიული წნევის ფონზე, რის გამოც ავადმყოფი მოთავსდა კლინიკაში. მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: დამაკმაყოფილებელი, P-72, რითმული, T/A -120/80 mm.Hg.Cor-ტონები მოყრუებული, სისტოლური შუილი გულის ყველა მოსასმენ წერტილში SPO2 –96%, R-18. Pulmones- ქვედა წილებში მოისმინება ერთეული სველი ხიხინი, მუცელი რბილი, უმტკივნეულო. ღვიძლი, ელენთა არ ისინჯება.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2----–-–---------------–ის ცნობით(სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) დგინდება, რომ პაციენტი-ლ--–-------–-----(დაბადებული 05.03.1---–--–-- 2018 წლის 17 თებერვალს მოათავსეს სს---------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------–-’’. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი(ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადებები, გართულებები) გულის მწვავე უკმარისობა(50.1 არტერიული ჰიპერტენზია III(ESC/ESH) I 10 გულის ქრონიკული უკმარისობა III (NYHA) I 50.0 მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება 1 34.0 აორტის სარქვლის ნაკლოვანება 1 35.1 ტრიკუსპიდული სარქვლის ნაკლოვანება I 36.1 პულმონური ჰიპერტენზია 1 27. მოკლე ანამნეზი ავადმყოფი უჩიოდა ჰაერის უკმარისობას, სუნთქვის გაძნელებას, ქოშინს ადვილად დაღლას მცირე ფიზიკურ დატვირთვაზე, ძლიერ საერთო სისუსტეს, შარდის რაოდენობის შემცირებას, ქვემო კიდურების შეშუპებას, ანამნეზში აღნიშნავს გულის უკმარისობის მოვლენებს, პაციენტის მდგომარეობა ბოლო პერიოდია კაუარესდა, გაღრმავდა ჰაერის უკმარისობის მოვლენები, ქოშინი, სხვა ზ/ა ჩივილები, მდგომარეობა გამწვავდა მაღალი არტერიული წნევის ფონზე, დინამიკაში ჩივილების ინტენსივობამ იმატა, გამოიხატა ორთოპნოე, მდგომარეობის გამწვავების გამო, პაციენტმა ახლობლების დახმარებით მიმართეს კლინიკას. ამბულატორიულ პირობებში მკურნალობა არ უტარდება. ჩატარებული მკურნალობა: ER-ში კლინიკური დაკვირვება და მეთვალყურეობა ZYZX80; ოქსიგენაცია WAA721; კარდიომონიტორინგი WAA891; პერიფერიული ვენის კათეტერის შეყვანა PHXA39; ინტრავენური ინფუზია ZXXX20; ინტენსიური თერაპია WAA899 მაგნიუმის სულფატი, ფუროსემიდი, კაპტი, კვარიპინი, მონოსანი, დილოქსი, პანანგინი, რატიზოლი, ფრაქსიპარინი, ატარაქსი, ბაუზოლი, მაალოქსი. მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: დამაკმაყოფილებელი, გაუმჯობესებული მოიხსნა გულის უკმარისობის მოვლენები, ობ: T/A-115/75mmHg P–68' რითმული, საშუალო ავსების და დაჭიმულობის, R-18-19 SPO2-97% Cor–ტონები მოყრუებული, სისტოლური შუილი გულის ყველა მოსასმენ წერტილში Pulmones–ერთეული სველი ხიხინი ქვემო წილებში, მუცელი–რბილი, უმტკივნეულო, ღვიძლი და ელენთა არ ისინჯება.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2----–-–---------------–ის ცნობით(სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) დგინდება, რომ პაციენტი-კ-----------–-–---–ი(დაბადებული 03.08.1---–-ლი, 2018 წლის 29იანვარს მოათავსეს სს---------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------–-’’. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი(ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადებები, გართულებები) გულის მწვავე უკმარისობა(50.1-არტერიული ჰიპერტენზია III (ESC/ESH) I 10 გულის ქრონიკული უკმარისობა III (NYHA) I50.0 სარქვლის ნაკლოვანება I 34.0 სარქვლის ნაკლოვანება 1 36.1 აორტის სარქვლის ნაკლოვანება 1 35,1. მოკლე ანამნეზი: პაციენტის მდგომარეობა ბოლო პერიოდია გაუარესდა, გაღრმავდა ჰაერის უკმარისობის მოვლენები, ქოშინი, სხვა ზ/ა ჩივილები, მდგომარეობა გამწვავდა მაღალი არტერიული წნევის ფონზე. დინამიკაში ჩივილების ინტენსივობამ იმატა, გამოიხატა ორთოპნოე, ტაქიპნოეს მოვლენები, მდგომარეობის გამწვავების გამო, პაციენტმა ახლობლების დახმარებით მიმართა კლინიკას. ამბულატორიულ პირობებში მკურნალობა არ უტარდება. მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: დამაკმაყოფილებელი. გაუმჯობესებული მოიხსნა გულის უკმარისობის მოვლენები, ობ; T/A-110/70mmHgP–68 რითმული, საშუალო ავსების და დაჭიმულობის, R–19–20' SPO2-97% Cor–ტონები მოყრუებული, სისტოლური შუილი გულის ყველა მოსასმენ წერტილში Pulmones–ერთეული სველი ხიხინი ქვემო წილებში. მუცელი–რბილი, უმტკივნეულო, ღვიძლი სცილდება 6/რკალს 2 სმ–ით, ელენთა არ ისინჯება.
სასამართლო მიუთითებს ,,საექიმო საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია უზრუნველყოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შესაბამისი პროფესიული განათლება და პრაქტიკული მომზადება, მის პროფესიულ საქმიანობაზე სათანადო სახელმწიფო ზედამხედველობის დაწესება, მისი უფლებების დაცვა, აგრეთვე ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების საექიმო საქმიანობაში დამკვიდრებით საქართველოს მოსახლეობის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის თანახმად დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებისას არის თავისუფალი და დამოუკიდებელი. აკრძალულია, პირმა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტისაგან მოითხოვოს ამ კანონში მითითებული პრინციპებისა და საექიმო საქმიანობის ეთიკური ნორმების საწინააღმდეგო მოქმედება, მიუხედავად მომთხოვნი პირის თანამდებობისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, აგრეთვე აღმსარებლობისა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულება, კერძოდ- ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო ასკვნის, რომ იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელეს ისე უთხრა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათი ობიექტური შეფასების საფუძველზე არ მიიღო გადაწყვეტილება, კერძოდ,- ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია და სათანადოდ არ შეუფასებია ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა სადავო აქტების გამოცემამდე(სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV–100/ა და პაციენტის სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაცია), სადავო აქტი დაუსაბუთებელია და არ იძლევა პასუხს კონკრეტულად რომელი მტკიცებულება, თუ გარემოება წარმოშობდა სს ,--------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–---------- სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს. გასაჩივრებულ- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 23 ივლისის N04/41917 გადაწყვეტილებაში ზოგადად არის აღნიშნული, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად მიჩნეული იქნა, რომ შემთხვევების შესახებ მოწოდებული ინფორმაცია არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურის კომპონენტის პირობებს(გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების ჩატარება არ დასტურდება, ხოლო პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის ნოზოლოგიური კოდით, დიაგნოზით გულის მწვავე უკმარისობა წარმოდგენილ შემთხვევებში მოწოდებული ხანგრძლოვობით და დიაგნოზით ჩატარებული ინტენსიური მკურნალობა/მოვლა არ დასტურდება), თუმცა რა გახდა აღნიშნული პოზიციის დაფიქსირების საფუძველი სასამართლოსთვის უცნობია, რამეთუ გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან ვერ დგინდება, თუ რომელ მტკიცებულებებს დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო და როგორ შეძლო დადგენილად მიეჩნია აღნიშნული გარემოება(სასამართლოს მოსაზრებით დასახელებული გარემოების შესწავლა სპეციალურ ცოდნას საჭიროებდა, საკითხის გადასაწყვეტად ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო მოეწვია სპეციალისტი, დაენიშნა ექსპერტიზა ან განეხორციელებინა ნებისმიერი სხვა, კანონით გათვალისწინებული მოქმედება, რაც შესაძლებელს გახდიდა დავის გადაწყვეტისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენას). გარდა აღნიშნულისა საგულისხმოა ასევე ის გარემოებაც, რომ სს ,--------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–---------- N---------------------------,,ანაზღაურებაზე უარის’’ და ,,სადავო’’ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრის ჩანაწერით დგინდება, რომ სულ 17 შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი - ,,არ ანაზღაურდება’’, ხოლო
გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში კი ყველა შემთხვევა არ არის სრულად მითითებული, მასში აღნიშნულია მხოლოდ 15 შემთხვევა(-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- შემთხვევები). აღნიშნული გარემოება კი საბოლოო ჯამში მიუთითებს იმაზე, რომ სადავო აქტის მიღებისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე–2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2----–-–--------–-------------- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ(,,ანაზღაურებაზე უარის’’ და ,,სადავო’’ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრი N---------------------------) და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სს ,--------------------–-----------------------–---------–---------------------------------–--–---------- მიმართ გადაწვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, რადგან ამ აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
6.5. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 20--–-–------------------------ გადაწყვეტილება ,,ს--------------------------------------–--------–---------------------------------–--–--------------–-–--------------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2----–-–--------–-------------- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ(,,ანაზღაურებაზე უარის’’ და ,,სადავო’’ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრი N---------------------------), შესაბამისად გასაჩივრებული- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 20--–-–------------------------ გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობა სახეზეა, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს- სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100(ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამდენად, მოპასუხეს- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მოსარჩელე- სს ,------------------------------------–--------–---------------------------------–--–------------ასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,--------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–---------- სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 20--–-–------------------------ გადაწყვეტილება ,----------------------------------------–--------–---------------------------------–--–----------------–-–------------------------------–----–-------------------------–------ უარის თქმის თაობაზე’’.
3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2----–-–---------–-------------- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ(,,ანაზღაურებაზე უარის’’ და ,,სადავო’’ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრი N---------------------------).
4. მოპასუხეს- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სს ,--------------------–-----------------------–---------–---------------------------------–--–---------- მიმართ გადაწვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
5. მოპასუხეს- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მოსარჩელე- სს,--------------------–----------------------–--------–---------------------------------–--–---------- სასარგებლოდ დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი