გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-1----8
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31.05.2019 წელი ქ.რუსთავი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო ონიანი
სხდომის მდივანი - გუნა მოსიაშვილი
მოსარჩელე - მ-----------------–-ძე
წარმომადგენელი - გ--------–---–--ე
მოპასუხე - გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
წარმომადგენელი - ს--------------------–-–---–ი
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - ნ----------------ე
მესამე პირი - ლ------------ა
წარმომადგენელი - მა-----------–---–ი
მესამე პირი - ტ------–---------–--ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1. ბათილად იქნას ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 07.02.2--- წ. მიღებული N3-------8 განკარგულება.
1.2 ბათილად იქნას ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 12.02.2--- წ ლ------------ას (პ/ნ 3-----------) სახელზე გაცემული N28/3.2--- საკუთრების უფლების მოწმობა.
1.3 ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.03.2---წ. N 8------------38 გადაწყვეტილება.
მოსარჩელე-მ------–---ა დ---–--ე ეთანხმება სარჩელს და ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელე ვე---------–--ემ 2015 წლის 02 მარტს გარდაცვლილი დედის ვე---------–--ისგან 24.06.2016წ. ნოტარიუს ცი--------------–--ის მიერ გაცემული N1-------- სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მემკვიდრეობით მიიღო უძრავი ქონება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე, გარდაბნის რაიონში, კ--–----ში, „---------–-“, რომლის საკადასტრო კოდია - 81 . 0------------.
მოსარჩელესთვის მხოლოდ დედის - ვე---------–--ის გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ 2012 წლიდან იდენტური საკადასტრო კოდით - 81 . 0------------ პარალელურად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა სხვაგან მდებარე უძრავი ქონება, ვინმე ტ------–---------–--ზე.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, 2016 წელს იმ მიზნით, რომ გამოესწორებინა არსებული გაუგებარი მდგომარეობა თავისი ინიციატივით მოახდინა 2012 წლის იდენტური საკადასტრო კოდით - 81 . 0------------ განხორციელებული რეგისტრაციის გაუქმება. მაგრამ, რეალურად უფრო გამოუსწორებელი ვითარება შექმნა, რადგან დღემდე გაუგებარია, თუ რომელი საკადასტრო კოდი გაუქმდა.
2016 წლის ბოლოს მოსარჩელის მეზობელმა ლ------------ამ, რომელიც მოსარჩელეს მომიჯნავე ნაკვეთის მესაკუთრეა საკადასტრო კოდით 8----------8 . 008 ისარგებლა შექმნილი გაუგებარი ვითარებით და საჯარო რეესტრში შეტანილი განცხადებით მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დაკანონება. საჯარო რეესტრმა საქმე განსახილველად გადაუგზავნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
2017 წლის დასაწყისში საჯარო რეესტრმა კომისიას ოფიციალური მიმართვით აცნობა, რომ მ-----------------–-ძე იყო დაინტერესებული მხარე. მიუხედავად იმისა რომ მოპასუხე კანონის თანახმად ვალდებული იყო მოსარჩელე, როგორც დაინტერესებული მხარე ჩაება ადმინისტრაციულ წარმოებაში, კომისიამ უხეშად დაარღვია კანონის მოთხოვნები და ისე მიიღო სადავო განკარგულება და გასცა ლ------------ას სახელზე საკუთრების მოწმობა, რომ არც კი უცნობებია ამის შესახებ მოსარჩელისთვის.
მოცემულ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც ლ------------ას საკუთრებაში დაურეგისტრირდა მიწის ნაკვეთი (ს/კ: 81 . 0------------ ) 2004 წლის 24 მარტს საჯარო რეესტრში ჯერ მოსარჩელის მამის ბი---ო დ---–--ის საკუთრებად, ხოლო 2004 წლის 03 დეკემბერს - მოსარჩელის დედის - ვე---------–--ის საკუთრებად იყო რეგისტრირებული, შესაბამისად საჯარო რეესტრმაც სათანადოდ არ შეაფასა, არ გამოიკვლია და არ შეისწავლა საქმის ყველა გარემოება და თავის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო კანონის დარღვევით მიღებული - გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2--- წლის 12 თებერვალს ლ------------ას სახელზე გაცემული N28/3/2--- საკუთრების უფლების მოწმობა. მოპასუხეთა მიერ განხორციელებული მოქმედების და მათ მიერ მიღებული სადაო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტების შედეგად შეილახა მოსარჩელის საკუთრების უფლება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული სადავო გადაწყვეტილებები შესაბამისობაშია კანონის მოთხოვნებთან და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, შემდეგ გარემოებათა გამო:
2016 წლის 3 ნოემბერს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ლ------------ამ და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა გარდაბანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კ--–----ში დებარე 587 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
დაინტერესებულმა პირმა №8----------- სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო პირადი განცხადება თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზავნის თაობაზე, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები, კლ----------------–---ისა და კო--------------------ის განცხადება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგეტოს წერილი №26---- (11.10.2016).
ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------03 (09.11.2016) და №8------------05 (14.11.2016) გადაწყვეტილებები, რომლებითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ სიტუაციური ნახაზის თანახმად წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი არ შეესაბამებოდა 2016 წლის 8 აგვისტოს №388 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შესაბამისად 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარედგინა 2016 წლის 8 აგვისტოს №388 დადგენილებასთან შესაბამისობაში მყოფი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი. ამასთან, განემარტა, რომ ფიქსირდებოდა ზედდება №8----------- სარეგისტრაციო წარმოებაში მყოფ მონაცემებთან.
2016 წლის 15 ნოემბერს დაინტერესებულმა პირმა წარადგინა კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები.
ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------08 (21.11.2016) გადაწყვეტილება, რომლითაც ლ------------ას აცნობა, რომ სიტუაციური ნახაზის თანახმად წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი არ შეესაბამებოდა 2016 წლის 8 აგვისტოს №388 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შესაბამისად 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარედგინა 2016 წლის 8 აგვისტოს №388 დადგენილებასთან შესაბამისობაში მყოფი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი. ამასთან, განემარტა, რომ ფიქსირდებოდა ზედდება №8----------- სარეგისტრაციო წარმოებაში მყოფ მონაცემებთან.
2016 წლის 5 დეკემბერს წარდგენილ იქნა კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები.
ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------10 (09.12.2016) და №8------------12 (16.12.2016) გადაწყვეტილბეები, რომლებითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ №8----------- (წარმოებაში მყოფი) განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დგინდებოდა ზედდება.
2016 წლის 28 დეკემბერს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------14 გადაწყვეტილბა, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა №3-------- წერილზე პასუხის მიღებისთანავე.
ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------17 (17.01.2017) და №8------------19 (06.03.2017) გადაწყვეტილებები, რომლებითაც მესამე პირს ლ------------ას აცნობა, რომ №16222 წერილით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიიდან და სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა აღნიშნულ წერილზე პასუხის მიღების შემდგომ.
ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------23 (22.11.2017) და №8------------26 (30.11.2017) გადაწყვეტილბები, რომლებითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა №652718/17 და №667975/1 წერილებზე პასუხის მიღებისთანავე.
ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------28 (08.12.2017), №8------------30 (27.12.2017) და №8------------33 (09.01.2---) გადაწყვეტილბები, რომლებითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ №521700 (08.12.2017) და №555782 (27.12.2017) წერილებით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიიდან და სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა აღნიშნულ წერილებზე პასუხის მიღების შემდგომ.
2--- წლის 19 მარტს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო რეგისტრაციის შესახებ №8------------38 გადაწყვეტილება და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ კ--–----ში მდებარე 587 კვ.მ ფართობის მქონე მიწაზე დარეგისტრირდა ლ------------ას საკუთრების უფლება (საფუძველი: გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკუთრების უფლების მოწმობა №28/3/2--- (12.02.2---)).
2.2. მოპასუხე გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელი სარჩელს არ ცნობს, მხარს უჭერს წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად - უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს. ასევე ამავე კანონის 60.1-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად -ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანომდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, ასევე ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმნისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
კომისიის წარმომადგენლის განმარტებით, ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ლ------------ას სახელზე გაცემული N28/3/2--- საკუთრების უფლების მოწმობა მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით შესაბამისად არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
3. მესამე პირების პოზიცია
3.1. მესამე პირი - ლ------------ას წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გარდაბნის მუნუცუპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიის 2--- წლის 7 თებერვლის 3/68/2--- განკარგულება არის კანონშესაბამისი და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ადმინისტრაციულმა ორგანომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევის და მათი ურთიერ შეჯერების საფუძველზე. ადგილი არ ჰქონია დარღვევას, მით უფრო ისეთ დარღვევას, რომლის არ არსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მესამე პირის წარმომადგენლის განმარტებით, 2004 წლიდან ლ------------ას საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 8----------8 . 008 , რომელიც მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. აღნიშნული სადაო მიწის ნაკვეთი კი წარმოადგენს, ლ------------ას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთს, რომელსაც იგი 2005 წლიდან ფაქტობრივად ფლობს და სარგებლობს. მიწის ნაკვეთი შემოღობილია ლითონის ბადით, მასზე გაშენებულია ვაზი და ხეხილის ბაღი, რომელსაც ფაქტობრივად 2005 წლიდან უვლის ლ------------ა. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში და კანონმდებლობით გამომდინარე, ლ------------ამ მიმართა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, მისთვის საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, რადგან გონივრულია, როცა რაიმე ქონების კეთილსინდისიერი მფლობელი ხარ, გაქვს სურვილი აისახოს ის შენს საკუთრებად. მთელი იმ ხნის განმავლობაში, სადაო მიწის ნაკვეთზე პრეტენზია არავის გამოუთქვამს, არავინ მოსულა და არავინ დაინტერესებულა.
აღიარების კომისიის მიერ, მოხდა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება და საბოლოოდ, 2--- წლის 28 მარტს, გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა. რაც კანონმდებლობის გათვალისწინებით, წარმოადგენს საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტს და არის საფუძველი ქონების რეგისტრაციისა.
მესამე პირის წარმომადგენლის განმარტებით, იგი არ ფლობდა ინფორმაციას, მიწის ნაკვეთზე სხვა დაინტერესებული პირების არსებობის თაობაზე. შესაბამისად, მან იმოქმედა კანონის სრული დაცვით და ვინაიდან ის გახლავთ კეთილსინდისიერი მფლობელი, მას აქვს კანონიერი ნდობა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებთან მიმართებაში, მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია კანონიერი ნდობის პრინციპი ადმინისტრაციულ სამართალში.
მესამე პირის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელეს გაშვებული აქვს ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების ვადა. ამასთან, წარმოდგენილი სარჩელით და მასზე თანდართული მტკიცებულებებით, არ დასტურდება, რომ მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთი იმავე ადგილას მდებარეობს, სადაც ლ------------ას მიწის ნაკვეთია. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მოსარჩელის მხრიდან წარმოდგენილი პრეტენზია ლ------------ას სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის არაკანონიერების თაობაზე. ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დასტურდება, რომ ლ------------ას სახელზე განხორცელებული რეგისტრაცია, სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.
მოსარჩელის მიერ, წარმოდგენლია მოთხოვნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაოაბაზე, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის კატეგორიას მიეკუთვნება. აღნიშნული საპროცესო ნორმის მე-2 მუხლის პირველი ნაწილითაც, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. სარჩელი დასაშვებია , თუ სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ამდენად, უკანასკნელი მოხმობილი საკანონმდებლო ნორმაც პირდაპირ მიუთითებს, რომ სიმართლით დაცულ სიკეთეს, მხოლოდ კანონიერი უფლება და ინტერესი შეიძლება წარმოადგენდეს.
3.2. მესამე პირი - ტ------–---------–--ი ეთანხმება სარჩელს და მხარს უჭერს მის მიერ წარმოდგენილ შესაგებელს. მისი განმარტებით, 2012 წლის 24 ოქტომბრის N8------------03 გადაწყვეტილებით საკომლო წიგნის ჩანაწერისა და პირადი განცხადების საფუძველზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ტ------–---------–--ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, მდებარე: გარდაბნის რაიონში, საკრებულო კ--–----ი, საკადასტრო კოდით - 81 . 0------------ .
ტ------–---------–--ი განმარტავს, რომ საინვენტარიზაციო მოწმობები ნამდვილად გადაეცემოდა საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს 1907-1973 წლებში შექმნილ მებაღეობის ამხანაგობებში აშენებულ საბაღე სახლებზე, რომელიც მდებარეობდა გარდაბნის რაიონში, დასახლება გ------ში, ამჟამინდელ სოფელ კ--–----ში, მ--------ში. საგულისხმოა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საინვენტარიზაციო მოწმობის თანახმად მიწის ნაკვეთის ნომერი იყო 1--, რომელზეც განთავსებული იყო საბაღე სახლი (შენობა-ნაგებობა) საერთო ფართით 30,7 კვ.მ
მესამე პირის განმარტებით, იმ მომენტისთვის, როცა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ტ------–---------–--ის სახელზე დარეგისტრირდა საკუთრების უფლება ზემოხსენებულ უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით 81.04.08.007, საჯარო რეესტრში იმავე საკადასტრო კოდით გარდაბნის რაიონის სოფელ კ--–----ში რეგისტრირებული იყო სხვადასხვა მიწის ნაკვეთი - ვე---------–--ის სახელზე.
საჯარო რეესტრმა როგორც განმცხადებელმა 17.06.2016 წელს თავადვე N8----------- განცხადებით დაიწყო წარმოება, ტ-----–---------–--ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნის შესახებ. ამ წარმოების შედეგად იმავე დღეს მომზადდა ახალი ამონაწერი მოსარჩელის დედის - ვე---------–--ის სახელზე მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით 81 . 0------------ ; ფართობი 600 კვ.მ, ხოლო მისი საკუთრების უფლებების რეგისტრაცია გაუქმებულ იქნა ისე, რომ საჯარო რეესტრს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს ტ------–---------–--ისთვის ამის შესახებ არ უცნობებია.
ტ------–---------–--ის განმარტებით, კომისიას აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე, სათანადოდ უნდა გამოეკვლია და შეესწავლა საქმის ყველა არსებითი გარემოება. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მის მიერ წარმოდგენილ ადმინისტრაციული წარმოების მასალებში არის, როგორც მისი ისე ვე---------–--ის სახელზე გაცემული ამონაწერები, სადაც ფიქსირდება ერთი და იმავე კოდი, ასევე სხვა დოკუმენტები, ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის განხილვაში დაინტერესებულ მხარეებად უნდა ჩაერთო, როგორც ტ------–---------–--ი ისე ვე---------–--ის მემკვიდრე- მოსარჩელე მ-----------------–-ძე.
4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1 დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1. მოსარჩელე მ-----------------–-ძის მამის ბი---ო დ---–--ის სახელზე საქართველოს სსრ მებაღეობის ამხანაგობათა (კოოპერატივთა) მუშაობის საკორდინაციო საბჭოს თავჯდომარის ზ.აბ-----ის და საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეურნეო სამმართველოს მიერ გაიცა საინვენტარიზაციო მოწმობა N2--, 1907-1973 წლებში შექმნილი მებაღეობის ამხანაგობებში აშენებულ საბაღე სახლზე, რომელიც მდებარეობდა გარდაბნის რაიონში, დასახლება გ------ში. ამ საინვენტარიზაციო მოწმობის თანახმად მიწის ნაკვეთის ნომერი იყო - 1--, რომელზეც განთავსებული იყო საბაღე სახლი (შენობა ნაგებობა) საერთო ფართით 30.7კვ.მ
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საინვენტარიზაციო მოწმობა N2-- (ტ.1, ს.ფ 20-21)
4.1.2. 2004 წლის 24 მარტს „საზოგადოებრივი კავშირის მ--------ის“ დირექტორმა ნ.კ-----ამ N238 მიმართვით მიმართა გარდაბნის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს უფროსს ჯ. გ------–--ეს, რომლისგანაც მოითხოვა, სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა მოქალაქე ბი---ო გ-------–ის ძე დ---–--ეზე, რომელსაც ამავე რაიონის კ--–----ის „საზოგადოებრივ კავშირ მ--------ში“ გადაცემული ჰქონდა მიწის ნაკვეთი, კ--------–------------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-„საზოგადოებრივ კავშირ მ--------ის“ დირექტორის ნ.კ-----ას N238 მიმართვა (ტ.1, ს.ფ 22)
4.1.3 2004 წლის 24 მარტს საჯარო რეესტრში მოსარჩელის მამის ბი---ო დ---–--ის სახელზე დარეგისტრირდა საკუთრების უფლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომლის საკადასტრო კოდი იყო - 81 . 0------------ , მდებარე მისამართზე -გარდაბნის რაიონი, კ--–----ის საკრებულო, „მ--------ი“, საჯარო რეესტრის ამონაწერში საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითბულია - ცნობა N238 გაცემული „საზ-------------------–----------------ის“ მიერ 24.03.2004 წ .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტიდან (ტ.1, ს.ფ 123)
4.1.4. 08.09.2004 წ. ნოტარიუს მ------------–--ლის მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა, (რეგისტრაციის N2-41), რომლის თანახმადაც მოსარჩელის დედამ - ვე---------–--ემ თავისი გარდაცვლილი მეუღლისგან - ბი---ო დ---–--ისგან მემკვიდრეობის სახით საკუთრებაში მიიღო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რეგისტრაციის კოდი - 81 . 0------------ , მდებარე მისამართზე - გარდაბნის რაიონი, კ--–----ის საკრებულო, მ--------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სამკვიდრო მოწმობა (ტ.1, ს.ფ 24-26)
4.1.5 2004 წლის 03 დეკემბერს საჯარო რეესტრში მოსარჩელის დედის - ვე---------–--ის სახელზე დარეგისტრირდა საკუთრების უფლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდი - 81 . 0------------ , მდებარე მისამართზე - გარდაბნის რაიონი, კ--–----ის საკრებულო,მ--------ი. საჯარო რეესტრის ამონაწერი საკუთრების უფლების დამდასტურებელ დოკუმენტად მითითებულია - 08.09.2004წ. ნოტარიუს მ------------–--ლის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა N2-42.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ 28-29)
4.1.6. 2015 წლის 02 მარტს გარდაიცვალა მოსარჩელის დედა ვე---------–--ე. სამკვიდრო მოწმობის გაცემის მიზნით ამონაწერების განახლებისათვის 2015 წლის 07 სექტემბერს ვი---–---ა დ---–--ემ (მოსარჩელის წარმომადგენელმა) განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ვე---------–--ის სახელზე რიცხულ სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ,საკადასტრო კოდი - 81 . 0------------ , ახალი ამონაწერის მომზადება, რა დროსაც ცნობილი გახდა მ.დ---–--ისთვის, რომ საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული იყო ორი სხვადასხვა მიწის ნაკვეთი ერთი და იმავე საკადასტრო კოდით - 81 . 0------------ , ერთი მათგანი ვე---------–--ის სახელზე ირიცხებოდა, ხოლო მეორე ვინმე ტ------–---------–--ზე, რომლის სახელზეც მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა 81 . 0------------ საკადასტრო კოდით 2012 წლის 23 ოქტომბერს.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2015 წლის 08 სექტემბერს მიიღო N8------------03 გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ, რომლითაც შეაჩერა განახლებული ამონაწერის გაცემის თაობაზე შესაბამისი წარმოება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ვი---–---ა დ---–--ის მიერ 07.09.2015 წ.საჯარო რეესტრში შეტანილი განცხადება (ტ.1, ს.ფ. 30-31)
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 08 სექტემბრის N8------------03 გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ (ტ.1, ს.ფ 32)
-2012 წლის 23 ოქტომბრის ამონაწერი ტ------–---------–--ის სახელზე (ტ.1, ს.ფ 36-37)
4.1.7 2016 წელს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ თავისი ინიციატივით გააუქმა 2012 წელს ტ------–---------–--ის სახელზე გაცემული ამონაწერი (დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმის გარეშე) და 2016 წლის 17 ივნისის N8------------03 გადაწყვეტილებით რეგისტრაციის შესახებ გასცა განახლებული ამონაწერი ვე---------–--ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-№8----------- სარეგისტრაციო განაცხადი (ტ.1, ს.ფ 39)
-2016 წლის 17 ივნისის N8------------03 გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ 41)
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ 42)
4.1.8. 2016 წლის 24 ივნისს ნოტარიუსმა ცი--------------–--ემ გასცა N1-------- სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმადაც გარდაცვლილი ვე---------–--ის დანაშთ ქონებად მითითებულია მიწის ნაკვეთი მდებარე, გარდაბანი სოფელი კ--–----ი „მ--------ი“, რაც დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი - 81 . 0------------ , განცხადების რეგისტრაციის N8-----------, ამონაწერის მომზადების თარიღი 17.06.2016 წელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-N1-------- სამკვიდრო მოწმობა (ტ.1, ს.ფ 43-46)
4.1.9. 2004 წლის 28 ივლისს ლ------------ამ მოსარჩელე მ-----------------–-ძის მეზობლისგან თ----------–--ისგან ნოტარიუს დ------------–---–თან გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა მიწის ნაკვეთი მდებარე გარდაბნის რაიონი, კ--–----ის საკრებულო „მ--------ი“ საკადასტრო კოდი - 8----------8 . 008 . ლ-------------ამ ამ ხელშეკრულების საფუძველზე 2010 წლის 15 ოქტომბერს საკუთრებაში დაირეგისტრირა აღნიშნული უძრავი ქონება.
ლ.არქანიამ 2016 წლის 03 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შეიტანა N8----------- სარეგისტრაციო განცხადება და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია მის მომიჯნავე ნაკვეთზე,რომელიც ვ.დ---–--ის სახელზე იყო რიცხული საკადასტრო კოდით - 81 . 0------------
N8----------- სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 04 ნოემბერს და ამავე წლის 07 დეკემბერს მომზადდა სიტუაციური ნახაზები, სადაც დაინტერესებულ პირს ლ------------ას განემარტა, რომ აგეგმვით/აზომვითი ნახაზით წარდგენილ მიწის ნაკვეთზე ფიქსირდებოდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება 8----------- წარმოებაში მყოფ მონაცემებთან. ამავე სარეგისტრაციო განაცხადის ნომრის ზემოთ მიწერილია საკადასტრო კოდი 81 . 0------------ .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ 47-49)
- N8----------- სარეგისტრაციო განცხადება (ტ.1, ს.ფ 52-53)
- 2016 წლის 04 ნოემბრის და ამავე წლის 07 დეკემბრის სიტუაციური ნახაზები (ტ.1, ს.ფ 54-55)
- N8------------08 გადაწყვეტილება (ტ.2. ს.ფ 149-150)
- N8------------10 გადაწყვეტილება (ტ.2. ს.ფ 151)
4.1.10. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ N8----------- სარეგისტრაციო განაცხადის ფარგლებში მიმართა საქართველოს ეროვნულ არქივს 2016 წლის 09 დეკემბრის N296175 მიმართვით და მოითხოვა უწყებაში დაცული ინფორმაცია/დოკუმენტაციის ასლები გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფ.კ--–----ში მოქ. ლ------------ა ტ------–ის ძის კომლის შემადგენლობის (სხვა კომლში წევრად არსებობის), მასზე რიცხული ქონების და სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2016 წლის 09 დეკემბრის N296175 მიმართვა (ტ.2, ს.ფ 174)
4.1.11 საქართველოს ეროვნული არქივის 2016 წლის 16 ნოემბრის N15/72555 მიმართვაში აღნიშნულია, რომ რუსთავის არქივში დაცულ გარდაბნის რაიონის კ--–----ის საკრებულოს სოფელ კ--–----ის 2001-2006 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია არ-------–----ი (დოკუმენტში ასეა) მას საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი არ ერიცხება.
გარდაბნის რაიონის კ--–----ის საკრებულოს სოფელ კ--–----ის 1986-1995, 1996-2000 წლების წიგნებში, 1994 წლის 2 მაისი მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტების სიაში , გადასახადის გადამხდელთა 1995 წლის სიაში და 2000-2006 წლების მიწის სარეგისტრაციო მოწმობების სიაში მოქალაქე ლ------------ა ტ------–ის ძე არ მოიძებნა.
გარდაბნის რაიონის კ--–----ის საკრებულოს სოფელ კ--–----ის 2007 წლის საკომლო წიგნები, 1992 -1999 და 2007 წლების მიწის სარეგისტრაციო მოწმობები. 1992-2007 წლების მიწის ზონარგაყრილი წიგნები, 1992 და 2003-2007 წლების მიწის ნაკვეთის მინიჭება ჩაბარების ატები, 1992-1994 და 1996-2007 წლების მიწის საგადასახადო სიები რუსთავის არქივში დაცვაზე არ შესულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საქართველოს ეროვნული არქივის 2016 წლის 16 ნოემბრის N15/72555 მიმართვა (ტ.2 ს.ფ 175-177)
4.1.12. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სამსახურის საკადასტრო ინფორმაციის განყოფილების უფროსის 2017 წლის 11 იანვრის N12899/17 სამსახურეობრივი ბარათით დგინდება, რომ ლ------------ას მიერ აგეგმვით აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი, საარქივო მასალების, კერძოდ, გარდაბნის რაიონის კ--–----ის თემის საკრებულოს 1992 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით წარმოადგენდა კოლექტიური მებაღეობისთვის გამოყოფილ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2017 წლის 11 იანვრის N12899/17 სამსახურეობრივი ბარათი (ტ.2. ს.ფ 180-181)
4.1.13. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 08 დეკემბერს მიიღო N8------------28 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლითაც ლ------------ას მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო განაცხადი გადაგზავნილ იქნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიში საკითხის შესასწავლად. ხოლო N8------------30, N8------------33 გადაწყვეტილებებით დაინტერესებულ პირს - ლ------------ას განემარტა, რომ გადაწყვეტილება მიიღებოდა აღიარების კომისიიდან პასუხის მიღებისთანავე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N8------------28 გადაწყვეტილება (ტ.2, ს.ფ 158)
- N8------------30, N8------------33 გადაწყვეტილებები (ტ.2, ს.ფ 161, 167)
4.1.14. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2017 წლის 29 სექტემბერს მიღებულ იქნა N2---------- განკარგულება, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობის განხილვა ლ------------ას მიმართ შეჩერდა დამატებითი შესწავლის მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 29 სექტემბრის N2---------- განკარგულება (ტ.2. ს.ფ 185)
4.1.15. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 07 თებერვლის N3 ოქმში მითითებულია, რომ, კომისიაზე განხილულ იქნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კ--–----ის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ნივთზე (587 კვ.მ) ლ------------ას საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე (8----------- სარეგისტრაციო განცხადება) "სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარდგენილი შუამდგომლობები (17.01.2017 წლის N16222 წერილი, 08.12.2017 წლის N521700 წერილი, 09.01.2017 წლის N14627 წერილი).
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 07 თებერვლის N3 ოქმში მითითებულია, რომ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი დათვალიერებულ იქნა კომისიის წევრების მიერ.
ოქმში მითითებულია, რომ კ-–----------------–--ი და კო--------------------ი ადასტურებენ, რომ ლ------------ა 2005 წლიდან ნამდვილად ფლობს მიწის ნაკვეთს მდებარე გარდაბნის რაიონი სოფელი კ--–----ი, რომელიც შემოღობილია ლითონის ბადით, გაშენებულია ვაზი და ხეხილის ბაღი.
ამავე ოქმში აღნიშნულია, რომ კომისიის თავმჯდომარემ კომისიის წევრებს გააცნო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი N14627 (09.01.2--- წ), რომელსაც თან ერთვის ლ------------ას განცხადება სარეგისტრაციო ნომრით N8--------2--, სადაც აღნიშნულია, რომ "სალეგალიზაციოდ შემოტანილია დოკუმენტაცია, რომლითაც მ-----------------–-ძე ითხოვს ლეგალიზაციას მიწის ნაკვეთზე რომელზეც რეალურად შენობა არ დგას და ითხოვს ადგილზე დათვალიერებას".
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2--- წლის 07 თებერვლის N3 ოქმი (ტ.1, ს.ფ 189-192)
4.1.16. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 07 თებერვლის N 3-------8 განკარგულებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კ--–----ში მდებარე, 587. კვ.მ მიწის ნაკვეთზე აღიარებულ იქნა ლ------------ას საკუთრების უფლება.
მითითებული განკარგულების საფუძველზე გაიცა N28/3/2--- საკუთრების უფლების მოწმობა. საკუთრების უფლების მოწმობაში მითითებულია, რომ ქონება მდებარეობს 8----------8 . 008 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონების მომიჯნავედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 29 სექტემბრის N2---------- განკარგულება (ტ.2. ს.ფ 185)
- 2--- წლის 07 თებერვლის N 3-------8 განკარგულება (ტ.2. ს.ფ 189-190)
- N28/3/2--- საკუთრების უფლების მოწმობა (ტ.2. ს.ფ 188)
- 2--- წლის 07 თებერვლის N3 ოქმი (ტ.1, ს.ფ189-192)
4.1.17. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 19 მარტის N8------------38 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, ლ------------ას საკუთრებაში დარეგისტრირდა 587.00 კვ.მ ფართის ოდენობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფელ კ--–----ში. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულ იქნა N28/3/2--- საკუთრების უფლების მოწმობა და მომზადდა ამონაწერი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მარტის N8------------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება (ტ.2. ს.ფ 214)
- ამონაწერი საჯარო რეეტრიდან (ტ. 2, ს.ფ 215-216)
4.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.2.1. გარდაბნის რაიონის კ--–----ის საკრებულოს ტერიტორიაზე მდებარე მებაღეობა მ--------ის მიწის ნაკვეთების მფლობელთა სია (რომლის დედანიც დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში და რომლის საარქივო რეკვიზიტებია:ფონდი-15, ანაწერი-1, საქმე -56) წარმოადგენს გარდაბნის რაიონის კ--–----ის საკრებულოს ტერიტორიაზე მდებარე მებაღეობა მ--------ის მიწის ნაკვეთების 1450 მფლობელის სიას, რომელიც შიეცავს თითოეული მიწის ნაკვეთების ფართობის მონაცემს და ნაკვეთს და ნაკვეთის ნომერს.-კვარტლების მიხედვით .
წარმოდგენილი დოკუმეტის (სიის) 49-ე გვერდზე (ტ.3, ს.ფ. 96), სიითი ნომრის -1289 გასწვრივ მიწის ნაკვეთის მფლობელად მითითებულია - ბი---ო დ---–--ე (მოსარჩელის გარდაცვლილი მამა)-მიწის ნაკვეთის ფართობად მითითებულია - 600კვ.მ., ხოლო მიწის ნაკვეთის ნომრად მითითებულია - 1--.
სარჩელზე თანდართული საინვენტარიზაციო მოწმობა N2--, გაცემული ბი---ო დ---–--ის სახელზე მიწის ნაკვეთის ნომრად ასევე დაფიქსირებულია - 1--.
2004 წლის 14 მარტის „საზოგადოებრივი კავშირის მ--------ის“ დირექტორის ნ.კ-----ას N238 მიმართვით მოთხოვნილია სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა მოქალაქე ბი---ო გ-------–ის ძე დ---–--ეზე, რომელსაც ამავე რაიონის კ--–----ის „საზოგადოებრივ კავშირ მ--------ში“ აქვს მიწის ნაკვეთი, კვარტალი- 1; ნაკვეთი-7, მიწის ფართობი-600კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-კ--–----ის საკრებულოს სოფელი მ--------ის მცხოვრებთა სია მიწის ფართის ჩვენებით (ტ.3 , ს.ფ 46-102)
4.2.2. 2004 წლის 24 მარტის ამონაწერით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მოსარჩელის მამის ბი---ო დ---–--ის სახელზე დარეგისტრირდა საკუთრების უფლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 81 . 0------------ საკადასტრო კოდით, მდებარე მისამართზე-გარდაბნის რაიონი,კ--–----ის საკრებულო, „მ--------ი“. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია N238 ცნობა გაცემული „საზოგადოებრივი კავშირის მ--------ის“ დირექტორის მიერ.
2004 წლის 08 სექტემბრის სამკვიდრო მოწმობით დგინდება, რომ მოსარჩელის დედამ-ვე---------–--ემ თავისი გარდაცვლილი მეუღლისაგან-ბი---ო დ---–--ისაგან მემკვიდრეობის სახით საკუთრებაში მიიღო მიწის ნაკვეთი, რეგისტრაციის კოდით-81 . 0------------ , მდებარე მისამართზე - გარდაბნის რაიონი, კ--–----ის საკრებულო, მ--------ი.
2004 წლის 03 დეკემბრის ამონაწერით დგინდება, რომ მ-----------------–-ძის დედის-ვე---------–--ის სახელზე დარეგისტრირდა საკუთრების უფლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნავკვეთზე, საკადასტრო კოდი - 81 . 0------------ , მდებარე მისამართზე - გარდაბნის რაიონი, კ--–----ის საკრებულო, მ--------ი.
სარჩელზე მტკიცებულებად წარმოდგენილ ყველა დოკუმენტში დაფიქსირებულია ერთი და იგივე 1---ნაკვეთი, რომელსაც საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას მიენიჭა საკადასტრო კოდი- 81 . 0------------ .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-კ--–----ის საკრებულოს სოფელი მ--------ის მცხოვრებთა სია მიწის ფართის ჩვენებით (ტ.3 , ს.ფ 46-102)
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ 123)
4.2.3. დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტის (სიის) იმავე 49-ე გვერდზე (ტ.3, ს.ფ. 96), ბი---ო დ---–--ის სიითი 1289 ნომრის ზევით, (მომიჯნავე) სიითი ნომრის -1288 გასწვრივ მიწის ნაკვეთის მფლობელად მითითებულია - ლ------------ა - მიწის ნაკვეთის ფართობად მითითებულია - 600 კვ.მ., ხოლო მიწის ნაკვეთის ნომრად მითითებულია - 1.8 .
2004 წლის 25 ივლისის „საზოგადოებრივი კავშირის მ--------ის“ დირექტორის N261 მიმართვით მოთხოვნილია სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა მოქალაქე თა--------------------–-----–--ეზე, რომელსაც ამავე რაიონის კ--–----ის „საზოგადოებრივ კავშირ მ--------ში“ აქვს მიწის ნაკვეთი, კ--------–---------------- მიწის ფართობი-600კვ.მ.
2004 წლის 28 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებით დგინდება, რომ ლ------------ამ თ----------–--ესგან შეიძინა 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი მდებარე გარდაბნის რაიონი, კ--–----ის საკრებულო „მ--------ი“ საკადასტრო კოდი - 8----------8 . 008 . ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქონება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა ლ------------ას საკუთრებად.
მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილ სიაში და 25.07.2004 წლის „საზოგადოებრივი კავშირის მ--------ის“ დირექტორის N261 მიმართვაში, ასევე 28.07.2004 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში და 2010 წლის 15 ოქტომბრის ამონაწერში დაფიქსირებულია ერთი და იგივე ნაკვეთი - 1/8, რომელსაც საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას მიენიჭა საკადასტრო კოდი - 8----------8 . 008 .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-კ--–----ის საკრებულოს სოფელი მ--------ის მცხოვრებთა სია მიწის ფართის ჩვენებით (ტ.3 , ს.ფ 46-102)
-2005 წლის 09 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ.3 , ს.ფ 103-107)
4.2.4. წარმოდგენილი სიის იმავე 49-ე გვერდზე (ტ.3, ს.ფ. 96), სიითი ნომრის -1287 გასწვრივ მიწის ნავკვეთის მფლობელად მითითებულია - ლ--------–---ი - მიწის ნაკვეთის ფართობად მითითებულია - 600კვ.მ., ხოლო მიწის ნაკვეთის ნომრად მითითებულია - 1.9. 2005 წლის 19 მაისის კ--–----ის საკრებულოს გმგებლის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გაცემული N526 ცნობაში, მითითებულია, რომ ი-------------------------ეს გარდაბნის რაიონის სოფელ კ--–----ში აწერია 0.06ჰა (600კვ.მ) ფართობის მიწის ნაკვეთი,რომლის ნომერია 1/9“.
2005 წლის 09 ივნისს ი-------------------------ეს და ლ--------–---ს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ლ--------–---მა შეიძინა ი-------------------------ისგან, მიწის ნაკვეთი მდებარე გარდაბნის რაიონის სოფელ კ--–----ში. საკადასტრო კოდი- 8----------8------ .
სარჩელზე მტკიცებულებად წარმოდგენილ ყველა დოკუმენტში დაფიქსირებულია ერთი და იგივე ნაკვეთი -1/9, რომელსაც საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას მიენიჭა - საკადასტრო კოდი- 8----------8------ .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-კ--–----ის საკრებულოს სოფელი მ--------ის მცხოვრებთა სია მიწის ფართის ჩვენებით (ტ.3 , ს.ფ 46-102)
- 2005 წლის 09 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ.3 , ს.ფ 103-107)
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.3 , ს.ფ 108)
-გარდაბნის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს უფროსის N261 მომართვა (ტ.3 , ს.ფ 109)
- ცნობა N526 (ტ.3 , ს.ფ 110)
4.2.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 22 თებერვლის N61003 წერილში ასახულია, რომ მ-----------------–-ძის 2017 წლის 12, 16 და 18 იანვარს შემოსული N14051/17, N20070/17, N23599/17 და N24443/17 განცხადებებით მოთხოვნილ იქნა რეგისტრაციის პროცესში დახმარების გაწევა. მითითებულის საფუძველზე 2017 წლის 15 თებერვალს 12:00 სთ-ზე ჩატარდა გარდაბანში, სოფელ კ--–----ში (მ--------ი) მდებარე უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი 81 . 0------------ ) და N8----------- განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება.
ზემაღნიშნულ წერილში ასახულია, რომ ადგილზე დათვალიერების ფარგლებში მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა გამოკითხვის შედეგად ვერ დადგინდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და N8----------- სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილი საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. ამასთანავე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული მონაცემების თანახმად 81 . 0------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეების გამოკითხვა ვერ მოხერხდა, რადგან მათ თავი შეიკავეს პოზიციის ოფიციალურად დაფიქსირებისგან.
ამავე წერილით, დამატებით განიმარტა, რომ N8----------- განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიმდინარეობს N8----------- სარეგისტრაციო წარმოება (დაინტერესებული პირი ლ------------ა), რომლის ფარგლებში 2017 წლის 17 იანვარს N16222 წერილით გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გადაეგზავნა მასალები კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად. ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულ იქნებოდა აღიარების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 22 თებერვლის N61003 წერილი (ტ.3, ს.ფ 189-190)
-ადგილზე დათვალიერების ოქმი (ტ.3 1----96)
4.2.3. საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 28 თებერვლის N98696/17 სამსახურეობრივი ბარათით მოთხოვნილია ინფორმაცია თუ რომელი წლიდან არის დაცული საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ორთოფოტოს ფენები და აღნიშნული წლების მიხედვით მოთხოვნილია 8----------8------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის სიტუაციური ნახაზები (ლ------------ას სახელზე, აღიარების კომისიის საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე რეგისტრირებული ქონება).
2019 წლის 01 მარტის N100992/17 სამსახურეობრივ ბარათში აღნიშნულია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 8----------8------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ტერიტორიაზე არსებობს მხოლოდ 2005-2006 და 2016 წლის აეროგადაღების მონაცემები (ორთოფოტო).
საქმეში წარმოდგენილ 2005 და 2006 წლის ორთოფოტოებზე მოსარჩელე მ-----------------–-ძის მიერ მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე ასახულია 8----------8------ საკადასტრო კოდი, მაშინ როდესაც მითითებულ პერიოდში ქონებას მინიჭებული ჰქონდა 81 . 0------------ საკადასტრო კოდი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2019 წლის 28 თებერვლის N98696/17 სამსახურეობრივი ბარათი (ტ.3, ს.ფ 113)
-2019 წლის 01 მარტის N100992/17 სამსახურეობრივი ბარათი (ტ. 3, ს.ფ 114)
- 2005 და 2006 წლის ორთოფოტოები (ტ. 3, ს.ფ 115-116)
4.2.4. საქმეში მოიპოვება არაერთი განცხადება, რომლითაც მოსარჩელე მ-----------------–-ძემ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, სადაც მოსარჩელე განმარტავდა, რომ ლ------------ას მიერ მოთხოვნილი უძრავი ქონება იყო მისი საკუთრება, რომელიც მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული დედისგან. თუმცა ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან არ ჰქონია ადგილი განცხადებაში მითითებულ, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასებას და შესწავლას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 19 დეკემბრის განცხადება (ტ. 2, ს.ფ 90)
- 2--- წლის 27 მარტის განცხადება (ტ.2, ს.ფ 94)
4.2.5. საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 25 მარტის N137374/17 სისტემური აღწერით დგინდება, რომ ჯ--–-----------ის (დღეის მდგომარეობით ლ------------ას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის პირვანდელი მესაკუთრე) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს.კ 8----------8 . 008 ) მომიჯნავედ მდებარეობს აწ გარდაცვლილი ბი---ო დ---–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რეგისტრირებული 81 . 0------------ საკადასტრო კოდით. მითითებული ცხადყოფს, რომ მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაცული ჰქონდა მონაცემები, სადაც ასახული იყო მოსარჩელის მამკვიდრებლის სახელზე რეგისტრირებული საკუთრების უფლება, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო არ დაეშვა ქონებაზე სხვისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2019 წლის 25 მარტის N137374/17 სისტემური აღწერა (ტ.4, ს.ფ 153)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ილ ი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ-----------------–-ძის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი;
„???????? ?? ????? ????????? ????????? ??????? ???????????? (????????????) ??????? ????? ?????????? ?????????? ??????? ????????? ??????? “ საქართველოს კანონი;
7. სამართლებრივი შეფასება
7.1 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოს ან დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამავე მუხლის “კ“ ქვეპუნქტის თანახმად კი ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების, ან გაუქმების მიზნით.
საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული მართლმსაჯულების არსი, ამოცანა და მისი როლი სახელმწიფოში კანონიერი საჯარო მმართველობის დამკვიდრებაში, კერძოდ: „სასამართლო ხელისუფლება ადმინისტრაციული მართლმსაჯულების მეშვეობით თავისი არსით ორ უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ფუნქციას ახორციელებს:
1. კონფლიქტის (დავის) მოგვარება/გადაწყვეტა კანონიერად და სამართლიანად;
2. სასამართლო კონტროლის განხორციელება მმართველობითი ორგანოების გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებზე, რაც თავის მხრივ, ემსახურება სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს, კანონიერი საჯარო მმართველობის ფუნქციონირების უზრუნველყოფას.
მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია ადმინისტრაციულ ორგანოთა გადაწყვეტილებების, ხელშეკრულებების, ქმედებების /მოქმედება, უმოქმედობა/ გასაჩივრება საერთო სასამართლოში, რა დროსაც სასამართლოს ობიექტურობას, მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას განუზომელი მნიშვნელობა აქვს, რათა აღადგინოს დარღვეული წონასწორობა პირსა და ოფიციალურ სტრუქტურას შორის“.
7.2 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოების და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისია წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, მოპასუხის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და იმ დროისათვის მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობით.
7.3 სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხსენებული კოდექსის 103-ე მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
7.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების პირობას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგებოდეს კანონს და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავდეს მის უფლებას.
ზემოთ აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე დადგენილი უნდა იქნას, შეესაბამება თუ არა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს და აყენებს თუ არა იგი პირდაპირ და უშუალო ზიანს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
7.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას”. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს”.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განმარტებულია, როგორც – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აღნიშნული აქტის კანონშესაბამისობა, მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
7.6. სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლები და რეესტრის მწარმოებელი ორგანოს უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება; ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად კი, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია; ამასთანავე, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო ამ კანონის მე-2 მუხლის „ლ“, „კ“ პუნქტების თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტი - სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას;
,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტისა და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების გარდა, საკუთარი ინიციატივით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ – დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
7.7 „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტი განმარტავს სარეგისტრაციო დოკუმენტის ცნებას - სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამდენად, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის მიზნებისათვის, დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ადმინისტრაციული აქტი, უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ გაცემული ცნობა, სასამართლოს გადაწყვეტილება და სხვა), რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს ცვლილების რეგისტრაციას;
სასამართლო მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლი, რომლის შესაბამისად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.
7.8. სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული.
ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
7.9. სასამართლო მიუთითებს რომ ,,საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებიდან და ნორმებიდან გამომდინარე, საკუთრების უფლება წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებაა, საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლება, დემოკრატიული საზოგადოების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. საკუთრება ადამიანის ყოფიერების არსებითი საფუძველია" (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება N1/51 საქმეზე ,,ქ.თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება".).
,,საკუთრების უფლებაც ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას. იმავდროულად, კერძო საკუთრება, როგორც ინსტიტუტი, საბაზრო ეკონომიკის ბირთვს წარმოადგენს. შესაბამისად, ის არის არა მხოლოდ მესაკუთრეებს შორის ეკონომიკური კონკურენციის, არამედ ასევე დემოკრატიული სახელმწიფოს და საზოგადოებრივი წყობილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა" (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება N1/2/384 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - დავით ჯიმშელეიშვილი, ტ------– გვეტაძე და ნელი დალალიშვილი".).
7.10. სასამართლო მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს საკუთრების უფლებას. ამ დებულების მიხედვით: ,,1. ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით; 2. ზემოთ აღნიშნული დებულებები არ ზღუდავს სახელმწიფოს უფლებას, უზრუნველყოს ისეთი კანონების შესრულება, რომლებიც მას აუცილებლად ესახება საკუთრების გამოყენებაზე კონტროლის განხორციელებისათვის, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ან ბეგარის ან სხვა გადასახადებისა და ჯარიმების აკრეფის უზრუნველყოფისათვის“
საქმეში მარქსი ბელგიის წინაღმდეგ სასამართლომ განმარტა, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, პირველი მუხლის არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. [...] რა თქმა უნდა, პირის მიერ საკუთრების განკარგვის უფლება, საკუთრების უფლების ტრადიციულ და ფუნდამენტურ ასპექტს წარმოადგენს.
7.11. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის მესამე მუხლის მიხედვით, ეს კანონი განსაზღვრავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს და იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს. დასახელებული კანონის მე-4 მუხლის თანახმად თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით.
ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწაა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
იმავე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის მიხედვით კი, დაინტერესებული პირია ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება;
7.12. განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოსარჩელე მ-----------------–-ძის მამის ბი---ო დ---–--ის სახელზე საინვენტარიზაციო მოწმობა N2--, 1907-1973 წლებში შექმნილი მებაღეობის ამხანაგობებში აშენებულ საბაღე სახლზე, რომელიც მდებარეობდა გარდაბნის რაიონში, დასახლება გ------ში. ამ საინვენტარიზაციო მოწმობის თანახმად მიწის ნაკვეთის ნომერი იყო - 1--, რომელზეც განთავსებული იყო საბაღე სახლი (შენობა ნაგებობა) საერთო ფართით 30.7კვ.მ.
2004 წლის 24 მარტს საჯარო რეესტრში მოსარჩელის მამის ბი---ო დ---–--ის სახელზე დარეგისტრირდა საკუთრების უფლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომლის საკადასტრო კოდი იყო - 81 . 0------------ , მდებარე მისამართზე -გარდაბნის რაიონი, კ--–----ის საკრებულო, „მ--------ი“, საჯარო რეესტრის ამონაწერში საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითბულია - ცნობა N238 გაცემული „საზ-------------------–----------------ის“ მიერ 24.03.2004 წ .
2004 წლის 08 სექტემბრის სამკვიდრო მოწმობით მოსარჩელის დედამ - ვე---------–--ემ თავისი გარდაცვლილი მეუღლისგან - ბი---ო დ---–--ისგან მემკვიდრეობის სახით საკუთრებაში მიიღო 81 . 0------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება და 2004 წლის 03 დეკემბერს საჯარო რეესტრის მიერ მომზადებულ იქნა შესაბამისი ამონაწერი. მოსარცელის დედის ვე---------–--ის გარდაცვალების შემდგომ, სამკვიდრო მოწმობის გაცემის მიზნით ამონაწერების განახლებისათვის 2015 წლის 07 სექტემბერს ვი---–---ა დ---–--ემ (მოსარჩელის წარმომადგენელმა) განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ვე---------–--ის 81 . 0------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქონებაზე, ახალი ამონაწერის მომზადება, რა დროსაც ცნობილი გახდა მ.დ---–--ისთვის, რომ საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული იყო ორი სხვადასხვა მიწის ნაკვეთი ერთი და იმავე საკადასტრო კოდით - 81 . 0------------ , ერთი მათგანი ვე---------–--ის სახელზე ირიცხებოდა, ხოლო მეორე მესამე პირზე - ტ------–---------–--ზე, რომლის სახელზეც მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა 2012 წლის 23 ოქტომბერს.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2015 წლის 08 სექტემბერს მიიღო N8------------03 გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ, რომლითაც შეაჩერა განახლებული ამონაწერის გაცემის თაობაზე შესაბამისი წარმოება. ამასთანავე, 2016 წელს მოპასუხემ თავისი ინიციატივით გააუქმა ტ------–---------–--ის სახელზე გაცემული 2012 წლის ამონაწერი (დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმის გარეშე) და 2016 წლის 17 ივნისის N8------------03 გადაწყვეტილებით რეგისტრაციის შესახებ გასცა განახლებული ამონაწერი ვე---------–--ის სახელზე. ხოლო, 2016 წლის 24 ივნისს მოსარჩელე მ-----------------–-ძემ მემკვიდრეობით მიიღო დედისგან ვე---------–--ისგან 81 . 0------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება.
7.13. განსახილველ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2004 წლის 28 ივლისს ლ------------ამ მოსარჩელე მ-----------------–-ძის მეზობლისგან თ----------–--ისგან შეიძინა მიწის ნაკვეთი მდებარე გარდაბნის რაიონი, კ--–----ის საკრებულო „მ--------ი“ საკადასტრო კოდი - 8----------8 . 008 . ლ------------ამ ამ ხელშეკრულების საფუძველზე 2010 წლის 15 ოქტომბერს საკუთრებაში დაირეგისტრირა აღნიშნული უძრავი ქონება. 2016 წლის 03 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შეიტანა N8----------- სარეგისტრაციო განცხადება და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუტრების უფლების რეგისტრაცია მის მომიჯნავე ნაკვეთზე, რომელიც მოსარჩელის დედის სახელზე იყო რიცხული საკადასტრო კოდით - 81 . 0------------ . წარდგენილ განცხადებაში გამოთქვა თანხმობა საკითხის არიარების კომისიაში გადაგზავნის თაობაზე.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს N8----------- სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში 2016 წლის 04 ნოემბერს და ამავე წლის 07 დეკემბერს მომზადებულ სიტუაციური ნახაზებზე სადაც მესამე პირს ლ------------ას განემარტა, რომ აგეგმვით/აზომვითი ნახაზით წარდგენილ მიწის ნაკვეთზე ფიქსირდებოდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება 8----------- წარმოებაში მყოფ მონაცემებთან. ამავე სარეგისტრაციო განაცხადის ნომრის ზემოთ მიწერილია საკადასტრო კოდი 81 . 0------------ . მითითებული გარემოებიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ცნობილი იყოს მოსარჩელე მ-----------------–-ძის მშობლების საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე, მეტიც, თავად მოპასუხის მიერაა გაცემული შესაბამისი ამონაწერები, რომლითაც დასტურდება მ-----------------–-ძის მშობლების ბი---ო დ---–--ის და ვე---------–--ის საკუთრების უფლება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია დაიცვას საკუთრება და მან არ უნდა დაუშვას ისეთი უკანონო რეგისტრაცია, რომლითაც ხელყოფილი იქნება სხვისი საკუთრების უფლება.
ვინაიდან ლ------------ას მიერ სარეგისტრაციო განაცხადი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში იყო წარდგენილი სააგენტომ მიმართა საქართველოს ეროვნულ არქივს და მოითხოვა უწყებაში დაცული ინფორმაცია/დოკუმენტაციის ასლები გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფ. კ--–----ში მოქ. ლ------------ა ტ------–ის ძის კომლის შემადგენლობის (სხვა კომლში წევრად არსებობის), მასზე რიცხული ქონების და სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით.
7.14. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ეროვნული არქივის 2016 წლის 16 ნოემბრის N15/72555 მიმართვაზე, სადაც აღნიშნულია, რომ რუსთავის არქივში დაცულ გარდაბნის რაიონის კ--–----ის საკრებულოს სოფელ კ--–----ის 2001-2006 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია არ-------–----ი (დოკუმენტში ასეა) მას საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი არ ერიცხება. გარდაბნის რაიონის კ--–----ის საკრებულოს სოფელ კ--–----ის 1986-1995, 1996-2000 წლების წიგნებში, 1994 წლის 2 მაისი მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტების სიაში , გადასახადის გადამხდელთა 1995 წლის სიაში და 2000-2006 წლების მიწის სარეგისტრაციო მოწმობების სიაში მოქალაქე ლ------------ა ტ------–ის ძე არ მოიძებნა. ხოლო, გარდაბნის რაიონის კ--–----ის საკრებულოს სოფელ კ--–----ის 2007 წლის საკომლო წიგნები, 1992 -1999 და 2007 წლების მიწის სარეგისტრაციო მოწმობები. 1992-2007 წლების მიწის ზონარგაყრილი წიგნები, 1992 და 2003-2007 წლების მიწის ნაკვეთის მინიჭება ჩაბარების ატები, 1992-1994 და 1996-2007 წლების მიწის საგადასახადო სიები რუსთავის არქივში დაცვაზე არ შესულა.
სასამართლო მიუთითებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სამსახურის საკადასტრო ინფორმაციის განყოფილების უფროსის 2017 წლის 11 იანვრის N12899/17 სამსახურეობრივ ბარათზე, რომლითაც დგინდება, რომ ლ------------ას მიერ აგეგმვით აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი, საარქივო მასალების, კერძოდ, გარდაბნის რაიონის კ--–----ის თემის საკრებულოს 1992 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით წარმოადგენდა კოლექტიური მებაღეობისთვის გამოყოფილ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს. მითითებული სამსახურეობრივი ბარათი ცალსახად ადასტურებს, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი არ ყოფილა სახელმწიფოს საკუთრებაში, რომლის თვითნებურად დაკავებასაც შეძლებდა მესამე პირი ლ------------ა. ამასთანავე სასამართლო მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის აღიარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთი იყოს სახელმწიფოს საკუთრებაში. შესაბამისად დაუშვებელია კომისიამ გასცეს საკუთრების უფლების მოწმობა ისეთ ქონებაზე, რომლის მფლობელობასაც ახორციელებს სხვა ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 08 დეკემბერს მიიღო N8------------28 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლითაც ლ------------ას მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო განაცხადი გადაგზავნილ იქნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში საკითხის შესასწავლად. ხოლო N8------------30, N8------------33 გადაწყვეტილებებით დაინტერესებულ პირს - ლ------------ას განემარტა, რომ გადაწყვეტილება მიიღებოდა აღიარების კომისიიდან პასუხის მიღებისთანავე. სასამართლო განმარტავს, რომ რეესტრის მიერ საკითხის კომისიაში გადაგზავნა მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საკითხი არ ყოფილა სრულყოფილად შესწავლილი და გამოკვლეული, მიუხედავად იმისა, რომ რეესტრისთვის არაერთხელ ჰქონდა მიმართული მოსარჩელე მ-----------------–-ძეს.
7.15. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2017 წლის 29 სექტემბერის N2---------- განკარგულებით, შუამდგომლობის განხილვა ლ------------ას მიმართ შეჩერდა დამატებითი შესწავლის მიზნით. თუმცა გაურკვეველია დამატებით რა იქნა შესწავლილი აღიარების კომისიის მიერ.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 07 თებერვლის N3 ოქმში მითითებულია, რომ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი დათვალიერებულ იქნა კომისიის წევრების მიერ თუმცა საქმეში არ მოიპოვება ადგილზე დათვალიერების ოქმი შესაბამისი შედეგებით. ამასთანავე კომისიის სხდომის ოქმი არ არის ხელმოწერილი კომისიის წევრების და კომისიის სხდომის მდივნის მიერ.
სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილების მე-14 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც კომისიის სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, კომისიის ყველა დამსწრე წევრი და კომისიის მდივანი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს უფლება, სხდომის ოქმს წერილობით დაურთოს საკუთარი განსხვავებული აზრი, რომელიც აღინიშნება ოქმში. მითითებული ნორმის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს ოქმს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ ექნება იურიდიული ძალა და შესაბამისად ვერ შეძლებს წარმოშვას რაიმე სახის სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო დამატებით მიუთითებს ასევე იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საქმეში არ მოიპოვება ოქმში მითითებული კ-–----------------–--ის და კო--------------------ის სანოტარო აქტები, რომლებიც ადასტურებენ ასაღიარებელი ქონების ფლობას ლ------------ას მიერ. შესაბამისად გაუგებარია, თუ რას დაეყრდნო აღიარების კომისია საკითხის დაკმაყოფილებისას.
სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი – ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი;
ამავე დადგენილების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა დაერთოს მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება;
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ ლ------------ას მიერ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში არ წარდგენილა რაიმე სახის დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებას. სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნულის წარდგენა ლ------------ას მიერ ვერც მოხერხდებოდა, ვინაიდან სადავო უძრავი ქონება წარმოადგენდა მოსარჩელე მ-----------------–-ძის მშობლების ბი---ო და ვე---------–--ის საკუთრებას.
მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 07 თებერვლის N 3-------8 განკარგულებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კ--–----ში მდებარე, 587. კვ.მ მიწის ნაკვეთზე აღიარებულ იქნა ლ------------ას საკუთრების უფლება. მითითებული განკარგულების საფუძველზე გაიცა N28/3/2--- საკუთრების უფლების მოწმობა. საკუთრების უფლების მოწმობაში მითითებულია, რომ ქონება მდებარეობს 8----------8 . 008 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონების მომიჯნავედ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 19 მარტის N8------------38 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, ლ------------ას საკუთრებაში დარეგისტრირდა 587.00 კვ.მ ფართის ოდენობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფელ კ--–----ში. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულ იქნა N28/3/2--- საკუთრების უფლების მოწმობა და მომზადდა ამონაწერი. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ისე დაარეგისტრირა ლ------------ას სახელზე საკუთრების უფლება, რომ არც კი გამოუკვლევია საკითხი სრულად, ამასთანავე მოპასუხემ ხელყო მოსარჩელე მ-----------------–-ძის მშობლების საკუთრების უფლება და ფაქტობრივად მათი ქონება დაარეგისტრირა სხვა ფიზიკური პირის საკუთრებად.
7.16. სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილი გარდაბნის რაიონის კ--–----ის საკრებულოს ტერიტორიაზე მდებარე მებაღეობა მ--------ის მიწის ნაკვეთების მფლობელთა სიაზე, რომელიც წარმოადგენს გარდაბნის რაიონის კ--–----ის საკრებულოს ტერიტორიაზე მდებარე მებაღეობა მ--------ის მიწის ნაკვეთების 1450 მფლობელის სიას, რომელიც შიეცავს თითოეული მიწის ნაკვეთების ფართობის მონაცემს და ნაკვეთს და ნაკვეთის ნომერს-კვარტლების მიხედვით. წარმოდგენილი (სიის) 49-ე გვერდზე (ტ.3, ს.ფ. 96), სიითი ნომრის -1289 გასწვრივ მიწის ნაკვეთის მფლობელად მითითებულია - ბი---ო დ---–--ე (მოსარჩელის გარდაცვლილი მამა)-მიწის ნაკვეთის ფართობად მითითებულია - 600კვ.მ., ხოლო მიწის ნაკვეთის ნომრად მითითებულია - 1--. სარჩელზე თანდართული საინვენტარიზაციო მოწმობა N2--, გაცემული ბი---ო დ---–--ის სახელზე მიწის ნაკვეთის ნომრად ასევე დაფიქსირებულია - 1--. 2004 წლის 14 მარტის „საზოგადოებრივი კავშირის მ--------ის“ დირექტორის ნ.კ-----ას N238 მიმართვით მოთხოვნილია სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა მოქალაქე ბი---ო გ-------–ის ძე დ---–--ეზე, რომელსაც ამავე რაიონის კ--–----ის „საზოგადოებრივ კავშირ მ--------ში“ აქვს მიწის ნაკვეთი, კვარტალი- 1; ნაკვეთი-7, მიწის ფართობი-600კვ.მ. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ N238 ცნობის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2004 წლის 24 მარტს მოსარჩელის მამის ბი---ო დ---–--ის სახელზე დარეგისტრირდა საკუთრების უფლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 81 . 0------------ საკადასტრო კოდით, მდებარე მისამართზე-გარდაბნის რაიონი, კ--–----ის საკრებულო, „მ--------ი“. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია N238 ცნობა გაცემული „საზოგადოებრივი კავშირის მ--------ის“ დირექტორის მიერ.
სარჩელზე მტკიცებულებად წარმოდგენილ ყველა დოკუმენტში დაფიქსირებულია ერთი და იგივე 1---ნაკვეთი, რომელსაც საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას მიენიჭა საკადასტრო კოდი- 81 . 0------------ .
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სადავო ქონების მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთებზე, სადაც ზემოაღნიშნული სიის 49-ე გვერდზე (ტ.3, ს.ფ. 96), ბი---ო დ---–--ის სიითი 1289 ნომრის ზევით, (მომიჯნავე) სიითი ნომრის -1288 გასწვრივ მიწის ნაკვეთის მფლობელად მითითებულია - ლ------------ა - მიწის ნაკვეთის ფართობად მითითებულია - 600 კვ.მ., ხოლო მიწის ნაკვეთის ნომრად მითითებულია - 1.8 . 2004 წლის 25 ივლისის „საზოგადოებრივი კავშირის მ--------ის“ დირექტორის N261 მიმართვით მოთხოვნილია სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა მოქალაქე თა--------------------–-----–--ეზე, რომელსაც ამავე რაიონის კ--–----ის „საზოგადოებრივ კავშირ მ--------ში“ აქვს მიწის ნაკვეთი, კ--------–---------------- მიწის ფართობი-600კვ.მ. ხოლო, 2004 წლის 28 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებით დგინდება, რომ ლ------------ამ თ----------–--ესგან შეიძინა 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი მდებარე გარდაბნის რაიონი, კ--–----ის საკრებულო „მ--------ი“ საკადასტრო კოდი - 8----------8 . 008 . ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქონება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა ლ------------ას საკუთრებად.
მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილ სიაში და 25.07.2004 წლის „საზოგადოებრივი კავშირის მ--------ის“ დირექტორის N261 მიმართვაში, ასევე 28.07.2004 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში და 2010 წლის 15 ოქტომბრის ამონაწერში დაფიქსირებულია ერთი და იგივე ნაკვეთი - 1/8, რომელსაც საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას მიენიჭა საკადასტრო კოდი - 8----------8 . 008 .
სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ 2019 წლის 25 მარტის N137374/17 სისტემური აღწერით დგინდება, რომ ჯ--–-----------ის (დღეის მდგომარეობით ლ------------ას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის პირვანდელი მესაკუთრე) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს.კ 8----------8 . 008 ) მომიჯნავედ მდებარეობს აწ გარდაცვლილი ბი---ო დ---–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რეგისტრირებული 81 . 0------------ საკადასტრო კოდით. მითითებული ცხადყოფს, რომ მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაცული ჰქონდა მონაცემები, სადაც ასახული იყო მოსარჩელის მამკვიდრებლის სახელზე რეგისტრირებული საკუთრების უფლება, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო არ დაეშვა ქონებაზე სხვისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან დასტურდება რომ ლ------------ას საკუთრებაში არსებული 8----------8 . 008 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მომიჯნავეს წარმოადგენს მოსარჩელე მ-----------------–-ძის მშობლების საკუტრებაში არსებული უძრავი ქონება, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირებულია 81 . 0------------ საკადასტრო კოდით. ამასთანავე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ლ------------ას მიერ N8----------- სარეგისტრაციო განაცხადით წარდგენილ მიწის ნაკვეთის აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი იდენტურია 81 . 0------------ საკადასტრო კოდით, ბი---ო და ვე---------–--ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების.
სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ 2019 წლის 28 თებერვლის N98696/17 სამსახურეობრივ ბარათზე, რომლითაც მოთხოვნილია ინფორმაცია თუ რომელი წლიდან არის დაცული საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ორთოფოტოს ფენები და აღნიშნული წლების მიხედვით მოთხოვნილია 8----------8------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის სიტუაციური ნახაზები (ლ------------ას სახელზე, აღიარების კომისიის საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე რეგისტრირებული ქონება). მითითებული ბარათის პასუხად მომაზადებულ 2019 წლის 01 მარტის N100992/17 სამსახურეობრივ ბარათში აღნიშნულია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 8----------8------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ტერიტორიაზე არსებობს მხოლოდ 2005-2006 და 2016 წლის აეროგადაღების მონაცემები (ორთოფოტო). მიუხედავად აღნიშნულისა, საქმეში წარმოდგენილ 2005 და 2006 წლის ორთოფოტოებზე მოსარჩელე მ-----------------–-ძის მიერ მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე ასახულია 8----------8------ საკადასტრო კოდი, მაშინ როდესაც მითითებულ პერიოდში ქონებას მინიჭებული ჰქონდა 81 . 0------------ საკადასტრო კოდი.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში მოიპოვება არაერთი განცხადება, რომლითაც მოსარჩელე მ-----------------–-ძემ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, სადაც მოსარჩელე განმარტავდა, რომ ლ------------ას მიერ მოთხოვნილი უძრავი ქონება იყო მისი საკუთრება, რომელიც მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული დედისგან. თუმცა ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან არ ჰქონია ადგილი განცხადებაში მითითებულ, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასებას და შესწავლას.
სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის მიერ სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითი გარემოებები, არ შეუფასებია საქმეში წარდგენილი ყველა მტკიცებულება, სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, სადავო აქტების მიღებისას დარღვეულ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნები, შესაბამისად სახეზეა გასაჩივრებული აქტების ბათილობის სამართლებრივი საფუძვლები.
7.17. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ წარმოუდგენია და საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, იმის შესახებ, რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ _ სამართლებრივ აქტის მიღების დროს შესწავლილი იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი. ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციული აქტი.
ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის მონაწილეობა აძლევს მას შესაძლებლობას დაიცვას თავისი უფლებები და პასუხობს პირის მოლოდინს, იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ კანონიერი და დასაბუთებული აქტი გამოიცემა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მე-5 მუხლის პირველ პუნქტში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა; შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება განახორციელოს კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით, ხოლო უკვე არსებულ მტკიცებულებებს მისცეს სწორი და კანონშესაბამისი შეფასება.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რადგან გამოცემული ადმინისტრაციული აქტით არ დასაბუთდა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის მართლზომიერება და მიზანშეწონილობა, რამაც გამოიწვია მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 07 თებერვლის N3 ოქმში მითითებულია, რომ, კომისიაზე განხილულ იქნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კ--–----ის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ნივთზე (587 კვ.მ) ლ------------ას საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე (8----------- სარეგისტრაციო განცხადება) "სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარდგენილი შუამდგომლობები (17.01.2017 წლის N16222 წერილი, 08.12.2017 წლის N521700 წერილი, 09.01.2017 წლის N14627 წერილი).
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 07 თებერვლის N3 ოქმში მითითებულია, რომ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი დათვალიერებულ იქნა კომისიის წევრების ხოლო, კ-–----------------–--ი და კო--------------------ი ადასტურებენ, რომ ლ------------ა 2005 წლიდან ნამდვილად ფლობს მიწის ნაკვეთს მდებარე გარდაბნის რაიონი სოფელი კ--–----ი, რომელიც შემოღობილია ლითონის ბადით, გაშენებულია ვაზი და ხეხილის ბაღი. ამავე ოქმში აღნიშნულია, რომ კომისიის თავმჯდომარემ კომისიის წევრებს გააცნო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი N14627 (09.01.2--- წ), რომელსაც თან ერთვის ლ------------ას განცხადება (სარეგისტრაციო ნომრით N8--------2--), სადაც აღნიშნულია, რომ სალეგალიზაციოდ შემოტანილია დოკუმენტაცია, რომლითაც მ-----------------–-ძე ითხოვს ლეგალიზაციას მიწის ნაკვეთზე რომელზეც რეალურად შენობა არ დგას და ითხოვს ადგილზე დათვალიერებას. თუმცა აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ აღიარების კომისიაში გადაგზავნილ იქნა მათ შორის სიტუაციური ნახაზი და ორთოფოტოები, სადაც ასახულია შენობის ნანგრევები.
ხოლო რაც შეეხება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებულ განკარგულებას და საკუთრების უფლების მოწმობას სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული სადავო აქტები მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით. კერძოდ, მოპასუხის მიერ უგულებელყოფილ იქნა მოსარჩელე მ-----------------–-ძის მშობლების საკუთრების უფლება, უკანონოდ იქნა აღირებული ლ------------ას სახელზე სხვის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 07 თებერვლის N3-------8 განკარგულება და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 12 თებერვლის N28/3/2--- ლ------------ას სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა.
7.18. სასამართლო ადმინისტრაციულ ორგანოს უტოვებს საბოლოო გადაწყვეტილების _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პრეროგატივას. სასამართლო, ასევე, იმ შემთხვევაში, როდესაც დაადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის უკანონობასა და მოსარჩელის სუბიექტური უფლების ხელყოფას, ავალებს ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რამდენადაც სასამართლო არ არის უფლებამოსილი თვითონ განახორციელოს ადმინისტრაციული ორგანოსადმი კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება.
7.19. სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია.
7.20. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ადგილი არ ჰქონია საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლას, შესაბამისად იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 19 მარტის N8------------38 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, ლ------------ას საკუთრებაში დარეგისტრირდა 587.00 კვ.მ ფართის ოდენობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფელ კ--–----ში, N28/3/2--- საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე ისე, რომ არც კი გამოუკვლევია საკითხი სრულად და მოპასუხემ ხელყო მოსარჩელე მ-----------------–-ძის მშობლების საკუთრების უფლება და ფაქტობრივად მათი ქონება დაარეგისტრირა სხვა ფიზიკური პირის საკუთრებად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 19 მარტის N8------------38 გადაწყვეტილება და საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ N8----------- სარეგისტრაციო განაცხადის განხილვისას არ ყოფილა საკითხი სრულად გამოკვლეული, რითაც დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები. სასამართლო მიუთითებს, რომ დაუშვებელია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით რეგისტრირებული უფლების (მოსარჩელე მ-----------------–-ძის მშობლების სახელზე რეგისტრირებული საკუთრების უფლება) ხელყოფა და ამით საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითად და ფუნდამენტურ - საკუთრების უფლების დარღვევა.
7.21. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდნარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 07 თებერვლის N3-------8 განკარგულება და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 12 თებერვლის N28/3/2--- ლ------------ას სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა.
ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 19 მარტის N8------------38 გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხე მხარეს საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე ნორმის მესამე ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ოდენობით გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12-13, 22-ე, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ-----------------–-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ბათილად იქნეს ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 07 თებერვლის N3-------8 განკარგულება და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 12 თებერვლის N28/3/2--- ლ------------ას სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა.
3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 19 მარტის N8------------38 გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხე მხარეს საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
4. მოპასუხეებს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ოდენობით გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო ონიანი