გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 511310019002928654
საქმე №3/1-19წ.
გადაწყვეტილება
28.05.2019 წელი ქ.ოზურგეთი
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი
მოსამართლე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე ნანა ჯოხაძე
სხდომის მდივანი ლია დარჩია
მოსარჩელე: - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლა--------ს რაიონული განყოფილება;
წარმომადგენელი: - თე-----–---ა;
მოპასუხე: - ლი--ა შე–------–ი;
დავის საგანი: სახელმწიფო გასაცემლის უკან დაბრუნება;
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ლი--ა შე–------–ს დაეკისროს არასწორად მიღებული სახელმწიფო გასაცემელის 200 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ლა--------ს რაიონულ განყოფილებას 01.02.2019წ. №04/4601 წერილით მიეწოდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებული ელექტრონულ მონაცემთა ბაზის განახლებული ვერსია, რომლითაც ეცნობა, რომ ვა–-----------–---–ი გარდაიცვალა 2018 წლის 24 დეკემბერს, ხოლო გარდაცვალება რეგისტრირებული-- 2019 წლის 17 ი--ვარს. აღნიშნულის საფუძველზე 2019 წლის 01 თებერვლიდან შეწყდა გასაცემელი.
ვა–-----------–---–ის გარდაცვალების შემდგომ 2019 წლის ი--ვრის თვის სახელმწიფო გასაცემელი უსაფუძვლოდ აიღო მისმა მეუღლემ ლი--ა შე–------–მა, სულ 200 ლარი, ვინაიდან ვა–-----------–---–ის სახელმწიფო გასაცემელი არ იყო შეწყვეტილი იმ მიზეზით, რომ მისი გარდაცვალება მათთვის არ იყო ცნობილი.
მოსარჩელის მცდელობა, ლი--ა შე–------–ს უკანონოდ აღებული თანხა - 200 ლარი დაებრუნებინა სახელმწიფო ბიუჯეტში და წარმოედგინა გადახდის ქვითარი, უშედეგოდ დასრულდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ლი--ა შე–------–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია, სხდომაზე განმარტა, რომ არ ცნობს სარჩელს. მართალია აიღო ვა–-----------–---–ის გარდაცვალების შემდეგ პენსია, მაგრამ არა აქვს საშუალება, რომ უკან დააბრუნოს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ვა–-----------–---–ს 2007 წლის 01 სექტემბრიდან დაენიშნა ასაკის პენსია. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება.
3.1.2. ვა–-----------–---–ი გარდაიცვალა 2018 წლის 24 დეკემბერს და გარდაცვალება რეგისტრირებული იქნა 2019 წლის 17 ი--ვარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სოციალური მომსახურების სააგენტოს 01.02.2019წ. №04/4601 წერილი.
- ამონაწერები ელექტრონული ცხრილიდან.
3.1.3. 2019 წლის 01 თებერვლიდან ვა–-----------–---–ის სახელმწიფო გასაცემელი შეწყდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ლა--------ს რაიონული განყოფილების 05.02.2019წ. გადაწყვეტილება.
3.1.4. ლი--ა შე–------–ი წერილობით იქნა გაფრთხილებული, რომ ბენეფიციარის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში განუცხადებლობის გამო, ადგილი აქვს 2019 წლის ი--ვრის თვის პენსიის 200 ლარის არასწორად გაცემას. აღნიშნულის გამო ეთხოვა ვალდებულების შესრულების მიზნით გამოცხადებულიყო ლა--------ს რაიონულ განყოფილებაში ან ერთი თვის ვადაში აღედგინა მის მიერ არასწორად მიღებული თანხა და წარმოედგინა დამადასტურებელი დოკუმენტი.
ლი--ა შე–------–ი გამოცხადდა სოციალური მომსახურების სააგენტოს ლა--------ს რაიონულ განყოფილებაში, აღიარა ფულადი დავალი--ების არსებობა და წერილობით გამოხატა თანხმობა ნაწილ-ნაწილ არასწორად აღებული სახელმწიფო პენსიის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ლა--------ს რაიონული განყოფილების წერილი.
- ლი--ა შე–------–ის განცხადება.
სამოტივაციო ნაწილი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლი--ობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონი;
- ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე’’ 2006 წლის 10 თებერვლის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N46/ნ ბრძანება;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ეს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს.
იმავე კანონის მე-4 მუხლის ,,ი” ქვეპუნქტის თანახმად, პენსია არის პირისათვის ამ კანონის შესაბამისად დანიშნული ყოველთვიური ფულადი სარგებლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ერთობლიობა; პენსიის მიმღებად კი, მოიაზრება სპეციალური სუბიექტი - პენსიონერი, ანუ პირი, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული აქვს პენსია (კანონის მე-4 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტი).
,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეწყდება პენსიონერის გარდაცვალებისას მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ პენსია შეიძლება დანიშნული იქნეს პერსონალურად, კონკრეტული ცოცხალი პირის სასარგებლოდ და მისი გარდაცვალების შემდგომ, სახელმწიფოს უწყდება პენსიის გაცემის ვალდებულება. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ უკანონოდ მიიღო გარდაცვლილი ვა–-----------–---–ის საპენსიო ანგარიშზე ჩარიცხული პენსია - 200 ლარი, რაც მას კანონით აღარ ეკუთვნოდა, რადგან პენსიის მიმღები პირი - ვა–-----------–---–ი გარდაიცვალა 2018 წლის 24 დეკემბერს.
6.2. ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე’’ 2006 წლის 10 თებერვლის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N46/ნ ბრძანების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გარდაცვლილი პენსიონერის პირად ანგარიშზე გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული ან/და გაცემული თანხები ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულების ან გარდაცვლილი პენსიონერის მემკვიდრის მხრიდან სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ პენსია ერიცხება მხოლოდ უშუალოდ პენსიონერს და არა მის უფლებამონაცვლეს, რადგან ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით რეგლამენტირებული პენსიის დანიშვნის საფუძვლები ცალსახად სუბიექტურ, პერსონალურ ხასიათს ატარებენ, რის გამოც ამ სამართალურთიერთობაში უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია. შესაბამისად, იმისთვის, რომ რაიმე თანხა პენსიად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია სახეზე გვყავდეს პენსიონერი. მოცემულ შემთხვევაში კი, ვა–-----------–---–ი - პირი, რომელსაც პენსია ჰქონდა დანიშნული, გარდაიცვალა 24.12.2018 წელს, რის შემდეგაც, კვლავ განხორციელდა შესაბამის ანგარიშზე 200 ლარის ჩარიცხვა.
ამდენად, სამართლებრივ ურთიერთობას, რომლის ძალითაც სახელმწიფო ვალდებული იყო მოეხდინა პირის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა, აღარ ჰყავს მთავარი სუბიექტი - პენსიონერი. შესაბამისად, თანხა, რომელიც მიიღო მოპასუხემ აღარ მიიჩნევა პენსიად.
6.3. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გარდა ადმინისტრაციული კანონმდებლობისა, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები, რომელიც ასევე არეგულირებს მოცემულ ურთიერთობას.
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც არეგულირებს უსაფუძვლო გამდიდრებას, რომელთა თანახმადაც პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: ა) მოპასუხე უნდა გამდიდრდეს; ბ) მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, - ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; გ) მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ამიტომ ცალ-ცალე და ერთობლივად უნდა დადგინდეს თითოეული მათგანის არსებობა.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ მოსარჩელისგან მიიღო კონკრეტული ოდენობის თანხა, რასაც ცხადია მოჰყვებოდა მისი გამდიდრება, რაც, როგორც აღინიშნა, გამოწვეული იყო მოსარჩელის ქმედებით. ამასთან, საყურადღებოა ისიც, რომ თანხის გადარიცხვა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განხორციელდა, შესაბამისად, მოპასუხის გამდიდრება და მიზეზობრივი კავშირის არსებობა მოსარჩელის ქმედებასა და მოპასუხის გამდიდრებას შორის უდავოდ სახეზეა. ასევე, არ იკვეთება გამდიდრების ანაზღაურების გარეშე მითვისების შესაძლებლობის კანონისმიერი თუ სახელშეკრულებო საფუძვლები. სახელდობრ, მოცემულ შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებული იყო ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად მოეხდინა პენსიონერის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა. მისი გარდაცვალების შემდგომ კი, მოსარჩელის მიერ განხორციელებულ ქმედებებს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა. ამდენად, სავსებით შესაძლებელია სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელი ნორმების გამოყენება, კერძოდ კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტისა, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ მოსარჩელისგან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიიღო 200 ლარი, რითაც ზი--ი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლა--------ს რაიონული განყოფილების სარჩელი საფუძვლი--ია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე ლი--ა შე–------–ს, უნდა დაეკისროს 200 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდი-- ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. შესაბამისად, ლი--ა შე–------–ი უნდა გათავისუფლდეს სასამართლო ხარჯების გადახდისგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლა--------ს რაიონული განყოფილების სარჩელი ლი--ა შე–------–ის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის უკან დაბრუნების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. ლი--ა შე–------–ს დაევალოს უკანონოდ მიღებული სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) – 200 (ორასი) ლარის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
3. მხარეები გათავისუფლებულნი არი-- სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ლა--------ს მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ლა--------, ნინოშვილის ქუჩა №44) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ნანა ჯოხაძე