გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.05.2019
საქმის ნომერი
330310019002992970
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
30.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/3612-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 მაისი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ეკატერინე ჯინჭველაშვილი

სხდომის მდივანი - ლალი მიქელაძე

 

მოსარჩელე-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

წარმომადგენელი-ნ----------------

მოპასუხე- შპს ,,ნ-----------–--------ი"

დავის საგანი- თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეს- შპს ,,ნ-----------–--------ს", მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 1058.51(ათასორმოცდათვრამეტი ლარი და ორმოცდათერთმეტი თეთრი) ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის განმარტებით, ერთის მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს(შემდგომში ,,შემსრულებელი") და მეორეს მხრივ- შპს ,,ნ-----------–--------ს"(შემდგომში ,,დამკვეთი") შორის 2----–-–-------------------------------–------ №---- ხელშეკრულება დამკვეთის ობიექტზე(მშენებარე კორპუსი) დაცვის მომსახურების შესახებ. ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი(შემდგომში დაცვა) ვალდებული იყო უზრუნველყო დამკვეთის ობიექტის დაცვა, მასში დანერგილი საგანგაშო სიგნალიზაციის მეშვეობით, ცენტრალიზებული დაცვის პულტზე მიღებულ განგაშზე სათანადო რეაგირების გზით. ხელშეკრულების 1.2. 2.1. და 2.2.პუნქტების თანახმად, დაცვის მომსახურების საფასური თვეში შეადგენდა 135 ლარს დღგ-ს ჩათვლით. ,,დაცვამ" ნაკისრი ვალდებულება პირნათლად და ჯეროვნად შეასრულა, თუმცა ,,დამკვეთის" მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულების პირობები, რის გამოც წარმოიშვა დებიტორული დავალიანება სულ 875.33 ლარის ოდენობით. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2---–-–-------------------------–-----–-- საფუძველზე 2019 წლის 09 იანვარს შორის შეწყდა ხელშეკრულება და შესაბამისად მომსახურების გაწევა შპს ,,ნ-----------–--------ის" მიერ დაცვის მომსახურების საფასური ჯამში 875.33ლარი არ იქნა გადახდილი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, დაცვის მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 6.7პუნქტის საფუძველზე მოპასუხეს 2019 წლის 08 თებერვლის მდგომარეობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული აქვს პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების 02.2% ოდენობით, სულ- 183.18 ლარი. საბოლოოდ დაცვის მომსახურების საფასური შეადგენს-875.33ლარს, პირგასამტეხლო-183,18 ლარს, საერთო ჯამში- 1058.51 ლარს.

 

ამდენად, შპს ,,ნ-----------–--------ს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის გადასახდელი აქვს სულ- 1058.51(ათასორმოცდათვრამეტი ლარი და ორმოცდათერთმეტი თეთრი) ლარი.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - შპს ,,ნ-----------–--------ს", წერილობითი ფორმით შესაგებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელზე სასამართლოში არ წარმოუდგენია. ამასთან, იგი სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზები არ უცნობებია სასამართლოსათვის. შესაბამისად, მისი პოზიცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელთან მიმართებაში უცნობია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.2---–-–-----------------, ერთის მხრივ შპს ,,ნ-----------–--------ს"(შემდგომში ,,დამკვეთად" წოდებული), მისი დირექტორის თ--------------–---- სახით და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი- დაცვის პოლიციის დეპარტამენტს(შემდგომში „დაცვად” წოდებული), დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს უფროსის მ--------–---------–---- შორის გაფორმდა ხელშეკრულება (საგანგაშო) №----- რომლის თანახმადაც ,,დაცვა" უზრუნველყოფს დანაშაულის აღკვეთას ,,დამკვეთის" მშენებარე კორპუსში(შემდგომში ,,ობიექტად" წოდებული) მასში დანერგილი საგანგაშო სიგნალიზაციის(ღილაკის) მეშვეობით, ცენტრალიზებული დაცვის პულტზე მიღებულ განგაშზე სათანადო რეაგირების გზით, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ.თბილისი, ვ---------------–-----------------------------------

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1 პუნქტის თანახმად, დაცვის მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენს 135.00(ასოცდათხუთმეტი) ლარს დ.ღ.გ.-ს ჩათვლით. ანგარიშსწორება მხარეთა შორის განხორციელდება საგადასახადო დოკუმენტაციის გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1.1 პუნქტის თანახმად, ,,დაცვა'' ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადით, ხელშეკრულების მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, უზრუნველყოს მის საკუთრებაში არსებული: რადიო გადამცემის, რადიო გადამცემის ყუთის, რადიო გადამცემის პლატის მონტაჟი-ინსტალაცია ,,დამკვეთის" ობიექტზე. ამავე მუხლის 3.1.2 პუნქტის თანახმად, ცენტრალიზებული დაცვის პულტზე განგაშის მიღებიდან არაუგვიანეს 5(ხუთი) წუთისა მოახდინოს „ობიექტზე" გამოცხადება და ადგილზე მისვლის შემდეგ, უზრუნველყოს დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღკვეთა-აცილება, სამართალდარღვევის ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შს შესაბამისი ორგანოების გამოძახება, ხოლო მათ მოსვლამდე დაიცვას შემთხვევის ადგილის ხელშეუხებლობა. ამავე მუხლის 3.2.1 პუნქტის თანახმად, ,,დამკვეთი'' ვალდებულია საფრთხის შემთხვევაში დროულად მოახდინოს სიგნალ-განგაშის გადაცემა ცენტრალიზებულ დაცვის პულტზე, წინააღმდეგ შემთვევაში ,,დაცვა" თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისაგან.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა ძალაში შედის „ობიექტის” დაცვაში აყვანის დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.4. პუნქტის თანახმად, ზიანის დადასტურების შემთხვევაში ,,დამკვეთი" 3.2.6. პუნქტში მითითებული თანხის გადახდა უზრუნველყოფს 5 სამუშაო დღის განმავლობაში. ამავე მუხლის 6.5.პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისას მხარეები ხუთი დღით ადრე წერილობით აცნობებენ ერთმანეთს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. ამავე მუხლის 6.6 პუნქტის თანახმად, ,,დამკვეთის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან ერთი თვის სახელშეკრულებო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ,,დაცვა" უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება. ამავე მუხლის 6.7 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 1.2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ,,დაცვა'' უფლებამოსილია მოსთხოვოს ,,დამკვეთს'' პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსურლებელი ვალდბეულების 0,2%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 19 დეკემბრის ხელშეკრულება №----(ს.ფ. 14-16)

 

3.1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2---–-–-------------------------- ბრძანებით(ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების შესახებ), 2017წლის 25დეკემბრიდან დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს ,,125"-ის განყოფილებამ უზრუნველყოს ქ.თბილისი, მ----------------–- მდებარე შპს ,,ნ-----------–--------ის" ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017წლის 25 დეკემბრის N3106357 ბრძანება ,,ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების შესახებ''(ს.ფ. 17)

 

3.1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2----–-–--------------------------- ბრძანებით(ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების შეწყვეტის შესახებ), 2019 წლის 09 იანვრიდან შეწყვეტილი იქნა შპს ,,ნ-----------–--------ის" ობიექტის(ქ.თბილისი, მ------------------ ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2----–-–-------------------------------------- ,,ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების შეწყვეტის შესახებ''(ს.ფ. 8-19)

 

3.1.4. საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 08 თებერვლის ცნობით დებიტორული დავალიანების შესახებ დადგენილია, რომ შპს ,,ნ-----------–--------ის"(-------------- შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის სამმართველოს სასარგებლოდ 19.12.2----–-–-------- ხელშეკრულების საფუძველზე, 2019 წლის 08თებერვლის მდგომარეობით ერიცხება დებიტორული დავალიანება 1058.51(ათასორმოცდათვრამეტი ლარი და ორმოცდათერთმეტი თეთრი) ლარი. მათ შორის:

-2018 წლის ივნისი-30.49 ლარი;

- 2018 წლის ივლისი-135.00 ლარი;

-2018 წლის აგვისტო-135.00 ლარი;

-2018 წლის სექტემბერი-135.00 ლარი;

-2018 წლის ოქტომბერი-135.000 ლარი;

-2018 წლის ნოემბერი-135.00 ლარი;

-2018 წლის დეკემბერი-135.00 ლარი;

-2019 წლის იანვარი-34.84 ლარი;

 

დარიცხული პირგასამტეხლო- 183.18 ლარი.

 

აღნიშნული დავალიანება მოპასუხე მხარის მიერ დღეის მდგომარეობით გადახდილი არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 08 თებერვლის ცნობა დებიტორული დავალიანების შესახებ(ს.ფ. 21)

-თანხის ბრუნვის ისტორია(ს.ფ. 22-23)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეებს ფაქტობრივი გარემოებები სადაოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე- შპს ,,ნ-----------–--------ს'’, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1058.51(ათასორმოცდათვრამეტი ლარი და ორმოცდათერთმეტი თეთრი) ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის- დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 416-ე, 417-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების 2.1 მუხლის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.

 

მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს ,,ნ-----------–--------ს'’ შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ამასთან, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე(სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი).

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია, ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო- მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა- მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების გადახდის ვალდებულება. კერძოდ,- საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თავად სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ 2---–-–----------------, ერთის მხრივ შპს ,,ნ-----------–--------ს"(შემდგომში ,,დამკვეთად" წოდებული), მისი დირექტორის თ--------------–---- სახით და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტს(შემდგომში „დაცვად” წოდებული), დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს უფროსის მ--------–---------–---- შორის გაფორმდა ხელშეკრულება(საგანგაშო) №----- რომლის თანახმადაც ,,დაცვა" უზრუნველყოფს დანაშაულის აღკვეთას ,,დამკვეთის" მშენებარე კორპუსში(შემდგომში ,,ობიექტად" წოდებული) მასში დანერგილი საგანგაშო სიგნალიზაციის(ღილაკის) მეშვეობით, ცენტრალიზებული დაცვის პულტზე მიღებულ განგაშზე სათანადო რეაგირების გზით, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ.თბილისი, ვ---------------–----------------------------------- დასახელებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1 პუნქტის თანახმად, დაცვის მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენს 135.00(ასოცდათხუთმეტი) ლარს დ.ღ.გ.-ს ჩათვლით. ანგარიშსწორება მხარეთა შორის განხორციელდება საგადასახადო დოკუმენტაციის გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში. დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1.1 პუნქტის თანახმად, ,,დაცვა'' ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადით, ხელშეკრულების მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, უზრუნველყოს მის საკუთრებაში არსებული: რადიო გადამცემის, რადიო გადამცემის ყუთის, რადიო გადამცემის პლატის მონტაჟი-ინსტალაცია ,,დამკვეთის" ობიექტზე. ამავე მუხლის 3.1.2 პუნქტის თანახმად, ცენტრალიზებული დაცვის პულტზე განგაშის მიღებიდან არაუგვიანეს 5(ხუთი) წუთისა მოახდინოს „ობიექტზე" გამოცხადება და ადგილზე მისვლის შემდეგ, უზრუნველყოს დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღკვეთა-აცილება, სამართალდარღვევის ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შს შესაბამისი ორგანოების გამოძახება, ხოლო მათ მოსვლამდე დაიცვას შემთხვევის ადგილის ხელშეუხებლობა. ამავე მუხლის 3.2.1 პუნქტის თანახმად, ,,დამკვეთი'' ვალდებულია საფრთხის შემთხვევაში დროულად მოახდინოს სიგნალ-განგაშის გადაცემა ცენტრალიზებულ დაცვის პულტზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ,,დაცვა" თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისაგან. დასახელებული ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა ძალაში შედის „ობიექტის” დაცვაში აყვანის დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით. დასახელებული ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.4. პუნქტის თანახმად, ზიანის დადასტურების შემთხვევაში ,,დამკვეთი" 3.2.6. პუნქტში მითითებული თანხის გადახდა უზრუნველყოფს 5 სამუშაო დღის განმავლობაში. ამავე მუხლის 6.5. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისას მხარეები ხუთი დღით ადრე წერილობით აცნობებენ ერთმანეთს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. ამავე მუხლის 6.6პუნქტის თანახმად, ,,დამკვეთის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან ერთი თვის სახელშეკრულებო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ,,დაცვა" უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება; ხოლო ამავე მუხლის 6.7 პუნქტის თანახმად კი, ხელშეკრულების 1.2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ,,დაცვა'' უფლებამოსილია მოსთხოვოს ,,დამკვეთს'' პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსურლებელი ვალდბეულების 0,2%-ის ოდენობით.

 

დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ვალდებულება შესრულებული იქნა ჯეროვნად, მოპასუხე მხარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში იღებდა დაცვის მომსახურებას და რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამს, თუმცა მის მიერ გაწეული მომსახურებისთვის დარიცხული დავალიანება დღემდე გადახდილი არ არის.

 

ამდენად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე- შპს,,ნ-----------–--------ს’’, მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1058.51(ათასორმოცდათვრამეტი ლარი და ორმოცდათერთმეტი თეთრი) ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100(ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. ამდენად, მოპასუხეს- შპს ,,ნ-----------–--------ს" მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე - შპს ,,ნ-----------–--------ს", მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს- 1058.51(ათასორმოცდათვრამეტი ლარი და ორმოცდათერთმეტი თეთრი) ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხეს- შპს ,,ნ-----------–--------ს", მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი