გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.05.2019
საქმის ნომერი
330310019002981307
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
30.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/3411-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 მაისი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ეკატერინე ჯინჭველაშვილი

სხდომის მდივანი - ლალი მიქელაძე

 

მოსარჩელე-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

წარმომადგენელი-ნ----------------

მოპასუხე- შპს ,,-----------------

დავის საგანი- თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეს- შპს ,-----------------", მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 5418(ხუთიათას ოთხასთვრამეტი) ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის განმარტებით, ერთის მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს(შემდგომში ,,შემსრულებელი") და მეორეს მხრივ- შპს ,-----------------"(შემდგომში ,,დამკვეთი") შორის 2----–-–--------------------------–------------ ხელშეკრულება დამკვეთისთვის და მისი კლიენტებისათვის ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის ინკასაციის მომსახურების გაწევის შესახებ. ხელშეკრულების 1.2 და 1.3 პუნქტების საფუძველზე დეპარტამენტი უზრუნველყოფდა დამკვეთის ფილიალებიდან ოპერატორ ბანკში და პირიქით, საინკასაციო ჩანთების გადატანას დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე კვირაში არაუმეტეს 3 დღის განმავლობაში. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, დამკვეთი ვალდებული იყო თითოეული ობიექტის მომსახურების სანაცვლოდ გადაეხადა თვეში ერთხელ საფასური 420 ლარი. დეპარტამენტმა შპს ,-----------------" მომსახურება გაუწია 2018 წლის 14ნოემბრამდე, მიუხედავად ამისა, დამკვეთმა სრულად არ გადაიხადა მომსახურების საფასური, კერძოდ: შპს ,-----------------" არ გადაუხდია 9 ობიექტის 2018 წლის ოქტომბრის თვეში გაწეული მომსახურების საფასური სულ- 3780 ლარი და 2018 წლის ნოემბრის თვეში გაწეული მომსახურების საფასური სულ- 1638 ლარი, საერთო ჯამში- 5418 ლარი.

 

ამდენად, შპს ,-----------------" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის გადასახდელი აქვს სულ- 5418ლარი(ხუთიათას ოთხასთვრამეტი) ლარი.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - შპს ,,კ---------------- წერილობითი ფორმით შესაგებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელზე სასამართლოში არ წარმოუდგენია. ამასთან, იგი სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზები არ უცნობებია სასამართლოსათვის. შესაბამისად, მისი პოზიცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელთან მიმართებაში უცნობია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.-----–-–------------ ერთის მხრივ შპს ,-----------------"(შემდგომში ,,დამკვეთად" წოდებული), მისი გენერალური დირექტორის ზ-------------–---- სახით და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი-დაცვის პოლიციის დეპარტამენტს(შემდგომში „შემსრულებლად” წოდებული), ინკასაციის სამმართველოს უფროს ვ--–----------–---–- შორის გაფორმდა ხელშეკრულება №----- რომლის თანახმადაც ,,შემსრულებელი" უზრუნველყოფს დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად, დამკვეთისათვის და დამკვეთის კლიენტებისათვის ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის ინკასაციას(შემდგომ ,,მომსახურება"), წინამდებარე ხელშეკრულების N1 დანართთ განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, ხოლო ,,დამკვეთი" უზრუნველყოფს ,,შემსრულებისათვის" ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ღირებულების გადახდას.

 

დასახელებული ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.2. პუნქტის თანახმად, კლიენტებისა და ობიექტების ჩამონათვალი რომელთანაც უნდა გაეწიოს მომსახურება მოცემული N2 დანართში. აღნიშნულ დანართში ცვლილების შემთხვევაში, დამკვეთი წერილობით ატყობინებს შემსრულებელს. წერილობითი შეტყობინება წარმოადგენს აღნიშნული ხელშეკრულების შემადგენელ და განუყოფელ ნაწილს. ამავე მუხლის 1.3. პუნქტის თანახმად, შემსრულებელი უზრუნველყოფს დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე, კვირაში არაუმეტეს 3(სამი) დღის განმავლობაში ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის ინკასაციას შემდეგი გრაფიკით: ა)N2დანართში ჩამოთვლილი ,,დამკვეთის'' ფილიალებიდან საინკასაციო ჩანთების გადატანა დიდუბის ფილიალში. იმავე დღეს საინკასაციო ჩანთების გადატანა ,,დამკვეთის'' ოპერატორ ბანკიდან დანართში ჩამოთვლილ ,,დამკვეთის'' ფილიალებში; ბ)დიდუბის ფილიალიდან საინკასაციო ჩანთების გადატანა ,,დამკვეთის'' ოპერატორ ბანკში, იმავე დღეს საინკასაციო ჩანთების გადატანა ,,დამკვეთის'' ოპერატორი ბანკიდან ჩამოთვლილ ,,დამკვეთის'' ფილიალებში; გ)საინკასაციო ჩანთების გადატანა ,,დამკვეთის'' ოპერატორი ბანკიდან N2 დანართში ჩამოთვლილ ,,დამკვეთის'' ფილიალებში.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების N2 დანართით განსაზღვრული ერთი ობიექტის მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენს 420.00(ოთხასოცი) ლარს; ამავე მუხლის 2.3.პუნქტის თანახმად, თუ მომსახურების განხორციელებისას ნაღდი ფულის და სხვა ფასეულობის მიმღები ან გამცემი ობიექტი არ არის ხელშეკრულების N2 დანართით განსაზღვრული ობიექტი, მაშინ ასეთი მომსახურება ჩაითვალოს, როგორც ერთჯერადი მომსახურება და ანაზღაურდება შემდეგი სახით: თითოეულ ობიექტზე ქ.თბილისის მასშტაბით ,,დამკვეთი" თითოეულ მომსახურებაში გადაიხდის 50(ორმოცდაათი) ლარს; ამავე მუხლის 2.4 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მხარეთა შორის განხორციელდება ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის არაუგვიანეს 10(ათი) რიცხვისა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დამკვეთსა და შემსრულებელს შორის ყოველი კალენდარული თვის, მომდევნო თვის 5(ხუთი) რიცხვამდე განხორციელებულ მომსახურებაზე გაფორმებული შედარების აქტის და შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი ინვოისის საფუძველზე.

დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1.1 პუნქტის თანახმად, ,,შემსრულებელი'' ვალდებულია დაიცვას და არ გაამჟღავნოს მომსახურებასთან დაკავშირებული და მომსახურების განხორციელების პროცესში მისთვის ცნობილი კონფიდენციალური ინფორმაცია(,,დამკვეთის" კლიენტები, ინკასირებული თანხების ოდენობა, ინკასაციის განხორციელების დრო, სვლაგეზი და სხვა); ამავე მუხლის 3.1.2პუნქტის თანახმად, ,,შემსრულებელი'' ვალდებულია კეთილსინდისიერად დროულად და ჯეროვნად შეასრულოს ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები; ამავე მუხლის 3.1.8. პუნქტის თანახმად, ,,შემსრულებელი'' ვალდებულია მომსახურება განახორციელოს სპეციალური შეფერილობის, სპეციალური სანათი და სპეციალური ხმოვანი მოწყობილობით აღჭურვილი ავტოტრანსპორტით; ამავე მუხლის 3.1.9. პუნქტის თანახმად, ,,შემსრულებელი'' ვალდებულია უზრუნველყოს მომსახურება უსაფრთხოების დაცვის ინდივიდუალური სპეციალური საშუალებებითა და ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვილი თანამშრომლების მიერ.

 

დასახელებული ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერის თანავე და მოქმედებს 6(ექვსი) თვის ვადით, თუკი ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ორი თვით ადრე რომელიმე მხარე წერილობით არ განუცხადებს მეორე მხარეს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედება გაგრძელდება იგივე ვადითა და პირობებით, თუ მხარეები არ მიიღებენ სხვა გადაწყვეტილებას(წერილობითი ფორმით); ამავე მუხლის 5.2. პუნქტის თანახმად, მხარეები უფლებამოსილნი არიან ვადამდე ცალმხრივად შეწყვიტონ ხელშეკრულება, ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რის შესახებაც შესაბამის მხარეს ეცნობოს(წერილობითი ფორმით) არანაკლებ 2 თვით ადრე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2----–-–----------------------––-------–---------- დანართი N1, დანართი N2(ს.ფ. 14-23)

 

3.1.2. ერთის მხრივ შპს ,-----------------'' და მეორეს მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის 2018 წლის 08ნოემბერს შედგენილი იქნა 2018 წლის ოქტომბრის თვის მომსახურების შედარების აქტი, რომლითაც მხარეები ადასტურებენ, რომ 2----–-–--------------------------–------- ხელშეკრულების თანახმად ,,დამკვეთი" ,,შემსრულებელს" გაწეული მომსახურების ღირებულებას უხდის მოცემულ ეტაპზე დანართი N2-ით განსაზღვრული ობიექტების რაოდენობის მიხედვით. 2018 წლის სექტემბრის თვეში განსაზღვრულ 10(ათი) ობიექტს 01 ოქტომბრიდან გამოაკლდა 1(ერთი) ობიექტი და ობიექტების საერთო რაოდენობამ შეადგინა 9(ცხრა). 2----–-–--------------------------–------- ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, ერთი ობიექტის მომსახურების ღირებულება თვეში შეადგენს 420(ოთხასოცი) ლარს, ყველა გადასახადის ჩათვლით. აღნიშნულიდან გამომდინარე 2018 წლის ოქტომბრის თვის მომსახურების გადასახადი შეადგენს 3780(სამიათას შვიდასოთხმოცი) ლარს ყველა გადასახადის ჩათვლით.

 

ერთის მხრივ შპს ,-----------------'' და მეორეს მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის 2----–-–--------------- შედგენილი იქნა 2018 წლის ნოემბრის თვის მომსახურების შედარების აქტი, რომლითაც მხარეები ადასტურებენ, რომ 2----–-–--------------------------–------- ხელშეკრულების თანახმად ,,დამკვეთი" ,,შემსრულებელს" გაწეული მომსახურების ღირებულებას უხდის მოცემულ ეტაპზე დანართი N2-ით განსაზღვრული ობიექტების რაოდენობის მიხედვით. 2018 წლის ნოემბრის თვეში ობიექტების საერთო რაოდენობამ შეადგინა 9(ცხრა). 2----–-–--------------------------–------- ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, ერთი ობიექტის მომსახურების ღირებულება თვეში შეადგენს 420(ოთხასოცი) ლარს ყველა გადასახადის ჩათვლით. 2018 წლის 14 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების 5.1.პუნქტისა და შპს ,,-----------------" წერილის საფუძველზე 2018 წლის 14 ნოემბრიდან შეწყდა საინკასაციო მომსახურება. აღნიშნულიდან გამომდინარე 2018წლის 14 ნოემბრამდე მომსახურების გადასახადი შეადგენს 1638 ლარს ყველა გადასახადის ჩათვლით.

 

ერთის მხრივ შპს ,-----------------'' და მეორეს მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის 2----–-–--------------- შედგა ურთიერთშეთანხმება N----- რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2---–-–------------------- შეწყვეტილ იქნეს 2----–-–--------------------------–------- ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის ოქტომბრის თვის მომსახურების შედარების აქტი(ს.ფ. 24)

- 2018 წლის ნოემბრის თვის მომსახურების შედარების აქტი(ს.ფ. 25)

-2018 წლის 12 ნოემბრის ურთერთშეთანხმება N----(ს.ფ. 26)

 

3.1.3. საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 19 აპრილის ცნობით დავალიანების შესახებ დადგენილია, რომ შპს ,-----------------", შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ ერიცხება ინკასაციის, მომსახურების 2018წლის დავალიანება 5418(ხუთიათას ოთხასთვრამეტი) ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 19 აპრილის ცნობა დავალიანების თაობაზე (ს.ფ. 27)

-თანხის ბრუნვის ისტორია(ს.ფ. 28)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეებს ფაქტობრივი გარემოებები სადაოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე- შპს ,-----------------'’, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 5418(ხუთიათას ოთხასთვრამეტი) ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის- დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების 2.1 მუხლის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.

 

მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს ,-----------------'’ შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ამასთან, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე(სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი).

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების გადახდის ვალდებულება. კერძოდ,- საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თავად სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ 2----–-–------------ ერთის მხრივ შპს ,,-----------------"(შემდგომში ,,დამკვეთად" წოდებული), მისი გენერალური დირექტორის ზ-------------–---- სახით და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი-დაცვის პოლიციის დეპარტამენტის(შემდგომში „შემსრულებლად” წოდებული), ინკასაციის სამმართველოს უფროს ვ--–----------–---–- შორის გაფორმდა ხელშეკრულება №----- რომლის თანახმადაც ,,შემსრულებელი" უზრუნველყოფს დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად, დამკვეთისათვის და დამკვეთის კლიენტებისათვის ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის ინკასაციას(შემდგომ ,,მომსახურება"), წინამდებარე ხელშეკრულების N1 დანართით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, ხოლო ,,დამკვეთი" უზრუნველყოფს ,,შემსრულებისათვის" ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ღირებულების გადახდას. დასახელებული ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.2. პუნქტის თანახმად, კლიენტებისა და ობიექტების ჩამონათვალი რომელთანაც უნდა გაეწიოს მომსახურება მოცემული N2 დანართში. აღნიშნულ დანართში ცვლილების შემთხვევაში, დამკვეთი წერილობით ატყობინებს შემსრულებელს. წერილობითი შეტყობინება წარმოადგენს აღნიშნული ხელშეკრულების შემადგენელ და განუყოფელ ნაწილს, ამავე მუხლის 1.3. პუნქტის თანახმად, შემსრულებელი უზრუნველყოფს დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე, კვირაში არაუმეტეს 3(სამი) დღის განმავლობაში ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის ინკასაციას შემდეგი გრაფიკით: ა)N2დანართში ჩამოთვლილი ,,დამკვეთის'' ფილიალებიდან საინკასაციო ჩანთების გადატანა დიდუბის ფილიალში. იმავე დღეს საინკასაციო ჩანთების გადატანა ,,დამკვეთის'' ოპერატორ ბანკიდან დანართში ჩამოთვლილ ,,დამკვეთის'' ფილიალებში; ბ)დიდუბის ფილიალიდან საინკასაციო ჩანთების გადატანა ,,დამკვეთის'' ოპერატორ ბანკში, იმავე დღეს საინკასაციო ჩანთების გადატანა ,,დამკვეთის'' ოპერატორი ბანკიდან ჩამოთვლილ ,,დამკვეთის'' ფილიალებში; გ)საინკასაციო ჩანთების გადატანა ,,დამკვეთის'' ოპერატორი ბანკიდან N2 დანართში ჩამოთვლილ ,,დამკვეთის'' ფილიალებში; დასახელებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების N2 დანართით განსაზღვრული ერთი ობიექტის მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენს 420.00(ოთხასოცი) ლარს; ამავე მუხლის 2.3.პუნქტის თანახმად, თუ მომსახურების განხორციელებისას ნაღდი ფულის და სხვა ფასეულობის მიმღები ან გამცემი ობიექტი არ არის ხელშეკრულების N2

 

დანართით განსაზღვრული ობიექტი, მაშინ ასეთი მომსახურება ჩაითვალოს, როგორც ერთჯერადი მომსახურება და ანაზღაურდება შემდეგი სახით: თითოეულ ობიექტზე ქ.თბილისის მასშტაბით ,,დამკვეთი" თითოეულ მომსახურებაში გადაიხდის 50(ორმოცდაათი) ლარს; ამავე მუხლის 2.4 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მხარეთა შორის განხორციელდება ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის არაუგვიანეს 10(ათი) რიცხვისა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დამკვეთსა და შემსრულებელს შორის ყოველი კალენდარული თვის, მომდევნო თვის 5(ხუთი) რიცხვამდე განხორციელებულ მომსახურებაზე გაფორმებული შედარების აქტის და შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი ინვოისის საფუძველზე; დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1.1 პუნქტის თანახმად, ,,შემსრულებელი'' ვალდებულია დაიცვას და არ გაამჟღავნოს მომსახურებასთან დაკავშირებული და მომსახურების განხორციელების პროცესში მისთვის ცნობილი კონფიდენციალური ინფორმაცია(,,დამკვეთის" კლიენტები, ინკასირებული თანხების ოდენობა, ინკასაციის განხორციელების დრო, სვლაგეზი და სხვა); ამავე მუხლის 3.1.2 პუნქტის თანახმად, ,,შემსრულებელი'' ვალდებულია კეთილსინდისიერად დროულად და ჯეროვნად შეასრულოს ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები; ამავე მუხლის 3.1.8.პუნქტის თანახმად, ,,შემსრულებელი'' ვალდებულია მომსახურება განახორციელოს სპეციალური შეფერილობის, სპეციალური სანათი და სპეციალური ხმოვანი მოწყობილობით აღჭურვილი ავტოტრანსპორტით; ამავე მუხლის 3.1.9.პუნქტის თანახმად, ,,შემსრულებელი'' ვალდებულია უზრუნველყოს მომსახურება უსაფრთხოების დაცვის ინდივიდუალური სპეციალური საშუალებებითა და ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვილი თანამშრომლების მიერ; დასახელებული ხელშეკრულების 5.1.პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერის თანავე და მოქმედებს 6(ექვსი) თვის ვადით, თუკი ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ორი თვით ადრე რომელიმე მხარე წერილობით არ განუცხადებს მეორე მხარეს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედება გაგრძელდება იგივე ვადითა და პირობებით, თუ მხარეები არ მიიღებენ სხვა გადაწყვეტილებას(წერილობითი ფორმით); ამავე მუხლის 5.2. პუნქტის თანახმად, მხარეები უფლებამოსილნი არიან ვადამდე ცალმხრივად შეწყვიტონ ხელშეკრულება, ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რის შესახებაც შესაბამის მხარეს ეცნობოს(წერილობითი ფორმით) არანაკლებ 2 თვით ადრე.

 

დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ვალდებულება შესრულებული იქნა ჯეროვნად, მოპასუხე მხარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში იღებდა დაცვის მომსახურებას და რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამს, თუმცა მის მიერ გაწეული მომსახურებისთვის დარიცხული დავალიანება დღემდე გადახდილი არ არის.

 

ამდენად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე- შპს,-----------------’’, მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 5418(ხუთიათას ოთხასთვრამეტი) ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 162,54(ასსამოცდაორი ლარი და ორმოცდათოთხმეტი თეთრი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. ამდენად, მოპასუხეს- შპს ,-----------------" მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 162,54(ასსამოცდაორი ლარი და ორმოცდათოთხმეტი თეთრი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე - შპს ,-----------------", მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს- 5418(ხუთიათას ოთხასთვრამეტი) ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხეს- შპს ,-----------------", მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 162,54(ასსამოცდაორი ლარი და ორმოცდათოთხმეტი თეთრი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი