გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020210117002077187 (2/1627-19)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12.03.2019 წ. ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია
მოსარჩელე სს ,,კრე---------ი”
წარმომადგენელი ბე-----------ა
მოპასუხე ელ-----------ია
მოპასუხე ლა-–--------ე
მოპასუხე დი----------ე
მოპასუხე ნი-----------ა
მოპასუხე ნუ----------–---–ია
დავის საგანი: სოლიდარული ფულადი ვალდებულების შესრულება,აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ელ-----------იას, ლა-–--------ეს, დი----------ეს, ნი-----------ას, ნუ----------–---–იას სს ,,კრე---------ის" სასარგებლოდ გადასახდელად სოლიდარულად დაეკისროთ 2972,65აშშ დოლარის გადახდა, (საიდანაც 1984,25 აშშ დოლარი არის ძირი თანხა, 781,94 აშშ დოლარი არის პროცენტი, 23,65 აშშ დოლარი არის ჯარიმა, 31,81 აშშ დოლარი საკომისიო).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა არ ცნეს სარჩელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
07.03.2016 წ სს „კრე---------სა“ და ელ-----------იას შორს დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 2500 აშშ დოლარი 36 თვის ვადით. სესხის საპროცენტო განაკვეთი ყოველთვიური შეადგენს 1.64%. სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმის გადახდევინებას.
მსესხებელი 2017 წლის თებერვლიდან არ იხდის სესხის თანხას, მას გაეგზავნა გაფრთხილების წერილი და ჩაბარდა, მაგრამ სესხის არ იქნა გადახდილი.
07.03.2016 წ დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც მოპასუხეებმა ლა-–--------ემ, დი----------ემ, ნი-----------ამ და ნუ----------–---–იამ იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალინება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებით აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემგადააცილ გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ამდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა , ისინი ვალებულნი არიან თვითონ გადაიხადონ ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად. თავდებებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები და ორ მოპასუხე ჩაბარდა, ხოლო ერთმა უარი განაცხადა, მეორე საერთოდ ვერ მოიძებნა, ორივე თავდებს გაფრთხილების წერილი გაეგზავნათ ფოსტით, მაგრამ სესხის არ იქნა გადახდილი.
მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელი აქვთ 2972.65 აშშ დოლარი, საიდანაც ძირია - 1984.25 აშშ დოლარი, პროცენტი - 781.94 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 151 აშშ დოლარი, ჯარიმა - 23.65 აშშ დოლარი და საკომისიო - 31.81 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი
-შესაგებლები
-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
-ხელშეკრულება
-გადახდის გრაფიკი
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე, 131-ე მუხლები, სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე,623-ე, 867 -ე, 873-ე, 891-ე, 895-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.
დადგენილია, რომ ასეთი ხელშეკრულება მხარეებს შორის არსებობს. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის საფუძველზე ვალდებულების ძალით კრედიტორი (მოსარჩელე) უფლებამოსილია მოვალეს (მოპასუხეებს) მოსთხოვოს ხელშეკრულების პირობების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და დათქმულ ადგილას.
საყურადღებოა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის დანაწესის მიხედვით ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის დადასტურება, რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით, ხოლო ამავე კოდექსის 623-ე მუხლის საფუძველზე სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა აღიარეს ბანკის მიმართ სესხის ძირითადი დავალიანების არსებობა და ნაკისრი ვალდებულებების შუსრულებლობა. მათ მზაობა განაცხადეს ამ თანხის ეტაპობრივ გადახდაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე-103-ე მუხლების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მხარეები თვითონ არიან ვალდებულნი წარუდგინონ მტკიცებულებები სასამართლოს. მოპასუხეთა მხრიდან ამგვარი მტკიცების არ არსებობის პირობებში მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხის დარჩენილი ნაწილი, სარგებელი და დარიცხული ჯარიმა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
მოპასუხეებმა ვერ დაამტკიცეს, რომ კრედიტის ხელშეკრულების შეწყვეტის და თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება არ წარმოშობილა. მათ არ წარმოუდგენიათ საფუძვლიანი პრეტენზიები დავალიანების ოდენობის გაანგარიშებასთან დაკავშირებით
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
დასახელებული კოდექსის 895-ე და 896-ე მუხლებით თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე თავდები პირი ვალდებულა სოლიდარულად იკისროს პასუხისმგებლობა თავდებობით უზრუნველყოფილი სესხის დაბრუნებაში.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელეს გაღებული აქვს საპროცესო ხარჯები. დადასტურებული ხარჯების ოდენობამ შეადგინა 666,19 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს მის მიერ გაწეული პროცესის ხარჯები, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 07.09.2017 წ განჩინებით გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკს დაევალა მოახდინოს მოპასუხეების ლა-–--------ის (პ/ნ 19---------) და დი----------ის (პ/ნ 01---------) სახელზე არსებულ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხის 50%-ის გაცემის აკრძალვა 2972.65 აშშ დოლარის ფარგლებში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ელ-----------იას, ლა-–--------ეს, დი----------ეს, ნი-----------ას, ნუ----------–---–იას სს ,,კრე---------ის" სასარგებლოდ გადასახდელად სოლიდარულად დაეკისროთ 2972,65აშშ დოლარის გადახდა, (საიდანაც 1984,25 აშშ დოლარი არის ძირი თანხა, 781,94 აშშ დოლარი არის პროცენტი, 23,65 აშშ დოლარი არის ჯარიმა, 31,81 აშშ დოლარი საკომისიო).
3. ელ-----------იას, ლა-–--------ეს, დი----------ეს, ნი-----------ას, ნუ----------–---–იას სს ,,კრე---------ის" სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროთ საპროცესო ხარჯი 666,19 ლარის ოდენობით
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა