გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/5----17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ნათია ტოგონიძე
სხდომის მდივანი: თეა აფციაური
მოსარჩელე: სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი: თ--------------ე
მოპასუხეები: ჯ--–---------–-–---–ი, ვ----------------ე
წარმომადგენელი: დ---------–----------–---ე
მოპასუხეები: შპს ,,ს---–------------’’ , ე-----------------ე
დავის საგანი: ცრუმაგიერ პირებად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. შპს ,,ს---–------------,’’ (ს/კ 2--------) ჯ--–---------–-–---–ი (პ/ნ 0----------), ვ----------------ე (პ/ნ 0----------) და ე-----------------ე (პ/ნ 1----------) აღიარებულ იქნენ ერთმანეთს ცრუმაგიერ პირებად.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხეების - ჯ--–---------–-–---–ისა და ვ----------------ის წარმომადგენელმა დ---------–----------–---ემ სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო.
2.2. ე-----------------ე და შპს ,,ს---–------------’’ არ გამოცხადნენ სხდომაზე, მხარისათვის ცნობილი იყო სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1----–-–------------რის დადგენილებით, განხორციელდა შპს ,,ს---–-------------’ სამეწარმეო რეეტრში რეგისტრაცია. აღნიშნული დადგენილების მიხედვით, საწარმო არის ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს, 1----–-–--------------ის დადგენილებით რეგისტრირებული სახაზინო საწარმო ,,ს---–-------------“ სამართალმემკვიდრე. საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორი იყო საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1----–-–------------რის დადგენილება - (ს/ფ 259)
- შპს ,,ს---–-------------’’ წესდება - (ს/ფ 260-268)
3.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 0--------–---------------------- ბრძანებით, გატარდა სამეწარმეო რეესტრში ცვლილება შემდეგი მონაცემებით: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 2----–-–----------------–ს გაცემული საკუთრების მოწმობის საფუძველზე, შპს ,,ს---–-------------’’ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი გადაეცა ჯ--–---------–-–---–ს. აღნიშნული საფუძვლად მითითებულია ნასყიდობის ხელშეკრულება N-----, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N----.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 0--------–---------------------- ბრძანება - (ს/ფ185)
- ნასყიდობის ხელშეკრულება - (ს/ფ 186-188)
3.3. შპს ,,ს---–-------------’’ დამფუძნებელთა კრების 2012 წლის 28 დეკემბრის კრების ოქმის მიხედვით, გასხვისდა შპს ,,ს---–-------------’’ დამფუძნებლის ჯ--–---------–-–---–ის წილი 100%-დან 50 % ამავე საზოგადოების ახალ წევრზე- ვ----------------ეზე. შპს ,,ს---–-------------’’ წილი გადანაწილდა შემდეგი პროცენტულობით: ა) ვ----------------ე 50%; ბ) ჯ--–---------–-–---–ი 50%.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით 2013 წლის 15 იანვრის მდგომარეობით, შპს ,,ს---–-------------“ (2--------) პარტნიორები არიან ვ----------------ე 50%, ჯ--–---------–-–---–ი 50%, დირექტორი ჯ--–---------–-–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2012 წლის 28 დეკემბრის შპს ,,ს---–-------------“ კრების ოქმი - (ს/ფ 29)
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს/ფ 30);
3.4. შპს ,,ს---–-------------’’ დამფუძნებელთა კრების 2016 წლის 04 მარტის კრების ოქმის მიხედვით, შპს ,,ს---–-------------’’ პარტნიორების ჯ--–---------–-–---–ის 50% და ვ----------------ის 50% წილი გადაეცა ე-----------------ეს. შპს ,,ს---–-------------’’ დირექტორად დაინიშნა ე-----------------ე და მიღებული იქნა შპს ,,ს---–-------------’’ წესდების ახალი რედაქცია.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (მომზადების თარიღი 09/03/2016) ამონაწერის მიხედვით, შპს ,,ს---–-------------“ (2--------) 100%-იანი წილის მესაკუთრე და დირექტორია ე-----------------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,ს---–-------------“ 2016 წლის 04 მარტის კრების ოქმი - (ს/ფ 31)
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს/ფ 32-33);
3.5. 2016 წლის 04 მარტს, ერთის მხრივ შპს ,,ს---–-------------’’ ყოფილმა დირექტორმა ჯ--–---------–-–---–მა და მეორეს მხრივ შპს ,,ს---–-------------’’ მოქმედმა დირექტორმა ე-----------------ემ შეადგინეს მიღება-ჩაბარების აქტი მასზედ, რომ ჯ--–---------–-–---–მა გადასცა, ხოლო ე-----------------ემ მიიღო ფულადი ნაშთები 2016 წლის 4 მარტის მდგომარეობით სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი 4----- ლარი და სს ,,ბ------------ ანგარიშზე არსებული ნაშთი ანგარიშსწორების ანგარიშზე 7----.42 ლარი.
შპს ,,ს---–-------------’’ მოქმედ დირექტორს გადაეცა აგრეთვე ბალანსი 2016 წლის 4 მარტის მდგომარეობით, შემდგომში აღრიცხვიანობის გასაგრძელებლად და დეკლარაციების წარსადგენად შემოსავლების სამსახურში.
ძირითადი საშუალებები: აქტივები 5------ ლარი; დარიცხული ამორტიზაცია - პასივები 2------- ლარი; კომუნალური და საბანკო ხარჯები აქტივები - 9----- ლარი; სალარო აქტივები - 4-------- ლარი; ანგარიშსწორების ანგარიში აქტივები - 7------- ლარი; რეალიზაცია პასივები - 6-------- ლარი; ერთიანი საგადასახადო ანგარიში აქტივები - 1-------- ლარი; დარიცხული საავანსოები აქტივები - 1------ ლარი; მოგების განაწილება პასივები - -8------- ლარი; მოგების და ქონების გადასახადი პასივები - 5----- ლარი; საწესდებო კაპიტალი პასივები - 5------0 ლარი; დაბეგრილი მოგება აქტივები - 6----- ლარი; საშემოსავლო გადასახადი პასივები - 5------ ლარი. ბალანსი აქტივები - 6-------- ლარი; პასივები - 6-------- ლარი. გადაცემული იქნა აგრეთვე შპს ,,ს---–-------------’’ საფირმო ბეჭედი, საწესდებო და სააღრიცხვო დოკუმენტაცია.
აღნიშნულ მიღება-ჩაბარების აქტზე, ხელმოწერები დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 16 ივნისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 04 მარტის მიღება-ჩაბარების აქტი - (ს/ფ 167-169)
3.6. სს ,,ბ------------ 01.03.2016-04.03.2016 წლის ამონაწერით დგინდება, რომ შპს ,,ს---–-------------“ ანგარიშზე არსებული თანხის ოდენობა შეადგენს 7---- ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს ,,ბ------------ 01.03.2016-04.03.2016 წლის ამონაწერი- (ს/ფ 173)
3.7. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 15.11.2011 წელი) ჯ--–---------–-–---–ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაშია უძრავი ქონება მდებარე ქალაქი თბილისი, კ--------------------ში 102,00 კვ.მ სხვენი. ს/კ0-------------------------. უძრავი ქონების მახასიათებლებია - ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 3671.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 40; შენობა-ნაგებობები: N-----------ის ჩათვლით. უფლების დამდგენი დოკუმენტი: 2003 წლის 1---------- პრივატიზაციის ხელშეკრულება, რეესტრის რეგისტრაციის N------.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 17.06.2015 წელი) ჯ--–---------–-–---–ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაშია ასევე უძრავი ქონება მდებარე ქალაქი თბილისი, ფ------------–-------------------------ში მე-6 სართული ბინა N---–ი 48,60 კვ.მ. ს/კ 0----------------------. უძრავი ქონების მახასიათებლებია - ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 1001.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 18; უფლების დამდგენი დოკუმენტი: 2----–-–-----------------ის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 07.08.2009 წელი) ჯ--–---------–-–---–ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაშია უძრავი ქონება მდებარე ქალაქი თბილისი, კ-----------------ში მდებარე 89.08 კვ.მ. სარდაფიდან 13,94 კვ.მ. ფართი ს/კ 0-------------------------. უძრავი ქონების მახასიათებლებია - ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 3------ კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 40; შენობა-ნაგებობები: N---------- ჩათვლით. უფლების დამდგენი დოკუმენტი: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,-------- კრების ოქმი, დამოწმებული 2----–-–---------–--ს; კრების ოქმი N-- დამოწმებული 2----–-–----------------ს; კრების ოქმი N-- დამოწმებული 2009 წლის 0------------; დამფუძნებელი კრების ოქმი დამოწმებული 2----–-–---------–--ს; კრების ოქმი N-- დამოწმებული 2----–-–----------------ს. მესაკუთრეები: ლ--–--------–------–----------------–--–---------–---, ჯ--–---------–-–---–ი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,-------.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 17.03.2016 წელი) ჯ--–---------–-–---–ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაშია უძრავი ქონება მდებარე ქალაქი თბილისი, კ--------------------ში მე-6 სართული ბინა N---–- 101,10 კვ.მ. ს/კ 0-------------------------. უძრავი ქონების მახასიათებლებია - ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 3671.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 40; უფლების დამდგენი დოკუმენტი: 2----–-–------------–-ს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონული ბაზიდან ამონაწერით დადგენილია, რომ ჯ--–---------–-–---–ის სახელზე რეგისტრირებულია ცეცხლსასროლი იარაღი I---------------.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონული ბაზიდან ამონაწერით დადგენილია, რომ ჯ--–---------–-–---–ის სახელზე რეგისტრირებულია ცეცხლსასროლ იარაღი I-----------------.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (მომზადების თარიღი 10/12/2014 წელი) ამონაწერის მიხედვით, შპს ,,დ---–----“ (ს/ნ 4--------) 33,34%-იანი წილის მესაკუთრე და დირექტორია ჯ--–---------–-–---–ი, 33,33%-იანი წილის მესაკუთრე და დირექტორია ვ----------------ე, ხოლო 33,33%-იანი წილის მესაკუთრე და დირექტორია ლ-–------–----–-–---–ი .
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (მომზადების თარიღი 27/11/2013 წელი) ამონაწერის მიხედვით, შპს ,,ჯ---ს“ (ს/ნ 2--------) 50%-იანი წილის მესაკუთრეა ჯ--–---------–-–---–ი, 50%-იანი წილის მესაკუთრე და დირექტორია ვ----------------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს/ფ 68-74)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს/ფ76)
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს/ფ 60-64)
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონული ბაზიდან ამონაწერი (ს/ფ 82-83)
3.8. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 22.04.2016 წელი) ვ----------------ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაშია უძრავი ქონება მდებარე თ--–------------–------–----–ა ს/კ - 5-----------. უძრავი ქონების მახასიათებლებია - ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო (მრავალწლიანი ნარგავები); დაზუსტებული ფართობი: 992,00 კვ.მ. უფლების დამდგენი დოკუმენტი: 2----–-–------------–-ს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 20.02.2017 წელი) ვ----------------ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაშია უძრავი ქონება მდებარე ქალაქი თბილისი, ბ-–---------------–------------ში 1/6 ნაწილი. ს/კ - 0---------------. უძრავი ქონების მახასიათებლებია - ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თასაკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 576,00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1, N2 უფლების დამდგენი დოკუმენტი: კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა დამოწმებული 1----–-–-----------ს.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 22.04.2016 წელი) ვ----------------ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაშია უძრავი ქონება მდებარე თ--–-----------–------–----–ა ს/კ - 5-----------. უძრავი ქონების მახასიათებლებია - ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო (მრავალწლიანი ნარგავები); დაზუსტებული ფართობი: 190,00 კვ.მ. უფლების დამდგენი დოკუმენტი: 2----–-–------------–-ს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 21.04.2016 წელი) ვ----------------ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაშია უძრავი ქონება მდებარე ქალაქი თბილისი, დ------–--–-- ს/კ - 8-----------. უძრავი ქონების მახასიათებლებია - ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 1500,00 კვ.მ. უფლების დამდგენი დოკუმენტი: დ------–--–--ს საკრებულოს მიერ 2----–-–---------------ს გაცემული ცნობა N----.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 19.08.2015 წელი) ვ----------------ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაშია უძრავი ქონება მდებარე ქალაქი თბილისი, კ--------- ს/კ - 8-----------. უძრავი ქონების მახასიათებლებია - ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 600,00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 8-----------. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: საცხოვრებელი სახლი სასარგებლო ფართი 1---- კვ.მ.; საცხოვრებელი ფართი 52,4 კვ.მ. დამხმარე ფართი 6--- კვ.მ. სამეურნეო ფართი 109,3 კვ.მ. უფლების დამდგენი დოკუმენტი: 2----–-–-----------ს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რეგისტრაციის N-----; ცნობა-დახასიათება და სარეგისტრაციო მოწმობა N---, გაცემული გარდაბნის რაიონის გამგეობის ტექ. ბიუროს მიერ 2----–-–---------------რის.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 19.08.2015 წელი) ვ----------------ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაშია უძრავი ქონება მდებარე ქალაქი თბილისი, კ--------- ს/კ - 8-----------. უძრავი ქონების მახასიათებლებია - ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 60,00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 8----------. უფლების დამდგენი დოკუმენტი: 2----–-–---------------რის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონული ბაზიდან ამონაწერით დადგენილია, რომ ვ----------------ის სახელზე რეგისტრირებულია სატვირთო ფურგონი ა/მ F--------- სახელმწიფო ნომრით: A-----.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონული ბაზიდან ამონაწერით დადგენილია, რომ ვ----------------ის სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალებას J------------ სახემწიფო ნომრით: K-----.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონული ბაზიდან ამონაწერით დადგენილია, რომ ვ----------------ის სახელზე რეგისტრირებულია ცეცხლსასროლი ცეცხლსასროლ იარაღი I-----------------.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (მომზადების თარიღი 20/02/2017 წელი) ამონაწერის მიხედვით, შპს ,,რ---------ს“ (ს/ნ 4--------) 100%-იანი წილის მესაკუთრე და დირექტორია ვ----------------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს/ფ 48-59)
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს/ფ 65-66)
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონული ბაზიდან ამონაწერი (ს/ფ 79-81)
3.9. 2012 წლის 9 მარტის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან შპს ,,ს---–-------------’’ (ს/კ 2--------) საკუთრებაშია უძრავი ქონება მდებარე ქალაქ თბილისი, ქ----------------- ს/კ 0---------------. უძრავი ქონების მახასიათებლებია - ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 3------ კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 3. უფლების დამდგენი დოკუმენტი: საქართველოს საწარმოთა მართვის სააგენტოს 2----–-–------------------------- ბრძანება. საქართველოს კანონი ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს/ფ 34-35)
3.10. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან 2016 წლის 3 თებერვლის მდგომარეობით, შპს ,,ი--------–-ს’’ (ს/კ 4--------) საკუთრებაშია უძრავი ქონება მდებარე ქალაქ თბილისი, ქ----------------- ს/კ 0---------------. უძრავი ქონების მახასიათებლებია - ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 3------ კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 3. უფლების დამდგენი დოკუმენტი: 20---–-–---------------–-ს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
შპს ,,ი--------–-ს’’ 2017 წლის 25 მაისის წერილითა და მასზე თანდართული თანხის გადახდის ქვითრების მიხედვით, შპს ,,ს---–-------------ათვის’’, ანგარიშფაქტურით ,,ე-------------’’ მიღებული ქონების ღირებულება კომპანიას გადახდილი აქვს 679 000 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს/ფ 36-37)
- 2017 წლის 25 მაისის შპს ,,ი--------–-ს’’ წერილი და გადახდის ქვითრის ასლები (ს/ფ 39-46)
3.11. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (მომზადების თარიღი 09.03.2016 წელი) ამონაწერის მიხედვით, შპს ,,ს---–-------------“ (ს/ნ 2--------) პარტნიორი და ამასთან ერთად 100% წილის მფლობელია ე-----------------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი (ს/ფ 165-166)
3.12. შედარების აქტის (01.01.2017-25.06.2017) თანახმად, შპს ,,ს---–-----------“ (ს/ნ 2--------) გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება: ძირითადი - 6------- ლარი, ჯარიმა - 0 ლარი, საურავი - 2------ ლარი. საგადასახადო დავალიანება წარმოიშვა მის მიერ წარდგენილი მოგების გადასახადის დეკლარაციის საფუძველზე. საწარმოს დასაბეგრმა მოგებამ 2016 წელს შეადგინა 4------ ლარი.
სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის ამონაწერის მიხედვით, შპს ,,ს---–-------------“ მიმართ 2017 წლის 04 აპრილიდან რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შედარების აქტი (ს/ფ 19)
-მოგების გადასახადის დეკლარაცია (ს/ფ 26)
- სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის ამონაწერი (ს/ფ 20)
3.13. სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 0---------------- ბრძანებით, ყადაღა დაედო შპს ,,ს---–-----------“ (ს/ნ 2--------) საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 0-------- სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის N------ ბრძანება - (ს/ფ 21)
3.14. სსიპ შემოსავლების სამსახურის ელექტრონული პროგრამიდან ამონაწერის მხიედვით, ვ----------------ესა და ჯ--–---------–-–---–ს 2016 წლის თებერვალში, დივიდენდის სახით გატანილი აქვთ, თითოეულს 5---- ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის ელექტრონული პროგრამიდან ამონაწერი- (ს/ფ 47)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
6.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები, ხოლო მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.
ამავე კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,გ" ქვეპუნქტების თანახმად: ა) გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით; გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები.
ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანებაა – საგადასახადო დავალიანება, თუ: პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა. ხოლო, ამავე მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების თანხას შორის.
6.4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველის ნაწილის თანახმად ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს; დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი;ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) პირები ნათესავები არიან; ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან.
ამ ნორმის მე-3 ნაწილით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები. ამავე ნორმის მე-6 ნაწილით, ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,ს---–-----------“ 100%-იანი წილის მესაკუთრე და დირექტორია ე-----------------ე, ხოლო ვ----------------ე და ჯ--–---------–-–---–ი არიან შპს ,,ს---–-----------“ ყოფილი პარტნიორები. ვ----------------ე და ჯ--–---------–-–---–ი ფლობენ შპს ,,ჯ---ში“ 50%-იან წილებს, ხოლო შპს ,,დ---–---ში“ – 33,34% და 33,33 %-ს.
6.5. ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად თანახმად, კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
მითითებული მუხლის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ ფიზიკური ან/და იურიდიული პირის ერთიმეორის ცრუმაგიერ პირად აღირებისათვის სავალდებულოა არსებობდეს ორი კონკრეტული წინაპირობა, კერძოდ, პირები ერთიმეორის ცრუმაგიერი პირებად მიიჩნევიან თუ: 1) პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან; 2) ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდების მიზნით.
სასამართლოს მოსაზრებით, არსებული საკანონმდებლო რეგულაცია ადგენს ორ ძირითად პირობას, რომელიც უნდა არსებობდეს ერთობლიობაში, რათა დადგინდეს სხვადასხვა პირთა ცრუმაგიერობა. ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, შეუძლებელი უნდა იყოს ამ პირთა განსხვავება ერთმანეთისგან. სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული ჩანაწერი არ მოიაზრებს პირთა ფიზიოლოგიურ თუ საიდენტიფიკაციო მონაცემთა შორის განსხვავებას (ასეთ შემთხვევაში სადავო გარემოებაც არ იარსებებდა), არამედ, გადასახადის გადამხდელთა განსხვავება შეუძლებელი უნდა იყოს მათი მიზნიდან გამომდინარე. ფაქტობრივად არსებულ ორ ან მეტ პირს შორის განხორციელებული ოპერაცია მიმართული უნდა იყოს საერთო მიზნის მიღწევისკენ. თუმცა ამავდროულად ეს მიზანი უნდა წარმოადგენდეს საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდებას. ამრიგად, განხორციელებული კონკრეტული ოპერაცია უნდა შეფასდეს, ემსახურება თუ არა იგი საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებას. მოცემული სახის რეგულაცია იძლევა ფართო შეფასების არეალს, ვინაიდან არ არის დაკონკრეტებული თუ რა გარემოებათა პირობებში, რომელი ქმედება შეიძლება შეფასდეს უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებად. კანონი არ აკონკრეტებს, რომ აღნიშნული მიზანი შესაძლებელია მიღწეულ იქნეს დაინტერესებულ პირთა მიერ კანონისმიერი თუ უკანონო გზებით. ასეთ პირობებში, კი გადამხდელთა მიერ კანონით ნებადართული ქმედება უფლებამოსილ პირთა მიერ შესაძლებელია შეფასდეს, როგორც უკანონო, რაც გადასახადის გადამხდელებს ჩააყენებთ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ, სამართლებრივი რეგულაციის მსგავს პირობებში, პირთა მიერ განხორციელებული ოპერაციის მიზანი უნდა იქნეს უტყუარად დადგენილი, ეჭვს არ უნდა იწვევდეს გადამხდელთა ქმედება ემსახურება რიგით საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას თუ გადასახადებისგან თავის არიდებას. ვარაუდის საფუძველზე სასამართლოს დაუშვებლად მიაჩნია პირთა ცრუმაგიერად ცნობა, რამაც შედეგობრივად შესაძლებელია გამოიწვიოს პირთა კონსტიტუციური უფლებების ხელყოფა.
საქართველოს უზენაესის სასამართლოს 2013 წლის 3 ოქტომბრის №ბს-103-96(კ-13) გადაწყვეტილებაში აღნიშნულია: ,,საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და მიიჩნევს, რომ საგადასახადო კოდექსის 246–ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი არის მათი განსხვავება“.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან ცხადია, რომ კანონმდებელი არ მიუთითებს კონკრეტულ გარემოებებზე, რომელთა ერთობლიობა ქმნის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს. ამასთან, „ცრუმაგიერი პირის დეფინიცია უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: ა) რეალური და ცრუმაგიერი პირი ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს; ბ) ცრუმაგიერი პირი უნდა იყოს გამოყენებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით (იგულისხმება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები: საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება). ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება - თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინება საქმეზე №ბს-167-165(კ-17)).
ამდენად, ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენისას სასამართლომ კონკრეტული გარემოებების შეფასების შედეგად მოცემული ნორმის საკანონმდებლო მიზნის - უზრუნველყოფილ იქნას აღიარებული საგადასახადო ვალდებულების შესრულება გათვალისწინებით უნდა დაადგინოს და საგადასახადო ორგანომ უნდა დაამტკიცოს მოპასუხეთა ქმედებების ისეთი ჯაჭვის არსებობა, რაც დაადასტურებს რეალური და ცრუმაგიერი პირების განსხვავების შეუძლებლობასა და ცრუმაგიერი პირის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის ასარიდებლად შექმნასა თუ გამოყენებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან ცრუმაგიერ პირებად ცნობა უშუალოდ არის დაკავშირებული პირის საკუთრების უფლების შეზღუდვასთან, მის ქონებაზე საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებასთან, აუცილებელია, რომ აღნიშნული ფაქტი დადგინდეს კანონით დადგენილი ყველა დანაწესის სრული დაცვითა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად. აღნიშნული, ასევე, დაკავშირებული არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან, რადგან მხოლოდ კონკრეტული ერთი ფაქტის საფუძველზე პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერად ცნობამ შეიძლება გამოიწვიოს მისი დაუცველ მდგომარეობაში ყოფნა, მისი უფლებებისა და კანონით დაცული ინტერესების უკანონო ხელყოფა.
საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (მომზადების თარიღი 09.03.2012 წელი) შპს ,,ს---–-------------’’ (ს/კ 2---------) საკუთრებაში იყო უძრავი ქონება მდებარე ქალაქ თბილისი, ქ----------------- ს/კ 0---------------. უძრავი ქონების მახასიათებლებია - ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 3------ კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 3. უფლების დამდგენი დოკუმენტი: საქართველოს საწარმოთა მართვის სააგენტოს 2----–-–------------------------- ბრძანება. საქართველოს კანონი ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ.
ასევე საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით ( 2016 წლის 3 თებერვლის მდგომარეობით) დგინდება, რომ შპს ,,ი--------–-ს’’ (ს/კ 4--------) საკუთრებაშია უძრავი ქონება მდებარე ქალაქ თბილისი, ქ----------------- ს/კ 0---------------. უძრავი ქონების მახასიათებლებია - ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 3------ კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 3. უფლების დამდგენი დოკუმენტია 20---–-–---------------–-ს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
2017 წლის 25 მაისის შპს ,,ი--------–-ს’’ წერილითა და მასზე თანდართული თანხის გადახდის ქვითრების მიხედვით, შპს ,,ს---–-------------ათვის“ ქონების ღირებულება კომპანიას გადახდილი აქვს 679 000 ლარის ოდენობით.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს ,,ს---–-----------“ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 2017 წლიდან. საგადასახადო დავალიანება წარმოიშვა მის მიერ წარდგენილი მოგების გადასახადის დეკლარაციის საფუძველზე. საწარმოს დასაბეგრმა მოგებამ 2016 წელს შეადგინა 4------ ლარი. 2017 წლის 04 აპრილიდან რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება შპს ,,ს---–-------------“ ქონებაზე, ხოლო 2017 წლის 03 მაისს გამოიცა ბრძანება N------ შპს ,,ს---–-------------“ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
2016 წლის 04 მარტს, ერთის მხრივ შპს ,,ს---–------------ს’’ ყოფილმა დირექტორმა ჯ--–---------–-–---–მა და მეორეს მხრივ შპს ,,ს---–-------------’’ მოქმედმა დირექტორმა ე-----------------ემ შეადგინეს მიღება-ჩაბარების აქტი მასზედ, რომ ჯ--–---------–-–---–მა გადასცა, ხოლო ე-----------------ემ მიიღო ფულადი ნაშთები 2016 წლის 4 მარტის მდგომარეობით სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი 4----- ლარი და სს ,,ბ-----------“ ანგარიშზე არსებული ნაშთი ანგარიშსწორების ანგარიშზე 7----.42 ლარი.
შპს ,,ს---–-------------’’ მოქმედ დირექტორს გადაეცა აგრეთვე ბალანსი 2016 წლის 4 მარტის მდგომარეობით შემდგომში აღრიცხვიანობის გასაგრძელებლად და დეკლარაციების წარსადგენად შემოსავლების სამსახურში. ძირითადი საშუალებები: აქტივები 5------ ლარი; დარიცხული ამორტიზაცია - პასივები 2------- ლარი; კომუნალური და საბანკო ხარჯები აქტივები - 9----- ლარი; სალარო აქტივები - 4-------- ლარი; ანგარიშსწორების ანგარიში აქტივები - 7------- ლარი; რეალიზაცია პასივები - 6-------- ლარი; ერთიანი საგადასახადო ანგარიში აქტივები - 1-------- ლარი; დარიცხული საავანსოები აქტივები - 1------ ლარი; მოგების განაწილება პასივები - -8------- ლარი; მოგების და ქონების გადასახადი პასივები - 5----- ლარი; საწესდებო კაპიტალი პასივები - 5------0 ლარი; დაბეგრილი მოგება აქტივები - 6----- ლარი; საშემოსავლო გადასახადი პასივები - 5------ ლარი. ბალანსი აქტივები - 6-------- ლარი; პასივები - 6-------- ლარი. გადაცემული იქნა აგრეთვე შპს ,,ს---–------------’’-ს საფირმო ბეჭედი, საწესდებო და სააღრიცხვო დოკუმენტაცია.
სასამართლო სხდომაზე ჯ--–---------–-–---–მა განმარტა, რომ როდესაც მან გაასხვისა შპს ,,ს---–------------’’, გაყიდეს უძრავი ქონება 2016 წელს, მოგების გადასახადის დეკლარირება უნდა მომხდარიყო მომდევნი წელს, შესაბამისად მან ასევე ანგარიშზე დატოვა გადასახადის გადასახდელად შესაბამისი ოდენობის თანხა. ამდენად მის მიზანს არ წარმოადგენდა გადასახადისაგან თავის არიდება.
6.7. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მიერ წინამდებარე სარჩელში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ შპს ,,ს---–-------------“ საქმიანობა, ხოლო შემდგომ ამისა საქმიანობის შეჩერება მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებიდან თავის არიდებას. საქმის მასალებით არ დასტურდება და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე დამადასტურებელი მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ შპს ,,ს---–------------,’’ ჯ--–---------–-–---–ი, ვ----------------ე და ე-----------------ე მოქმედებდნენ საერთო მიზნით - მოსალოდნელი უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით, რომ მათ მიერ წილის გასხვისება ხოლო შემდგომ შპს ,,ს---–-------------’’უძრავი ქონების გასხვისება განხორციელდა საგადასახადო ვალდებულების თავის არიდების მიზნით, მითუმეტეს, რომ 2016 წლის 04 მარტის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი იყო 4----- ლარი და ბ----------- ანგარიშზე არსებული ნაშთი ანგარიშსწორების ანგარიშზე 7----.42 ლარი. შპს ,,ს---–-------------’’ მოქმედ დირექტორს გადაეცა აგრეთვე ბალანსი 2016 წლის 4 მარტის მდგომარეობით შემდგომში აღრიცხვიანობის გასაგრძელებლად და დეკლარაციების წარსადგენად შემოსავლების სამსახურში. ამდენად არ დასტურდება, რომ შპს ,,ს---–------------,’’ ჯ--–---------–-–---–ი, ვ----------------ე და ე-----------------ე წარმოადგენენ ცრუმაგიერ პირებს.
სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნიან მოპასუხე იურიდიული და ფიზიკური პირების ცრუმაგიერ პირებად აღიარებისა და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, ამდენად, სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი შპს ,,ს---–-------------’’ (ს/ნ 2--------), ჯ--–---------–-–---–ის (პ/ნ 0----------), ვ----------------ის (პ/ნ 0----------) და ე-----------------ის (პ/ნ 1----------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შესაბამისად, ერთმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის 5.1.,,ლ" მუხლის საფუძველზე მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულია საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-2; მე-12; მე-13; 261.3.; 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; მე-8; 55-ე; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით, და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან;
მოსამართლე: ნათია ტოგონიძე