განაჩენი

სისხლის სამართლის 16.04.2019
საქმის ნომერი
330100119002835387
თარიღი
16.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #--------

#------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 აპრილი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

 

პროკურორ – ა-- ს-----ს

ბრალდებულ – ვ----– ი------ის

ადვოკატ – პ----- მ-----–---–ის

თარჯიმან – ე-–--- თ---–--ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

– ვ----– პ------ს ძე ი------ის, დაბადებულის 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი #-----------), ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, მცხოვრების: ქ-------–--–------------------------------------------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ----– ი------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ----– ი------ის მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 2 იანვრის საღამოს საათებში, ქ-------–--–------------------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ----– ი------მა მეუღლის მშობლის - ლ-------–- კ------–----ს მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ე.ი. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ----– ი------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ასევე, 2019 წლის 2 იანვრის საღამოს საათებში, ქ-------–--–------------------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ----– ი------მა მეუღლის მშობლის - ლ-------–- კ------–----ს მიმართ განახორციელა მუქარა. კერძოდ, თუ ლ-------–- კ------–---- ძალადობის ფაქტს შეატყობინებდა სამართალდამცავ ორგანოს, ვ----– ი------ი განახორციელებდა მისი სიცოცხლის მოსპობას. აღნიშნულის შედეგად ლ-------–- კ------–----ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ე.ი. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ----– ი------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა პროცესზე დაკითხულ პირთა ჩვენებები, გააანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება - ვ----– ი------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულ ვ----– ი------ის მიერ მუქარის ჩადენას, რის გამოც იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ, თუმცა სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ იქნა აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ ვ----– ი------ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენას, რის გამოც იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ, კერძოდ:

 

საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ვ----– ი------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2019 წლის 2 იანვარს, ოჯახურ პრობლემებთან დაკავშირებით ხმამაღლა ესაუბრებოდა მეუღლეს - ა--------- ი------ას, რა დროსაც უეცრად საწოლიდან წამოხტა მისი მეუღლის დედა - ლ-------–- კ------–---- და სიძეს უთხრა, რომ მან უკვე თავი მოაბეზრა მას და პოლიციას დააჭერინებდა, რის შემდეგაც აიღო ტელეფონი და დარეკა პოლიციაში. ამის შემდეგ მათ სახლში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და დააკავეს იგი. ბრალდებულის განმარტებით, მას ლ-------–- კ------–----სთვის არც ხელი დაურტყამს და არც სიცოცხლის მოსპობით დამუქრებია.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა ლ-------–- კ------–----მ განმარტა, რომ 2019 წლის 2 იანვარს, მის ქალიშვილს - ა--------- ი------ას სცემდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ქმარი - ვ----– ი------ი. იგი შეეცადა გაშველებას, თუმცა ვ----– ი------მა მასაც დაარტყა სახეში ხელი, კერძოდ, მარჯვენა ლოყაზე და დაემუქრა, რომ თუ პოლიციაში დარეკავდა, - მოკლავდა. მისივე თქმით, სახეში ხელის დარტყმის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო მუქარის შედეგად ძალიან შეშინდა, რის გამოც დარეკა საპატრულო პოლიციაში, ასევე, გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

 

ალკოტესტით შემოწმების შესახებ 2019 წლის 2 იანვრის ოქმის თანახმად, ალკოტესტის მეშვეობით შემოწმებულ იქნა მოქალაქე ვ----– ი------ი, რომელსაც დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა 0.662% პრომილი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ა--------- ი------ამ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ ქ. თბილისის შსს ი----------------------------–-------- განყოფილების თანამშრომლები - მ--–---- გ------ და გ------- მ--–----–---–ი, რომელთაც განმარტეს, რომ 2019 წლის 2 იანვარს ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მათ განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე, გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, ქ-------–--–------------------------------------------------ში, სადაც დაზარალებული ლ-------–- კ------–---- დახვდათ აღელვებული, მას მარჯვენა ლოყაზე აღენიშნებოდა სიწითლე, ხოლო ვ----– ი------ი იყო ნასვამი და დაზარალებულის მიმართ გამოხატავდა აგრესიას. ლ-------–- კ------–----მ მათ მიუთითა, რომ სიძემ დაარტყა ხელი სახის არეში, კერძოდ, მარჯვენა ლოყაზე და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნულის საფუძველზე, მათ საპროცესო ნორმების დაცვით, ადგილზე დააკავეს ვ----– ი------ი და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.

სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი #---- -დან ირკვევა, რომ მოქალაქე ლ-------–- კ------–----ს 2019 წლის 3 იანვარს 01:08 საათზე აღმოეჩინა სამედიცინო დახმარება. ავადმყოფი უჩიოდა თავის ტკივილს, უმეტესად სახის არეში მარჯვნივ, ასევე, აფორიაქებას. მისი გადმოცემით, სიძემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უ---------------- ხ------- ა--–------მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა პაციენტის სამედიცინო ბარათი #-----ის სისწორე და განმარტა, რომ 2019 წლის 2 იანვარს, ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე მიიღო გამოძახება ი----------------------------–-------- განყოფილებაში. პაციენტი ლ-------–- კ------–---- უჩიოდა ტკივილს თავისა და სახის არეში, კერძოდ, პაციენტის გადმოცემით, სიძემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, - ხელი დაარტყა მარჯვენა ლოყაზე.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ქ. თბილისის შსს ი----------------------------–-------- განყოფილების გამომძიებელი - თ----- ჟ--–----–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

2019 წლის 3 იანვარს ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ-------–--–------------------------------------------------ში, ა--------- ი------ამ მიუთითა საწოლის გვერდით ადგილი, სადაც მისმა მეუღლემ ვ----– ი------მა დედამისს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

 

2019 წლის 15 იანვრის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ ლ-------–- კ------–----მ ოჯახში ძალადობის შესახებ შეტყობინება განახორციელა 112-ის საინფორმაციო სამსახურში. კერძოდ: შეტყობინების ინიციატორი უთითებს, რომ არის ლ-------–- კ------–----. მისი სიძე არის ნასვამ მდგომარეობაში, აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ჩხუბობს. ასევე, ლ-------–- კ------–---- ითხოვს პოლიციის და სასწრაფოს გამოძახებას.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–-------------ს სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი #---- 24-ჩანაწერებში მოქალაქე ლ-------–- კ------–----ს სხეულზე არსებული რაიმე სახის მექანიკური დაზიანებების შესახებ მითითებული არ არის. პირადი შემოწმებით: 2019 წლის 3 იანვარს, მოქალაქე ლ-------–- კ------–----ს მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირზე აღენიშნებოდა ნაჭდევები. დაზიანებები როგორც ერთობლიობაში, ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებულნი, მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები ხანდაზმულობით შეესაბამება 5-9 დღეს. ამავე ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ შესამოწმებლის გადმოცემით: 2019 წლის 2 იანვარს, დაახლოებით 19:30 საათზე, სიძემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

2----–-–------------- გამოცემული #------ შემაკავებელი ორდერით და მისი ოქმით ირკვევა, რომ ვ----– ი------მა მეუღლის მშობელს - ლ-------–- კ------–----ს მიმართ განახორციელა მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულის გამო მოძალადე ვ----– ი------ის მიმართ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი.

 

2017 წლის 1 სექტემბერს გამოცემული #------ შემაკავებელი ორდერით და მისი ოქმით ირკვევა, რომ მოძალადე ვ----– ი------მა მსხვერპლ ლ-------–- კ------–----ს მიმართ განახორციელა ფსიქოლოგიური ძალადობა. აღნიშნულის გამო მოძალადე ვ----– ი------ს აეკრძალა: 1. იმ სახლისაგან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; ასევე, მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; აღნიშნულ შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმს გაეცნენ და ხელმოწერით დაადასტურეს როგორც მოძალადე - ვ----– ი------მა, ასევე მსხვერპლმა - ლ-------–- კ------–----მ.

 

სასამართლომ შეაფასა რა გამოკვლეული მტკიცებულებები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა ვ----– ი------ის მხრიდან მეუღლის დედის - ლ-------–- კ------–----ს მიმართ მუქარის განხორციელების დასადასტურებლად, არ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს იმის დასამტკიცებლად, რომ ვ----– ი------მა ნამდვილად ჩაიდინა მუქარა, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ბრალდების ამ ნაწილში ვერ აკმაყოფილებს საკმარისობის კრიტერიუმს. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი მტკიცებულება - დაზარალებულ ლ-------–- კ------–----ს ჩვენება, რომელიც აცხადებს, რომ 2019 წლის 2 იანვარს, სიძე - ვ----– ი------ი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, თუ იგი მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ შეატყობინებდა პოლიციას. თავად ბრალდებული - ვ----– ი------ი უარყოფს მუქარის ფაქტს. ხოლო კონფლიქტის შემსწრე პირმა - ა--------- ი------ამ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, სასამართლოს დაზარალებულ ლ-------–- კ------–----ს ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ გააჩნია, თუმცა მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, სხვა რაიმე მტკიცებულება კი ბრალდების მხარეს მუქარის განხორციელების ნაწილში არ წარმოუდგენია, შესაბამისად, არსებობს მხოლოდ ეჭვი, რომ ბრალდებულმა ვ----– ი------მა ლ-------–- კ------–----ს მიმართ განახორციელა მუქარა, რაც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად: გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ, შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ----– ი------ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი ლ-------–- კ------–----ს მიმართ მუქარის განხორციელების ბრალდებაში.

 

რაც შეეხება ვ----– ი------ის მიერ ლ-------–- კ------–----ს მიმართ ოჯახში ძალადობის განხორციელებას, აღნიშნული ფაქტი სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რამდენადაც ბრალდების ამ ნაწილში, დაზარალებულ ლ-------–- კ------–----ს ჩვენების გარდა (რომელმაც სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2019 წლის 2 იანვარს, სიძემ - ვ----– ი------მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სახის არეში - მარჯვენა ლოყაზე დაარტყა ხელი, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი), წარმოდგენილია დამატებითი მტკიცებულებები, კერძოდ, პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები, რომელთაც კონფლიქტიდან დროის მცირე მონაკვეთში ჰქონდათ კომუნიკაცია უშუალოდ დაზარალებულთან. მათი თქმით, დაზარალებული იყო აღელვებული და სახეზე აღენიშნებოდა სიწითლე, ხოლო ბრალდებული კვლავ აგრესიული იყო მსხვერპლის მიმართ. ასევე, კონფლიქტიდან დროის მცირე მონაკვეთში ჰქონდა დაზარალებულთან კომუნიკაცია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უ------------ს ხ------- ა--–------ს, რომელმაც დაადასტურა, რომ პაციენტი ლ-------–- კ------–---- უჩიოდა ტკივილს თავისა და სახის არეში, კერძოდ, პაციენტის გადმოცემით, სიძემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი დაარტყა მარჯვენა ლოყაზე, მისივე თქმით, პაციენტი იყო აფორიაქებული. აღნიშნული ასევე დადასტურებულია პაციენტის სამედიცინო ბარათით, რომლის თანახმად, მოქალაქე ლ-------–- კ------–----ს 2019 წლის 3 იანვარს 01:08 საათზე აღმოეჩინა სამედიცინო დახმარება. ავადმყოფი უჩიოდა თავის ტკივილს, უმეტესად სახის არეში მარჯვნივ, ასევე, აფორიაქებას. შესაბამისად, ზემოთ მითითებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ სტანდარტს და სასამართლოს უქმნის საფუძველს დასკვნისათვის, რომ ვ----– ი------მა მართლაც ჩაიდინა ოჯახის წევრის - მეუღლის მშობლის მიმართ ფიზიკური ძალადობა.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომ ვ----– ი------ის მიმართ ოჯახში ძალადობის ბრალდებაც ემყარება მხოლოდ ერთ პირდაპირ მტკიცებულებას - დაზარალებულის ჩვენებას, ხოლო დანარჩენი ჩვენებები არის ირიბი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების შესაბამისად, სასამართლომ არ უნდა გამოიყენოს, ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო ირიბ ჩვენებას ვერ უწოდებს პოლიციის თანამშრომელთა იმ ჩვენებებს, რომლებიც კონფლიქტიდან დროის მცირე მონაკვეთში მიდიან შემთხვევის ადგილზე და უშუალოდ ნახულობენ აღელვებულ და აფორიაქებულ დაზარალებულს, რომელსაც სახეზე ჯერ კიდევ აღენიშნება სიწითლე, დაზარალებული უთითებს მოძალადეზე, ხოლო მოძალადე მათი თანდასწრებით გამოხატავს აგრესიას დაზარალებულის მიმართ. საყურადღებოა ასევე სასწრაფო დახმარების ექიმის ჩვენება, რომელმაც უშუალოდ ნახა აფორიაქებული დაზარალებული, რომელიც უჩიოდა ტკივილს თავისა და სახის არეში, და ეს სწორედ ის არეა, სადაც დაზარალებულის თქმით ფიზიკური ძალადობა განახორციელა მოძალადემ. შესაბამისად, აღნიშნული ჩვენებები წარმოადგენს საკმარის ინფორმაციას იმის დადასტურებულად მიჩნევისათვის, რომ დაზარალებულის მიმართ ვ----– ი------ის მიერ მართლაც განხორციელდა ფიზიკური ძალადობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვ----– ი------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ, ვინაიდან ბრალდების ამ ნაწილში არსებობს აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ ვ----– ი------ის მიერ მეუღლის მშობლის - ლ-------–- კ------–----ს მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელებას.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობას.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

სასამართლო არ მსჯელობს ვ----– ი------ის მიმართ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენებაზე, ვინაიდან მოცემული კატეგორიის დანაშაულის ჩადენისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათსა და ბრალდებულის დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედების მიმართ. მოცემულ შემთხვევაში მართალია ბრალდებული არ არის ნასამართლევი, მაგრამ იგი არ ავლენს რაიმე სინანულს ჩადენილი დანაშაულის გამო, იგი ცდილობს არ გამოვლინდეს მის მიერ ჩადენილი დანაშაული და ამით თავი აარიდოს პასუხისმგებლობას. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს საპატიმრო სასჯელი, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

რაც შეეხება თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობას, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ერთის მხრივ, ძალადობის ხასიათს - მოცემულ შემთხვევაში ვ----– ი------ის მხრიდან სიდედრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას არ ჰქონდა დაუნდობელი ხასიათი, რადგან ადგილი ჰქონდა მხოლოდ ხელის ერთხელ დარტყმას, ხოლო მეორეს მხრივ, მისი განმეორების რისკს. ამ მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ ვ----– ი------ის მხრიდან პირველად არ ჰქონდა ადგილი ლ-------–- კ------–----ს შეურაცხყოფას, რადგან მის მიმართ ერთხელ უკვე იქნა შემაკავებელი ორდერი გამოწერილი, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა სამომავლოდ მისი ქცევის შესაცვლელად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვ----– ი------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 7 (შვიდი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც მინიმუმამდე შეამცირებს სამომავლო რისკებს და ხელს შეუწყობს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ ბრალდებულის ნორმალურ ქცევას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 5-ე, 92-ე, 258-260-ე, 268-270-ე, 274-ე და 276-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ----– ი------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

2. ვ----– ი------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

3. ვ----– ი------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 2 იანვრიდან.

 

4. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა, განთავსებული 1 (ერთ) ცალ დისკზე და სსიპ „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოდან მიღებული აუდიოჩანაწერი, განთავსებული ერთ ცალ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბადრი კოჭლამაზაშვილი