განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2709407-1/419-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
23 მაისი 2019 წელი ქ. ა---––--ე
ა---––---- რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - თამარ ტეფნაძე
ბრალდების მხარე: პროკურორი – კ---------–---–---–-,დაცვის მხარე: ბრალდებული – ა--------------–----
ადვოკატი - ნ------------------–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’, მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით.
სხდომის სახე - ღია;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 10 აგვისტოს დაახლოებით 03:00 საათზე ა--------------–----- გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად უკანონოდ შეაღწია ქ. ა---––---–- წ--------------- დ--------–-------------ში მდებარე გ------------------- საცხოვრებელ ბინაში, დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით ბინაში მყოფ გ----- ფ---------ს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება, კერძოდ, წებოვანი ლენტის გამოყენებით აუკრა პირი, დაუკოჭა ხელ-ფეხი და სცემა, რომელსაც თანამონაწილესთან ერთად სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით ყაჩაღური გზით გასტაცა 400 (ოთხასი) ლარის ოდენობის ფულადი თანხა, საპენსიო პლასტიკური ბარათი და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ა------ ა------–---ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’, მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით.
ა------ ა------–---ს ასევე ბრალი ედება მასში რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, არაერთგზის ბინაში უკანონო შეღწევით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით.
მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ა--------------–----- ჩაიდინა თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით, ანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’, მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით. ასევე ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, არაერთგზის ბინაში უკანონო შეღწევით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით.
დაზარალებულ გ------------------- ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს ღამის 3 საათი იყო, დაწვა დასაძინებლად ვიღაც პიროვნება შევიდა კარიდან შუშა ამოიღო და კარი გააღო და შევიდა, თავზე დაადგა ერთი, მეორე შევიდა მეორე ოთახში შუქი ჩართო და რაღაცას შვებოდა, ტანსაცმელი რაც იყო ყველაფერი აურია. მეორე ოთახში ვინც შევიდა ამ პიროვნებას შემოსძახა რუსულ ენაზე დაამთავრეო? ქალბატონის განმარტებით კითხვით ფორმაში იყო ეს კითხა ანუ ქურდობა დაამთავრეო. ამ პიროვნებამ არაფერი არ უპასუხა და ის მეორე პიროვნება ისევ იქ იყო. შემდეგ მეორე პიროვნებას დაუძახა ამ პირველ პიროვნებამ ,,დავამთავრე და წავიდეთო„. პენსიის ბარათი ამოაცალეს სახეზე ურტყეს მუშტები, ყელში მოუჭირეს და ახჩობდნენ, ლოგინში რომ იწვა, ცდილობდა დამალულიყო. ცემეს ყველანაირად. საბნის ქვეშ იმალებოდა და ესენი ცდილობდნენ დაეხრჩოთ. პირი და ფეხები წებოვანი ლენტით შეუკრეს და მაგის შემდეგ სილურჯეები დაეტყო ხელებზე და ფეხებზე. შემდეგ სკოჩით დააბეს და ისე დატოვეს დილამდე ასე იჯდა, მერე რ მოახერხა დანა აიღო და მოახერხა ეს სკოჩი გადაჭრა, მერე რომ გათენდა მეზობელთან გავიდა ყველაფერი მოუყვა, რაც მოხდა და მეზობელმა პოლიციას დაურეკა. შემდეგ თავის დასაც დაურეკა შეატყობინა რაც მოხდა ისიც მოვიდა, პოლიციაც მოვიდა მეზობლებიც. პოლიცია რაღაცეებს აკეთებდა მეზობლები ტიროდნენ. ერთი თვის განმავლობაში ცუდათ იყო საჭმელს ვერ ჭამდა სილურჯეები ქონდა სახეზე ხელებზე და თვალზეც პრობლემები ქონდა. სახლში მარტო ცხოვრობს და კარებიც დაკეტილი ქონდა, შუშა ამოიღეს და ისე გააღეს კარები ფეხი შემოარტყეს გატეხეს კლიტე და ისე შემოვიდნენ და თავზე დაადგნენ. 2 პიროვნება იყო, ოთახებშიც შუქი არ იყო ჩართული, ერთო პიროვნება მოვიდა თავზე დაადგა და მეორე პიროვნება მეორე ოთახში გავიდა იქ ჩართო შუქი. ის მეორე პიროვნება არ დაუნახავს პირდაპირ მეორე ოთახში შევიდა. აღნაგობით სუსტი იყო, ტანზე ეცვა სვიტრი კეპი ეხურა, კეპი სახეზე ქონდა ჩამოფარებული და სახე ვერ დაინახა. მოწმე განმარტავს რომ არ დაუნახავს იმ პიროვნებებს ხელთათმანი თუ ეკეთათ, მაგრამ დილით როცა საწოლთან ეგდო ერთი ცალი ხელთათმანი, ისინი სომხურ ენაზე საუბრობდნენ. როდესაც მასთან მივიდა ერთი პიროვნება კითხა ფული სად იყო და რომ არ უპასუხა მაშინ დაუწყო მუშტებით სახეზე დარტყმა, თავის არეშიც მოარტყა ცხვირშიც და სისხლი წამოუვიდა ოღონდ მაგ დროს არ შეუმჩნევია რადგან ბნელოდა, დილით რომ ადგა მაშინ შეამჩნია. ახრჩობდა ყელში უჭერდა ხელებს და რამენაირად რომ აეცილებინა საბანს იფარებდა. 400 ლარი ქონდა და ეს თანხა კარადის უჯრაში საშაქრეში იდო მაგედან ამოიღეს. მაგ ოთახში იატაკზე ეგდო ეს საშაქრე და შაქარიც იყო დაბნეული. ერთმა პიროვნებამ პირველად რუსულად შემოსძახა,, ს-----– დაამთავრეო?“ და მეორედ რომ შემოსძახა უკვე სომხურად იყო. მეორე პიროვნება რომ შემოვიდა ოთახში, მასთან საერთოდ არ მისულა და არ მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმე განმარტავს წინა დღეს იყვნენ მოსულები დაზვერეს და მეორე დღეს უკვე მოიპარეს. მუშტებით რომ ცემა მერე პირზე დააკრა სკოჩი მერე ხელები შეუკრა და წავიდნენ.
მოწმე განმარტავს, რომ სკოჩი სახლში არ ჰქონია მათ ჰქონდათ მოტანილი სპეციალურად განზრახ ქონდათ მოტანილი გამზადებული ნაჭრებად ქონდათ დაჭრილი. ამ ყველაფრით ტკივილი განიცადა, თავს თვლის დაზარალებულად. აღნიშნული პიროვნებები რუსულად და სომხურად საუბრობდნენ, მაგრამ ეს ერთი პიროვნება არ საუბრობდა ეშინოდა, რომ ხმაზე ამოიცნობდა დაზარალებული და ის რომ ეკითხებოდა ,,მორჩიო? „ ეს მის კითხვებს არ პასუხობდა. მერე ესენი ერთად გავიდნენ აღნიშნავს კიდე, რომ მეორე პიროვნებაც არ დაუნახავს.
პიროვნება რომელმაც ცემა თავზე კეპი, რომ ეხურა იყო სუსტი მაღალი აღნაგობის და გამახსენდა სახე გაპარსული ჰქონდა და სვიტერი ეცვა შავი ყელით, მთელი დროის მანძილზე კეპიანი იყო მასთან, ის მეორე პიროვნება იყო შესული და იმან გაიტანა ფული, პოლიციის მოსვლამდე სახლში არავინ შესულა.
გ-----------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ დაახლოებით 9 თუ 10 საათი იყო, სამსახურიდან დაბრუნდა, მეზობლები იყვნენ შეკრებილნი, მივიდა და მეზობლები მოუყვნენ, რომ ქურდობა იყო მომხდარი ერთ-ერთი მეზობლის სახლში, ქალთან მეზობელთან ვინც იყო ეს ქალი იყო დალურჯებული, დალურჯებები, ყელზე ჰქონდა დაზიანებები, თვალზეც, შემდეგ გაარკვია რომ ღამით ვიღაც იყო შეპარული სახლში, გაქურდა და იძალადა მასზე, შემდეგ მეზობლებს ვუთხრა რომ სასწრაფოსთვის დაერეკათ, შიგნით სახლში არ შესულა, გარეთ იყვნენ, დაზარალებული ქალბატონიც გარეთ იყო, შემდეგ სასწრაფოც და პოლიციაც მოვიდა და მიხედეს. ამ საქმის შესახებ ეს იცის სულ. რომ მივიდა ქალბატონი შოკში იყო, დაზიანებები ჰქონდა სახეზე, თავი ჰქონდა დალურჯებული, გასიებული დ ყელის არეშიც დალურჯებები ჰქონდა. დაზარალებულმა ქალბატონმა როგორც მოუყვა ღამის საათებში, 3 თუ 4 საათი იყო, სახლში მასთან შევიდნენ, სახე დაფარული ჰქონდათ, სახე არ უჩანდათ, უბრალოდ ხმა გაიგო როგორ გაიხსნა ფანჯარა და როგორ შევიდა ვიღაც სახლში. სანამ მოწმე მოვიდა, მეზობლებსაც მოუყვა ამ ქალბატონმა რა გადახდა თავს, შემდეგ მოწმესაც მოუყვა რომ ღამის საათებში შემოვიდნენ ეს პიროვნებები სახლში, მოსთხოვეს ამ ქალბატონს ფული და ჰკითხეს სად გაქვს ფულიო და როგორც მითხრა დაახლოებით 400 ლარის ოდენობით თანხა გამოართვეს. დაზიანებები როგორც მოუყვა ხელით მიაყენეს, ხელი დაარტყეს. ქალბატონმა მოუყვა რომ სკოჩით დააბეს, ამ სკოჩით ხელები დაუბეს, შემდეგ მოსთხოვეს რომ ,,სად გაქვს თანხა მითხარი სად გაქვს დამალულიო,“ მან როდესაც უთხრა თანხა სად იყო თანხა აიღეს და შემდეგ წავიდნენ, ქალბატონმა თავისით გაიხსნა ხელები, მოწმე რომ მივიდა სკოჩი ძირს ეგდო კარებთან და მერე პოლიციელებიც მოვიდნენ და დაინახეს იქ რაც ხდებოდა და პოლიციელებსაც მოუყვა. სახლშიც არ შევსულვარ, არავინ არ შევიდა იმიტომ რომ თქვეს სახლში არ შესულიყვნენ პოლიცია გამოეძახათ და პოლიციელებს თვითონ ენახათ რა მდგომარეობაში იყო სახლი. მისი სახლიდან დაახლოებით 40-50 მეტრში ცხოვრობს გ----- ფ---------ი.
გ----- მარტო ცხოვრობდა, არც ქმარი არც შვილები როგორც მეზობლები ისე იცნობდნენ და თვითონ მარტო ცხოვრობდა, პენსიას იღებდა და თავისი პენსიით ირჩენდა თავს, ჰქონდა პენსიის თანხა და საჭიროებისამებრ უნდა დაეხარჯა.მაგრამ მაგ ღამეს 12 საათზე დაწვა დასაძინებლად და არაფერი ხმა არ გაუგია დახმარების თხოვნის და არც ყვირილი არ გაუგია. როდესაც იძინებს ტელევიზორი მაქვს ჩართული.
პოლიციელები რომ მოვიდნენ გამოკითხეს ქალბატონი და ზედაპირულად კი თქვა რომ ორი პიროვნება იყო, ისინი ქართულად ელაპარაკებოდნენ მაგრამ როდესაც წავიდნენ ერთმანეთს უთხრეს რუსულად წამოდი წავიდეთო, მხოლოდ ეს იყო.
მეზობლებს არაფერი არ დაუნახავთ, ღამის საათებში უკვე ყველა წავიდა დასაძინებლად, ახლო მეზობლებსაც ვინც ახლოს ცხოვრობს რაიმე ხმაური ან დახმარების თხოვნის ხმა რა გაუგიათ, არ იციან ვინ იყვნენ ის პიროვნებები, რომლებიც თავს დაესხნენ. შემდეგ როდესაც გამოვიდა გარეთ უკვე მეზობლებმა დაინახეს, რომ დალურჯებული იყო.
ა-–---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს წ--------------- დ--------–-- ქუჩა N36-ში, გ------------------- მეზობელია,გ----- მოხუცი ქალია, მარტო ცხოვრობს, არავინ არ ჰყავს, პენსიონერია.გ-----ს შვილები არ ჰყავს, სულ მარტოა,მასთან მისული არავინ არ დაუნახავს.მეზობლებთან კარგი ურთიერთობა აქვს, არ დაუნახავს ვინმესთნ კონფლიქტი ჰქონოდეს,მხოლოდ თავისი პენსიით ცხოვრობს არავინ ეხმარება , როდესაც გამოვიდა გარეთ გ-----ს სახლთან იდგა, იდგა პატრული, გ-----ს სახლთან ხალხი იყვნენ მეზობლები, მივიდა მათთან რომ გაეგო რა მოხდა და გ----- ყვიროდა, რომ ორი ადამიანი შევიდა, ცემეს, ხელები გაუკოჭეს, ფული უნდოდათ, ძალა გამოიყენეს, ფული აიღეს და წავიდნენ, არ იცის ვინ არიან. მოწმეს არაფერი არ შეუნიშნავს თუ როგორ მდგომარეობაში იყო გ-----, მარტო იყო მისი შვილი სახლში და 5 წუთით დატოვა, გარეთ გამოვიდა, რომ გაეგო რა ამბავი იყო და შემდეგ სახლში შევიდა.გ-----ს სახლიდან დაახლოებით 40 მეტრის მანძილია და ხმაური არ გაუგია, გარეთაც არ გასულა.
მეზობლები მოსულები იყვნენ მასთან და ყვებოდა რომ შევიდნენ მასთან ორი ადამიანი, სცემეს, შეურაცხყოფა მიაყენეს, ფული უნდოდათ, ხელები გაუკოჭეს, ფული წაიღეს და წავიდნენ. პოლიცია იყო სახლში და არავის არ უშვებდნენ, ამ ფაქტის მერე რამდენიმე დღე გ----- სახლში არ რჩებოდა, ნათესავთან რჩებოდა, როდესაც უკვე კარგად გახდა მივიდა სახლში და მაშინ დაინახა მოწმემ გარეთ.
მოწმემ დაცვის მხარის კითხვაზე განმარტა რომ ა------ ა------–---ს პირველად ხედავდა,მანამდე არსად არ ჰყოლია ნანახი.
გამომძიებელ ბ-------------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ა---––---- რაიონული სამმართველოს, უბნის ინსპექტორ გამომძიებლად, 2018 წლის 11 აგვისტოს ქალაქ ა---––---–- წ--------------- დ--------–-------------ში გ------------------- სახლის ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით მიიღო ინფორმაცია, რომ შესაძლებელია აღნიშნული ფაქტი ჩაედინათ სოფელ წ---–-----–-–- მცხოვრებ ა------ ა------–---ს და ს------ ა------–---ს. აღნიშნული პიროვნებები იმყოფებოდნენ ქალაქ თ---–--–- ა------–---ების მფლობელობაში არსებულ სახლში. შესაძლებელია ჰქონოდათ იქ გაძარცვული ნივთები, ამის შემდეგ მან ინფორმაცია მიიღო 12 აგვისტოს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ფ---------ის მეზობლად მცხოვრებ პირს აღნიშნულთან დაკავშირებით ჰქონდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. შემდეგ 21 აგვისტოს მიიღო ინფორმაცია, რომ ა--------------–---- იმყოფებოდა ქალაქ თ---–--–- ბიძამისის საცხოვრებელ სახლში. მან მხოლოდ ინფორმაცია მიიღო აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სხვა არაფერში მონაწილეობა არ მიუღია.
ა------------------- ჩვენებით დადგენილია რომ 2018 წლის 10 აგვისტოს დილით 10 იყო საათი გარეთ გამოვიდა და კუთხეში სადაც გ----- ცხოვრობს ბევრი ხალხი იყო მივიდა მათთან პოლიციაც იყო და რომ კითხა რა მოხდა,გაარკვია რომ გ----- ფ---------თან ღამე ქურდები შესულიყვნენ, იმ მომენტში თვითონაც გამოვიდა მოვიდა ხალხში ნაცემი იყო სახე სულ გალურჯებული გაწითლებული ქონდა, გ-----მ უთხრა რომ ეძინა და ხმები გაიგო რომ გაიღვიძა ერთი ბიჭი იდგა მის ლოგინთან აიღო პროსტინა და დახრჩობა უნდოდა ხელები და ფეხები დაუკოჭეს და ცემდნენ, ხმა გაიგო მეორე ოთახიდან ამბობდნენ ,,გაიგე სად არის ფულიო“ და გ-----ს უთქვამს რომ 400 ლარი ჰქონდა მხოლოდ,ნახევარი ხალათის ჯიბეში ქონდა ნახევარი კარადიდან ამოუღიათ და წასულან ეგრე სამი იყო საათი. თავის სახლს ორივე მხრიდან აქვს შესასვლელი და ზაბორები სადაც არის ზაბორი გაუტეხიათ და შევიდნენ და შუშაბანდის ფანჯარა გაუტეხიათ. რომ წავიდნენ და ხმები რომ არ იყო თვითონ დაიწყო ტანჯვით სკოჩების მოხსნა და მერე გამოვიდა გარეთ. მარტო ცხოვრობს თვითონ არავინ არ შედის ერთი და და დიშვილი ჰყავს ეგენი ქვევით ცხოვრობენ შორს. ერთადერთი პენსიას იღებს მარტო, მისი სახლი გ-----ს სახლიდან მესამე სახლია, ხმები საერთოდ არ იყო ისინი სასაფლაოს მხრიდან შესულან, ხმა რომ ყოფილიყო გაიგებდა. ძაღლი იყო, ექსპერტი იყო მოსული, ბევრი იყვნენ ზომავდნენ რაღაცას აკეთებდნენ არავის არ უშვებდნენ.
გამომძიებელ ლ------------- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ა---––---- რაიონული სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლად.
2018 წლის 10 აგვისტოს ა---––---- რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ქალაქ ა---––---–- წ--------------- დ--------–-- ქუჩაზე გ------------------- სახლში ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით. აქვე აღნიშნავს, რომ 2018 წლის 14 აგვისტოს მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ძარცვის საქმეში გამოვლენილი პირები ს------ ა------–---ი და ა--------------–---- მობილური ტელეფონის ნომრებით ერთმანეთში საუბრობდნენ აღნიშნულ ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია. აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე მათ მიერ აღნიშნული ტელეფონის ნომრების გადატანილი იქნა შესაბამის მონაცემთა ბაზაში და დადასტურდა, რომ აღნიშნული ნომრები ეკუთვნოდა ა------ ა------–---ს და ს------ ა------–---ს. შემდგომ ჩატარდა სხვა საგამოძიებო მოქმედებები, რა მოქმედებები ჩატარდა ამის თაობაზე არ არის ინფორმირებული ლ------------- ლ------------- მხოლოდ ინფორმაცია გადაამოწმა იმის შესახებ თუ ვის ეკუთვნოდა აღნიშნული ტელეფონები და მოახსენა ხელმძღვანელებს. ა--------------–---- და ს------ ა------–---ი ძმები არიან, მან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, ს------ი და ა------ი ერთმანეთში საუბრობდნენ სატელეფონო კავშირით მომხდარ ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით. ლ------------- გადაამოწმა ვის ეკუთვნოდა ეს ტელეფონები და სხვა არაფერი. 2018 წლის 14 აგვისტოს მიაწოდა ინფორმატორმა ლ-----------ეს აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია, ტელეფონის ნომერი გაფორმებული იყო ა--------------–----ს სახელზე. ინფორმაცია მიაწოდა ინფორმატორმა რომ აღნიშნული ტელეფონის ნომრებით საუბრობდნენ ერთმანეთში ა--------------–---- და ს------ ა------–---ი.
ექსპერტ ე-–-------------–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ აღნიშნულ საქმეზე 2018 წლის 10 აგვისტოს შევიდა დადგენილება დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომელზეც ა---––---- რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის ა-–-------------------–---–ის მიერ, წარმოდგენილი იყო თითის ანაბეჭდი ერთ პაკეტად დალუქული და ერთი ცალი დაქტილო ბარათი შევსებული გ------------------- სახელზე. პაკეტზე არსებული თითის კვალი დაქტილოსკოპიური კვლევისას დამუშავებული იქნა და ფოტოგრაფირებული აღმოჩნდა, რომ იგი ვარგისი იყო პიროვნების იდენტიფიცირებისათვის. გამოკვლევისას ნიმუში შედარებული იქნა გ------------------- სახელზე შევსებული ბარათზე მოცემულ თითის ანაბეჭდებთან და აღმოჩნდა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ერთი კაცისათვის ვარგისი კვალი იდენტური იყო 1--- წელს დაბადებულ გ------------------- მარჯვენა ხელის არა თითის ანაბეჭდის ნიმუშის. აღნიშნული კვალი და დაქტილო ბარათის ასლი დაერთო დასკვნას და დაერთო საქმეს, რომელიც ჩაბარდა გამომძიებელს. ე-–-------------–---–-სთვის ცნობილი იყო სად და რა ვითარებაში იყო ამოღებული საკვლევი ობიექტი და მის ინტერესშიც შედიოდა ამის ცოდნა და ცნობილიც იყო დადგენილების მიხედვით. აღნიშნული თითის კვალი იყო ამოღებული ქალაქ ა---––---–- გ------------------- ძარცვის ფაქტზე შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ, ფანჯრის მინის ზედაპირიდან იქნა ამოღებული აღნიშნული კვალი. გარდა ერთი საკვლევი ობიექტისა სხვა კვლევის ობიექტი მისთვის წარმოდგენილი არ ყოფილა.
ექსპერტ-კრიმინალისტ-ფ------------------- ჩვენებით დადგენილია, რომ მის მიერ შესრულებული იქნა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა გ------------------- საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ საკვლევ ობიექტებზე, კვლევა ჩაატარა ე-–-------------–---–---- ერთად, გამომძიებლის მიერ წარმოდგენილი იქნა დადგენილება და შესაბამისი მტკიცებულებები დაქტილო ბარათების სახით. რომელზეც გამოვლინდა ერთი ცალი ბამბის შეხების კვალი, ხელის კვალის შედარებისას გამოვლინდა გ------------------- თითის ანაბეჭდები ანუ აღმოჩენილი თითის ანაბეჭდები დაემთხვა გ------------------- თითის ანაბეჭდებს, იყო მარჯვენა თითის არა თითის ანაბეჭდი. ფ------------------- წარმოედგინა მხოლოდ ერთი საკვლევი ობიექტი, რომელიც იყო გ------------------- თითის ანაბეჭდის ანალოგი.
ექსპერტ რ---------------- ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს მორიგეები იყვნენ რ--------------------------------------–---–-, მათ დაუკავშირდა გამომძიებელი თ------------------- უნდა მისულილიყვნენ აღნიშნულ მისამართზე, სადაც ძარცვის ბრალდებით იყო დაწყებული საქმეზე გამოძიება, შემთხვევის ადგილზე მისვლისას დააფიქსირეს შემთხვევის ადგილი ფოტოთი, სახლში შესვლისას აღმოჩენილი იქნა მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები, რომელიც ამოღებული იქნა, ასევე წებოვანი ლენტი, საწოლის გადასაფარებელი თეთრეული, ანაწმენდები და თითის ანაბეჭდები, რომლებიც ამოღებული და დალუქული იქნა მათ მიერ სპეციალურ პაკეტში. დათვალიერების ოქმიდან გამომდინარე რ--------------ე აღნიშნავს, რომ შესასვლელი კარის ზღურბლთან იყო წებოვანი ლენტი, შევიდნენ მარჯვენა მხარეს პირველი ოთახიდან, საწოლის ზედაპირიდან იქნა ამოღებული მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქა, ასევე იყო პატარა აივანი სადაც ფანჯარა იყო გაღებული და ამოღებული იქნა ფანჯრიდან თითების კვალი, შემდეგ აღებული იქნა ანაწმენდი საძინებელი ოთახის საწოლის ზედა სახელურებიდან და წყლის ჭურჭელი. როდესაც შევიდნენ სახლში იყო არეულობა, თუმცა არ ახსოვს ბინის მეპატრონე იყო თუ არა ადგილზე დათვალიერების დროს. საცხოვრებელ სახლში ჩატარდა რამდენიმე სახის ექსპერტიზა, ამოღებული იქნა რ---------------- და გ-----------------–---–-ს მიერ წითელი სისხლის მაგვარი ლაქები და ანაწმენდები, ამავე დროს სახლში შესრულებულია სხვა საგამოძიებო მოქმედებები, მანამდე სახლი დამუშავებული იქნა ექსპერტ კინოლოგების მიერ. რ---------------- და გ-----------------–---–-ს მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დროს ამოღებული სისხლის ლაქები და ანაწმენდები ადგილზევე დალუქული იქნა და მოთავსებული იქნა სპეციალურ პაკეტში და გადაეცა გამომძიებელს.
ექსპერტ გ-----------------–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს მორიგეები იყვნენ რ--------------------------------------–---–-, მათი მორიგეობის დროს შევიდა გამოძახება ძარცვის ფაქტზე და შემთხვევის ადგილზე გავიდა ჯგუფი, მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, ამოიღეს თითის კვლები, ანაწმენდები, მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები, ორი ცალი ზეწარი, წებოვანი ლენტი და ერთჯერადი ხელთათმანები, რომლებიც ამოღებული და დალუქული იქნა მათ მიერ სპეციალურ პაკეტში და ჩააბარეს გამომძიებელს. ადგილი დაათვალიერეს, გადაუღეს სურათები, კვლები სადაც იყო ამოიღეს. გი----------------–---–ს არ ახსოვს ბინის მეპატრონე იყო თუ არა ადგილზე დათვალიერების დროს. წებოვანი ლენტები ამოღებული იქნა სახლის შესასვლელიდან, საწოლზე იყო დასვრილი ზეწრები, რომლებიც ასევე იქნა ამოღებული, გარეთ შუშაზე იყო ანაბეჭდები, ხოლო ანაწმენდები ამოღებული იქნა ტუმბოს სახელურებიდან და საწოლის სახელურებიდან. გი----------------–---–თან და რ--------------ე როდესაც მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, იქ არ ყოფილა ექსპერტ კინოლოგი. ექსპერტ კინოლოგის ნამუშევარი არაფერი არ შეუმჩნევია.
ექსპერტ ა--------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 22 აგვისტოს იყო მორიგე და გამომძიებელმა დაურეკა და უთხრა, რომ უნდა აეღოთ ნიმუში. აიღეს ა--------------–----ს თითის ნიმუში ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. ნიმუშის აღება მოხდა საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის შენობაში. ა------ ა------–---ს არ გამოუხატავს წინააღმდეგობა, ეს ყველაფერი ხდება ნებაყოფლობით. ნერწყვის ნიმუშის აღება ხდება სპეციალური ხელთათმანის და ჩხირების საშუალებით, სპეციალურ ჩხირების კოლოფში თავსდება და შემდეგ თავსდება სპეციალურ პაკეტებში. შემდეგ ილუქება და გადაეცემა გამომძიებელს. ხოლო დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დროს სპეციალური თაბახის ფურცელია, მაზს უსმევენ პიროვნებას ხელზე და ხელის დადება ხდება და თაბახის ფურცელზე. ამ თაბახის ფურცელს შემდეგ გამომძიებელი მოითხოვს დალუქულ მდგომარეობაში და ბარდება მას.
ექსპერტ დ-------------–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 11 აგვისტოს ა---––---- რაიონული სამმართველოს დადგენილების საფუძველზე დ-------------–---–-ს მიერ შემოწმებული იქნა მოქალაქე გ----- ვ--------ის ასული, დაბადებული 1--- წელს, მცხოვრები ა---––--ე, წ--------------- დ--------–------------. პიროვნება წარდგენილი იქნა საქმის ინსპექტორ-გამომძიებლის ა-–---------------------ს მიერ. როგორც საქმის გარემოებაშია მითითებული 2018 წლის 10 აგვისტოს ა---––---–-, წ--------------- დ--------–-------------ში ღამის საათებში მისივე სახლში გ----- ფ---------ი გაძარცვეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. პირადი გასინჯვის მონაცემებით აღნიშნული პიროვნება უჩიოდა ტკივილს თავის არეში, ტკივილს მარცხენა თვალბუდეში და მარცხენა სახის არეში. ობიექტური მონაცემებით მარცხენა თვალბუდეში აღენიშნებოდა ლურჯი ფერის სისხლნაჟღენთი, მარცხენა ყვრიმალისა და ლოყის არეში აღენიშნებოდა ლურჯი ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 6X7 სმ-ზე, ყელის მარცხენა არეში აღენიშნებოდა ლურჯი ფერის სისხლნაჟღენთი 5X6 სმ-ზე, მარჯვენა მხარზე აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ნაჭდევი, რომელიც ცდებოდა კანის ზედაპირის დონეს მაღლა, ზომით 0.5X2 სმ-ზე, მარჯვენა წინა მხრის არეში ზურგის მხრის ზედაპირზე აღენიშნებოდა 6 ცალი ლურჯი ფერის სისხლნაჟღენთი, ასევე მარცხენა მხრის ზემო მესამედის ზურგისმხრის ზედაპირზე აღენიშნებოდა 3 ცალი ლურჯი ფერის სისხლნაჟღენთი, მარცხენა წინა მხრის ქვემო მესამედში ზურგის მხრის ზედაპირზე აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ნაჭდევი, რომელიც ცდებოდა კანის ზედაპირის დონეს ზომით 0.1X0,5 სმ-ზე და ცხვირის წინა არეში აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ნაჭდევი ზომით 0.2X0.3 სმ-ზე. სხეულზე არსებული ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალ-ცალკე, ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. დასკვნის გაცემის თარიღია 2018 წლის 13 აგვისტო. გ------------------- შემოწმება პირადად მოხდა დ-------------–---–-ს მიერ, პიროვნება მასთან მიყვანილი იქნა უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ, დ-------------–---–- გაესაუბრა იმის შესახებ თუ როდის მიადგა დაზიანება და რა ტკივა. პირადი გასინჯვის მონაცემებით უჩიოდა ტკივილს თავის არეში, ტკივილს მარცხენა თვალბუდეში და მარცხენა სახის არეში. შემდეგ გადადიან ობიექტურ მონაცემებზე, ხდის პიროვნებას თავიდან ბოლომდე და ამოწმებს მთლიან სხეულს. საქმის გარემოებაში და პიროვნების გადმოცემით აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია 10 აგვისტოს ღამის საათებში, გ----- ფ---------ი შემოწმებული იქნა 13 აგვისტოს. შუაში არის 3 დღე. მითითებულია რომ სისხლნაჟღენთი არის ლურჯი ფერის, ნაჭდევი, რომელიც აღენიშნებოდა მხარზე, ზურგზე, არის მოწითალო ფერის. საერთოდ ერთიდან სამ დღემდე ლურჯი ფერისაა სისხლნაჟღენთი, ნაჭდევები კანის ზედაპირს სცდება ორიდან ხუთ დღემდე და შემდეგ იწყებს მოცილებას, რაც შეესაბამება აღწერილობით ნაწილში არსებულ მონაცემებს. შესაბამისად, აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. როდის მიაყენეს პიროვნებას დაზიანება, ზუსტი დროის განსაზღვრა შეუძლებელია.
ექსპერტ გ------------------- ჩვენებით დადგენილია, რომ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა შეადგინა 2018 წლის 24 აგვისტოს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ა---––---- რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის ა-–-------------------–---–ის მიერ იქნა წარმოდგენილი ოდოროლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე დადგენილება, რომლის საფუძველზეც ჩაატარა გ------------------მ ოდოროლოგიური ექსპერტიზა. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი იქნა დადგენილება ორ ფურცლად, წარმოდგენილი იქნა სუნის კვალის ნიმუშების 4 ქილა, ა---––---–- წ--------------- დ--------–-------------ში გ------------------- საცხოვრებელი სახლიდან სისხლის სამართლის საქმეზე ა---––---–-, წ--------------- დ--------–-- ქუჩა N39-ში გ------------------- საცხოვრებელ სახლში ფაიფურის ჩაიდნიდან ნახშირით იყო ამოღებული სუნის კვალის ნიმუში, რომელიც მოთავსებული იყო ქილაში, დალუქული. აგრეთვე ა------------------ის და ს------ ა------–---ის სუნის კვალის ნიმუშები, რომელიც მოთავსებული იყო ცალ-ცალკე ორ სპეციალურ ქილაში, მთლიანობა დაცული იყო. სუნის ნიმუში ასევე აღებული იყო ა--------------–----საგან, მოთავსებული იყო სპეციალურ ქილაში, ლუქის მთლიანობა არ იყო დარღვეული. ექსპერტიზის წინაშე დასმული კითხვებია: წარმოდგენილი სუნის ნიმუში არის თუ არა ა------------------ის, ს------ ა------–---ის და ა--------------–----ს სუნის ნიმუშების იდენტური. ოდოროლოგიური ექსპერტიზის ჩატარების შედეგად დაიდო დასკვნა სისხლის სამართლის სამართლის საქმეზე. ა---––---–- წ--------------- დ--------–-------------ში გ------------------- საცხოვრებელი სახლიდან ფაიფურის ჩაიდნიდან კერძოდ ფაიფურის ჩაიდნიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტური იყო ა--------------–----საგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის, ხოლო არაიდენტურია ა------რ მ---------ს და ს------ ა------–---ისაგან ამოღებული სუნის ნიმუშების.. ოდოროლოგიური ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ნიმუშები დაილუქა და აღნიშნულ დასკვნასთან ერთად გადაეგზავნა გამომძიებელს. დადგენილებაში მითითებული იყო თუ რა ფაქტის თაობაზე ჩატარდა შესაბამისი საკვლევი ნიმუშების აღება, აღნიშნული ოდოროლოგიური ექსპერტიზა ტარდება შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამსახურის ოდოროლოგიური ექსპერტიზის განყოფილებაში. ექსპერტიზას ატარებს ოდოროლოგიური განყოფილების ექსპერტი, კვლევის პროცესში თითქმის არ არსებიობს არანაირი გადაცდომა. მის მიერ შედგენილ დასკვნაში მითითებულია რომ გ------------------- საცხოვრებელ სახლში ფაიფურის ჩაიდნიდან აღებული სუნის ნიმუში ერთი პიროვნების იდენტურია, ხოლო მეორე პიროვნების არაიდენტური. აღნიშნული ოდოროლოგიური ექსპერტიზა ტარდება როგორც დასკვნაშიცაა მითითებული სპეციალურად გაწვრთნილი სამსახურეობრივი ძაღლების მონაწილეობით. თუ სამივე ძაღლმა ერთი და იგივე შედეგი დააფიქსირა, დაწერენ ოდოროლოგიურ დასკვნას რომ იდენტურია. სუნის კვალი შესაძლებელია ადგილზე დარჩეს სამი დღეც კი დახურულ პირობებში.
ექსპერტ ნ-----------–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მის მიერ გაცემულია ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა 2018 წლის 14 სექტემბერს, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა არის ა--------------–----ს ბრალდების საქმეზე, დაზარალებული არის გ----- ფ---------ი. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ა-–-------------------–---–ის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ექსპერტიზის ჩატარება დაევალა მას, ექსპერტიზის წინაშე წარდგენილი იყო საკვლევად 16 პაკეტი. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი იყო წებოვანი ლენტის ფრაგმენტები, ანაწმენდები ფაიფურის საშაქრეს სახელურიდან, ანაწმენდი ორ ცალ ბიოლოგიური ნიმუშის ასაღებ ჩხირზე, საძინებელ ოთახში არსებული საწოლის სახელურებიდან ამოღებული ანაწმენდი, საძინებელი ოთახში არსებული ხის კამოდის უჯრის სახელურებიდან ამოღებული ანაწმენდები, მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქების ნიმუშები, წებოვანი ლენტებიდან აღებული ანაწმენდები, ხელთათმანის ფრაგმენტები, წებოვანი ლენტის ფრაგმენტებიდან ამოღებული თმისმაგვარი ღერები, წებოვანი ლენტის ფრაგმენტები მოყავისფრო ლაქებით, ორი ცალი ზეწარი მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქებით, მოთეთრო ფერის ზეწარი, მოთეთრო ფერის ლეიბის შალითა, გ------------------- სისხლის ნიმუში, ა------------------ის ნერწყვის ნიმუში, ს------ ა------–---ის ნერწყვის ნიმუში, ა--------------–----ს ნერწყვის ნიმუში. სეროლოგიური, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით: ,,წებოვანი ლენტის ფრაგმენტები“ მოთავსებულ წებოვან ლენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობN1) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, ობ N1-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ----- ფ---------ს (ობN20, წარწერით გ------------------- სისხლის ნიმუში). წებოვანი ლენტების ფრაგმენტებიდან ამოღებულ თმისმაგვარ ბეწვებზე (ობN1ა) გენეტიკური იდენტიფიკაციის საკმარისი ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა, ხოლო წებოვანი ლენტების ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობN2) გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ N2-ის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის გ----- ფ---------ს (ობN20), ხოლო მინორული წილი ეკუთვნის ა------ ა------–---ს (ობN23); პაკეტი, წარწერით ,,ნერწყვის ნიმუში აღებული ა--------------–----სგან“...). პაკეტში წარწერით: ,,წებოვანი ლენტების ფრაგმენტებიდან განცალკევებული ხელთათმანის ფრაგმენტები...) მოთავსებულ ერთ-ერთ რეზინოვან ფრაგმენტზე არსებული მოწითალო ფერის ლაქები (ობN11) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობN11-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ----- ფ---------ს (ობN20). ამავე ფრაგმენტის და მეორე ფრაგმენტის გარე ზედაპირზე არსებული ბიომასალის (ობ N12) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ----- ფ---------ს (ობN20), ხოლო ამავე ფრაგმენტების შიდა ზედაპირზე არსებული ბიომასალის ობN13 გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის ერთი წილი ეკუთვნის გ----- ფ---------ს , ხოლო მინორული წილი ეკუთვნის ა------ ა------–---ს. ხოლო ამავე პაკეტში მოთავსებულ შედარებით დიდი ზომის რეზინოვან ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობN14-15) გენეტიკური პროფილები შერეულია, ობN14-ის შერეულკი გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის გ----- ფ---------ს (ობN20), ხოლო მინორული წილი ეკუთვნის ა------ ა------–---ს (ობ.N23). ობN15-ში ვლინდება გ------------------- (ობN20) და ა------ ა------–---ს (ობN23) გენეტიკური თანამონაწილეობა,, ხოლო ა------------------ის (ობN21; პაკეტი, წარწერით: ,,ა------------------ის ნერწყვის ნიმუში“ და ს------ ა------–---ის (ობN22; პაკეტი წარწერით: ,,ს------ ა------–---ის ნერწყვის ნიმუში“) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ნ-----------–---–-სთვის წარდგენილ საკვლევ ობიექტზე აღმოჩენილი იქნა ა--------------–----ს ნიმუშები, რომელი პაკეტებიც გახსნილი იქნა მის მიერ და ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზა. წებოვანი ლენტი რომელიც იყო ხსენებული ეს არის საზოგადოებისათვის ცნობილი ე.წ. ,,სკოჩი“. შერეული გენეტიკური პროფილი ნიშნავს, რომ ორ ადამიანს ჰქონდა შეხება რომელიმე საგანთან. სასამართლო ექსპერტიზის ადმინისტრაციას აღნიშნული პაკეტები ჩაბარდა დადგენილება 13/08/2018წელს.
კინოლოგ-ექსპერტ ნ----------–-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ა--------------–----ს საქმესთან დაკავშირებით ნ----------–-------ს ქალაქ ა---––---–- წ--------------- დ--------–-------------ში აქვს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა მიღებული, ექსპერტ კონოლოგ ნ----------–-------ს სუნის ნიმუში აქვს აღებული. გამოძახებული იყო ქურდობის ფაქტზე, ადგილი იყო დაცული, მისვლისთანავე შევიდა ძაღლთან ერთად, გადახედა იქ არსებულ სიტუაციას, არეული იყო ყველაფერი, შემდეგ ამოარჩია ადგილი სადაც შეიძლებოდა სუნის აღება, დაზარალებულმა ქალბატონმა უთხრა რომ ფაიფურის ჩაიდნის სერვიზში, ჰქონდა ფული, იქიდან ფული იყო ამოღებული და ფაიფურის ჩაიდნიდან აიღო სუნი, ყველაფერი დაილუქა, შედგა აქტი და ჩაბარდა გამომძიებელს. ადგილზე პირველ რიგში შედის ექსპერტ კინოლოგი, შესაბამისად ნ----------–--------- შევიდა სახლში პირველი ძაღლთან ერთად, თუ სხვა შევიდოდა პირველი აირეოდა სუნი ამიტომ შევიდა და აიღო სუნის ნიმუში. სუნის ნიმუშის აღება დაზარალებულის მითითებით მოახდინა, რადგან მან იცოდა თავისი პირობები, იცოდა ადგილმდებარეობა სად რა ჰქონდა, მან მიუთითა, ხოლო სად იყო უკეთესი სუნის აღება და სად იყო რეალური იმ მოქმედების შესრულება, რასაც ის ახორციელებდა ამას უკვე ექსპერტ კინოლოგი წყვეტს თვითონ. არის სპეციალური ნახშირი, რომელიც გამოიყენება სუნის ასაღებად, ჩაიდანი იყო მოცულობით დიდი, აქვს სპეციალური ცელოფანი დიდი მოცულობის ნივთებისათვის იმაში იდება, ეყრება ნახშირი, კეთდება ფერმენტულად და კრებს სუნს. ამის შემდეგ ხდება ნივთის ამოღება, ჩაბარება პატრონისთვის, გადაყრა ქილებში და დალუქვა. სპეციალური ქილები არის რომელშიც თავსდება სუნაღებული ნახშირები. ასევე სუნის ნიმუში აიღო მეორე ადგილიდან, ამ ადგილზეც მიუთითა დაზარალებულმა ქალბატონმა, იქაც დაყრილი იყო ნახშირი, მაგრამ ნ----------–-------ს არ ჰგონია რომ ის ნახშირი იმ ადგილიდან სუნს აიღებდა, რადგან ორპირი ქარი იყო და იქ სუნი ძნელად შეინახებოდა. აიღო სუნის ნიმუში, მოათავსა სპეციალურ პაკეტში, გადასცა გამომძიებელს, დანარჩენი უკვე გამომძიებელზეა დამოკიდებული, შემდეგ გამომძიებელმა გადააგზავნა სუნის ნიმუში თ---–--–- ოდოროლოგიურ ლაბორატორიაში. ერთი ადგილიდან ხდება ერთი სუნის ნიმუშის აღება, რადგან ქილაში გარკვეული რაოდენობის ნახშირი ყრია 200-220 გრამი და ეს ნახშირი უნდა იქნეს გამოყენებული ერთ შემთხვევაზე, მეორე ადგილზე უკვე გამოიყენება სხვა ქილა. თუ არ არის ადგილი დაცული და იქ ექსპერტ კინოლოგის შესვლამდე გადაიარა, ხელი შეახო და გადაადგილდა ნიმუშის აღებას აზრი არ აქვს. ჩაიდანში რომ პირმა ხელთათმანიანი ხელი ჩაყოს სუნის ნიმუში არ დარჩება. შესაძლებელია ჩაიდანში მოთავსებული იქნას სხვა ადამიანის სუნის ნიმუში მისგან დამოუკიდებლად.
გამომძიებელ დ-------------–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ა---––---- რაიონული სამმართველოს ვალის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებელად. დ-------------–---–- ა------ ა------–---ს არ იცნობს, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიღებული აქვს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედება ჩხრეკაში 2018 წლის აგვისტოს თვეში ქალაქ თ---–--–-, ხელმძღვანელობამ გააყოლა გამომძიებელს, რომ მონაწილეობა მიეღო ს------ ა------–---ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, სადაც ჩატარდა ჩხრეკა გამომძიებელთან ერთად, მოხდა ა--------------–----ს სახლის ჩხრეკა, საიდანაც ამოღებული არაფერი არ იქნა, ასევე მოხდა ს------ ა------–---ის პირადი ჩხრეკა, რომლისგანაც ამოღებული იქნა ფულადი თანხა მცირე რაოდენობით, ასევე მიიღო მონაწილეობა ა------------------ის პირად ჩხრეკაში, რომლისგანაც ამოღებული იქნა თანხა მცირე რაოდენობით. როდესაც მიმდინარეობდა ბინის ჩხრეკა ა--------------–---- იქ არ იყო, იქ იყო მისი ძმა ს------ ა------–---ი და მისი მონაწილეობით მოხდა ბინის ჩხრეკა, ასევე იმყოფებოდა თარჯიმანიც. ბინის ჩხრეკისას არაფერი არ ყოფილა ამოღებული. ა--------------–----ს მიერ არანაირი შენიშვნა არ გამოუთქვამს. ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მოხდა სახლის ჩხრეკა, რასაც ესწრებოდა ს------ ა------–---ი. გამომძიებელი იყო დ---------–----ე. სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.
გამომძიებელ ა-–---------------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ა--------------–----ს საქმესთან დაკავშირებით ა-–--------------------ეს ა------------------ის ბაბუის სახლის ჩხრეკაში აქვს მონაწილეობა მიღებული სოფელ წ---–-----–-–-. ა-–--------------------ემ ა------------------ის ბაბუის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა განახორციელა, თუმცა ამჟამად იხილება ა--------------–----ს საქმე და რა კავშირი აქვს ა------------------ის ბაბუის სახლის ჩხრეკას ა------ არაქელინის საქმესთან, ამასთან დააკავშირებით ა-–--------------------ე განმარტავს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არსებობდა ინფორმაცია რომ გ------------------- სახლიდან წამოღებული ნივთები შესაძლებელია ყოფილიყო ა------------------ის ბაბუის საცხოვრებელ სახლში, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარდა ჩხრეკა. მას იცოდა რომ ა--------------–---- და ა------------------ი იყვნენ ახლო მეგობრები. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად არაფერი არ ამოუღიათ იმ დროს სანამ ა-–--------------------ე საგამოძიებო მოქმედებაში იღებდა მონაწილეობას. მის გარდა ადგილზე იმყოფებოდნენ გამომძიებელი ა-–-------------------–---–ი, ბ-------------–-–---–ი იყო მონაწილე და თარჯიმანი კ-----–---–-. ბინის მეპეტრონე მამაკაცი იმყოფებოდა ჩხრეკის პროცესში გამომძიებლებთან ერთად, მას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს, მისი თანდასწრებით ხდებოდა ყველაფერი, გადაადგილდებოდნენ მისი მითითებით ოთახებში და სათავსოში. ა--------------–----ს მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით არ მიუღია მიონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში და არ ფლობს არანაირ ინფორმაციას გარდა იმისა რაც უკვე აღინიშნა.
გამომძიებელ გ------------------- ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებულ ა------ ა------–---ს იცნობს, მის დაკავებაში აქვს მონაწილეობა მიღებული, 2018 წლის სექტემბერში მოხდა დაკავება სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ქალაქ თ---–--–-, მისი დაკავება მოხდა მშვიდ ვითარებაში, შემდეგ მოხდა მისი გადაყვანა ახლომდებარე პოლიციის გამყოფილებაში. გამომძიებელი იყო გ-----------------ე, ა-–-------------------–---–ი და შ--–----------- უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა იცოდა რომ დაკავებაში მიიღო მონაწილეობა. მხოლოდ დაკავებაში აქვს მონაწილეობა მიღებული, სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მას მონაწილეობა არ მიუღია. წინააღმდეგობის გაწევას არ ჰქონია ადგილი დაკავებისას, დაკავება მოხდა მშვიდ ვითარებაში, არ უცდია გაქცევა ა------ ა------–---ს. .
გამომძიებლის თ-----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ შევიდა შეტყობინება ა---––---- პოლიციაში, რომ იყო გაძარცვული ქალბატონი გ----- ფ---------ი, შეტყობინების შემდეგ ისინი ავიდნენ შემთხვევის ადგილზე, თ-----------------მა დაათვალიერა შემთხვევის ადგილი გამოიტანა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო, რადგან დაზარალებულს მხედველობა დაქვეითებული ჰქონდა, არ იცოდა წერა-კითხვა, გარეშე პირი მოიწვიეს, ასევე თარჯიმანი და აღნიშნული პირების თანდასწრებით დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, ასევე ესწრებოდნენ ექსპერტები. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა სუნის ნიმუში, ნერწყვის ნიმუში, ანაბეჭდები, წებოვანი ლენტა, ანაწმენდები, შედგა სათანადო ოქმი, ხელს აწერენ როგორც ექსპერტები, დაზარალებულის, გარეშე პირის და თარჯიმნის. რაიმე შენიშვნა მონაწილეების მხრიდან არ დაფიქსირებულა. გარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა აქვს სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მიღებული მონაწილეობა, კერძოდ გამოკითხა მეზობელი, გამოკითხა დაზარალებული, სცნო დაზარალებულად, განმარტა დაზარალებულის უფლებები, თარჯიმნის და გარეშე პირის მონაწილეობით აქვს ეს საგამოძიებეო მოქმედებები განხორციელებული. გ----- ფ---------მა დაასდასტურა თავისი წინა ჩვენება და სცნო დაზარალებულად. შემთხვევის ადგილზე მისვლისას ფანჯარა იყო ეზოს მხრიდან მოხსნილი, ფანჯრის მინა იყო მოხსნილი, აქედან აღებული იქნა ანაწმენდები და ანაწმენდები, შესასვლელ კარებთან ეგდო მოყვითალო ფერის წებოვანი ლენტა და ასევე რეზინის ხელთათმანები, შემდეგ შევიდნენ ოთახში, სადაც ეძინა დაზარალებულს, არეული იყო ოთახი, სისხლის კვალი იყო ოთახში, ლოგინში სისხლის კვალი იყო, შემდეგ დაზარალებულმა უთხრა, რომ ფული ჰქონდა მისაღებ ოთახში და მიუთითა ზუსტად ის ადგილი, სადაც ფული ჰქონდა შენახული 400 ლარი, იმ ადგილიდან ექსპერტის მიერ აღებული იქნა სუნის ნიმუში და ანაწმენდების ნიმუშიც აღებული იქნა ზუსტად იმ ჭურჭლიდან სადაც ედო 400 ლარი. ქალბატონი იყო ძალიან ნაცემი, ეტყობოდა სხეულის დაზიანება ხელების არეში, თითქმის ყველგან იყო დალურჯებული და სახეზე მოსდიოდა სისხლი. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას იღებდნენ სამცხე-ჯავახეთის კრიმინალური პოლიციის ექსპერტები და იყო ექსპერტ კინოლოგი ნ----------–-------ი. საგამოძიებო მოქმედებას მონაწილე არც ერთ პირს არ გამოუთქვამს არანაირი შენიშვნა. თ-----------------ს გარდა აღნიშნულისა ა--------------–----ს მიმართ სხვა საგამოძიებეო მოქმედება არ ჩაუტარებია. ექსპერტ კინოლოგს მიეთითა ის ადგილი სადაც ინახავდა ფ---------ი ფულს, ექსპერტს ჰქონდა თავისი სპეციალური საშუალებები, რომელმაც ჩაყარა ჭურჭელში, ცოტა ხანს გააჩერა სპეციალური ფხვნილი და სპეციალურ მინის ქილაში გადაადგილა სუნის ნიმუში, დალუქა და გადასცა გამომძიებელს.
2018 წლის 10 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ა---––---–- წ--------------- დ--------–-- ქუჩა #39-ში და წარმოდგენს გ------------------- ერთ სართულიან საცხოვრებელ სახლს,რომელიც დგას წ--------------- დ--------–-- და გ-------------- ქუჩების გადაკვეთაზე. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში შეიძლება მისვლა,როგორც გ-------------- ქუჩიდან,ასევე წ--------------- დ--------–-- ქუჩიდან,გ------------------- საცხოვრებელი სახლის ცენტრალური შესასვლელი და სახლის ფასადი არის წ--------------- დ--------–-- ქუჩიდან,საცხოვრებელი სახლის ზომაა 7X13 მ,რომელსაც გააჩნია შესასვლელი კარები,როგორც წ--------------- დ--------–-- ქუჩიდან,ასევე გ-------------- ქუჩიდან ეზოს მხრიდან. ცენტრალურ ფასადზე სახლს ჩრდილოეთიდან აქვს ორ ფრთიანი ხის მასალის კარებები,რომელიც დაკეტილი შიგნიდან მთელ კარების სიგანის ზომის ლითონის ურდული,კარების და კედლის წინ ალაგია ლითონის ფირფიტები,რომლებიც მიმაგრებულია 6 ცალი ქვით. ცენტრალურ ფასადზე ასევე არის ორი ცალი ხის მასალით დამზადებული ფანჯარა,რომელსაც შიგნიდან გააჩნია ხის დარაბები.აღნიშნული კარები და ფანჯარა არის დაზიანებული. საცხოვრებელ სახლს ჩრდილოეთიდან გააჩნია ერთი ცალი ხის მასალით დამზადებული ფანჯარა,რომელსაც ასევე შიგნიდან გააჩნია ხის დარაბა და არ არის დაზიანებული. საცხოვრებელის სახლის უკანა მხარეს სამხრეთით გააჩნია ეზო, რომლის შესასვლელი კარები არის აღმოსავლეთიდან.ეზო შემოღობილია ხის ღობით,რომლის სიმაღლე არის 1,5 მეტრი,ხოლო სიგრძე 10 მეტრი. საცხოვრებელ სახლს დასავლეთიდან ესაზღვრება ო----- ა------–---ის საცხოვრებელი სახლი,აღმოსავლეთიდან გ-------------- ქუჩის საავტომობილო გზა,ხოლო სამხრეთით გ------------------- ეზო შემდეგ მისი ძველი სახლი. ეზოს ჭიშკარი იკეტება ურდულით და არ არის დაზიანებული,რომელიც ექსპერტის მიერ დაინომრა #1-ით,ადგილი სადაც არის გადახეხილის კვალი.საცხოვრებელი სახლის ეზოში შესასვლელი კარებიდან მარცხნივ არის ონკანი და საპირფარეშო,ხოლო შემდეგ ძველი ამორტიზებული სახლი.ეზოში ასევე არის ძველი ფიცრებისგან გაკეთებული დამხმარე სათავსო და საზაფხულო სამზარეულო,აღნიშნულ ეზოს მხრიდანს სახლს გააჩნია ორ ფრთიანი ხის მასალით დამზადებული კარები და ერთი ცალი ხის მასალით დამზადებული ორ ფრთიანი ფანჯარა.საცხოვრებელ სახლის ეზოდან სახლში შესასვლელი კარების წინ გდია მოყვითალო ფერის ნახმარი სკოჩის ნაგლეჯი და ერთი ფერადი ორ ნაჭერად დახეულ მდგომარეობაში სამედიცინო ხელთათმანის მსგავსი ხელთათმანი ორ ნაწილათ,რომელიც ექსპერტის მიერ დაინომრა ნომერით #2,ამოღებული იქნა ამოღების წესით და დაილუქა ლუქით. საცხოვრებელ სახლს მარჯვენა ფრთის ქვედა მინა ადგილიდან არის ამოღებული, რომელიც მანამდე ფანჯრის ფრთაზე იყო მიმაგრებული პატარა ზომის ლურსმნებით და აღნიშნული ადგილი ექსპერტების მიერ დაინომრა ნომერით #3-ით ეზოში შესასვლელ კარების წინ მიწაზე ნანახი იქნა ის მინა,რომელიც ამოღებული იქნა სახლის ეზოს მხრიდან არსებული ფანჯრიდან,რომელიც დაინომრა #4-ით და აღნიშნული მინიდან აღებული იქნა ხელის თითის ანაბეჭდები,რომელიც გადატანილი იქნა დაქტიროფირზე და დაილუქა,ასევე აღებული იქნა აღნიშნული მინიდან ანაწმენდები,რომელიც დაილუქა აღნიშნული მინის ზომაა 38X40სმ.ეზოს მხრიდან სახლში ვხვდებით პატარა ზომის დერეფანში,სადაც მარჯვენა მხარეს დგას 5(ხუთი) ცალის სხვადასხვა ზომის ემალიროვანი ვედროები,აღნიშნული დერეფნიდან მარჯვნივ არის შესასვლელი ხის მასალის კარები, რომელშიც არის სამზარეულო სადაც დგას გაზქურა და ასევე პატარა ზომის მაგიდა და კედელთან ალაგია დაკოტრილი ხის მორები. პატარა ზომის დერეფნიდან გადავდივართ ზომით უფრო დიდ დერეფანში სადაც დგას ხის ტანსაცმლის ჩამოსაკიდი და ე.წ. ,,ლეჟანკა”,აღნიშნული დერეფნიდან მარჯვნივ ხის მასალით დამზადებული კარებით შევდივართ გ------------------- საძინებელი ოთახი,სადაც მოთავსებულია ორი ცალი რკინის საწოლი,ოთახის შუანაწილში მაგიდა და სკამი,შეშის ღუმელი, საძინებელი ოთახის კარების შესასვლელი კარების უკან დევს კომოდი, რომელზეც დევს სარკე,მის გვერდით არის პატარა ზომის მაგიდა რაზედაც დევს პატარა ზომის შავი ფერის ,,ლჯ”-ის მარკის ტელევიზორი. გ------------------- საწოლზე აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქა, რომელიც ექსპერტის მიერ დანომრილი იქნა ნომერით #5-ით,ასევე მისაღები ოთახის ჭურჭლის კარადის უჯრის ზედაპირიდან აღებული იქნა სისხლის მსგავსი ლაქა, რომელიც დაილუქა ერთ პაკეტად ლუქით,შემდეგ გადავდივართ მესამე დერეფანში საიდანაც პირდაპირ არსებულ კარების მეშვეობით გამოვდივართ გარეთ წ--------------- დ--------–-- ქუჩაზე,ხოლო მარჯვენა აღმოსავლეთით არის მისაღები ოთახი, რომელსაც გააჩნია ხის შესასვლელი კარებები და ორი ცალი ხის მასალით დამზადებული ფანჯარა, რომელიც მდებარეობს წ--------------- დ--------–-- ქუჩის მხარეს,აღნიშნულ ფანჯარას გააჩნია შიგნიდან დარაბა.. მისაღები ოთახი მთლიანად არის არეული იქ არსებული ყველა კარადა გაღებული და არსებული ნივთები გადაადგილებული. იგივე მდგომარეობაა საძინებელ ოთახში, გაღებულია კარადების უჯრები. მისაღებ ოთახში მოთავსებულია დივანი,ორი ცალი ლითონის საწოლი,დიდი ზომის ტანსაცმლის კარადა და პატარა ზომის ჭურჭლის კარადა.აღნიშნულ მისაღებ ოთახში არსებული ჭურჭლის კარადაში მოთავსებული ფაიფურის ე.წ. ჩაინიკიდან სადაც მოთავსებული იყო გ------------------- ფულადი თანხა აღებული იქნა სუნის ნიმუში,რომელიც დაილუქა ქილაში ლუქი, რომელიც ექსპერტის მიერ დაინომრა #6-ით,ასევე ჭურჭლის კარადის უჯრის ზედაპირიდან აღებული იქნა მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქის ნიმუში,რომელიც დაინომრა #7-ით, ასევე დერეფანში ამოღებული იქნა დერეფანში არსებული ორი ლოგინის ზეწარი, რომლებზეც აღენიშნებოდა მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები,რომელიც დაინომრა #8-ით, ამოღების წესით ამოღებულ იქნა და დაილუქა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ასევე აღებული და ამოღებული იქნა გ------------------- საძინებელ ოთახში არსებულ იმ საწოლიდან, სადაც თავად იწვა,საწოლის სახელურიდან ამოღებული ანაწმენდები,რომლებიც დაილუქა,გ------------------- საძინებელ ოთახში არსებულ კომოდის უჯრის სახელურიდან აღებული იქნა ანაწმენდები,რომელიც დაილუქა. მისაღები ოთახიდან ჭურჭლის კარადიდან,ასევე ამოღებული იქნა ფაიფურის საშაქრე ჭურჭელიდან სადაც გ----- ფ---------ი ინახავდა ფულად თანხას.( ტ.1. ს.ფ.7-56)
2018 წლის 11 აგვისტოს N2391/დ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარმოდგენილი წებოვანი ლენტის ფრაგმენტების ზედაპირზე ხელის კვლები არ გამოვლინდა.( ტ.1.ს.ფ. 121-126)
2018 წლის 13 აგვისტოს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გ------------------- სხეულზე არსებული ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალ-ცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.(ტ.1.სფ. 247-249)
2018 წლის 14 სექტემბრის ბიოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად სეროლოგიური, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა რომ, პაკეტში, წარწერით: ,,1016100818001 11.08.2018 წ. წებოვანი ლენტის ფრაგმენტები...’’ მოთავსებულ წებოვან ლენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.№1) წარმოადგენს ადამიანის სისხლის .ობ. №1-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ----- ფ---------ს (ობ.№20; პაკეტი, წარწერით:,,....გ----- ფ---------ს სისხლის ნიმუში...’’). წებოვანი ლენტების ფრაგმენტებიდან ამოღებულ თმისმაგვარ ბეწვებზე (ობ. №1ა) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა, ხოლო წებოვანი ლენტების ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ.№2) გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ.№2-ის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის გ----- ფ---------ს (ობ.№20), ხოლო მინორული წილი ეკუთვნის ა------ ა------–---ს (ობ.№23; პაკეტი, წარწერით: ,,ნერწყვის ნიმუში აღებული ა--------------–----საგან...’’)
პაკეტში , წარწერით: ,,4 016100818001 10.08.2018 წ. ანაწმენდი №4 ნიშნულიდან ორ ცალ ბიოლოგიური ნიმუშის ასაღებ ჩხირზე...’’ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიდან ბოლოებზე (ობ.№3) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვულ დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოაჩნდა.
პაკეტში , წარწერით: ,,9 016100818001 10.08.2018 №9 ნიშნულიდან ანაწმენდები ფაიფურის საშაქრეს სახელურიდან..’’ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ნოლოებზე არსებული ბიომასალის (ობ.№4-ის ერთი წილი ეკუთვნის (ობ.№20) გ----- ფ---------ს.
პაკეტში, წარწერით: 8 016100818001 10.08.2018 საძინებელში არსებული საწოლის სახელურიდან ამოღებული ანაწმენდი...’’ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე არსებული მოწითალო-მონარინჯისფრო ლაქები (ობ.№5) სისხლი არ აღმოჩნდა. ობ. №5-ში გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბიღთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
პაკეტში, წარწერით: ,,2 016100818001 10.08.2018 ანაწმენდები №6 ნიშნულიდან ფაიფურის ჩაიდნის სახელურიდან...’’ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე (ობ.№6) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვულ დნმ-ის მინიმალური კომპეტენცია არ აღმოჩნდა.
პაკეტში, წარწერით: ,,...საძინებელში არსებული ხის კამოდის უჯრის სახელურებიდან ამოღებული ანაწმენდები...’’ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე არსებული ბიომასალის (ობ.№7) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის (ობ.№20) გ----- ფ---------ს.
პაკეტში , წარწერით: ,,6 016100818001 10.08.2018 №5 და №7 ნიშნულიდან ამოღებული მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქების ნიმუშები...’’ მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.№8-10-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ----- ფ---------ს (ობ.№20)
პაკეტში, წარწერით:,,....წებოვანი ლენტის ფრაგმენტებიდან განცალკევებული ხელთათმანის ფრაგმენტები...’’ მოთავსებულ ერთ-ერთ რეზინოვან ფრაგმენტზე არსებული მოწითალო ფერის ლაქები (ობ.№1)წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.№11-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ----- ფ---------ს (ობ.№20)
ამავე ფრაგმენტის და მეორე ფრაგმენტის (რომელიც შედგება თითების ორი ფრაგმენტისაგან) გარე ზედაპირზე არსებული ბიომასალის (ობ.№12) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ----- ფ---------ს (ობ.№20), ხოლო ამავე ფრაგმენტების შიდა ზედაპირზე (ობ.№20), ხოლო მინორული წილი ეკუთვნის ა------ ა------–---ს (ობ.№23)
ხოლო ამავე პაკეტში მოთავსებულ შედარებით დიდი ზომის რეზინოვან ფრაგმენტზე არსებული ბიომასალის (ობ.№14,15) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. №14-ის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის გ----- ფ---------ს (ობ.№20), ხოლო მინორული წილი ეკუთვნის ა------ ა------–---ს (ობ.№23)
ობ.№15-ში ვლინდება გ----- ფ---------ის (ობ.№20)და ა--------------–----ს (ობ.№23) გენეტიკური თანამონაწილეობა, ხოლო ა------------------ის (ობ.№21; პაკეტი, წარწერით:,...ა------------------ის ნერწყვის ნიმუში...’’) და ს------ ა------–---ის (ობ.№22; პაკეტი, წარწერით:,,...ს------ ა------–---ის ნერწყვის ნიმუში...’’) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.
პაკეტში, წარწერით:,,...წებოვანი ლენტის ფრაგმენტებიდან ამოღებული თმისმაგვარი ღერები..’’ მოთავსებული თმისმაგვარი ბეწვები (ობ.№16) წარმოადგენს ადამიანის თმის ღერებს, რომელიც ეკუთვნის გ----- ფ---------ს (ობ.№20).
პაკეტში , წარწერით:,,...წებოვანი ლენტის ფრაგმენტები მოყავისფრო ლაქებით...’’ მოთავსებულ წებოვან ლენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.№17) და. პაკეტში, წარწერით: ,,6 016100818001 10.08.2018 №8 ნიშნულიდან ამოღებული 2 (ორი)ცალი ზეწარი მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქებით...’’ მოთავსებულ ზეწარზე (ობ.№18) და შალითაზე (ობ.№19) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.№17-20-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ----- ფ---------ს (ობ.№20).() ტ.1. ს.ფ.254-266)
2018 წლის 24 აგვისტოს N46/22-559 ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია რომ ქ.ა---––---–-, წ--------------- დ--------–-- ქ.N39-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გ------------------- გაძარცვის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან კერძოდ: გ------------------- საცხოვრებელ სახლში ფაიფურის ჩაიდნიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ა--------------–----საგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.( ტ.1.ს.ფ.250-252)
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.
სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ა--------------–----ს მიმართებაში პროკურატურამ დაამტკიცა მათი სარწმუნეობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რის გამოც სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’, მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით. ასევე ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, არაერთგზის ბინაში უკანონო შეღწევით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია თავისუფლების უკანონო აღკვეთა თავისუფლების უკანონო აღკვეთა დაკავშირებულია პირის იძულებით დაკავებასთან, როცა მას ფაქტობრივად (ობიექტურად), წართმეული აქვს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რომლის ხანგრძლივობას ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. თავისუფლების უკანონო აღკვეთა დენადი დანაშაულია. მისი ჩადენა იწყება, როცა პირს ფაქტობრივად წაართმევენ თავისუფალი გადაადგილების უფლებას. მისი დაწყებიდან ქმედების შეწყვეტის მომენტამდე (ამ ადამიანის გათავისუფლებამდე), შესაძლებელია მასში როგორც თანამონაწილეობა, ისე თანაამსრულებლობა. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ამსრულებელი არის ნებისმიერი შერაცხადი 14 წელს მიღწეული პირი. ბრალის ფორმის მიხედვით ეს დანაშაული განზრახია. კერძოდ, მისი ჩადენა ხდება პირდაპირი განზრახვით. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ სხვას უკანონოდ აღკვეთს თავისუფლებას და სურს ეს. საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაკუთრებით დამამძიმებელი გარემოებაა იგივე ქმედება ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით კრიმინალიზებულია ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ძალადობის მუქარით. აღნიშნული დანაშაული ერთდროულად ხელყოფს, როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ისე მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ჩადენის ხერხს, რაც გულისხმობს ნივთის დაუფლების მიზნით თავდასხმას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან ძალადობის გამოყენების მუქარით. ობიექტური მხრივ, ყაჩაღობა აქტიური მოქმედებით - სხვადასხვა ფორმით თავდასხმით შეიძლება იქნეს ჩადენილი. სუბიექტური მხრივ, დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ ითხოვს ქონებას, რომელზეც რაიმე უფლება არ გააჩნია, ითვალისწინებს კანონიერი მფლობელისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და სურს ეს. ყაჩაღობა ფორმალურ დანაშაულის შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნება და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. სუბიექტური შემადგენლობის მხრივ, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლი მოითხოვს განზრახვის არსებობას. უფრო მეტიც, ყაჩაღობა მოითხოვს სპეციალურ - მისაკუთრების მიზანს, რაც შესაძლებელია მხოლოდ პირველი ხარისხის პირდაპირი, კონკრეტიზებული განზრახვის არსებობისას.
სასამართლო პირველყოვლისა განმარტავს, რომ ყაჩაღობის კვალიფიკაციის წინაპირობებს წარმოადგენს: 1. თავდასხმისა და 2. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობა, რომელიც თავის მხრივ, 3. ჩადენილი უნდა იყოს სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თავდასხმა თავისი არსით გულისხმობს დაზარალებულზე უეცარ, აგრესიულ, ძალადობრივი სახის მოქმედებას. ამდენად, დასახელებული დანაშაული მომეტებულ საფრთხეს წარმოადგენს, არამხოლოდ საკუთრების, არამედ ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლების ხელყოფის კონტექსტში. სასამართლო განმარტავს, რომ ყაჩაღობა არც ერთ შემთხვევაში, თავის თავში არ მოიაზრებს ნივთის გადაცემის თხოვნას (და არა მოთხოვნას), ნივთის გადაცემამდე დაზარალებულსა და დამნაშავეს შორის ნივთის გადაცემაში დარწმუნებას ან/და მსგავს მოქმედებებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს დაახლოებით 03:00 საათზე ა--------------–----- გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად უკანონოდ შეაღწია ქ. ა---––---–- წ--------------- დ--------–-------------ში მდებარე გ------------------- საცხოვრებელ ბინაში, დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით ბინაში მყოფ გ----- ფ---------ს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება, კერძოდ, წებოვანი ლენტის გამოყენებით აუკრა პირი, დაუკოჭა ხელ-ფეხი და სცემა, რომელსაც თანამონაწილესთან ერთად სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით ყაჩაღური გზით გასტაცა 400 (ოთხასი) ლარის ოდენობის ფულადი თანხა, საპენსიო პლასტიკური ბარათი და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
დაზარალებულ გ------------------- ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს ღამის 3 საათზე როდესაც დაწვა დასაძინებლად, მასთან სახლში 2 პიროვნება შევიდა, რაღაცას ეძებდნენ, სომხურ და რუსულ ენებზე საუბრობდნენ. პენსიის ბარათი ამოაცალეს, ასევე წაიღეს ფული, სახეზე ურტყეს მუშტები, ყელში მოუჭირეს და ახჩობდნენ, პირი და ფეხები წებოვანი ლენტით შეუკრეს დააბეს და ისე დატოვეს.
დაზარალებულის მეზობლების განმარტებით გ-----ს თავი ჰქონდა დალურჯებული, გასიებული და ყელის არეშიც დალურჯებები ჰქონდა. დაზარალებულმა ქალბატონმა როგორც მოუყვა ღამის საათებში, 3 თუ 4 საათი იყო, სახლში მასთან შევიდნენ, პიროვნებები მოსთხოვეს ამ ქალბატონს ფული და ჰკითხეს სად ჰქონდა ფული ხელით მიაყენეს დაზიანებები, სკოჩით დააბეს, შემდეგ მოსთხოვეს თუ სად ჰქონდა თანხა დამალულიო, მან როდესაც უთხრა თანხა სად იყო თანხა აიღეს და შემდეგ წავიდნენ.
2018 წლის 13 აგვისტოს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გ------------------- სხეულზე არსებული ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალ-ცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
ბრალდებულის მიერ გარემოება ასევე დასტურდება 2018 წლის 14 სექტემბრის ბიოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგინდა რომ, პაკეტში, წარწერით: ,,1016100818001 11.08.2018 წ. წებოვანი ლენტის ფრაგმენტები...’’ მოთავსებულ წებოვან ლენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.№1) წარმოადგენს ადამიანის სისხლის .ობ. №1-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ----- ფ---------ს (ობ.№20; პაკეტი, წარწერით:,,....გ----- ფ---------ს სისხლის ნიმუში...’’). წებოვანი ლენტების ფრაგმენტებიდან ამოღებულ თმისმაგვარ ბეწვებზე (ობ. №1ა) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა, ხოლო წებოვანი ლენტების ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ.№2) გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ.№2-ის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის გ----- ფ---------ს (ობ.№20), ხოლო მინორული წილი ეკუთვნის ა------ ა------–---ს (ობ.№23; პაკეტი, წარწერით: ,,ნერწყვის ნიმუში აღებული ა--------------–----საგან...’’)
ამავე ფრაგმენტის და მეორე ფრაგმენტის (რომელიც შედგება თითების ორი ფრაგმენტისაგან) გარე ზედაპირზე არსებული ბიომასალის (ობ.№12) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ----- ფ---------ს (ობ.№20), ხოლო ამავე ფრაგმენტების შიდა ზედაპირზე (ობ.№20), ხოლო მინორული წილი ეკუთვნის ა------ ა------–---ს (ობ.№23)
ხოლო ამავე პაკეტში მოთავსებულ შედარებით დიდი ზომის რეზინოვან ფრაგმენტზე არსებული ბიომასალის (ობ.№14,15) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. №14-ის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის გ----- ფ---------ს (ობ.№20), ხოლო მინორული წილი ეკუთვნის ა------ ა------–---ს (ობ.№23)
ობ.№15-ში ვლინდება გ----- ფ---------ის (ობ.№20)და ა--------------–----ს (ობ.№23) გენეტიკური თანამონაწილეობა, ხოლო ა------------------ის (ობ.№21; პაკეტი, წარწერით:,...ა------------------ის ნერწყვის ნიმუში...’’) და ს------ ა------–---ის (ობ.№22; პაკეტი, წარწერით:,,...ს------ ა------–---ის ნერწყვის ნიმუში...’’) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.
2018 წლის 24 აგვისტოს N46/22-559 ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია რომ ქ.ა---––---–-, წ--------------- დ--------–-- ქ.N39-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გ------------------- გაძარცვის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან კერძოდ: გ------------------- საცხოვრებელ სახლში ფაიფურის ჩაიდნიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ა--------------–----საგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.
ბრალდებულმა ა--------------–----- გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილი უფლება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები: ა--------------–----ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის არაერთგზისობა, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის ასაკის, ამასთან, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა------ ა------–---ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ა--------------–----ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
ნივთიერი მტკიცებულება:
ერთი ცალი დაქტილოფირი, წებოვანი ლენტის ფრაგმენტები, სისხლის, სუნისა და ნერწყვის, ანაწმენდების ნიმუშები,ერთი ცალი ზეწარი მოწითალო ფერის ლაქებით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
შემთხვევის ადგილის ფოტოები დისკით შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.
1 ცალი 5 ლარიანი კუპიურა, 1 ლარიანი მონეტა და 3 ცალი ათ თეთრიანი მონეტა, 1 ცალი 10 ლარიანი კუპიურა, 1 ცალი 1 ლარიანი მონეტა და 4 ცალი 20 თთრიანი მონეტა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა--------------–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქ/პ-ებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
ა--------------–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პ-ებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა) წლის ვადით.
2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ა------ ა------–---ს დანაშაულთა ერთობლიობით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 9 ცხრა) წლის ვადით.
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ა---––---- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოო სასჯელად ა------ ა------–---ს განაჩენთა ერთობლიობით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა) წლის ვადით.
გაუქმდეს ა---––---- 2018 წლის 09 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
ა------ ა------–---ს დანიშნული სასჯელის 9 წლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 19 სექტემბრიდან.
ა--------------–----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულება:
ერთი ცალი დაქტილოფირი, წებოვანი ლენტის ფრაგმენტები, სისხლის, სუნისა და ნერწყვის, ანაწმენდების ნიმუშები,ერთი ცალი ზეწარი მოწითალო ფერის ლაქებით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
შემთხვევის ადგილის ფოტოები დისკით შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.
1 ცალი 5 ლარიანი კუპიურა, 1 ლარიანი მონეტა და 3 ცალი ათ თეთრიანი მონეტა, 1 ცალი 10 ლარიანი კუპიურა, 1 ცალი 1 ლარიანი მონეტა და 4 ცალი 20 თთრიანი მონეტა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თ---–---- სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ა---––---- რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ა---––--ე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.
მოსამართლე გია ბერაია