განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100118002595859
N1/183-2018
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 მაისი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - კ---- ს------;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ფ------ ა----------;
ბრალდებული - გ------- ც-------, დაბადებული 1--- წლის 3-----–---, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე; მცხოვრები: ქ--------------, ქ-–---–---–-- ქ--------;
კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის - 2018 წლის ივნისის თვის ეპიზოდი); 2) საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის - 2018 წლის 8 ივლისის ეპიზოდი); 3) საქართველოს სსკ 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით, გ------- ც-------, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი; სსკ 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით. აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის, გ------- ც-------, ითვლებოდა ნასამართლობის მქონედ. 2016 წლიდან, შ--–---- მ-------–---–- ქორწინებაში იმყოფება გ------- ც-------სთან. ისინი, ერთად ცხოვრობენ ქ-------------–-, ქ-–---–---–-- ქ---------ში, გ------- ც-------ს მშობლების საცხოვრებელ სახლში. 2018 წლის ივნისის ბოლოს (ზუსტი დრო დაუდგენელია), ქ-------------–-, ქ-–---–---–-- ქ---------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, გ------- ც-------მ, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს, შ--–---- მ-------–---–ს, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ერთხელ დაარტყა მარჯვენა ხელი, მუცლის არეში, მარჯვენა მხარეს. გ------- ც-------ს მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგად, შ--–---- მ-------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით, გ------- ც-------, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი; სსკ 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით. აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის, გ------- ც-------, ითვლებოდა ნასამართლობის მქონედ. 2016 წლიდან, შ--–---- მ-------–---–- ქორწინებაში იმყოფება გ------- ც-------სთან. ისინი, ერთად ცხოვრობენ ქ-------------–-, ქ-–---–---–-- ქ---------ში, გ------- ც-------ს მშობლების საცხოვრებელ სახლში. 2018 წლის 8 ივლისს, დილის საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ქ-------------–-, ქ-–---–---–-- ქ---------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, გ------- ც-------მ, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს, შ--–---- მ-------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ერთხელ დაარტყა ხელი მარჯვენა მხარეს გვერდის არეში. სიტუაციის განმუხტვის მიზნით, კონფლიქტში ჩაერთო გ------- ც-------ს მამა - რ------ ც-------, რომელიც ცდილობდა გ------- ც-------ს დამშვიდებას და ოთახიდან გაყვანას, მიუხედავად ამისა გ------- ც-------მ შეძლო და ერთხელ დაარტყა ფეხი მეუღლეს - შ--–---- მ-------–---–ს მუცლის არეში, მარჯვენა მხარეს. გ------- ც-------ს მხრიდან განხორციელებული თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად შ--–---- მ-------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
სასამართლომ დაადგინა:
3. 2018 წლის ივნისის ბოლოს (ზუსტი დრო დაუდგენელია), ქ-------------–-, ქ-–---–---–-- ქ---------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, გ------- ც-------ს, მეუღლის - შ--–---- მ-------–---–-ს მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.
4. 2018 წლის 8 ივლისს, დილის საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ქ-------------–-, ქ-–---–---–-- ქ---------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, გ------- ც-------ს, მეუღლის - შ--–---- მ-------–---–-ს მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ:
5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ----- ც-------მ განაცხადა, რომ შ--–---- მ-------–---–- არის მისი რძალი, შვილის - გ------- ც-------ს მეუღლე.
6. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა გ------- ც-------მ განაცხადა, რომ შ--–---- მ-------–---–- არის მისი მეუღლე.
7. 2016 წლის 1 აგვისტოს ქორწინების აქტის ჩანაწერის თანახმად, დასაქორწინებელ პირთა მონაცემებში, საცოლედ მითითებულია შ--–---- მ-------–---–-, ხოლო საქმროდ გ------- ც-------.
8. 2017 წლის 23 იანვრის ი----- ც-------ს დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია შ--–---- მ-------–---–-, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია გ------- ც-------.
9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
10. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- ც------- და დაზარალებული შ--–---- მ-------–---–- არიან ოჯახის წევრები.
ქმედება: 1) ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის - 2018 წლის ივნისის თვის ეპიზოდი;
2) ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის - 2018 წლის 8 ივლისის ეპიზოდი:
11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ----- ც-------მ განაცხადა, რომ ცხოვრობს ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე სვირში. 2018 წლის 8 ივლისს, დილის საათებში, სვირიდან, რძალი - შ--–---- მ-------–---–- და შვილიშვილი წამოიყვანა ზესტაფონში, ქ-–---–---–-- ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც იმყოფებოდნენ გ-------, ლ----, შ--–-- და ბ--- ც-------ები. როდესაც სახლთან მივიდნენ, მანქანიდან გადასულმა შ--–----მა შეასწრო სახლში. რამდენიმე ხანში გაიგონა მისი ყვირილისა და კივილის ხმა, რომელიც ეჩხუბებოდა გ-------ს, თუ რატომ დაყარა ნივთები. გ------- ეუბნებოდა თავი დაენებებინა, ეძინა. აღნიშნული გაუმეორა ადგილზე მყოფმა ბ---მაც. საუბრისას, გ-------მ, შ--–----ს უთხრა, რომ აღარ უნდოდა, რომ მისი ცოლი ყოფილიყო. აღნიშნულზე, გაღიზიანებული შ--–----ი, გავიდა ოთახიდან და გასვლისას მიაძახა, რომ ყველას დაიჭერდა. შვილიშვილთან ერთად გაყვა უკან შ--–----ს, რომელიც გაემართა სახლთან მდებარე მაღაზიისკენ და შევიდა მაღაზიაში. შეყვა შ--–----ს და უთხრა, რა აყვირებდა, ახლაც გ------- იყო დამნაშავე. შ--–----ი იძახდა პოლიციაში დავრეკავ, უნდა დავიჭიროო. საუბრისას, მიაწოდა შვილიშვილი და გამოვიდა უკან. მოწმის განმარტებით, ის არ შესწრებია ფაქტს, რომ გ-------ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინოს შ--–----ისათვის. გ-------ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, ბრონქული ასთმა, დაუძლურებულია და გვიან იღვიძებს ხოლმე.
12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ----- ბ---------მ განაცხადა, რომ 2018 წლის 8 ივლისს, იმყოფებოდა ქ-–---–---–-- ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში, სადაც მუშაობდა. მაღაზიაში შევიდა შ--–---- მ-------–---–-, რომელმაც სთხოვა ტელეფონზე დარეკვა. ვინაიდან თანხა არ ჰქონდა, უარით უპასუხა. უარზე, შ--–----მა უთხრა, რომ სურდა 112-ში დარეკვა და ანგარიშზე თანხის არსებობდა არ იყო საჭირო. საუბრისას უთხრა, რომ გ------- უნდა დაეჭირა. შ--–----ის შესვლიდან რამდენმე წამში, მაღაზიაში შევიდა რ----- ც-------, რომელმაც შ--–----ს უთხრა „ბავშვი ვის დაუტოვე, რატომ ყვიროდი რა გინდოდაო“. აღნიშნულზე, შ--–----მა უპასუხ, „ხომ იცი შენი შვილი რაც არისო“. რაზეც რ------მ უპასუხა, „ვიცი, მაგრამ ახლა რა შუაშიაო“. საუბრის დასრულებისთანავე, რ------ გავიდა მაღაზიიდან და შ--–----იც გაყვა. მოწმის განმარტებით, შ--–----ს, მისთვის, არ უთქვამს თუ რატომ უნდა დაეჭირა გ------- და აღნიშნულის თაობაზე, არც მას დაუსვამს შეკითხვა.
13. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა გ------- ც-------მ განაცხადა, რომ 2018 წლის 8 ივლისს, იმყოფებოდა ქ-------------–-, ქ-–---–---–-- ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში და ეძინა, რა დროსაც, დილის საათებში, მივიდა შ--–---- მ-------–---–-, რომელმაც მისი პატარა ძმის დაყრილი ფეხსაცმელის გამო ატეხა ყვირილი, ჩავარდა ისტერიკაში და დაიწყო ლანძღვა. ადგა საწოლიდან და შეეცადა მის დაწყნარებას, თუმცა ვერ შეძლო. აღნიშნულის გამო, ჩაიცვვა და წავიდა სახლიდან, იფიქრა, იქნებ დაწყნარებულიყო. რამდენიმე ხანში, როდესაც უკან დაბრუნდა, სახლში დახვდა პოლიცია და დააკავეს. გ.ც-------ს განმარტებით, მას არც 2018 წლის ივნისის თვეში და არც 2018 წლის 8 ივლისს შ--–---- მ-------–---–-სათვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
14. საქმის არსებითი განხილვისას, დაცვის მხარემ, უდავოდ მიიჩნია და აღარ მოითხოვა მოწმე-ექსპერტის გ-- გ-----------ს დაკითხვა.
15. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა შ--–---- მ-------–---–მა და მოწმეებმა ლ---- ც-------მ, შ--–-- ც-------მ და ბ--- ც-------მ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
16. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ 08.07.2018წ. 19:31-19:45სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. შ--–---- მ-------–---–ს სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთების სახით (ჩივილებს ტკივილზე არ წარმოადგენს. მარჯვენა მხრის გარეთა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 1.5X0.4სმ.). დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
17. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით, დასტურდება, რომ გ------- ც------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი;
საქართველოს სსკ 44-ე მუხლის საფუძველზე, გ------- ც-------ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით;
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს, მთლიანად დაემატა წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 ოქტომბრის N1/74 განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2500 (ორიათას ხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ გ------- ც-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, ხოლო სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი და დამატებითი სასჯელები საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით, და ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
18. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ეროვნული სააგენტოს იმერეთის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 9 ივლისის N----------------- მომართვით დასტურდება, რომ გ------- ც------- აღიცხვაზე იმყოფება და მასზე კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს იმერეთის პრობაციის ბიურო, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განაჩენის საფუძველზე. გ.ც-------მ დამატებითი სასჯელი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შორმის მოხდა დაასრულა 2017 წლის 11 დეკემბერს, ხოლო პირობითი მსჯავრის მოხდის ვადა სრულდება 2018 წლის 13 ოქტომბერს.
19. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე, პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (ხელით გარტყმა (ჩარტყმა), ხელის კვრა, ფეხის ჩარტყმა, თმებით თრევა, თმების წიწკვნა და სხვა). აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. სხვაგვარი ძალადობა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, სხვაგვარი ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე, საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
განსახილველი დანაშაულის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ჩადენა არაერთგზის. არაერთგზისობა გულისხმობს კოდექსის ერთი მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენას. ოჯახური ძალადობა, არაერთგზისად რომ ჩაითვალოს, წინა ოჯახური ძალადობისათვის ნასამართლობა, მოხსნილი ან გაქარწყლებული არ უნდა იყოს.
20. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდება გ------- ც-------ს მიერ, წარდგენილი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული მუხლით წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს გ------- ც-------ს ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, შესაბამისად არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის, ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გ.ც-------ს უდანაშაულობის შესახებ - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა გ------- ც-------ს მხრიდან დაზარალებულ შ--–---- მ-------–---–-ს მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის ივნისის ბოლოს (ზუსტი დრო დაუდგენელია) და 2018 წლის 8 ივლისს, დილის საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ქ-------------–-, ქ-–---–---–-- ქ---------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, გ------- ც-------ს, მეუღლის - შ--–---- მ-------–---–-ს მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.
სამართლებრივი შეფასება:
21. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
22. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N49).
23. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/548), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).
ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).
ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ (პარაგრაფი N44).
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფი N45).
24. სასამართლო აღნიშნავს, რომ გ------- ც-------ს მიერ შ--–---- მ-------–---–-ს მიმართ ძალადობის განხორციელებაზე მიუთითებს მხოლოდ ერთი მტკიცებულება, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გ------- ც-------ს მიერ მიერ დანაშაულების ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება. მართალია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია დაზარალებულ შ--–---- მ-------–---–-ს სხეულზე არსებული დაზიანების შესახებ, თუმცა, თუ რა გარემოებებში ჰქონდა მიღებული ეს დაზიანებები დაზარალებულს, ან ვინ მიაყენა, აღნიშნულის დამადასტურებელი სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, სასამართლო სხდომაზე არ წარმოდგენილა. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რის გამოც, გ------- ც------- უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2018 წლის ივნისის თვის ეპიზოდით) და სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2018 წლის 8 ივლისის ეპიზოდით) წარდგენილ ბრალდებებში.
წარდგენილი ბრალდების არსი:
25. 2018 წელს (ზუსტი დრო დაუდგენელია), გ------- ც-------მ, პირადი მოხმარებისათვის, ქ-------------–-, ქ-–---–---–-- ქ---------ში მდებარე საკუთარ სახლში, ქოთანში, უკანონოდ დათესა, კულტივირება გაუკეთა და მოიყვანა ერთი ძირი ნარკოტიკული საშუალება - კანაფი (მცენარე), საერთო წონით 22.41 გრამი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, 2018 წლის 8 ივლისს, ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ზესტაფონის შს რაიონული სამმართველოს მუშაკების მიერ.
სასამართლომ დაადგინა:
26. 2018 წელს (ზუსტი დრო დაუდგენელია), გ------- ც-------მ, პირადი მოხმარებისათვის, ქ-------------–-, ქ-–---–---–-- ქ---------ში მდებარე საკუთარ სახლში, ქოთანში, უკანონოდ დათესა და მოიყვანა ერთი ძირი ნარკოტიკული საშუალება - კანაფი (მცენარე), საერთო წონით 22.41 გრამი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, 2018 წლის 8 ივლისს, ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ზესტაფონის შს რაიონული სამმართველოს მუშაკების მიერ.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქმედება - ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა:
27. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ-----–---- ნ---------მ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 8 ივლისს, იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც სამმართველოში მიღებული იქნა შეტყობინება ოჯახურ ძალადობაზე. დაზარალებულმა, გამოკითხვისას მიუთითა საცხოვრებელ სახლში ნარკოტიკული საშუალების არსებობის შესახებ. აღნიშნულის საფუძველზე, თანამშრომლებთან კ.ბ--------–---–თან, ი.გ--------სთან, მ.ბ------სთან და კ.მ----–---სთან ერთად გამოცხადდა ქ-------------–-, ქ-–---–---–-- ქუჩაზე მდებარე გ.ც-------ს საცხოვრებელ სახლში. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იქნა ერთი ძირი, მწვანე ფერის ნივთიერება. ამოღების შემდეგ, ნივთიერება დალუქული იქნა ადგილზე. მოწმის განმარტებით, გ.ც-------მ, მათ განუმარტა, რომ ნივთიერება მან დათესა და მოიყვანა პირადი მოხმარების მიზნით.
28. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი-----–- გ--------მ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 8 ივლისს, იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც სამმართველოში მიღებული იქნა შეტყობინება ოჯახურ ძალადობაზე. დაზარალებულმა, გამოკითხვისას მიუთითა საცხოვრებელ სახლში ნარკოტიკული საშუალების არსებობის შესახებ. აღნიშნულის საფუძველზე, ქ-------------–-, ქ-–---–---–-- ქუჩაზე მდებარე გ.ც-------ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული იქნა ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ქოთანში დარგული, ერთი ძირი, დაკბილულფოთლებიანი მწვანე ნივთიერება. ამოღების შემდეგ, ნივთიერება დალუქული იქნა ადგილზე. ასევე, შედგენილი იქნა ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. ასევე, კ.ბ--------–--–-ს და მ.ბ------ს მიერ, ადგილზე, დაკავებული იქნა გ.ც-------.
29. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა გ------- ც-------მ განაცხადა, რომ ნარკოტიკული საშუალება მას ეკუთვნოდა. გამოკითხვისას, გ.ც-------მ უარყო ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვის, მოყვანის და კულტივირების ფაქტი. განაცხადა, რომ მცენარის მარცვალი (თესლი), მას არ ჩაუგდია ქოთანში, აღნიშნული არ ახსოვს. ასევე, არასდროს დაუსხია წყალი, არ დაუყრია სასუქი და არც მიწა მოუფხვიერებია. რაიმე მანიპულაცია, რომ უფრო დიდი და კარგი ყოფილიყო მცენარე, არ გაუკეთებია. 2018 წლის ივნისის თვეში აღმოაჩინა ქოთანში ეს მცენარე, მიხვდა რაც იყო და თუ გაიზრდებოდა, მოიხმარდა. საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას კი, გ------- ც-------მ განაცხადა, რომ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე მან დათესა და მოიყვანა.
30. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწმე (დაზარალებულმა) შ--–---- მ-------–---–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
31. საქმის არსებითი განხილვისას, დაცვის მხარემ, უდავოდ მიიჩნია საქმეზე არსებული წერილობითი მტკიცებულებები, კერძოდ: სახლისა და სათავსოების ჩხრეკის ოქმი; ნარკოლოგიური შემოწმების N------ დასკვნა; ქიმიური ექსპერტიზის N------ დასკვნა. ასევე, აღარ მოითხოვა მოწმეების თ---------- კო------ს, მ--–---- ბ------ს, კ---- მ----–---ს, მ------- ჭ--–---ს, გ------- ფ------ს და კ-------–- ბ--------–---–ის დაკითხვა.
32. მოწმე თ---------- კო------ს გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 8 ივლისს, სამსახურში ყოფნის დროს, მისთვის ცნობილი გახდა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ ოჯახური ძალადობის ფაქტზე, რა დროსაც, დაზარალებული სახით გამოკითხულმა შ--–---- მ-------–---–მა მიუთითა მეუღლის მხრიდან ქ-------------–-, ქ-–---–---–-- ქ---------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის ქოთანში შენახვის ფაქტი. აღნიშნულის საფუძველზე, თანამშრომლებთან ერთად გამოცხადდა მითითებულ მისამართზე, რა დროსაც ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იქნა მწვანე ფერის, დაკბილულფოთლებიანი, მძაფრის სუნის მქონე მცენარე, რომელზეც გ------- ც-------მ განაცხადა, რომ მცენარე იყო მის მიერ დარგული და მოყვანილი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“.
33. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული კ---- მ----–---ს და მ--–---- ბ------ს გამოკითხვის ოქმები.
34. 2018 წლის 8 ივლისის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, დამხმარე სათავსოდ გამოყენებული ოთახიდან, ამოღებული იქნა ქოთანში ჩარგული, ერთ ძირი, მწვანე ფერის, დაკბილულფოთლებიანი, მძაფრი სუნის მქონე მცენარე, რომელზეც გ------- ც-------მ განმარტა, რომ ეს მცენარე არის მის მიერ დარგული ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“.
35. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური ექსპერტიზის N------ დასკვნით დასტურდება, რომ ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად, გ------- ც-------ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი.
36. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ქიმიური ექსპერტიზის N------ დასკვნით დასტურდება, რომ 1-2) ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, გ------- ც-------ს სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული, 1 ძირი, მომწვანო ფერის, სპეციფიკური სუნის მქონე ნედლი მცენარე, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება - კანაფს (მცენარეს), წონით - 22.41 გრამს.
37. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით, დასტურდება, რომ გ------- ც------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი;
საქართველოს სსკ 44-ე მუხლის საფუძველზე, გ------- ც-------ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით;
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს, მთლიანად დაემატა წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 ოქტომბრის N1/74 განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2500 (ორიათას ხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ გ------- ც-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, ხოლო სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი და დამატებითი სასჯელები საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით, და ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
38. საქართველოს სასჯელარსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ეროვნული სააგენტოს იმერეთის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 9 ივლისის N----------------- მომართვით დასტურდება, რომ გ------- ც------- აღიცხვაზე იმყოფება და მასზე კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს იმერეთის პრობაციის ბიურო, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განაჩანის საფუძველზე. გ.ც-------მ დამატებითი სასჯელი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შორმის მოხდა დაასრულა 2017 წლის 11 დეკემბერს, ხოლო პირობითი მსჯავრის მოხდის ვადა სრულდება 2018 წლის 13 ოქტომბერს.
39. სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის ან კულტივირების საზოგადოებრივი საშიშროება ძირითადად განპირობებულია იმით, რომ ეს ქმედებები თითქმის ყოველთვის მიმართულია აღნიშნულ მცენარეთა შემდგომი გასაღებისაკენ, ანდა მათი გადამუშავების გზით მიღებული ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისაკენ. განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტად მიიჩნევა ნარკოტიკული საშუალების ბრუნვასთან დაკავშირებული ურთიერთობები, რომლებიც მოწესრიგებულია საქართველოს კანონმდებლობით. ამ კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარეების დათესვა, მოყვანა და კულტივირება. დანაშაულის საგანს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე. ეს მცენარეებია: ოპიუმის ყაყაჩო, მარიხუანა და სხვა. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, კერძოდ: ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვაში, მოყვანაში ან კულტივირებაში. დათესვა ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის თესლის ჩათესვას მიწის ნებისმიერ მონაკვეთზე, იმისდა მიუხედავად, არის თუ არა ეს ნაკვეთი კონკრეტული პირის მფლობელობაში. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის მოყვანა გამოიხატება ამ მცენარის მოვლაში: სარეველა მცენარეებისაგან გათავისუფლებაში, მორწყვაში, სასუქებით განაყოფიერებაში და ასე შემდეგ. მოყვანის მიზანია ზრდასრული ნარკოტიკული მცენარის მიღება. განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა პირი შეასრულებს მუხლის დისპოზიციაში მითითებულ მოქმედებათანაგან ერთ-ერთს, ე.ი. ნებისმიერ ადგილზე დათესავს ან მოიყვანს, ან დაასრულებს ამ მცენარეთა კულტივირების პროცესს. დანაშაულის ამსრულებელი არის ნებისმიერი 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი. სუბიექტური მხრივ, ვინაიდან დანაშაულის მოტივზე ან მიზანზე არ არის სპეციალური მითითება სსკ 265-ე მუხლში, ისინი კვალიფიკაციაზე არ ახდენენ გავლენას და მხედველობაში მიიღებიან მხოლოდ სასჯელის დანიშვნისას. როგოც წესი, ამ დანაშაულის ჩადენა ხდება ანგარებით ან ნარკოტიკულ საშუალებაზე პირადი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით. ბრალის ფორმის მიხედვით განსახილველი დანაშაული ხასიათდება პირდაპირი განზრახვით, ე.ი. პირს შეგნებული აქვს, რომ ახდენს სწორედ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კანონსაწინააღმდეგო დათესვას, მოყვანას ან კულტივირებას და სურს ეს.
40. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------- ც-------მ, განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა.
ბრალდების იმ ნაწილში გამართლების საფუძვლები, რომელიც ეხება - ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებას.
41. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირება ნიშნავს მათ დამუშავებას, გაშენებას, ახალი სახეობების გამოყვანას, იმდაგვარ გადამუშავებას, რომ ამაღლდეს მისი მოსავლიანობა და გამძლეობა არახელსაყრელი გარემო პირობებისადმი.
42. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი ვერცერთი მტკიცებულებით, ბრალდების მხარემ ვერ დაასაბუთა გ------- ც-------ს ბრალეულობა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებაში. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები - გამომძიებლები და უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმები (მოწმე-გამომძიებლები), უთითებენ, რომ ჩხრეკის შედეგად, გ.ც-------ს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული იქნა მწვანე ფერის, მძაფრი სუნის მქონე, დაკბილულფოთლებიანი მცენარე, რომელიც გ.ც-------ს განმარტებით მან დათესა და მოიყვანა, პირადი მოხმარების მიზნით. ის გარემოება, რომ აღნიშნული მცენარე კანაფი დარგო და მოიყვანა გ.ც-------მ, ასევე, დასტურდება თავად ბრალდებულის მიერ სასამართლოზე მიცემული განმარტებითაც. შესაბამისად, როგორც უკვე აღინიშნა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის მოყვანა გამოიხატება ამ მცენარის მოვლაში სხვადასხვა ქმედებებით, მათ შორის მორწყვაში. ბრალდების მხარეს კი მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებდა, რომ გ------- ც-------მ დაამუშავა, გააშენა, ახალი სახეობა გამოიყვანა ან/და იმდაგვარად გადაამუშავა მცენარე, რომ ამაღლდა მისი მოსავლიანობა და გამძლეობა არახელსაყრელი გარემო პირობებისადმი, არ წარმოუდგენია, მხოლოდ მცენარის მორწყვა და მოვლა კი არ იძლევა კულტივირების შემადგენლობას, რის გამოც გ------- ც------- უნდა გამართლდეს წარდგენილი ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც ეხება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებას.
სამართლებრივი შეფასება:
43. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
44. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე, შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით, კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბერი, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).
45. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N60).
46. შესაბამისად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე მიღებული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ გ------- ც-------მ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა გ------- ც-------ს ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს გ------- ც-------ს მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
47. გ------- ც-------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება ის, რომ პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა ახალი დანაშაული.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
48. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
49. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ------- ც-------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასჯელის მიზანია როგორც ბრალდებულზე, ასევე, სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. მოცემულ შემთხვევაში, გ------- ც-------ს მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ასევე, მისი პიროვნების გათვალისწინებით, საქართველოს სსკ 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, მას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. სასამართლოს მიაჩნია, ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით შეძლებს დააფიქროს გ------- ც------- უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.
50. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ?? ???????? 59-? ?????? გათვალისწინებული წესით. სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. მოცემულ შემთხვევაში უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ გ------- ც-------ს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბერს განაჩენით დანიშნული სასჯელი მოხდილი არ ჰქონდა დანაშაულის ჩადენისა და ბრალის წარდგენის დროს, იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში და აღრიცხვაზე იდგა პრობაციის ბიუროში. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების საფუძვლები. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ოქტომბრის N203აპ-15 გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ "საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორთა პოზიციას იმის შესახებ, რომ, ვინაიდან, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის მისთვის წინა განაჩენით განსაზღვრული გამოსაცდელი ვადა გასული იყო, მის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრის გაუქმება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს სსკ 59-ე მუხლით დადგენილი წესით. იმის გამო, რომ გ.გ-მ საქართველოს სსკ 375-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელ ვადაში, სასამართლო, საქართველოს სსკ 67-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნიდან გამომდინარე, ვალდებულია, გააუქმოს მის მიმართ წინა განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და სასჯელი განუსაზღვროს საქართველოს სსკ 59-ე მუხლით დადგენილი წესით" (სამოტივაციო ნაწილი, პარაგრაფი N3). (ასევე, იხილეთ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 24 დეკემებრის N401აპ-15 გადაწყვეტილება, პარაგრაფი N5-7). შესაბამისად, გ------- ც-------ს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს სსკ 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების შესაბამისად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს, ჯარიმას 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის - 10 (ათი) თვის და 19 (ცხრამეტი) დღის ნაწილი, 1 (ერთი) თვე და 9 (ცხრა) დღე, დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 2500 (ორიათას ხუთასი) ლარი და საბოლოოდ გ------- ც-------ს (განაჩენთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) თვის და 9 (ცხრა) დღის ვადით და ჯარიმა 4500 (ოთხიათას ხუთასი) ლარის ოდენობით. სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის (2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება N54-აპ-16, სამოტივაციო ნაწილი, პარაგრაფი N3) განმარტებას, რომ „საქართველოს სსკ 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. საკასაციო პალატა, ასევე, იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს სსკ 39–ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური“.
ნივთიერი მტკიცებულებები:
51. საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 267-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ------- ც------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2018 წლის ივნისის თვის ეპიზოდით), სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2018 წლის 8 ივლისის ეპიზოდით) წარდგენილ ბრალდებაში, ასევე, სსკ 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც ეხება - ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებას;
გ------- ც------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით გ------- ც-------ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი (თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს, ჯარიმას 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, ნაწილობრივ დაემატოს წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის 10 (ათი) თვის და 19 (ცხრამეტი) დღის ნაწილი, 1 (ერთი) თვე და 9 (ცხრა) დღე, დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 2500 (ორიათას ხუთასი) ლარი და საბოლოოდ გ------- ც-------ს (განაჩენთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) თვის და 9 (ცხრა) დღის ვადით და ჯარიმა 4500 (ოთხიათას ხუთასი) ლარის ოდენობით;
გ------- ც-------ს, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 8 ივლისიდან, 2018 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით - 1 (ერთი) თვე და 9 (ცხრა) დღე;
გ------- ც-------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს; შესაბამისად, გაუქმდეს, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს N12/21-2018 განჩინებით, გ--- ც-------ს (პირადი ნომერი 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა (მდებარე: საკადასტრო კოდით N------------------------------------------);
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, გ------- ც-------ს - 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
საქმეზე დართული ნივთები და საგნები: სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ამოღებული 1 (ერთი) ძირი ნარკოტიკული საშაულება „კანაფი“, წონით - 22.41 გრამი (საექსპერტო კვლევის შემდეგ დარჩა 22.02 გრამი), რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე