გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330210019002890624 (2/5018-19)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30.05.2019 წ. ქ. თ---–--ი
შესავალი ნაწილი
თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე
სხდომის მდივანი ს------- სუხიტაშვილი
მოსარჩელე გ-------------ე
მოსარჩელის წარმომადგენელი მ-----–--------–---–ი,მოპასუხე ს----–-–-------------------------–----------ო,მოპასუხის წარმომადგენელი მ--------------ე,დავის საგანი: საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ქ. თ---–--ი, გ------ის ქუჩა #2-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომის 1/2 ნაწილის, რაც საჯარო რეესტრის ე---------–ი საააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით რეგისტრირებულია ს---------------ას სახელზე, უმკვიდროდ ცნობა და მოსარჩელე გ-------------ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სსიპ ს----–-–------------ის ე---------–მა ს-------ომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საჯარო რეესტრის ე---------–ი ს-------ოს ცნობა-დახასიათების შესაბამისად, ქ. თ---–--ი, გ------ის ქუჩა #2-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომის 1/2 ნაწილი რეგისტრირებულია ს---------------ას საკუთრებად, ხოლო 1/2 ნაწილი ა--------------ის საკუთრებად.
თ---–--ის საქალაქო სასამართლოს მაგისტრის 2019 წლის 2--------ის დადგენილებით დადგენილი იქნა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი ზემოთმითითებული ცნობა დახასიათების ს-----------------ასადმი კუთვნილების თაობაზე, სადაც სახელი ს----- არ ემთხვეოდა გარდაცვალების მოწმობაში მითითებულ სახელს - ს-------.
ქ. თ---–--ი, გ------ის ქუჩა #2-ში მდებარე უძრავი ქონება რეგისტრირებულია ვ--------------ის (საფუძველი სამკვიდრო მოწმობა) და თანამესაკუთრის სახელზე ს/კ #0---------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ე---------–ი ს-------ოს ცნობა-დახასიათება (ს.ფ. 23);
- დადგენილება (ს.ფ. 48);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 47);
3.1.2. ს-----------------ა გარდაიცვალა 2016 წლის 17 დეკემბერს.
ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია ს-----------------ას სამკვიდრო ქონების თაობაზე.
ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრის ინფორმაციის თანახმად, არ მოიძებნა ინფორმაცია ს-----------------ას სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 45);
- ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან (ს.ფ. 46);
- ინფორმაცია ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან (ს.ფ. 53);
3.1.3. ქ. თ---–--ი, გ------ის ქუჩა #2-ში გ-------------ე რეგისტრირებულია 1986 წლიდან.
იგი ასევე რეგისტრირებულია ამ მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლის საბინაო წიგნში.
სს თელასის ცნობით ჩ------ე გ---- 1996 წლის მონაცემებით ფიქსირდება აბონენტად ქ. თ---–--ი, გ------ის ქუჩა #2-ში და 21.05.2018 წლის მდგომარეობითაც იგია აბონენტად რეგისტრირებული ამავე მისამართზე.
აბონენტი ჩ------ე, მისამართზე: ქ. თ---–--ი, გ------ის ქუჩა #2, შპს ყაზტრანსგაზ-თ---–--ის ბილინგის მონაცემთა ბაზაში აბონენტად რეგისტრირებულია 2006 წლის 1 ივნისიდან.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 20);
- საბინაო წიგნის ასლი (ს.ფ. 36-38);
- სს თელასის ინფორმაცია (ს.ფ. 39);
- შპს ყაზტრანსგაზ-თ---–--ის ინფორმაცია (ს.ფ. 40);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. გ-------------ემ და სადავო საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე ს-----------------ამ 1986 წელს დადეს გარიგება, რომლის თანახმად ს-----------------ამ 24000 მანეთად მიყიდა მის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომი გ-------------ეს. ეს საცხოვრებელი სადგომი წარმოადგენს ქ. თ---–--ი, გ------ის ქუჩა #2-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომის 1/2 ნაწილს.
სადავო საცხოვრებელი სადგომი არის უმკვიდრო.
გ-------------ე არის სადავო საცხოვრებელი სადგომის კანონიერი მოსარგებლე.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-2, მე-9 მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.
კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება არის წერილობითი საბუთი/საბუთები, რომლითაც/რომლებითაც მესაკუთრე ადასტურებს საცხოვრებელი სადგომის გაყიდვის ნებას და ნასყიდობის ფასის მიღებას;
,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია, რომ ქ. თ---–--ი, გ------ის ქუჩა #2-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომის 1/2 ნაწილის მოსარგებლეა გ-------------ე. მისი საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეობის უფლება დასტურდება, საცხოვრებელი სადგომის დათმობის შესახებ გარიგებით, საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაციითა და კომუნალური გადასახადების გადახდით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე.
დადგენილია, რომ ს-----------------ა გარდაცვლილია და მას არც კანონისმიერი და არც ანდერძისმიერი მემკვიდრე არ დარჩენია.
6.2. ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.
ამდენად, იმისათვის, რომ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებული ურთიერთობის ფარგლებში პირმა საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის გზით მოიპოვოს სადგომზე საკუთრების უფლება, აუცილებელია შემდეგი გარემოებების ერთობლიობა: 1) საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის ურთიერთობა წარმოშობილი უნდა იყოს 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე. 2) მოსარჩელე უნდა იყოს ამ კანონით გათვალისწინებული მოსარგებლე ან მისი უფლებამონაცვლე; 3) საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე უნდა იყოს გარდაცვლილი; 4) გარდაცვლილი მესაკუთრის დანაშთი ქონება უნდა აკმაყოფილებდეს უმკვიდრო ქონებად ცნობის კრიტერიუმებს.
განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული წინაპირობები, რის გამოც ს-----------------ას სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომი, რაც შეადგენს მდებარე - ქ. თ---–--ი, გ------ის ქუჩა #2-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომის 1/2 ნაწილს, ცნობილი უნდა იქნეს უმკვიდროდ და უსასყიდლო საკუთრებაში უნდა გადაეცეს მოსარჩელეს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 268-ე, 270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. უმკვიდროდ იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ე---------–ი ს-------ოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, ქ. თ---–--ი, გ------ის ქუჩა #2-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომის 1/2 ნაწილი, რაც რიცხულია ს-----------------ას სახელზე და იგი უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს მოსარჩელე გ-------------ეს .
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–--ის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე